შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეთექვსმეტე თავი)


25-08-2017, 00:15
ავტორი buterfly
ნანახია 1 712

-გაეღვიძა?-ჰკითხა რამოდენიმე საათის შემდეგ ლუკამ კართან მდგომ მამაკაცს.
-ახლახანს გაიღვიძა , მაგრამ გონს ვერ მოდის.
-კარგი. კარი გააღე-შევიდა შიგ და დივანზე გაშოტილ ემილიას დააკვირდა,რომელიც ჯერ აზრზე ვერ მოსულა და თვალებს გაოცებული ატრიალებს.
-რა მოხდა? გონება რატომ დავკარგე?-იკითხა დაბნეულმა და მის წინ მდგომს გადახედა
-ძალიან კარგი, არაფერი ახსოვს-ჩურჩულით დაილაპარაკა ლუკამ და ახლა ემილიას მიუბრუნდა-გადაიღალე და გონება დაკარგე.
-ემილია ნაცნობი ხმის გაგონებისას უცებ გონს მოეგო და წამოდგომა სცადა ,მაგრამ დაღლილობა იგრძნო და უკან დაეშვა-თავს რატომ არ მანებებ? რა დაგიშავე ასეთი ,რომ ბედნიერების უფლებას არ მაძლევ?-ტირილამდე მისულმა ძლივს ამოილაპარაკა
-ჩემ გარეშე ბედნიერი ვერ იქნები გაიგე ერთხელ და სამუდამოდ.
-არ მიყვარხარ
-არაუშავს შეგიყვარდები
-ღმერთო დამეხმარე-ესღა ამოიჩურჩულა და თვალები დახუჭა
-შენ ჩემთან ყოფნა გიწერია და ამას უნდა მიეჩვიო -უთხრა და ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე საათის შემდეგ ემილიამ ძალა მოიკრიბა და იქვე მყოფს წამოდგომაში დახმარება სთხოვა.
-მშია, შეგიძლია რამე მომიტანო?
-მოგიტან ახლავე-კარში უნდა გასულიყო და ემილიამ კიდევ ერთი სათხოვრით მიმართა
-კიდევ მინდა რაღაც გთხოვო, რაიმე ჩასაცმელი მომიტანე რა ,ამ კაბაში თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ.
-კარგი, ბატონ ლუკას დავეკითხები და მოგიტან.
-კარგი დიდი მადლობა.
* * *
-ბატონო, ემილიამ ჩასაცმელი და საჭმელი მოითხოვა და თუ წასვლის ნებას დამრთავთ წავალ და მოვუტან.
-მან რამე ითხოვოს და არ უნდა შევუსრულოთ, შენ აქ დარჩი მე მოვუტან -ღიმილით ამოილაპარაკა და გასასვლელიკენ წავიდა.
-არ წახვედი თუ არ გაგიშვა ბატონმა ლუკამ?-დამცინავად ჰკითხა ოთახში შებრუნებულს ,რაც მას აშკარად არ ესიამოვნა და ეს ემილიას არც გამორჩენია
-თავად წავიდა ბატონი მის მოსატანად.
-გასაგებია.
ერთი საათის შემდეგ ლუკაც გამოჩნდა და ემილიასთან შევიდა
-აი ჩასაცმელი რომ ისურვე ჩემო ქალბატონო აქ დევს.
-მადლობა-მომხიბლავად გაუღიმა და ლუკას დაბნევაც გამოიწვია-ჯერ ჩავიცვამ და მერე შემომიტანეთ საჭმელი.
-როგორც ისურვებ ლამაზო-უთხრა და ლოყაზე აკოცა, ემილიამ კი ეს საქციელი არც იუცხოვა და არც წინააღმდეგობა გაუწევია.
-რა გჭირს?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს?
-რაღაც სხვანაირად იქცევი
-მივხვდი რომ აქედან ვერ წავალ და შეჩვევა გადავწყვიტე, ცუდი საქციელია? თუ გინდა ისევ ძველი ემილია გავხდები
-არა არ მინდა ასე ძალიან საყვარელი ხარ-გაუღიმა და სხვებთან ერთად ოთახი დატოვა, რომ ემილიას თავისუფლად გამოეცვალა.
მალე უკვე მზად იყო და საჭმელი მოითხოვა.
-ინებე-ღიმილით უთხრა და სკამზე წინ დაუდგა.
-მადლობა დიდი, კარგი ადამიანი ჩანხარ. ამასთან როგორ მუშაობ?-ჩუმად გადაუჩურჩულა
-ჩემი უფროსია
-უფროსი?-გულიანად გაიცინა და განაგრძო-პირდაპირ სასაცილოა უწოდო უფროსი ადამიანს ,რომელსაც ეს არ დაუმსახურებია. ცუდად არ გამიგო, მაგრამ იმას ვისაც, თავმოყვარეობა აქვს და საკუთარ თავს პატივს სცემს ასეთ არასრულფასოვან და საკუთარ თავში საშინლად დარწმუნებულ ინდივიდს არ მისცემს უფლებას ,რომ ასე მართოს, მითუმეტეს როდესაც შენც და აქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს არ გაქვთ ნაკლები შესაძლელობები . ლუკა უბრალო ნარცისია,რომელსაც მოსწონს ,როდესაც სხვას მართავს და მეტიც მათ შეურაწყოფას აყენებს და ამით საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს და შინაგანი სიცარიელისგან გამოწვეულ ტკივილს იყუჩებს. ერთი სიტყვით, მსგავს ადამიანს არ უნდა მისცე ნება რომ გმართოს, მითუმეტეს შენნაირმა ადამიანმა არ უნდა მისცეს მას ამის ნება და მაგალითი უნდა მისცე სხვებსაც ,რომ ნებისმიერს არ შეუძია გახდეს უფროსი. ამის უფლება აქვს მხოლოდ მას ვინც ქმნის და სხვას ეხმარება და არა მისნაირ არარაობას ,რომლისთვისაც მთავარი სულიერი საზრდო სხვისი დამცირებაა. მისნაირებს არც სინდისი გააჩნიათ ანუ თუ გააჩნიათ იმდენად არის დასუსტებული ,რომ ნებისმიერ უმსგავსო საქციელს უსიტყვოდ იტანს.-დაასრულა სიტყვით გამოსვლა და ახლა მის გვერდით მდგომს გადახედა ,რომელიც მის სიტყვებს ჩაეფიქრებინა და უსიტყვოდ უსმენდა.
-ჩემს შეცდენას ნუ ცდილობ-გამოფხიზლების შემდეგ ძლივს ამოილაპარაკა
-შეცდენას? მე არავის შეცდენას არ ვციდლობ .ან ვგავარ ,მსგავს ადამიანს?ის გითხარი რაც სიმართლეა და აწი შენ იცი რა გადაწყვეტილებას მიიღებ.
ხმა არ ამოუღია ისე დატოვა ოთახი, მაგრამ უკვე აშკარა იყო ,რომ ემილიამ მის გონებაში ბევრი ეჭვი და პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა და მიზანსაც მიაღწია ,ახლა ცოტა ლოდინიღა იყო საჭირო. გახარებული გემრიელად შეექცა სადილს და ჩაეძინა.
-ჩასძინებია -თქვა მის ოთახში შესულმა ლუკამ და კარი გამოიკეტა-შენ რა გჭირს?-მიუბრუნდა საბას(მას ვისაც ემილიას ესაუბრებოდა)
-არაფერი რაღაცაზე ჩავფიქრდი.
-კარგი-ცივად უპასუხა ლუკამ და კარისკენ გაემართა-ემილიას მიხედეთ-დაიბარა და სიბნელეში გაუჩინარდა
-თუ ასე უნდა თავად მიხედოს-დაიწუწუნა საბამ
-რას ამბობ? არ გაგიგოს თორემ...-სიტყვა არ დაესრულებინა მის გვერდით მყოფს ,რომ საბამ გააწყვეტინა
-თორემ რა ? მცემს? თუ მომკლავს?
-რას ბოდავ? ეს აზრები რამ გაგიჩინა?
-იცი რას გეტყვი? ასე ფინიასავით მორჩილ ცხოვრებას სიკვდილი არ სჯობს? აბა დაფიქრდი
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ
-რას ვერ ხვდები შე ჩემა? თავის ჭკუაზე გვატარებს და ყველაზე ბინძურ დავალებებს ჩვენ ვასრულებთ და თავდ სუფთა გამოდის. როგორ გგონია ჩვენ რომ დაგვიჭირონ რამეს მოიმოქმედებს ჩვენს გადასარჩენად , შესაძლებელია ციხეში ჩვენი მოკვლაც კი შეუკვეთოს
-რა დაგესიზმრა ასეთი უცებ ასე რომ გადაგიტრიალდა გონება?
-არაფერიც არ დამსიზმრებია უბრალოდ დავფიქრდი და ასე ყოფნა ყელში ამოვიდა, ცოტაც და მოვშორდები ამ ადგილს
-გაგიჟებულხარ სულ.
-ხო გავგიჟდი.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მანქანიდან გადმოსულ აჩის და ნიკას არასასურველი სიტუაცია დახვდათ. გარშემო სულ ტყე იყო და არსაიდან გასასვლელი არ ჩანდა. ვერ ხვდებოდნენ სიგნალი საიდან უნდა წამოსულიყო და ადგილის თვალიერების დროს ნიკამ რაღაც შენიშნა
-აჩი ეს ნახე-მიუთითა გზის ნაპირას დაგდებულ ტელეფონზე
-ფუ ამის დედაც. სად გადმოუგდია ტელეფონი. მიხვდა ნომრით რომ ვეცდებოდით მის მოძებნას. ნაბი***რი.-დაიძახა და მანქანის საბურავს ფეხი დაარტყა.
-იქნებ სადმე ახლოას არიან ,წამოდი დავძებნოთ.
-უკვე ღამდება ფანარი არ წამომიღია.
-ხვალ გავაგრძელოთ
-არა ხვალამდე ვერ მოვიცდი მაშინ ,როდესაც შესაძლებელია ემილიას რაიმე უჭირდეს. მაღაზიაში წავალ ფანარს ვიყიდი და გავაგრძელებ მოძებნას და შენ თუ დაიღალე შეგიძლია წახვიდე
-და მარტო დაგტოვო? არავითარ შემთხვევაში-უთხრა და მასთან ერთად მანქანაში მოკალათდა.
უკან ფანრებით შეიარაღებულები დაბრუნდნენ და შეუდგნენ სამძებრო სამუშაოებს. მთელი ღამე ძებნაში გაატარეს, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.
-გავგიჟდები ,გეფიცები გავგჟდები, გავაფრენ ასე თუ გაგრძელდება. პოლიციაში ვრეკავ. ალო. გუშინ შემოსულ განცხადებასთან დაკავშრებით ვრეკავ ,რომელიც ადამიანის დაკარგვას ეხება
-დიახ გისმენთ
-მისმენთ კი არა სამძებრო ჯგუფი სასწრაფოდ გაგზავნეთ და ჩემი ემილია მოძებნეთ სასწრაფოდ თორემ გეფიცებით მაგ ოფისს თავზე დაგამხობთ
- სიტყვები შეარჩიეთ .მუქარის ბრალდებით შეგვიძლია დაგაპატიმროთ.
-ფეხებზე სასწრაფოდ ძებნა დაიწყეთ. მთელი ღამეა ტყეში დავდივართ და ვერაფერს მივაკვლიეთ. გამოიყენეთ ძაღლები და ქენიტ რამე თორემ მე ტყუილად არაფერს ვიძახი
-ჯერ 48 საათი არ გასულა ბატონო ,დაიცადეთ
-48 საათი? რა 48 საათი ჩემი საყვარელი ქალი გატაცებულია და თქვენ მეუბნებით ,რომ დავიცადო. გამოუშვით სამძებრო ჯგუფი-მკაცრად უთხრა და პასუხს დაელოდა
-კარგით უფროსს გადავცემ და როგორც კი შესაძლებელი იქნება გამოვუშვებთ.
-კარგი-უხეშად მიგდო პასუხი და გაუთიშა.
-გამოუშვებენ?
-იმედია ,თორემ გეფიცები თავზე დავამხობ ყველაფერს
-ხო ახლა პოლიციის მტრად გადაკიდებაღა გაკლია და ეგეც გააკეთე
-ნერვებს ვეღარ ვთოკავ-დანანებით თქვა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა-ბიძჩემი რეკავს. რა ვუთხრა?
-სიმართლე უთხარი იქნებ დაგეხმაროს
-ალო, ბიძია როგორ ხარ?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ? უცნაური ხმა გაქვს რამე მოხდა?
-ბიძია, ემილია გაიტაცეს-უცბად მიახალა და გაჩუმდა
-რაა? მეკაიფები?
-არა ბიძია, ასეთ თემაზე ვერასდროს ვიხუმრებ
-პოლიციაში დარეკე?
-დავრეკე მაგრამ 48 საათი ვერ დავიწყებთო ძებნას . მერე კიდევ დავრეკე და ან გამოუშვებენ ჯგუფს და ან არა
-ცოტახანს დამელოდე რამოდენიმე ნომერს ჩაგაწერინებ და მათ მიაკითხე დასახმარებლად. უთხარი რომ ,ჩემთან ხარ და ყველაფერში დაგეხმარებიან.
-ვინ არიან?
-ძველი ნაცნობები .
-კარგი დიდი მალდობა.
როგორც იქნა მიაგნო აჩიმ მათ მისამართს და მოუთმენლად შეღო ოფისის კარი. როგორც კი გაიგეს რომ მისი ბიძა ნოდარი იყო, დიდი პატივით მიიღეს და ყველაფერში დახმარებას შეჰპირდნენ. როგორც გაირკვა ნოდარი ერთ დროს ამ ოფისის მფლობელს ძალიან დახმარებია და საქმის აწყობაში ხელი შეუწყო ასე რომ მისი ძალიან მადლობელი იყო და ეს ყველაფერი იმაშიც გამოიხატა რომ 20 კაციანი ჯგუფი აჩის დასახმარებლად გაგზავნა .
-დიდი მადლობა ასეთი დახმარებისთვის-უთხრა და დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვა.
გასასვლელთან დახვდნენ აჩის და მასთან ერთად წავიდნენ ემილიას საძებნელად
* * * * * * * *
-შევალ ვნახავ თუ გაიღვიძა იქნებ რაიმე სჭირდება-თქვა საბამ და ოთახის კარი შეაღო
-ემილია , შენთან სალაპარაკო მაქვს . უფრო სწორად შემოთავაზება მაქვს.
-ყურადღებით გისმენ-თვალების ფშვნეტით წამოიზლაზნა ემილია
-მე აქედან გაღწევაში დაგეხმარები და შენ ფულს მომცემ რომ ამ ქვეყნიდან წავიდე
-სერიოზულად მეუბნები თუ ეს ჩემი გამოცდაა?
-არა არავითარი გამოცდა არ არის. შენს ნათქვამზე დავფიქრდი და მივხვდი ,რომ მართალი ხარ ასე რომ შენი დახმარება გადავწყვიტე .
-ანუ ერთმანეთს დავეხმაროთ ხომ?
-ხო. შენ ფულს მომცემ და მე აქედან გასვლაში დაგეხმარები.
-შევთანხმდით, მაგრამ ერთი პრობლემაა. შენს მეგობარს რა ვუყოთ გარეთ, რომ იცდის
-მაგას მე მივხედავ ,თუ სხვა რაიმე პრობლემა არ შეგვექმნა და ყველაფერი ისე წავიდა როგორც გვინდა ,აქედან გააღწევ.
-ტელეფონი მჭირდება , ერთ ადამიანს დავურეკავ ,რომ ფული გაამზადოს, შენ თანხა მითხარი
-10 000 $
-ძალიან ძვირი ხომ არ არის?
-გინდა აქედან გაღწევა თუ არა?
-მინდა
-მაშინ ფულის მოტანა მოგიწევს
-კარგი. ტელეფონი მჭირდება
-აი ჩემი ტელეფონიდან დარეკე-უთხრა და ტელეფონი გაუწოდა
-ალო, ნათია ემილია ვარ.-(ემილიას მდივანი)
-დიახ ქალბატონო ემილია
-მინდა რომ ნაღდი ფულით 10 000 $ გაამზადო, სასწრაფოდ მჭირდება.
-კარგით ,მაგრამ ამდენ ფულს ერთ დღეში ანგარიშიდან ვერ მოვხსნი
-არაუშავს, ნაწილი დღეს გამოიტანე ნაწილი კი ხვალ.
-კარგით. ამ ნომერზე დაგიკავშირდეთ
-კი ამ ნომერზე დარეკე.
-კარგით
-ყველაფერი მოგვარებულია -მიუბრუნდა საბას-ხვალ ფული მზად იქნება და ეს ადამიანი დაგიკავშირდება
-ძალიან კარგი . მაშინ ხვალ მოვაგვარებ საქმეს
-კარგი. შეიძლება კიდევ ერთგან დავრეკო?
-მალე მორჩი .მე კართან დავდგები
-მადლობა დიდი.- ალო, აჩი.
-ემილია, შენ ხარ?-ანერვიულებული ხმით მიმართა საყვარელ ადამიანს-სად ხარ? როგორ მოახერხე დარეკვა?როგორ ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა?
-ყველაფერს მოგიყვები შეხვედრისას. რა ადგილია ეს?-ჰკითხა საბას და მდებარეობის გაგების შემდეგ აჩის მიუბრუნდა , თქმას აპირებდა ,როდესაც....

იმედია საინტერესო თავი გამოვიდა. გამიხარეთ ჩემი ერთი ციდა გული თქვენი კომენტარებით :) :). ერთი კომენტარიც კი უდიდეს მოტივაციას მაძლევს ,რომ შემდეგი თავი უკეთესი და უკეთესი იყოს.



№1 სტუმარი qristi

intrigani xar exla gachereba sheidzleboda? kargia da veli moutmenlad

 


№2  offline წევრი buterfly

qristi
intrigani xar exla gachereba sheidzleboda? kargia da veli moutmenlad


ინტრიგის გარეშე მურამი არ აქვს :) :).მადლობა, მიხარია თუ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent