შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 7 )


20-08-2017, 15:33
ავტორი ადელაინი
ნანახია 5 072

გრაციუზულად, ქუსლების კაკუნითა და თეძოს რხევით მიუახლოვდა რესტორნის შუაგულშუ მდგარ მგრვალ მაგიდას, არაფრად ჩააგდო ხალხის ცნობისმოყვარე მზერა და თავაწეული მიაჩწრდა ნუცა აბაშიძეს, მზერით რომ სწვავდა, არ დაიბნა, აღელვებას და ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა მთელს სხეულში, მოწოლილი ემოციები ჩაახშო, ნელი მოძრაობით მოკალათდა ძველი ნაცნობის წინ.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ნუციკო-ირონიულად შენიშნა და თავი ოდნავ გვერდით გადახარა ქალმა
-ალბათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება არა? მირეკავს ჩემი ქმრის ყოფილი შეყვარებული და შეხვედრას მინიშნავს, არც კი ვიცი რა ვიფიქრო -უდარდელად აიჩეჩა მხრები, თვალებში ჭინკები აუთამაშდა, ცხენის კუდად შეკრულ გრძელ თმაზე ნაზად გადაისვა თლილი თითები
-და ვინ გითხრა რომ შენი ქმარი ჩემი ყოფილია?-ორაზროვნად შენიშნა-მე ყველაფერი ვიცი საყვარელო-ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ და ისე ჩუმი, ხავერდოვანი ხმით წარმოსთქვა თითქოს დიდი საიდუმლო გაანდოო
-მართლა? მაინც რა იცი?- გოგონას ქმედება გაიმეორა ჯაყელმა
-შენ გგონია კუთხეში მოგვიმწყვდიე არა? არც კი გიფიქრია რომ რატი მე არასოდეს მიღალატებს, რომ ჩემს ზურგს უკან არ იმექმედებს...არასდროს!-კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა
-მართლა?-მოჩვენებითად გაიკვირვა ჯაყელმა, ეს მხოლოდ ნინოს დასანახად, რეალურად კი გულში რღაც ჩასწყდა, ნდობის მცირედი ძაფი,კიდევ უღალატა რატიმ, ამჯერადაც არ დაინდო, ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ გულის სიღრმეში, ყველაფრის მიუხედავას ენდობოდა მას.
მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, შურის საძიებლად დაბრუნდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა.
-მართლა-მორჩილი ბავშვივით გაიმეორა მისი სიტყვები
-მერე ამით იცვლება რამე?-გადაიკისკისა ნუცამ და თვალებში ჩააშტერდა მეტოქეს
-ყველაფერს ცვლის, ის რომ შენ და რატის ერთმანეთი არ გიყვართ, ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, რაში გჭირდება ქმარი რომელსაც არ უყვარხარ?-გამარჯვებულის ღიმილი ესროლა
-და შენ რაში გჭირდება კაცი, რომელმაც ფული, შესაძლებლობა და ბიზნესი შენზე წინ დააყენა?-არც ჯაყელი დარჩა ვალში
-ის ისევ ჩემთანაა-უსირცხვილოდ იცრუა
-საყვარლები ხართ?-ირონიულად შენიშნა თან ოფიციანტის მიერ მირთმეულ წყალიან ჭიქას გამომწვევად დაუწყუ ხელში თამაში
-რა სირცხვილია ღმერთო ჩემო! ცოლიან კაცს ხვდები?-მოჩვენებითად გაიოცა
-რისთვის დაბრუნდი?-კბილებში გამოსცრა აბაშიძემ,აღარ უცდია მოწოლილი ბრაზის დამალვა-რომ ცხოვრება დამინგრიო?
-არა, უბრალოდ მამისეულ ბიზნეს ვხელმძღვანელობ-ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და ისე მიიხედ-მოიხედა გვერდით თითქოს ვინმე უთვალთვალებდათ
-არადა სკოლის პერიოდში არ გეტყობოდა მდიდარი რომ იყავი
-არ მიყვარს ჩემი ღირსებების დემონსტრირება
-სიმდიდრე ღირსება არ არის ნუციკო
-მე თქვენი წესებით ვთამაშობ ნინ,ამიტომ აქ გავლენა,ფული და შესაძლებლობები ყველაზე მნიშვნელოვანია-უდარდელად აიჩეჩა მხრები,წამოდგა და გასასვლელისკენ ისევე გრაციოზულად, თავაწეული გაემართა როგორც შემოვიდა.რამდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული აბაშიძე რომ დაეწია, წინ აესვეტა და კბილებში გამოსცრა
-თავი დაანებე რატის! ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს-ცივი ხმით დაისისინა
-თითქოს ეს უკვე მომისმენია!მაგრამ გუშინდელი ვნებიანი ღამის შემდეგ,რთულია დასკვნების გამოტანა-სივრცეს უმისამართოდ ჩააშტერდა ნუცა,თითქოს ფიქრებში დაიკარგაო,მერე ტრიუმფალური ღიმილი ესროლა გახევებულ მეტოქეს და უდარდელად,ლაღად დატოვა შენობა.


