შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული ბავშვობა(სრულად)


26-08-2017, 23:16
ავტორი Lily Morgan
ნანახია 3 636

* * *
-ვისიაა, ვისია ქალი ლამაზი! ჰეე! ჰე!
...
ყველა სუფრას მიუსხდა და თამადამაც დაიწყო სადღეგრძელოები...
მე კი მივეყინე ერთ ადგილას და არ ვინძრეოდი...
მეშინოდა...
ვკანკალებდი...
განსხვავება?!..
20წელი...
მე 15 წლის, ის კი 35ის...
არ მჯერა რომ მშობლებმა ფულში გამცვალეს...ამ ვიღაც, მამისტოლა კაცის ფულში და ქონებაში.
მათ მე გამყიდეს...გამყიდეს...
* * *
4წლიდან ქუჩაში ვმათხოვრობ, პურის ფულისთვის.
თუ სახლში 5ლარზე ნაკლებს მივიტანდი, მამა ქამრით მცემდა... დედა?!. დედა საჭმელს არ მაჭმევდა...ღამეს ტირილში ვათენებდი.განა იმიტომ რომ მამამ მცემა...არა მაგას ისედაც მიჩვეული ვიყავი...იმიტომ რომ მშიერი ვიყავი...
ხანდახან,სახლში მისვლამდე პურს ვყიდულობდი და შინ ნაჭამი მივდიოდი...
ყოველდღე ცემა... უჭმელობა... მათხოვრობა... ცემა... უჭმელობა... მათხოვრობა... და ასე უსასრულოდ...
არც კითხვა ვიცოდი და არც წერა... ოცნება?!... წერა-კითხვის ცოდნა, თბილი ტანსაცმელი, ორი ლუკმა საჭმელი და ყველაზე მთავარი: ბ ა ვ შ ვ ო ბ ა !
ვუყურებდი ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ თავიანთი ახალი თოჯინებით ან თუნდაც ერთმანეთთან ერთად... რამდენჯერაც მათთან მივდიოდი, ზიზღით შემომხედავდნენ და უხმოდ გამეცლებოდნენ. ხანდახან ნაგავში ვიღაცის ძველ, დამტვრეულ სათამაშოს ვპოულობდი, დავჯდებოდი და იმითი ვთამაშობდი ხოლმე... ეგეთი ბევრი მქონდა ჩემს სამალავში...ჩემი სამალავი ერთი ცარიელი ნაგვის ურნაა...რატომღაც იქ არავინ ყრიდა ნაგავს და მეც იქ ვძვრებოდი ხოლმე...სხვების გადაგდებულ ნივთებს ვაგროვებდი და მერე იქ საკუთარ "ოთახს" ვიწყობდი...ზოგჯერ სახლშიც არ მივდიოდი და იქ ვრჩებოდი... თავიდან 1-2ჯერ შემეშინდა იქ დარჩენის, მაგრამ სახლში ყვირილის და ჩხუბის მოსმენა აღარ შემეძლო...
და აი ერთ დღეს ვიღაც პედოფილმა დამადგა თვალი... (ალბათ მოეწონა მწვანეთვალება, შავგრემანი გოგო).მივიდა ჩემს მშობლებთან და ჩემი ხელი სთხოვა და თან ისიც უთხრა თუ როგორი მდიდარია და რა ფუფუნებაში აცხოვრებს მთელ ჩემ ოჯახს...
მათ არც კი იყოყმანეს...
მე მშობლებმა ბავშვობა წამართვეს...
მე ცხოვრება მომპარეს...
მე გამყიდეს...
მე მთელი ბავშვობა ძალადობის მსხვერპლი ვიყავი...
ქორწილის შემდეგაც...
* * *
ახლა უკვე ქმარი მცემდა...
მასზე საზიზღარი ადამიანი არავინ არ არის!.. პედოფილი კაცი!..მეზიზღება!.. ჩვენი ქორწილის დღეც მეზიზღება და ჩემი მშობლებიც მეზიზღება, ამ ნაგავი კაცისთვის რომ გამწირეს..
* * *
18წლის, უკვე 2 შვილის დედა გავხდი... ორივე გოგო იყო და თანაც ერთმანეთზე ლამაზები და საყვარლები...თავიდან ეს პედოფილიც კარგად ექცეოდა, მაგრამ ცოტა რომ წამოიზარდნენ, მათაც სულ ეჩხუბებოდა და სცემდა, ისე როგორც მე!.. მათ გამო ხშირად მე მომხვედრია, რაგან მათ ვიცავდი, მაგრამ მათი დაცვა არც ერთხელ მინანია...
* * *
მისი ნაგავი ფულიდან ერთი თეთრიც არ დამიხარჯავს... თავიდან ისევ ვმათხოვრობდი (როდესც ჩემი ქმარი სამსახურში იყო)...
შემდეგ დამლაგებლად დავიწყე კაფეში მუშაობა...მშურდა როდესაც ბედნიერი ოჯახები მოვიდოდნენ სასადილოდ და ერთად იცინოდნენ...მშურდა... ვოცნებობდი იმ ბავშვების ადგილას ყოფნას და იმ ასაკის ბედნიერად გატარებას, რაც მე ცრემლის ღვრაში და მათხოვრობაში გავატარე...
* * *
ჩემი მშობლები ფულს ხშირად მთხოვდნენ მეც და ჩემს ქმარსაც, მაგრამ არასდროს არ მომიკითხავდნენ...როგორ ვარ ან რამე ხომ არ მიჭირს...ჩემს ქმარს კი იცოცხლე, თავზე შემოევლებოდნენ... მე და ჩემი შვილები ცალკე სამყარო ვიყავით მათთვის...მეზიზღებოდნენ ისინი!..
* * *
კაფეში მეგობარიც შევიძინე... ალბათ გაინტერესებთ როგორ?!
მოკლედ ზამთარი იყო, კაფე კი უკვე დაკეტილი.კაფეს ვალაგებდი და თან ჩემს საზიზღარ ცხოვრებაზე ვფიქრობდი.ერთადერთი, რაც რამედ ფასობდა ჩემთვის, ესენი ჩემი შვილები იყვნენ...
ამ დროს კარებზე კაკუნია. გავიხედე და ვიღაც ბიჭი იხედება კაფეში და თან კარებზე აკაკუნებს.მივედი და კარებიდან გავძახე რა გნებავთთქო, მან კი მითხრა ერთ ჭიქა ვისკს დავლევო და წავალო...ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე შემომეშვა. კარები გავაღე, ისიც შემოვიდა, მომესალმა და ბარს მიუჯდა.
-მადლობა რომ შემომიშვი... იმედია ამით პრობლემებს არ შეგიქმნი, უბრალოდ ახლა ერთი ჭიქა რომ არ დავლიო გულიც გამისკდება. ვისკი დამისხი თუ შეიძლება.
მე კი აზრზე არ ვიყავი რომელია ვისკი, თან ვერც ვკითხულობ ეს დედა აფეთქებული.
-მე იცით, ბარმენი არ ვარ და ვერ ვერკვევი ასეთებში...
-მთავარია ვისკი იყოს და რომელი ბრენდიც გინდა ის დამისხი...
-არა უბრალოდ, მე...
-რა მოხდა?
-მე...კითხვა არ ვიცი!..–შერცხვენილმა თავი დავხარე.
არც კი ვიცი ეს რატომ ვუთხარი... კი ვინანე, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
-რა?!–გაფართოებული თვალებით შემომხედა–ალბათ ხუმრობ ხომ?!–ჩემს დასევდიანებულ სახეს რომ შეხედა, ღიმილი გაუქრა სახიდან– როგორც ჩანს არ ხუმრობ!
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა...ბოლოს ჩაახველა და განაგრძო:
-მოიცა მე დავძებნი–წამოდგა, რომელიღაც ბოთლი აიღო და ჭიქაში ჩამოასხა სასმელი–მე კი სამსახურიდან გამომაგდეს...იმიტომაც მინდოდა ასე სასწრაფოდ სასმელი. როგორმე დარდი უნდა მოვიკლა...
-რატომ გამოგაგდეს?
-იმიტომ რომ შესვენებაზე ხალხს მხიარულების საშვალებას ვაძლევ...ეზიზღება ჩემს უფრ... ყოფილ უფროსს ბედნიერი სახეები. რამე სასაცილოს რომ ვყვებოდი და ყველა იცინოდა, მოვიდოდა და დაგვშლიდა. თან ეს ხომ შესვენება იყო და წესით შესვენებაზე ადამიანს შეუძლია ის აკეთოს, რაც მას სტრესს ხსნის და ასვენებს. რომ მითხრა გაგდებული ხარო და მიზეზი ვიკითხე, იმიტომ რომ თანამშრომლებს მობილიზებაში უშლი ხელსო...რა სისულელე მიზეზია ახლა ეს!
ისე ემოციურად ყვებოდა, სიცილი ვეღარ შევიკავე.
-რა გაცინებს?! მე ჩემს სადარებელს განდობ და შენ დამცინი?!
-არა, არა სხვანაირად გაიგე! უბრალოდ ისე ემოციურად ყვებოდი, რომ გამეცინა! ბოდიში!
თვითონაც გაეცინა...
-რაო რა მქვიაო?!–მეკითხება და თან ცალყბად მიღიმის.
-ევა...ევა მქვია! შენ?
-მე კი იოანე. სასიამოვნოა!–ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც!–მეც გავუწოდე ხელი.
-დაქორწინებული ხარ?–მკითხა და არა თითზე გაკეთებულ ბეჭედზე მიმანიშნა.
-კი!–ცოტა ნაღვლიანად ვთქვი.
-შვილები გყავს?
-კი, ორი გოგო!–და უცბად ორივე უზომოდ მომენატრა.
-კი მაგრამ რამდენი წლის ხარ? 16? 17?
-19წლის ვარ...
-მოიცა რა?!
-ეს...რა მნიშვნელობა აქვს!.. შენ სად მუშაობდი აბა ის მითხარი!
-მე ჟურნალისტი ვარ და ერთ-ერთ რედაქციაში ვმუშაობდი, მაგრამ რად გინდა...–თქვა ნაღვლიანად.
კიდევ ორი ჭიქა დალია,მადლობა და ფული გადამიხადა და წავიდა...
* * *
1კვირის შემდეგ კვლავ იმ დროს მოვიდა,როდესაც კაფე უკვე დაკეტილი იყო.შემოვიდა,ვისკი დაისხა და დაიწყო:
-სამუშაოს გარეშე უაზროდ ვარ... ამომივიდა ყელში ეს უსაქმურობა და ამიტომ ერთი იდეა მაქვს...
-გისმენ!–ვეკითხები და მთელი გულისყურით ვუსმენ, რადგან მართლა მაინტერესებს რა მოიფიქრა.
-მოკლედ მე უმუშევარი და უსაქმური ვარ, შენ კი წერა-კითხვა არ იცი და ალბათ არც სკოლაში გივლია,ხოდა ასეთი იდეა დამებადა რომ მე ვიყო შენი მასწავლებელი და ზოგადი განათლებისთვის რაცაა საჭირო, ყველაფერს გასწავლი დაახლოებით 1წელიწადში...
-კი, მაგრამ ახლა მაგის ფული...
-რა ფული კაცო?! ისე გასწავლი.უფასოდ...დროის ჩასაკლავადაც და თან მინდა რომ რამე კარგი გავაკეთო...
არ მჯეროდა რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს შეეძლო სიკეთე გაეკეთებინა,რადგან მთელი ბავშვობა მარტო ბოროტებას ვიცნობდი...მაგრამ ჩემი ოცნების ასრულება?! ეს... საოცრებაა!.. ამ ოცნებას თუ ავიხდენ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება... მაგრამ ვენდო კი ამ ჩემთვის უცნობ ადამიანს?! არ ვიცი...არ ვიცი!..
-2დღე მომეცი საფიქრალად...
-მაშინ 2დღეში ისევ ამ დროს მოვალ!
ვისკი ჩაცალა, ფული ბარზე დადო და წავიდა...
* * *
2დღის შემდეგ ისევ იმ დროზე მოვიდა და ვისკი დაისხა, შემდეგ კი გამომცდელად შემომხედა:
-აბა? რა მოიფიქრე?!
-მე...თანახმა ვარ!..ოღონდ მარტო შესვენებებზე მცალია!
-როცა გინდა! მე სულ მცალია!
-კარგი მაშინ ხვალიდან შევუდგეთ საქმეს!
-კი ბატონო!
ფული ისევ დადო ბარზე და კარებისკენ დაიძრა...
-იოანე!
-გისმენ!-თქვა და შემობრუნდა.
-მადლობა რომ ოცნებას მისრულებ!
-არაფრის!–თბილად გამიღიმა და წავიდა...
* * *
დავიწყეთ მეცადინეობა...
ყოველდღე დაუღალავად მასწავლიდა ბევრ რამეს... ანბანი 1კვირაში ვისწავლე. რაღაც დავალებებსაც მაძლევდა და სახლში ჩუმად ვმეცადინეობდი, რომ ჩემს ქმარს არაფერი გაეგო...
1წელიწადში ვისწავლე მთელი მასალა... ისიც მეუბნებოდა რომ ნიჭი მაქვს და მე რომ თავის დროზე სკოლაში მევლო საუკეთესო მოსწავლე ვიქნებოდი...ყველაფერი ძალიან სწრაფად ავითვისე და ვისწავლე...
* * *
-ყველაზე მაგარი მოსწავლე ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია!–მეუბნება ერთ დღეს...
-ბევრი მოსწავლე გყოლია?!
-არა მხოლოდ ერთი,მაგრამ განსაკუთრებული!..
უცბად გავწითლი,ვეღარაფერი ვთქვი, უბრალოდ გავუღიმე და ისევ წიგნს დავხედე...
* * *
ის შესანიშნავი მასწავლებელი და მეგობარი იყო...
* * *
-უკვე მზად ხარ!
-მადლ...
-მოიცა ჯერ მადლობა ადრეა! დიპლომი უნდა გადმოგცე!
მართლა მომცა რაღაც დიპლომი და ზედ ასეთი წარწერა იყო:
" დ ი პ ლ ო მ ი

დიპლომი გადაეცემა
იოანე მაისურაძის მოსწავლეს
ევა ბოლქვაძეს!
წლის საუკეთესო მოსწავლეს! "
თვალებში სიხარულის ცრემლები ჩამიდგა...
-მადლობა! მადლობა! მადლობა!
მივვარდი და ჩავეხუტე...–საუკეთესო ხარ!
-მადლობა!–მითხრა და თვითონაც მომხვია ხელები.
როდესაც მოვტვინე რომ დიდი ხანია რაც ასე ვართ, უკან დავიხიე...
-უდიდესი მადლობა!
-არაფრის! არაფრის! იმედია მეგობრობას მერეც გავაგრძელებთ!..
-აბა რას ვიზამთ!
* * *
ერთხელ თემას მოვაყოლეთ რაღაცა და იოანე ცოტა მორიდებულად მეკითხება:
-შეიძლება რაღაც გთხოვო!
-ნებისმიერი რამ!
-შენს ბავშვობაზე მომიყევი რამე... ან ის მაინც მითხარი, ასეთი ახალგაზრდა რატომ გათხოვდი!
სახე მომეღუშა და ძირს დავიხედე.
-მომისმინე ვხედავ რომ ჩალურჯებები ხშირად გაქვს ახალ-ახალ ადგილებზე... რა ხდება?! მგონი ისე დავმეგობრდით, რომ ვიმსახურებ ამის ცოდნას...
ცოტახანი ჩავფიქრდი, შემდეგ ერთი ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე:
-მე...მოკლედ მე მთელი ბავშვობა მათხოვრობაში გავატარე... დედ-მამა ყოველ საღამოს მცემდნენ და მეჩხუბებოდნენ...მერე ჩემთვის სრულიად უცნობმა, ჩემზე 20წლით უფროსმა მამაკაცმა მიაკითხა ჩემს ოჯახს და ფუფუნებას და ბევრ ფულს დაჰპირდა ჩემს სანაცვლოდ... ისინიც მაშინვე დასთანხმდნენ და გამათხოვეს...ეს დამპალი კიდევ ორმაგად საზიზღარი აღმოჩნდა... ნუ მოკლედ, მას შემდეგ ასე ვცხოვრობ!..– ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ დიდი ძალისხმევით უკან ჩავუშვი–ამიტომ არ ვიცოდი წერა-კითხვა და ამიტომ არ მივლია სკოლაში... სწორედ ამიტომ არ მქონია ბავშვობა!..
-მე...ბოდიში რა! არ ვიცოდი, თორემ საერთოდ არ გკითხავდი!
-არაფერია! მართლა...
წამოდგა, მოვიდა და ჩამეხუტა:
-მე ყოველთვის შენთან ვიქნები და შენი საუკეთესო მეგობარი ვიქნები მუდამ! ნეტავი უფრო ადრე გამეცანი...შენნაირი ადამიანი აკლდა ჩემს ცხოვრებას!
* * *
სადღაც 1-2 წელიწადში ჩემს ცხოვრებაზე წიგნი დავწერე, რომელიც მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა და 25წლის ასაკში უკვე საკმაოდ მდიდარიც ვიყავი და საკუთარი სახლიც ვიყიდე...
* * *
მე და იოანემ ძალადობისთვის ვუჩივლეთ იმ პედოფილს და როდესაც ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის შედეგად დაადასტურეს, დაიჭირეს და მალე განქორწინებაზეც მოვაწერეთ ხელი...
* * *
მე და ჩემი ორი ლამაზი გოგონა ბედნიერად ვცხოვრობდით და მალე იცით რა მოხდა?!.
ცხოვრებაში პირველად:
შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ა !
მე ჩემი მეგობარი...
ი ო ა ნ ე შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ა!
...
* * *
დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდია!
- - -
მომენატრეთ ხალხო და გადავწყვიტე, კიდევ ერთი ახალი ისტორია დამეწერა. ეს ისტორია დავწერე იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ჩვენთვის ერთ უბრალო მათხოვარს... ჩვენ არ ვიცით რა აქვს გამოვლილი ნებისმიერ ჩვენგანს...იმედი მაქვს მოგეწონებათ!..
მოკლეა, მაგრამ ბევრი ისეთი რამ დევს, რაც ადამიანს ცხოვრებაში გამოადგება!..
ერთი რჩევა ჩემგან:
არასდროს მოექცე ადამიანს...ბავშვს ცუდად!.. იყავით კარგი მშობლები, ცოლები, ქმრები და გახსოვდეთ რომ არ მოპაროთ ბავშვს ბავშვობა!
მიყვარხართ!
სიყვარულით თქვენი FyFaen!

* * *
#არაძალადობას!



№1 სტუმარი Guest Mimi

Dzalian momewona. Namdvilad ramdebi adamiani itanjeba ase samwuxarod!

 


№2 სტუმარი Guest milena

ლამის ამეტირაა

 


№3  offline წევრი Kalina

ძალიან ძალიან დამაკლდა ემოცია.
აი გრძნობები არ იყო გამოკვეთილი.
ეგ რო ყოფილიყო, იქნებოდა ძალიან მაგარი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი Hela

კარგი იყო მაგრამ თითქოს აკლდა რაღაც

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მე პირადად ძალიან მომეწონა <3 აი რაღაცნაირი იყო ამოუცნობი, თან საყვარელი თან ტკვილიანი <3 ამ მოთხრობის გავრცობაც შეგეძლო მაგრამ მე ასეთი უფრო მომეწონა რაღაც თავისებური <3 მართლაც ემოციები თითქოს აკლდაო მაგრამ მე რაც დავინახე ისიც მეყო <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ შენი ისტორიებიანად <3 იმედია ახალ მოთხრობას მალე ვიხილავ <3 გელოდები და წარმატებები <3

 


№6  offline წევრი Lily Morgan

ტკბილიწიწაკა
მე პირადად ძალიან მომეწონა <3 აი რაღაცნაირი იყო ამოუცნობი, თან საყვარელი თან ტკვილიანი <3 ამ მოთხრობის გავრცობაც შეგეძლო მაგრამ მე ასეთი უფრო მომეწონა რაღაც თავისებური <3 მართლაც ემოციები თითქოს აკლდაო მაგრამ მე რაც დავინახე ისიც მეყო <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ შენი ისტორიებიანად <3 იმედია ახალ მოთხრობას მალე ვიხილავ <3 გელოდები და წარმატებები <3

მადლობა კარამელო ასეთი თბილი კომენტარისთვის! ^_^ <3 მაბედნიერებთ ასეთი კომენტარით! <3 მიყვარხარ ძალიან! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent