შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი გული (სრულად)


28-08-2017, 01:10
ავტორი zia-maria
ნანახია 6 239

კახეთი, ერთ-ერთი დიდი რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში, ეს მხარე მევენახეობის და მეღვინეობის უძველესი კერაა. კახეთში ძალიან ბევრი ცნობილი დარბაზული და გუმბათოვანი ეკლესია-მონატრებია როგორიცაა, ნეკრესის მონასტერი, კაწრეთის სამება, ხირსის მონასტერი, ახმეტის ხვთაება, ბოდბის მონასტერი, ალვანის ნათლისმცემელი, აკურის დავით გარეჯელის ეკლესია, ალავერდი. ეს ჩამონათვალი ძალიან მცირედია,რადგან კიდევ უამრავი ეკლესია მონასტრებია კახეთის რეგიონში და ყველა მათგანი ძველი ტრადიციციის მატარებელია.
კახეთში ერთ-ერთი დიდი ქალაქია ყვარელი, ის მდებარეობს ალაზნის ველზე. ყვარელიდან კი 24 კმ-ში არის ერთი ულამზესი სოფელი ,,ენისელი''. სწორედ ამ სოფელში დაიბადა ის, ვისაც თქვენ არ იცნობთ, მაგრამ აქ დაწერილი თითოეული სიტყვა მას და მის სამყაროს ეძღვნება. მთავარი გმირები კი ძმები გოგა და ზურა ტიღაშვილები არიან. გოგა ჯერ კიდევ პატარა იყო ახალი ფეხადგმული, როცა ზურა დაიბადა 1987 წლის 28 აგვისტოს.შორიდან უცქერდა დედას წარბებ შეყრილი,თითქოს საყვედურობდა, ,,ეს ვინ მომიყვანე სახლში მას უნდა გაუყო დედის სიყვარულიო''? მაგრამ ზურა ისეთი პატარა იყო,ზედმეტსახელად მას ,,კნოპკას''ეძახდნენ სოფლის მაცხოვრებლები. პატარა, მაგრამ ცელქზე-ცელქი და მოუსვენარი იყო. გოგა უფრო დინჯი და სერიოზული და ისინი მხოლოდ წარბებით ჰგავდნენ ერთმანეთს, გადამბული, შავი ეშხიანი წარბებით.
მანანა(მზია) წიკლაური ბიჭების დედა, დედა რომელიც,არანაირი საქმე არ უთაკილებია ცხოვრებაში შვილების გამო.
ზურაბ(ჯაყო) ტიღაშვილი მამა. დიახ,არ მოგესმათ მამის სახელი რომ ზურაა.მამა-შვილს ერთი სახელი აქვთ,ოჯახში ორი ზურა ჰყავთ,მაგრამ დიდ ზურას ,,ჯაყოს'' ეძახიან და პატარას ,,კნოპკა''-ს. იზრდებოდა ძმები ერთმანეთის მხარდამხარ და ნელა-ნელა ზრდასთასთან ერთად, ბევრი ადამიანისათვის სული და გული გახდნენ თავიანთი ქცევით და უსაზღვრო სიყვარულით.ზურა ძალიან პატარა იყო,მაგრამ იყო ვერცხლის წყალი და მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მის გვერდით მყოფის სიყვარული და ერთგულება,იყო ძალიან გონებაგახსნილი ბავშვი,ძალიან სწრაფად მიყვებოდა დროს ცხოვრების რიტმთან ერთად.ერთ დღესაც მოულოდნელად სასწაული მოხდა და ზურას და გოგას მშობლები გაიყარნენ. აღარ იყო მათში ის გრძნობა,რომ ერთად შეძლებდნენ ცხოვრებას,არ კმაროდა ამისათვის მათი შესუსტებული გრძნობები,ამიტომ ასე უხმოდ და ასე უმტკივნეულოდ ცალ-ცალკე არჩიეს ცხოვრება. ბიჭებისთვის ეს მტკივნეული იყო,მაგრამ რა შეეძლოთ პატარა ონავრებს და ორივე დედას გაჰყვა ცრემლით სავსე თვალებით. გოგამ დინჯად წაიწია წინ თავაწეულმა, ზურას კი გაუჭირდა იმ ადგილების დათმობა სადაც პატარაობისას შეეზარდა კუთხე-კუნჭულს და შორიდან,საიდანღაც ექოს მსგავსი გამოძახილები ესმოდა ყურში გუგუნად, ,,დაბრუნდიიი,დაბრუნდიიი,შენი კერა ხომ აქ არის ზურაააა''.თითოს იმ ადგილიდან წამოსვლით გულით განიცდიდა ტკივილს,ეძახდა,იხმობდა,ქაჩავდა მამის მხარე,მაგრამ ვერც დედას ტოვებდა.მალე კი ისიც გაიგო,რომ მამამ ახალი ოჯახი შექმნა და ზურამ დროებით გაწყვიტა იმ ადგილზე ფიქრი და მამასთან დაკავშირებული რეალური ძაფი. მზიამ შვილების გამოსაკვებად მზესუმზირის ბაღში დაიწყო მუშაობა და მთელ დღეებს ნაკვეთში ატარებდა. პირველ ხანებში უხაროდა ბიჭებს ადგომა და მზის ამოსვლას ეგებებოდნენ,რომელიც მისი სხივებით არ აკლებდა მათ მოფერებას.მზია განიცდიდა,რომ შვილებს ვერ შეუქმნა ფუფუნება, მაგრამ რაღაც გზებით მაინც შეეძლო შვილების გამხნევება, მაგრამ ხშირად ამჩნევდა ზურას თვალებში სხივი უქრებოდა,ის ტკივილს გულით განიცდიდა და სულიც ტიროდა მისი. აქ გასაკვირიც არაფერია, ყველა შვილს უნდა მშობლების სითბოში იზრდებოდნენ, მათი ფრთების ქვეშ ჰქონდეთ მყარი თავშესაფარი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა მათ მშობლებთან და ნელა-ნელა უნდა შეგუებოდა მათ გარეშე ცხოვრებას.ზურა საერთოდ არ იყო ამპატრავანი და ყოველთვის იცოდა მის გარშემო როგორ შეექმნა მხიარული სიტუაცია არაფლისგან და დაფიქრებული,სევდიანი სახეები მხიარულ სახეებად ექცია.მასთან არასოდეს არ მოიწყენდა არავინ.როცა სადმე მიდიოდნენ გოგა ძალიან დიდ დროს უთმობდა თავის თავს და ზურას საერთოდ არ ჭირდებოდა გაპრანჭვა გოგოებისთვის და თავის მოწონება. ის ყოველთვის იყო ის,ვინც იყო.

მზია ძლიერი ქალი იყო და ძალიან კარგი დედა. მან მისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები შვილებს შეალია და ბოლოს მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი,რომელიც დღემდე მის გვერდითაა და მხარს უმაგრებს,ერთად სახავენ ცხოვრების გეგმებს.კობა დრიაშვილი მზიკოს მეუღლე,რომელმაც გოგა და ზურა შვილებივთ მიიღო და როგორც უფროსი ძმა,უფროსი მეგობარი და ძმაკაცი მათ გვერდით დგას. კობას თავადაც ჰყავს ორი შვილი თეონა და ბექა დრიაშვილები და ეს ბავშვები ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გოგას ინტერესები და მისწრაფები რადიკალურად განსხვავდებოდა ზურასგან. გოგა არ იყო რთული პიროვნება,მაგრამ ზურასთან განსხვავებით, ის თავად ირჩევდა რთულად სასაუბრო თემას, ამასთან მას ოცნება უყვარდა ძალიან და ზურა როცა გოგას ჩაფიქრებულს შეხედავდა,ხელს ჩაიქნევდა და ჩაილაპარაკებდა.
---ეს წასულია უკვე ჰავაის კუნძულებზე,ხელი არ შეუშალოთ.იტყოდა და მარტო ტოვებდა,მაგრამ ზურასთან განსხვავებით გოგამ მისი ოცნებები რეალობად აქცია და ფრთებიც შეასხა.ის 18 წლის ასაკში ესტუმრა დიდ მოსკოვს ერთ-ერთი ახლობლის დახმარებით.მის პატარა ასაკში გოგას საოცრად დახვეწილი ხმის ტემპრი ჰქონდა და საუბრის მოსმენის მანერაც განხვავებულად იცოდა. გოგოებისგან ყურადღება არ აკლდა არც იმ 18 წლის ასაკში და არც ახლა 31 წლის ჩამოყალიბებულ მამაკაცს. მის ბავშვურ ასაკში მისი სამყაროც ჩამოაყალიბა, მაგრამ მიხვდა მოსკოვში ხელის გულშე არავინი არ შეინახავდა და მუშაობაც დაიწყო.ნელა-ნელა შეეჩვია საქმესაც და მოსკოვურ ცხოვრებასაც,წლების გასვლის შემდეგ ის ძალიან პოპულარული ხდება,როგორც მისი ფუზიკურობით,ასევე მისი დიდი სიკეთით,მეგობრობით და ძმაკაცობით. თბილიში დარჩენილი ზურა ყველგან ტრიალებდა, ყველა საქმეს ეხებოდა და მუხლჩაუხრელად მუშაობდა ისიც თავის მიზნების მისაღწევად, ამავე დროულად დროსაც პოულობდა სხვის დასახმარებლად. მისი მთავარი ღირსება,იყო მხოლოდ ერთგულება.თუმცა ხშირად მისი დადებითი მხარეები მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და უწევდა ფარ-ხმალი დაეყარა,მაგრამ არ უნდოდა მისი სისუსტე ეჩვენებინა სხვისთვის,რადგან ის ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო.
---ზურა სად მიდიხარ შვილო დღეს?შეეკითხა სამსახურში წასვლის წინ ახალგამოღვიძებულ ზურას დედამ.
---დღეს?დაფიქრდა ზურა.
---ხო დღეს,სად მიდიხარ.
---არ ვიცი დედა,არ გადამიწყვეტია,დღეს ხომ შაბათია უნდა დავისვენო.რატო მეკითხები?
---გოგამ დარეკა და გადმორეკავს 12-ისთვის,შენთან უნდა დალაპარაკება.
---რა ხდება?რა უნდა,ამჯერად ჭკვიანი ბიჭი ვარ,არაფერი არ გამიფუჭებია,რა გაახელე.
---არ ვიცი,რა უნდა და მე რა უნდა გამეხელებია,თავად გეტყვის.მე მივდივარ,საჭმელი მაცივარშია.შუადღით კობაც დაბრუნდება და ერთად ისადილეთ.ეშმაკურად თვალი ჩაუკრა ზურას და სახლიდან გავიდა.ზურა კი ასე დატოვა საწოლზე წამომჯდარი კითხვებით სავსე.12 საათიც ისე მოვიდა,ისევ მის ფიქრებში იყო გახვეული და სკაიპის ზარმა გამოიყვანა ფიქრებიდან.ადგა და ძმის მოსასმენად მოემზადა.
---ზუ რას შვრები კნოპკა?გაისმა ოთახში გოგას მონატრებული ხმა.
---ვარ რა,შენ რას შვრები აღარ ჩამოდიხარ?
---არა,ნუ ჯერ ვერა.მომისმინე,ჩემი ჩამოსვლა კი არა შენ და დედა უნდა ჩამოხვიდეთ აქ,მუშა ხელი მჭირდება და სხვას რომ ვუთხრა,ხომ იცი სიხარულით დამთანხმდებიან,მაგრამ გადავწყვიტე შენ და დედა წამოხვიდეთ.
---მოიცა გააფართოვე საცხობი,თუ რატომ გჭირდება ზედმეტი მუშა-ხელი.
---ხო გავაფართოვე,უკვე სეზონია ზურა და ვერ ვასწრებთ პურის ცხობას,შეკვეთა-შეკვეთაზეა.
---ნამდვილად გინდა მეც რომ წამოვიდე?
---ზურა მჭირდები რა გემართება.
---მერე არ დამიწყო იცოდე ზედმეტები თორემ, ხომ იცი ერთი წუთით არ დავფიქრდები, სანამ შენ მომიძევ, მე თბილიში ვიქნები.
---ვიცი მაგის გამკეთებელი რომ ხარ და ჰე რას იზამ,წამოხვალ თუ სხვა ავიყვანო.გაბრაზება დაეტყო გოგას ხმას.
---ხო რავი,საღამოს მოვა მზია და კობა და ერთად დავილაპარაკებთ
---კარგი,აბა ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას.
საღამომდე ისევ ფიქრებში ჩაძირულიყო და მისთვის მისი ცხოვრების ახალ გეგმას ადგენდა, უნდოდა ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეეცვალა, ბოლოს გადადგა მტკიცე ნაბიჯი და დათანხმდა გოგას შემოთავაზებას. ცხოვრება ხომ ბრძოლაა და გადაწყვიტა ეს ბრძოლა მოსკოვური ცხოვრებითაც გამოეცადა. დადგა წასვლის დღე და მზიას ცრემლები შიგ გულში წვეთავდა, რომლებიც შეუმჩნევლად მოდიოდა თვალიდან და გულშივე, გულის გავლით ჩერდებოდა. შვილების გვერდით იქნებოდა,მაგრამ რაღაცნაირი შიში ჰქონდა,იცოდა და ხვდებოდა, რომ ბიჭები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ,ზურა უფრო მეგობრული და ხელგაშლილი ადამიანია. გოგა წყნარი, გაწონასწორებული და ცოტა ძნელად ამოსაცნობი, თუმცა მათ გვერდით გატარებული დრო საოცარ სამყარეოში გაგრძნობინებდათ თავს.ზურას კარგ ხასიათზე ყოფნას, მის შავ თვალებში ანთებული მხიარული სხივი მიგახვედრებდათ, რომ იმ დღეს მოწყენილობას ვერ იგრძნობდით. მზია ბედნიერი შეჰყურებდა შვილებს და უხაროდა,რომ გაუმართლა შვილებში.ისინი მართლა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ერთმანეთისთვის სულსაც კი არ დაიშურებდნენ და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. სწორედ შვილების ასეთი უანგარო სიყვარულმა და კარგმა ურთიერთობამ დააძლევინა ის ძნელი და გაჭირვებული მარტოობის წლები და ყველა განსაცდელი ადვილად გადაატანინა. დედა-შვილური სიყვარული,უნაკლო და სრულყოფილია მიუხედავად მათში არსებული მინუსებისა, მათი უბრალო კამათისა და მათი ხასიათის სხვაობისა არ შეუძლიათ დიდი ხნით ერთმანეთზე გაბუტვა და შემორიგების სცენას ყოველთვის ზურა იჭერდა,რადგან ის საკმაოდ კარგი მსახიობი იყო მისი ცხოვრების რეალურ სცენაზე.ის ხელებს გაშლიდა და ხმამაღალი ხმით იტყოდა ყველას გასაგონად.
---ცხოვრება მშვენერია,ხანდახან ტრაგიკულადაც მთავრდება.ხანდახან სევდიანი ტკივილით გრძელდება,მაგრამ სანამ ვართ ჩვენ ხომ სავსე ვართ ერთმანეთით და ერთმანეთის სიყვარულით.ჩამეხუტეთ ახლა ორივემ,ვინ იცის იქნებ ეს ჩახუტება კიც მოგენატროთ.თან გაიღიმებდა,გოგას წარბებს აუთამაშებდა და ისიც ვეღარ იკავებდა თავს და სიცილით ჩაეხვეოდა ხელებგაშლილ ძმას.
---კნოპკა მაბრაზებ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ,შენ ხომ ჩემი სხეულის ნაწილი ხარ.
---თავი ხომ უნდა დაგამახსოვრო ძმაო,ამიტომ ხანდახან მსხვერპლის როლიც უნდა გავითამაშო.
---ზურა 24 წლის ხარ და ჭკუას ხომ არ დააბრძენებდი ცოტას?
---შენ 25 წლის ხარ,რა ჩემზე ერთი წლით დიდი ხარ და უკვე თავი ბრძენი გგონია?უთხრა გოგას და გულიანად გადაიხარდხარა.
---დედაააა,მიხედე ნერვებს მიშლის უკვე.გახედა გოგამ მომღიმარ დედას.
---ახლა მე მიშლით უკვე ორივე ნერვებს.ვითომ მოწყენით უთხრა შვილებს მზიამ და საქმე გააგრძელა,თან ორივეს შეუბღვირა.
---რაღაც მინდა ორივეს რომ გითხრათ.თქვა უეცრად ზურამ და ორივეს გაკვირვებულ თვალებს თვალი აარიდა.
---ზურა რა ხდება,რამე შარში გაეხვიე?შეეკითხრა გოგამ.
---არა,ეს ჩემგან ხომ იცი შორსაა.
---არც არაფერია გამორიცხული.თქვა გოგამ.
---არა,არა,არა ნუ ფიქრობ ცუდს.რატომ გგონია,რომ ყოველთვის ვაფუჭებ,ჯერ მომისმინე რას გეტყვი.გერმანიაში უნდა წავიდე.ეს ისეთი მოულოდნელი იყო,გოგამ მისი ხმა ვეღარ მოზომა.
---რაააა?გერმანიაში?ვის მიყავხარ,ზურა ვინმემ არ გაგაბრიყვოს.გაოცებულმა უთხრა გოგამ.
---არა,ჩემი კლასელია იქ და მას ველაპარაკე,მითხრა ჩამოდი და ჩემთან გამუშავებო.900ევრო გექნება ხელფასი,ეს სულ მცირეო.შენ რას ეტყოდი,უარს?
---არ ვიცი,მაგრამ კარგად დაფიქრება უნდა.იქ მაღალი ხელფასებია,მაგრამ გადასახადებიც ძალიან დიდია.
---წავალ,თუ ავეწყვე ერთი-ორი წელი გავჩერდები და შემდეგ დავბრუნდები.
---მეც მასე ვფიქრობდი,ერთი-ორი წელი გავჩერდებითქო,მაგრამ 18 წლიდან დღემდე აქ ვარ უკვე 25 წლის ასაკში უკვე შვიდი წელია. ჩათრევა იცის ძმაო უცხო მხარემ,ისე როგორც უძირო ოკეანე და მე არ გიშლი, წადი,მაგრამ არ ჩარჩე,მალე დაბრუნდი.ჩვენ საქართველოს გარეშე ვერ გავჩერდებით,ვერ გავძლებთ დიდი ხნით უცხო ცის ქვეშ, ჩვენი საბოლოო იქეთაა.
---ვიცი და არც ვაპირებ უცხო მხარეში, უცხო მიწაზე სიკვდილს.მე საქართველოს მიწამ უნდა ჩამიხუტოს გულში. უთხრა ზურამ და თვალი ჩაუკრა.
უცხო მიწაზე მყარად ვერ დგეხარ,დადიხარ მაგრამ თითქოს მიწა არ გაქვს ფეხქვეშ. მერე კი ნელა-ნელა ეჩვევი,ეჩვევი აგრეთვე სხვისი ჰაერის სუნთქვას და ეჩვევი სხვისი სახლის კედლებს, კუთხეს, საწოლს. უცხო მიწაზე მთავრდება უდარდელი ცხოვრება,აქ შენს შრომაზე, მის ნიჭზე და თვით შენზეა დამოკიდებული როგორ მიგიღებს უცხო გარემო და როგორ დაიმკვიდრებ თავს სრულიად გასხვავებულ სამყაროში.მაგრამ გადის დრო და ხვდები,რომ უკვე გუშინდელზე უკეთ ხარ, ეს კი უკვე საინტერესოა,საინტერესოა ისიც რომ უკვე ხვდები შენ აქ გაიმარჯვებ თუ დამარცხდები,შენივე შრომის შედეგია. რადგან გერმანია ისეთი ქვეყანაა,სადაც საქართველოდან წასული ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს.გზა რომელიც იქ უნდა გაიარო,რომ თავი დაიმკვიდრო,ის ძალიან რთული გზა არის.გზა მონატრების,გზა მარტოობის,გზა დარდით სავსე ბილიკებით და გზა საითაც არ უნდა წაგიყვანოს,ღამე მაინც ტირილით დასრულებული.
ზურას არ უტირია ცრემლით,მაგრამ გულში მაინც დიდ სევდას განიცდიდა. მიუნხენში დამკვიდრდა,მეგობარმა კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნა და სამსახურშიც მოაწყო, მეორე დილიდანვე გაიყვანა მანქანების სერვისი. ერთი შეხედვით არ იყო ცუდი და რთული, მაგრამ საღამოს ზურა ისეთ არაქათგამოცლილი იყო,ერთი ფიქრით სინანულითაც გაიფიქრა. გოგა მეწვალებინა და იქ ვყოფილიყავიო.
---ზურა როგორ ხარ. რაცარუნდა მითხრა კნოპკა არ მომწონხარ, ძალიან გამხდარი ხარ. რთული სამუშაო გაქვს?
---არის რა,მაგრამ ვუძლებ.უძილობა უფრო მღლის.გოგას გულზე მოხვდა ზურას საოცრად დაღლილი ხმა და დაუფიქრებლად უთხრა.
---ჩაალაგე ნივთები და დაბრუნდი,შენ არა ხარ მიჩვეული მასეთ მძიმე სამუშაოს.მკაცრი იყო გოგას სახეც და ხმაც.მასთან საუბარმა ზურასაც ნოსტალგია შემოაწვა და ერთი წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა თბილისს.
სახლში დაბრუნებიდან ორ დღეში,გულმა თავისი სოფლისაკენ გაუწია,იქ ხომ სამი ულამაზესი დაიკო ელოდა. თამარი, თინათინი და თიკო. ზურა მხიარული ადამიანი იყო,მაგრამ ასევე იყო უცნაურიც.თავისთავში ჩაკეტილი და მოკრძალებულიც. ზოგჯერ უხასიათობაც ეწყებოდა და ამ დროს სიგარეტს აბოლებდა, ფეხი-ფეხზე გადაიდებდა და სანამ ხასიათი არ მოუკეთდებოდა ასე იჯდა.
არავინი ელოდა ზურას სოფელში და კიბეზე მდგარმა თინათინმა დაინახა პირველმა მონატრებული ძმა და ყვირილით აიკლო ეზო და ასე ყვირილით გაიქცა შესახვედრად.
---ზურაა,ზურააა როგორ მომენატრეეე.თვალებში სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა თინათინს.თინის ამ უეცარ ყვირილზე ყველა გარეთ გამოლაგდა ეზოში და ყველამ გაიხარა მისი მისვლით.
---ზურა დაგვიბრუნდი,რაო ვერ გაჩერდი უცხოეთს?ღიმილით შეეკითხა შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ.ზურამ ამოიღვნეშა,თითქოს გულიც ამოაყოლა ხმას და თქვა.
---ვეღარ გავჩერდი ჯაყო, ვეღარ გავქაჩე მეტი. ან სად უნდა გავჩერდე,განა სხვა თბილისი არის სხვაგან? ან სხვა თელავი, ან სხვა ენისელი? სულ სხვაა ქართული მიწა და ჰაერიც სხვაგვარად უბერავს აქ.
ზურას დაბრუნება უცხოეთიდან მისმა მამიდაშვილმა გაიგო მამუკამ და გაუფრთხილებლად ესტუმრა, გაიშალა სუფრა და ხუმრობდნენ, საუბრობდნენ,მაგრამ ხუმრობა სევდამ შეცვალა. ზურამ არ იცოდა თუ სახლში ძაღლი ჰყავდათ საკმაოდ ავი და სუფრიდან ადგა ბოდიშის მოხდით გარეთ გავიდა,მისი გაფრთხილება კი დაავიწყდათ, ძაღლმა ვერ იცნო ზურა, არ ჰყავდა ნანახი პირველად ხედავდა, ამიტომ არც აცია,არც აცხელა და ზურას ფეხზე უკბინა. შეწუხდა ყველა და ურჩევდნენ საავადმყოფოში წასულიყვნენ რათა შრატი გაეკეთებინა, მაგრამ ზურამ გადახედა ყველას სათითაოდ და ჩვეული იუმორით, მაგრამ სერიოზული ხმით თქვა.
---მე არაფერი მიჭირს კარგად ვარ,მაგრამ ძაღლს კი დასჭირდება შრატის გაკეთება.გაეცინათ და ხელი ჩაიქნიეს,ამას არაფერი არ ეშველებაო.ზურას აღარ გაუგრძელებია დალევა და დაწვა, შუაღამისას კი თავის ტკივილმა გააღვიძა,გაიხედა ფანჯარაში და გარეთ ჯერ კიდევ ღამე იყო,აქა-იქ იყრებოდა უკვე თანდათან შავი ღრუბლები, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა და სიჩუმეში ფეხის ხმა შემოესმა,გაუკვირდა მაგრამ მის საწოლზე მამუკა ჩამოუჯდა დაღონებული.ზურამ ჯერ უხმოდ უყურა მამიდაშვილს და მერე უთხრა.
---რომელი საათია,რატომ არ გძინავს.
---ჯერ ადრეა,6 არაა.
---მერე ასე ადრე რატომ ადექი,რა ჰიმნის უნდა მოუსმინო პატრიოტო?გაეცინათ ორივეს და მამუკამ უთხრა.
---აქ დავწვები, შენთან ერთად რა?
---ოპააა,მე არ გამოგადგები ძმაო მაგ ამბისთვის.შემდეგ დააკვირდა და უთხრა.-რაიყო,რა ხდება?რამე გამომეპარა?
---აუ რა წადებილო ხარ ზურა.მომენატრე რა იყო,რა გიკვირს.კარგი თუ არ გინდა აქ დავწვე,არ შეგაწუხებ ბატონო.ადგა თითქოს გულმოსულმა და ნაწყენმა კარებისკენ წავიდა,იქვე თამრო ელოდებოდა უფროსი დაიკო და ღიმილით გადასცა რაღაც კარებში გასულმა და მანაც სიხარულით ტაში შემოკრა და თვალებ ანთებულმა ჩაირბინა კიბეები,იქვე ხელის საკერავი მანქანა ჰქონდა ბებოს და ეს რაღაც უცებ გადაკერა,შემდეგ კი ზურას ისევ ჩაძინებას დაელოდა.თითქმის გათენებული იყო რომ შეიპარა ზურას საძინებელში,სახლი ახმაურდა,ყველა ადგა და ზურამაც სადღაც 12 საათისთვის გაიღვიძა.ძილისაგან,თან წინა ღამის სიმთვრალისგან დაბოხებული ხმით გასძახა გოგოებს.
---თინათიიინ.არავინ შემოეხმიანა.
---თამრო.არც ახლა,სრული სიჩუმეა სახლში.
---თიკოოო.
---რაა ზურა.როგორც იქნა გააგონა უმცროსმა.
---მიდი რა ძმურად ნაბეღლავი ამომიტანე.
---ახლავეს ზუ.ის ყველაზე პატარა იყო და ადვილად გაუშვეს ზურას სურვილის შესასრულებლად.
---აჰა, დალიე ზურა მოგიტანე.
---ოოოო ჩემი ჯიგარი დაიკო ხარ შენ წრუწუნ.ნაბეღლავის ბოთლი მიიყუდა და ნახევრამდე რომ ჩაცალა,იქვე მდგარ თიკოს შეეკითხა.-რა წრუწუნ,მარტოები ვართ სახლში?

