შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეჩვიდმეტე თავი)
ვეცადე საინტერესო თავი გამოსულიყო. იმედია ისიამოვნებთ. შეფასებები დამიტოვეთ(ტყუილად გთხოვთ მაგრამ მაინც.) ემილიამ სადაცაა უთხრა აჩის მისი ადგილსამყოფელი ,მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და არასასურველი სტუმარი, ბატონი ლუკა შემობრძანდა. -აქ რა ხდება?-იკითხა გაოცებულმა და როდესაც საქმის ვითარებას ჩასწვდა ემილიასთან მივარდა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა-როგორ გგონია რას აკეთებ? აქედან თავს მაინც ვერ დააღწევ და ტყუილად თავს ნუ იტანჯავ-უთხრა და ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოიღო . -ლუკა, შეიგნე ძალიან გთხოვ რომ ვერასდროს...-სიტყვა არ ჰქონდა დამთვარებული ლუკამ ,რომ შეაწყვეტინა. -ვიცი რასაც იტყვი და სიმართლე გითხრა არც მადარდებს .ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა. -შენ ნორმალური არ ხარ. გამიშვი აქედან. მეზიზღები ვერ გიტან . შენზე ამაზრზენი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია.-მისი ყვირილი ლუკამ ვეღარ მოითმინა და იმდენად ძლიერად გაარტყა სახეში, რომ ემილია ძირს დაეცა. -ფსიქოპატი ხარ. შენი ადგილი ფსიქიატრიულშია. მე შენთან არასდროს არ გავჩერდები გესმის? არასდროს-ხმამაღლა წარმოთქვა და კარს ეცა გაღების მცდელობაში ,მაგრამ ამ დროს ლუკამ ხელი ჰკრა და ემილია დივანზე დაეცა, შემდეგ გარეთ მყოფ მამაკაცებს დაუძახა. -თქვენ ორმა საბა წაიყვანეთ და დასაჯეთ ისე როგორც საჭიროა. შენ კი ემილიას ნემსი გაუკეთე იქნებ ცოტა დაწყნარდეს.-მანაც შეასრულა ბრძანება და ემილიას კიდევ ერთხელ ნარკოტიკის დიდი დოზა შეუყვანა ვენაში და ისიც არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ უგულოდ დაეცა. საბა იმ დონეზე სცემეს ,რომ განძრევაც აღარ შეეძლო და ამ მდგომარეობაში, სასიკვდილოდ გამეტებული გზის ნაპირას დააგდეს . * * * * * * -ჯანდაბა. -რა მოხდა?-იკითხა დაინტერესებულმა ნიკამ -ემილიამ დარეკა მაგრამ შემდეგ ვიღაცის ხმა გავიგე,მგონი ლუკა იყო. და კავშირი გაწყდა. ღმერთმა დაწყევლოს არაფერი დაუშავოს . ღმერთო რა უსუსური ვარ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია ,რომ საყვარელი ადამიანი იმ ავადმყოფისგან დავიხსნა-გამწარებული ყვიროდა აჩი. -კარგი დაწყნარდი შენი ნერვიულობით ემილიას ვერაფერს არგებ.. სჯობს ძებნა გავაგრძელოთ -აჩი უცებ წამოხტა თითქოს გონება გაუბრწყინდაო.-კამერები. -რაა? -კამერები როგორ არ მომაფიქრდა. ემილიას სახლის წინ კამერები არ იქნება ? -მგონი არის-დაუდასტურა ნიკამ და პოლიციაში წავიდნენ. ორი დღე გავიდა და შესაბამისად კამერებიც ნახეს .მხოლოდ ის ჩანდა ,რომ ემილია სახლიდან გამოვიდა და ვიღაც უცნობი მამაკაცები მას მანქანაში ძალით სვამენ ,შემდეგ კი მანქანის კვალი უჩინდარდება. -აშკარად წაშალეს ჩანაწერი-იმედგაცრუებით ამოილაპარაკა აჩიმ. -ბატონო არჩილ, არსებობს პროგრამა ,რომლის მიხედვითაც შეიძლება იმ ჩანაწერების აღდგენა ,რომლეიც ოდესმე განხორციელებულა-იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა გამომძიებელმა აჩის -მაშინ რაღას ელოდებით. გააქტიურეთ ეგ პროგრამა -შეიძლება ცოტა დიდი დრო წაიღოს -არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ვნახოთ.-უთხრა აჩიმ და ნიკასთან ერთად შენობა დატოვა. * * * * * * * * * * * * -საბას რა ბედი ეწია?-დამცინავი ინტონაციით იკითხა ლუკამ -როგორც გვიბრძანეთ ისე მოვიქეცით. გავუსწორდით და გზის პირას დავაგდეთ, მეეჭვება გადარჩეს -ძალიან კარგი. ჩემი ღალატისთვის უნდა დაისაჯოს.ემილია როგორ არის? დაწყნარდა? -ახლავე ვნახავ .-უთხრა და ოთახის კარი შეაღო თუ არა აკანკალებულ ემილიას მოჰკრა თვალი, რომელიც სიცხისგან იწვოდა და დიდი დოზით ნარკოტიკის მიღების გამო კანკალი და ციებცხელება დაეწყებია.-ბატონო, ემილია ცუდად არის. -როგორ თუ ცუდად არის? -დიახ, როგორც ჩანს ამდენი ნარკოტიკის გამო ცუდად გახდა-ლუკა მაშინვე ოთახში შევარდა -ეს ჩემი ემილია არა არის. -თქვა როდესაც თვალის ჩაშავებული უბეები და ლურჯი ტუჩები დაინახა-როგორ დამახინჯებულა. ეს ჩემი ემილია არ არის. -ბატონო, არ მოკვდეს საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ -მოკვდეს, მაინც აღარ არის ლამაზი-იმეორებდა ერთი და იგივეს და გასასვლელისკენ მიდიოდა-ჩემს გამო კვდება-ესღა თქვა და გაიქცა. მისი შემხედვარე მისმა ქვეშევდომებმაც იგივე გაიმეორეს და არც ერთს არ მოსვლია აზრად რომ მათმა უგუნურმა საქციელმა შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს და დატოვეს ემილია ბედის ანაბარა. - - - - - - - - - - საბა სასტიკად ნაცემი და დაჭრილი გზის პირას ეგდო ,როდესაც გამვლელებმა მანქანა გააჩერეს და მომაკვდავი ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ძნელი სათქმელი იყო ამ ტრამვას გადაიტანდა თუ არა. როგორც აღმოჩნდა ,სანამ ემილიას თავისუფლების სანაცვლოდ ფულს მოსთხოვდა მისი ბიოგრაფია კარგად შეუსწავლია და მისი ახლობლის ნომერიც გაუგია ,რომელიც ფურცელზე დაწერა და ეს ფურცელი მას ჯიბეში ედო. ეს ადამიანი მარიამი იყო.პოლიციამ ეს ფურცელი იპოვნა და მარიამს დაურეკა -გისმენთ-უპასუხა სასიამოვნო ხმით მარიამმა. -ვის ვესაუბრებით? -მარიამი ვარ. -პოლიციიდან გირეკავთ .გვინდა გაცნობოთ ,რომ ერთი ადამიანი უცნობი ვინაობით ახლახანს შემოიყვანეს საავადმყოფოში და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება .მას ჯიბეში ფურცელზე ეწერა თქვენი ნომერი და სავარაუდოდ ახლობელია -ვერ ვხვდები რა ხდება? რომელ საავადმყოფოშია? ახლავე წამოვალ და თავად გავარკვევ -კარგით-მისამართიც მისწერეს და ნახევარ საათში ნიცას ბაღში მიყვანის შემდეგ მარიამი პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. -შეიძლება ვნახო ?-იკითხა საავადმყოფოში მისულმა მარიამმა და ექთანმა პალატასთან მიიყვანა ,მაგრამ მხოლოდ ფანჯრიდან შეახედა. -ამ ადამიანს არ ვიცნობ. -გაკვირვებულმა ამოილაპარაკა და ექიმს დაუძახა ,როდესაც შენიშნა, რომ რაღაცის თქმას ცდილობდა . ექიმმაც გასინჯა და მისი გამოფხიზლების ნიშანწყალიც არ იყო .ექიმის თქმით მისი ნალაპარაკეი გადატანილით უნდა იყოს გამოწვეული. -ემილიას უშველეთ-აღმოხდა და საწოლში წრიალი დაიწყო -რაა? რა თქვა? ემილიაო?-გაოცებული შევარდა ოთახში კართან მდგომი მარიამი.-გაიმეორე. რა თქვი? ვინ ემილია? -ქალბატონო ,ჯერ გონს არ მოსულა -აბა რატომ ლაპარაკობს -გამოფხიზლების პროცესშია. -ემილიას დაეხმარეთ-კიდევ ერთხელ გაიმეორა და გონება დაკარგა. -ქალბატონო გთხოვთ გაბრძანდით გარეთ პაციენტს უნდა მივხედოთ-მკაცრად უთხრა ექიმმა და პალატიდან გამოუშვა. -ვინ ემილიას ახსენებდა? იქნებ ჩემს ემილიას?-ეჭვმა გაურბინა და მაშინვე ნიკას დაურეკა.-ალო, ნიკა ,სად ხარ? -ემილიას ვეძებთ. გარეუბანში ვართ. რამე მოხდა? -კი მოხდა. მისამართს მოგწერ და იქ მოდი. რაღაც გავიგე და შეიძლება ეს ემილიას ეხებოდეს -კარგი მალე მანდ ვიქნებით-15 წუთში უკვე საავადმყოფოში იყვნენ და მარიამიც შეეგება.მოუყვა ყველაფერი ისე როგორც იყო. -ესეიგი ემილია ახსენა? -ხო ასე თქვა ემილიას უშველეთო. -უშელეთო? ნუთუ ეს მართლა ჩემი ემილიაა? გასაჭირშია?რა გავაკეთო?რით დავეხმარო?-დაიძახა და ექიმთან წავიდა. -შეიძლება? -მობრძანდით -ახლახანს მოყვანილ პაციენტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აი ის ნაცემ მდგომარეობაში რომ მოიყვანეს. -დიახ ,გისმენთ -როგორ არის ახლა?მძიმე მდგომარეობაშია? -სიმართლე გითხრათ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, სასტიკად იყო ნაცემი და გარდა ამისა მუცლის არეში იყო დაჭრილი რამაც თირკმელი დაუზიანა, ერთადერთი კარგი ამბავი ის არის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება .ველოდებით როდის მოვა გონს. -კარგით ექიმო მადლობა-ხელი ჩამოართვა და პალატა დატოვა.-ამდენი ლოდინი აღარ შემიძლია.-აღმოხდა გარეთ გასულს და კედელთან ჩაიკეცა -აჩი კარგად ხარ?-მივარდა მასთან მარიამი და მის წამოყენებას შეეცადა-მოდი სკამზე დაჯექი.-როგორ ფიქრობთ ჩვენს ემილიაზეა საუბარი? -აზრზე არ ვარ. არაფერი არ ვიცი ,არაფერი-დაიყვირა და თავი ხელებში ჩარგო -უკაცრავად მაგრამ აქ ყვირილი არ შეიძლება, საავადმყოფოში ხართ და არა სხვა რომელიმე სახალხო დაწესებულებაში-საყვედური უთხრა იქვე მდგომმა ექთანმა -გვაპატიეთ. აღარ განმეორდება-მოუბოდიშა ნიკამ და აჩის მოუბრუნდა-რა გჭირს შე ჩემა? თავი აკონტროლე რა. თორემ ამ შანსსაც დაკარგავ აქედან რომ გაგადებენ.-დატუქსა ნიკამაც და თავადაც სკამზე ჩამოჯდა. მომავალი ექიმის დანახვისას სამივე წამოხტა სკამიდან -ექიმო ,როგორ არის?-მოუთმენლობა შეეტყო მარიამს -გონს მოვიდა. ერთი და იგივეს იძახის სულ „ემილიას უშველეთო“ . -შეიძლება ვნახო?-მიმართა აჩიმ კითხვით და ნიკას გადახედა -არა ისედაც გადაღლილია და უარესად ნუ შეაწუხებთ -გპირდებით რამოდენიმე კითხვას დავუსვამ და არ გადავღლი -კარგით მხოლოდ რამოდენიმე წუთით მარტო მადლობა გადაუხადა და გაემარტა პალატისკენ. -გამარჯობა-მიესალმა აჩი და საწოლს მიუახლოვდა -ვინ ხარ?-სუსტად ამოილაპარაკა საბამ -მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ის თუ შენ რა იცი. ძილში მხოლოდ იმას იმეორებდი „ემილიას უშველეთო“ და შეგიძლია მითხრა რაზე საუბრობდი? -მე .. მე არაფერი ვიცი-ლუკას სისასტიკის გახსენების შემდეგ დაბნეულად ამოილაპარაკა -დარწმუნებული ხარ? -კი აჩიმ პალატა დატოვა და დამწუხრებული მივიდა ბავშვებთან. ამ დროს კი საბას გაახსენდა ლუკა ნათქვამი რომ ემილიასთვის დიდი დოზით ნარკოტიკი უნდა გაეკეთებინათ და გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლით გაერისკა და ექთანს სთხოვა აჩისთვის დაეძახა. -ბატონო -დაედევნა აჩის უკან ექთანი. -დიახ -პაციენტს თქვენი ნახვა სურს.-აჩი ამის გაგონებისას სიხარულით აენთო და წამში პალატასთან გაჩნდა. -ბატონო, ტყუილი ვთქვი-დანანებით ამოილაპარაკა საბამ-შემეშინდა რადგან ამის ჩამდენი უარესის გამკეთებელია. -გპირდები თუ დამეხმარები უსაფრთხოების ყველა ზომას მივიღებ რომ დაგიცვა.ამ გოგოზე საუბრობდი-ემილიას სურათი აჩვენა ტელეფონით და მის პასუხს დაელოდა -დიახ ეს ემილიაა. მასზე ვამბოდი. -სად არის იცი? -კი ვიცი. სასწრაფოდ უშველეთ და გადაარჩინეთ იმ მონსტრისგან-უთხრა და მისამართიც ჩააწერინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.