შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (VI თავი)


20-08-2017, 21:12
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 198

ქორწილი ძალიან ხმაურიანი გამოდგა. ლინდა თავიდან მშვენიავრად მხიარულობდა, თუმცა მერე ამ ყველაფრისგან თავი ასტკივდა და იქვე თავისი მეჯვარის, თიკას გვერდით ჩამოჯდა სკამზე. თორნიკე ამ დროს თანამშრომლებთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში ცალკე საუბრობდა.
-ძალიან დავიღალე. ერთი სული მაქვს ამ ფეხსაცმელს როდის გავიხდი. - ამოიოხრა გოგონამ.
-სულ ცოტაც მოიცადე და მალე წახვალთ.
-ნეტავ.
-ისე პირველი ღამის შიში არ გაქვს?
ლინდამ სახე დაჭყანა.
-როგორმე გადავიტან, თუმცა შენ როგორც გამოცდილს შეგიძლია რამე მირჩიო.
-კი, როგორ არა! - გაეციან გოგონას. – მაგრამ ერთი მითხარი...- საუბარი ზურამ შეაწყვეტინა და თიკა საცეკვაოდ გაიწვია. სალომე კი მოწყენილი და მობეზრებული სახით მარტო დარჩა მაგიდასთან.
-აბა, რატომ მოიწყინა ჩემმა უმშვენიერესმა ცოლმაო? - მოულოდნელად კისერში აკოცა თორნიკემ.
-დავიღალე უბრალოდ. - ამოიოხრა გოგონამ.
-კარგი მაშინ მძღოლს გავაფრთხილებ და მალე წავიდეთ. ჯერ ჩვენს ბარგს აიღებს, მერე ჩემთან წავალთ და გამოვიცვლით, სამ საათში კი უკვე აეროპორტში უნდა ვიყოთ.
-შესანიშნავია. - ტუჩებზე წაეტანა გოგონა და თავი ისევ მოხერხებულად მოარიდა.

ოთხ საათში უკვე თვითმფრინავში ისხდნენ, გოგონას თორნიკეს მხარზე თავი ჩამოედო და დაღლილს ღრმად სძინავდა, მამაკაცი კი კარგა ხანი აკვირდებოდა ჩაძინებულ გოგონას, რომელსაც ნამდვილი ანგელოზის სახე ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი იყო ამ ქვეყნად, რადგან ლინდამ ის აირჩია.

ბორა-ბორაზე უკვე მოერე დღეს ჩააღწიეს. დაღლილები მაშინვე დაქირავებულ მანქანაში ჩასხდნენ და მათი კოტეჯისკენ გაემართნენ, სადაც მომდევნო ორი კვირა უნდა ეცხოვრათ, და რომელიც ულამაზესი ლაჟვარდისფერი ოკეანით იყო შემოსაზღვრული სამი მხრიდან. ლინდა აღფრთოვანებული ათვალიერებდა ხედებს და სადაც შესაძლებლობა ექნებოდა, ყველგან სელფებს იღებდა.
-გეყოფა უკვე.- გაეცინა თორნიკეს. -ვერ ვიტან ამდენ სურათს რომ მიღებენ.
-კარგი რაა. სამახსოვროდ ხომ უნდა დაგვრჩეს.
-ეს არაა საჭირო. - თუ ასე მოგეწონა მერე კიდევ ჩამოვიდეთ.
-მართლა? ყველაზე მაგარი ქმარი ხარ. - მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს და სახე დაუკოცნა.
-ჯერ ერთი დღეა შენი ქმარი ვარ და რა იცი იქნებ ძალიან ცუდი თვისებები გამოვავლინო? - ცალი წარბი აუწია გოგონას.
-მაგას ნამდვილდ ვერ დავიჯერებ. - გაეღიმა ლინდას და მამაკაცს მიეკრო.
შუადღეს კუნძულის ძირითადი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, საღამოსკენ კი იცურავეს და რომანტიული ვახშამიც მოიწყვეს.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი ამას, როდესაც ჩემი მანქანის წინ ჩამუხლული შეშიენბული, აკანკალებული და რაც მთავარია ყველაზე ლამაზი გოგონა ხელში ავიყვანე და საავადმყოფოში გავაქანე. ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლება ასე უცებ შემყვარებოდა ვინმე. გაგვიმარჯოს! - ჭიქა ასწია მამაკაცმა.
-გაგვიმარჯოს! - ღიმილით მიუჭახუნა ლინდამაც.

