ცხელი სუნთქვა -5-
მეხუთე თავი ძაან გვიან დავდე, უბრალოდ ზაფხულის ბრალია <3 აუ კომენტარებშიი დაწერეთ რა რას ფიქრობთ <3 ძალიან მაინტერესებს, ანუ გავაგრძელო თუ შევწყვიტო? ხელი სწრაფად გავაშვებინე და ტაქსში ჩავჯექი. გზა თითქოს უსაშველოდ გაიწელა, ვხედავდი ჩვეულებრივ ადამიანებს რომლებიც ქუჩას მოსდებოდნენ და ბუზებივით დახვეოდნენ შენობებს, დადიოდნენ გაშეშებული სახეებით, ყველა ერთნაირად, თითქოს დააპროგრამეს, ამ დიდი შენობების ფონზე პატარა არსებებად ჩანდნენ რომლებიც უზარმაზარ ქალაქში გზააბნეულებივით დაეხეტებოდნენ, ქალაქი სავსე იყო, ზოგი ამას სიცოცხლეს ეძახის, მაგრამ მე უფრო არეულობას და უწესრიგობას დავარქმევდი, ნამდვილად არ მინდა ასე ვიარო მეც, რაღაცნაირად ვერ ვიტან ასეთ სიტუაციას და თითქოს მეც ვიკარგები, თითქოს აღარ ვიცი სადმივდივარ, ყველას სადღაც ეჩქარება, ამ ხალხთან საშინელ სიცივეს ვგრძნობ, არავინ არავის ესალმება, არავინ დადის ფერადი კიკინებით, კაბებით, ღიმილით, ყველა გარბის, თან როცა ზუსტად ვიცი სად გარბიან ნერვები მეშლება, არანაირი სერიოზული არაფერი არაქვთ, არც სიყვარული, არც გრძნობა რომლის ხათრითაც ადამიანს შეიძლება სიცოცხლე უხაროდეს. მათ უბრალოდ სიარული შეუძლიათ, არაფრის წამთ, არც სიყვარულის და არც ერთგულების, ამას მათ სახეზეც მშვენივრად ვკითხულობ, მაგრამ არ შეიძლება ასე განსაჯო, შეიძლება სჯერათ კიდეც, მაგრამ იმდენად ეშინიათ ამის აღიარების რომ ურჩევნიათ შავებში ჩაცმულ ბრბოს შეუერთდნენ, ყველა მიდის, ყველა იფანტება, მაგრამ ქუჩა მაინც სავსეა, რა აზრი შეიძლება ქონდეს ასეთ ცხოვრებას? არანაირი გარდა იმისა რომ იარო, ჭამო და იძინო, მე ასე არ შემიძლია... - ლიზა, მოვედით. ქოჩორას ხმამ ფიქრებიდან სწრაფადვე გამომაფხიზლა, უკვე კლინიკასთან ვიყავით. - მოვდივარ. ვცდილობ მღელვარება არ შევიმჩნიო და ჩვეულებრივად გადავდივარ ტაქსიდან, მაგრამ უეცრად ყველაფერი ირევა, სახეებს ბუნდოვნად ვარჩევ, თითქოს დედამიწა აიღეს და დაატრიალეს, გავრბივარ, მაგრამარ ვიცი სად. უეცრად მინის კარებში შევვარდი, ნუ თურმე ისედაც აქ უნდა შევსულიყავი, დავინახე ალექსი მოდიოდა შეშინებული. რამოდენიმე წამში მართლაც ჩემთან გაჩნდა. - კარგად ხარ? - მშვენივრად, დამავალებ თუ ყოველ ჩემს ნაბიჯზე არ მოვარდები და კარგად ხარს არ მეტყვი... - გასაგებია, წამოდი აგაცილებ პალატამდე. მკლავში ხელი ჩამავლო და კიბის საფეხურებზე თითო ნაბიჯისას ისე ხტებოდა გეგონება ხელში სამითვის ბავშვი ეჭირა და ეშინოდა არ ჩავარდნოდა. ყველაისე მექცევა გეგონება ბავშვი ვიყო, თუმცა არც მიკვირს, მე ხომ მთელი ცხოვრება სახლში გავატარე, ბავშვობაშიც კი არ ავსულვარ ხეზე, ამიტომ ჰგონიათ, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე მჭიდებიან. ზოგჯერ მინდა უბრალოდ სადმე შორს წავიდე, წავიდე და ვიცხოვრო როგორც სხვები ცხოვრობე, მაგრამ ვერა... ნაბიჯებს ძლივს ვადგამ, თითქოს აღარც მეშინია, რომც მეშინოდეს ამ ქოჩორასთან არ შევიმჩნევ, ეყო რაც მამშვიდა, ჩემს დამშვიდებაში მგონი თვითონ გაგიჟდა. კიბეები ძლივს ავიარე, ფეხები ისევ მიკანკალებდა, თუმცა როგორც უკვე გითხარით არ ვიმჩნევდი. პალატისკართან რომ მივედი არ მინდოდა სახელურზე ხელი მომეკიდა, ნამდვილად შეამჩნევდა, რომ შიშისგან მიკანკალებდა.მართალია ერთი ხელი მაინც ქოჩორას ეჭირა და ისედაც ხვდებოდა ჩემს შიშს,მაგრამ იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი,მოკლეთ პალატაში შესული ეგრევე სააბაზანოში შევვარდი. ცხელი წყლის ქვეშ დავდექი და ისევ ფიქრებმა გამიტაცეს,ამ ერთმა პატარა მგზავრობამ ჩემში იმდენი ემოცია დააგროვა, რომ არ ვიცოდირომელი ერთზე მეფიქრა. ქალაქში გასვლისას, ნუ ქუჩაში გასვლისას უფრო შესაფერისი ნათქვამი იქნება, რაღაც სასწაული არასასიამოვნო დამოკლედ ყველა არა გრძნობა შემოვიდა ჩემში. თითქოს ყველაფერი ერთ მუჭაში ჩააბეტონეს, ჰაერი იმდენად ცოტა და იმდენად ნოტიოა რომ არ ვიცი ამდენ ადამიანს როგორ ჰყოფნის. ხალხი ქუჩაში რობოტებივით დადის, ყველას სახეზე დაღლილობა და სევდაა, ყველას სადღაც ეჩქარება და არავინ ტკბება ცხოვრებისგან ისედაც მოკლე და ძვირფასი მოცემული დროით, ვერ ხვდებიან, რომ დღეს შეიძლება ვიყოთ, ხვალ კი არა, ვერ ხვდებიან, რომ ერთ დილასაც მათ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ან თუდაც ერთ წამში შეიძლება საკუთარი აწყობილი ცხოვრება ისე დაეტიოთ მუჭში რომ ვერცმიხვდნენ. დაახლოებით ერთი საათი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და მივხვდი თუ რა უაზროა ცხოვრება, უაზროდ იბრძვიან ადაამიანები და ბოლოს რა? ბოლოს მაინც ყველა კვდება... დუში გავთიშე, კაბინიდან გამოვედი და ხალათი მოვირგე, საშინელი გრძნობა მქონდა, ახლა უკვე აღარ მინდოდა კარგად გავმხდარიყავი. პალატაში გამოვედი და საწოლზე მივწექი, ალექსიც იქვე იყო თურმე, უბრალოდ იმდენად ჩაფიქრებული ვიყავი რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია. - რა მოხდა? - არც არაფერი... ახლოსმოდის, სკამს ჩემს წინ დგავს, მე ბალიშჩახუტებული, მოკუნტული ვწევარ, ცოტა შეშინებული და დაბნეულიც ვარ, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა სურვილი მიქრება ოდესმე გარეთ გასვლის. - რაღაც ნამდვილად ხდება. შავი თმა სახიდან გადამიწია და თვალებში შემომხედა, თვალი ავარიდე. - რა იყო? შენ ყველაფერთან ერთად თვალებში შეხედვისაც გეშინია? გაიღიმა და საწოლზე გადმოჯდა. - ხო იცი შეგიძლია მომიყვე ყველაფფერი, უფროსწორად უნდა მომიყვე. - ასე კატეგორიულად რატომ? - იმიტომ. ბალიშში ჩარგული თავი მაღლა ავწიე და ქოჩორას თვალებში ჩავხედე. - აი ხო ხედავ, შეგძლებია. - ნამდვილად. - ახლა კი მომიყევი, გისმენ. კომფორტულად მოთავსდა ალექსი ჩემს საწოლზე და ინტერესით შემომხედა. მეც ნელ-ნელა წამოვდექი და კედელს მივეყუდე, ძალა მოვიკრიბე, გულში ვამხნევებდი საკუთარ თავს და ემოციების შეკავებისკენ ვუბიძგებდი. - მოკლედ, დღეს ძალიან დავიბენი, არ ვიცი რატომ, თუმცა კი როგორ არა, დამაბნია ხალხმა, ქუჩამ, ქცევამ, ემოციამ, ხალხის სახეებზე დანახულმა უსიცოცხლობამ, ერთფეროვნებამ, ხალხი თითქოს ქუჩაში დაპროგრამებული რობოტები არიან, ცხოვრებისგან დაღლილები, მათთვის ყოველდღიურობა საკუთარივე ქცევით მოსაბეზრებელია და თითქოს ამას ვერც ამჩნევენ, არავის უნდა ქუჩაში გაიღიმოს ან უყვარდეს, წვიმასაც კი, ისე უხალისოდ ხვდებიან, რომ ნერვები მეშლება - როცა შენს ცხოვრებაში მუდმივად ერთი და იგივე ხდება იძულებული ხარ ასე იყო. - კარგი რა?! ხალხი როგორაა, ამდენ ავადმყოფს ვუყურებ ამ საავადმყოფოში, ზოგს რა უჭირს და ზოგს რა, მათ კი არაფერი სტკივათ, არაფერი აწუხებთ ფიზიკურად, დანარჩენი კი მე ვფიქრობ თავად უნდა გამოიმუშავონ. გაოცებული მომშტერებოდა ალექსი და დროდადრო ეღიმებოდა ჩემს უაზრო ხელების ქნევასა და თვალების ხამხამზე. - მართაკი ხარ, შენ ხომ ადამიანი ლაპარაკში ვერ გაჯობებს რა. - დიახ, დიახ. ნიშნისმოგებით შევხედე და ისევ ბალიშს ჩავეხუტე. - შენი აზრით როგორ შეიძლება ადამიანმა ცხოვრების აზრი იპოვოს? ვკითხე ალექსს და ისევ დავწექი. - მრავალნაირად. მოკლე პასუხები არასდროს მაკმაყოფილებდა. -მაინც - მაგალითად,.... მოკლედ ამაზე პასუხი არ მაქვს, ყველა ადამიანს თავისი მიზეზი აქვს იმისათვის რომ იცოცხლოს, მაგრამ ცხოვრებაში უამრავი ისეთი გადაუჭრელი პრობლემაა რომელიც ხანდახან ადამიანს ღიმილის დავიწყებაში ეხმარება. წამოდგა და კარისკენ წავიდა. - რამე მოხდა? - არა ისეთი არაფერი მე უბრალოდ... ხმა აუკანკალდა - უბრალოდ რა? - არაფერი... ისევ მარტო დავრჩი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.