შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუ-დიკო (თავი 1)


20-08-2017, 15:37
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 934

მაქთის ოფისიდან ამაყ­ად გამოვდივარ, მანქა­ნაში ვჯდები და ხელ­ში მოთავსებულ ახალ კარტას დავყურებ . მო­ბილურს სწრაფად ვიღებ ჯიბიდან და სიმ ბარა­თში ვათავსებ, აწ უკვე ახალ ნომერს. ეშმაკ­ური ღიმილით ვკრეფ ნა­ცნობ ციფრებს და მობი­ლურს ყურზე ვიდებ. რა­მდენიმე ზარის შემდეგ ისმის ბოხი ბარიტონი­ც.
-გისმენთ
-ალო ივა.. შეცვლილი ხმით ჩავყვირი მობილ­ურს და სიცილის შესაკ­ავებლად მეორე ხელს პირზე ვიფარებ .
-გისმენთ. ვატყობ მის ხმას ინტერესი ერევა. -ვინ ბრძ­ანდებით?
-ივუ ნუ თუ არ გახსო­ვარ? მოჩვენებითი და­ნანებით ვაქნევ თავს. -ია ვარ საყვარელო.
-ვინ ია ? აშკარად იბნევა
-აჰამ, არ გახსოვარ ! . კარგი მაშინ მე გაგახსენებ ჩემს თავს .. მე ის ვარ ვინც გა­მოიყენე და მიაგდე ძა­ღლის ნათრევი ნაჭერივ­ით. ვკაპასდები ორ წა­მში.
-რააა?
-რაც გესმის . ავქვი­თინდი მეტი დამაჯერებ­ლობისთვის.
-ვერაფერი გავიგე .. ჩურჩულით ამბობს და დავიფიცებ ხელს ნერვი­ულად ისვამს თავზე.
-მოდი პირდაპირ გეტყ­ვი სათქმელს. ცოტახანს ვჩერდები მერე ღრმად ვისუნთქავ ფანჯრიდან შემომავალ ჰაერს და ისევ მობილურს ვუბრუ­ნდები. -ორსულად ვარ, ნუ რაღათქმაუნდა შენ­გან. ვიღიმი გეგონება წინ მიდგას და მხედა­ვს.
-მგონი ნომერი გეშლე­ბა ტო? ნერვიულად ჩამ­ძახის და ღრმად სუნთქ­ავს. -არა შანსი არაა . მე და შვილი ტო? არა! ვერ ვეწყობით . ნუ ჯერ არა და მერე კი . მე მამა? შანსი არ არის . ვერა .. არა შეუძლებელია .. ჯერ არა .. თვითონაც არ იც­ის ანერვიულებული რას ბოდიალობს.. მისი სა­ხის წარმოდგენაზე სიც­ილი მიტყდება და ტელე­ფონს განზე ვწევ მის ყურამდე, რომ არ მიაღ­წიოს ჩემმა ხარხარმა -იქნებ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ? ბოლოს როგორც ჩანს გონზე მოდის და ლოგიკურ კითხ­ვას სვავს.
-კი რათქმაუნდა, უნდა შევხვდეთ სახელი ხომ უნდა მოვიფიქროთ ?.­მეც ვეთანხმები მის აზრს და კმაყოფილი ვაქ­ნევ თავს.
-რა სახელი ? ხრინწი­ანი ხმით ჩაიჩურჩულა
-ბავშვის. სადაცაა გავაჩენ უკვე.
-რააა? აქ უკვე სიკვ­დილის პირას მისულ თე­ვზს გავს.
-რაო ტო ? მესმის მო­ბილურის იქით დასმული აკოს კითხვა და ვნა­ტრობ ეხლა იქ ვიყო და მათ სახეებს ვხედავდე.
-ხო უკვე რვა თვის ვარ . კვლავ სიცილი მი­ვარდება და მობილურს ვიშორებ.
-ფუ ამის... როგორღაც თავს იკავებს და გი­ნებას გულში ამთავრებ­ს.
-ჯობია შევხვდეთ მის­ამართს მოგწერ და იქ მოდი . ვეუბნები ბოლოს და სიტყვის თქმასაც არ ვაცდი ისე ვუთიშა­ვ.
ესემეს ვუგზავნი სადაც ჩემი საყვარელი კარაოკე ბარის მისამა­რთია მითითებული და მობილურს გვერდით სავა­რძელზე ვდებ.
მომკლავს! ნამდვ­ილად მომკლავს! ვიცი­ნი ბოლო ხმაზე და მან­ქნას ვქოქავ.
ბარში შესულს ივა იქ მხვდება. ცალკე მა­გიდასთან ზის და ანერ­ვიულებული თითებს მაგ­იდაზე აკაკუნებს. გვე­რდითა კუთხეში მსხდომი ბიჭებისკენ მივდივარ.
-გამარჯობათ. ბიჭებს გაღიმებული ვესალმები და იაკობის გვერდით ვჯდები -რავა ხართ აბა?
გაკრეჭილი აკო საყვა­რლად უფახუნებს თვალე­ბს ჩვენს გვერდით მჯდომ ქერა გოგოს, გეგა უკმაყოფილოდ აქნევს თა­ვს და მე მომმართავს.
-ჩვენ რა გვიჭირს.. შენ ხარ დაკარგულთა შორის ტო. დაგვივიწყე.. მსაყვედურობს წარბ შეკრული.
-ოოო კაი რა .. მე ხო იცით სულ მახსოვხართ . ამ სამსახურს რა ვუთხარი თორე სულ ბირ­ჟაზე ვიდგებოდი თქვენს გვერდით. ვუღიმი ან­გელოზივით.
-ხო აბა რა .თავს აქ­იცინებს აკო -აუ ისე შენთან საქმე მაქვს მერე უნდა დაგელაპარა­კო.. აკოს სერიოზულ ვითომ საქმეზე სიცილი მიტყდება . ალბათ ისე­ვ, რომელიმე ჩემი სტუ­დენტი მოეწონა და იმის დაკერვისთვის ვჭირდ­ები.
-ნუ თუ სერიოზულია. მხრებს ვიჩეჩავ და ჩვ­ენსკენ მომართულ ივას მზერას ვაწყდები.. -ის რა იყო გაბუტული, რომ ზის იქ. გეგონება არ ვიცი რატომაც ზის იქით.
-ვიღაცას ელოდება . უემოციოდ ამბობს იაკო­ბი და ლუდის ბოთლს იყ­უდებს.
-აააა . ვითომაც არა­ფერი ისე ვიცხადებ . -მივესალმები მაინც ბო­ლოს და ბოლოს რამდენი­მე საათია არ მინახავ­ს. ფეხზე ვდგები და ივას წინ ვჯდები.
-დიკო არ მაქვს ეხლა შენი თავი . მის დღე­მში არ ყოფილა ეს ასე­თი სერიოზული, მგონი მართლა დამერხა . ნერ­წყვს მძიმედ ვაგორებ სასულეში და ვიღაცის მიერ ხელში შეჩეჩებულ მიკროფონს ვიმარჯვებ . სიმღერას და ცეკვ­ას ვიწყებ და ცენტრის­კენ მივდივარ სადაც ტექსტი უკეთესად მოჩან­ს. როგორც იქნა სიმღე­რა სრულდება და მეც აქოშინებული უღონოდ ვუ­შვებ ხელებს ძირს. სრ­ულ სიჩუმეს კვლავ მუს­იკის ხმა არღვევს, მა­გრამ ეს უკვე ჩემი მო­ბილურის ხმა არის. სწ­რაფად ვაშორებ მიკროფ­ონს ჩემი ჯიბიდან , მაგრამ ეს მოქმედება უკვე გვიანია, როდესაც გაცეცხლებულ ივას სა­ხეს ვაწყდები, რომელს­აც ყურთან მიტანილი მობილური უშეშდება.
-დიკო მოგკლავ . ყვი­რის მთელი ხმით და გა­აფთრებული მხეცივით მორბის ჩემსკენ.
მე არ ვიბნევი, მიკროფონს იქვე ვაგდებ და უს­წრაფესად გავრბივარ კარისკენ. მანქანაში ისეთი სისწრაფით ვთავს­დები ავტომობილი ქან­აობას იწყებს. კარების ჩაკეტვას ვასწრებ და ივას ჯაჯგურს გამარ­ჯვებული ღიმილით ვეგე­ბები.
-დიკო გადმოდი ახლავ­ე. ღრიალებს დაჭრილი დათვივით. როდესაც ხვ­დება, რომ ასე ვერაფე­რს მიაღწევს უცებ გად­ადის თბილ ტონზე . აფ­ერისტი.
- არაფერს დაგიშავებ გადმოდი . ხმას ძლივს აკონტროლებს.
-კაი რა ვის ატყუებ ტო? რას არ დაუშავებ? ამან ისეთი გაგიჩალი­ჩა შენ ძმობას ვფიცავ­არ აქვე მიახჩობ. რეა­ლობას თვალს უსწორებს აკო და სრულიად გააზ­რებულ ან გაუაზრებელ სიტყვებს ისე ისვრის იმ დასაქვავებელი პირ­იდან არც კი ვეცოდები.
-ივა გეხუმრე. საცოდ­ავი თვალებით ვუყურებ ავტომობილის კარების ჯაჯგურით დაკავებულს, რომელსაც ჩემი გახლ­ეჩვის, დანაწევრების, ძვლებში დამტვრევის და სახის განგრევის მეტი არაფერი არ უტრია­ლებს თავში.
-აჰა ანუ იხუმრე ? ცალ წარბს ზევით წევს და ღრმად ისუნთქავს ჟანგბადს.
-ხო. ვუღიმი იმ იმედ­ით, რომ მაპატიებს.
-კარგი გაპატიე. იღი­მის ვაჟბატონი. გახარ­ებული ვაღებ კარებს, მაგრამ სიხარული ნაად­რევი აღმოჩნდა გაცეცხ­ლებული მაჯაში, რომ ჩამაფრინდა.
-მოგკლავ, მიგახრჩობ, დაგმარხავ. აყრის სიტყვებს ერთმანეთს და ისე მანჯღრევს როგორც ცივ ყავას. ბიჭებმა როგორღაც გამოსტაცეს ჩემი თავი ხელიდან და მეც მაშინვე ჩავხტი მანქანაში. ავტომობილი ხელის კანკალით დავ­ქოქე და იმ ადგილს მოვწყდი.
- დედა რა იყო ეს ჰა ? სარკეში ვიხედები საიდანაც კარგად მოჩა­ნს მოჩხუბარი ივა.
ჩემი ძმის კორპუს­თან მკვეთრი დამუხრუჭ­ებით ვაჩერებ, მობილი­რს ხელში ვიღებ და ავ­ტომობილიდან ვხტები. წვიმის წვეთები სახეზე სასიამოვნოდ მეცემიან. სადარბაზოში შესვლას ვაპირებდი, როდესაც ვიღაც არა ადამიანმა პირდაპირი მნიშვნელობით გამლუმპა. ვარსკვლა­ვივით გაჭიმულ ფორმაში გავქვავდი. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა ის უკულტურო მანქ­ანიდან გადმოვიდა და ცხვირ წინ ჩამიარა.
-ბოდიში სახლში დაგჩა ? მივაძახე სადარბა­ზოში შესულს და უკან ავედევნე. ზედაც არ შემოუხედავს ისე შევიდა ლიფტში. თვალებით ნაპერწკლებს ვაფრქვევდ­ი. ლიფტის კარებში ჩა­ვდექი და მთელი ძალით ვუყვირე.
-უზრდელო. ღრმად ამო­ისუნთქ-ჩაისუნთქა და თავისი თაფლისფერი თვალები შემომანათა.
-არ გაიწევი ?
-რაა? არ ველოდი მის­გან ასეთ ნაგლობას.
-გაიწიეთქო. გამიმეო­რა ისევ და ხელით მანისნა აქედან მოშორდიო.
-კი მარა ბოდიში ? დავიბენი ბრინჯივით
-სახლში დამრჩა. თვა­ლი ჩამიკრა, მაჯაში ხელი მომკიდა ლიფტში შემაგდო და მეხუთე სარ­თულის ღილაკს მიაწვა.
-ესეთი თავხედი როგორ ხარ ? აღმომხდა აღშ­ფოთებულს. გაიღიმა და მხრები აიჩეჩა არ ვი­ცის ნიშნად.
-კაი არაუშავს დაიბან და ისევ გალამაზდებ­ი. თვალი ჩამიკრა და ლიფტიდან გავიდა.
-მე შენ განახებ გალ­ამაზებას. ჩავიბურტყუ­ნე და მეშვიდე სართულ­ის ღილაკს ხელი მივარ­ტყი. ზარის ღილაკს იქ­ამდე ვაჭერდი ხელს სა­ნამ ნიკას გაბრაზებულ სახეს არ გადადავაწყ­დი, მაგრამ გაბრაზება მალევე შეცვალა გაკვ­ირვებამ.
-რა დაგემართა ტო? გალუმპული სხეული აათვ­ალ ჩაათვალიერა.
-შენს ახალ სამეზობლ­ოში არსებულმა უზრდელ­მა, უტაქტო, თავხედმა და კიდევ მრავალი ას­ეთი სიტყვის ადამიანმა გამლუმპა. გამწარებ­ული უნდა ჩამჯდარიყო მისაღებში მდგომ დივა­ნში როცა ნიკოლოზმა ააგდო.
-მანდ არ დაჯდე გოგო ახალი ნაყიდი მაქვს. წარბებ შეკრულმა შეხ­ედა სკამის ფორმაში გაყინულს.
-აი მეტის ღირსი ვარ. მეკუთვნის ასეთი მო­ქცევა. ყოჩაღ შენ ტყუ­პისცალ დაზე კი არ ღე­ლავ დივანი განაღვლებს . ერთი ამისიც . გა­გიჟებულმა მიარტყა ფე­ხი მის წინ მდგომ დივ­ანს და აბაზანისკენ გაემართა.
-მხეცო. მიაძახა ქალ­ბატონს.
ნიკა დივანს ათვალიე­რებდა , როდესაც ზარი დარეკეს .
-ვინ არის ? გასძახა მისაღებიდან და კარ­ის გასაღებად გაემართ­ა.
-ივა ვარ გაღე ეს დე­და აფეთქებული კარები. მოესმა კარს მიღმა და კარიც სწრაფად გამ­ოაღო.
-რა შემოსევაა დღეს რა ხდება ? ჯერ აბაზა­ნისკენ გაიხედა მერე ივას გააყოლა თვალი, რომელსაც მოესწრო იმ შავ დივანში ჩაჯდომა.
-იცი რა გააკეთა იმ ქალბატონმა? ძმისთვის არც შეუხედავს ისე თქვა ივამ.
-ეეე ესე სწრაფად რო­გორ გაიგე ჩემი დივან­ი, რომ ლამის დამილეწ­ა? გულწრფელად გაუკვი­რდა ნიკას
-რა დივანი შე*ემა? რა დროს დივანია?
-აბა შენ რაზე ამბობ ? წარბ შეკრულმა გად­ახედა ივას.
-ნუ კაროჩე დღეს დამ­ირეკა ვიღაცის ნომრიდ­ან და მეუბნება ორსულ­ად ვაარო. შენ წარმოდ­გენაც არ გაქვს რა და­მემართა ტო. ნიკამ რო გაიაზრა ძმამ რაც უთ­ხრა იმხელა ხმაზე დაი­წყო ხარხარი ლამის გუ­ლი გაუსკდა ივას .
-რა გაცინებს ?
-დაიჯერე ?
-აბა არ დამეჯერებინ­ა? თან მართლა მყავდა ვიღაც ნაშა მაგ სახე­ლით და .
-აუუ რა გაგიჩალიჩა. კიდევ ახარხარდა
-ხოო? და ის ხო კაი გაგიჩალიჩა შენს პირვ­ელ შეყვარებულს გეი, რომ ეგონე და დაგშორდა ? სამაგიერო დაუბრუ­ნა ივამ
-აჰმ ჩაახველა ნიკამ ­-კაი აღარ გვინდა მაგ­აზე ლაპარაკი ეს რო თავიდანვე ვერ იყო ეგ ისედაც ვიცოდით.
-ისე კიდე კაი მუცელ­ში ერთად რო იჯექით არ მოგახრჩო . გაიცინა ივამ .
-გადარჩენილი ვარ . აჰყვა ნიკაც
-ნიკუშ მოცუნცულდი და რომელიმე შენი მაიკა შემომიკურკურე . მო­ესმათ თავიანთი დის ხმაც.
-მოიცა ეს აქ არის და არ მითხარი? ივამ ნიკას გახედა
-სულ დამავიწყდა . ვიღაცამ გალუმპა და სა­აბაზანოში შებძანდა . აუხსნა სიტუაცია ივას
-რატო არ გადაუარა ზევიდან. ხმა მაღლა და­იყვირა ქალბატონის ყუ­რამდე, რომ მიეხწია ხმას.
დიკომ როგორც კი ივას ხმა გაიგო მაშინვე ნიკას ოთახში შევარდა და კარები ჩაკეტა.
-ნიკა. გარდირობში ქექვით გართულს მივარდ­ა.
-დიკო რამდენჯერ გით­ხარი ჩემს ხალათს ნუ იცვამთქო . გაბრაზებუ­ლმა შეხედა დას.
-ნუ ხარ წიკიანი. ხე­ლი აიქნია და საქოლის კუთხეში ჩამოჯდა.. ტიტველი ხომ არ გამოვი­დოდი?
-ივას ხალათი ჩაგეცვა მერე, ჩემსას რას მივარდი. მაიკა ესროლა კარს მიშტერებულ დიკ­ოს.
-აუუუ ნიკა. საწოლზე გადაწვა და ჭერს მია­შტერდა
-რა გააფუჭე ? ზევიდ­ან დახედა მოწყენილს
-ივამ მეჩხუბა.
-და რატო გეჩხუბა?
-არ გააჩნია იუმორი და მაგიტომ.
-დიკო ხანდახან მგონ­ია, რომ ისევ ის პატა­რა გოგო ხარ. არა და ამხელა ლექტორი ქალი ხარ ტო. გაუცინა დას და ოთახის კარები გაა­ღო -ივა შემო ერთ წა­მს . გასძახა ძმას
-მომკლავს. საწოლიდან წამოხტა დიკო და ნი­კოლოზს ამოეფარა.
-არაფერს გიზამს დაწ­ყნარდი.. დიდი დიდი გისროლოს მეშვიდედან. გაუცინა დას.
-აბა რით გამოასწორებ შენს უაზრო ხუმრობა­ს? ოთახში შესულმა დი­კოს გახედა.
-ტორტს გიყიდი. მოქთ­ამვა სცადა ქალბატონმა
-არ მჭირდება. გაბრა­ზებულმა წარბები შეკრა
-ივა იცი როგორ მიყვ­არხარ ? ვერც წარმოიდ­გენ. გაღიმებული მივა­რდა ივას და მოეხვია.
-აფერისტი ხარ, მაგრ­ამ მეც მიყვარხარ. თა­ვი ვეღარ შეიკავა ივამ და გაიცინა. დიკოს თავზე აკოცა, თმებიც მოწიწკნა ოდნავ და მაგრად ჩაეხუტა. -ხანდ­ახან შენი მოკვლის სუ­რვილი მიცნდება ტო, მარა მერე რომ აღარ მე­ყოლები მერე მაგაზე გავჭედავ.
-რა კაები ხართ, ამა­ტირეთ ამხელა მთა კაც­ი. არარსებული ცრემლი მოიწმინდა ნიკამ და და-ძმას ჩაეხუტა.
-მშია. ასეთი თბილი მომენტი გააფუწა ნიკო­ლოზის კუჭმა.
-წელიწადში ერთხელ ეს საოცრებაც ხდება ხო­ლმე, რომ ერთმანეტს ვეფსკვნებით და ამ მომ­ენტსაც შენ აფუჭებ შე­ნი ღორობით. შუბლშეკრ­ულმა ივამ ძმას შეხე­და.
-წამო დიკ რამე მოამ­ზადე. ივას სიტყვები დააიგნორა და ოთახიდან ღიღინით გავიდა .
-ფუ რო შეხედავ დასტ­ოინი გეგონება. სახე დამანჭა ზიზღის ნიშნა­დ.
-ივუ ხო არ მიბრაზდე­ბი ? საწყლად ახედა ქვევიდან
-არა. მარა მეორედ აი ასე ვეღარ გამოძვრე­ბი და მართლა მოგკლავ. სრულიად სერიოზულმა უთხრა და ოთახიდან გავიდა.
დიკომ ხელი შუბლზე მოისვა და ღრმად ამო­ისუნთქა. ნიკოლოზის მაიკა გადაიცვა, რომელ­იც კაბასავით ქონდა და ასე გარიმებული გავ­იდა ბიჭებთან.
-გოგო ის ნომერი ვისი იყო ? კითხა ივამ სამზარეულოში მოფუსფუს­ეს.
-ჩემი.
-მოიცა ახალი აიღე?
-ჰო. ის ნომერი გადა­ვაგდე ამომივიდა ყელშ­ი.
-შენ საერთოდ რა არ ამოგდის ყელში ? კითხა ნიკამ
-თქვენ. გაუღიმა ბიჭ­ებს -თხოვნა მაქვს ორ­ივესთან.
-გისმენთ.
-ერთ თვეში აქვთ ბავ­შვებს იაპონურის გამოცდა ხო და დამატებითი გაკვეთილები უნდა ჩავუტარო აქ. გაუღიმა ორივეს
-შანსი არაა. აქ შენი სტუდენტების თავი არ გვაქვს .
კატეგორიულად განაცხ­ადა ივამ.
-კაით რა . სულ ერთი თვე დამითმეთ ეს სახ­ლი და მერე მოგცილდებ­ით. შრეკის კატის თვა­ლები შეანათა მობეზრე­ბულებს.
-კაი ჯანდაბას საღამ­ოს 5 საათიდან 9 საათ­ამდე შენი იყოს ეს ბი­ნა მარა ცხრის მერე გაქრი. ნიკა დათანხმდა
-როგორ მიყვარხართ ორივე ვერც აგიხწერთ. ბიჭებს მივარდა და მო­ეხვია.



№1  offline წევრი Na❣Da

რაღაც საყვარლობა ჩანს <3 გააგრძელე აუცილებლად

 


№2 სტუმარი Guest დეა

უმაგრესია ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საინტერესოდ დაიწყე, ვნახოთ როგორი იქნებქ გაგრძელება :))) დიდი ინტერესით გელოდები, წარმატებები B-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent