დუ-დიკო (თავი 2)
მთელი დღე ბიჭებთან ერთად გაატარა. ივამ და ნიკამ ძმად ნაფიცებსაც დაურეკეს და საღამოს ყველა ერთად შეექცეოდა დიკოს მომზადებულ ჩახოხბილს.. აკომ არაყი ამოიტანა მარკეტიდან "გინდათ თუ არა უნდა დალიოთო". ხო და დაიწყეს დალევა. -აკო, ბიჭო დიკოს აღარ დაუსხა კარგად არის ეგ უკვე. იაკობმა გოგოს გადახედა, რომელიც დიდი ინტერესით ათვალიერებდა ცარიელ ჭიქას. -აკო შე კვატო, მელიქიფედაც არ ვარგიხარ შე ოხერო. ბიჭს მხარზე დაარტყა ხელი და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა. -აღარ გინდა დიკო მთვრალი ხარ ისედაც. გეგამ ღიმილიღ შეხედა მოქანავეს. -რას ქვია არ მინდა? . უცებ წამოხტა ფეხზე და გვერდით მჯდომ აკოს ზევიდან დაემხო. -ფრთხილად გოგო. ივამ ხელი მიაშველა დას. -არ მინდა შენი დახმარება, მე თვითონ. ამაყად წამოდგა ფეხზე და ნიკოლოზის გვერდით დადგა. თუ ერქვა მაგას დგომა. ნიკამ ხელი მოხვია და სკამზე დასვა. -დუდიკ ასე მალე დათვერი ტო? არა ნაკლებ მთვრალმა აკომ არყით სავსე ჭიქა მოიყუდა. -რას ქვია დავთვერი? თითქმის სკამზე ჩაძინებული უცებ გამოფხიზლდა, ივას პირთან მიტანილი ჭიქა წაართვა და თავად დალია. ნიკამ თვალები აატრიალა. -დიკო იძინებს..თქვა ივამ და ფეხზე წამოაყენა. -არა რა.. თვალების ფახუნი დაიწყო დიკომ. -აგერ აკოც იძინებს. მაგიდაზე თავ ჩამოდებულ აკოს შეხედა ნიკოლოზმა და გაიცინა. -ამას მე წამოვიყვან შენ ნიდა გაიყვანე. ჯერ ჯერობით ყველაზე ფხიზელი იაკობი წამოდგა ფეხზე და ძმაკაცი ივას ოთახში "გაიტანა". -აუ რა მძიმე ხარ ტო.. აკო საწოლზე მიაგდო და წელზე ხელი მოისვა. ივამ და ნიკოლოზის ოთახში მოათავსა თვითონ კი ბიჭებთან ერთად განაგრძო სმა. დიკომ ბევრი იწრიალა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო დაძინება. გონებაში სულ ის გაუზრდელი ედგა თვალთ, რომელმაც ბოდიშიც არ მოუხადა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა გადაწყვიტა ოთახიდან გაპარულიყო. ფეხზე წამოდგა ნიკას ხალათი მოიცვა და ჩუმად გამოიპარა ბინიდან. ლიფტის არსებობა სულ არ ახსოვდა, ამიტომ ასე ბარბაცით ჩაიარა კიბეები და ზუსტად იმ კართან გაჩერდა სადაც ის უზრდელი შევიდა. ჯერ დითხანს უყურა, მერე თვალები ხელის გულებით მოიწმინდა, გამოფხიზლების მიზნით და კარებზეც დააკაკუნა. სულ რაღაც 20 წამში გაიღო თეთრი რკინის კარი და გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი უცნობი ბიჭიც. ბიჭმა წინ მდგომი, მოქანავე, თეთრ ხალათში გამოწყობილი გოგონა, რომ დაინახა წარბები ზევით ასწია და ტუცის კუთხე თავისდაუნებურად ჩაუტყდა. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ზრდილობიანად მიმართა ჩაფიქრებულ დიკოს. -შენ არ ხარ ის. ხელი აიქნია და თავი რამოდენიმეჯერ გააქნია უარყოფის ნიშნად. -ვინ ის ? გაიოცა მამაკაცმა -აი ის უზრდელი. გაბრაზებულმა თქვა და წაბარბაცდა. ბიჭმა წინ წაიწია და გოგონა ხელით დაიჭირა. -ბევრი დაგილევია.. გაუღიმა დაბნეულს.. თან ძალიან ბევრი. რომ არ წაქცეულიყო ხელი წელზე მოხვია და თავისთან ახლოს მიქაჩა. -დიახ დავლიე. ამაყად ასწია თავი და ბიჭის ტუჩებს ტუჩებით გაეხახუნა. მამაკაცი აღელდა, მთვრალ გოგოს ამღვრეული თვალებით დახედა და სასიამოვნო იმპულსი დააიგნორა. -დიკო.. გაისმა ნიკოლოზის ხმაც.. -გოგო შენ ნორმალური ხარ ? ჩვენ აქ დაგეძებთ შენ კიდე ვიღაც ბიჭს ეხვევი? გაბრაზებულმა ჩამოირბინა დარჩენილი კიბეები. უცნობი დაიბნა, გოგოს მოსცილდა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. -აუ რა შიში ვჭამე ტო.. ხელი სახეზე მოისვა და კედელზე მიყუდებულ დას მიაშტერდა.. -ლამის მოვკვდი ოთახში, რომ არ დამხვდი.. არა მართლა ვერ ხარ .. შენ ხალხის გასაგიჟებლად ხარ დაბადებული. ისე მიაყარა ნიკამ სიტყვები ერთმანეთს უცნობისთვის არც შეუხედავს. მამაკაცი შუბლ შეკრული აკვირდებოდა წინ გადაშლილ სანახაობას და ვერ გაეგო ვინ იყო ეს გოგო ამ გაცეცხლებული ბიჭისთვის. -მცივა.. ისე თქვა ვითომ ორი წამის წინ ნიკოლოზს მისთვის არაფერი არ ეთქვას. უცნობმა მზერა გოგოსკენ მიმართა და მის ბავშვურ გამოხედვაზე გაეღიმა. -ოჰ დიკო რა. გაბრაზებულმა ნიკოლოზმა დას ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელი ფეხებზე და ხელში აიტაცა. გოგომ ხელები კისერზე შემოხვია და გაიტრუნა. რამდენიმე კიბეზე ასვლის შემდეგ ნიკა უკან მობრუნდა. -ბოდიში შეწუხებისთვის. იგივე პოზაში მდგომ ბიჭს გაუღიმა. უცნობმა თავი დაუკრა, გოგოს კიდევ ერთხელ შეხედა და სახლში შებრუნდა. -იპოვე? სად იყო ტო? ანერვიულებული ივა შეეჩეხა კარებში. -მეხუთე სართულზე მცხოვრებ მეზობელს ეცნობოდა. ორაზროვნად ჩაიქირქილა. დილით მზის სხივებმა შეაწყვეტინა ნებივრობა, უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები და გემრიელად გაიზმორა. ფეხები საწოლიდან გადააწყო და ადგომა სცადა, მაგრამ იატაკის მაგივრად რბილ სხეულს დაადგა. -კუჭი ჩემი.. იღრიალა ნიკმ -ვაიმე. დაიყვირა დიკომ..-შენ აქ რა გინდა? ოთხად მოკეცილ ბიჭს დახედა ზევიდან. -რა მენდომება? იატაკზე წოლა ჩემი ჰობია. გაბრაზებულმა ახედა დას. -ნუ იღრინები რა ამ დილა უთენია. ფეხი გადაალაჯა , ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. -დუდიკო ბორჯომი თუ ნაბეღლავი? სამზარეულოში შესულს აკომ კითხა. -არც ერთი. ყავა მინდა მარტო. გაუღიმა ბიჭს. -აუ თავი მისკდება.. ხელი თავზე მოიკიდა და ნაბეღლავის ბოთლი მოიყუდა. -შენ არ გტკივა გოგო? -არა მე არ მაქვს პახმელია. თვალი ჩაუკრა მჟავე კიტრის ჭამით დაკავებულ ბიჭს. -პახმელია არ გაქვს და ის თუ გახსოვს გუშინ რაც მოხდა? სამზარეულოში შესულმა ნიკოლოზმა კითხვით მიმართა დას. -აფსოლიტურად ყველაფერი. ფინჯანში ყავა დაასხა და კოვზით მოურია. -აი მთვრალსაც რო კაი გემოვნება მაქვს აღიარეთ.. გაიღიმა უაზროდ . რა სიმპატიური ბიჭი გავჩითე?. ძმას გახედა და ცხელი სითხე ოდნავ მოსვა. -არაფერი გეშველება. ხელი ჩაიქნია ნიკამ. -დიკო მეც გამიკეთე რა. ივა თავის ქექვით ჩამოჯდა ხის სკამზე და დიკოს ხელში მოთავსებულ ყავას დააცქერდა. -მეც გამიკეთე რა დიკუს. ახლა იაკობი შევიდა სამზარეულოში, უკან კი გეგა მიყვა. ბიჭებმა ლუდი და მჟავე კიტრი ამოიტანეს მაღაზიიდან და პახმელიის სუფრაც გაიშალა. დიკოს საღამოს ლექცია ქონდა, ამოტომ სახლში უნდა გაევლო გამოსაცვლელად, მერე კი სამსახურში წასულიყო. ნიკოლოზის ბინა შუადღეს დატოვა და ლიფტის ღილაკს ხელით მსუბუქად დააწვა. რამდენიმე წუთიანი უშედეგო ლოდისნის შემდგომ დაასკვნა, რომ ლიფტი გაფუჭდა. -ჯანდაბა. ხელი მიარტყა ლიფტის კარებს და გაცოფებული ჩაუყვა კიბეებს. მეშვიდე სართულს მიახლოვებული გაჩერდა. თვალ წინ წარმოუდგა უცნობი ბიჭი და სირცხვილისგან აწითლდა. ფრთხილად დაიძრა კიბეებზე და ამის ბედზე სწორედ მაშინ გაიღო ის რკინის თეთრი კარები. დიკომ ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და უცნობს პირდაპირ თვალებში შეხედა. -გამარჯობა. ჩურჩულიდ თქვა და ბიჭის გაბრწყინებულ თვალებს თვალი აარიდა. -ვააა არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი. უცნაურად აათვალიერა წინ მდგომი.. ბინის კარები გამოკეტა და გასაღებით ჩაკეტა. -რატო? გაიკვირვა დიკომ -რავი. მხრები აიჩეჩა და გოგონას ბაგეებს რამდენიმე წამი გაუშტერა მზერა. -შემდეგში აღარ დალიო ბევრი. გამაფრთხილებლად უთხრა და ტუჩებზე ენა გადაისვა. -მე.. მართლა .. დაიბნა დიკო. -რა? ბიჭი წინ დაუდგა დაბნეულ გოგოს. -მაბნევ. რაც ენაზე მოადგა ის თქვა -ნუ თუ? ირონიულად გაიღიმა. -რაო ? რატო ვიბნევიო? უფრო ახლოს მიიწია დიკოსკენ, გოგო კედელს აეკრო, ბიჭი ახლოს მიიწია და ხელებს შორის მოიქცია. -რა კარგი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ მე სხვის საკუთრებას არ ვეხები. ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა და გოგოს მოსცილდა. -შარი არ მჭირდება მითუმეტეს გოგოს გამო. ათრთოლებულ დიკოს ბოლოჯერ შეხედა და კიბეები ჩაირბინა. -საზიზღარი. თავისთვის თქვა და ბიჭს უკან მიყვა. პირველო სართულიც ჩაიარა, სადარბაზოში სიგარეტით ხელში მდგომს ზიზღით გახედა და მის გვერდით გაჩერდა. ქუჩიდან წვიმის ხმა ექოსავით ისმოდა. მანქანების სიგნალები კი წვიმის წვეთების ხმას ფარავდა. -გინდა.. სიგარეტი გაუწოდა გვერდით გაჩერებულ გოგონას. -არ ვეწევი. ნაწყენმა გახედა ბიჭს და სირბილით წავიდა თავისი მანქანისკენ. საჭესთან კომფორტულად დაჯდა, ჩანთა უკან გადადო და მანქანაც დაქოქა. უკვე დაძვრას აპირებდა გვერდითა კარები, რომ გაიღო და უცნობი ბიჭი მის გვერდით გაღიმებული მოთავსდა. -რას აკეთებ? თვალები გაუფართოვდა დიკოს. -წვიმს. კითხვა დააიგნორა -ვხედავ. წარბები შეკრა -ჰოო? ღიმილით გადახედა გაბრაზებულს -გადადი. ძრავი გამორთო -კაი რა ეხლა ძაღლს არ გააგდებს კაცი სახლიდან და შენ უნდა გადამაგდო ამ ამინდში? ხელები გაშალა და მერე მუხლებზე დაირტყა. -როდის ამიყვანე მძღოლად? ტუჩის კუთხეში გაეღიმა -არ მაქვს მძღოლის ფული თუ გინდა უფასოდ იმუშაო მაგას რა ჯობია? თვალი ჩაუკრა გაღიმებულს. -ასე მგონია დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მე ეს არ მახსოვს, რადგან სკლეროზი მჭირს. ჩაფიქრებულმა თქვა. -გამიყვან? გვერდულად გახედა -სად მიდიხარ? -სადმე მეტროსთან მიმიყვანე და ვსო. დიკომ თავი გააქნია და მანქანა დაძრა. -იმ უზრდელის რა ხარ? ფანჯარაში ყურებით გართულ ბიჭს კითხა -ვინ უზრდელი? -აი ის ბიჭი გუშინ, რომ მოვიდა შენთან. მწვანე თვალება, წვერებით, თმა გადახოტრილი. მამაკაცი ჩაფიქრდა და ბოლოს თქვა -იკა? შენ საიდან იცნობ? -ჰმ გუშინ მხვდა წილად ეგ ბედნიერება, რომ გამეცნო. -საინტერესოა -გამწუწა.. ბიჭმა სიცილი დაიწყო -რა გაცინებს? -ეგ შენ იყავი ? მითხრა "შენი მეზობელი გავაბრაზეო".. გაეცინა ისევ. დიკომ მანქანა მეტროსთან გააჩერა. -ისე იკამ სიმართლე თქვა, გაბრაზებული მართლაც ლამაზი ხარ. სიცილით გამოაღო ავტომობილის კარები და სირბილით წავიდა მეტროსკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.