*****

გარეთ გამოსულს ყალბი ღიმილი მთლიანად ჩამოერეცხა სახიდან, მოეშვა, გრძნობებს გასაქანი მისცა, საკუთარი გულის ცემა ყურებში ესმოდა, გული უფართხალებდა, ჩვეულზე უფრო ძლიერად, ძლიერად მიიჭირა ხელი თითქოს ასე შეძლებდა გულისცემის დარეგულირებას.
სახეალეწილმა და პულს აჩქარებულმა ძლივს შეაღო სახლის კარები,უნდოდა მისულიყო აბები აეღო და რაც შეიძლება მალე დაელია, მაგრამ ოთახის შუაგულში მდებარე სავარძელში მოკალათებული ბაბლუანის დანახვისთანავე გადაიფიქრა, ყველაზე ნაკლებად ახლა მისი დანახვა უნდოდა
-სად იყავი? ან ეს მოტმასნილი კაბა რას მივაწეროთ?-არ ამდგარა,მხოლოდ ოდნავ მოაბრუნა თავი
-შენს საყვარელს შევხვდი-მოჩვენებითი უდარდელობით აიჩეჩა მხრები და არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო გაფითრებულ კაცს,სწრაფად რომ წამოხტა სავარძლიდან
-ვის?-გულწრდელი გაკვირვება იკითხებოდა მამაკაცის სახეზე
-მოკლედ ნინო აბაშიძემ დამიბარა-აუღელვებლად მიახალა პირში, ჩანთა იქვე დივაზე მიაგდო, თვითონ კი იმ სავარძელში ჩაეშვა სადაც წუთის წინ ბაბლუანი არხეინად მოკალათებულიყო
-რა?-კბილებში გამოსცრა, ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე
-ჰო ქურდული გარჩევა იყო-ცალყბად ჩაიცინა, გულის ტკივილი თითქოს სადღაც გამქრალიყო
-ჩემს ზურგსუკან მოქმედებთ?-კბილებში გამოსცრა კაცმა, მრისხანე მზერა ესროლა ცოლს და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში
-ზუგს უკან მოქმედებაზე შენ ხმას ნუ იღებ! კიდევ მიღალატე, ისევ გამასულელე რატი! მაგრამ ამჯერად არ მტკენია, რწმენა დაკარგული მოველოდი შენს ასეთ ქმედებას , არ გამკვირვებია-დაისისინა და თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა
-რას ბოდავ გოგო!-დაიქუხა ბაბლუანმა
-რაც არ უნდა იყოს რატი, ჩემგან თავს ვერ დაიღწევ!
-გუშინდელი ღამის შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ გაქვს არა?-ირონიულად შენიშნა, ჯაყელისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიუახლოვდა,ვნებაარეული, გონებადაბინდული ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა გოგონას მსხვილი, ვარსისფერი ტუჩებისა,სავსე ბზინვარე, ქათქათა მკერდი, აი ეს იყო რასაც ჭკუიდან გადაყავდა,რასაც უნდოდა, რომ დაუფლებოდა,თუნდაც იქვე, სავარძელში,ან იატაკზე...
-უკან დასახევი გზა მაშინ არ დავიტოვე შენ რომ აგირჩიე ქმრად-ორაზროვნად შენიშნა, წინ აესვეტა კაცს
-გუშინ რაც მოხდა...რატომ დამთანხმდი ნუცა? რატომ წინააღმდეგობა არ გამიწიე? ნუთუ ასე ვმოქმედებ შენზე?-ოხრვა ამოაყოლა სიტყვებს
-შენ ჩემი ქმარი ხარ, ამიტომ რატომ არ უნდა მივიღო სიამოვნება სრული პაკეტით? რომც დავშორდეთ მაინც აღარავის დააინტერესებს ისევ ქალიშვილი ვარ თუ არა...მე კი მინდა, შენ არა! სიამოვნების მიღება მინდა თუნდაც აქ, რაღაცაში მაინც გამომადგე იქნებ!-ირონიულად,ზიზღით გამოსცრა კბილებში, სწრაფად მიუახლოვდა მამაკაცს, პერანგის ღილებს ათრთოლებულმა დაუწყო შეხსნა
-ესეიგი სიამოვნება გინდა-არც ბაბლუანმა დაიშურა ირონია, არაფერი უპასუხა ნუცამ თავის საქმეს განაგრძობდა,არც ისე მოხერხებულად,მაგრამ ენთუზიაზმით.
-მაგიჟებ-კბილებში გამოსცრა რატიმ,ერთი ხელის მოსმით გააშიშვლა, ნატიფი სხეული, მთელი სიძლიერით აეკრო გოგონას, ვნებააშლილმა დაუკოცნა ტუჩები,ყელი,მკერდი,თანდათან ქვევით ჩაუყვა....სველ კოცნებს უტოვებდა სხეულზე....
ნუცა მომთხოვნი იყო, თითქოს ველურიც, მისი ყველა მოქმედება, მოძრაობა შურსძიებას გავდა...მტანჯველ სიამოვნებას რატისთვის.ეს იყო სექსი უსიყვარულოდ...ნუცას უბრალოდ კაცი სჭირდებოდა და არა რატი ბაბლუანი, ამის გაფიქრებამ გული მოუკლა კაცს, უნდოდა გაჩერებულიყო, ხელი ეკრა გოგოსთვის, მაგრამ მისი მომაჯადოვებელი სილამაზის წინაშე უძლური იყო, თავს ვერ იკავებდა...
საკუთარი თავი სძულდა, ვერ გაეგო რატომ ანიჭებდა ამხელა ტკივილს ნუცას დამოკიდებულება, მისი სიტყვები, გულგრილობა, ზიზღი...


*****
-ისევ გატკინე არა?- სინანულით გაიქნია თავი და მომლოდინეთ მიაჩერდა ჯაყელს, კაბის ელვას რომ იკრავდა
-გულს თუ გულისხმობ, ის მე აღარ მაქვს-კბილებში გამოსცრა და მის უკან მდგომ მამაკაცს, რომელსაც სურდა დახმარებოდა, ხელიდან უხეშად დაუსხლტა
-მე გავანადგურე ვისაც გულწრფელად, უანგაროდ ვუყვარდი-თვალებში ნუცასთვის უცნობი სხივი გაუკრთა ბაბლუანს თვალებში, წამით მოეჩვენა რომ ეს სინანული იყო, მაგრამ უაზრო ფიქრები უკუაგდო და შავ თვალებში ჩააშტერდა
-მაგრამ მე აღარ მიყვარხარ....ეს ბევრად მეტია-სიტყვებს თითქოს მთელი გული ამოაყოლა, წამით თვალები დახუჭა, შემდეგ კი ამაყად, წელში გამართული აუყვა კიბეს
-მე შენ გაქციე იმათ ვინც ხარ ნუცა, ცუდი გზით, ტკივილით და დამცირებით, მაგრამ ის ვინც ხარ ჩემი დამსახურებაა, შენ ხარ ქალი ქალში! სასურველი, ვნებიანი, მე შენს გულს გავამთელებ!...გპირდები-კიბეზე გააშეშა რატის სიტყვებმა, მამაკაცის ხავერდოვან ხმაში იმდენი სითბო და იდუმალება იმალებოდა, ჯაყელს ტანში გასცრა, იგრძნო კაცისგან წამოსული ძლიერი მუხტი, უნდოდა მობრუნებულიყო და კვლავ ჩაკარგულიყო სიამოვნების მორევში, მხოლოდ რატი ბაბლუანთან ერთად, მაგრამ არ შეეძლო პრინციპებს ვერ გადააბიჯებდა, იცოდა მისი სიყვარული ტკივილის მეტს არაფერს მოუტანდა, არ მობრუნებულა, თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი რატისგან შეუმჩნევლად მოიწმინდა და სწრაფად აუყვა კიბეს.



№1 სტუმარი monika

Au dzan kargia da agar dagviano ra velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი ადელაინი

monika
Au dzan kargia da agar dagviano ra velodebi shemdegs

Madloba didi, aucileblad

 


№3 სტუმარი Shore shore

oo rogor gamexarda rom davinaxe zaluan kargi iko shemdegs veli da ar daagviano tkbilo .

 


№4  offline წევრი ადელაინი

Shore shore
oo rogor gamexarda rom davinaxe zaluan kargi iko shemdegs veli da ar daagviano tkbilo .

Shore rogor miyvarxar :****

 


№5 სტუმარი oliko

Mixaria rom aq xar. Nuciko dzlieria aravis unda misces upleba a Dev atkinon is Nino kide moashore ver vitan maset qalebs. Dampali eg. Warmatebebi sheen

 


№6 სტუმარი Guest ნინო

კარგი ისტორიაა მომწონს❤❤ რაღაც თითქოს სხვა... მალე დადე შემდეგი ველი დიდი მოთმინებით.. ❤❤❤

 


№7 სტუმარი nanuka ))

rogor velodi axal tavs shen xo ar ici :DDD zaan gamixarda ro dade dges <333 da velodebi momdevnos <333 :***

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გადასარევია მაგრამ ძალიან აგვიანებ

 


№9  offline წევრი ადელაინი

Dიდი მადლობა

 


№10  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აღარ აგრძელებ? მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, დღეში რამდენჯერაც კი ვამოწმებ :-P

 


№11  offline წევრი INGOBERNABLE

აღარ დებ შემდეგ თავს??? დიდი ხანია ველოდები

 


№12 სტუმარი mari

კაირაა. ეს რა უპასუხისმგებლობაა -_- ერთ თავს მოგვიგდებ და მერე უნდა გელოდოთ თვეები. თუ დებ დადე რაა. თუ არა და რაღას იწყებ საერთოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent