შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეთხუთმეტე თავი)
-აჩი ნელა ატარე.-კარგა ხნის შემდეგ როგორ იქნა შეჰბედა ამის თქმა ნიკამ აჩის -***** -ნუ დამიტოვებ ცოლ-შვილს ობლად-თვალებ დახუჭული ეუბნებოდა ნიკა-ასე ეშველება რამე ემილიას?გააჩერე მანქანა ახლავე-როგორც იქნა აჩი მოვიდა გონს და დაამუხრუჭა -ცოლობა უნდა მეთხოვა-საჭეს თავი დაადო და ისე გადაულაპარაკა ნიკას -რაა? -ცოლობა უნდა მეთხოვა და რესტორანში იმიტომ დავპატიჟე, სიურპრიზი მოვუწყვე,მაგრამ არ დაგვცალდა-სევდიანად ამოილაპარაკა და ნიკას გადახედა -არც კი ვიცი რა გითხრა, იმედია მალე ვიპოვნით და თუ მართლა ლუკას ხელი ურევია ამ საქმეში გპირდები შენ ხელის განძრევა არ დაგჭირდება -სრული სერიოზულობით უთხრა და ტელეფონი მოიმარჯვა -სად რეკავ? -პოლიციაში , იქნებ იპოვნონ ლუკა თავისი ნომრით. -ეგ არც გამხსენებია-დამწუხრებულმა ამოილაპარაკა და პასუხს დაელოდა. -სანამ 48 საათი არ გავაო მანამდე ძებნას ვერ დავიწყებთო ასე მითხრეს. მაგრამ ნომრით ეცდებიან ლუკას მოძებნას- კარგა ხნის საუბრის შემდეგ უთხრა აჩის -რაა? 48 საათი? მაგათ შ*გ ხომ არ აქვთ? ასე ვიჯდე და ორი დღე ველოდო?არ გვეხმარებიან?კარგი,მაშინ მე თავად მოვძებნი.-თქვა და მანქანა დაძრა. ცოტახანში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. -ეს რა ადგილია?-აათვალიერა ნიკამ უცნაური და პირქუში შენობა. -აჩიმ უხმოდ გაიარა დერეფანი და მის ბოლოს ოთახის კარი შეაღო.-შეიძლება-იკიტხა დაკაკუნების შემდეგ -მობრძანდით-მიმართა ახალგაზრდა კაცმა და მისკენ მოტრიალდა. -აჩი, აქ საიდან გაჩნდი?-უთხრა და სინათლეზე მისი სახის დანახვის შემდეგ გადაეხვია-როგორ ხარ?რამდენი ხანია არ მინახავხარ? -აჩიც მოეხვია და უთხრა-გამარჯობა ,მიშო .გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია ნიკა, ნიკა ეს კი მიშოა ჰაკერია და საიდუმლოდ მუშაობს .-აუხსნა ნიკას მისი ვინაობა და ახლა მიშოს მიუბრუნდა -მიშო ,შენთან ძალიან სერიოზული სათხოვარი მაქვს.. -რათქმაუნდა ,აბა ისე არც გახსენდები -ვიცი და ამისთვის ბოდიშს გიხდი. შენი დახმარება ძალიან მჭირდება და გთხოვ უარი არ მითხრა, საქმე ჩემს საყვარელ ადამიანს ეხება. -კაი ღადაობ?ამდენი ახსნა რა საჭიროა რათქმაუნდა დაგეხმარები. რაშია საქმე ?აბა ამიხსენით -ჩემი შეყვარებული, ეჭვი მაქვს, რომ გაიტაცეს და მინდა რომ ნომრებით ადგილსამყოფელის გარკვევაში დამეხმარო. -მაგაზე ადვილი რა არის? ამას მთხოვდი ასე გამალებით?ნომრები დამიწერე,თქვენ კი დასხედით და მე საქმეს მივხედავ- უთხრა და იქვე კომპიუტერებითა და უამრავი ტექნოლოგიით აღჭურვილ კუთხეში მოკალათდა. -კი მაგრამ მე მხოლოდ ერთი ნომერი მაქვს მეორე არ ვიცი-დამწუხრებულად ამოილაპარაკა აჩიმ-სხვა გზით ვერ გაიგემ ნომერს? -კი რა პრობლემაა მისი ანგარიშიდან გავიგებ, სახელი და გვარი მითხრით და არ არის პრობლემა.-სახელის და გვარის გაგების შემდეგ და იწყო მისი ძებნა სოციალურ ქსელში და მიგნების შემდეგ შეუდგა საქმეს. -დიდი დრო დასჭირდება?-მოუთმენლობა შეეტყო აჩის -არც ისე.სადღაც ნახევარი საათი. * * * * * * * * * * * * * * * * * -საჭმელი მოგიტანე .-მიმართა ემილიას ლუკამ ,ლანგარი ფეხებზე დაუდო და ხელები შეუხსნა -შენს მოტანილს არაფერს არ შევჭამ-უთხრა და ლანგარი საჭმლიანად ძირს დაყარა -ასე არა?-თქვა განრისხებულმა და სილა გააწნა. ემილიას თვალები უდიდესი მრისხანებითა და სიძულვილით აევსო და ზიზღით გახედა ლუკას,რომელმაც წამის წინანდელი საქციელი უცბად მოინანია-ეს რა გავაკეთე ,მაპატიე ძალიან გთხოვ-ლოყაზე მიეფერა და მის დამშვიდებას შეეცადა -ხელი არ დამაკარო. ნუ მეხები.მეზიზღები-უთხრა და ხელი ჰკრა, რის გამოც ლუკა ძირს გაიშოტა -ნუ იქცევი ასე. მაიძულებ რომ ის გავაკეთო რაც არ მინდა -რას იზამ? მომკლავ? შენთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია -მოკვლით ვერ გაგიმეტებ, მაგრამ ტანჯვის ღირსი კი ხარ-ირონიულად ამოილაპარაკა და იქვე მდგარ მამაკაცს გადახედა და რაღაც ანიშნა -მე ვარ ტანჯვის ღირსი? -გულიანად გადაიხარხარა და უცებ დასერიოზულდა-მე არ მიმიტოვებიხარ. უნამუსო ნაბი**არო -რა სიტყვები გისწავლია. იმ „შენს“ აჩის სულ გაუუზრდელებიხარ. გაუკეთე ნემსი-ესღა თქვა და ემილიამ მკლავში ჩხვლეტა იგრძნო. -ეს რა არის?-ყვირილით წარმოთქვა და ლუკას გადახედა -საშუალება ,რომელიც მოგადუნებს და დაგამშვიდებს -მე დამშვიდება არ...-სიტყვა ვერ დაამთავრა ,რომ გონება დაკარგა -გადააწვინეთ დივანზე-უთხრა და ოთახი დატოვა -ბატონო-მიმართა უკნიდან მან ვინც ახლახანს ემილიას ნემსი გაუკეთა -ხო-მობეზრებულად აატრიალა თვალები და მიბრუნდა -ნემსი როცა გამოღვიძებს კიდევ გავუკეთოთ? -ეგ დოზა კარგა ხანს ეყოფა და თუ ისევ ისე მოიქცევა გაიმეორეთ და დოზაც გაზარდეთ -კი მაგრამ ამდენი ნარკოტიკი საზიანო არ იქნება მისთვის? -არ იქნება. გაუძლებს ძლიერი გოგოა-დამცინავად გაუღიმა და დატოვა იქაორობა. * * * * * * * * -მორჩა-თქვა მიშომ და აჩისკენ გაემართა-მხოლოდ ერთი ტელეფონის სიგნალის მიკვლევა შევძელი, რადგან მეორე ტელეფონი ან გამორთულია ან კი კარტა ამოიღეს. -რომელი ტელეფონის მოძებნა შეძელი?-დივნიდან წამოხტა აჩი და მიშოს წინ აეტუზა -ლუკას ნომერი იყო ჩართული. -კარგი, ძალიან დიდი მადლობა .წარმოდგენაც კი არ გაქვს რა საქმე გამიკეთე ახლა-სიხარულით აუციმციმდა თვალები აჩის და მიშოს გადაეხვია -კაი არ დამახრჩო. არაფრის. მისამართს ტელეფონზე მოგწერ.-ღიმილით უთხრა მიშომ -კარგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ნიკა ,წამოდი წავიდეთ .-ხელი მოჰკიდა ძმაკაცს და გასასვლელისკენ გააქანა. -კაი დამშვიდდი ცოტა. დაისვენე და მერე წავიდეთ -არა დასვენების დრო არ არის. ჩაჯექი-მანქანაში ჩატენა ნიკა და თავადაც ჩაჯდა. მანქანა ელვის სისწრაფით გააქანა. -შორს არის? -22 კილომეტრია იქამდე ნახევარი საათი გზაში გაატარეს .ეს დრო ემილიას პოვნის იმედით აჩისთვის საუკუნედ გაიწელა. როგორც იქნა მიაღწიეს ადგილს . გზა ტყის ნაპირას წყდებოდა. გადმოვიდნენ მანქანიდან და....... მოკლე თავი გამოვიდა, მაგრამ იმედია მომიტევებთ. დიდი თავისთვის მოტივაციის მომცემ კომენტარებს მაინც ვერ ვხედავ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.