უკვე თორმეტი იყო დაწყებული, როდესაც კოტეჯში შეაბიჯეს. ლინდას ოდნავი მღელვარება შეეპარა, თუმცაა არ შეიმჩნია. ჩანთა იქვე სავარძელზე მიაგდო, ფეხსაცმელები გაიხადა და საწოლზე მოხერხებულად გადაწვა.
-ძალიან დავიღალე, მაგრამ არაჩვეულებრივი დღე იყო. -გაიღიმა და თმა გვერდით გადაიყარა. მამაკაცი ნელა მიუახლოვდა და მოწყვეტით აკოცა.
-სააბაზანოში შევალ ახლა. ცოტა ხანს დამელოდე კარგი.
-კარგი. - გაუღიმა გოგონამაც და როდესაც მამაკაცი კარს უკან მიიმალა, მაშინვე წამოხტა და ნერვიულად აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო. შემდეგ ნივთებში ქალის თეთრეულისა და სააბაზანოს აღჭურვილობის ძებნა დაიწყო და როდესაც ყველაფერი მოაწესრიგა თორნიკეს დაუწყო ლოდინი. მამაკაცი რომ გამოვიდა მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა წელზე შემოხვეული, ლინდა ამის დანახვამ უფრო გაანერვიულა. მხოლოდ ერთი გაუღიმა და მაშინვე სააბაზანოში შევარდა. ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს გაეწელა იქ ყოფნის დრო, მაგრამ ოდესღაც გარეთ ხომ უნდა გასულიყო. გარდაუვალ პრობლემას ვერ გაექცეოდა. სარკეში შეჰყურებდა საკუთარ თავს და ამხნევებდა.
-ლინდა, შენ ამას შეძლებ. ყველაფერი კარგად იქნება! - ბოლოს ღრმად მოისუნთქა და სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი ნელი ნაბიჯით გარეთ გავიდა. მაშინვე წააწყდა თორნიკეს მზერას, რომელიც თითქოს კანს უწვავდა. ყელში რაღაც გაეჩხირა. ნაძალადევი ღიმილით რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და მის წინ გაჩერდა. თორნიკემ კი მაშინვე მოხვია წელზე ხელი და მისკენ ნაზად მიიზიდა. ჯერ ყელზე აკოცა, შემდეგ კი ნაზად ჩაუყვა ქვემოთ. გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ბოლოს საწოლზე აღმოჩნდა. მის ზემოთ კი თორნიკე იყო მოთავსებული და გამგელებული უკოცნიდა მთელ სხეულს. მამაკაცის თითოეული შეხება ზიზღისმომგვრელი იყო ლინდასთვის. უნდოდა ხელი ეკრა და თავიდან მოეშორებინა, მაგრამ ასე არაფერი გამოვიდოდა. საჭირო იყო თრნიკე თავისი გრძნობების ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინა და თუ ამისთვის მსხვერპლი იყო საჭირო აუცილებლად გაიღებდა. შემდეგ გაანალიზა, რომ უკვე სრულიად შიშველი იყო, უცებ რაღაც მწვავე ტკივილი იგრძნო და ერთი წამოიკივლა ფრჩხილებით ჩაეჭიდა მამაკაცის ზურგს. გრძნობდა სულიერ განადგურებას და ხვდებოდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. გრძნობდა დანაშაულს, მაგრამ არა თორნიკეს, არამედ საკუთარი თავის მიმართ. თუმცა გამოსწორების გზა აღარ არსებობდა. ყველაფერი უკან დარჩა. ახლა მხოლოდ წინ უნდა ეყურა და გეგმიდან არ გადაეხვია.

მეორე დილას მარტოს გამოეღვიძა ოთახში. ერთის მხრივ გაუხარდა, რადგან უხერხულ მომანტს აარიდა თავი, თუმცა ორიოდე წუთში თორნიკე შემოვიდა ლანგრით ხელში, რომელზეც მრავალი სახის თევზეულისგან გამზადებული საუზმე იწონებდა თავს.
მამაკაცმა ლანგარი გვერდით ტუმბოზე დადო, საწოლზე გადაიხარა და გოგონას ჯერ ლავიწზე, შემდეგ კი კისერში აკოცა.
-როგორ ხარ საყვარელო? - იკითხა თბილი ხმით.
-არაჩვეულებრივად. - გაუღიმა ლინდამაც.
-ძალიან კარგი თუ არაჩვეულებრივად ხარ. საუზმე მოგვიტანეს. როგორც ვიცი თევზი გიყვარს.
-კი, მიყვარს, მაგრამ საუზმედ არა - გაეღიმა ლინდას.
-მოდი ვცადოთ მაინც. - მამაკაცმა ლანგარი მუხლებზე დაიდო და თევზის ერთი პატარა ნაჭერი ფრთხილად აიღო ჩანგლით და გოგონას პირისკენ გააქნა. - როგორია?
-ძალიან გემრიელია. - აღტაცებით უპასუხა ლინდამ.
-ახლა ჩემი ჯერია. - გაუღიმა გოგონამ და თვითონაც გაიმეორა მამაკაცის ქმედება.
საუზმის შემდეგ კოტეჯი მალევე დატოვეს და კუნძულზე ხეტიალს მოჰყვნენ. საღამოს ისევ იცურავეს. რამოდენიმე წყვილიც გაიცნეს, რომელიც თაფლობის თვეს მათსავით ატარებდა აქ. ლინდას ინგლისურად საუბარი უჭირდა, ამიტომ თორნიკე ასრულებდა ძირითადად თარჯიმნის მოვალეობას.
-არა რაა! - თქვა ერთხელ შეწუხებულმა ლინდამ. - საქართველოში რომ დავბრუნდებით აუცილებლად უნდა დავიწყო ინგლისურის შესწავლა, თორემ ძალიან დავიტანჯე.
-როგორც გინდა ჩემო სიცოცხლე.
ის ღამეც და სხვა დანარჩენიც ერთმანეთის ალერსში გაატარეს. თუმცა გოგონას ყველა ქმედება ნაძალადევი იყო. მიუხედავად ამისა თორნიკეს შეხებასა და კოცნას ნელ-ნელა ეჩვეოდა და მისთვის აღარ იყო რთული მამაკაცის გვერდით ღამის გატარება. ამასობაში თაფლობის თვე სხვა მხრივ არაჩვეულებრივად მიდიოდა. დარჩენილ დღეებს, თითქმის ოკეანეში ცურვას ან რუჯის მიღებას უთმობდა. კანის ფერიც მნიშვნეოვნად შეეცვალა და თორნიკეს თქმით უფრო სექსუალური ჩანდა. ხშირად ურეკავდა თიკას ტელეფონზე და ყველაფერს უყვებოდა. გოგონაც იქედან აძლევდა რჩევა დარიგებებს. გამგზავრების დღე რომ მოახლოვდა, ლინდამ საშნლად მოიწყინა, სახე სულ ჩამოსტიროდა. არ ეთმობოდა აქაურობა , ამიტომ თორნიკესგან პირობა მიიღო რომ აქ აუცილელად დაბრუნდებოდნენ, მაქსიმუმ ორ წელიწადში. მაგრამ ლინდას უხაისათობის მიზეზი სხვა რამეც იყო. თავის ქვეყანაში დაბრუნებულს მოსაწყენი, რუტინული ცხოვრება უნდა დაეწყო და პლიუს მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რაც ასე რთული იყო მისთვის.
-ლინდა მზად გაქვს ყველაფერი? - გამოსძახა მეორე ოთახიდან თორნიკემ.
-კი საყვარელო. ბილეთებიც და პასპორტებიც აქ მაქვს.
-მაშინ წავედით. - ღიმილით უპასუხა ახლად შემოსულმა მამაკაცმა.

მთელი გზა გარეთ იყურებოდა და ხედებს აკვირდებოდა. აეროპორტში კარგ დროს მივიდნენ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირდაპირ თვითმფრინავში აღმოჩნდნენ. გოგონას მთელი გზის განმავლობაში მამაკაცის მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ეძინა.

თვითმფრინავი რომ დაეშვა უკვე ღამის ოთხი საათი იყო. სადაცაა გათენდებოდა. აეროპორტში მძღოლი დახვდათ და მათი საკუთარი სახლისკენ წაიყვანა.
-ჩვენი სახლი ჯერ არ გინახავს.
-ახლა ვნახავ. ვიცნობ შენს გემოვნებას და ვიცი რომ არაჩვეულებრივი იქნება.
-სინამდვილეში აგენტმა მომაძებნინა და ინტერიერის დიზაინერმა გააკეთა ყველაფერი. მაგრამ შენ რაც არ მოგეწონება შეგიძლია მაშინვე შეცვალო.
-ძალიან კარგი - გაუღიმა გოგონამ და გზას გახედა.
სახლი გარეუბანში იდგა და მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული, მაგრამ ქალაქის ცენტრიდან სულ ოციოდე წუთის სავალზე მდებარეობდა.
მძღოლმა ბარგი შიგნით შეიტანა და უკან გამობრუნდა. წყვილს ბედნიერება უსურვა და იქაურობა დატოვა. ლინდა კი ამასობაში ყურადღებით ათვალიერებდა ლამპიონების შუქით განათებულ ბაღს და გონებაში სახავდა თუ რას შეცვლიდა. თორნიკეს შეხებამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან.
-აბა, რას ფიქრობ?
-აქაურობა ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ სახლში უნდა შევიდე და ვნახო.
მამაკაცმა უცებ ხელში აიტაცა და კარისკენ გაემართა.
-თორნიკე რას აკეთებ?! დამსვი!
-ჩვენს სახლში პირველად შედიხარ და ხელში აყვანილი უნდა შეგიყვანო.
-კარგი, როგორც გინდა. მაცდურად გაღიმა გოგონამ, მაგრამ პირდაპირ საძინებლის გზას გაუდექი მაშინ, სახლს ხვალაც დავათვალიერებ.
-შენი ნებაა ქალბატონო. - მაცდურად გაუღიმა მამაკაცმა.

მეორე დღეს გაღვიძებულ ლინდას თორნიკე მის გვერდით მწოლიარე დახვდა. საათს რომ გახედა უკვე პირველი ხდებოდა. ამასობაში კი მათი სახლის ზარი ლამისაა აფეთქდებოდა. სწრაფად წამოდგა, იქვე კუთხეში დადებული ჩემოდნიდან ხალათი ამოქექა და შიგ გაეხვია, შემდეგ კი გარეთ გავიდა და კიბეებს ჩაუყვა. ახლა შეამჩნია, რომ მათი სახლი საკმაოდ თანამედროვე, კომფორტული და ამავდროულად დახვეწილი იყო. კართან რომ მივიდა ჯერ გარეთ გაიხედა და ნანა რომ დაინახა სახე უკმაყოფილოდ დაჭყანა, თუმცა კარი გააღო და დედამთილს ნაძალადევად გაუღიმა.
-აქამდე სად იყავი? დაყრუვდით რომ ვრეკავ? - ქუსლების კაკუნითა და ჩხუბით შემოვიდა სახლში ნანა.
-გმადლობთ ნანა დეიდა, მე კარგად, თავად? - ირონიულად გაუღიმა გოგნამ.
-უზრდელი - თავისთვის ჩაილაპარაკა ნანამ, თუმცა გოგონას გაუღმა და უთხრა. - გმადლობ ჩემო კარგო, მეც კარგად. - ის ვაჟბატონი სადაა?
-სძინავს.
-ოხ, არ მოიკლოთ ძილი. რომელი საათა მერე? შუადღეა თითქმის.
-გუშინ ოთხ საათზე ჩამოვფრინდით და დაღლილები ვართ.
-დედა? - გაისმა თორნიკეს ნამძინარევი ხმა, რომელსაც ნახევრად ჩაცმა უკვე მოესწრო და კიბეზე მთქნერებით ჩამოდიოდა. - როგორ ხარ? - მივიდა და დედას ლოყაზე მაგრად აკოცა და გაუღიმა.
-მე კარგად, მაგრამ შენ რას გავხარ? როგორ გამოიყურები?
-რა გინდა დედა? ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე ნერვები გინდა მომიშალო?
-დედას ასე უნდა ელაპარაკო? - თვალები დაქაჩა ნანამ, თუმცა თორნიკემ მისი კომენტარი უპასუხოდ დატოვა.
-დღეს ჩვენთან უნდა გამოხვიდეთ. სტუმრები მოდიან, თქვენს ჩამოსვლას აღვნიშნავთ.
-დედა რა საჭიროა ეს ზედმეტი მატრაკვეცობა?
-არაფერიც არ არის ზედმეტი. ჩვენს ოჯახს ყველა აფასებს და პატივს სცემს, ამიტომ შესაბამისად უნდა აღვნიშნოთ ყველაფერი, როგორც ჩვენ გვეკადრება.
-ჩვენც არ ვიყოთ ახლა სამეფო ოჯახის წევრები - თავისთვის ჩაიბურტყუნა თორნიკემ.
-რა თქვი?
-არაფერი დედა. მოვალთ თქო.
-ხოდა ძალიანაც კარგი. ახლა უნდა გავიდე, რაღაც საქმეები მაქვს საღამოსთვის მოსაწესრიგებელი და იცოდეთ არ დაიგვიანოთ. - შვილი და არასასურველი რძალი გააფრთხილა და კარი ხმაურიანად გაიხურა.
-საუზმეს გავამზადებ. - თქვა ლინდამ და სამზარეულოსკენ გაემართა. თორნიკეც უკან მიჰყვა.

საღამოს შესაბამისად ჩაცმულები, თორნიკეს თქმით კი ზედმეტად გადაპრანჭულები უკვე მისი მშობლების სახლში იყვნენ და სტუმრებს ელოდნენ, რომელთა რიცხვიც თანდათან იზრდებოდა.
ლინდას თქმით ასეთი წვეულებები ძალიან მოსაბეზრებელი და იდიოტიზმის ნიშანი იყო. ახლაც ასე ფიქრობდა, თუმცა ამავროულად ცდილობდა სტუმრების წინაშე მისი ახალი, მშვენიერი კაბითა და ძვირფასი სამკაულებით თავი მოეწონებინა.
წვეულებაზე ძირითადად ოჯახის ახლო მეგობრები და ნათესავები შეკრებილიყვნენ და ისევ წლის ქორწილზე საუბრობდნენ.
-ნეტავ არ დაიღალნენ ამდენი უაზრო ლაქლაქით? - ჩუმად გადაულაპარაკა ლინდამ თორნიკეს.
-მაგათ იმხელა ენა აქვთ, რომ ათ ამდენსაც გაუძლებენ. - ქირქილით გადაულაპარაკა მამაკაცმა და ცოლს ჭიქა მოუჭახუნა. - გაგვიმარჯოს.
-გაგვიმარჯოს. - პასუხი დაუბრუნა ლინდამაც და ღვინო ყლუპ-ყლუპობით მოსვა.
რამოდენიმეჯერ შესვეს წყვილის სადღეგრძელო და შეკითხვებით აავსეს ახალდაქორწინებულები. ბავშვიც კი ახსენეს და ამ თემაზე ლინდას დიდი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე, რაც თორნიემაც შეამჩნია. რა თქმა უნდა ბავშვზე საუბარი ჯერ არ ჰქონიათ და ადრეც კი იყო, მაგრამ სულაც არ იტყოდა უარს ნიაკოს მსგავს პატარა ანგელოზზე, რომელიც მისი და ლინდას ნაწილი იქნებოდა. საღამო საკამაოდ დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში ლინდა ძალიან დაიღალა და ფეხზე ძლივს იდგა. წარამარა თორნიკეს მხარს ეყრდნობოდა.
-საყვარელო რა მოგივიდა? - ჰკითხა თბილი ხმით. - დაიღალე არა.
-კი - გადაულაპარაკა ლინდამ და სხვებისგან უჩუმრად პირზე ხელაფარებულმა დაამთქნარა.
-უკვე სტუმრებიც იშლებიან. თხუთმეტი წუთიც და ჩვენც წავალთ.
-კარგი. - გაუღიმა გოგონამ.
თორნიკე იქვე, ოდნავ მოშორებით მდგომი თანამშრომლებისკენ წავიდა, რომელიც უკვე წასვლას აპირებდნენ და აქ მოსვლისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი კარამდე მიაცილა. ლინდა ამ ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა და თან ჭიქა ღვინოს წრუპავდა.
-რა იყო რძალო, დაიღალე? - გაისმა გვერდიდან სალომეს ირონიული ხმა.
-კი, დავიღალე.
-ნეტავ რამ დაგღალა. მთელი დღე ღვინოს წრუპვისა და ლაქლაქის მეტს არაფერს არ აკეთებ, საქმე შენ არ გაქვს და ახლა ჩემი ძმის კისერზე აპირებ ყოფნას.
-და შენ ვის კისერზე ხარ? ერთი პარაზიტი ხარ, რომელიც მთელი ოჯახის მოწამვლისა და განერვიულების მეტს არაფერს აკეთებს და მხოლოდ შურსა და ბოღმას აფრქვევს, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიე.
-და შენ რასმიაღწიე? ოჰ, რა თქმა უნდა გამახსენდა, ბატონი თორნიკეს ცოლი გახდი და ქვეყანაში ერთ-ერთი პატივსაცემი ოჯახის რძალი. ამისთვის კი იმდენი იწვალე და იმდენი ინტრიგები ხლართე ახლა ალბათ დასვენება გჭირდება.
-მე ინტრიგებს არ ვხლართავ. მგონი საკუთარ თავში გეშლები. და კიდევ, პასუხს ყოველთვის უკან ვაბრუნებ, თან მტკივნეულად. - გაუღიმა გოგონას და ქმრისაკენ გაემართა, რომელიც ახლა უკვე სხვა სტუმრებს აცილებდა.
-კარგად ბრძანდებოდეთ. - გაისმა ბოლო სიტყვები და კარიც მოიხურა. თორნიკენ ლინდა რომ დაინახა, რომელიც ლამისაა ტირილს დაიწყებდა, კინაღამ შეიშალა. - საყვარელო რა დაგემართა? - ახლოს მივიდა და მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებიდან კი ცრემლები ნაზად მოწმინდა. - ასე ვინ გაწყენინა?
-არავინ თორნიკე აქედან წავიდეთ რაა.. -ამოიკრუსუნა გოგონამ.
-რას ქვია წავიდეთ? - ხელი ჩაავლო გოგონას და ვერანდისკენ გაიყვანა. ახლავე ყველაფერს მეტყვი.
-არ მინდა შენს ოჯახთან დაძაბულობა და ახალი ჩხუბი, ისედაც ვიცი ჩემი ცოლად მოყვანა რის ფასად დაგიჯდა.
-რას ნიშნავს არ გინდა დაძაბულობა და ჩხუბი? აბა ასე უნდა იყო ყველა შეხვედრაზე. არავის მივცემ შენი დამცირების უფლებას. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და ამჟამად შენზე მნიშვნელოვანი არავინაა ჩემთვის.
-სალომე იყო. - ამოიჩურჩულა თავჩახრილმა გოგონამ. - ამბობს თითქოს ანგარებით გამოგყევი და ათასი ანტრიგა ვხლართე რომ თქვენს ოჯახში შემომეღწია. თითქოს შენს ფულზე დახარბებული ერთი კახპა ვარ.
-არა, ეს აღარ გაიმეორო აღარასოდეს. წამოდი, მანქანაში ჩაჯექი. თითქმის ყველა წავიდა და არაფერი დაშავდება თუ ჩვენც წავალთ. დანარჩენ სტუმრები ჩვენი ნათესავები არიან და ჩემი მშობლები მიხედავენ.
გოგონას ხელი მოხვია და ყველასგან უჩუმრად გაიყვანა გარეთ, მანქანაში ჩასვა და უთხრა, რომ ცოტა ხანი დალოდებოდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ლინდამ დაინახა როგორ დატოვეს სახლი უკანასკნელმა სტუმრებმა, თუმცა თორნიკე ისევ არ ჩანდა. გოგონა სრულიად მშვიდი სახით ელოდებოდა მამაკაცის გამოჩენას. ბოლოს ისე დაიღალა ლოდინისგან, რომ გადასვლას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაიღო სახლის კარი და დაინახა როგორ ჩამორბოდა თორნიკე გაცეცხლებული სახით. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას, შიგ ჩაჯდა და მერაბს უბრძანა რომ წასულიყო.
-თორნიკე რა მოცდა?
-ახლა არაფერი არ მკითხო გთხოვ. - ამოიოხრა მამაკაცმა.
-კარგი. - უპასუხა გაკვირვებულმა გოგონამ და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია.
სახლში მისულმა დაღლილმა ლინდამ მაშინვე დაიძინა, თორნიკემ კი ვერაფრით მოისვენა. მთელი ღამე თეთრად გაატარა. ბოლოს საწოლში რომ ვერ გაძლო სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და გარეთ აივანზე გავიდა, თან ტუმბოში სადღაც ღრმად მიჩურთული სიგარეტი იპოვა, რომელსაც ძალიან იშვიათად იყენებდა და თან გაიყოლა. აივნის მოაჯირს დაყრდნობილი ეწეოდა, მთვარით განათებულ არემარეს შეჰყურებდა და თან ფიქორბდა. ფიქორბდა ძალიან ბევრს. დროდადრო შუბლს შეჭმუხნიდა, თითქოს რაღაც მწარე გრძნობა დაიბუდებდა მის შიგნით და ნებას აძლევდა ეს ყველაფერი სახეზეც დატყობოდა.
შორს ჰორიზონტზე პირველი მზის სხივებიც გაკრთა. მამაკაცი ნელა შებრუნდა და სახლში შევიდა. მალე ლინდას გვერდით იწვა, ცალი ხელი გოგონასთვის მოეხვია და მშვიდად სძინავდა.
თიკა მეორე დღესვე მოინახულა გოგონამ და საჩუქრებიც გადასცა. ახლა უფრო დაწვრილებით უყვებოდა მოგზაურობის ამბებს. თიკაც აღტაცებით უსმენდა და თავადაც ოცნებობდა ასეთ ადგილას მოხვედრაზე.
-ხომ გეუბნებოდი, ნამდვილი სამოთხე იყო. - ამოილაპარაკა ყველა ფოტოს დათვალიერების შემდეგ ლინდამ.
-ეს კარგი და ისე რას შვებით შენ და თორნიკე?
-ვეჩვევით ოჯახურ ცხოვრებას.
-და ინტიმური კუთხით?
-თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე. ეგ პრობლემა აღარ არის ჩემთვის, სიამოვნებასაც კი ვიღებ.
-მაშინ არაჩვეულებრივი ამბავია. - გაეცინა მეგობარს.
-ხვალ თორნიკეს საკრედიტო ბარათი უნდა ვთხოვო, ულიმიტო.
-ჯერ ადრე ხომ არ არის?
-რაღა ადრე. თითქმის ერთი თვეა მისი ცოლი ვარ. თან სრულებით მენდობა. ცოტას ისე გამოვიტან, პირად დანაზოგს გავაკეთებ, ყოველი შემთხვევისთვის, დანარჩენი კი საშოპინგოდ გამოვიყენოთ. ხომ წამოხვალ.
-აბა რა. მისმინე და ხვალ სადღაც არ მიდიოდი?
-ეგ საღამოს. თორნიკეს მეგობრები მოდიან სტუმრად. შენ და ზურაც მოდით. - სახე დაჭყანა მეგობრის შეყვარებულის ხსენებაზე
-არა, ასე რატომ ვერ იტან ზურას?
-ერთი უმაქნისი არსებაა და იმიტომ.
-მაგრამ იცი რომ ყველაფრის მიუხედავად მიყვარს არა? - წარბები ასწია თიკამ.
-ვიცი, ამიტომაც არაფერს არ ვამბობ თქვენს ურთიერთობაზე.
უცებ გარეთ მანქანის სიგნალის ხმა იყო.
-ზურამ მომაკითხა. - ფეხზე წამოხტა უცებ თიკა. წავედი აბა, მეჩქარება! - მეგობარს კოცნით გამოემშვიდობა და გარეთ გავარდა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანს და შიგ ჩაჯდა. ხუთიოდე წუთში კი თვალს მიეფარნენ.
მეორე დღეს უკვე შუადღისთვის მთელი მაღაზიები ჰქონდათ შემოვლილი. გოგონები კაფეში ისხდნენ და ყავასა და ნამცხვარს მიირთმევდნენ.
-ოდესმე იფიქრებდი რომ იმ მაღაზიებში შესვლას და თავისუფლად შოპინგს შევძლებდით? ისე რომ არ დავფიქრდებოდით რა ღირს ტანსაცმელი, არც იმაზე ვიფიქრებდით, რომ მერე საჭმლის ფული შეიძლება არ დაგვრჩენოდა. მთელი დღე კაპიკებზე ვმუშაობდით და ამ მათხოვრული ხელფასის აღების შემდეგ კი სათითაოდ ვანაწილებდით ყველაფერზე, მთელი ცხოვრება დაზოგვაში და ეკონომიაში მაქვს გატარებული. არასდროს მქონია ის რაც მინდოდა და მჭრდებოდა. შენც ასე იყავი თიკა. ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ყველა იმ საზიზღარი დღის შემდეგ, როდესაც ელემენტარული საჭმლის ფული გველეოდა, როდესაც უამრავ დამცირებას ვიტანდით, ისეთი ადამიანებისგან, როგორებსაც თორნიკე და მთელი მისი ოჯახი განეკუთვნებიან. ეგრედ წოდებული „ელიტა“ - ზიზღით წარმოთქვა ლინდამ და ტუჩები დაბრიცა. - არადა ყველაზე დიდი არარაობები ეგენი არიან, ფულის ტომრის გარდა არაფერს წარმოადგენენ. თავისი გასიებული უკანალის მიღმა არავის ხედავენ. ჩვენც ამიტომ გვინდა ფული, რომ მათი მონები აღარ ვიყოთ. ამიტომ გავყევი ცოლად თორნიკეს, რომ ასეთმა ნაგვებმა ზემოდან აღარ მიყუროს. იმიტომ რომ ყოველ დღე ბანკის ვალებზე და მათხოვრულ ხელფასზე აღარ ვიფიქრო. იმიტომ რომ ის მივიღო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებ. მინდა ყველა მიცნობდეს და მაფასებდეს, თუნდაც მხოლოდ როგორც თორნიკეს ცოლს.
-მესმის შენი. - გაუღიმა მეგობარმა და ხელი მტევანზე გამამხნევებლად მოუჭირა.

საღამო ჩვეულებრივი იყო. მხოლოდ ახლო მეგობრებმა მოიყარეს თავი. ლინდას გასაოცრად საკმაოდ მხიარულად და კარგად გაატარეს დრო. ძველი ამბებიც გაიხსენეს თავიანთი ბავშვობიდან და ბევრიც იცინეს.
დრო ნელა მიიპარებოდა. ამასობაში იყო ბევრი უსიამოვნო შეხვედრა თორნიკეს ოჯახის წევრებთან და კითხვები იმის შესახებ, თუ როდის ეყოლებოდათ შვილი. რა თქმა უნდა ლინდას არაფერი უთქვამს თორნიკესთვის იმის შესახებ რომ მათი ქორწინების პირველი დღიდანვე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამდა. წყვილი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ჯერ მხოლოდ რამოდენიმე თვეა შექმნეს ოჯახი და ეს ფაქტი სრულებითაც არ იყო საგანგაშო.

ახალი წლის შესახვედრად თორნიკეს ძველ სახლში გრანდიოზული წვეულების გამართვა
გადაწყვიტეს. დილიდანვე უამრავი ხალხი ირეოდა. მთელ სახლს საახალწლოდ რთავდნენ და ამავდროულად სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც აწესრიგებდნენ. ნანა მთელი დღე გადარბენაზე იყო და ერთი სული ჰქონდა როდის ჩაივლიდა ეს დღე. როგორც წესი ყოველი ახალი წელი მისთვის ტანჯვას წარმოადგენდა, რადგან ამ ყოველწლიური წვეულების ყოველი დეტალი, მისი მოსაწესრიგებელი იყო. თორნიკემ რამდენჯერმე შეიარა დღის გამნავლობაში, პერსონალს გაფრთხილებები მისცა და მაგიდების განლაგებაც უკარნახა. შემდეგ კი სახლში დაბრუნდა მოსამზადებლად და ლინდას წამოსაყვანად.
გოგონა საკმაოდ დიდხანს ტრიალებდა სარკის წინ. ცდილობდა ყველაფერი უნაკლოდ გამოსულიყო, მაკიაჟი, რომელზეც პროფესიონალმა ვიზაჟისტებმა იზრუნეს, კაბა, რომელშიც საკმაოდ ძვირი გადაიხადა და საბოლოოდ ყელსაბამი, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისათვის შეიძინა. უნდოდა წვეულებაზე ყველა დაეჩრდილა, განსაკუთრებით კი ეკა, რომელიც ისევ საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული. სანამ გავიდოდა, კიდევ რამდენჯერმე დატრიალდა სარკის წინ, შემდეგ კი სახეზე ღიმილაკრული გავიდა გარეთ, სადაც უკვე გამზადებული თორნიკე ელოდა. მამაკაცს აღფრთოვანების შეძახილები აღმოხდა.
-უნაკლო ხარ. - მხარზე ნაზად აკოცა და წელზე ხელი მოხვია, შემდეგ კი მასთან ერთად კიბეს ჩაუყვა.
ლინდამ წვეულებაზე მართლაც ყველა დაჩრდილა. სტუმრები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ გოგონას მიმართ, განსაკუთრებით კი ნანასთან და ისიც ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა:
-ხო, ასეთი კარგი გვყავს.
ლინდა ამაყი იყო. მთელი სიმძაფრით სწორედ ახლა გააცნობიერა, რომ იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე სასურველი. ყველაზე..ყველზე... - ეს სიტყვები მთელი სიმძაფრით ჩაესმოდა და აიძულებდა თავი უფრო მაღლა აეწია, უფრო მტკიცე ნაბიჯით გაეარა. ეკამ მალე დატოვა წვეულება.
ახალი წლის დადგომა რა თქმა უნდა ფოიერვერკებისა და შამპანურის ფონზე აღნიშნეს. წყნარი მუსიკის ფონზე რამდენჯერმე თორნიკესთანაც იცეკვა.
წვეულება საკმაოდ გვიან დასრულდა. უკვე ოთხი იყო დაწყებული, როდესაც უკანასკნელმა სტუმარმა დატოვა იქაურობა. ლინდა ვერანდაზე იდგა, მანტო მხრებზე მოესხა და მიმავალ მანქანებს გაჰყურებდა. ფიქრობდა რომ რაც სურდა უკვე ყველაფერი ჰქონდა.

ახალმა წელმა და მასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანმა დღესასწაულებმა უცებ ჩაიარეს. ლინდას და თორნიკეს ურთიერთიბა ამხნის განმავლობაში არ შეცვლილა. გოგონა ისევ ისტატურად თამაშობდა ყურებამდე შეყვარებული ქალის როლს. სანაცვლოდ კი იღებდა ულევ სიყვარულს თორნიკესგან და ყველაფერს, რასაც მოისურვებდა. ახალი წლის შემდეგ კი ქმრისგან საჩუქრად საკუთარი ავტომანქანა მიიღო. ახლა კი ყოველგვარი დაცვისა და მძღოლის გარეშე თავისუფლად შეეძლო სადაც მოისურვებდა იქ წასულიყო. თებერვალი ახალი დაწყებული იყო. ლინდა დილიდანვე თაკოსთან ერთად ტრადიციულად საშოპინგოდ იყო წასული. უკან დაბრუნებულებმა კი ყველაფერი მისაღებ ოთახში დააწყვეს, ყავა გაიკეთეს და ტრადიციულად ჭორაობა დაიწყეს. ბოლოს განხილვის საგანი ისე ლინდასა და თორნიკეს ურთიერთობა გახდა.
-ოდნავ მაინც არ გიყვარს?
-და რატომ უნდა მიყვარდეს? უბრალო კაცუნაა მთელი ცხოვრება. ჯერ დედამისი მართავდა. ახლა კი მე. არაფერში უქმნია ღმერთს. უბრალო სათვალიანი რობოტია. მადლობა ღმერთს ჩემთვის არც ისე ხშირად იცლის, თორემ მაგასთან სექსიც კი აუტანელი იყო თავიდან.
-კარგი რაა. ისე ახასიათებ თითქოს ვიღაც საშიენლი მოხუცი მონსტრი იყოს. არადა ძალიან საყვარელია. მე რომ შენს ადგილას ვიყო ნამდვილად სხვა დამოკიდებულება მექნებოდა. და ვთქვათ და ისე მოხდეს რომ საქმე გაყრამდე მივიდეს? მერე რაღას იზამ?
-ჯერ ერთი მაგას არ დავუშვებ და მეორეც თუ რაღაც სასწაულით ასე მოხდა იძულებული იქნება ქონებიდან წილი მომცეს. ასე მარტივად თავიდან ვერ მომიშორებს. - თვალი ჩაუკრა მეგობარს და გაიცინა.
თორნიკე იმ დღეს სახლში ადრე დაბრუნდა. უნდოდა ლინდასთვის სიურპრიზი გაეკეთბინა და ეთქვაა რომ მომდევნო ერთი თვე თავისუფალი იყო და შეეძლოთ სამოგზაუროდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ლინდა მოისურვებდა. ახლა კი იდგა მეორე ოთახში და ძარღვებდაბერილი, შეშლილი სახით უსმენდა ცოლისა და მისი დაქალის დიალოგს.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
როგორც ხედავთ სიმართლე გაირკვა. მაინტერსებს თქვენი აზრით რა მოხდება))



№1 სტუმარი Nini

Shokia gaagrdzele vaimee es ra ikoo

 


№2 სტუმარი Guest ელი

მგონია რომ თორნიკე ეკას აირჩევს ბოლოს

 


№3 სტუმარი oliko

Guest ელი
მგონია რომ თორნიკე ეკას აირჩევს ბოლოს
mec mase vpiqrob. Es Linda saertod ar apirebs shecvlas

Avtoro dzaan kargi xar. Mgonia rom tornike chkuas aswavlis DA ar apatiebs

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Nini
Shokia gaagrdzele vaimee es ra ikoo


მადლობა blush რა თქმა უნდა გავაგრძელებ

oliko
Guest ელი
მგონია რომ თორნიკე ეკას აირჩევს ბოლოს
mec mase vpiqrob. Es Linda saertod ar apirebs shecvlas

Avtoro dzaan kargi xar. Mgonia rom tornike chkuas aswavlis DA ar apatiebs


ძალიან საინტერესო მოსაზრებებია. არ ვიცი როგორ მოგეწონებათ ისტორიის გაგრძელება, თუმცა კარგი იქნება თუ იმედებს ძალიან არ გაგიცრუებთ.
დიდი მადლობა შეფასებისთვის blush

 


№5 სტუმარი Guest trocodeo

Chemi azrrit,dzalian ostaturad da ckvia urad moarjulebs lindaz an dzalian chkvianurad datovebs cariel tariels.

 


№6 სტუმარი oliko

ბაბუაწვერა
Nini
Shokia gaagrdzele vaimee es ra ikoo


მადლობა blush რა თქმა უნდა გავაგრძელებ

oliko
Guest ელი
მგონია რომ თორნიკე ეკას აირჩევს ბოლოს
mec mase vpiqrob. Es Linda saertod ar apirebs shecvlas

Avtoro dzaan kargi xar. Mgonia rom tornike chkuas aswavlis DA ar apatiebs


ძალიან საინტერესო მოსაზრებებია. არ ვიცი როგორ მოგეწონებათ ისტორიის გაგრძელება, თუმცა კარგი იქნება თუ იმედებს ძალიან არ გაგიცრუებთ.
დიდი მადლობა შეფასებისთვის blush
. Linda's chkuas aswavlis amashi darwmunebuli var aseti qalis gverdit arc unda iyos kaci.

Ar gaasulelebunos tavi tornikem isev

 


№7 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიან კარგია,მაგრამ მინდა ამ თავცარიელ გოგოსთან დარჩესვდა სიყვარულივასწავლოს ოგონდვმახვედროს რომ სიგიჯემდე უყვარს თირნიე

 


№8  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest trocodeo
Chemi azrrit,dzalian ostaturad da ckvia urad moarjulebs lindaz an dzalian chkvianurad datovebs cariel tariels.


ვნახოთ რა მოხდება))

Guest ნინაკა
ძალიან კარგია,მაგრამ მინდა ამ თავცარიელ გოგოსთან დარჩესვდა სიყვარულივასწავლოს ოგონდვმახვედროს რომ სიგიჯემდე უყვარს თირნიე



როგორც ადრე ვთქვი ეს ისტორია უკვე დავასრულე ჩემებურად...
ახლა კი უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებდა))
მადლობა შეფასებისთვის ❤

 


№9  offline წევრი just girl

Kargia tornikem rom simartle gaigo. Tyuilshi agar icxovrebs. Dzalian mainteresebs ra moxdeba. Imedia yurebamde siyvarulis gamo ar dautmobs yvelafers. Amboben didma siyvarulma didi sidzulvilic iciso da vnaxot am istoriis mwerali ras gadawyvets da kidev ras umzadebs istoriis personajebs...

 


№10  offline წევრი ბაბუაწვერა

ლუნი.
ექვსივე თავი ერთად წავიკითხე და უკვე ძაან მომწონს ეს ისტორია.
არ არსებობს რო ლინდამ ხასიათი შეიცვალოს და უცებ უნაკლო გოგოდ გადაიქცეს.
ფულზე დახამებული ძუკნაა, რომელიც არაფრით განსხვავდება ნანსგან და სალომესგან.
ერთი ხ"უი არიან ყველა.
პროსტა თორნიკე მეცოდება ამდენი რაღაცის მერე თორე....
ეკას "ვბალეიშიკობ " მე :დდ
ჭკვიანი, ლამაზი, "ნამდვილი"...
ასეთი გოგო შეეფერება თორნიკეს და არა ისეთი საცოდაობა.
ბათ მისი ბრალიცაა ასე რო იჩქარა.
ვნახოთ...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
იმედია თვალს არ აუხელლ ლინდას და ანგელოზადარ აქცევ.
რაც ძააან ძაან ბანალური და უაზრო იქნება.
წარმატებები ❤


ლინდა უნაკლო "ანგელოზი" არასდროს გახდება... ეგ წარმოუდგენელი რაღაცაა. რაც შეეხება ეკას, მასზე ნამდვილად შეიძლება ვთქვათ უნაკლო და ზუსტად ისეთი საოცნებო ქალი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი ისურვებდა.
მაგრამ არ ვიცი მხოლოდ ეკას ეს თვისებები იქნება თუ არა საკმარისი, რომ თორნიკეს შეუყვარდეს, რადგან ეს გრძნობა როგორც ვიცით არანაირ კანონზომიერებებს არ ემორჩილება.
მადლობა ❤

just girl
Kargia tornikem rom simartle gaigo. Tyuilshi agar icxovrebs. Dzalian mainteresebs ra moxdeba. Imedia yurebamde siyvarulis gamo ar dautmobs yvelafers. Amboben didma siyvarulma didi sidzulvilic iciso da vnaxot am istoriis mwerali ras gadawyvets da kidev ras umzadebs istoriis personajebs...


დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤
არა მგონია თორნიკე ისეთი მეამიტი და ბრმა იყოს, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს. შემდეგი თავი მალე იქნება და ყველაფერს გაიგებთ...))

 


№11 სტუმარი gg

ბაბუაწვერა
ლუნი.
ექვსივე თავი ერთად წავიკითხე და უკვე ძაან მომწონს ეს ისტორია.
არ არსებობს რო ლინდამ ხასიათი შეიცვალოს და უცებ უნაკლო გოგოდ გადაიქცეს.
ფულზე დახამებული ძუკნაა, რომელიც არაფრით განსხვავდება ნანსგან და სალომესგან.
ერთი ხ"უი არიან ყველა.
პროსტა თორნიკე მეცოდება ამდენი რაღაცის მერე თორე....
ეკას "ვბალეიშიკობ " მე :დდ
ჭკვიანი, ლამაზი, "ნამდვილი"...
ასეთი გოგო შეეფერება თორნიკეს და არა ისეთი საცოდაობა.
ბათ მისი ბრალიცაა ასე რო იჩქარა.
ვნახოთ...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
იმედია თვალს არ აუხელლ ლინდას და ანგელოზადარ აქცევ.
რაც ძააან ძაან ბანალური და უაზრო იქნება.
წარმატებები ❤


ლინდა უნაკლო "ანგელოზი" არასდროს გახდება... ეგ წარმოუდგენელი რაღაცაა. რაც შეეხება ეკას, მასზე ნამდვილად შეიძლება ვთქვათ უნაკლო და ზუსტად ისეთი საოცნებო ქალი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი ისურვებდა.
მაგრამ არ ვიცი მხოლოდ ეკას ეს თვისებები იქნება თუ არა საკმარისი, რომ თორნიკეს შეუყვარდეს, რადგან ეს გრძნობა როგორც ვიცით არანაირ კანონზომიერებებს არ ემორჩილება.
მადლობა ❤

just girl
Kargia tornikem rom simartle gaigo. Tyuilshi agar icxovrebs. Dzalian mainteresebs ra moxdeba. Imedia yurebamde siyvarulis gamo ar dautmobs yvelafers. Amboben didma siyvarulma didi sidzulvilic iciso da vnaxot am istoriis mwerali ras gadawyvets da kidev ras umzadebs istoriis personajebs...


დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤
არა მგონია თორნიკე ისეთი მეამიტი და ბრმა იყოს, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს. შემდეგი თავი მალე იქნება და ყველაფერს გაიგებთ...))

Dges dadeb xom

 


№12  offline წევრი just girl

Moutmenlad velodebi shemdeg tavs :)))

 


№13  offline წევრი ბაბუაწვერა

just girl
Moutmenlad velodebi shemdeg tavs :)))


უკვე ავტვირთე და იმედია მალე დაიდება)) დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent