შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუ-დიკო (თავი 3)


24-08-2017, 23:44
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 729

ერთი კვირა ისე გავიდა დიკოს უცნობი არ შეხვედრია.
თავისდა გაუაზრებლად დადგებოდა მეხუთე სართულზე და ელოდა, მერე როცა ჩაფიქრდებოდა და მიხვდებოდა, თუ რას აკეთებდა მაშინვე აირბენდა კიბეებს და ნიკოლოზს დაუწყებდა ჩხუბს. "კარს დროზე რატომ არ აღებო?".
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ასე გაყავდა დრო, საღამოს კი სტუდენტებს სახლში დამატებით უტარებდა ლექციებს.
-დავიღალე. თავზე ხელი მიიდო და ივას გვერდით დაჯდა.
-შენ თვითონ აიჩემე დამატებითი ლექციებიო და ახლა იყავი მასე, უძილო თვალებით. ივამ გვერდით მჯდომი გოგო მიიხუტა და ლოყაზე აკოცა.
-მიყვარს მე ჩემი ბავშვები.. ჩაიბუზღუნა და ივას მოსცილდა. -წავედი მე სახლში მეძინება ძაან. ჩანთა ხელში აიღო და გასასვლელისკენ წაბრძანდა.
-დარჩი რა. ნიკამ გახედა დას
-ვერა, ხვალ დილით უნდა ვიყო უნიში და გამზადება ხო მინდა? საწყლად გახედა ძმებს. -ისე დედიკო არის ნაწყენი, რაც სახლი იყიდეს სუ დავავიწყდიო.
-ხვალ გამოვალთ და ვნახავთ სამსახურის მერე.
-თქვენი გამოსვლა ვიცი მე. ადგებით ააგდებთ ვიღაც ნაშას და ვიღას გაახსენდება გამოსვლა? კალიდორში მდგომი კედელს მიეყრდნო.
ბიჭებმა გაიცინეს.
-ისე ნაშაზე გამახსენდა შენი სტუდენტი როა ტასო, აი მაგის ნომი მომე რა .. ივამ ეშმაკური ღიმილით გადახედა დას.
-შენ ვერახარ რაღაც. რას ქვია ნომერი მოგცე? იმ გოგოს არც გაეკარო ახლოს. გაბრაზებული დადგა ივას წინ.
-ფუი.. შენ როდის გამომდგომიხარ რამეში? მე თვითონ ვიზამ რამეს და მაინც გავიგებ. გაიბადრა წამში.
-ვიღაცას წითელი აენთება. ცალი წარბი ზევით აწია და თავი გააქნია. -წავედი მე .. შენთან ლაპარაკს აზრი მაინც არ აქვს. ხელი ჩაიქნია, ივას და ნიკას დაემშვიდობა და ბინა დატოვა. ლიფტით ჩასვლა არც უფიქრია ეგრევე კიბეების გზას დაადგა. მეხუთე სართულზე რამდენიმე წუთი შეჩერედა, მერე კი ისევ განაგძო კიბეებზე ჩასვლა. სადარბაზოდან გადიოდა უცნობი, რომ შეეჩეხა. დიკოს ისე გაუხარდა ღიმილის შეკავება ვერ შეძლო და თავის თავიც ასე გაყიდა.
ბიჭსაც გაეღიმა გოგოს დანახვისას. ერთ ხელში დაკავებულ პარკს ხელი ძლიერ მოუჭირა. მეორე ხელში დაკავებული სგარეტი კი ტუჩებს შორის მოათავსა და გოგოს თავი მისალმების ნიშნად დაუკრა.
-ახლა ერთმანეთს უნდა გავცდეთ და ცხვირ აბზუებულებმა გავიაროთ, ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობთ? კითხა გაღიმებულმა დიკომ
-ალბათ. თავი გვერდით გადააგდო და გაღიმებულს თვალებში ჩააჩერდა. -ისე ჩვენ მართლაც არც ვიცნობთ ერთმანეთს.
-ხო და გავიცნოთ.. არ დაიბნა გოგო..-მე დიკო ჯანელიძე ვარ.. გაუცინა ბიჭს და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.. მამაკაცს ჩაეღიმა, სიგარეტი სადარბაზოში მდგომ ნაგვის ურნაში ჩააგდო და გოგონას ხელს თავისი ხელი შეაგება.
-დუდა ბაბლუანი. ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-უხდება..
-რაა? წარბები შეკრა დუდამ და გოგოს გაკვირვებულმა გახედა.
-ჩვენი სახელები უხდება ერთმანეთსთქო. სიტუაციაში გაარკვია დაბნეული ბიჭი და ხელი გაინთავისუფლა.
-ა ჰო. თავის ხელს დახედა დუდამ. -შენი შეყვარებული დაგვადგება ეხლა თავზე და წაგიყვანს ალბათ, როგორც მაშინ.. ნაღვლიანად ახედა დიკოს და თავი სწრაფად დახარა.
-არა.
-აბა?
-ნიკოლოზი ჩემი ტყუპისცალია, კიდევ მყავს ძმა ივა და მაგათი საძმაკაცოს ბიჭებიც ჩემი არა ბიოლოგიური ძმები არიან. თვითონაც არ იცოდა რატომ უხსნიდა ამას დუდას. ბიჭს გაეღიმა თვალებში ჭინკები აუთამაშდა და ბედნიერებისგან გააჟრჟოლა. -შეყვარებული არ მყავს, არც მყოლია, არც მეყოლება. კატეგორიულად თქვა.
-საკუთარ თავში ზედმეტად ხარ დარწმუნებული. ბედნიერმა შეხედა ჩიტივით თავისუფალ დიკოს.
-შეიძლება.
-საქმრო?
-ვერ გავიგე. თვალებში ჩახედა დუდას.
-პირდაპირ საქმრო გინდა ანუთქო?
-ალბათ. გაიცინა დიკომ და სადარბაზოდან გასვლა დააპირა.
-შენ გგავს. მოესმა დუდას სიცილნარევი ხმა.
-რა? უკან შეტრიალდა
-ეს თვე.
-ანუ?
-შენნაირი გიჟია ეს მარტი.
-ჰო
-დავიწყოთ?
-რა?
-სულ თავიდან დავიწყოთ. გაუღიმა გოგოს, ხელში დაჭერილი პარკი კიბის მოაჯირზე ჩამოკიდა და გოგოსთან ახლოს მივიდა. ასე რამდენიმე წამი უყურა მერე ხელში აიტაცა და წვიმაში გაიყვანა.
დიკოს გაეცინა და დუდას თვალებში შეხედა.
-ანუ ვიწყებთ?
-უკვე დავიწყეთ. დიკოს ხელი წელზე მოხვია და რამდენიმეჯერ დააბზრიალა.
წვიმის წვეთების იდილიას გოგონას კისკისი და ბიჭის სიცილის ხმა არღვევდა. ლამპიონები მთვარესთან ერთად ანათებდნენ ბნელ გარემოს..
-მომწონხარ. ჩუმად თქვა დუდამ და გოგოს დასერიზულებულმა შეხედა. დიკო არ ელოდა, ნუ შეილება ელოდა კიდეც ამ სიტყვებს, მაგრამ აი იმ წამს არა.
-ვჩქარობთ.
-შესაძლოა. გოგოს სახეზე ჩამოფხატული თმები ნაზად გადაუწია ყურს უკან, რომელიც წვიმისგან სულ მთლად დასველებოდა.
-ამას რა ქვია?
-რას ?
-რომ უნდა წავიდე და რომ ვერ მივდივარ.
-მიზიდულობა. გაეღიმა დუდას.
-ხო მიზიდულობა . დაეთანხმა დიკო
-ანუ გიზიდავ? გაიცინა ბიჭმა
-ჰმ )) მაგნიტივით. აკისკისდა
-კარგია. გაეღიმა დუდას... ხვალ 9 საათზე გაწყობს?
-რა ?
-შევხვდეთ
-მე და შენ?
-ჰო აბა
-ესეიგი ეს იქნება
-პაემანი. სწრაფად დაასრულა დიკოს ფრაზა და გოგოს თვალი ჩაუკრა. -ძაან დასველდი.. შეწუხებულმა შეხედა აკანკალებულს..-რომ გაცივდე ჩემი ბრალი იქნება.. მანქანამდე მიაცილა.. გოგონა ბედნიერი ჩაჯდა ავტომობილში, სველი ჩანთა გვერდით სავარძელზე გადადო და გაღიმებულ დუდას გახედა..
-ხვალამდე. კარი მიუხურა დუდამ და სადარბაზოსკენ წავიდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ადევნებდა თვალს მიმავალ მანქანას და სიცივეს აიგნორებდა.
მანქანაში მჯდომი დიკო ღიმილს სახიდან ვერ იცილებდა.
ავტომობილი სახლის წინ გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. კარი ქალბატონმა მანჩომ გაუღო და სახლში შეატარა.
-დიკო სულ მთლად დასველებულხარ დედა. წადი მიდი გამოიცვალე და ჩამოდი ჩაის გავაკეთებ მე მანამდე.
-ჩემს ოთახში ამომიტანე რა დე.. სამზარეულოში შესულ დედას გასძახა და თავის ოთახისკენ გაემართა.
***
დილის 9 საათზე უკვე გამზადებული გავიდა სახლიდან.
ავტომობილი უნის წინ გააჩერა და სწრაფად გადავიდა. შენობაში თავ აწეული შებძანდა, თავის ტელეფონში ჩაიხედა, დღის გრაფიკი ნახა და 612 აუდიტორიაში შევიდა.
-გამარჯობათ ქალბატონო დიკო. გაუღიმა ერთ ერთმა პირველ კურსელმა ბიჭმა.
-გამარჯობა სანდრო. 10 წუთი დარჩა ლექციის დაწყებამდე, მე მანამდე ლეპტობს ჩამოვიტან ლიასგან, ჩანთას აქ ვტოვებ და აქ იყავი შენ არ დატოვო აუდიტორია.
-არაა პრობლემა.
-დღეს მაბარებ პრეზენტაციას?
-დღეს არა.. მე და ვაჟა ვაკეთებთ ერთად, შემდეგ ლექციაზე ჩაგაბარებთ.
-კაი არაა პრობლემა. კარებში გასულს სტუდენტები შეეფეთნენ -შედით მეც მალე მოვალ.
ლიფტს ელოდებოდა ვიღაცამ ლოყაზე სწრაფად რო აკოცა და მოსცილდა.. დიკოს ლამის გული გაუსკდა.. მაშინვე უკან მიტრიალდა და ხელში იაკობის ტუტუცი ძმა შერჩა.
-ვაკო
-დუდიკ რავა ხარ?
-გამიხეთქე ბიჭო გული. რატო არ ხარ ლექციაზე?
-შევდივარ ეხლა. დასვენებაზე შემოგირბენ მერამდენეში ხარ?
-612ში და ისე ნუ მელაპარაკები როგორც სტუდენტს, ამხელა ლექტორი ქალი ვარ. გაიცინა და ლიფტში შევიდა. -შედი აუდიტორიაში მალე.. დაუბღვირა მომცინარ ვეკოს.
-არის სერ.. ხელი საფეთქელთან მიიტანა და ლიფტს გასცილდა.
***
სამსახურის მერე ეგრევე სახლში წავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მოწესრიგდა.
-დიკო სადმე მიდიხარ? სამზარეულოში შესულ შვილს შეხედა.
-ხო დე, საქმე მაქვს..
კარზე ზარის ხმა გაისმა და დიკოც წამში გაჩნდა კარებთან.
-შენ ვინ დაგასწრებს კარის გაღებას. ივამ დას გვერდი აუარა და სამზარეულოში გიჟივით შევარდა.
-მანჩო როგორ ხარ დედუ?. ქალს მოეხვია ივა.
-როგორ ვიქნები რაც ის ოხერი სახლი იყიდეთ ვეღარც გნახულობთ. ნაწყენმა შეხედა შვილს.
-კაი რა მანჩო? ყოველდღე არ გნახულობთ შე ქალო? თავზე აკოცა ქალს და ხელები ძლიერ მოხვია. -გადმო შენც წყნეთიდან თბილისში და ვიქნებით ერთად.
-ივა ნიკა სადაა? დიკომ კითხა ივას.
-სამსახურშია ეგ. მოვა ღამე და დღეს დავჩებით აქ. გაუღიმ ქალს და სკამზე ჩამოჯდა -შენ სადმე მიდიხარ? დას ალმაცერად გახედა
-კი, რაღაც საქმე მაქვს. არ დამელოდოთ მე გვიან მოვალ. სამზარეულოდან მისაღებში გავიდა, დივანზე დადებული ქურთუკი ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.
9 საათზე ზუსტად ნიკოლოზის კორპუსის სადარბაზოში იდგა.
ისევ წვიმდა.
10 წუთი
15 წუთი
20 წუთი
და
არაფერი.
დუდა არ ჩანდა.
არ მივიდა.
ლოდინი გაუსაძლისი, რომ გახდა კიბეებს აუყვა. მეხუთე სართულზე გაჩერდა და თეთრ რკინის კარებზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა.
არავის გაუღია..
ან ვინ გაუღებდა, როცა არავინ იყო სახლში.
ეწყინა.
ეტკინა.
გაბრაზდა.
ემოციები ვეღარ გააკონტროლა და თვალიდანაც ჩამოვარდა რამდენიმე ცრემლი.
კიბეებზე ჩაირბინა, ავტომობილში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. ცრემლები მალ მალე ცვლიდნენ ერთმამეთს, ღაწვებზე ტოვებდნენ განვლილ გზას და მერე ქრებოდნენ.
მანქანა მთაწმინდაზე გააჩერა.
შინდისფერი ტუჩსაცხი ხელსახოცით მოიწმინდა, ტირილს უკლო და ღმად სუნთქვა დაიწყო.
-ესეც შენი ნდობა. ირონიულად წარმოსთქვა.
ღამის 4 საათზე დაბრუნდა სახლში. მარტო ყოფნა არ უნდოდა, ამიტომ ნიკას ოთახში შევიდა.
ქურთუკი გაიხადა, ჩანთა მიაგდო და საწოლში ფრთხილად ჩაწვა .
-გაყინული ხარ გოგო.. ნამძინარევი ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და ხელებიც იგძნო წელზე.-დიკო?
-ჰო?
-მეტყვი?
-რას?
-რაც გაწუხებს.
-ეხლა ვხვდები რასაც განიცდიდი იმ პირველ პაემანზე მე რო ჩაგიშალე. შეკავებული ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. -პაემანი ჩამეშალა.
-ცოდვებმა გიწია. გაიცინა ნიკამ და დიკოს შეხედა.. -კაი გოგო რა გატირებს?
-არ მოვიდა
-მიზეზი?
-მე რა ვიცი?
-ვინ არის ის სულელი ჩემს დიკოს რო არ შეხვდა? დის გამხიარულებას შეეცადა.
-ის ბიჭი
-ვინ ბიჭი?
-აი ის მთვრალი რო ვიყავი და...
-გასაგებია. გინდა მე დაველაპარაკო?
-არა
-კაი. დაველოდოთ დროს, ის გვიჩვენებს რა და როგორ იქნება. არ იტირო რა ეხლა.. 26 წლის ხარ გოგო რა გატირებს ? თან ამ უაზრობაზე ტირი?
-აბა ხო არ ვიცინებ?
-ბოტე ხარ ამხელა ქალი.. შუბლზე აკოცა დას და ჩაიხუტა.
***
სამი დღე გავიდა.
დიკოს დუდა არ უნახია.
დუდას დიკო.
დუდაზე გაბრაზებული და ნაწყენი იყო.
აბა რა იქნებოდა ? ბიჭმა პაემანზე დაპატიჟა და თვითონვე არ მივიდა, ფაქტიურად გადააგდო.
-დიკუს რა გჭირს ე? ივამ კითხა დაღვრემილს
-პაემანი ჩამეშალა.
-მერე მეორედ მოსვლა ხო არ დაწყებულა არა ?
-ეგ მეორედ მოსვლაზე უარესია გოგოსთვის. აკომ დასკვნა დადო..
-გამოდი ბიჭო აქეთ შენი ფილოსოფიის თავი არ გვაქვს ეხლა. გეგამ გახედა ძმაკაცს.
საღამო იყო ნიკას სახლი, რომ დატოვა. ლიფტიდან გამოსული თავდახრილი გავიდა სადარბაზოდან და დუდასაც შეეჩეხა. გაბრაზებულმა გვერდის ავლა სცადა, მაგრამ დუდამ მკლავში ჩაავლო ხელი და თავისკენ შეაბრუნა.
-დიკო მოიცა.
-რას დაველოდო?
-აგიხსნი
-არ მინდა
-დიკო
-შემეშვი
-მოიცადეთქო. გაბრაზებული გოგო მხარზე მოიგდო და ისე აირბინა მეხუთე სართული, დიკოს ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.



№1 სტუმარი Guest taki

დღეს ხომ დადებ ?

 


№2  offline წევრი tatiachelo

Guest taki
დღეს ხომ დადებ ?

დღეს ვერა, მაგრამ ხვალ დავდებ "დიდ" თავს ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent