დუ-დიკო (თავი 4)
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. დიკო ფანჯრისკენ იყურებოდა, დუდა სიტყვებს ალაგებდა გონებაში და საუბრის წამოწყებას არ ჩქარობდა. -იტყვი ეხლა აქ რისთვის ამომათრიე? გაღიზიანებულმა დაარღვია სიმშვიდე. -ა ჰო. გამოფხიზლდა დუდა. -ბოდიში .. -არ შეველის. -ვიცი. თავი ჩახარა დუდამ. -რატომ არ მოხვედი? ცნობისმოყვარეობამ სძლია -გეფიცები უნდა მოვსულიყავი, მაგრამ იმ დღეს მომიწია გაფრენა. სევდიანი თვალები შეანათა დიკოს. -ვერ გავიგე? -მე პილოტი ვარ. სწრაფად თქვა და დიკოს გაოცებულ სახეზე გაეღიმა. -იმ დღეს როცა უნდა შეგხვედროდი ფრენა არ მქონდა. ღამით ძმაკაცმა დამირეკა და მთხოვა შემეცვალა. თავის ცოლს მშობიარობა დაწყებია და... ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. -შენი ნომერიც არ მქონდა. არც ის ვიცოდი სად ცხოვრობდი ან შენი ძმა რომელ სართულზე იყო. არ მინდოდა ესე გამოსულიყო. ვწუხვარ.. დიკო ჩაფიქრებული იჯდა. გონებაში კარგად გადახარშა მამაკაცის ნათქვამი. ღიმილით წამოდგა ფეხზე, ჟურნალების მაგიდაზე დადებულ რვეულში რაღაც ჩაწერა და გასასვლელისკენ წავიდა. დუდა დაბნეული ადევნებდა თვალს გოგოს მოქმედებას, მაგრამ დიკოს კარისკენ წასვლამ ადგილზე გაიყინა. -ხვალ ცხრაზე.. უკან შებრუნდა და გაქვავებულ ბიჭს მიმართა..-ოღონდ არავითარი ფრენა... მამაკაცს სწრაფად აეწია ტუჩის კუთხეები და გახარებული მივარდა დიკოს. -არავითარი ფრენა.. გაუცინა გოგოს და ლოყაზე აკოცა. -იმ რვეულში ჩავწერე ჩემი ნომერი, თუ რამე დამიკავშირდი. გაუღიმა დიკომ, კარი გამოაღო და ლიფტის ღილაკს მიაწვა. დუდა თვალებ ანთებული უყურებდა წინ მდგომს. ლიფტის კარი გაიღო და ივაც გამოჩნდა. -დუდიკ? აქ რა გინდა ე? გაოცებულმა გამოყო თავი ლიფტიდან და მამაკაცის დანახვისას დიკოს გახედა ეშმაკური ღიმილით. -აბა მაგვიანდებაო ? ლიფტიდან გამოსვლა სცადა, მაგრამ დიკომ კრა ხელი და თვითონაც ლიფტში შევარდა. სწრაფად მიაწვა ერთიანს და ლიფტის კარებიც დაიხურა. დუდა გაოგნებული მისჩერებოდა ლიფტის კარს, მაგრამ როცა დაფიქრდა და მიხვდა რაც მოხდა გაეცინა და ბინაში შევიდა. -ეე ვინ იყო ის ბიჭი ? ივამ კითხა ლიფტიდან გასულ დას. -შენი მეზობელი. -უი რას ამბობ? კი ვერ მივხვდი. ირონიით წარმოთქვა. -გოგო რა გაკავშირებს იმ ბიჭთანთქო ? გაბრაზებულმა ჩაავლო ხელი მკლავში. -არაფერი -აბა რა ჯანდაბა გინდოდა მაგის ბინაში? -ივა ჩხუბის მიზეზს ნუ ეძებ.. ხელი გააშვებინა მკლავიდან. -უბრალოდ მეგობრობით ვიწყებთ. -დიკო -ივა ვიცი ეხლა რასაც იტყვი -რას აბა? -რას და თუ გაწყენინებს მოვკლავო -ნუ ეგეც... გაიღიმა და დიკო გულში ჩაიკრა. -ხო იცი რა მაგრად მიყვარხარ? -ვიცი -ჩემი განძი ხარ. დას ლოყაზე აკოცა -ნუ ამიჩუყე ეხლა გული.. გაიცინა გოგომ. -შენ სად მიბძანდები ამ ღამე ? -რა შენი საქმეა. ცხვირზე თითი დაკრა და ნიკოლოზის მანქანისკენ წავიდა.. -სახლში რო მიხვალ დამირეკე. თავი უხმოდ დაუქნია თანხმობის ნიშნად და მანქანაში ჩაჯდა. რამოდენიმე წუთში სახლის წინ გააჩერა ავტომობილი. ღვედს იხსნიდა ესემესი რო მიუვიდა. მობილური ამოაძვრინა ჯიბიდან და უცნობი ნომრის დანახვისას გაეღიმა. -"მიხვედი? " -"ეხლახანს" -"შენი ძმა იყო ხო? " -"ხო" -"დაველაპარაკები!" -"არაა საჭირო" -"საჭიროა" არაფერი მიუწერია, ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა და სახლისკენ გაემართა. კარი ნამტირალებმა დედამისმა გააღო. -მანჩო ხო კარგად ხარ? აღელვებულმა შეხედა ქალს -დღეს ლუკა იყო მოსული, ერთი კვირის წინ ჩამოსულა მოსკოვიდან. -რა უნდოდა? აღელვებულმა კითხა. -შენთან უნდა დალაპარაკება. -მე არ მინდა. -დიკო მისი ბრალი არ არის. -რა არ არის მანჩო? ან რანაირად უშვებ სახლში შენი ყოფილი ქმრის შვილს? ხელები გაშალა ანერვიულებულმა. -დიკო ის შენი ძმაა. ქალს თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. -არ მჭირდება მისი ძმობა. სწორედ მის გამო ვიზრდები 5 წლიდან მამის გარეშე. -მისი ბრალი არ არის. მამაშენი თუ მოღალატეა ეს მისი ბრალი არაა. დაუყვირა შვილს. -რა გავაკეთო მანჩო იმ ბ*ზის შვილი ძმად მივიღო? ბარემ ისიც მითხარი ლევანსაც მამა დაუძახეო. ხელები აუკანკალდა დიკოს და დივანზე ჩამოჯდა. -არ მჭირდება არც ლევანი და არც მაგის შვილი. იყოს მოსკოვში და ჩვენ შეგვეშვას. აქამდე არ მოუკითხივართ ეხლა რამღა გადარია? -აქამდე არ იცოდა თქვენი არსებობა. -ჰოო? მე კი ვიცოდი .. სიმწრით გაეღიმა.. -რა დამავიწყებს საერთოდ იმ დღეს? ბიძაჩემი, რომ მოვიდა და მახარა 10 წლის ძმა გყავს ლუკაო. ისე შემზიზრდა ეგ სახელი გაგონებაც არ მინდოდა. -დიკო უკვე დიდი ხარ დე.. შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი. შვილს მოეხვია მანჩო. -ნიკამ და ივამ იციან ალბათ ხო? -კი. ლუკას ულაპარაკია იმათთან. -მე რატომ არ მითხრეს? -ლუკას პირადად უნდა შენთან ლაპარაკი და მაგიტომ. -მანჩო ხანდახან მგონია, რომ რკინის ხარ. ასე რანაირად უძლებ? ქმარმა მიგატოვა, ვიღაც ქალთან წავიდა, გადაიხვეწა, მერე გაიგე რო შვილიც ეყოლათ და ახლა იმ ბიჭს სახლში უშვებ. გამაგებინე დედა რატომ აკეთებ ამას? -დიკო ლუკა არაა დამნაშავე, მოუსმინე დე და მერე გადაწყვიტე. -როგორია? -ივას გავს. გაეღიმა მანჩოს - ცისფერ თვალებაა, ნიკასნაირად აცეცებს თვალებს, როცა ნერვიულობს და შენნაირად იღიმის. -ლევანმა როგორ გამოუშვა აქ? -მას კითხე, მე არაფერს გეტყვი. აი ეს არის მისი ნომერი და დაურეკე როცა მასთან შეხვედრისთვის იქნები მზად. -ამ დედამიწასთან ერთად ადამიანების ბედიც ბზრიალებს. ავალ მე ჩემ ოთახში და მოვიფიქრებ. -არ გშია? -არა მანჩო ეხლა არაფერი არ მინდა. ოთახში შევიდა და მაშინვე ნიკას დაურეკა. -რატომ არ მითხარი? -რა უნდა მეთქვა? -ლუკა რომ ჩამოვიდა -საიდან გაიგე? -დღეს მოსულა ჩემს სანახავად. -ფუ ამის.. -ნიკა მითხარი რა ჯანდაბა ხდება? -ლევანი გარდაცვლილა. -რა თქვი? -გარდაიცვალა -როდის? -ერთი თვის წინ -კი მარა როგორ? -კიბო ქონია. დიკო არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ.. -აქამდეც იცოდი? -არა, მარა რომც მცოდნოდა რა შეიცვლებოდა? ლევანი ჩვენთვის უკვე დიდი ხანია რაც მოკვდა. -ლუკას რა უნდა? -დედამისს უთქვია და-ძმები გყავს მე არ მჭირდები ჯანდაბაშიც წასულხარო, აბარგებულა და თავის ახალ საყვარელთან ერთად გადასულა საცხოვრებლად. ამას ლევანის ბინა გაუყიდია და ასე ჩამოვიდა აქ. ვიცი ძნელია ამდენი ხნის შემდეგ ისევ ამ თემის განხილვა მაგრამ.. საუბარი დიკოს ტირილმა შეაწყვეყინა.. -ვსო მოვდივარ. სწრაფად ჩაყვირა ყურმილში და ტელეფონი გათიშა. დიკომ ცრემლები თვალებიდან მოიცილა და მისაღებ ოთახში გავიდა მანჩოსთან. -მეზიზღება, მაგრამ მაინც მტკივა მისი არ არსებობა. ეს როგორ შეილება მანჩო ? კაცმა რომელმაც მიგვატოვა, არასოდეს მოუკითხივართ, არც სიკვდილის წინ არ გასჩენია იმის სურვილი, რომ ვენახეთ იმ კაცის არარსებობა მტკივა. ვიხსენებ მაგრამ მასზე კარგი მოგონებაც არ გამაჩნია. ტირილისგან ხმა ჩაეხლიჩა. -აი ეხლა იმ განვლილ წლებს უფრო მივტირი ვიდრე მის არარსებობას. ის ჩვენთვის ისედაც არ იყო არსებული. -დიკო.. ქალი შვილს მოეხვია და გულში ძლიერ ჩაიკრა. *** ნიკა და ივა, რომ მივიდნენ დიკოს უკვე ეძინა. მანჩოსთან ლაპარაკის შემდეგ დის ოთახში შევიდნენ. ნიკა მიუწვა დიკოს გვერდით და მოეხვია. ივა იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. -რა ვქნათ? ჩურჩულით თქვა ივამ -არ ვიცი, მარა იმისი ბრალიც არაა. -აბა ვისი ბრალია ნიკა? ლევანის? -არ ვუნდოდით და ვსო. არც ჩვენ გვინდოდა მასეთი არაკაცის გვერდში დგომა. წავიდა და წავიდა.. მორჩა . ლევანი ისედაც და ასედაც მკვდარი იყო. არავის ბრალი არაა ასე მოხდა და ვსო. -ნიკუშ მე 2 წლის ვიყავი მაშინ რო დაგვტოვა, ლევანი მე არ მახსოვს, მაგრამ ამაზე არც ვდარდობ, მანჩო და თქვენ ხართ ჩემთვის ყველაფერი. კარი გამოაღო და გავიდა -ივა.. -ხო. თითქმის დახურული კარი შეაღო.. -მოდი რა შენც, გავიხსენოთ ბავშვობა. ივას გაეღიმა ფეხსაცმელი გაიხადა, საწოლს მოუარა და დიკოს გვერდით დაწვა. რამდენიმე წუთის სიჩუმე ნიკოლოზმა დაარღვია. -ცოლი მომყავს -რააა? იმხელა ხმაზე იყვირა ვითომ მძინარე დიკომ, ივა ლამის საწოლიდან გადააგდო. -შენ არ გეძინა? ივამ გადახედა დას -მოიცა რა დროს ეგაა. რა ცოლიო აბა? ნიკოლოზს მიაშტერდა.- ვინ მოგყავს ცოლად? -ივას კლასელი თეკო. -როგორ? ახლა ივა აიშალა -როგორ და დავაშავე. -რა გააკეთე? დიკო საწოლზე წამოჯდა -ორსულადაა. დამნაშავწსავით ჩახარა თავი. -ბიჭო შენ სუ გადაირიე? ფეხზე წამოდგა ივა -დაეგდე და გაჩუმდი რა. დაუბღვირა ძმას და მანჩოს გასძახა მოდიო.. -დე მისმინე და ხმა არ ამოიღო სანამ ჩემს მონოლოგს არ დავასრულებ.. შემოსულ მანჩოს შეხედა ბიჭმა. -რა ხდება? დაიბნა მანჩო -ცოლი მომყავს -რაა? -დედა არ გამაწყვეტინოთქო. წარბები შეკრა. -ეხლა მისმინეთ.. კაროჩე ერთი გოგო მიყვარს რა ნინი, ხო და ერთ დღეს ეს ნინი დავინახე ვიღაც ტიპთან, ამეშალა ნერვები წავედი კლუბში და ისე დავლიე სახელი და გვარის გარდა თუ რამე ვიცოდი არამგონია.იქ იყო თეკოც, ამის კლასელი გოგოლაძე. ივასკენ გაიშვირა ხელი - მაგას ვაფშე სხვა პრობლემები ქონია და დაულევია ჩემსავით..მერე წავედით მაგასთან სახლში, რანაირად მივაღწიეთ ვაფშეიქამდე ეგეც არ მახსოვს და მოხდა რა რაც მოხდა და გავაუბედურე ის გოგო. დღეს დილით გავიგე ორსულად, რომ არის. სანამ ორსულობის შესახებ გავიგებდი მანამდეც შევთავაზე ცოლობა, მარა უარი თქვა, ეხლა კი სხვა გზა არ არის, რაც არ უნდა უარზე იყოს მე ჩემს შვილს ვერ მივატოვებ და ვერც იმ პერიოდს გამოვტოვებ თუ როგორ იზრდება მუცელში. -უსიყვარულოდ მოგყავს ? დიკომ ჩააკვეხა სიტყვა -აბა რა გავაკეთო? როგორც მამაჩვენმა დაგვიკიდა ისე დავიკიდო და ცოლად ნინო მოვიყვანო? -ის ნინო ვინღაა? ივამ კითხა თავ ჩაღუნულ ძმას -ჩემი თანამშრომლის ნათესავია. -თეკომ რაო ? გაოცებული ივა საწოლზე ჩამოჯდა -რა ვერ გაიგე უარზეათქო, მარა შანსი არაა დაველაპარაკები მამამის და მის ხელს ვთხოვ. -რანაირად იცხოვრებთ დედა მასე? პირველად ამოიღო ხმა ჩაფიქრებულმა მანჩომ -რა ვქნა მანჩო? ნინოს როგორმე გადავიყვარებ თან მასთან არაფერი არ მქონია, ჩემს შვილს ვერ მივატოვებ ტო არ შემილია. -რომ ვერ გადაიყვარო? დიკომ წარბ აწეულმა გახედა -თეკოსთან გაძლებ? -ბავშვის გამო გავძლებ. -რა უაზრო ხარ ნიკოლოზ. თავი გააქნია დიკომ და ძმას გადაეხვია. -არ ვიცი დედა რა გითხრა. -მანჩო ჩემს გვერდით იყავი და მეტი არაფერი არ მინდა. დედამის გადაეხვია ნიკა -მოვაგვარებ. ყველაფერს მოვაგვარებ. *** მეორე დღეს დიკო უნიში გავიდა, ლექციები ჩაატარა და გადაღლილი დაბრუნდა სახლში. კარი ივამ გაუღო. -ვა კიდე აქ ხარ შეენ ? რამე ხდება? -თეკო ყავს ნიკას ამოყვანილი და არ გაგიჟდე ეხლა შენებურად.. -აჰმ.. თეკო როგორ ხარ? მისაღებსი მორცხვად მჯდომ გოგოს გადაეხვია დიკო. -რავი არამიშავს. ნერვიულობით ხელებ აკანკალებულმა ძლივს ამოთქვა. -არ ინერვიულო მოგვარდება ყველაფერი. ჩუმად უჩურჩულა და გაუღიმა. -აბა რას აპირებთ? -მე არაფერი არ მინდა, ბავშვს მამა ეყოლება მაგრამ მე და .... ნიკოლოზმა გააწყვეტინა სიტყვა თეკოს -ვქორწინდებით და მორჩეს ეს თემა.. მკაცრად და გადაჭრით თქვა ნიკამ. -ამ კვირის ბოლოს გვექნება ქორწილი, ჩვეულებრივ ვიწრო წრეში ავღნიშნავთ. მანჩო, მე და თეკო აქ გადმოვალთ საცხოვრებლად. -ნიკუშ მგონი ჯობია მე გადმოვიდე აქეთ. ივამ ჩუმად თქვა და ნიკას ახედა. -არა ივა ჯობს აქეთ ჩვენ ვიყოთ, თეკო ორსულადაა და არ მინდა მე, რომ სამსახურში ვიქნები მარტო დარჩეს. -მე აქ მირჩევნია ყოფნა, მასე თუა. ნიკას გადაუჩურჩულა თეკომ და თვალებში ჩამდგარ ცრემლს გადმოსვლის საშვალება არ მისცა. ნიკამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გოგოს მუცელზე დახედა. -აუ რა კაია ..დიკო წამოხტა ფეხზე და ძმას ჩაეხუტა..-მასე ჯობია ნამდვილად. *** სახლიდან გაღიმებული გავიდა, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და ნიკოლოზის ბინისკენ დაიძრა. ავტომობილი სადარბაზოს წინ გააჩერა, სწრაფად გადმოვიდა და მეხუთე სართულზე აირბინა. კარი დუდამ გაუღო, რომელსაც ცალ ხელში სამ წლამდე პატარა გოგონა ეჭირა . დიკო დაიბნა. -ნუ ნერვიულობ არც შვილი მყავს და არც ცოლი , არც მყოლია ვაფშე.. გაეცინა დუდას გოგოს გადაფითრებულ სახეზე. -ჩემი დაა ნია. გაუცინა წინ მდგომს და ბინაში შეატარა. -არ მეგონა და თუ გყავდა, თან ამხელა. გაეღიმა პატარას დანახვისას. ნია შეიშმუშნა და ძმას უფრო მეტად მიეკრო. -ჩემი პატარა სიცოცხლეა. ლოყაზე აკოცა გაყუსულს.. -ძაან მორცხვია, მარა შეგეჩვევა და გადაუვლის. -ჩემთან არ მოხვალ ნია. ხელები გაწია გოგოსკენ, ნიამ თავისი მწვანე თვალებით გახედა დიკოს და თავი ძმის ყელში ჩამალა. -ალა. -რატო? -ალ მინდა. -ნია ეს დიკოა ჩემი მეგობარი. გაუღიმა პატარა დას და დიკოსკენ შეატრიალა. -ქჩილად მოვა? ძმას ახედა -ხო. ხშირად მოვა ხოლმე. დიკოსთვის თვალი არ მოუცილებია ისე თქვა.. -დედაშენი სად არის? ინტერესი ვერ დააიგნორა დიკომ -ჩაშია. ნიამ თქვა და დუდას ხელებში მოქცეული აფართხალდა.. ბიჭმა დაბლა დასვა, ისიც თავის ოთახში გაიქცა. დიკო გაშეშდა, ენაზე იკბინა და ათიათასჯერ დაიწყევლა თავი თავისი გძელი ენის გამო. -მშობიარობას გადაყვა. ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე. -ნიას მე ვზრდი. როცა ფრენები მაქვს მაშინ დეიდაჩემთან ვტოვებ. -ბოდიში -მაინც უნდა მეთქვა. ღრმად ამოისუნთქა და დიკოს თვალებში ჩააჩერდა. აინტერესებდა მის თვალებში გამოსახული ემოციები . -მამაჩემმა დედაჩემის სიკვდილი ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. დივანზე ჩამოჯდა დუდა . -პატარა, რომ გამეზარდა ეს ბინა ჩავდე ბანკში, მაშინ არ ვმუშაობდი და სხვა გზა არ მქონდა. მერე ავიაციაში ბიძაჩემმა მიშოვა სამსახური პილოტად და ეხლა ცოტა ამოვისუნთქე, მარა ვალები მაინც მაქვს . ასეთი ცხოვრება მაქვს დიკო. სევდიანად გაუღიმა გაქვავებულ გოგოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.