---ხო, არ გშია?ადე და ვჭამოთ,დედამ გამზადებული დატოვა საუზმე.
---მამუკა წავიდა?
---კი წავიდა და დაიბარა,ისევ მოვალო.
---აუფ,თუ არ მოვა რა გაძლებს მის გარეშე.
---ადე,ადე ვჭამოთ,მე შენ გელოდი და მომშივდა.
---რა იყო, აბრეშუმის ჭია ხარ ასე ადრიანად რომ ჭამ?
---რაღა ადრე ზურა,პირველი დაიწყო.
---უი მართლა?რამდენი მიძინია,წყალი არის ბაკში რომ გადავივლო?
---ჩავრთო გინდა?სანამ შენ ადგები და ძირს ჩამოხვალ, ცოტა მოტყდება წყალი.
---შენ რა ჭკუის კოლოფი ხარ თიკუნა.გამეზარდე უკვე,ხომ არ გაწუხებს ვინმე?
---მე არა და თამროს კი.
---მართლა?თვალები დააბრიალა ზურამ.-ვინ არის?
---მომკლავს რომ გითხრა.
---არ გაგამხელ,ჩვენი საიდუმლო იყოს,აბა მითხარი.თიკომ კარებთან მიირბინა,გაიხედ-გამოიხედა და შემდეგ ისევ ზურასთან მივიდა,ყურში რაღაც უჩურჩულა და ისევ საწოლზე ჩამოუჯდა.
---გიორგი?ის ხომ მეორე სოფელში ცხოვრობს.
---აჰამ.თავი დაუქნია თიკომ თანხმობის ნიშნად.
---კარგი შენ არაფერი არ შეიმჩნიო.ზურა ადგა,თიკომ ფეხზე მდგარ ზურას ახედა და ისეთი მონატრებული ჰყავდა ძმა ჩუმად,ძლივს გასაგონი ხმით უთხრა.
---ზუ ჩაგეხუტები რა? ზურა მიუბრუნდა უმცროს დაიკოს და გულში ჩაიხუტა ძლიერად. შემდეგ პირსახოცი აიღო და წყლის გადასავლობად შევიდა აბაზანაში. მაგრამ ცოტა ხანში იქედან მისი ღრიალი მოისმა,მის ღრიალზე კი გოგონები იცინოდნენ მამუკასთან ერთად.
---თინათინ და თამარა გამოვალ მე გარეთ.
---აუუუ,უნდა დავიმალო სადღაც.თქვა თინათინმა.
---ნუ გეშინიათ,აქ ვარ მე.თქვა ღიმილით მამუკამ.
---შენც მიგაყოლებ მათ უკან.გაიგონა ზურამ მამუკას ნათქვამი და მასაც შეუღრინა.
---რაო ზურიკელა მუსკულები დავიყენეთო?სიცილით უთხრა მამუკამ სააბაზანოდან გამოსულ ზურას რომელმაც მამუკას უკან ამოფარებულ დებს შეუბღვირა.
---არა რომელი ჭკუა ნაღრძობის იდეა იყო შამპუნის თავზე ცელოფნის გადაკვრა.გოგოებმა მამუკასკენ გაიშვირეს ხელი და ვითომ დამწუხრებულებმა თავები ჩახარეს.
---ამხელა კაცი რამ გამო.....ა,ბავშვებთან ერთობი?გაგულისებულმა აიარა კიბეები და ცოტა ხანში ახლა ზემოდან მოისმა ისევ მისი ღრიალი.
---მეტი საქმე ვერაფერი ვერ მოძებნეთ დღეს თქვენ?ვინ გადაკერა ჩემი ნასკები,რაა ეს,იდიოტებო.გაბრაზებულმა ჩამოირბინა კიბეები,სახლში შევიდა და იქ მივიდა სადაც მამა მანქანის გასაღებს დებდა,აიღო გასაღები და სახლიდან გავიდა.
---სად მიდიხარ,მეც წამოვალ.უკან დაედევნა მამუკა მაგრამ გაბრაზებულმა ისე გახედა მამუკამ ადგილზე დაატორმუზა და ისეთი სისწრაფით გაიყვანა მანქანა ეზოდან,სერიოზულად შეეშინდათ არაფერი არ მოიწიოსო.გადავიდა მეორე სოფელში და ერთ გამოსაჩენ ადგილზე დადგა,სადაც უნდა გამოევლო იმას.ვისაც ელოდა და ეგონა გაბრაზებას მასზე იყრიდა,მაგრამ შეცდა.
---გიორგი შენ ხარ?შეეკითხა მის წინ მდგარ,მაღალი ცისფერთვალება ბიჭს.
---კი მე ვარ.მიხვდა გიორგი ვინც იდგა მის წინ.
---იცი მე ვინ ვარ?
---კი ვიცი,ზურა ხარ თამროს ძმა.
---ხოდა კარგად გახსოვდეს,რომ მე ზურა ვარ ტიღაშვილი.რომელსაც როცა სერიოზული სახე აქვს,ესე იგი,ის სერიოზულად საუბრობს,გამიგე ძმაო?
---გასაგებია და მინდა იცოდე,რომ ჩვენი სიყვარული წლებს ითვლის,რადგან ორმხრივია,თამრო სკოლას დაასრულებს თუ არა,ჩვენ დავქორწინდებით,ეს ოჯახებმაც იციან ძმაო.
---მე არ გიშლი სიყვარულს,მხოლოდ გაფრთხილებ,კარგად მოუარე მას.
---ასე მკაცრად რატომ მეუბნები, ზურა მე თამრო მიყვარს.
---იცი რატომ ვარ ასეთი მკაცრი?იმიტომ,რომ ძალიან ბევრი ელოდება შენგან დაშვებულ შეცდომას.ამიტომ ყოველი ნაბიჯი გათვალე და ისე გადადგი,რომ სხვამ სიხარულით არ შეხვდეს შენს დაშვებულ შეცდომას.
---გასაგებია და მე ყველგან,ყოველთვის დავიცავ იმას რაც ჩემია.
---რა მოგწონს თამროში რამ მიგიზიდა.
---მე რასაც ვეძებდი ქალში,ის ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი თამროში.დაუფიქრებლად უთხრა გიორგიმ
---ხოდა გაუფრთხილდი იმ ყველაფერს და ნუ დაკარგავ მას.თვალი ჩაუკრა,სიგარეტი გააბოლა და წავიდა.მალე დაბრუნდა სახლში და გოგოებს ისევ მისი ჩვეული ღიმილით შეხვდა.სამივე ააწიოკა,ააყვირა და შემდეგ დებთან ბრძოლით დაღლილი იქვე ჩაესვენა სავარძელში,თან შუათანა დას თინათინს გასძახა.
---თინათინ ჩემი ტელეფონია მაღლა და ჩამომიტანე რა.
---ახლავეს ზურა.
---თამუნა ვის წერ,რომ შევარდი კომპიუტერში.რაო მამუკამ როდის მოვალო.
---არ ვიცი მოვალო,რომ წავიდა ასე დაიბარა ზურა,გინდოდა რამე?
---არა,არაფერი ისე.უთხრა თამროს და ტელეფონში სასურველი ნომერი ჩაწერა და ზარი გაუშვა,დაელოდა როდის უპასუხებდა მეგობარი,მაგრამ სასიამოვნო თბილი და ტკბილი ხმა შემოესმა,თან პატარა სასაცილოდ შლიფინებდა.
---გინსმენთ,ვინ ბზრანდებით?
---ვაიმეეეე,შენ ვინ ხარ თავად?არ დაიბნა ზურა და პატარას პასუხი გასცა.
---მეეეე?მე ლიკაკო ვალ,ალ მინჩობ?
---არა,არ გიცნობ პატავრავ.
---აბა ლატომ დამილეკე?
---მე გიორგისთან დავრეკე ანგელოზო.
---გიოლგი?გიოლგი თუჩეთჩია,ჩვენ კი ლოქჩი ვალთ.
---ვისთან ერთად ხარ ლოქჩი ლიკაკო?
---დედაჩთან ელთად და ბიძოთან ელთად და კიდე ბაბუკოჩთან ელთად და კიდე ბიჩოლაშთან ელთად.
---რამდენბი ხალხი ყოფილა მანდ კაცო.
---ბელი,ბელზე ბელი.
---ლიკა რატომ აიღე ტელეფონი და ვის ელაპარაკები.ზურას ქალის წკრიალა ხმა მოესმა და გულზე რაღაც ბიძგი იგრძნო.
---ალ ვიჩი ვინ ალის,გიოლგი მიდაო.
---მერე შენ ხარ უფროსი?როცა უცხოა მე რა გითხარი,ზღაპრებს ნუ გააბავთქო.გაუჯავრდა დედა და ტელეფონი გამოართვა გაბუსხულ ლიკას.
---გისმენთ,ვინ გნებავთ?
---უკაცრავად,მე გიორგი მინდოდა.
---შეცდომით დარეკეთ,ამ ნომერზე არავინი გიორგი არ არის.
---მე გიორგი ომანიაძე მინდოდა და ეს პატარა ანგელოზი შემრჩა ხელში.
---არავინ გიორგი ომანიაძეს არ ვიცნობ.
---კარგით, ბოდოშით.
---არაფრის,კარგად ბრძანდებოდეთ. ტელეფონის ეკრანი ჩაქვრა,ხმა გაწყდა მაგრამ ზურას ტელეფონი ისევ ყურზე ჰქონდა და სადღაც ერთ წერტილს მისჩერებოდა.ჯერ თამრომ შეამჩნია და გაეცინა,მაგრამ არაფერი არ უთხრა.თინათინმაც შედეა და თამროს გადახედა,ამ დროს მამუკა შემოვიდა სახლში და მანაც გაკვირვებულმა შეხედა გაშტერებულად მჯდარ და ერთ წერტილზე მიჩერებულ ზურას.
---ამას რა ეტაკა,რა დაემართა ან რამ გამოაშტერა.
---ვიღაცას ელაპარაკებოდა და მის მერე ასეა.
---ქალის ხმა იყო?
---მე მგონი კი და ვხედავ,კიც მოაჯადოვა ხმით.
---მოაჯადოვა კიარა არ ელოდა და დაადო მგონი და იმიტომაა ასე.
---არა მგონია,უცხო იყო.
---მაშინ ხმით თუ მოაჯადოვა უცხომ,ახლოდან ნახვისას ალბად გამოაშტერებს ამ საცოდავს.ახლოს მივიდა ზურასთან და ხმამაღლა შეუყვირა.-ეეეეეე,აქ ხარ?ზურამ შეხედა მამუკას და დაბღვერილმა უთხრა.
---არა,ოფშკვითში ვარ,წამოხვალ?აქ ვარ აბა სად ვარ,რა გაყვირებს განა ყრუ ვარ?
---აბა რა გაშტერებს,არც მამუკამ დააკლო ზურას და მანაც შეუღრინა.ამ კამათში იყვნენ,რომ სახლში ერთიანად თმაგათეთრებული,ასაკის და სახედანაოჭებული ბებო შემოვიდა, რომელმაც შრომისაგან გაუხეშებული ხელები სახეზე მოისვა და იქვე მდგარ ორ შვილიშვილს გადახედა, შემდეგ თავი გადააქნია და ორივეს გასაგონად თქვა.
---არც ერთს არ გრცხვენიათ და არც მეორეს?
---რა გინდა,თამრო ჩხუბის ხასიათზე ხარ?უთხრა ზურამ.
---გათენებულიც არ იყო,მე და ჯაყო ნაკვეთში რომ წავედით,თქვენ კი აქ ზიხართ და ვახახახა,ხარხარებთ.არ უნდა გამოიხედოთ მაინც,იქნებ და მოვკვდი იქ ან წყალი მინდა,არა გრცხვენიათ არცერთს?
---ბებო ჯერ ერთი,რომ მომკვდარიყავი ჯაყო ამდენი ხანი სიცხეში არ გაგაჩერებდა,სუნი აგივიდოდა.მეორე მე მოვდიოდი და მამუკამ შემაჩერა,არ წახვიდე და მეც მალე დავბრუნდები,ერთად წავიდეთ და ბიძაჩემი და ბებიაჩემი გავახაროთო.აი ვზივარ აქ და ახლა მოვიდა,ეს უსაქმური ადამიანი.მამუკა გაბრაზებული წამოდგა და ზურასკენ წავიდა.
---შენი პირით თქვი,რომ ტყუილს ამბობ და მერე თქვი რა გეკუთნის.
---აი ხედავ ბებო?არ მოეწონა სიმართლე რომ ვთქვი და ჩემი ცემა უნდა.
---ბებო არ დაუჯერო,ყველაფერს ტყუილებს ამბობს.განა არ იცნობ რომ ტყუილები ზურგზე გუდით ჰკიდია.
---ორვემ გამაიცვალეთ ახლავესა,სამუშაო ფორმები ჩაიცვითა და ორივე ახლავეს გამამყვებით ნაკვეთში.დალი,შენ დარჩი და ვახშამი გააკეთე,გოგოები მოიხმარე ხომ ხედავ დამხმარეები გვყავს.
მიუბრუნდა თამრო ბებო იქვე მდგარ დაღლილ რძალს და თვალი ჩაუკრა.არც ზურას და არც მამუკას არ უნდოდათ ნაკვეთში წასვლა და სიცხეში მუშაობა,მაგრამ მოხუც ბებოს ხათრი ვეღარ გაუტეხეს,ვერაფერი ვერ უთხრეს და თავჩაღუნულები,დასჯილი ბავშვებივით გაჰყვნენ უკან.ზურამ ხელით მწველი მზე მოიჩრდილა და ნაკვეთს გაჰხედა,რომელსაც ზოლად ემჩნეოდა დაუმუშავებული და დამუშავებული,შემდეგ თვალებში რაღაც ეშმაკური სხივი ჩაუდგა და ჩუმი ხმით ჩაიქირქილა.მამის გვერდით დადგა და გმირულად მოიქნია თოხი.ყველას გაასწრო და უეცრად გაჩერდა,უკან ჩამორჩენილებს გახედა და უთხრა.
---არ შევისვენოთ?
---წამოგეწევით,გავასწოროთ ნაშრომი და დავსხდეთ.უთხრა ჯაყომ.ცოტა ხანში, ყველა ერთად ისხდნენ ხის ჩრდილში და საუბრობდნენ.
---წუხელ თელავში, ახალგაზრდა სტუმარი ბიჭი მოუკლავთ.თქვა მამუკამ.
---ვა რატომ?ან ვისი სტუმარი იყო,ისიც მაგარ შარში იქნება საწყალი.
---არ ვიცი ვინ არის,მაგრამ ამბობენ ერთი აუტანელი ტიპი ყოფილა,ძალიან ყოყოჩი და ყველას ეჯავრებიდაო.
---ვერ გამიგია ამ ხალხის.სანამ ხარ არსებობ და ცოცხალი ხარ,ცოცხლობ და სული გიდგას,სანამ გულში გული ძგერს,სანამ შენს თვალებს შეუძლია სამყაროს ხედვა,გააკეთე ისე რომ ყველას უყვარდე შენს გარშემო.არ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა თავი ცუდად იგრძნოს,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ მაშინ,როცა ამდენი ცუდი ხდება,როცა ხედავ ღალატს, როცა ხედავ ორგულობას და შენც უნდა გეტკინოს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ,რომ თუ ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული და მე შემეძლება შევცვალო სიბოროტე სიკეთით,ერთი წუთით არ დავფიქრდები ამის გაკეთებაზე.მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია არაფერი და სამყარო უნდა მივიღოთ ისეთი როგორიცაა, რა ფერიცაა მისი ცა და მიწა.რადგან ჩვენ მიგვიღო ამ სამყარომ ისეთები როგორებიც ვართ. ნელა-ნელა კი დროსთან ერთად,ჩვენი დღეები დასასრულისაკენ მიდის და არააქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი ვიცოცხლებთ,რამდენი ხანი ვისუნთქებთ,მნიშვნელობა აქვს,თუნდაც მცირე დრო გვქონდეს უფლისაგან ნაჩუქარი,რომ ამ მცირე დროში ყველას შეყვარება მოვასწროთ და უნდა ვეცადოთ,ჩვენი თავიც შევაყვაროთ ყველას,ვაჩუქოთ ყველას ჩვენი წილი სიყვარული.რაა ამაში ძნელი გასაკეთებელი,რა მოაქვს ჩხუბს და რა მოაქვს ამ სიბოროტეს ვერ გამიგია.თქვა ზურამ და ფეხზე წამოდგა.ჯაყოც და მამუკაც ჩააფიქრა ზურას სიტყვებმა და ასე დაფიქრებულები გააგრძელეს ნაკვეთში მუშაობა.ზურამ ისევ გაუსწრო ყველას და მოულოდნელად ძირს დავარდა,ჯაყომ შეხედა და ხმამაღალი ხმით აღრიალდა და ძირს უგონოდ მყოფ ზურასკენ გაიქცა.
---რა გჭირს, შვილო ზურა შემომხედე.მამუკამ ხელში აიყვანა და მზეს მოარიდა,ჩრდილში დააწვინა,წყალი მოუსვა სახეზე და გონს მოიყვანა.ზურამ მუცელზე მიიდო ხელი და მისი შავი გაერთიანებული წარბები შეყარა.
---რა გჭირს,რა გემართება.შეწუხებული ხმით შეეკითხა მამუკამ.
---მუცელში მტკივა რაღაც ძალიან.
---დაუძახეთ სასწრაფოს და მანამდე სახლში გადავიყვანოთ.შეშინებული ხმით უთხრა მამუკამ ბიძას და ზურა სახლამდე ხელში აყვანილი მიიყვანა.გოგოებმა ტირილით შემოსივნენ ზურას ასეთ უმწეო მდგომარეობაში რომ დაინახეს.ზურამ გახედა მამუკას და უთხრა.
---აი ხომ გინდოდა ჩემი მოკვლა დღეს,არ გაგასვრევინებ სისხლში ხელს,ისე ვკვდები,გისრულებ სურვილს,მაგრამ მელოდე იცოდე მალე წაგიყვან.
---ზურა ღადაობ თუ მართლა კარგად ხარ.უჩურჩულა ყურში მამუკამ.
---მუცელში მტკივა შე ტვინგახვრეტილო.
---ხო კარგი,კარგი მალე მოვა სასწრაფოც.უთხრა მამუკამ,მაგრამ ეჭვის თვალით შეხედა ზურას.მალე მოვიდა სასწრაფო,გასინჯეს ზურა და სასწრაფო დახმარებით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.თამრო ბებოს არც უცდია გამოცვლა და ისე ბოტებით და სამუშაო ტანისამოსით გაყვა ზურას საავადმყოფოში.მალე მივიდნენ და როცა მისაღებში შეყავდათ საკაცით მოასწრო და მამას უთხრა.

---მამიდას უთხარი მოვიდეს მამა,მინდა ჩემს გვერდით იყოს მამიდა.ჯაყომ დატოვა იქ მამუკა და მოხუცი დედა და დის მოსაყვანად წავიდა.
ჯაყოს დას თინათინი ჰქვია და დის საოცარმა ურთიერთობამ და სიყვარულმა მის შუათანა ქალიშვილს,საყვარელი დის სახელი დაარქვა.ანერვიულებული ძმის დანახვაზე თინათინი ფერი ეცვალა და ეზოში შემოეგება.
---რა ხდება, ზურაბ ხო მშვიდობაა.
---თინა ზურა საავადმყოფოსია და შენ გთხოულობს.
---ზურას რა ჭირს,რა დაემართა.შეიცხადა თინამ.
---არ ვიცი,არაფერი არ ვიცი,წამოდი ჩქარა.ისე როგორც იყო სახლში ძმას საავადმყოფოში გაჰყვა,იქ მისულებს ზურა გადაღებაზე ჰყავდათ გაყვანილი და ელოდნენ ექიმის გამოსვლას.მალე მოვიდა ექიმი და ჩვეული წესით იკითხა.
---პაციენტი ზურა ტიღაშვილს ელოდება ვინმე?
---დიახ აქ ვართ ექიმო.მე მამიდა ვარ მისი.ექიმის წინ ანერვიულებული დადგა თინა.
---ჩვენ გადაღება გადაუღეთ,მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ვერაფერი საგანგაშო ვერ დავინახეთ და ამიტომ ვფიქრობთ ოპერაცია უნდა გაკეთდეს,რომ გავიგოთ რა ჭირს,რა აწუხებს.
---რა ოპერაცია,რის ოპერაცია უკეთებთ.აიფოფრა თინა ექიმის წინ.
---ვფიქრობთ რადგან რედგენმა არ აჩვენა ტკივილის მიზეზი და პაციენტს მწვავე ტკივილი აქვს,შესაძლებელია მუცელში წელების გადახლართვა მოხდა.
---თქვენ ექიმები ხართ თუ მარჩიელები.არანაირი ოპერაცია არ გაკეთდება,მოვითხოვ ჩემი ძმისშვილი აქედან წავიყვანო და თბილიში მიმყავს.აქ განა სასაკლაოზე მოვიყვანე?ექიმი ვერ იპოვნეს წესიერი რომ გაესინჯათ ბავშვი,ღლაპი,ცხვირმოუხოცავი პრაქტიკანტი მიჯინებს ოპერაცია გააკეთოს,ბელთაყვა.დიდი გაწევ-გამოწევის და ხელწერილის დადების შემდეგ ზურა საავადმყოფოდან გამოიყვანეს,ტაქსში ჩააჯინეს და თბილისისაკენ გაუყენეს გზას.თინამ მეუღლეს მიაკითხა მაღაზიაში და ფული გამოართვა.
---ვანო რაც ფული გაქვს მომეცი,ზურა მიგვყავს თბილიში საავადმყოფოში,ვანომ სიტყვის შეუბრუნებლად შებრუნდა და რაც ფული ჰქონდა გამოუტანა.თბილიში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ,აქ კი იმდენი ექთნები დაეხვია ზურას კი შეეშინდა და მართლა დაეკარგა ფერი,მაგრამ არა ტკივილისაგან ,არამედ შიშისგან.
---მამიდა,რაღაც უნდა გითხრა.უთხრა მამიდას შეშინებულმა.
---რამე გინდა მამიდა?ამ დროს ორი ახალგაზრდა ბიჭმა ხელი მოკიდა ზურას და რედგენზე გაიყვანა.აქაც გაუკეთეს რედგენი და სანდომიანმა თმაჭაღარა ექიმმა ღიმილით უთხრა შეშინებულ თინას და თამრო ბებოს.
---საშიში არაფერია,არაფერი არ ჭირს ახალგაზრდას,ის ჯამრთელია,არის სუსტი,მაგრამ ჯამრთელი.შესაძლებელია იმ წუთებში მოხდა ნაწლავის გაფსკვნა,რომელიც უნდა ვაღიარო ძალიან მტკივნეულია,მაგრამ აქ მოსვლამდე გაუარა,შესაძლებელია ვამბობ,მაგრამ ის ძალიან ჯამრთელი ბიჭია.შეგიძლიათ წაიყვანოთ.თინა გაბრაზდა და ზურას დიდი ლექცია ჩაუტარდა თამროს შეუმჩნევლად.
---რატომ გააკეთე ეს და რატომ აგვაფორიაქე ასე მამიდა,არ შეგეცოდეთ?ზურამ თავი დახარა,იგრძნო მისი დანაშაული,მაგრამ ღიმილით უთხრა მამიდას.
---ყოველთვის მინდოდა გამეგო,ვის ვუყვარდი ძალიან.ჯაყოს სახეს რომ ვუყურებდი კი მეცოდებოდა,მაგრამ დავრწმუნდი,რომ ვყვარებივარ.ასევე ბებოს და მამუკას,მაგრამ გოგოებსაც რომ ვყვარებივარ,როგორ ტიროდა სამივე.
---აი აწი მე შენ, აღარაფერს აღარ დაგიჯერებ,საერთოდ აღარაფერს.უთხრა გაბრაზებულმა ზურას და ზურგი შეაქცია.
---მაგრამ შენ რომ დაფრიალობდი და ჩემს გადარჩენას თხოვდი ექიმებს,შენგან მართლა ვიგრძენი ის დიდი სიყვარული,რომელსაც ვერასდროს ვერ გადმოსცემდი და ვერ მოგქონდა ჩემამდე.
---მამიდა კარგად მომისმინე,დღევანდელ შენს საქციელს მე არავის არ ვეტყვი,მაგრამ არც გამართლება არ გაქვს,ვერ გაგამართლებ.ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე.შენ ძალიან კეთილი ადამიანი ხარ,არ გიყვარს დროის დაკარგვა და შენს დაგეგმილ მიზნებსაც შეძლებისდაგვარად ანხორციელებ.არ გეშინია შენი შესაძლებლობების გამოყენების, რომლებსაც ზოგჯერ ოსტატურად იყენებ.გიყვარს გართობა და ამის გამო რა საქმესაც კიდებ ხელს,ყველაფერს შუა გზაზე ტოვებ.მითითებებს ვერ იტან,არ გიყვარს.უნდა გითხრა ალალად,რომ ჩემი ძმისშვილი ხარ,მაგრამ შენ არანორმალური ადამიანი ხარ,რომელიც ამ ქვეყანას ვარდისფერი სათვალეებიდან უყურებს.უკვე დროა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დაფიქრდე და წინსვლაზე,მომავალზე იფიქრო.რას მიყურებ,ყველაფერზე ნერვიულობ, ცდილობ ყველას დაეხმარო რადგან ყველა გეცოდება,მაგრამ ასე უსაქმურობით ვერც შენს თავს დაეხმარები და ვერც სხვას.ჯერ შენ დადექი თავად ფეხზე მყარად და შემდეგ იფიქრე სხვაზე და სხვის მომავალზე.ყველა გულით გიყვარს მამიდა მეგობრებიც და ახლობლებიც,ღებულობ დიდ სიამოვნებას,როცა მათ მხიარულ და ბედნიერ სახეებს ხედავ.დღევანდელი ცხოვრებით ნუ ცხოვრობ შვილო მხოლოდ,იფიქრე ხვალინდელ დღეზეც,შესაძლოა ხვალ ყველაფერი შეიცვალოს.გაქვს ენერგია და ხშირად ახერხებ ყველას გაოცებას,ყველას უყვარხარ,ყველას უხარია შენი ნახვა,რადგან საინტერესო და მხიარული ადამიანი ხარ.შენ ხასიათში გაქვს სიკეთე გამჯდარი,მაგრამ გული მტკივა,რომ შენ შენგან გაცემული სიკეთის ნახევარსაც ვერ ღებულობ უკან ზურა.ამიტომ, დროა შენი პირადული შექმნა და შენი შესაძლებლობლები შენს ოჯახს მოახმარო.შენ ისეთ ასაკში ხარ,დროა შენს გრძნობებსაც დაუთმო დრო.რატომ ითიშები და რატომ იკარგები სადღაც, როცა საკუთარ ცხოვრებაზე გეკითხებიან.მე ვიცი რატომაცაა ასე, არ მინდა შენგან არანაირი პასუხი.ზურამ თავი ასწია და აქამდე ჩუმად მჯდარმა მამიდას გაოცებულმა გახედა და შეეკითხა.
---რატომ,რა მიშლის ხელს ჩემი პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში?
---იმიტომ რომ შენ,მხოლოდ შენს საკუთარ თავზე ხარ შეყვარებული და აი სწორედ ეს გიშლის ხელს იფიქრო შენს პირადულზე.ზურამ სიცილით გააქნია თავი და გაკაპასებულ მამიდას შეეკითხა.
---დედაჩემმა გაიგო საავადმყოფოში რომ ვარ?
---მაშ არ გაიგო?მზიას ჯაყომ დაურეკა და უთხრა.
---რა ეჩქარებოდა,ვერ მოითმინა დილამდე?
---ჰმ,რომც საყვედურობს ეს უმადური.მოდის დედაშენი, ორ დღეში მანდ ვარო.განა ჩემთვის არის წასული ზურა ჰა?ეს ამოდენა ტყუილი როგორ მოიფიქრე,იცოდე ეს მეორედ არ გააკეთო,თორემ შენ მამიდა აღარ გყავს იცოდე.
---კარგი ხო რა იყო, დაწყნარდი?
---არა,ახლა ვბრაზდები,როგორ გვატარე დღეს ყველა შენს ჭკუაზე.
---მოდი ჩაგეხუტოს საყვარელმა ძმიშვილმა.
---თავიდან მომწყდი,აფერისტი.უთხრა თინამ მაგრამ მაინც გაეღიმა ბოლოში.ზურამ წარბები შეკრა და ჩაილაპარაკლა.
---აუ რა გაუძლებს ახლა მზიას ჭუჭყურს.
---ღირსიც ხარ,რომ გცემოს,ახლა არ მეცოდები რადგან დამსახურებულად გცემს.
---მე?მე მცემს მზიკო?ჯერ დავაცდი და მერე ერთს მოვეფერები და ხელად გავაჩუმებ.
---არა ვინ გაძალებდა ნაკვეთში მუშაობას,თუ შენ არ გინდოდა.
---აწი ნაკვეთში გაყოლას მეტყვიან და მე ალერგია დამემართება.ორივე იცინოდა,გაბრაზდა თინა მაგრამ ის ხომ მისი ძმისშვილი იყო,რომელზედაც დიდი ამაგი ჰქონდა გაწეული.
მეორე თავი.
ყოველთვის ვოცნებობდი გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა,ვინც დამიცავდა და ვისი იმედიც მექნებოდა ყველგან და ყოველთვის.არ მინდოდა ორი ცხოვრებით მეცხოვრა,არც ძალდატანებით ცხოვრებას ვიყავი ჩვეული,ამიტომ მე და ჩემი მეუღლე,რომელიც ჩემზე 12 წლით უფროსი იყო 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენ-ჩვენი გზებით წავედით.დრო გავიდა,ლოდინით აღარავის არ ველოდი.მე ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდი ჩემი ორი წლის ლიკასთან ერთად.ცხოვრებას ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან.ისინი მე მოწყენილობის საშუალებას არ მაძლევდნენ,ძალიან დიდი სითბო და მხარდაჭერა მქონდა ყველასგან და არც ზრუნვა მაკლდა,არც მშობლების და არც ერთადერთი ძმისგან.ერთი წელი იყო გასული რაც მეუღლეს დავშორდი და ერთ დღეს მესმის ლიკა ტელეფონზე ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანივით საუბრობს, დამაინტერესა და ყური დავუგდე,გავიგონე რომ ამბობდა თან ძალიან სასაცილოდ.
---აბა თუ ალ მიცნობ,ლატომ დამილეკე?ეს ზარი იყო მოულოდნელი ზარი ამ ერთი წლის განმავლობაში.შემდეგ ისე დამჩემდა,თითქოს ყოველ დღე ველოდი,მაგრამ აღარ განმეორებულა.ველოდი ზარის განმეორებას,მაგრამ უნდობლობაც მქონდა უცნობის მიმართ,რადგან ძალიან მეშინოდა მოულოდნელად არ მწვეოდა სიხარული და მერე არ მტკენოდა.არ მეგონა თუ ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა ეს ერთი უცხო ზარი ჩემთვის,არ მეგონა თუ ეს ზარი თვეების შემდეგ ამაფორიაქებდა და ყოველ ჯერზე მისი წკრიალი,გულის გავლით სულამდეც მიაღწევდა.რამოდენიმე თვის შემდეგ,ისევ განმეორდა ის ნომერი და მას შემდეგ ეს ზარი ყოველდღიურობად იქცა,რომელიც სერიოზულად ყალიბდებოდა ჩემში დღითი-დღე. რამოდენიმე თვის მანძილზე ყოველი დილა მისი ლამაზი დილა მშვიდობით იწყებოდა და საღამო ლიკას ძილის წინ, ზღაპრების მოყოლით მთავრდებოდა.ჯერ უნახავი ადამიანი მთელი გრძნობით შემიყვარდა. შემიყვარდა იმ ძლიერი გრძნობით რა გრძნობითაც მას შევუყვარდი მეც და ჩემი ლიკაც. მხოლოდ საუბარში მიილია ერთი წელი და მხოლოდ საუბარში ნაზარდმა სიყვარულმა ერთმანეთს გადაგვკვანძა, რომელმაც მე ბედნიერება მომიტანა.
---ელენე მალე დავბრუნდები და მინდა შევხვდეთ ერთმანეთს.გული ამიჩქარდა და დაუფიქრებლად დავეთანხმე. დადგა მნიშვნელოვანი დღე და 2013 წლის 28 დეკემბერს ჩვენი შეხვედრა მოხდა ქუთაიში,თეთრ ხიდთან.იმ დღეს ლამაზი მზიანი დილა იყო, მაგრამ ნელი ქარიც დანავარდობდა. დილის ულამაზესი ხედი თეთრ-ხიდზე,ირგვლივ კი სიხარულის სუნი ჰაერში,ხოლო გულში მშვენიერი გრძნობაა,რომელსაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან.რა ადვილად თავსდება ამ ერთ სიტყვაში ამოდენა გრძნობა.მიდიხარ წინ და თვალები სიხარულისგან გიბრწყინავს,შორიდან ხედავ როგორ დასცქერის საათის ისრებს, ვერ მხედავს და ნელა-ნელა მივიწევ წინ სიხარულით სავსე გულით და აი ნანატრი წუთებიც დადგა,ნანატრი შეხვედრა შედგა და ჩვენს გარშემო რაღაც საოცარი სუნი ვიგრძენი,ალბად ეს სიყვარულის სუნი იყო,ჯერ კიდევ გაუმჟღავნებრელი სიყვარულის. უკვე მიუახლოვდი და ჩემს გრძელ თმებს ქარი აქეთ-იქეთ აფრიალებდა მის ჭკუაზე.წვრილ ქუსლზე შავი ჩექმა მეცვა,თხელი შავი კალგოტკა და მუხლამდე შავი კაბა,ნაცრისფერი ზედა რომელიც ჩემს საკმაოდ დიდ მკერდს კარგად კვეთავდა და ასევე შავი მანტო. ვიდექით ერთმანეთის წინ და ვერცერთი ვერ ვიღებდით ხმას მანამ,სანამ სიცივემ ორივე არ აგვაკანკალა.იქვე კაფეში შევედით რომელსაც ,,თეთრი ხიდი'' ჰქვიოდა,ისევ მდუმარედ ვისხედით თითქოს სალაპარაკო ვერ გამოვძებნეთ,არადა რამდენი რამის კითხვა მინდოდა,ჩვენ კი ვისხედით მდუმარედ და დიდი ფანჯრიდან ვხედავთით ხიდზე მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს,რომლებიც სიცივესაც კი ვერ გრძნობდნენ.ქუთაიში,თეთრი-ხიდი ხომ შეყვარებულთა პაემნის ადგილია,როგორც იქნა მოახერხა საუბრის დაწყება და შემეკითხა.
---როგორ ხარ,რას შვრები.იმ დღიდან ჩვენ ორნი ხომ ერთმანეთის სუნთქვით ვსუნთქავთ და გულში გავიფიქრე,რომ არასოდეს,არასოდეს მინდა დასრულდეს ასეთი სიყვარულით სავსე წუთები ჩვენს ორს შორის.მე ჩემთვის გულში ვფიქრობ,ის კი თითქოს ჩემს გულში ჩაძვრა და ჩემი ფიქრები წაიკითხა,რადგან მანამ იგივე მითხრა,რაც მე გავიფიქრე.
---ელენე მართალია,სულ ცოტა დროა რაც ერთმანეთს ვიცნობთ ვირტუალურად,მაგრამ მინდა ეს წუთები არასოდეს დასრულდეს და მუდამ ერთად ვიყოთ.
---ზურა დარწმუნებული ხარ?კარგად იცი,რომ მე მარტო არავარ, მე შვილი მყავს.
---მე შენ მიყვარხარ ელენე და თუ შენ მიყვარხარ,ესე იგი,მე შენი შვილიც მიყვარს,ის ხომ შენი სხეულის ნაწილია.
---არ ვიცი,ასე უცებ მე ვერ გიპასუხებ,უნდა დავფიქრდე,ვერ გადავწყვიტავ მე ჩემით,მე ოჯახი მყავს,ძმა მყავს.
---მომისმინე,მე ახლა თურქეთში მივდივარ და შენ ჩემს დაბრუნებამდე იფიქრე,დრო გაქვს და რომ დავბრუნდები თურქეთიდან,გპირდები შენს მშობლებსაც ვნახავ,ძმასაც და დაველაპარაკები.ლიკა ძალიან მიყვარს და მას სიტყვას გაძლევ რომ როგორც ჩემი შვილი ისე მივიღებ.
---არ ვიცი,ვერ გიპასუხებ ვერაფერს გარდა იმისა,რომ ლიკა ჩემთვის ყველაფერია.
---ლიკა შენს გვარზეა თუ მამის გვარზე.
---ლიკა ჩემს გვარზეა,მამამ არ მისცა გვარი.მიუხედავად იმისა დედიკომ რამდენჯერ თხოვა,ხელი მოაწერეთ და ლიკა შენს გვარზე გადაიყვანე,თორემ სკოლაში შეყვანა გაჭირდებაო,არ მოინდომა.ახლა კი ჩემს ძმაზე უნდა დავწერო,რომ ბაღში შევიყვანო.

---მე მივცემ ჩემს გვარს და ლიკა არა ბიბიჩაძე, არამედ ტიღაშვილი იქნება.გპირდები ამას გავაკეთებ.ცრემლი მომერია და ვერაფერს ვამბობდი,შემდეგ საათს შევხედე და ვუთხარი.
---უნდა წავიდე,მაპატიე ძალიან ვერ დავაგვიანებ.მაღაზიაში უნდა გავიარო ლიკამ იმ იმედით გამომიშვა,რომ კუკლა უნდა მივუტანო.
---კუკლა ნაყიდია უკვე,მე შევპირდი ლიკას და აი აქ არის წაუღე.გაცილებით კი გაგაცილებ.ორივემ ერთად წამოვედით და მოულოდნელად თმებზე ხელი ჩამომისვა და მითხრა.
---იცი როგორ მიყვარს გრძელი თმები?უეცრად დაუფიქრებლად ვუთხარი.
---უნდა შევიჭრა,მომაბეზრა თავი.გაბრაზებულმა შემომხედა და მითხრა.
---არც შენ და არც ლიკას თმას არ შეგაჭრევინებთ,ამას არ დავუშვებ.მე თავად ჩავგიბწნი ყოველ დილით შენს თმებს შენ თუ დაგეზარება.მე გამეცინა და მან სერიოზულად შემომხედა და თქვა.
---ელენე ცხოვრების არ შეგეშინდეს,გახსოვდეს ღმერთი არსებობს და გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნის.გთხოვ მიენდე უფალს და იცხოვრე შიშის გარეშე.არასოდეს გაიარო იმ გზაზე,სადაც უკვე დაეცი.არც არასოდეს არ გაკიცხო სხვა,რადგან შენი მომავალი შენ თავად არ იცი.მე ხვალ მივდივარ და აი მაშინ ველოდები შენგან პასუხს.კიდევ გიმეორებ და გპირდები კიდევ ერთხელ და უამრავჯერ,თუ შენიანების გერიდება,მათ მე დაველაპარაკები. იმხელა სითბო მოდიოდა ამ ადამიანიდან,რომ ცრემლი მომერია და აკანკალებული, ცრემლნარევი ხმით ვუთხარი.
---დედა არ არის საქართველოში, საბერძნეთშია.
---არა უშავს,მამა და ძმა ხომ აქ არიან,მათ ვნახავ.ახლა მარშუტით წასვლას ტაქსით გაგიშვებ.გამიშვა სახლში ტაქსით და თან მისი სითბოც თან გამატანა.მივდიოდი სახლში ვფიქრობდი დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე.მოულოდნელად შეტყობინებამ გაანათა ტელეფონის ეკრანი და ვხსნი თან ვკითხულობ.
---იცი რა? ჩემი ცხოვრება მოულოდნელმა ზარმა შეცვალა.როგორც ეს ზარი იყო მოულოდნელი და დაუგეგმავი,ასევე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს გულში ნელა-ნელა სიყვარული.დღეს კი ეს გრძნობა შენმა ნახვამ უფრო გამიღრმავა,როცა შენი თვალები შემომანათე,შენი გრძელი შავი თმები,ისეთი ლამაზია,როგორც დიდი შავი ზღვა.დიდი სურვილი მაქვს გადავცურო ეს ზღვა მხოლოდ შენთან ერთად.შემიყვარდა შენი გამოხედვა,შენი ნაზი ხმა,შენი ღიმილი.იმედია ეს ყველაფერი სიზმრად არ გადამექცევა,სიზმრად საიდანაც გამოღვიძებას არ მოვისურვებ.
---არ ვიცი რა იქნება ხვალ,ზეგ და საერთოდ მომავალში,მაგრამ გულღიად გეტყვი,რომ დღეს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. თურმე სიყვარული ისევ შემძლებია,სადღაც ყოფილა ჩემს გულში ეს გრძნობა შემორჩენილი,რომელიც მე გამქრალი მეგონა,დღეს ისევ გაღვივდა.
---გპირდები,რომ ყოველი დღე ხალისიანი და ბედნიერი გექნება.იმასაც გპირდები,რომ შენს სახეზე გამოსახული ღიმილი ყველა ჩემი ბრალი იქნება.იმ დღის შემდეგ,ყველა მის თავისუფალ დროს ჩვენთან საუბრით ატარებდა.მე კი არ მინდოდა,ზურას მთელი მისი თავისუფალი დრო ჩემთან და ჩემს ლიკასთან დაეხარჯა და ყოველთვის ვსაყვედურობდი.
---დრო ფულია,თუმცა მისი ღირებულება ზუსტად არავინ არ იცის.შეზღუდული დროის აღდგენაც არავის არ შეუძლია,დრო უკან არ ბრუნდება ეს არ მოხდება არასდროს და ძალიან გთხოვ, ყველას მოახმარე შენი თავისუფალი დრო.შენ ჩვენს გარდა გყავს საყვარელი ადამიანები,რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან შენს ზარს,შენს ერთ მოკითხვას.
---ადამიანთა უმრავლესობა,პირველად მას კითხულობს შორი გზიდან,ვინც ძალიან ენატრება.ნუ ჯავრობ,მე ყველაზე მაქვს გადანაწილებული ჩემი დრო.
---ხოდა,შენი პირადი ცხოვრებისთვისაც მოიტოვე დასვენების გარკვეული დრო,როცა ასე ფიზიკურად მუშაობ,მეტი დრო უნდა დაუთმო დასვენებას,რომ ძალები აღიდგინო და ასე ჯამრთელობასაც გააკონტროლებ.
დადგა 2014 წელი და ამ წელს 22 თებერვალს ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა განგებამ,ჩემი გამზრდელი და უსაყვარლესი ბაბუა სამწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა,დედა ვერ ჩამოვიდა,ათენიდან დაიტირა წლების მიერ მონატრებული საყვარელი ადამიანი.ეს ტკივილი არ გვაკმარა უფალმა და ამავე წელს 22 აპრილს ჩემმა თბილმა და საყვარელმა ბებომ დაგვტოვა.ეს ყველასათვის უეცარი დარტყმა იყო და ძალიან დიდ ტკივილზე კიდევ ზემოდან უზარმაზარი ტკივილი.ბოლო სამძიმარი იყო,რომ მე,ლიკა და თამუნა მივდიოდით ბებოს სამძიმარზე და ჩვენს წინ მოულოდნელად ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა და იქედან ზურა გადმოვიდა.ეს იყო ძალიან მოულოდნელი.გამეხარდა ძალიან,მაგრამ სახლში ვერ მივიპატიჟებდი რადგან ვჩქარობდი.ბებოს სახლიდან გვიან წამოვედით მე და ჩემი მამიდაშვილი თემო მარტო არ გამომიშვა,თან ლიკას დაეძინა და ხელით ატატებული მოგვყავდა.სახლში მისვლამდე ისევ დამხვდა ზურა და თემომ ლიკა ხელებში ჩამისვა და მითხრა.
---შენ სახლში წადი,უკან არ მოიხედო.
---შენ?შევეკითხე შეშინებულმა.
---მეც მალე მოვალ,დაველაპარაკები.იმედია გაიგებს,ხვალ დასაფლავებაა და იმ თემაზე,რაზეც ის ჩამოვიდა სალაპარაკოდ,არავის არააქვს მაგის ხასიათი.წადი,მე მალე მოვალ.მითხრა წყნარად,თავზე მაკოცა და გამომიშვა.ძალიან ვნერვიულობდი სანამ თემო დაბრუნდებოდა,მართლაც მალე დაბრუნდა და გაოცებულმა და თვალებ გაფართოვებულმა დავათვალიერე,რამე ხომ არ ჭირდა,ან სისხლი თუ ჰქონდა სადმე.ვერაფერი ვერ შევნიშნე,არც სახე ჰქონდა მოქცეული გვერძე და არც დასისხლიანებული იყო.
---რას მათვალიერებ,პირველად მნახე?მითხრა წარბის აწევით.
---რა ქენი,ელაპარაკე?
---კი ველაპარაკე და აუხსენი წყნარად,რომ ხვალ ციალა ბებოს დასაფლავებაა და ყველა იქ არის,ამიტომ ახლა არ იყო საუბრის დრო.
---და დაგიჯერა ასე უხმაუროდ?
---აბა რა გინდოდა,უნდა დაგვეხოცა ერთმანეთი?
---რა ვიცი.ჩავილაპარაკე ჩუმად.

---მომისმინე,რა უფრო კარგია,წყნარად და გასაგებად რომ მოაგვარებ ყველაფერს თუ იყვირებ,იგინებ და შეყრი მთელ სამეზობლოს და საჭორაოდ აქცევ შენს პირადულს. გახსოვდეს,არასოდეს არ მისცე შენს თავს ზედმეტის უფლება.არასოდეს არ გადაწყვიტო, ცხელ გულზე და დაუფიქრებლად.დაიმახსოვრე,რომ შენს წინ,შენი ადამიანობა დევს და შენი სინდისი.ჩვენ ერთად გავიზარდეთ,ლამაზი ბავშვობა გვქონდა და არ გეგონოს არ მტკივა შენი ასეთი ცხოვრების შემობრუნება.ვიცი,რომ შენც ცოდვა ხარ მარტო და ლიკასაც მამა ჭირდება.ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ,მაგრამ აუცილებელია გყავდეს გვერდით ადამიანი,რომელსაც ეყვარები და რომელიც გაგაბედნიერებს.მე ჩუმად ვტიროდი,გულმა ვეღარ გაუძლო ჩუმ და უხმო ტირილს და ხმამაღალი ხმით ავღრიალდი.
---რატომ,რატომ დამანარცხა თემო ცხოვრებამ მწარედ მიწაზე.
---ხდება ხოლმე ასე ჩემო გოგო,მაგრამ შენ ხელი არ უნდა ჩაიქნიო და ცხოვრება უნდა გააგრძელო,წინ ლამაზი მომავალი გელოდება.
---არა,არ ჩავიქნევ ხელს და არც ბრძოლას შევწყვიტავ.
ყოველთვის მახსოვდა,რომ მე უფლის შვილი ვარ და ის არასოდეს არ დამტოვებს მარტო.აქამდე უაზროდ მიხეტიალია დღე და ღამე ჩემს ფიქრებში აცრემლიანებული თვალებით,კითხვები ტრიალებს ყოველთვის ჩემს თავში,ვინ ვარ მე?ან საერთოდ ვარსებობ?პასუხს ვერ ვპოულობ შუა ტბაში ჩამდგარი და მეორე ნაპირზე ვცდილობ გასვლას,ჯერ ვერ მივაღწიე მეორე ნაპირამდე თემო რადგან,ჩემი სულის კარები გამოვკეტე,მჭიდროდ ჩავრაზე დარაბები და დარდებს,ჩემს მწარე დარდებს არც გარეთ ვუშვებ.ხანდახან ვიკარგები და არ ვიცი რა გავაკეთო.ლიკა მაძლევს ძალას,მისი ტიტინი და დილას თვალი არააქვს გახელილი,რომ ამბობს ,,დე მჩია'' რეალობაში მაბრუნებს და მხოლოდ მისთვის ვაგრძელებ ცხოვრებას.მამიკოს და დათოს რექციის მეშინია,როგორ მიიღებენ ზურას და მის წინადადებას.გულზე მიმიკრა და მისთვის უჩვეულოდ წყნარი ხმით მითხრა.
---მომისმინე,რაც არ უნდა უარი თქვას ორივემ,თუ თქვენს ორს შორის ის დიდი გრძნობაა გაღვივებული,რაც არ უნდა იყვიროს ბიძიამ და დათომ,გულები რომლებსაც ერთმანეთი უპოვნიათ და ერთმანეთი უყვართ,მათ დაშორებას ვერავინი ვერ შეძლებს. დაწყნარდი, დათოს მე დაველაპარაკები. იმ ღამით თემოს მკერდზე თავმიდებულს ჩემს უბედობაზე ტირილში ჩამეძინა,დილით კი ჩემს საწოლში ვიწექი,ჩემს პაწაუნასთან ერთად.მისმა პატარა ხელების ფერებმა გამომაღვიძა.
---დეე,გაიგიძე ნაქე მეჩიჯი მოდივიდა.გამეცინა და ტელეფონი გამოვართვი.ზურას შეტყობინება იყო.
---საყვარელო თემურიმ ამიხსნა ყველაფერი წყნარად და გასაგებად.ახლა აზრი არააქვს შენების ნახვას და დალაპარაკებას.მე ისევ ვბრუნდები უკან თურქეთში და გახსოვდეს,რომ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ჩვენში არსებული სიშორე უფრო მიმძაფრებს შენდამი სიყვარულის გრძნობას.ჩემი გული და სიყვარული მხოლოდ შენ დაგითმე,შენ შეძელი და გააღვიძე ჩემში სიცოცხლის წყურვილი.შემაყვარე მთვარიანი ღამეები,ღამეები რომლებმაც იცოდა ჩემი ყველა დარდიანი საიდუმლო.ვერსად ვერ გაგექცევი,შენ ჩემს სუნთქვად იქეცი.ჩვენს გულებს მხოლოდ ის გული გაუგებს,ვინც იცის რაა სიყვარული და ვისაც ნამდვილი სიყვარულით ყვარებია.ამჯერად დიდი ხნით არ ვჩერდები და თურქეთიდან პირდაპირ შენთან მოვდივარ.“ გული ამიფრიალდა,ჯერ დავრწმუნდი,რომ სახლში მარტო ვიყავი,შემდეგ კი ხელის კანკალით დავრეკე ზურას ნომერზე და მომესმა მისი თბილი ხმა.
---როგორ ხარ,მაპატიე არ ვიცოდი დღეს დასაფლავება თუ იყო,თორემ არ ჩამოვიდოდი.
---მითხრა ზურა ყველაფერი თემომ.ამჯერად არ იყო მაგ თემაზე სასაუბრო დრო,მაგრამ თუ საჭირო გახდა ვერავინი ვერ შემაჩერებს,ჩემში შენს მიმართ ამ გრძნობებს ვერ გამიქრობს ვერავინი.შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი,შენ და ჩემი ლიკა.მე არ გავზრდილვარ მდიდარ ოჯახში და დიდ ფუფუნებაში,ჩემი სიმდიდრე ერთმანეთის სიყვარულია და აი ეს არის მთავარი,არა ფული და არა ქონება,მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომა დაგვაძლევინებს ყველაფერს.შენ ხომ ჩემს სახელს შენს გულში დაუთმე ადგილი,შენ აქ ხარ ჩემს გულში და აქ იქნები მუდამ ჩემთან ერთად.მე კარგად ვიცი ცხოვრების ფასი,შიმშილიც კი გამომივლია და არქონებაც,მძიმე დღეებითაც გამომცადა უფალმა და ყველაზე მეტი ჩემს ასაკში,ცრემლის გემოც კი გავიგე.მე ბევრჯერ მომკლა ცხოვრებამ,მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე გაიარა მას შემდეგ,რაც შენ გაგიცანი.ახლა ჩემთან ნამდვილი სიყვარულის დრო მოვიდა,მე შენ მიყვარხარ ზურა.
--ელენე მიყვარხარ.ჩემს ფიქრებში ხარ,ჩემს ოცნებებში,მაგრამ ყველაზე მეტად იმ დღეზე ვოცნებობ როცა რეალურად გიგრძნობ ჩემს გვერდით.
---იმედია ეს დღეც მალე დადგება ზურა.ახლა უნდა მოვემზადო,მალე ჩემებიც მოვლენ და ერთად უნდა წავიდეთ.გათიშა თუ არა ზურამ ტელეფონი იქვე მდგარ დედას შეხედა და უთხრა.
---დედა,როდისმე ძალიან გყვარებია?
---მე მეკითხები?გაუკვირდა მზიას.ზურა კი სადღაც იხედებოდა და საუბრობდა.
---ის თუ იცი,რომ სიყვარული დიდი ტანჯვაა?
---ვიცი შვილო,მაგრამ როცა გიყვარს ამ სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა.
---ნდობაც ჭირდება სიყვარულს დედა,ნდობის გარეშე არაფერი არ მოხდება.
---მართალია,ნდობის გარეშე სიყვარულს ძალა არააქვს შვილო.
---დედა ერთი გოგო მიყვარს.
---ვიცი და ვხედავ,რომ ძალიან გიყვარს.
---ელენე ქვია დედა და იცი რა ლამაზია?
---მაჩვენებ სურათებს?ზურამ დედას ფოტოები აჩვენა.
---ვაააუუუუ,ძალიან ლამაზია ზურა.
---ეს პატარა მოგწონს?აჩვენა ლიკას ფოტოებიც.
---კი ძალიან ლამაზი ბავშვია.
---დიდი ხანია უკვე რაც მას ვიცნობ და რამდენჯერმე კიდეც შევხვდით ერთმანეთს,ეს ლიკაა მისი შვილი.ქმარს გაშორებულია და ახლა მშობლების სახლშია.ლიკა 3 წლის არის და ძალიან საყვარელი ბავშვია.
---სიყვარულმა ეს არ იცის შვილო,მერე რა, არ გაუმართლა პირველმა ბედმა,მთავარია გიყვარდეთ ერთმანეთი და მისი შვილი შენს შვილად მიიღო.
---ასეც იქნება დედა და ვფიქრობ ჩემი გვარი მივცე,მამამისმა მისი გვარიც არ მისცა ბავშვს.
---მომეწონა,კარგი გოგოა.დედამის იცნობ?
---პირადად არა,ის საბერძნეთშია.
---ზურა მე აქამდე მოგიყვანე 27 წლის ხარ და შენ უკეთ იცი,რაც უნდა გააკეთო.
---არ მინდა ისე გამომივიდეს,რომ შენ გული გატკინო დედა.
---მე შენი ბედნიერება მინდა ზურა და იმედია,ორივე,მეც და შენც სწორად ვფიქრობთ.რამდენად კარგად იცნობ მას შვილო.ზურა ჩაფიქრდა და სივრცეს გაუსწორა თვალი.
---რამდენად ვიცნობ მე ელენეს?ის წარმოსაჩენი ქალბატონია,შეუძლებელია მისი სილამაზე ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს.მინდა აღვნიშნო,ისიც გარეგნულ მომხიბვლელობასთან მიღმა დიდებული სული და ოქროს გული იმალება.მისით ყველა აღფრთოვანებულია,მაგრამ უნდა აღვნიშნო ისიც,რომ ძალიან ჯიუტია,რაც ძალიან არ მომწონს.ამ ყველაფერთან ერთად კი არის,მისტიური და ამოუცნობი,იდუმალებით სავსე.მე მას ვერავის ვერ ვადარებ დედა,მისი შედარება მხოლოდ უსასრულო სამყაროსთან შეიძლება.
---ძალიან საინტერესოდ დაახასიათე და უკვე ძალიან დამაინტერესე.მომეცი ნომერი,რომ დაველაპარაკო,გავეცნო.
---დედააააა.გადახედა ზურამ დედას.
---შენს თავს ვფიცავარ,ცუდს არაფერს არ ვეტყვი.
---იცოდე,რომ....................!
---ზურა ზედმეტები მოგდის.ხმა გაიმკაცრა მზიამ.ზურამ ნომერი მისცა და შემდეგ დასაძინებლად წავიდა,რადგან დილით ადრე იყო ასადგომი.ზურას გასვლისას მზიამ ჩაილაპარაკა.
---სიცოცხლით სავსე ხარ და ამ სიცოცხლის სიყვარულის შეუმჩნევლობა შეუძლებელია.შენი ოპტიმისტიკური ხასიათი გადამდებია ზურა.შენ საოცრებების მოხდენა შეგიძლია,შენი მხიარული და ოპტიმისტური ხასიათით.ეგონა მისთვის საუბრობდა,მაგრამ ზურა შემოუბრუნდა დედას და უთხრა.
---ჩემთვის,სულიერებად ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს დედა,ვიდრე მატერიალურ ფასეულობებს.
სიყვარული ძლიერი პიროვნული ემოციაა,ის არის სათნო,რომელიც ყველაში სიკეთით ისახება.სიყვარული ყველანაირი გრძნობის არსებობს,მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება აქვს მეგობრულ სიყვარულს და ვნებიან სიყვარულს,ამ ორ შორის კი არ იყო სიყვარული მხოლოდ ვნების დაკმაყოფილება,მათი სიყვარული მოიცავდა ვნებასაც,ვალდებულებასაც და ინტიმურობასაც.ბევრი,ძალიან ბევრი რამ მქონდა მოსმენილი სიყვარულზე და მაინც არ მჯეროდა,რომ სიყვარულის გამო ადამიანს ყველაფრის დათმობა შეუძლია,ვერც ის წარმომედგინა როდისმე მე რომელსაც სიყვარულის არ მჯეროდა და ამ გრძნობის არ მწამდა,როდისმე სიყვარულზე საათობით თუ ვისაუბრებდი.ეს გრძნობა უეცრად მოვიდა ჩემში,ერთხელ,შეცდომით შემოსულმა უცხო ზარმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.ნუ ჩათვლით სიყვარულის გრძნობას სისულელედ,თუ გეწვიათ მოეფერეთ და მაგრად ჩაჭიდეთ ხელი.ეცადეთ ცივ ზამთარში გაგათბოთ მისგან წამოსულმა სითბომ,მწყურვალს კი წყალიც მოგაწოდოთ.თუ მის მიმართ თქვენც ნამდვილ და ძლიერ სიყვარულს განიცდით,ნუ დაიშურებთ მის მიმართ თბილ სიტყვებს,გრძნობა ჩააქსოვეთ თუნდაც იმ ერთ სიტყვაში, ,,მიყვარხარ''.გაუთავებლად გულშიც და მის გასაგონად,რათა არასოდეს არ მოგინდეთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა.ამ გრძნობის შესანარჩუნებლად მუდმივად ომი გვმართებს,ომი კი ადვილი არ არის,ომი ტანჯვაა,ვნება და წამებაა.ჩვენ ქალები სუსტი არსებები ვართ,სიყვარულთან ერთად კი გვინდა რომ ჩვენზე ზრუნავდნენ,გვინდა რომ მუდმივად ვგრძნობდეთ იმ ძლიერ ძალას,რომელიც თავს გვაკარგვინებს.როგორც ყველას,სწორედ მეც იქ მინდა ვიყო,სადაც ჩემი სიყვარულია.წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა,ჩემი ცხოვრება მაშინ იქნება სრულყოფილი და ჩვეულებრივი ცხოვრების ჩარჩოებს არ გასცდება,როცა ჩვენ ერთად ვიქნებით.მე მზად ვარ ჩემი სიყვარულის დასაცავად,შუა ომში რინგზეც კი ავიდე.მე იმისთვისაც მზად ვარ,მის გამო დანაღმულ ველზე ვიარო.ვიცი,დიახ ვიცი ძლიერი სიყვარული ხანდახან მოსაბეზრებელიც კი არის,ხანდახან ურთიერთობაშიც დასტოპვა ხდება,გვემატება ვალდებულებები და პასუხისმგებლობით მძიმდება ურთიერთობა,მაგრამ ერთად ცხოვრებისათვის ეს ყველაფერი ამად ღირს.
სიყვარული არ იბადება ისე,რომ ტკივილი და ტანჯვა არ მოიტანოს,მაგრამ ამის გამოც ღირს ცხოვრება.ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,რის გამოც ბრძოლობთ,არ თმობთ ბრძოლას,რაც ყველაზე ძვირი ჯდება და მაინც მიგყავს სასურველ შედეგამდე.მე საკუთარ ადგილს ვეღარ ვპოულობ მიწაზე,მზის ქცეშ,მაგრამ ჩემს გზას გავყურებ..მე ვიბრძოლე,მე კიც გადავიხადე,კიც გავიღე და კარგად შევიცანი და შევითვისე იმ სიყვარულის ფასი რომელიც ზურამ მაჩუქა.დარწმუნებული ვარ მე ის დამიცავს,ისევე როგორც მე მას.ისიც იბრძოლებს ჩემს გამო,ყველა წყვილი სიყვარულით გეგმავს მომავალს,ერთად ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი,რომ მათი ურთიერთობა მოსაწყენი არ გახდეს.ცხოვრებაში შეიძლება ყველამ გატკინოს,ამიტომ ერთ დღეს მოგინდება იყო მის გვერდით,ვისთანაც გიღირს ცხოვრება გააგრძელო.
ამიტომ 2014 წლის 14 სექტემბერი იყო ჩემი საბოლოო გადაწყვერტილების მიღების დღე.არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს ჩემს გადადგმულ ნაბიჯს,მაგრამ ნამდვილად თუ ოდესმე გყვარებიათ,იმ სიყვარულის სიტყვებით გადმოცემასაც ვერ შეძლებთ,რადგან არ გინდა ის ლამაზი გრძნობა სხვას გაუზიარო და გინდა, მხოლოდ შენთვის შეინახო ლამაზად გულში
2014 წელი 14 სექტემბერი,დილაა.მამიკოს და დათოს ყანაში მოსავლის ასაღებად მუშა ყავს,დედიკო გვირეკავს და მასწავლის რა,როგორ გავაკეთო.სახლში პატარა მარიამი გვყავს,ჯერ სულ პაწაწაა 14 დღის.ყველაფერს მოვრჩი და ზურა მირეკავს.
---გისმენ ზურა.
---როგორ ხარ სიცოცხლე.
---ძალიან დაღლილი.
---რატომ?რა გააკეთე,ჯერ ადრეა და ასე რამ დაგღალა.
---მოსავალს ვიღებთ დღეს და მუშა გვყავს.
---აააა,დიასახლისობ?ჩემთვის როდის გაამზადებ მასე მონდომებით სადილ-ვახშამს?
---თუ გინდა ხვალვე.ვუთხარი დაუფიქრებლად.
---ნუ მაბოლებ ელენე.არ ხარ შენ წამომსვლელი,ხვალ ჩემთან რომ იყო,ეს რაღაც ზღაპარია.
---დედაშენის მერიდება,თორემ ახლავე წამოვალ.
---დედაჩემმა სხვათაშორის ყველაფერი იცის შენზეც და ლიკაზეც.
---ზურა ჯერ ერთი,რომ ოჯახი ეს ძალიან სერიოზული თემაა.და მეორე,ის რომ ლიკას მე არსად არ დავტოვებ არავისთან,თუ მართლა გადავწყვიტე წამოსვლა.ის ჯერ 3 წლისაა და უჩემოდ გაუჭირდება.
---ძალიან მტკივნეულია,მაგრამ მე უშენობას ვითმენ ელენე.
---დღეიდან თავს მოგაბეზრებ,მოვდივართ.სიტყვის თქმაც არ დავაცადე,რომ ლიკას დავუძახე.
---ლიკა მოდი ჩავიცვათ დე,ზურასთან გინდა წავიდეთ?
---მათა?ულააა,კი,კი,კი მიდა დეეე.ლიკამ სიხარულისგან ტაში შემოკრა და ჩქარა-ჩქარა ჩავყარეთ ჩემოდანში ორივეს ტანისაოსი და თამუნას ვუთხარი.
---თამუ ჩვენ მივდივართ,ყველაფერი გაკეთებულია,მაგიდა გაწყობილია.აბა,მისურვე წარმატებები.
---დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?ხომ დამირეკავ,რომ ჩახვალ.
---1000%-ით ვარ დარწმუნებული,რათქმა უნდა დაგირეკავ,ან მოგწერ.
---ლიკა მოდი ბიცო გაკოცო.თამომ გულში ჩაიკრა ლიკა და კოცნით დაუფარა სახე.ლიკა კი ისევ ატიტინდა.
---ბიჩო მე მალე მოალ,აქა მალიამს ვატოცებ.მივიდა მარიამთან და ნაზად აკოცა,მეც დავემშვიდობე ჩემს პატარას და წამოვედით.
მივდიოდი,გულში სიხარულიც ენთო და შიშიც,ვიცი რომ მე ეს ნაბიჯი ტკივილსაც მომიტანდა,მაგრამ სიყვარული ხომ ტკივილის გარეშე არ არსებობს.თუ ტკივილი არ შეგიგრძვნიათ,ვერც სიყვარულს ვერ შეიგრძნობთ.მე დღეს გადავდგი ნაბიჯი,რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ამავ დროულად ჩემი სიყვარულის ისტორიაშიც დიდ ნაკვალევს დატოვებს,რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერავინ და ვერაფერი ვერ წაშლის.როცა რიკოთს გავცდით ტელეფონი ჩავრთე და უამრავი ნარეკი მამიკოს ნომრიდან,დათოს ნომრიდან,დედიკოს ნომრიდან.გული ამიფრიალდა და შეტყობინებების ჩაკითხვის შემდეგ ზურას ნომერი ავკრიბე და სულის ამოუთქმელად დაველოდე მისი ხმის გაგონებას.
---მეძინა ელენე რა ხდება.
---დამხვდი ვაგზალზე,რიკოთს გამოვცდი უკვე.
---რაააა?მართლა?ლიკა რა უყავი,სად ან ვისთან დატოვე.
---არავისთან,თან მახლსვს ჩემი კოკროჭინა.,აქ მყავს.
---არ მეხუმრები?აბა დამალაპარაკე.
---ლიკა ზურას დაელაპარაკე დე და უთხარი,რომ მასთან მიდიხარ.
---ჯულა მათა გიდოდა ჩეთან დაპარაკება?აბა გიჩმენ,ლა გიდოდა?იჩი მე და დედა ჩეთან ლომ მოდივალთ?
---ჩემი მერცხალი მართლა მოფრინავს ჩემთან?სიცილით შეეკითხა ზურამ ლიკას.
---ქო მოდივალთ.
---და რომ მოხვალ ჩამეხუტები?
---აბა ალ ჩაგექუტუნები?და კიდე გატოსებ.
---კარგი საყვარელო,დედა დამალაპარაკე ახლა.ლიკამ გადმომცა ტელეფონი და თან ღიმილით მითხრა.
---დე აქა ჩეთან უდა პარალაკი ჯულას.
---ჯულა არა დე,ზურა.
---ჯულა,ჯულა ველავაბობ უფო კალქათ.ტელეფონი გამოვართვი და ზურამ მითხრა.
---ნუ საყვედურობ,რა გინდა სამი წლისაა და კიდე კარგად ლაპარაკობს,გელოდები მოუთმენლად..
---მეც მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრის წუთებს.,აბა დროებით.
---დროებით.მითხრა და სანამ გათიშავდა მისი ხმა გავიგონე.-დედააააა.გამეცინა და მეც გავთიშე ტელეფონი ზურა კი ამ დროს დედას მივარდა და აღფრთოვანებულმა უთხრა.
---დედაააა,დე სად ხარ.
---რა გჭირს,აქ ვარ,რა მოხდა.
---დედა ელენე და ლიკა მოდის თბილიში.
---მერე? რას იზამ,უკან გაუშვებ?
---დედა აქ თუ მოვიდა ჩემამდე,როგორ ფიქრობ ექნება შანსები,რომ უკან წავიდეს?ჩაიხითხითა ზურამ და იქვე მდგარ მომღიმარ დედას თვალი ჩაუკრა თან თავის ოთახში შევიდა ჩასაცმელად.მზიას უეცრად რაღაც გაახსენდა და ზურას ოთახში კარზე დაუკაკუნებლად შეაჭრა და შეეკითხა.
---ზურა ფული გაქვს?
---მაქვს ცოტა და შენ თუ მომცემ უარს არ გეტყვი.,საფულე მანდ დევს და არ შეგრცხვეს ჩადე რამდენიც შეგიძლია.
---რა საზიზღარი ხარ და თან რა პირდაპირი,რას იცმევ აბა მაჩვენე.
---შავ ჯინსის და შავ მაიკას.
---შენ გაგიჟდი?ვინმეს პანაშვიდზე მიდიხარ?
---აბა რა ჩავიცვა,შენ მომიძებნე სულ დავიბენი მე.
---შავ შარვალზე გეთანხმები და მაისურიიი,აი ეს თეთრი მაისური ჩაიცვი,გიხდება.
---ნეტა ვიცოდე,ახლა სოფელში რა ხდება.
---რა უნდა მოხდეს,იყვირებენ და ჩაწყნარდებიან.ზურა შენ რომ გეძინა გოგამ დარეკა.
---რაო,რა უნდოდა ან როგორაა.
---არ ვიცი ახლა ეს როგორ მოხერხდება,მაგრამ გოგას უნდა შენ და ბექა წახვიდეთ მოსკოვში.
---მოსკოვში?მე და ბექა?მაინდამაინც ახლა?როდისთვის უნდა წავიდეთ.
---თვის ბოლოს იქ უნდა იყოთ.
---ოფ,ოფ,ოოოოფ.ძლივს დაწყობილი,რა უცბად აირია.კარგი მივდივარ.ზურა დაბნეული გავარდა სახლიდან და არ გაუგონია დედის ძახილი.
---ზურა საფულეეე,წავიდა. ვერ გაუსწრო მზიამ გაქცეულ ზურას.
---აუ გიო რა ბიჭი ხარ?რა გამოწერილივით მოხვედი,სად მიდიხარ.
---აეროპორტში მივდივარ,შენ სად გაგიყვანო.
---მე ვაგზალზე და რაც შეიძლება ჩქარა. იმდენად სწრაფად მოთავსდნენ მანქანაში, ვერც იაზრებდა რას აკეთებდა.
---რა ხდება ხო მშვიდობაა.
---საღამოს გაი..................ვერ დაასრულა საუბარი,რომ ტელეფონზე ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა.
---გისმენ ელენე მოვდივარ.
---კარგი,გელოდები.
---დეეე დავეპარაკები ლა.
---ჯულა ჩვენ უკე აქ ვალთ.
---მოვდივარ კოკროჭინა,უხ როდის გნახავ რომ ჩაგკოცნო მე შენ.ზურას ლიკას კისკისი მოესმა და თან ღიმილით გათიშა ტელეფონი.
---ზურა რამე შეიცვალა შენს პირადში?გაკვირვებულმა კითხა გიორგიმ.
---მგონი კი გიო და ძალიან ბედნიერი ვარ.
---ხომ იცი,რომ გულით მინდა შენი ბედნიერება.
---ვიცი ძმაო,აი მოვედით.აი იქ იმ პატარას ხედავ?
---კი რა საყვარელია,აშკარაა ვიღაცას ელოდება,გზას როგორ გასცქერის.
---კი მე მელოდება,ჩემი ციცქნა.გიო რას იტყვი ისეთ მამაკაცზე,ვინც ასეთ ანგელოზს შვილად არ აღიარებს და მის გვარსაც არ მისცემს.
---რა გითხა ზურა ასეთი კაცი ხომ კაცი არ არის.აბა წარმატებებს გისყურვებთ.თვალი ჩაუკრა ზურას მეგობრებმა და წავიდა.ზურა დაინახა ლიკამ და ადგილზე ხტუნვა დაიწყო და თან ტაშს უკრავდა და კისკისებდა.
---ჩემი პატარა,ჩემი ციცქნა ჩემთან მოვიდა და აწი სულ ჩემთან იქნება.ლიკა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა.ლიკამაც ყელზე შემოხვია მისი პატარა ხელები და თავისი მოჩლექილი ენით უთხრა.
---ქო შეპილდი მოვალ შეთანთქო და მოვედით მე და დედიტო.ზურამ მომიახლოვდა,წელზე ხელი შემომხვია,თავი თავზე მომადო და დახშული,ჩუმი ხმით მითხრა.
---არ მჯერა,რომ შენ ჩემთან მოხვედი.
---მე ვფიქრობ,რომ ყველაფერი დასრულდა.
---სცდები საყვარელო,ყველაფერი ახლა იწყება.წავედით?
---წავედით.ხელი მოისვა ჯიბეზე და ლამის შეწუხდა.
---რა დაგემართა ზურა კარგად ხარ?
---სიჩქარეში საფულე დამრჩა სახლში.
---უფ როგორ შემაშინე.
---ხოდა ახლა მეტროთი წავიდეთ.
---მე მაქვს ფული,დღეს დედიკომ გამომიგზავნა.
---აუ მზიკო ორივეს დაგვასამარებს.
---გეთანხმები,ორივეს კი და ლიკას რომ ვერ შეელევა ეს ვიცი,დარწმუნებული ვარ.ვუთხარი მე ღიმილით.
---ლას ჩუჩუნებთ თქენ?შეგვეკითხა ლიკამ.ჩვენ გაგვეცინა და სამივე ღიმილიანი სახეებით შევსცქეროდით ერთმანეთს.ზურამ გადმომხედა და ბედნიერი ხმით მითხრა.
---ნიავმა დღეს ჩემსკენ მოუბერა და ეს ძალიან მაბედნიერებს.მივჩერებივარ ზურას პროფილს და მეც ბედნიერებით სავსე ვარ.ახლა რომ ვფიქრდები ის დღეები მახსენდება, სიხარულით და ბედნიერებით სავსე დღეები,მაგრამ სიყვარული ყველაზე მტკივნეული სიკვდილია,გზა სიკვდილამდე დაბადებიდან-გარდაცვალებამდე და მთელი ეს დრო იგი დროში დარჩენილი მარადიული კითხვასავით გაურკვეველი სახეა.სიყვარული ძახილია ცხოვრების,რომელსაც არც ხმა და არც სმენა არ გააჩნია.სიყვარულის გვერდით ყოველთვის ბედნიერება უნდა იყოს,მაგრამ სიკვდილს არ უყვარს ზედმეტად ბედნიერი ადამიანები,დროთა განმავლობაში ბედნიერება წონასწორობას კარგავს და სადღაც მაინც ყირავდება.სიყვარული საწამლავია,რომელიც გკლავს,ჯერ იმედს გაძლევს,გაბედნიერებს და ნელა-ნელა სხეულში სიკვდილად შემოდის.განა ვინმე შეძლებს ჩემს გულში ჩაიხედოს?ვერა,ვერ შეძლებს,ისე როგორც არ შეუძლია არავის გაზომოს რამდენ ხანს გაძლებს მზის ობიექტზე.ბედნიერი ხარ მანამ,სანამ ამ ბედნიერებასთან სიკვდილი არ დაგაშორებს,სიკვდილი რომელსაც არ ელოდები და ის კი ასე მოულოდნელად გართმევს საყვარელ ადამიანს.
მესამე თავი.დასასრული
ჩვენი შეხვედრის და შემდეგ განშორების სადღეგრძელოს ბოლომდე ვცლი,მერე ბარბაცით მივდივარ სახლამდე და თან ვნატრობ,კვლავ განმეორდე და ისევ სახლში დამხვდე. ბავშვებთან შესვლამდე,კარებთან ჯერ ტირილით ვიჯერებ გულს და ვნანობ,ვნანობ რომ ძალიან დავლიე,მაგრამ მე ხომ სასმელმა მასწავლა სიცილით გლოვა.უშენობა მახრჩობს და სხვების წინაშე მაინც ვიღიმი,არ მემღერება,მაგრამ მაინც ვღიღინებ.ამ ღიღინში კი გულში დაგუბებული ცრემლი გზას ნახულობს და ისიც შენ გეძებს,გარეთ წვიმს,გავდივარ და სახეს ცისკენ ვიშვერ,გეძებ,იმ წვიმაშიც გეძებ,მაგრამ უშედეგოდ.მე გელოდები,ვიცი უშედეგოა ეს ლოდინი,მაგრამ მე გელოდები,ჩემი ,,მკვდარი გული'' შენ გელოდება.
---აახ ჩემი.წალოიძახა ზურამ და გაკვირვებულმა შევეკითხე
---რა მოხდა ზურა.
---სიჩქარეში საფულე დამრჩა სახლში,ახლა კი მეტროთი წავიდეთ.მითხრა სიცილით.
---მე მაქვს ფული,არა უშავს.ვუთხარო და ზურამაც ტაქსი გააჩერა.ისე ჩუმად ვიჯექით სამივე,ვერც კი გავიგე ზურას მიცემული მისამართზე როდის მივიდა ტაქსი,მხოლოდ მძღოლის ხმამ გამოგვაფხიზლა.
---მოვედით.უეცრად მოვწყდი ფიქრებს და ზურას გადავხედე,დაღლილს მგზავრობით ჩემს პაწაწუნას, მის მკერდზე თავმიდებულს ჩასძინებოდა.მძღოლის შეუმჩნევლად ზურას ფული მივეცი,რადგან მას გადაეხადა სამგზავრო,გადაიხადა და გადმოვედით.ზურას ლიკა ეჭირა ხელში და მე ჩუმად შევეკითხე.
---ზურა სად მოვედით,ვისთან?
---ვარკეთილში ვართ ჩემს ნათლულთან.მე ანერვიულებულმა შევხედე და მიმიხვდა ნერვიულობის მიზეზს და მითხრა.
---ნუ ნერვიულობ,ლეილამ და ყველამ,უკვე შენზე ყველაფერი იციან.ცოტა გული დამშვიდდა და წინ წასულ ზურას ავედევნე,მეორე სართულზე ავედით და სანამ ზარს მისცემდა კარზე მომიბრუნდა და მითხრა.
---ელენე მომისმინე.არასოდეს დანებდე,შენ ვერავინი ვერ გაქცევს ძლიერ ადამიანად საკუთარი თავის გარდა.
---ეს რას ნიშნავს,ზურა უნდა მეშინოდეს?
---არა,არანაირი შიში.მაგრამ გახსოვდეს,მე ყოველნაირ ტკივილს ავიტან,მაგრამ უშენობას არა,ვერა.დაიმახსოვრებ?
---დავიმახსოვრებ და ტვინში ჩავიბეჭდავ ამ სიტყვებს და გპირდები,რომ შენ მე ვერასოდეს ვერ დამივიწყებ,რადგან მე გასწავლე ანბანი ,,სიყვარულის ეტალონისა''.ცალი ხელით მისკენ მიმიზიდა და ნაზი კოცნა დამიტოვა ბაგეზე და მე კი კარზე ზარი მივეცი.მალე გაიღო კარი და ძალიან ლამაზი ორი გოგონა იდგა კარებში,როგორც შემდეგ გავიგე ელისო და მაიკო იყო მათი სახელები.მალე კი ოჯახის უფროსებიც შემოგვიერთდა ბატონი სოსო და ქალბატონი ლეილა კუპრაშვილები.საოცრად თბილი და ტკბილი ოჯახი,მათზე საუბარი ალბად მე პირადად არასოდეს არ მომწყინდება,ისეთი სასიამოვნო იყო მათ გვერდით ყოფნა,რომ გავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი.
---მობრძანდით,მინდა იცოდე,რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით სავსე გული გვაერთიანებს ჩვენ ზურასთან შვილო.მითხრა ქალბატონმა ლეილამ და როგორც მათი შვილი ისე ჩამიხუტა მის საოცრად თბილ გულში.
---ჩემო მშვენიერო ელენე დღეიდან წაშალე წარსულის ცუდი კადრები შენი ცხოვრებიდან და იცხოვრე მათთვის,ვინც შენი ფასი იცის.იყავი შენც ერთგული და გულწრფელი მისთვის,ვინც იცის რამხელა სიმდიდრე ყავხარ გვერდით და როგორი ამაყი უნდა იყოს შენს გვერდით ყოფნით.მითხრა ბატონმა სოსომ.
---ნუ ნერვიულობ,ელენე ცხოვრება სიურპრიზია შვილო და აი შენ ზურა გაჩუქა სიურპრიზით სახით.მიხარია,რომ ბედნიერს ვხედავ ჩვენს ზურას,ღირს ცხოვრება შვილო იმ ადამიანისათვის,ვისაც სულ ჭირდები და არა დროებით.იმ ღამით არა და მეორე დილით მოვიდა ზურას დედა ქალბატონი მზია და მისი მეუღლე კობა. შიშით შევხედე,მაგრამ თბილად მიმიღო მეც და ჩემი პატარაც,იმ დღეს ჩვეულებრივად ვისაუბრეთ და ზურამ მითხრა ნაღვლიანად.
---ელენე უნდა დავილაპარაკოთ.ისეთი ხმით იყო ნათქვამი ეს ორი სიტყვა,სული გამეყინა და სუნთქვა გამიჩერდა.
---რა ხდება, ზურა ნანობ?
---რას ვნანობ,შენს ჩემს გვერდით ყოფნას?ხმა ვეღარ ამოვიღე,რადგან ცოტაც და ავღრიალდებოდი და შიშით დაუქნიე თავი.გაეცინა,ახლოს მოვიდა და მითხრა.
---რაზე ფიქრობ,ეს არასოდეს არ გაიფიქრო,რომ მე შენთან ერთად თანაცხოვრებას ვინანებ.სულ სხვა თემაზე უნდა დაგელაპარაკო,ეს ძალიან მნიშვნელოვანია.გოგამ დარეკა დღეს და მითხრა,სასწრაფოდ უნდა ჩავიდე მოსკოვში,მე მას ვჭირდები.
---როდის მიდიხარ,ან როდის დაბრუნდები.შევეკითხე ხმის კანკალით.
---წასვლით 22-ში იქ უნდა ვიყო,მაგრამ დაბრუნებით რა გითხრა არ ვიცი,რადგან მეც არ ვიცი.მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ,ელენე თუ კარგად ავეწყვე,საახალწლოდ წაგიყვან და შემდეგ გაზაფხულზე შესაძლებელია ლიკაც წავიყვანოთ.წინასწარ ვერაფერს ვერ დაგპირდები ამ მხრივ,არ მიყვარს მომავლის წინასწარ დაგეგმვა.დრო და ცხოვრება თავად გვიჩვენებს გზას,მომავლისკენ წინ წასასვლელად.
---მე სად უნდა გავჩერდე,მაშინ დავბრუნდები სოფელში.
---როგორ თუ სად უნდა გაჩერდე,რა თქმა უნდა დედაჩემთან იქნები ელენე.
---კარგი,როგორც შენი და გოგას საქმე მოითხოვს,ისე გავაკეთოთ.მე კი დაგელოდები,უსასრულოდ დაგელოდები ზურა.
---წამოდი ახლა დედაშენს დაველაპარაკოთ.მითხრა ღიმილით
---მე ვერ დავენახვები.
---რას გიზამს,კომპიუტერში ვერ გამოძვრება.ლიკა ვაჩვენოთ პირველად და გადაუარს ბრაზი.ხელი მომკიდა და კომპიუტერთან,მის გვერდით დამაჯინა.ჯერ მიწერა ,,დე აქ ხარ''?ვითომ მე ვწერდი.პასუხმაც არ დააყოვნა.
---აბა სად მიშვებთ,უფრო შორს გინდა წავიდე სადმე? რა თქმა უნდა პასუხსაც ეტყობა,რომ ბრაზობს.
---დაგირეკო?
---გაგახსენდა დედა რომ გყავს?დღეს არავინი აღარ გახსოვდა?
---დე ლიკას უნდა შენთან დალაპარაკება.
---ახლა ლიკათი გინდათ მომთაფლოთ?მაინც გადარეკა ზურამ ჯერ არ ხსნიდა და შემდეგ აიღო,ეკრანი რომ გაიშალა ჩემს წინ იჯდა ქალი,რომელსაც თვალები ტირილისაგან ჰქონდა დასიებული და დაწითლებული.მე ხმა ვეღარ ამოვიღე და ლიკამ დაელაპარაკა.
---ბებიკო ლოგოლ ქალ,პაჩილკას ლოდის გამომიზანი? ზურამ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში და უცბად დაამატა.-და კიდე ბელი ფულის.
---რამდენი გინდა ფული ბებოს სიცოცხლე.
---ოლი ელო და კიდე ქუთი ელო.
---მეტი არ მომთხოვო და მაგ 7 ევროს გამოგიგზავნი.
---მზიკო როგორ ხარ.ღიმილით შეეკითხა ზურამ დედიკოს.-ისე რა დმთხვევაა დედაჩემსაც მზია ჰქვია და სიდედრსაც.არ გველაპარაკები მზიკო?
---რა უნდა გითხრათ.ცუდი გითხრათ და ავყვირდე აქედან?რას გავაკეთებ ამით გარდა იმისა,რომ ცუდი დაგრჩება გულში.სიმართლე გითხრა არ მომეწონა,ეს უეცარად გადადგმული ნაბიჯი,მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვი,იყავით ბედნიერი. ვერავის,ვერასდროს,ვერაფერს ვერ დააბრალებ რადგან ეს შენი არჩევანია და შენი გადაწყვეტილება.მე მხოლოდ ის მინდა ღიმილი ვნახო ყოველთვის შენს სახეზე და ის ტკივილი რაც კი გავლილი გაქვს,აღარასოდეს განმეორდეს,არ მინდა ისევ სინანული ჩადგეს თქვენს შორის.სხვას კი ცხოვრება თავად გვიჩვენებს დრო და დრო ყველაფერს.
---ყველაფერი კარგად იქნება,ამის პირობას მე გაძლევ,მაგრამ ახლა სხვანაირად ნუ გაიგებ,22-ში მოსკოვში მივდივარ.
---მოსკოვში თუ მიდიოდი,რატომ იჩქარეთ.
---ეს მეც არ ვიცოდი,მოულოდნელად მითხრა ჩემმა ძმამ.საახალწლოდ ელენეს წავიყვან,ლიკას.............
---ლიკას იქ არ გაგატანთ,ლიკა სოფელში წავა და იქ იქნება.
---ასე ჯობია,ლიკა ცოტა ხნით იქ იყოს.დაეთანხმა ზურა დედიკოს და მათი მშვიდი საუბრის მოსმენისას გული ცოტა დამშვიდდა,ქარიშხალი არ ამოვარდა ძლიერად.ზურას წასვლის დღეს ჩემებიც ჩამოვიდნენ და მეორე დღეს ზურა ყველამ ერთად გავაცილეთ.ძალიან გამიჭირდა მასთან განშორება,მაგრამ იმედი დიდია,რომ მალე ისევ ვნახავთ ერთმანეთს.
მე არ მეშინია ერთი და იგივე შეცდომის დაშვების,არ მაქვს შიში ტკივილის და გრძნობების თავიდან განცდისა.მე არ ვიცი დამარცხება,თავაწეული მივუყვები ცხოვრებას და მხოლოდ ერთი მინდა იცოდე,შემიძლია ყოველნაირად,ყველანაირი მიყვარდე,კიდეც მტკიოდე,მაგრამ ბოლომდე უნდა გიგრძნო ჩემად.შეიძლება წარსულში ბევრი რამ შემეშალა,რასაც დღემდე გულწრფელად ვნანობ,მაგრამ მაინც ამაყი ვარ,რადგან შენ მყავხარ გვერდით.ცხოვრებაში ბევრი დრო გვაქვს ადამიანებს ოცნებებისთვის,მაგრამ არის წუთები,როცა გულით განიცდი,არის წუთები როცა გულით მოელი და მოლოდინით კი იღლები.დღეები ლაღიც არის,წყნარიც და მტკივნეულიც,ამავე დროს კი ქარცეცხლიანიც.მე მჯერავს ყველა ტკივილი გადაიარს და ბედნიერებაც მოვა.სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა,თუ იცი ნამდვილ სიყვარულის გრძნობას რა დიდი ფასი აქვს.გემუდარები,არ დამძრახო თუ შევიშალო,ყოველი ღამე უშენოდ გავლილი შენთან უფრო მაახლოებს,მაგრამ ჩვენს შორის დიდი მანძილია,ამიტომ სულ თან დამყვება შენი მძაფრი სურნელი და ყოველ ღამით შენი სურნელით ვსუნთქავ.იცი?ახლაც ღამეა და ამ ღამესაც მარტოობის სურნელი ახლავს.ვიმედოვნებ,მოვა დრო და ალერსით დაგიღლი მონატრებულ ბაგეებს და არ მოგცემ საშუალებას,რომ როდისმე,ისევ ასე შორი-შორს ვიცხოვროთ.შენ ხომ ის ნატვრა ხარ ჩემი,ასე ძლიერ რომ ჩასახლდი ჩემში,შენ ის ფიქრი ხარ,არასოდეს რომ არ დნება ჩემს ხელის გულზე. შენ ის იშვიათი ადამიანი ხარ,იშვიათად რომ ევლინება ამ ქვეყანას და იცი რა მიხარია?შენ მხოლოდ ჩემი რომ ხარ,ჩემი მონატრება და ჩემი დიდი გულის ფეთქვა.ჩემი ყოველდღიური ტანჯვა შეისმინა უფალმა და 18 ნოემბერი იყო გოგამ რომ დარეკა და მისი უჩვეულოდ თბილი ხმით ჯერ მოგვიკითხა და შემდეგ კი ღიმილით მითხრა.
---ელე რატომ ხარ მოწყენილი რძალუკა.
---რავი აბა,ყოველდღე ერთი და იგივე ძალიან მოსაწყენია გოგა.
---ხოდა მოემზადე ელე მოდიხარ აქეთ რძალო და გპირდები ნამდვილ მგზნებარე მოსკოვურ დღეები და ღამეები გელის წინ.მალე ზურა შემოგვიერთდა და გოგას შეეკითხა.
---უთხარი?
---კი ვუთხარი და არ სჯერავს.მომანათა ზურამ მისი შავი თვალები და გაკვირვებულმა შემეკითხა.
---რატომ?მოდიხარ,მოემზადე და ემოციებში უნდა ჩაგაგდო,ისევ ხელახლად უნდა დაგატყვევო.მითხრა თვალების ფახულით და გოგამ ხელი წამოარტყა და თან სიცილით უთხრა.
---როდის ფიქრობ დაჭკვიანებას,დავირდი უკვე 27 წლის ხარ.შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა გოგამ და მითხრა.
---მოემზადე შენ ელენე და მე დავადგენ ზუსტად როდის უნდა წამოხვიდე. აბა შეხვედრამდე.კომპიუტერი გაითიშა და მე სიხარულისგან გრძნობების გამოხატვაც კი დამავიწყდა.ცივი ნოემბერია და უკვე გვიანი არის,ირგვლივ სევდაა გამეფებული,გარეთ კი წვიმს და წვიმის წვეთები ნელა-ნელა ეშვებიან ფანჯრის მინაზე და ღარებად ტოვებს მის ნაკვალებს.ხეებზე სადღაც შემორჩენილი,სიცივისაგან გაყვითლებული და დასუსტებული ფოთლები ქარის ერთი ძლიერი მონაბერით უსასრულობაში მიფარფატებენ.ბუნება დატვრინავს,მაგრამ სახლში სიჩუმეა მე გონებას მიმღვრევს ეს სიჩუმეც კი.ფიქრები მტანჯავს და უნებურად მაფიქრებს ცხოვრებაზე.მიყვარს?ვუყვარვარ?თუ ვუყვარვარ რატომ არ ვარ ახლა მის გვერდით?იქნებ არ იყო ჩვენს შორის ძლიერი სიყვარული და ორივემ ვიჩქარეთ?არა,არა,არა ვერ დავიჯერებ,ეჭვს ვერ შევიტან მის გულწრფელობაში.ახლაც მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა.ერთმანეთის წინ ვიდექით და მე ქარი თმებს მიწეწავდა.ზურა მიყურებდა და გვერდულად აბოლებდა სიგარეტს.არა,ვერ დავიჯერებ,რომ ჩვენი სიყვარული ჩაქრა და გრძნობა მინელდა.ღმერთო ამდენი ფიქრებისგან არ მინდა უსულო საგანს დავემსგავსო,ახლა ეს ცივი ქარი მიშველის,რადგან მართალია ქარი ღმუის,მაგრამ ის ყოველთვოს სიცივესთან ერთად სუფთა და სათუთია.არა,მე დაველოდები შენს ზარს,მე ხომ შენთან ერთად სიყვარულისთვის და სიცოცხლისთვის ვარ მზად.მე შენი შავი თვალები მჭირდება და მხოლოდ მაგ თვალებში ამოკითხული ბედნიერება მეც გამაბედნიერებს
ცხოვრებაში რაც არ უნდა ყველაფერი კარგად იყოს,მაინც ვაწყდებით მუქ და არასასიამოვნო ფერებს,რომლებიც აუცილებლად უნდა შევძლოთ და გავაფერადოთ,ჩვენ ეს უნდა შევძლოთ,ეს აუცილებელიცაა რომ გავაკეთოთ.თუ მუქი ფერები გაფერადდება და შეიცვლება ნათელი ფერებით ეს მხოლოდ ჩვენზეა და ჩვენს მომავალზე დამოკიდებული.ღამე ხომ ყველაზე ბნელია განთიათამდე,გათენდება და ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაშიდაც გათენდება ლამაზად და ამდენ ფიქრებით ტანჯვას ბოლოც მოეღება. არ მივაქცევ ყურადღებასთქო,მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მხოლოდ ვცოცხლობ,მაგრამ მთელი ძალით შიგნიდან არ ვსუნთქავ.ვიცი ეს ჩაკეტილობის ბრალია და ეს უარყოფითი მოვლენებიც ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია,ესეც დროებითია,ამასაც გავუძებთ გულო და არ მივცემთ უფლებას დეპრესიაში ჩავარდეთ და ცხოვრების ჭრილობები უფრო გაღრმავდეს.მონატრებული ზარი 20 ნოემბერს აჟღერდა და დადგა დრო,ჩემი ოცნებაც რეალობად იქცეს.ხელის კანკალით გავხსენი ტელეფონი და ზურამ ჯერ სევდიანად მომიკითხა, შემდეგ ლიკას ესაუბრა და ბოლოს მითხრა.
---ელე დაურეკე შენებს ჩამოვიდნენ და ლიკა წაიყვანონ,შენ კი აქეთ წამოხვალ.ბილეთის ფული გამოგზავნილია,ჯერ კიევში ჩაფრინდები და იქ დაგხვდებიან და ერთად წამოხვალთ ტაქსით.აბა დროებით,წამოსვლამდ კიდე შეგეხმიანები.გახარებულმა და ბედნიერებით სავსემ მამიკოს და დათოს დავურეკე და ვუთხარი,რომ მივდიოდი.ლიკას სოფელში ძალიან გაუხარდა,იქ ხომ მეგობრები ყავს ლექსუნა,ლიზი და დროს კარგად ატარებს.სულ ორი დღეც და ჩემს მონატრებულ გულს ვნახავ,როგორ მომენატრე ზურა.
---ყველაფერი გავამზადეთ მე და მზიამ წინა დღით და დილიდან მოუსვენრად ვიყავი.ჩემები უკვე გზაში არიან,ჩემი პაწაუნაც მოჰყავთ მამიდას გოგო,როგორ მიყვარს მე ეს თვალებბრიალა.მოვიდნენ და ლიკა ისეთი გახარებულია,რომელთან მივიდეს და რომელს მოეფეროს აღარ იცის.მზია საღამოს დაბრუნდა სამსახურიდან და ლიკა კარებში დახვდა ჩვეული წესით და თვალებგაბრწყინებული ეუბნება.
---მომიტანე ბებო?
---კი მოგიტანე საყვარელო,აი ნახე სულ შენია.უთხრა და ჩანთიდან იაგურტების შეკვრა ამოიღო.
---მე ტელოფონზე დაგილეკავ და დაგეპარაკები ბებო.
---ჩემი გოგო როგორ მომენატრები შენ ხომ არ იცი.უთხრა და გულში ჩაიკრა.შემდეგ მამიკოს მოუბოდიშა,-რომ არ ვმუშაობდე ლიკას არსადაც არ გაგატან,ძალიან ჭკვიანია,მაგრამ სამსახურს ვერ დავანებებ თავს.თან წასვლასაც ვფიქრობ,მეც უნდა წავიდე გია თორემ აქ ასე ვერაფერ წინსვლას ვერ ვხედავ.
---არა,რას ამბობ ლიკა სოფელში იქნება,იქაა გაზრდილი და არ გაუჭირდება.მთავარია ბავშვებმა აეწყოს და რამე გააკეთონ,ჩვენ კი ხელს შევუწყობთ.უკვე მოსაღამოვდა 10-ზეა ფრენა,სახლიდან უნდა გავიპარო თორემ ლიკა იტირებს და მის ცრემლებს მე ვერ ავიტან.წასვლამდე კობამ ჩამიხურტა გულში და თბილად მითხრა.
---ელენე არ შეგეშინდეს,სადაც არ ხარ ნამყოფი,ყველგან რაღაც უჩვეულო გგონია,მაგრამ რომ შეეჩვევი მერე შეიძლება არც მოგინდეს აქეთ წამოსვლა.ამ დროს ზურამ დარეკა და ღიმილით მითხრა.
---რა გაშინებს,ამ ქვეყნად ერთხელ მოვედით ტირილით და ერთხელ ვკვდებით ისევ ტირილით.ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია როცა ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურება,იქ სადაც წავალთ კაცური კაცის სხელით უნდა წავიდეთ თითოეული ჩვენთაგანი.ყველას დავემშვიდობე და წასასვლელად გამზადებული ლიკაც ადგა და ყველას კოცნის,მას გონია რომ ისიც ჩემთან ერთად მოდის.კარებში რომ გავედი ლიკამ დამიძახა.
---დეეე,დედიტოო მე დაგავიტყდი.
---ლიკა შენ მარიამთან დარჩი და სოფელში წაგიყვანს ბაბუა, კარგი?
---ჩენ და ჯულა ჩოფელჩი მოქალთ?
---ხო, ჩვენ იქ მოვალთ დე.ახლა ჩამეხუტე და გამატანე შენი სურნელი ჩემო პაწაწუნა.ლიკას დედიკომ დაურეკა სკაიპში და შეიქცია ლაპარაკში,შემდეგ უტირია ბევრიც და ტირილში ჩასძინებია.
წლები კიარა დღეები მიჰქრიან,ბევრისთვის სანატრელი მხოლოდ წარსულია,ბევრისთვის სანატრელი კი მისი ბავშვობის ადგილებია,რომელიც ჩვენს წმინდა და ნათელ ფერებს უფრთხილდება,ინახავს რომ არ გაუფერულდეს.მართალია,ლამაზია წარსულის მხიარული დღეები,თუმცა უკან დაბრუნება იმ ნათელ ფერებში შეუძლებელია.მოვდივარ ჩემო მონატრებავ,მაგრამ სევდა მაინც არ მანებებს თავს და ისევ ამიმხედრდა,ისევ უნდა რომ დამამჩნიოს მისი კვალი,ვცდილობ არ ავყვე და გეფიცები შევძლებ,რომ შენამდე ძლიერი მოვიდე.უკანასკნელი სევდიანი ღიმილი მოვიშორე და უკვე ცოტაც,სულ ცოტაც და მოგაბეზრებ შენს თავს.სივრცეს გავუღიმე და უკვე აფუსფუსებულ მგზავრებთან ერთად მეც მოვემზადე ჩასასვლელად.მართლაც ორი ქართველი დამხვდა კიევის აეროპორტში და იქედან მანქანით წავედით.რაც უფრო უახლოვდებოდი ზურას მით უფრო განვიცდიდი და ნერვიულობისაგან უკვე ცივი ოფლი მასხამდა.ჩემი ცხოვრება ხომ ერთი დიდი ტრაგედიაა,სამყარო ჩემს გარშემო კი თეატრი,საკმაოდ უნიჭო დასით.
---მოვედით,დაინახე ეს გიჟი გარეთაა ამ ყინვაში.მომესმა ერთერთის ხმა და მეც წინ გავიხედე,იქ სადაც ზურა იდგა სიგარეტით ხელში და როგორც მე ისიც მოუთმენლად მელოდა.დავინახე თუ არა,გავაცნობიერე თუ რა ძლიერ მომნატრებია.ზურამ ჯერ მძღოლს ესაუბრა,ისინი წავიდნენ და შემდეგ მე მომიბრუნდა,მომიახლოვდა,წელზე ხელი მომიჭირა,ყელში თავი ჩარგო და მონატრებული სუნი შეისუნთქა,მე კი მისი დახშული ხმით მითხრა.
---შენ ხარ ჩემი ერთადერთი ბედნიერება,ჩემი სიცოცხლეც ამიტომ მხოლოდ შენზე ფიქრია.
---მომენატრე ზურა შენ?შენ მოგენატრე?
---მეკითხები კიდეც მომენატრე თუ არა?ეს იგივეა,წვიმაში მდგარს რომ მკითხო, დასველდიო? ისეთი რამ უნდა შემეკითხო,რაზედაც მქონდეს პასუხი ელენე.ახლა კი ხომ იცი, ჩამოხვედი და უკვე ნერვებს მიშლი.მის ყელში ჩავრგე თავი და ნახევრად ტირილით,ნახევრად სიცილით ვუთხარი.
---ნეტავ ორი ვიყო,ორმაგად მოგიშლიდი ნერვებს.
---უიმეეე,არა შენ შემოგევლე ერთიც მეყოფი ნერვების შესაჭმელა.
---მომენატრე, ზურა ძალიან მომენატრე.უშენოდ თითქოს არავინ და არაფერი არ ვიყავი.ფრინველი რომელიც ზის ტოტზე,არასოდეს ეშინია რომ ტოტი მოტყდება,რადგან ის ენდობა მის საკუთარ ფრთებს და არა ტოტს.ასე ხარ შენ ჩემთვის,მე შენზე ვარ ერთიანად,მთელი ძალით დაყრდნობილი და ნუ გამომაცლი შენს სიძლიერეს,თორემ მწარედ დავეცემი და ნახევარი არავინი აღარ ვიქნები.
---მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,ჩვენ ერთად შევეჭიდებით მომავალს და ერთმანეთის ნდობა,ერთმანეთის სუფთა სული შეგვაძლებინებს შეუძლებელს.ამბობენ ტყუილისაგან ჯერ არავინი არ მომკვდარაო და მართალია,არც მოვკვდებით არცერთი ტყუილის თქმით,მაგრამ ტყუილისაგან კვდება სული,რწმენა,ნდობა,,სიყვარულიც და ადამიანობაც.ჩვენ მოუფრთხილდეთ ერთმანეთს და ასე ძლიერი იყოს ჩვენი სიყვარული ბოლომდე.ახლა კი შევიდეთ ბექა,გოგა და ალისია გველოდება.სახლში შესულებს გოგამ ხელებგაშლილი შემომეგება,ბექამ და ალისიამ თბილად მიმიღეს,ის ღამე სიცილში და ხუმრობაში გავატარეთ.გოგამ ხელი მომხვია და სერიოზული,მკაცრი ხმით უთხრა ზურას.
ჩემო ზურა გახსოვდეს და არ დაივიწყო,რომ შენ ოკეანე ხარ და შენი საყვარელი ადამიანი მდინარე,მდინარე ყოველთვის ოკეანეს უერთდება და გისურვებთ იმ ღრმა სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი,როგორც ოკეანეა ღრმა და უძირო და უკიდეგანო.გოგას მოვეხვიე მადლობის ნიშნად და ყველამ ჩვენს საძინებლებს მივაშურეთ.გვიანი დავწექით,მაგრამ ბიჭები დილით ადრე ადგნენ,რადგან პური უნდა ჩაეცხოთ.მეც გაბრუებული ვიყავი,მაგრამ მაინც ავდექი,ჯერ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,მაგრამ ვუყურებდი ამ ადამიანებს შორის რაოდენ დიდი სითბო და სიყვარული იყო.ზურა ბექას გვერდით იდგა და რაღაცას ეჩურჩულებოდა,ტანად ყველაზე პატარა იყო,მაგრამ ყველაზე მოქნილი და მოხერხებული.
---ზურა შემეშვი,ნუ მაცდენ და იმუშავე.ზურა კი აგრძელებდა მისებურად.გოგა გვერდულად უყურებდა და ჩუმ-ჩუმად იცინოდა.
---რამხელა გაზრდილხარ,რას მერჩოდი.შარშან ჯერ კიდევ ბავშვი იყავი და ასე უცებ რატომ დამიკაცდი.გიყურებ და ვიბნევი,ვფიქრობ რომ შენი გამოხედვით ჩემი შეცდენა გინდა უეჭველი.
---ზურა იმუშავე,ნუ ცდი ჩემს ნერვებს.შეუბღვირა ბექამ.
---ზურააა 2000ცალი პური უნდა ამოვაცხოთ,როგორ ფიქრობ გვაქვს ხუმრობის დრო ან იოლი გგონია ამდენი პურის ამოცხობა 12 საათამდე?
---გასაგებია ბოს.ხელით ჩესტი აუღო გოგას და გააგრძელა მუშაობა,მაგრამ ცოტა ხანში ხმამღლა თქვა.
---როგორ გავჩერდე,თავგზას მიბნევს ამის შხვართი ტან-ფეხი და მაცდური ღიმილი რომ დაჰკრავს მის ვარდისფერ ბაგეებს,ეს ჭკუაზე მშლის.
---ზურაააააა,ისევ შემოუღრინა ბექამ და გოგამ ერთხმად,ამჯერად ძალიან სერიოზულად
---შენმა ვარდისფერმა,ალუბლის გემოიანმა ტუჩებმა ,,აქ ვარ მოდიო'' რომ მითხრა,მე ვიტირებ.
---რატომ იტირებ?კითხა ბექამ წარბაწეულმა თან სიცილს იკავებდა.
---რატომ და ცოლი მიყურებს და აბა როგორ გაკოცო.ეს უკვე მეტის მეტი იყო და ყველამ ერთ ხმაში გულიანად გაიცინა,მაგრამ ბექამ საბოლოოდ და სერიოზულად გააფრთხილა.
---ზურა საბოლოოდ გაფრთხილებ,მიფრთხიულდი არ გცემო.
---რატომ?მე მიყვარს შენს მკლავებში ყოფნა.
---ჩემი მკლავები იქნება ახლა,რომ განახვებს შენს სეირს.ზურა მიხვდა ბექა აღარ ხუმრობდა და გაიქცა თავის გადასარჩენად,მაგრამ დაეწია ბექამ და დაიჭირა,ორივე ხელებით მაცივრის თავზე შემოსვა.ისეთი სანახავი იყო იმ წუთში ზურა,როგორც ჩიტი ქანდარაზე შემომჯდარი.ჯერ იცინა და შემდეგ ხვეწნა დაუწყო ბიჭებს.
---ჩამომსვით ხალხი არახართ?
---იჯექი ახლა მანდ და გვიგალობე.უთხრა გოგამ სიცილით.
---გოგა დაგავიწყდა რამდენი პური უნდა ამოაცხო?ჰე,ჩამომსვი და მოგეხმარები.
---ზურა ყველაზე ცოტას მუშაობ და ყველაზე ბევრს ლაპარაკობ.
---მაშინ ვიჯდები აქ და აქედან გაგართობთ..ასეთ მხიარულებაში გადიოდა ყოველი დღე.ერთ საღამოს კი გადაწყვიტა დედიკო შეეშინებინა და ტელეფონზე დაურეკა.
---მზიკო ჩქარა,ამ წუთში ჩართე სკაიპი.
---რა ხდება ზურა ხო მშვიდობაა.მომესმა დედიკოს შეშინებული ხმა,მაგრამ სანამ მე ვეტყოდი რამეს,რომ არ ენერვიულა,ზურამ გათიშა და დიდი მოლოდინით დადგა კომპიუტერის წინ და აი დედიკოც რეკავს.
---რა იყო,ზურა რა მოგივიდათ,ხომ კარგად ხართ.
--ეხლა რომ არ გითხრა,გული არ მითმენს და მაინც გაიგებ,ისევ ჯობია მე გითხრა.
---რა მოხდა, იკამათეთ?
---არა,მაგრამ ისე როგორ დავწოლილიყავი,შენ რომ არ მენახე და არ დაგლაპარაკებოდი.
---შენ ნორმალური ხარ საერთოდ?გაბრაზდა დედიკო და სკაიპი გაუთიშა.
---ოხ, სიდედრი გავაბრაზე და ისე არ დავწვები,რომ არ შემოვირიგო.თქვა და ისევ გადარეკა.ჯერ არ პასუხობდა,მერე იფიქრა არ დამასვენებსო და აუღო.
---კარგი რა მზიკო ხომ იცი როგორ მიყვარხარ,მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
---მერე ნორმალურად რომ გეთქვა დაგიჭერდნენ?გული უნდა გამიხეთქო?
---აი გეფიცები,შენ რომ ჩამოხვალ საქართველოში ისეთი სიურპრიზი უნდა მოგიმზადო,რომ მთელი ცხოვრება გახსოვდეს.
---კარგს რას მოიფიქრებ შენ,აერიპორტშივე გამიხეთქავ გულს და ეს იქნება შენი სიურპრიზი.
---კრგი წავედით მზიკო გარეთ მივდივართ,უნდა გავისეირნოთ და ხვალ შეგეხმიანებით.
ყველაზე მეტად რისიც მჯერავს ეს დედა-შვილური სიყვარულია, ამ სიყვარულს კი არასოდეს არააქვს დასასრული. ყველა საგანს თავისი ისტორია აქვს,მაგრამ ყველა ისტორიის უკან დგას დედა,იმიტომ რომ ეს არ არის ის საიდანაც დაიწყო ყველაფერი.უკვე გაზაფხულია, ლამაზი ყვავილობის თვე.გაზაფხულზე ადამიანებს სიყვარულის და ტკბობის სურვილი უჩნდებათ და სწორედ ამ სასიამოვნო ცხოვრების სტიმულით გავიღვიძე დილით და როცა საუზმეს მივირთმევდით ყველა ერთად,სიმყუდროვე მე დავარღვიე,სწორედ ახლა იყო მომენტი მეთქვა ის,რაც უფრო მეტად გააღრმავებდა ჩვენს სიყვარულს.
---არ არის გამორიცხული შემოდგომაზე კიდევ ერთი სულით მატება გვქონდეს.გოგამ გაოცებულმა შემომხედა და სიხარულით სავსემ,ბედნიერებისგან თვალებაციმციმებულმა შემეკითხა.
---ელე მართალს ამბობ?მე გამეცინა და ღიმილით დაუქნიე თავი.ზურამ კი ჯერ კიდევ ვერ გაანალიზა რა ვთქვი და დაუჯერებლად შემეკითხა.
---მართლა?შემდეგ კი მზერა ჩემს მუცელზე გადმოიტანა.
---რა ვერ გაიგე,მაისში ალისია გვაჩუქებს პატარას და შენ ბიძა კაცი გახდები,ნოემბერში კი კიდევ ერთი პატარა და გოგა გახდება ბიძა კაცი.ოჯახში მატება და საფულეშიც მეტი ეკონომიური სიძლიერე გვჭირდება.ვუთხარი და ღიმილით ჩაუკარი თვალი.გოგამ წამოდგა,ზურას მხარზე ხელი დაადო და ღიმილით უთხრა.
---ზურააა საინტერესო ექსპერიმენტი იწყება ძმაო,ვიცი ეს მოულოდნელი იყო,მაგრამ მოსალოდნელიც და ეს სრულიად ახალი ტალღაა როგორც შენს ცხოვრებაში ისე ჩემს ცხოვრებაშიც.სულ მალე კი როცა პაწია ზრდას დაიწყებს ჯერ კიდევ დედის სხეულში და იქედან ფეხს მოგარტყამს,მაშინ მიხვდები,თუ რა ბედნიერებაა გახდე მამა.
მოსკოვში გაუსაძლისი გახდა ცხოვრება,დოლარი ძალიან გაიზარდა და გადავწყვიტეთ დავბრუნდეთ საქართველოში და დავემშვიდობეთ გოგას და სამეგობროს და დავბუნდით,მეორე დღესვე კი სოფელში წავედით.ლიკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,ჩვენ გვიყურებდა მაგრამ თვალები ჩანთებისკენ მიურბოდა,ვეღარ გაუზლო ცდუნებას და ზურას უთხრა.

---რა მომიტანეთ?მარიამსაც უყიდეთ საჩუქარი? ზურას გაეცინა,ხელში აიყვანა კალთაში ჩაისვა და უთხრა.
---აი ამ ჩანთაში რაცაა ყველაფერი შენია,ეს ჩანთა კი მარიამისაა,ის ხომ ჯერ პატარაა ძალიან.
28 აგვისტო ზურას დაბადების დღეა,დილით ადრე ადგა ვერანდაზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.ლიკამ თვალი გაახილა თუ არა ზურას დაუძახა.
---მამიკოოოო,გილოცავ დაბადების დღეს.ზურა შეცბა და რათქმა უნდა მეც,პირველად დაუძახა იმ დღეს მამა და ეს ძალიან მოულოდნელი იყო.გაბადრული სახით შემოვიდა სახლში და ლიკას საწოლზე ჩამოუჯდა,უცქირა ღიმილით და უთხრა.
---იცი,რომ ყველაზე ლამაზი მოლოცვაა დღეს შენგან ასეთი თბილად და ტკბილად მოლოცილი?ჩემო პრინცესა,ჩემო ლამაზო სულ კუდში უნდა გდიო,რომ თაყვანისმცემლები მოგაშორო გვერდიდან.მიყვარხარ მე შენ.
---მეც მიყვარხარ მამიკო. ორივე ერთმანეთს ჩაეხვია და ზურამ თვალი ჩამიკრა ღიმილით.
---ელენე დღეს ვქეიფობთ?
---ხო რავი,მახო ბიძიამ დარეკა და მითხრა გამოვალო.
---მარტოა თუ არის ვინმე მასთან.
---გუგალოა და გიორგია ფერაძე ჩემი ბიძაშვილი.
---კარგი მე წავალ და ვიყიდი ყველაფერს და მოგეხმარები გამზადებაში,თორემ შენ ისე ხარ გამრგვალებული მალე სამზარეულოს კარებშიც ვეღარ შემოეტევი.
---კარგი რა რატომ მახელებ.ვუსაყვედურე მოწყენილმა.
---არ გადამრიო და არ იტირო ახლა,მითხარი რა წამოგიღო.
---ხელფასი აიღე?
---კი ავიღე და მზიამ 100ევრო გადმომიგზავნა საჩუქრად.
---ჩემმა თუ შენმა?ვკითხე გაკვირვებულმა.
---იცი რას აკეთებს ეს ორი მზია?გაეცინა ზურას.როცა მზია მიგზავნის ფულს დედაჩემი,მზიკო აღარ აგზავნის,ერთად დახარჯავენო.
---შენ რა იცი? გამეცინა ზურას ნათქვამზე.
---დედაჩემს წამოცდა და მზიკოსაც.ასე მითხრა გუშინ რომ ველაპარაკე.ხვალ დედაშენი გამოგიგზავნის ფულს მე იმ კვირაშიო.ესე იგი მოილაპარაკეს.ორივეს გაგვეცინა.
---ფული გვაქვს?ურააა,მა იაგურტის მიყიდი?
---გიყიდი აბა რას ვიზამ,სახლში იყავი დედასთან გარეთ ძალიან სიცხეა და ვერ წაგიყვან ლიკა.
მიძინება ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა (მარიამობა) 28 აგვისტო.დიდი დღესასწაული ქრისტიანულ-მართმადიდებელ ერებში.აგვისტოს თვე ორ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშნავს.ეს თვე ხომ ლომსა და ქალწულს აერთიანებს.ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა.28 აგვისტოს დაბადებული ადამიანები,ორატორული შესაძლებლობებით და გასაოცარი დამაჯერებლობით გამოირჩევიან.ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს არ უყვართ გამომჯღავნება თავიანთი ერთგულების და მზრუნველობის.დღეს ჩემი ზურა 29 წლის გახდა,ახლოს მივედი და ვუთხარი.
---გულით გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს.რა უნდა გითხრა, სათქმელი ძალიან ბევრია-სურვილი კი უფრო დიდი.მხოლოდ მინდა გულით გისურვო დიდი სიხარული,დიდი და უსაზღვრო სიყვარული,გფარავდეს უფალი ყველგან და ყოველთვის..სადაც არ უნდა წახვიდე,იცოდე რომ ძალიან,ძალიან მიყვარხარ და სახლში მთელი გულით სამი გული გელოდება.
---საყვარელო,შენს გარეშე მე არაფერი არ მინდა და სამი გული,რომლებიც ჩემთვის,ჩემს მოლოდინში ფეთქავს,მე მუდამ მათ გვერდით ვიქნები მანამ,სანამ სიკვდილი არ დამიხუჭავს თვალს.მეც მიყვარხარ და ჩემი სუნთქვა ხართ თქვენ სამივე.
---ჩვენს უკან მფარველი ანგელოზია და ჩვენ ის დაგვიცავს ცუდისგან.ორივე ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ასე ვიდექით დიდი ხნით,რომ ჩემს ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა.
---უცხო ზარია,შენ დაელაპარაკე.ვუთხარი გაკვირვებულმა და ტელეფონი მივაწოდე.უპასუხა და ცოტა ხანში სიხარულით საუბრობდა.
---მადლობა,მადლობა,მაგრამ ეს ქართული ნომერი საიდან.
---ჯერ მითხარი ახლა,ამ წუთში რა გაგახარებს ძმაო ყველაზე მეტად.ზურა დაფიქრდა და სევდანარევი ხმით უთხრა.
---რამ უნდა გამახაროს იმაზე მეტად,თუ არა ამ ჩემს სამეგობროში ახლა შენც იყო და ამით მე უფრო ძლიერი ვიქნები და თან დიდი ბედნიერი.
---ხოდა გახსენი კარი და ჩაეხვე შენს ძმას ზურა.
---არ გლახაობ?მართლა აქ ხარ?იყვირა და კარებისკენ გაიქცა.კარი გააღო და ერთმანეთს ჩაეხვია მონატრებული ძმები,შემდეგ გოგამ ჩემსკენ წამოვიდა,დაიხარა და მუცელზე შემეხო ორივე ხელებით და თითქოს იგრძნო პატარამ ბიძიას ხელი და შიგნიდან მოგვარტყა ძლიერად.
---ვაუუუ,ეს ფეხბურთელი იქნება,ბიჭია?
---ბიჭია.ვუთხარი და მეც ჩავეხვიე გოგას.
---სახელი?
---სახელი ლუკა გვინდოდა,ლიკა და ლუკა უხდება ერთმანეთს,მაგრამ ლუკა შენ დაარქვი შვილს და ლიკუნა და ნიკუშაც კარგად ერწყმება.ამიტომ ნიკოლოზი გადავწყვიტეთ.
---ნახე რა ლამაზად ჟღერს.ლიკა,ლუკა და ნიკა.მაგარია.შემდეგ სტუმრებს გადახედა და ყველას მიესალმა.აბა ზურა გილოცავ ძმაო დაბადების დღეს,დიდი ხანი გვამყოფოს ერთმანეთის იმედად ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი ძმობა და ერთგულება.
---ნეტა ალისიაც წამოგეყვანა გოგა.ვუთხარი მე მოწყენილმა.
---პატარაა ჯერ რძალო კაცუნა და მომავალში წამოვიყვან და შესაძლებელია აქეთ დავტოვო ისინი.
---შენც დროა დაბრუნდე გოგა.შეაბერდი მოსკოვს 18 წლის წადი და 30 წლის ხარ.სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ჭაობიდან ამოსვლა,დროა დაბრუნდე,თორემ ემიგრანტობის ჭაობი ყველაზე ღრმაა და რაც შორს გაცურავ,უკან დაბრუნება გაგიჭირდება. ვუცქერდი ამ მხიარულ სახეებს და მეგონა ეს ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა.მთელი სექტემბრის თვე სანამ არ აცივდა გოგა თბილიში იყო და ისე გავიდა დრო და წასვლის დღე მოვიდა,ვერც კი გავიგეთ.როგორ არ მიყვარს დამშვიდობების წუთები,ყველას რომ დაემშვიდობა ბოლოს ზურა ჩაიკრა გულში და უთხრა.
---ჩემი ჯიგარი ხარ, ზუ ჩემი ნაწილი და მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ.თუ რამე ერთი ზარი და მეც აქ ვარ,გესმის?მიხარია და გახარებული მივდივარ,რომ შენ ბედნიერს გხედავ.
---მადლობა ძმაო,რომ ჩემს გამო ჩამოხვედი და ის ლამაზი დღე,უფრო გამილამაზე.მოდი სამახსოვრო სურათი გადავიღოთ,ვინ იცის იქნებ ვეღარც კი გნახო აწი.
---ეს არ გაიმეორო,ეს რა ფიქრები გაწუხებს ორი პატარა გყავს გასაზრდელი,რა იყო მამის როლში ყოფნამ შეგაშინა?მომავალ სექტემბერში,გპირდები რომ ისევ აქ ვიქნები შენთან, შენს გვერდით.აბა ჩემი წასვლის დროა და მომავალ ზაფხულამდე მეგობრებო.წავიდა გოგა და ზურამ მოიწყინა,მაგრამ არ უნდოდა დატყობოდა მოწყენილობა და თქვა.
---ახლა სად წავიდეთ,იცით როგორ ხასიათზე ვარ?სადმე მინდორში მწვადი რომ შევწვათ,მახო წავიდეთ რა.
---წავიდეთ,მე სამწვადეს ვიყიდი.მხარი აუბა ბიძაჩემმა ზურას.
---მე სახლში წამიყვანეთ რა ძალიან დავიღალე,თან ბავშვს ეძინება.
---ეს არ მოხდება.რადგან მე შენ მიყვარხარ და მინდა ჩემს გვერდით იყო.
---კარგი რა, რა მსახიობობის ხასიათზე ხარ. დღეს ზურა.
---სანამ ჩემი გული ფეთქავს,ის არ შეწყვეტს შენზე სიყვარულს და შენზე ფიქრს.შემდეგ ხელები გაშალა და ხმამაღალი ხმით იყვირა.-სიკვდილოოოოოო მეცეკვე,რომ სიცოცხლემ ტაში დამიკრას.
---რა სულ სიკვდილზე ლაპარაკობ ეს ბოლო თვეებია,გინდა გული გამისკდეს?
---რა გინდა,სანამ ვიცოცხლებ შენ მე გვერდიდან ვერ მომიცილებ,სადაც ვიქნები,შენც იქ უნდა იყო ჩემს გვერდით.ასე გაიარა ოქტომბერმაც და 6 ნოემბერს მოევლინა ქვეყნიერებას ჩემი ნიკოლოზი დედას ბუშტი.
დრო ნელა-ნელა გადიოდა,ზურა მუშაობდა,მაგრამ როცა სახლში იყო ძალიან მეხმარებოდა.ნიკუშა მის გულზე ძილს მიაჩვია და სანამ გულზე არ დაიწვენდა არ იძინებდა,შემდეგ კი დაძინებულს ფრთხილად აწვენდა მის საწოლში,მაგრამ გებულობდა პატარა და ისევ ტიროდა.
---ღირსი ხარ, მთელი ღამე თეთრად რომ გათევინოს.
---მე კომფორტს ვაჩვევდი და ახლა ვეღარ მთმობს.იცინოდა ზურა.
---კომფორტს კიარა,შენს სუნს მიეჩვია და რომ ვეღარ გგრძნობს მის ახლოს ტირის.ვუთხარი და თმები გავიშალე,რომ ჩამომევარცხნა და ისევ ჩამებწნა.
---მოჩვენებები დამეწყო?ელენე მიდი რა გაიარე წეხან რომ გაიარე თმების სწორებით.
---რა გემართება,ფხიზელმა დაიწყე სიზმრების ნახვა?
---შეიკარი თმები,გულს ნუ მისულელებ გოგო.ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა და ლიკას გაეღვიძა.
---მამიკო რატო ყვირი?
---რატომ გაიღვიძე ლიკა ახლა გაღვიძების დრო იყო?ყველას ჩემს წინააღმდეგ რატომ ამხედრებ ღმერთო.შემდეგ ნიკუშაც ატირდა,გაბრაზებულმა ადგა და ისევ ხელში აიყვანა.
---მოდი რა შუაში ჩავიწვინოთ და ისე დავიძინოთ,თორემ მეძინება და მეშინია არ გადმომიგორდეს გულიდან.
---მეც მინდა თქვენთან დაწოლა.თავი წამოყო ლიკამ და ისიც შემოგვიწვა.ოთხივე ერთ საწოლზე ვიწექით,მართალია ვიწროდ,მაგრამ უსაზღვრო ბედნიერები.
შეუძლებელია იმის გაფიქრება,რომ ერთ დღეს ეს უსაზღვრო ბედნიერება დაიმსხვრევა.ვიცი,რომ მარადიული არაფერი არ არის,თვით სიცოცხლეც არ არის მარადიული,ერთადერთი მარადიული მხოლოდ იმედია,რომელიც საუკუნეებს უძლებს და თვით ზეცამდეც კი აღწევს.უფალმა იმედის,იმედი დაგვილოცოს ყველას. წარსულის ტკივილმა გადაწონა ჩემი დღევანდელი ბედნიერება,წარსულში თუ სულის ტკივილი მქონდა,ამავე დროს ბრაზიც და სევდაც. დღეს ის ყველა უარყოფითობა ლამაზმა და ბედნიერმა დღეებმა შეცვალა.უკვე შევეჩვიე ამ უსაზღვროდ ტკბილ და თბილ სამყაროს,იმ დიდ შავ თვალებში უსაზღვრო სიყვარულს რომ კითხულობ.ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,თუ ოდესმე განგიცდიათ ნამდვილი ყოფიერების სიხარული,ამასთან ერთად უსაზღვრო ბედნიერებაც ბუნებრივია თქვენთვის ნაცნობი იქნება საწინააღმდეგო გრძნობაც,როგორიცაა უეცარი შიში და დარდის შემოწოლა.არ მეგონა თუ ჩემი ბედნიერი დღეები,ტკივილის წყაროდ გადამექცეოდა.მართალია ჩვენ არ შეგვიძლია არც ტკივილის და არც სიხარული ავირჩიოთ, მაგრამ დიდ ბედნიერებას ზოგჯერ მწარე და მოულოდნელი ტკივილი გვაშხამებს,რომელსაც არ ველოდებით.ზურამ თავისი დაჟინებული თხოვნით ბავშვებიც მოვნათლეთ და ჯვარიც დავიწერეთ.ლიკა მის გვარზე გადაიყვანა.მიუხედავდ ყველას თხოვნისა,რომ ჯერ არ იყო მზად ამ ნათლობისთვის,ის მაინც მის აზრზე იყო და ჩანაფიქრს არაფლის და არავის გამო არ ცვლიდა.ბავშვები მოვნათლეთ,ჯვარიც დავიწერეთ და თითქოს გულზე რაღაც დიდი ლოდი მოეხსნა,იმ საღამოს მითხრა რესტორანში.
---აი ახლა ძალიან მშვიდად ვარ ელენე.
---აქამდე არ იყავი მშვიდად?
---არა,არ მინდოდა ბავშვები მოუნათლავი ყოფილიყვნენ და უფრო ბედნიერი ვარ ლიკა ჩემს გვარზე რომაა.მინდა ყოველთვის ასეთი სიყვარული გვაერთიანებდეს,განა ბევრს ვითხოვ? იმდენად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით გესმის,ჩემი გულის ცემა გესმის?
---შენი თუ ჩემი გულის ზურა.
---არც შენი და არც ჩემი ელენე,ჩვენი გული დღეს ძალიან ძლიერად ფეთქავს ბედნიერებისაგან. შემდეგ ადგა და თამადასთან მივიდა მე კი გაოცებული დამტოვა,ზურას ეს ბოლო პერიოდი ვეღარ ვცნობდი.
---აბა ლომო რა ხდება ხომ ხარ ჯანზე?
---მაგრად ვარ ზურა,საკაიფოდ ვარ და შენს გვერდით ვარ ზუ.

---აბა ტარაბუა დაასხი ამათ დღეს,ისე რომ ხვალ არ ახსოვდეთ არაფერი და ერთმანეთს ეკითხებოდნენ სად ვართო.ვხედავდი როგორ იღიმოდა და ბედნიერებას აფრქვევდა,როგორ მიყვარდა მე მისი ღიმილი.
რაც მეტი გვაქვს,მით მეტი შეიძლება დავკარგოთ.მე რა მქონდა დასაკარგი,ამიტომ მეშინოდა,ძალიან მეშინოდა.შიში შეიძლება დავმალოთ ისევ ჩვენში ისე,რომ არ შევიმჩნიოთ,მაგრამ დღითი-დღე როცა იზრდება შიშის გრძნობა, უკვე თავის გაკონტროლებაც ძალიან დიდა.მაგრამ უნდა შევძლოთ,შევძლოთ დავძლიოთ არ არსებული შიში და შევინარჩუნოთ ჩვენი ნამდვილი სიყვარული.ჩაწყნარდა ყველაფერი და ზამთარიც მიილია, ჩვენს პატარა მყუდრო ოჯახში კი სიმშვიდემ დაიდო ბინა.საღამოს საყვარელი ადამიანის მოლოდინში და სიყვარულით მომზადებული ვახშამი.ზამთარი გაზაფხულმა ჩაანაცვლა.ნიკუშა უკვე დიდი კაცია 6 თვისაა,დიდი და ბომბორაა,დაჭერაც კი მიჭირს მისი ხელში,ისევ მამიკოს მკერდზე იძინებს და გაღვიძებისთანავე პირს აცმაცუნებს.ასე თბილად გაზაფხულიც მიილია.ივლისის 18 იყო სამსახურიდან მოსვლა დააგვიანდა,უკვე ძალიან ავნერვიულდი და საღამოს 9 საათზე თამრო,ზურას უფროსი და მირეკავს თელავიდან,რომ ზურა ავარიაში მოყვა და თელავის საავადმყოფოში ჯერ კიდევ უგრძნობლად წევს.დავიბენი,აი ჩემი შიში სად დამიდგა წინ.ტკივილი შემოაწვა ჩემს გულს,ზურა,ზუ როგორი საყვარელი ხარ და როგორი ტკივილიანი. უეცრად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და უეცრადვე გადაწყვიტე წასვლა,ჩემი თბილი გული ხარ,არ გაბედო ამ გულის გაციება გესმის?ჩვენ ნიკუშა ერთად უნდა გავზარდოთ. ყველა ლამაზი დღე,კადრებივით გაიშალა ჩემს გონებაში.ხატის წინ მუხლზე დავდექი და ცრემლიანი თვალებით შევთხოვე უფალს.
---ღმერთო,ჯერ ხომ არ დამისრულებია ჩემს წილ გზაზე სიარული,გთხოვ ნუ შემომიკლებ მას.16 წლიდან ეკლიან გზაზე დავდივარ,მაგრამ მაინც ვაგრძელებ წინ სვლას,რადგან ის ჩემი გასავლელია.არასოდეს არ მითხოვია ამ გზაზე სიარულისას არავისთვის დახმარება,მათ შორის არც შენთვის და ახლა გთხოვ ღმერთო,გთხოვ მუხლმოდრეკილი გადამირჩინე ჩემი ზურა.შემდეგ ავდექი,,ჩემი და ბავშვების ტანისამოსი ჩემოდანში დაუდევრად ჩავყარე და ტაქსით წავედი ორი ბავშვით თელავში.იქ დამხვდა ყველა,ზურა ჯერ კიდევ უგონოდ იყო.ვიდექი და ერთიანად გადახვეულ ზურას ცრემლიანი თვალებით უცქერდი.შიგნით არ მიშვებდნენ,ბვშვები თინომ და თამრომ წაიყვანა სახლში,მე ზურასთან დავრჩი და არ მიშვებდნენ მასთან,მაგრამ ფანჯრიდან ვხედავდი.ჩემი მხიარული და მუდამ მოუსვენარი,ეხლა როგორ ჩერდები დაწოლილი ზურა.აქ ვარ,მე შენთან ვარ,შენს გვერდით საყვარელო.თითქოს იგრძნო ჩემი ჩუჩული და თავი შემოაბრუნა ფანჯრისკენ,შემომხედა,სუსტად გამიღიმა და ისევ დახუჭა თვალები.როგორ მინდოდა მივსულიყო და მისი ხელი ხელში დამეჭირა.
ზურა შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის.ახლა ყველაფრისგან დაცლილი ადამიანი დგას შენს წინაშე.მხოლოდ ტვინი მამოძრავებს,რომელიც სავსეა შენგან ბოძებული თბილი მოგონებებით.შენ ყველაზე დიდი სიყვარული გქვია ზურა. გეძახი მაგრამ უშედეგოდ. მჭირდები ზურა როგორც არასდროს.შევხედე და მისი ტუჩების მოძრაობით გავიგე რომ მეძახდა.ექთანმა ნება მომცა,რამოდენიმე წუთით შევსულიყავი და ახლოდან მენახა.
---ელე მოხვედი,აქ ხარ.მინდა ბედნიერი იყო.მე მადლობა,რომ ამოდენა სიყვარული მაჩუქე ,,მიყვარხარ'' მხოლოდ ეს გახსოვდეს მუდამ.არ მინდა თავი დაიტანჯო,იცი ახლა რას ვგრძნობ? შენ რომ გხედავ ახლა, აქ ჩემს გვერდით,უსასრულო ბედნიერებას ვგრძნობ. ტკივილიც ხომ ბედნიერებას მოსდევს და ამას ახლავეს შეეჩვიე.
---მიყვარხარ ზურა.მიყვარხარ ტკივილის უკანასკნელ წერტილამდე,ბოლო ამოსუნთქვამდე.მთელი ღამე შენზე დატოვებულ მოგონებებ ვეფერები,წერა რომ შემეძლოს,მხოლოდ წუხანდელი ღამიდან შევქმნიდი ერთი სიყვარულის შედევრს და თითოეულ სიტყვას შენ მოგიძღვნიდი,მაგრამ მე მხოლოდ შენზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანი ვარ.
---ელენე გეძებ,ჩემში დამეკარგე,მაგრამ მთელი ეს დრო ჩემს სიზმრებში გეფერები.თუნდაც მცირე დრო,ამ სიყვარულისთვის ღირდა ცხოვრება.
---ყველაფერი მოგვარდება,ყველაფერი კარგად იქნება ზურა.ახლა ექიმთან შევალ.
---ხელი მტკივა.წარბები შეკრა ტკივილისგან.
---თაბაშირში გაქვს,კიდევ გტკივა რამე?
---მუცელში მტკივა ძალიან და მარჯვენა მხარეს ვერ ვგრძნობ სახეზე.
---კარგი დაველაპარაკები ექიმს.გამოვედი ცოტა იმედიანად და ექიმთან წავედი.ფრთხუილად დავაკაკუნე კარებზე და ჩემს წინ სათვალიანი,ძალიან თბილი ღიმილით შემომეგება ასაკოვანმა ექიმმა.
---ალბად ზურაბ ტიღაშვილთან ხართ ხომ?
---კი ექიმო,მეუღლე ვარ.როგორაა მისი მდგომარეობა.
---მარჯვენა ხელი როგორც შეხედეთ მოტეხილია და თითები აქვს დამტვრეული.მოგვიხდა ყველა თითებზე ძვალი აგვეწყო და ნაკერები დაგვედო.ფილტვზე ჰქონდა ზიანი,ახლა კი სახეა მთავარი,ოპერაცია უნდა გაკეთდეს,მაგრამ ეს რთული ოპერაციაა.ჩამსხვრეულია სახის ძვალი მარჯვენა მხარეს,ჩვენ ფოტოები გადავუღეთ პაციენტს და გადავაგზავნეთ თბილიში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში,გადახედავენ და განიხილავენ იქ თუ ქირურგი აქ ჩამოვიდა აქ გაკეთდება ოპერაცია,სხვამხრივ იქ მოგვიწევს ავადმყოფის გადაგზავნა.ასეთი ავარიიდან ძალიან იშვიათია შვილო გადარჩეს ადამიანი,მაგრამ თქვენი მეუღლე ყვარებია უფალსაც და გaდაარჩინა ის,ეს სიყვარული კი დასაფასებელია.
---გმადლობთ ექიმო.ცრელმორეული ვუხდიდი მადლობას ექიმს.
---მას ახლა,თქვენი ღიმილი ყველაზე მეტად გაახარებს და გააბედნიერებს.გპირდებით,რომ ყველაფერი კარგად იქნება.
---ვფიქრობ ცხოვრების მკაცრი კანონია ერთადერთი სიტყვა ექიმიდან, ,,იყავით ძლიერი''.მაგრამ საერთო ჯამში მე მართლა ბედნიერი ვარ დღეს,რომ ჩემი ლოცვაც შესმინა უფალმა და ზურა ცოცხალია.მომავალზე ფიქრი და ბედნიერებაზე ოცნება ყველა ადამიანის თვისებაა.მართალია,ადამიანი ხშირად ტყუვდება და იმედიც კი უიმედოდ ტოვებს მის მომავალს და მის ფიქრებს,მაგრამ ის თავის ,,ცხოვრების ზღვაში'' გადის უფლის სურვილით და გადაწყვეტილებებით ცდილობს მიაღწიოს სანუკვარ ბედნიერებას.მე დღეს ბედნიერება გამიორმაგდა ექიმო,რომ ჩემი ზურა კარგად იქნება.მადლობა ყველაფრისათვის.
იმედიანად გამოვედი ექიმის კაბინეტიდან და ტელეფონზე მესენჯერში ჩემი ძმა მირეკავს,ის თურქეთშია.
---ხო დათო რას შვრები,მუშაობ?

---მე კი ვმუშაობ,მაგრამ შენ სად ხარ საავადმყოფოში?რა გინდა გოგო მანდ,ბავშვები როგორაა.
---ბავშვები კარგადაა დათო და მეც კარგად ვარ,ზურა მოყვა ავარიაში.
---მერე?როგორაა,სერიოზულია რამე?
---ხელი აქვს თაბაშირში,ფილტვზე ქონდა ზიანი და გაუკერეს,ახლა სახეზე აქვს ძვალი ჩამტვრეული და ოპერაცია ჭირდება.ვერ ლაპარაკობს,ვერ გაიგებ რას ამბობს.
---დილასვე წამოვალ და პირდაპირ მანდ წამოვალ,სახლში არც გავივლი.დედიკომ იცის?
---კი იცის და ფულს გადმომიგზავნის ხვალ, ნერვიულობს იქ და ცოდოა.
---კარგი დაწყნარდი,რადგან ცოცხალია ყველაფერი მოგვარდება.
---კარგი.ვუთხარი ტირილისაგან აკანკალებული ხმით და გაუთიშე.თითქოს დავიცალე,მთელი ღამის უძილარი ვიყავი და გამოფიტული,უეცრად ნაცნობი ტიტინი მომესმა, ,,დადა,დადა.მეც გავიხედე და ნაცნობი სახეები დავლანდე,ნიკოლოზი მომიყვანეს,ხალისი დამიბრუნდა და განწყობაც ჩემს ორ მარგალიტს რომ შევხედე.ხელში ავიყვანე ჩემი ტიტინს და მისი პაწუა ხელებით მომეფერა სახეზე,ემოციებმა გული ამიჩუყა,მაგრამ ახალი განცდები დაბადა ჩემში.რაც უფრო იზრდებოდა ნიკოლოზი სულ მამას ემსგავსებოდა,ამ ემოციებისაგან სუნთქვა შემეკრა და ექთნის ხმამ რომ შემიძლია ბავშვებით შევიდე ზურასთან სიხარულის მწვერვალზე ამიყვანა.გაუხარდა ბავშვების ნახვა,ორივეს ეფერა ცალი ხელით და გოგოებმა ისევ წაიყვანეს სახლში ორივე,მე კი ზურას საწოლთან დავჯექი.მარცხენა ხელი მომხვია და თავი მის გულზე დამადებინა.
---შემეშინდა,ელო ძალიან შემეშინდა,რომ ვეღარ გნახავდი
ზურა უშენოდ მგონი მოვკვდები.არა,მგონი არა, მოვკვდები ნამდვილად.შენ ჩემი ცხოვრების თეთრი ფერი ხარ.ის ძალა ხარ,რომ მაცოცხლებს.ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,ნაპერწკალი,რომელმაც გულში გამიარა და დღითი-დღე ისე ძლიერ ღვივდება,რომ მისი ჩაქრობა შეუძლებელია.
---ელენე შენ ჩემში ხარ,ჩემი ხარ,ჩემთვის ხარ,ჩემნაირი ხარ და იცოდე რომ ჩემებურად მიყვარხარ.შენ ჩემი მეორე ნაწილი ხარ,ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და ჩემთვის,ჩემს სიცოცხლეზე ძვირფასი.
---გაჩუმდი,არ შეიძლება შენთვის ამდენი ლაპარაკი.გეთანხმები,ჩემი გულიც ხარ,სულიც ხარ და ყველაფერი ერთად ხარ.მე შენზე ფიქრით ვცხოვრობ,ვცოცხლობ და ვსუნთქავ.ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ.ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად.როცა ვიცი,რომ შენ სუნთქავ,ვიცი ჩემთვის სუნთქავს ეს გული და როცა შენ კარგად ხარ მე სიცოცხლის წუთები მემატება.ზურას თითქმის ჩაეძინა ამ ჩურჩულში და მოულოდნელად ჯიბეში ჩემი ტელეფონი აზუზუნდა და ფრთხილად გამოვეცალე ხელიდან და ტელეფონს ვუპასუხე.
---გისმენ გიორგი.
---ელენი როგორაა,ზურა რას შვრება..
---კარგადა,ნუ კარგად რა ოპერაცია ჭირდება სახეზე,გადარჩა უფალმა სიცოცხლის მეორე შანსი მისცა.
---მადლობა უფალს,რომ რაც მთავარია ცოცხალია.
---ვინ არის ელენე.მომესმა ზურას ჩურჩული.
---გიო არის,შენი ამბავი იკითხა.
---გაბრიელი როგორ არისთქო შეეკითხე.
---გაბრიელი კარგად არის ზურა და გელოდება,ახლა შენს თავზე იფიქრე,რომ ფეხზე დადგე მალე.
---კარგად ვარ ძმაო,უფრო კარგად ვიქნები ჩემი ბანკის ვალს თუ გამისტუმრებ,უცებ წამოვხტები ფეხზე.ეცადა გაცინებას,მაგრამ ვერ შეძლო.
---აუ შენ მართლა ვერახარ კარგად ხო?
---მე ხო ზურა ვარ.
---როგორ შეგიძლია ასეთ რთულ მომენტშიდაც იღადავო ზურა.გაეცინა გიორგის.
---დღევანდელი ცხოვრებით უნდა იცხოვრო ძმაო თორემ,ხვალ შეიძლება აღარც კი ვიყო.
---ჯულა,ჯულა,ლულა.მოესმა გაბრიელის ტიტინი.
---გენაცვალოს ნათლიამ გაბრიელ.
---ელენე კიდევ შეგეხმიანებით,აბა დროებით.ზურას საწოლთან სკამზე დამჯდარს ჩამეძინა,რომ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი,თავი ავწიე და დათო,მახო ბიძია,გუგალო და გიორგი მოსულიყვნენ.გარეთ გავედით და დათომ გულში ჩამიხუტა.
---ნუ გეშინია,მთავარია ცოცხალია.
---ძინავს მაინც და წამოდი ძირს,მანქანა აქ ყოფილა და ვნახოთ.ჩავედით და თვალებს ვერ ვუჯერებდი,მართლა სასწაული იყო იყო,რომ ამ ავარიაში მომხდარი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია.დათომ მანქანას შემოუარა და გაბრაზებულმა თქვა.
---რამდენით მოდიოდა,ან რას შეასკდა ასე სიძლიერით.ისევ ავედით მაღლა და ზურას გაღვიძებოდა.
---სად მიდიოდი ასეთი სიჩქარით.
---მანქანა ნახეთ?არ გაკეთდება?
---კი როგორ არა სულ ახალივით იქნება,ამხელა სიჩქარით რომ წადი,არ უნდა შეხედო სიჩქარეს,რა სიჩქარით მიდიხარ?
---სახლში მინდოდა დაღამებამდე მივსულიყავი,ვიცოდი ნიკოლოზი უჩემოდ არ დაიძინებდა,მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ არ მოვკვდებოდი.
---საიდან,რა გარანტია გქონდა.ხელშეკრულება დადევი სიკვდილთან? უთხრა გუგამ.
---თქვენ უკან ხომ არ ჩამოგტოვებდით,რომ წავალ თანვე უნდა წაგიყვანოთ,ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ.
---შეხედე, მე გულმა ლამის დამარტყა და ეს ღადაობს.თქვა ბიძიამ გაბრაზებულმა,მაგრამ მაინც გაეღიმა.
---აბა ისე როგორ იქნება, იქ მწვადები არ უნდა ავაშუშხუნოთ მახო?
---ხო მწვადებზე იფიქრე შენ და აწი შემომაჯექი მე და გარბენინებ იქით-აით.უთხრა დათომ და ოთახში შემოსული ექიმიც კი გააცინა.

---კარგი ხასიათს არ გაგიფუჭებთ და კარგი ამბავით მოვედი.პასუხი მოვიდა თბილისიდან და ოპერაცია აქ გაკეთდება,ხვალ დილით მოგამზადებენ საოპერაციოდ,ცოტა რთულია,მაგრამ უნდა გაუძლოთ.აბა ხელი დამადე ხელზე შვილო და თითები აამოძრავე.ზურამ ხელი ასწია და ექიმს დაადო ხელზე და თითები აამოძრავა.
---კარგია,შეგრძნება გაქვს.გილოცავ,მხოლოდ ეს ოპერაცია და ფეხზეც დადგები,მაგრამ ფეხზე ახლაც შეგიძლია დადგე და გაირ გამოიარო.აი დამხმარეები გყავს და მოგეხმარებიან.მართლაც ექიმის გასვლის შემდეგ წამოვაყენეთ,გაუჭირდა პირველად მაგრამ და ეზოშიც ჩავიდა მანქანის სანახავად.მახო ბიძიამ შეატყო,რომ ძალიან ეტკინა მანქანა ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა და უთხრა.
---რკინაა ზურა და არ იცი სად გიმტყუნებს,მთავარია შენ ცოცხალი ხარ,მანქანას კი კიდევ შეიძენ სულ მალე.
---მადლობა ღმერთს,რომ იმ ბავშვს ავაცილე და ჩემი თავი გავწირე,მკვლელის სახელი არ დავირქვი მახო.
---რა მოხდა,როგორ მოხდა ასე ძლიერი შეტაკება.
---ვაღიარებ,რომ ჩქარა მოვდიოდი.საღანო ხანი იყო და დაღამებამდე მინდოდა თბილიში ჩასვლა.მძღოლი ხარ და ხედავ შენს წინ ტრასა ცარიელია და უეცრად გადმომიხტა 5-იოდე წლის ბავშვი იქნებოდა და აღარ მახსოვს აღარაფერი,მახსოვს ჰაერში რომ ავარდი და შემდეგ გაშავდა ყველაფერი.ბუნდოვნად ჩამესმოდა ქალის კივილი და შემდეგ ისიც შეწყდა.მახო ბიძიას ტელეფონმა დარეკა.
---გისმენ მზია.
---???
---კი,კი კარგადაა.
---???
---აქ ვარ მეც და დათოც ჩამოვიდა თურქეთიდან.
---???
---ზურა დაელაპარაკე მზიაა.
---დედაჩემია?
---არა,სიდედრი.
---გისმენ მზიკო როგორ ხარ.
---მე კიარა,შენ როგორ ხარ.საინტერესოა რას ფიქრობდი,მაგრამ რადგან მშვიდობა გვაქვს,ხმასაც აღარ ამოვიღებ.გილოცავ გადარჩენას.

---მადლობა,რავიცი რას ვფიქრობდი,მოსახდენი მოხდა და ნუ მიბრაზდები,ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ.
---მადლობა უთხარი უფალს და სანთლები აუნთე,რომ დედამიწაზე ყოფნის მეორე შანსი მოგცა.
---მახო ფოტოებს უღებს და გადმოგოგზავნის.
---ას წლიანი ხარ ზურა.რადგან შენ ასეთ ავარიას გადაურჩი,შენ 100 წელი აღარაფერი აღარ მოგივა.მართლა გაოცებული ვარ,დიდება შენდა უფალო,რომ არ გამიმწარე სული და არც ჩემი შვილი არ გაამწარე.
თვენახევარი,მხოლოდ თვენახევარი გასტანა ავარიიდან ბედნიერებამ.ზურა იყო ადამიანი პოზიტივი,იუმორი, გართობა,სილამაზე და მშვენიერება იყო მხოლოდ მის სულში.შეუძლებელია ერთ ადამიანს ჰქონდეს ყველა ეს დადებითი თვისებები,მაგრამ მასში იყო,მას ჰქონდა,ჩემს ზურას ჰქონდა. ზურა იყო ადამიანი,რომელიც უცებ მოგიხსნიდა ყოველგვარ დაღლილობას,დაგტენიდა სიხარულით,იუმორით და უხალისო,პრობლემიან დღეს,ხალისიანს შეგიქმნიდა.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ,თაბაშირის მოხსნამდე კახეთში ვიყავით,შემდეგ კარგად და მყარად რომ დადგა ფეხზე,სოფელში წავედით,იმერეთში სწავლის დაწყებამდე იქ გვინდოდა გაჩერება.8 სექტემბერს ფული გადმოგვიგზავნეს ზურას სახელზე 800ევრო,მზიამ (ზურას დედა)გადმოგვიგზავნა და მის ასაღებად წავედით,დათომ ქალაქში გაგვიყვანა,ფული ავიღეთ,ბავშვებისთვის საჭირი ნივთები ვიყიდეთ და მე სახლში ტაქსით გამიშვა,დათოსაც თავის საქმე ჰქონდა.
---ზურა შენ დათოსთან ერთად მოხვალ სახლში?
---ხო დაურეკავ და ერთად წამოვალთ მე,დათო და მახო.
---ბევრი არ იარო სიცხეში,ჯერ ისედაც სუსტად ხარ.
---არ ვივლი ბევრს.მითხრა მაკოცა და ტაქს ფული გადაუხადა.სახლში რომ მივედი,ერთ საათში დათო და მახოც მოვიდნენ,მაგრამ ვხედავ ზურა არ არის მათთან ერთად და გამიკვირდა.
---დათო ზურას არ დაურეკია,არ გინახავთ?
---ვაიმეეე,ერთი ას-ჯერ მექნება დანარეკი და არ აიღო.დამირეკა სადახარო და მეც ვუთხარი,მოვდივარო მითხრა,მერე ვურეკე,ვურეკე და არ აიღო.სალათას ვაკეთებდი,რომ დათოს ტელეფონზე ზურას ნომერი დაფიქსირდა.
---სადახარ ზურა იცი ნახე რამდენჯერ მაქვს დანარეკი?
---ცოცხალია? გავიგონე დათოს ხმა და ფერი დაეკარგა,საუბარი აღარ შეეძლო და მე გადმომხედა.
---რა მოხდა დათო.შევეკითხე შეშინებულმა
---არც მე ვიცი რა მოხდა,მაგრამ უნდა გამაგრდე.მითხრა ბოლო ორი სიტყვა ჩამწყდარი ხმით.
---ვინ იყო.
---მილიცია იყო.
---მერე?რა უნდოდა მილიციას.
---ბოლო ნარეკი ჩემი ნომრიდან იყო და ჩემთან დარეკეს.
---მერეეე.უჭირდა თქმა,ძალიან უჭირდა,მაგრამ მაინც მოახერხა და ცრემლნარევი ხმით თქვა.
---უნდა გამაგრდე,ზურა აღარ არის.გვამის ამოსაცნობად უნდა წავიდეთ.ვერ ავხსენი რა ხდებოდა ჩემს თავს და დათოს არაფლის მთქმელი,გამოფიტული თვალებით შევხედე.ძალა მოვიკრიბე და შევეკითხე.
---სად არის ახლა,სად უნდა წავიდეთ.დათომ თვალი ამარიდა,ვერ გაუძლო ჩემს თვალებში ამოდენა ტკივილს და ჩუმად,მაგრამ გასაგონად თქვა.
---მორგში გველოდებიან.ვგრძნობ,რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება,ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია,ვერც სიოს მონაბერს ვგრძნობ და ვერც ვერავის ვამჩნევ ჩემს გარშემო,არც არაფერზე ვფიქრობ,ჩემი აზრები მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთნის.ვიცი,რომ ბევრ ფიქრს ტკივილი მოაქვს და ნელა-ნელა ვერკვევი რეალობაში და მუხლებზე ვეცემი,მთელი ხმით ვღრიალებ და ცრემლსაც მივეცი გზა.
---რატომ,რატომ მიმატოვე ზურააა.შენ ხომ შემპირდი,სულ შენთან ვიქნებიო.რატომ,რატომ დამიობლე შვილები,სად გეძებო შენ ხომ უჩვენოდ ღამესაც კი არ ათევდი არასად,შენ ხომ ნიკოლოზის გარეშე,არსად არ ჩერდებოდი,ახლა რატომ დამიცარიელე გული ზურააა.
---ადექი,მოიცადე შეიძლება შეცდომაა.შეიძლება ტელეფონი დაკარგა და სხვა არის,ის არ არის, ეს შეუძლებელია.მამშვიდებდა თამუნა.
---წამიყვანეეეთ,უნდა ვნახოოოო,არ მჯერავს,ასე ორ საათში რა დაემართა.ვეღარ ვჩერდებოდი,ვერ მაწყნარებდნენ.მთელი ჩვენი უბანი დადგა ფეხზე და ქუთაიში წავედით,სტეკლოტარასთან მისვლამდე არის მორგი.მე არ შემიშვეს,დათო შევიდა დიდი იმედით რომ ზურა არ იქნებოდა,მაგრამ გარეთ რომ ფერდაკარგული გამოვიდა მივხვდი რომ იქ დასრულდა ჩემთვის ბედნიერება.გული დამიცარიელდა,ირგვლივ მიმოვიხედე და ყველას თვალებში უზომო სევდა იდგა.მივხვდი, რომ მე ჩემი იმედის ფრთა ჩამომტყდა.ჩემი ბედნიერი დღეები დასრულდა და იქვე ჩავიკეცე.ნათია მოვიდა და მითხრა.
---გამაგრდი დაჯი (ელენე)შენს პატარებს ძლიერი დედა სჭირდებათ.დეიდას არ გავაგებინოთ?
---დაურეკე და უთხარი,პირდაპირ ნუ ეტყვი.ლიკა მოვიდა ჩემთან და შემეკითხა.
---დედიკო მამიკო სად არის,აქ რატომ ვართ ჩვენ.
---მამიკო ცუდადაა დე,შენ ბიცოლას წაყევი სახლში და მე მამიკოსთან ვიქნები საავადმყოფოში.ხომ არ იტირებ დე.
---არა,არ ვიტირებ დე,მაგრამ ნიკოლოზი?ის რომ არავის არ უჩერდება?
---ნიკოლოზს მე წავიყვან დედი და ჩემთან იქნება.
---დე,მამიკო ხომ კარგად იქნება,სახლში ხომ მოვა.ჩემს თვალებში ცრემლი მატულობს და სევდა ღრმად იდებს ბუდეს.
---ვნახოთ დე,მე დაგირეკავ და დაგელაპარაკები.
---არ იტირო დე,მამიკო კარგად იქნება და ჩემზე არ ინერვიულო,მეც ჭკუით ვიქნები.
გამოიყვანეს თეთრ ზეწარში გახვეული,თვალები დაუჭული აქვს,აღარ უბრწყინავს ბედნიერებისაგან.მის თვალებში აღარც სევდა ჩანს,ყველაფერი ერთიანად ჩაკვდა და ჩაიფერფლა. გული რომელიც დიდი სიყვარულით ფეთქავდა ახლა აღარ ფეთქავს და უკვე ცივია.გაცივდა,ჩემი გული კი ამ სიცივეს ტირის,შენს არ ყოფნას ტირის ზურა.უშენობას და შენს დუმილს,ყველაზე მეტი მტკივნეული შენი დუმილია ზუ,შენი დუმილი.წასასვლელად ვემზადებით,რომ ნათიამ მითხრა
---დაჯი დეიდას ვურეკავ ვიბერში და გადის.
---ხო ნათია დეი,რამდენჯერ დაგირეკია მაღაზიაში ვიყავი,როგორ ხარ ჩემო დახატულო.
---დეიდა რას შვრები.
---ნათია რა ხდება,ტირიხარ?
---დაჯექი დეიდა ისე ვერ გეტყვი.
---ნუ მივლი ნათია შორიდან,რა ხდება, ხო მშვიდობა მაქვს გოგო.
---დეიდა გამაგრდი ძალიან გთხოვ,ყველა დაწყვეტილები ვართ.
---ნათია უკვე ცუდად ვარ,ვხვდები რომ რაღაც მოხდა და ეს რაღაც ძალიან მტკივნეულია.
---დეიდა ზურა აღარ გვყავს.
---რას ჰქვია აღარ გვყავს,რა მოუვიდა.
---დეიდა ზურა აღარაააა.
---ნათია ჩემს ზურაზე ამბობ?ჩემი ზურა აღარა მყავს?
---ხო დეი ჩვენი ზურა.
---ვაიმეეე შვილოოოო.გავიგონე დედიკოს სასოწარკვეთილი ხმა.ალბად მთელი საერთო ბინა გაიგებდა მის ხმას,მაგრამ იქ ვის ადარდებს შენი ტკივილი.
დედიკო ხმით ტიროდა არ მჯერა,რომ ეს სიცოცხლით სავსე ადამიანი დღეს მდუმარედ წევს.შენ ხომ უნდა გეცხოვრა,შენ ხომ დიდი მომავალი გინდოდა შეგექმნა,განა ტყუილად დასახე ამდენი გეგმა?დედაშენს რა ვუთხრა ზურა როგორ დაველაპარაკო.მესმოდა დედიკოს ხმა და მეც დავფიქრდი.
---შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავდი ჩემთვის და რამხელა სითბოს მაძლევდი,როგორ მაძლიერებდი შენი ყოფიერებით.ჩვენ ხომ ერთი ფიქრი გვქონდა,ერთი სულით და ერთი გულით ვცხოვრობდით.შენს გარეშე ვიცი რომ გამიჭირდებოდა,მეგონა დღესვე მოვკვდებოდი,მაგრამ არ მოვკვდი ზურა ხედავ?ისევ ვსუნთქავ,უშენოდ ვსუნთქავ და ისევ ცოცხალი ვარ.ცა ჩამომექცა თავზე,ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი რომ ამოდენა ტკივილს გაუძლო,ტკივილს რომელსაც საყვარელი ადამიანის სიკვდილი ჰქვია.გრძნობა გამომაცალა შენმა დუმილმა,მგონია რომ ცუდი სიზმარი ვნახე,გამოვიღვიძებ და ყველაფერი დასრულდება,ცხოვრება ჩვეულ რიტმს გაუყვება.უკვე მიპყრობს თანდათამ შენი მონატრება და ცრემლი მახრჩობს,მაგიჟებს შენი დუმილი,მენატრება შენი ხმა,შენი სიცანცარე.მთელ სხეულში მტეხავს,გული მტკივა,შენ ჩემი გულის ერთადერთი ძლიერი ტვირთი ხარ,რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ შეცვლის.მივეჩვევი ზურა უშენობას,ძალიან არ მინდა,მაგრამ თვით ცხოვრება მიმაჩვევს.დამიბრუნდი,გულში ჩამიკარი,ისე რომ დავსრულდე და ვიგრძნო შენი მკლავების ძალა.წვიმიან ღამეში შენ გელოდები,შენ ხომ იცი მე ძლიერი წვიმის როგორ მეშინია,მოდი,შემომხვდი გულში ჩამიკარი,ისე რომ შენი გულის ხმა მესმოდეს.ნუ მეტყვი ნურაფერს,არ მინდა სიტყვები,მხოლოდ შენი ჩახუტება,მხოლოდ შენი სურნელი დამიტოვე,რომ შევძლო ცხოვრების გაგრძელება.არ გამიშვა წვიმიანში,არ მინდა ჩვენი გრძნობები წვიმამ წალეკოს,ნუ წახვალ ჩემგან თორემ უშენობა დამახრჩობს,მობრუნდი გულში ჩამიკარი,შემომხვიე შენი ხელები ძლიერად,ისე რომ გავჩუმდე და ჩემი სიცოცხლეც შენს მკერდზე დასრულდეს.
რა ლამაზად მოდიოდა შემოდგომა,
თავს გვათოვდა ნაირფერი ფოთლები.
მაგრამ უცებ გაქრნენ,წვიმად წამოვიდა,
სისხლიანი წვიმის ცხელი ცრემლები.
ჩამობლელდა მწუხარების ზარი რეკავს,
ნაკადულად გვედინება ცრემლები.
ზურა მოკვდა,ზურა მოკვდა,ზურა მოკვდა.
ცის კარს ამტვრევს,მწარე ტირილის ხმები.
წახვედი და დაგვიტოვე დიდი სევდა,
და შენს შვილებს სახელი და მხილოდ შენი სურათი.
აბა ზურა ძმამ,ცოლმა და შენმა დედამ,
რით დაძლიოს უშენობის ეს დარდი.
აღარასდოს შემოაღებს ზურა კარებს,
და თვალებით მზის სხივებს არ გვაჩუქებს.
ვერც ვერასდროს დავინახავთ ცისარტყელას,
რადგან შენ ხომ აღარასდროს იცინებ.
ზურა დღეს ხომ სუფრას გავშლით შენს სახელზე,
რადგან შენი დაბადების დღე არის,
მერე რა,რომ ჩვენ ტირილით მოგიგონებთ,
გულით მაინც სიამაყეს განვიცდით.
გვიხარია,თუნდ ცოტა ხნით ჩვენთან იყავ,
შენისთანა ადამიანს ვიცნობდით.
ღმერთმა სული გაგინათლოს მაღლა ზეცად,
სამოთხეში შეევედრე ღმერთს ჩვენთვის.
სიცოცხლე არ არის თამაში,მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ,ისე როგორც გვინდა.მაგრამ სად დაგვარტყამს მტკივნეულად,სად ჩაგვწიხლავს მწარედ არ ვიცით.უკვე სადაცაა წელიწადი გავა და ისევ მწარედ აჩნიხარ ჩემს გულს.ვერ მოვასწარით კარგად ჩვენი სიყვარულის გაშლა,რომ უკვე დამეკარგე.ხანდახან ხუმრობა მგონია,ხანდახან შენს დაკიდებულ საათს მივჩერებივარ კედელზე და მგონია სამსახურიდან დაბრუნდები თეთრი ვარდებით,ან ორივე ხელში სავსე ჩანთებით.მაგრამ საათის ისრები წინ მიიწევს,არც კარი იღება და არც შენ არ ჩანხარ.დამიტოვე დიდი სიყვარული,მაგრამ სიყვარული ცრემლით და ტკივილით სავსე.შენ მატკინე ზურა,მომატყუე,შემპირდი,შემპირდი რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდი,რომ არსოდეს არ მიმატოვებდი.მაგრამ ჩემი გული აღარ ხალისობს უშენობით. გინახია ,,მკვდარი გული''-ი?ის შენ დამიტოვე ის ჩემი გულია მკვდარი და გაციებული. უშენოდ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას,მაგრამ რა ვუყო ჩემს პატარებს,ისინი ხომ ჯერ სულ პატარები არიან.ჯერ ისიც კი არ იციან სად ხარ,სად წახვედი და რატომ არ მოდიხარ,რატომ დააგვიანე.მეუბნებიან დავწყნარდე,რომ ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ უშენოდ?უშენოდ არც არაფერი არ იქნება კარგად,შენ დამტოვე და წადი,დამიტოვე გრძნობებისგან გამოფიტული და ,,მკვდარი გული'',გული დაცარიელებული უშენობით.ჩვენი ბედნიერი დღეები დასრულდა,ძალიან მალე დასრულდა 29 წლის ასაკში გაიმარჯვა შენზე სიკვდილმა.
დასაფლავების წინა საღამოს უცხო მანქანა გაჩერდა ჭიშკართან და ეზოში შემოვიდა ტირილისაგან თვალებდაწითლებული გოგა.რომელმაც ყველას გვერდი აუარა და პირდაპირ იქ წავიდა,სადაც ზურას ცივი ცხედარი ესვენა.დაემხო ზემოდან და მთელი ხმით აღმოღდა ღმუილი.
---ერთი წელი ძმაო,ერთი წლის წინ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ზარივით ჩამესმის შენი სიტყვები, ,,მოდი ჩამეხუტე,მომავალ ზაფხულს იქნებ ვეღარც კი გნახოო''.რატომ დამტოვე მარტო ზურა,რატომ ჩამომაცალე ცალი მხარე.ჩემი ერთი ცალი და მოუსვენარი ჯიგარი ძმა. არავინ იცის როგორ მომენატრები,რატომ ზურა,ვინ,ვინ გაგიმეტა ასე მწარედ.დედას,დედას რას ეტყვი,არ შეგეცოდა?რისთვის,რისთვის გაუშვი საბერძნეთში შენი დასაფლავების ფული რომ დაეწყო?ახლოს მივედი,მხარზე დავადე გოგას ხელი და წამოდგა,შემომხედა 10 თვის ნიკოლოზი მეჭირა ხელში,გამომართვა გუში ჩაიკრა და ყელში კოცნა.
---ჩემი პატარა კაცი,ჩემი პატარა ზურიკელა აქ მყავს,ელო როგორ გავს მამას.
---ძალიან,ძალიან ჰგავს გოგა მისი ცოცხალი ფოტო დაგვიტოვა.ვუთხარი მე სევდიანად.ბავშვი გადმომცა და შემდეგ მამასთან მივიდა,ჩაეხუტა მამა-შვილი ერთმანეთს და ორივე ხმით ტიროდა.ვერ ვიჯერებ მამა,რომ ჩვენი ზურა აღარა გვყავს.
---ყველას ტკივა ჩემი ზურა,ხალხის ნაკადი არ წყდება ყოველ დღე,მაგრამ ჩემსავით არავის აკლიხარ ზურა,არც არავინ მოგინატრებს ჩემსავით.ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის იოლი არ არის,მაგრამ თავს ძალას ვატან და ვიხსენებ ყველაფერს სიტყვა-სიტყვით,ჩემი სული ხომ მხოლოდ წამებისთვის ცოცხლობს,ქარი ღმუის და ჩემი სული კარიბჭეს ეომება გასაღებად,შიშისაგან თმა კიარა მგონი სისხლიც კი გამითეთრდდა.მომენატრე,იცი როგორ ძლიერ მომენატრე?მონატრების ტკივილისგან ხორცი ძვალზე მადნება.მონატრებამ წალეკა ჩემში ყველაფერი,უშენობამ გულს დიდი ჭრილობაც დააჩინა.ქარი არ წყნარდება და შიშთან ერთად შენზე ფიქრები მოაქვს.ღრუბლები,შავი ღრუბლები ეხეთქება ერთმანეთს და ცაც გაუსაძლისად გრუხუნებს.ნუთუ ამ განცდებს და ამ შეგრძნებებს დასასრული არასოდეს არ ექნებათ?ნუთუ ჭრილობა, რომელიც შენ დამიტოვე როდისმე შეხორცდება?შენზე ვფიქრობ და აი ნიკოლოზმაც გაიღვიძა,რომელმაც მიეჩვია უშენოდ ძილს.მის პატარა ხელებს მისობს სახეზე და ტიტინებს.
---და და,და.ამბობს მისი პატარა ლამაზი ტუჩები.ვუცქერ თვალებში ცრემლჩამდგარი და გულში ვიკრავ ის ხომ ჯერ კიდევ პატარაა 1 წლის და 9 თვის.ტიტინებს,ტიტინებს და მისი ტიტინი განწყობას მიკეთებს,მაგრამ მთავარს ვერ ვუშველე მაინც.შენზე მონატრებას არ შველის არანაირი წამალი.მხოლოდ გულს კლავს ტკივილი,როცა მახსენდება,რომ შენ აღარ მოხვალ.მენატრები და ოცნებებში შენს მხიარულ სახეს ვუღიმი და გპირდები,რომ შენს ჯადოსნურ ღიმილს ჩემს გულში შევინახავ,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა.
,,მკვდარი გული'' არ ცოცხლდება,დრო კი უკან არ ბრუნდება,ოცნებები არ სრულდება და ცხოვრება კი გრძელდება.დრო გავიდა და მე დღემდე კომპიუტერის მონიტორზე შენს ფოტოებს დავტირი.ხშირად მავიწყდება,რომ აღარ ხარ ჩემს სიახლოვეს და უეცრად ვაცნობიერებ,რომ ამაზე ახლოს მე შენ ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ.რა საშინელებაა უშენოდ ცხოვრება,სიყვარული განა ყველას შეუძლია?მაგრამ მე შენ უკიდეგანოდ,უსაზღვროდ შეგიყვარე და ახლა ვბრაზობ,ამ სიყვარულთან ერთად სიძულვილიც არ ვისწავლე.დღემდე მოწყენილია ჩემი გული,დღემდე სევდიანია და შენდამი მონატრება ცრემლით ავსებს იმ სიცარიელეს.მტკივა რომ აღარ მესმის შენგან ნათქვამი, ,,მე შენ მიყვარხარ''მახსოვს როგორ გიბრაზდებოდი,.
---,,ზურა დავიღალე,გავიგე რომ გიყვარვარ,მეც მიყვარხარ''.ერთხელ მომიბრუნდი და მითხარი.
---ელენეეეე დააფასე ეს სიტყვები,ახლა რასაც გეუბნები,რადგან ვინ იცის ერთ დღესაც შეიძლება ვერ გითხრა ეს სამი სიტყვა და გაგახსენდები.რატომ,რატომ შემაჩვიე შენს სითბოს და მერე რატომ მიმატოვე ზურა.იცი რომ შენი მონატრებით სული მეყინება?ადგილს ვერ ვპოულობ რადგან ყველგან შენი შავი თვალები მელანდება და ამ დროს სუნთქვა მიჩერდება.გული კუმშვას იწყებს შენი მონატრებით,ამ დროს ტირილი მინდა,მაგრამ უკვე ცრემლიც აღარ მაქვს,ვეღარ ვპოულობ მათ,მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე,მხოლოდ იმ იმედით მინდა გამეღვიძოს დილით,ისევ ჩემს გვერდით თუ გიხილავ შენს მკლავებში და შენი ფეხი ჩემს წელზე.ყველაფერს დავთმობდი,მხოლოდ ეს წუთები კიდევ ერთხელ მეგრძნო,მეგრძნო შენი სიახლოვე,შენი გულისცემა,შენი სითბო.იცი სიჩუმე რატომ შემიყვარდა? იმ სიჩუმეში თითქოს შენი გულის ცემა მესმის.მინდა შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო.
შენი წასვლის შემდეგ,ვინც არ მიცნობს ყველას ცივი და უგულო ადამიანი ვგონივარ,სინამდვილეში ის კი არ იციან,რომ ჩემი გული მხოლოდ ცრემლებით არის სავსე.მე შენი წასვლის შემდეგ,სევდის შვილი გავხდი.მენატრები,უზომოდ მენატრები ზურა.განა რამდენი დაუთვლელი წლები გავატარეთ ერთად,დაიღალე და შენ მიმატოვე პირველმა და მარტოობისთვის გამიმეტე შეუბრალებლად,იმ მარტოობისთვის რომელიც რთული ასატანია ჩემთვის.მე მხოლოდ შენი მონატრება არ მტოვებს მარტო,მოდის და მოდის,პირდაპირ,დაუკითხავად შიგ გულში შედის და შიგ გულში თავსდება.ნუ მიყურებ ასეთი სევდიანი თვალებით და ნუ მიკლავ გულს ვფიქრობ რაღაცის თქმა გინდა,ალბად იმის რომ შენ შენი ნებით არ დაგიტოვია სიცოცხლე,ეს ისე უეცარი მეხის გავარდნა იყო,შენ შებრძოლებაც ვერ მოასწარი,ვერ შეძელი გამკლავება და შენ სიკვდილმა დაგამარცხა მე კი უშენობის სისასტიკემ.სწორედ იმ დღეს ყველა ,,დიახ''-არად იქცა,ყველა დაპირება ტყუილად,ყველა იმედი ეჭვად,ყველა ლამაზი დღე-ძველ მოგონებად,ყველა ბედნიერება სევდად,მხოლოდ იმიტომ,რომ შენ წახვედი ზურა.როცა სინანულიც ნანობს დასასრულს,როცა ფილტვებ გამოცლილი ღამეც წუხს,როცა ყველა ფიქრიც უშენოდ მოიწყენს,ყველაფერი ერთიანად ამტკივდა.ყველა ძახილის ნიშანი მოიხარა მხრებში,რომელიც შენთვის იყო განკუთვნილი.ხმა დამიმუნჯდა და გულმა სმენა დაკარგა,ხელში მხოლოდ ერთი წერტილი მიჭირავს,წერტილი რომელშიდაც უნდა ჩავატიო მთელი ჩემი ცხოვრება,სიყვარული,განცდები,მონატრება,ლოდინი,სევდა,დღე,ღამე და შენ.ის ყველა თბილი მოგონება რომელიც მხოლოდ შენ გიკავშირდება.მე კი დასასრულის-დასასრულს ვეძებ,იმ დასარულს რომელიც ჩემთვის ხერხემალ გამოცლილია და სიყვარული,რომელიც სიყვარულზე მეტად მიყვარდა და მივხვდი ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ შეიძლება ერთ დღეს უმნიშვნელო პატარა წერტილად გადაიქცეს,ისევე როგორც შენ.დღეს მე მე ვარ,შენ კი უკვე წერტილი და ჩემი გულით სატარებელი ცხოვრების ბოლომდე.




ისტორია დაყრდნობილია რეალურ ამბებზე და უფრო მეტიც.ზურა,ჩემი ზუ ჩემი უზარმაზარი და მოურჩენელი ტკივილია.ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრების ნახევარიც თანვე წაიღო.მენატრები ზურა უსაშველოდ მენატრები და ეს მონატრება ჩემი გულიდან არასოდეს არ განელდება.შენ ჩემს გულში ხარ და იქნები მუდამ.შეუსრულებელ 30 წელს გილოცავ საყვარელო,დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და ეს დღე უშენოდ გათენდა წელსაც და აწი ასე იქნება ყოველ წლიურად.უშენობა მტკივა,მაგრამ არც შეცვლა შემიძლია არაფლის,გარდა იმისა,რომ გულით ვატარო შენი სიყვარული მონატრებასთან ერთად.



№1 სტუმარი nebula

უმძიმესი ისტორიაა :( ვინ იყო ეს ბიჭი თქვენი? და რით გარდაიცვალა?

 


№2  offline მოდერი zia-maria

nebula
უმძიმესი ისტორიაა :( ვინ იყო ეს ბიჭი თქვენი? და რით გარდაიცვალა?

მართალია ძალიან მძიმე წასაკითხია და დასაწერადაც უმძიმესი იყო ჩემთვის.მადლობა,რომ კითხულობთ.ზურა ჩემი სიძეა,შვილის ქმარი და დღემდე ვერ გავიგეთ რითინ დაიღუპა.საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია. cry sleepy

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მიუხედავად იმისა რომ მე ამ ისტორიის თვითმხილველი ვარ, ყველა სიტყვა ნაცნობი და ახლობელი იყო, მაინც ისევ ისე განვიცადე როგორც პირველად,
დღემდე ჩამესმის სიტყვები. ,,ტერი ჩემი ზურა აღარა მყავს" და გულიდან ამოსული ტკივილი დავინახე ,. აი, ასე დავინახე და ვიგრძენი.
მე ზურას პირადად ვიცნობდი, ზურას ადამიანს თითქოს და მშვიდს ერთი შეხედვით მაგრამ ამავე დროს პოზიტივის და ბედნიერების ვულკანს.
ვერ დაგპირდები რომ ეს ტკივილი დაგავიწყდებათ ან გაგივლის, უბრალოდ მიეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას.
ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასე უნდა ყოფილიყო. ეს ცხოვრებაა, ვერ დაგეგმავ შენი ცხოვრების გზას, არ იცი ბედი რაას გიმზადებს.
და შ ენ ელენე. მინდა ნამდვილი ქართველი ქალობა გისურვო, შენი შვილებისთვის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა. და ის თვალები რომლებიც ზურამ დაგიტოვა შენი ნიკუშას სახით ძალას მოგცემს...
შეუსრულებელ იუბილეს გილოცავ ზურა..

 


№4  offline მოდერი zia-maria

terooo
მიუხედავად იმისა რომ მე ამ ისტორიის თვითმხილველი ვარ, ყველა სიტყვა ნაცნობი და ახლობელი იყო, მაინც ისევ ისე განვიცადე როგორც პირველად,
დღემდე ჩამესმის სიტყვები. ,,ტერი ჩემი ზურა აღარა მყავს" და გულიდან ამოსული ტკივილი დავინახე ,. აი, ასე დავინახე და ვიგრძენი.
მე ზურას პირადად ვიცნობდი, ზურას ადამიანს თითქოს და მშვიდს ერთი შეხედვით მაგრამ ამავე დროს პოზიტივის და ბედნიერების ვულკანს.
ვერ დაგპირდები რომ ეს ტკივილი დაგავიწყდებათ ან გაგივლის, უბრალოდ მიეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას.
ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასე უნდა ყოფილიყო. ეს ცხოვრებაა, ვერ დაგეგმავ შენი ცხოვრების გზას, არ იცი ბედი რაას გიმზადებს.
და შ ენ ელენე. მინდა ნამდვილი ქართველი ქალობა გისურვო, შენი შვილებისთვის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა. და ის თვალები რომლებიც ზურამ დაგიტოვა შენი ნიკუშას სახით ძალას მოგცემს...
შეუსრულებელ იუბილეს გილოცავ ზურა..

cry გამახსენდა,შენ რომ დამირეკე და შენს სახიდან ღიმილი რომ გაქრა,შემხედე თუ არა პირველი კითხვა იყო,რა მოხდა მზიკო და მეც მოგახალე, ,,ტერო ჩემი ზურა აღარამყავს,გესმის?ჩემი ზურა,ჩემი ზუ მომიკლეს და აღარ სუნთქავს''.დღეში რამდენჯერმე მირეკავდი და შორს მყოპფს მამშვიდებდი,მადლობა იმ თითოეული გულიდან წამოსული თბილი სიტყვებისთვის და მადლობა დღემდე ამ საოცარი გრძნობების ჩუქებისთვის.რაც შეეხება ჩემს ნიკუშას,მე დავეხმარები ჩემს შვილს და გავზრდით ისეთს,როგორიც ზურას უნდოდა აღეზარდა.მადლობა, ტერო შენ ჩემი სულის სიმშვიდე ხარ და ამისთვისაც მადლობა. kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

zia-maria
terooo
მიუხედავად იმისა რომ მე ამ ისტორიის თვითმხილველი ვარ, ყველა სიტყვა ნაცნობი და ახლობელი იყო, მაინც ისევ ისე განვიცადე როგორც პირველად,
დღემდე ჩამესმის სიტყვები. ,,ტერი ჩემი ზურა აღარა მყავს" და გულიდან ამოსული ტკივილი დავინახე ,. აი, ასე დავინახე და ვიგრძენი.
მე ზურას პირადად ვიცნობდი, ზურას ადამიანს თითქოს და მშვიდს ერთი შეხედვით მაგრამ ამავე დროს პოზიტივის და ბედნიერების ვულკანს.
ვერ დაგპირდები რომ ეს ტკივილი დაგავიწყდებათ ან გაგივლის, უბრალოდ მიეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას.
ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასე უნდა ყოფილიყო. ეს ცხოვრებაა, ვერ დაგეგმავ შენი ცხოვრების გზას, არ იცი ბედი რაას გიმზადებს.
და შ ენ ელენე. მინდა ნამდვილი ქართველი ქალობა გისურვო, შენი შვილებისთვის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა. და ის თვალები რომლებიც ზურამ დაგიტოვა შენი ნიკუშას სახით ძალას მოგცემს...
შეუსრულებელ იუბილეს გილოცავ ზურა..

cry გამახსენდა,შენ რომ დამირეკე და შენს სახიდან ღიმილი რომ გაქრა,შემხედე თუ არა პირველი კითხვა იყო,რა მოხდა მზიკო და მეც მოგახალე, ,,ტერო ჩემი ზურა აღარამყავს,გესმის?ჩემი ზურა,ჩემი ზუ მომიკლეს და აღარ სუნთქავს''.დღეში რამდენჯერმე მირეკავდი და შორს მყოპფს მამშვიდებდი,მადლობა იმ თითოეული გულიდან წამოსული თბილი სიტყვებისთვის და მადლობა დღემდე ამ საოცარი გრძნობების ჩუქებისთვის.რაც შეეხება ჩემს ნიკუშას,მე დავეხმარები ჩემს შვილს და გავზრდით ისეთს,როგორიც ზურას უნდოდა აღეზარდა.მადლობა, ტერო შენ ჩემი სულის სიმშვიდე ხარ და ამისთვისაც მადლობა. kissing_heart

სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანებმა ერთმანეთისთვის თუ არა და თბილი სიტყვა, მოქმედება და გვერდით დგომა.
მიხარია რომ ეს გრძნობა ორ მხრივია.
მიხარია რომ გაგიცანი.
და მინდა ყველაფერი ცუდი უკან დარჩეს.

 


№6  offline მოდერი zia-maria

terooo
zia-maria
terooo
მიუხედავად იმისა რომ მე ამ ისტორიის თვითმხილველი ვარ, ყველა სიტყვა ნაცნობი და ახლობელი იყო, მაინც ისევ ისე განვიცადე როგორც პირველად,
დღემდე ჩამესმის სიტყვები. ,,ტერი ჩემი ზურა აღარა მყავს" და გულიდან ამოსული ტკივილი დავინახე ,. აი, ასე დავინახე და ვიგრძენი.
მე ზურას პირადად ვიცნობდი, ზურას ადამიანს თითქოს და მშვიდს ერთი შეხედვით მაგრამ ამავე დროს პოზიტივის და ბედნიერების ვულკანს.
ვერ დაგპირდები რომ ეს ტკივილი დაგავიწყდებათ ან გაგივლის, უბრალოდ მიეჩვევი მასთან ერთად ცხოვრებას.
ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასე უნდა ყოფილიყო. ეს ცხოვრებაა, ვერ დაგეგმავ შენი ცხოვრების გზას, არ იცი ბედი რაას გიმზადებს.
და შ ენ ელენე. მინდა ნამდვილი ქართველი ქალობა გისურვო, შენი შვილებისთვის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა. და ის თვალები რომლებიც ზურამ დაგიტოვა შენი ნიკუშას სახით ძალას მოგცემს...
შეუსრულებელ იუბილეს გილოცავ ზურა..

cry გამახსენდა,შენ რომ დამირეკე და შენს სახიდან ღიმილი რომ გაქრა,შემხედე თუ არა პირველი კითხვა იყო,რა მოხდა მზიკო და მეც მოგახალე, ,,ტერო ჩემი ზურა აღარამყავს,გესმის?ჩემი ზურა,ჩემი ზუ მომიკლეს და აღარ სუნთქავს''.დღეში რამდენჯერმე მირეკავდი და შორს მყოპფს მამშვიდებდი,მადლობა იმ თითოეული გულიდან წამოსული თბილი სიტყვებისთვის და მადლობა დღემდე ამ საოცარი გრძნობების ჩუქებისთვის.რაც შეეხება ჩემს ნიკუშას,მე დავეხმარები ჩემს შვილს და გავზრდით ისეთს,როგორიც ზურას უნდოდა აღეზარდა.მადლობა, ტერო შენ ჩემი სულის სიმშვიდე ხარ და ამისთვისაც მადლობა. kissing_heart

სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანებმა ერთმანეთისთვის თუ არა და თბილი სიტყვა, მოქმედება და გვერდით დგომა.
მიხარია რომ ეს გრძნობა ორ მხრივია.
მიხარია რომ გაგიცანი.
და მინდა ყველაფერი ცუდი უკან დარჩეს.

kissing_heart kissing_heart kissing_heart მიყვარხარ თბილო.

 


№7 სტუმარი Guest ლელა

ღმერთმა ნათელში ამყოფოს დამეწვა გული

 


№8  offline მოდერი zia-maria

Guest ლელა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს დამეწვა გული

sleepy მადლობა.

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

სანთელი და ნათელი არ ამოაკლოს ღმერთმა.

 


№10  offline მოდერი zia-maria

lalita
სანთელი და ნათელი არ ამოაკლოს ღმერთმა.

მადლობა ჩემო ლალიტა გაიხარე საყვარელო. kissing_heart

 


№11  offline წევრი mariam m.k

Gmertma natelshi amyofos ( umzimesia zalian )????????????????

 


№12  offline მოდერი zia-maria

mariam m.k
Gmertma natelshi amyofos ( umzimesia zalian )????????????????

მადლობა,არავის არ ვუსურვებ ასეთი ტკივილის განცდას. disappointed_relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent