ჟურნალისტო! შარში ხარ..(თავი 3)
ტელეფონია ხმა მესმის და თვალებს ვახელ. საათს შევცქერი, მალე ესედაც ადგომა მიწევდა. ტელეფონზე ჩემი ძმის ნომერი ჩნდება, გული მეწვის. ალბათ ეხლა დედას გამო რეკავს, მწვანე ღილაკს თითს ვაჭერ და ვპასუხოდ, დაღლილი ხმით. -ლეა-გაოცებით მპასუხობს ჩემი უფროსი ძმა, ალბათ ეგონა არ ვუპასუხებდი. -რა იყო ლაშა?-ლოგინზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. -გუშინ... დედამ მითხრა რომ დაგირეკა და რაღაც საშინელებები გითხრა... ვიცი ძნელია, მაგრამ უნდა აპატიო... კიდევ ერთხელ-ჩემი ძმის ბოლო სიტყვებზე გულიანად მეცინება. -ეჰ ჩემო დიდო ძამიკო, საერთოდ რატომ გგონიათ, რომ ეს დიდად მაინტერესებს... -გიცნობ ლეა- მოსიყვარულე ხმით ამბობს ლაშა-ჩემ ხელში გაიზარდე... -არა-ვყვირი ბოლო ხმაზე და ყელში ისე მიჭერს ბოღმა რომ სადაცა გავიგუდები-შენ ხელში, რომ გავზდილიყავი ეხლა ტოტალიზატორში ვიჯდებოდი და ყველაფერს წავაგებდი, მაგრამ მე შენ არ გგავარ და არც არასდროს დაგემსგავსები! მე შენგან განსხვავებით სამსახური მაქ და ცხოვრებაზეც ყველასთან არ ვწუწუნებ! -ლეა-ხმაზე ვატყობ რომ ტირის, ესღა მაკლდა-შენ არც კი იცი მე რა ცხოვრება მაქ... შენ წახვედი და თავს უშველე თან საბაც წაიყოლე, მე კი აქ მარტო დავრჩი... მასთან ერთად გავიჭედე და უკვე აღარ შემიძლია... ესე ჩამითრია, რომ ვეღარ ამოვდივარ, მაგრამ გეფიცები აღარ მინდა აქ ვიყო, მასთან... შენ მინდა გგავდე, შენ ყოველთვის შეგეძლო გამოსავალი გეპოვა, მაგრამ მე შენ არ გგავარ არ ვარ ძლიერი და ვერც ვერასდროს ვიქნები, მე მათ ვგავარ... დედას და მამას მარტივი გამოსავალი მინდოდა ცხოვრების ასაწყობად, მაგრამ ვერ შევძელი... იმდენად ვერ შევძელი რომ საყვარელი ქალიც გამექცა, მაგრამ... რა ვქნა მე მათ დავემსგავსე, ვიცი მაშინ უნდა გამოგყოლოდი, მაგრამ ვერ შევძელი... -კი ვერ შეძელი არ გინდოდა ლაშა-სევდიანად ვუღილი ოთახს, რომელშიც სულ მარტო ვარ-რატომ უნდა წამოსულიყავი? შენ ხომ მშობლების საყვარელი შვილი იყავი და არასდროს არაფერი გეხებოდა... დღემდეც ესე ხარ. რატომ უნდა წამოსულიყავი იმადგილიდან სადაც მეფესავით გექცეოდნენ? თხუთმეტი წლის ასაკამდე შენ კი არ გეცვა ძმის გამონაცვალი დახეული ჟაკეტები... ეს მე ვიყავი! შენ კი არ გაქ მთელი ზურგი სიგარეტით ამომწვარი, საერთოდ იცი რა საზიზღარი დასანახია? ხო არ იცი, რადგან ეს მევიყავი და არა შენ.... მაგრამ მე ვეცადე... მინდოდა შენც წამოსულიყავი, მაგრამ არ წამოხვედი. შენ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვინი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია... მითხარი ვინ იყო საუკეთესო მოსწავლე სკოლაში? შენ! ვინ იყო საუკეთესო უნივერსიტეტში? შენ! მაგრამ რად გინდა ეს ვერ გამოიყენე! შენნაირი რომ ვყოფილიყავი უკვე სასახლეში ვიცხოვერებდი, მაგრამ არ ვარ, რადგან სკოლაშიც კი ათასი წვალების შემდეგ შავაყვანინე თავი, არ ვარ, რადგან წიგნებს ჩემი კლასელებისგან ვთხოულობდი! არ ვარ, რადგან უნივერსიტეტში ჩუმად ჩავაბარე და ამის გამო იძულებული ვიყავი კვირაში შვიდი დღე მემუშავა. ლექციებზე მეძინა, მაგრამ ეს გადავლახე და არა მარტო მე ეს საბამაც შეძლო, რადგან ეს უნდოდა, მაგრამ შენ არა! ეხლა კი ძამიკო კარგად იყავი... და ხო ვიცი რომ ფული აღარ გაქ, ამიტომ დღეს რამეს გადმოგირიცხავ, მაგრამ იმდენს არ რომ ითამაში, იმდენს რომ შეჭამო და არ მოკლვდე!... დედას კი მადლობა უთხარი ესეთი თბილი და მოსიყვარულე არსება რომ მყავს!-ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ წითელ ღილაკს ისევ ვაწვები, რომ არც ჩემი ძმის მიერ ნათქვამ ჩემს ვაქცევ დიდ ყურადღებას. ლოგინიდან ვდგები და სახეს ვიბან. სააბაზანოდან გამოსული ყავას ვიკეთებ და სკამზე მოწყვეტის ვეშვები. ალბათ ფიქრობთ რომ დებილი ვარ, რადგან დედაჩემს არაფერი ვუთხარი იმაზე თუ რაც მითხრა ჩემი ძმა კი გამოვლანძღე, მაგრამ ის ამას იმსახურებს. „ ხომ მოგეცი შანსი არა? ხომ გეხვეწე რომ ჩემთან წამოსულიყავი? რატიმ ლაშა, რატომ? ესე რატომ გაინადგურე ცხოვრება? შენ ხომ მაინც ცხოვრობდი სიღარიბეში მეფესავით.“ თვალებს ვიძელ და ცოტა ხნით მოგონებეში ვინაცვლებ.... 02.17.2008წ ღამის სამი საათია. ვდგები და საბას ვაღვიძებ. -საბა-ვჩურჩულებ რომ ხმა არავინ გაიგოს-ადექი წასვლის დროა-საბაც მაშინვე დგება დგება და თავის ჩანთას იღებს, საბა ჯერ კიდებ 11 წლისაა, ამიტომ ძალიან ნერვიულობს. ომი ახალი დამთავრებული და ეს ჩემი შანსია აქინად წასასველელად. ნელა ვაღბ კარებს, საბას ვანიშნებ რომ ჩუმად იყოს და რაც არ უნდა მოხდეს გაიქცეს. გარეთ ჩემი მეგობრები გველოდებიან მანქანით, მასში ჩაჯდეს და თუ რამეა ჩემს გარეშე წავიდეს აეროპორტში, იქიდან კი შეძლებს რომ მაკა დეიდასთან გაემგზავრს ესპანეთში. გარეთ გავვდივართ. გული ისე სწრაფად მიცემს მალე თუ არ გევედი გული წამივა. სიმართლე , რომ ვთქვა არ მინდოდა რომ მარტო გამეშვა საბა მეც მინდოდა სხვა ქვეყანაში, ჩემ კეთილ და თბილ დეიდასთან, მაგრამ თანხა მხოლოდ ერთს ყოფნიდა. ეზოს კარებს სიმწრით ვაღებ და ვლოცულობ, რომ მისი წყრიალის ხმაზე არავინ გაიღვიძოს. მაგრამ მადლობა ღმერთს არავინაა. საბას ხელს მაგრამ ვჭიდენ და ისაა უნდა გავიდეთ უკნიდან ჩემი ძმის ხმა რომ მესმის და თან მხარზე მის შეხებას ვგრძნობ. სისხლი მეყინება, ვქვავდები, გულის ცემა მიჩერდება და თველებიდან ვერ ვიხედები, ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს. ბრუნავ სამყარო ჩენ გართომო ბრუნავს. საბას ხელს ვუშვებ და ისიც გარბის. ვუყურებ როგორი ტირილით გარბის ჩემი თერთმეტი წლის ძმა, მანქანასთან მისული უკან ბრუნდება და მიყურებს თუ როგორ ვაგდივარ დაბლა დედას მუხლებთან, ტირის ჩემ სახელს ყვირის და ჩემკენ მოდის, მაგრამ ჩემი მეგონარი მარიამი ხელს ავლებს და თავისი ძმის მანქანაში ძალით სვავს. ის კი ყვირის და მანქანის ფანჯრებს ხელებს ურტყავს, ეს ჩემი სურვილი იყო. მე გავაფრთხილე მარიამი, რომ ესე მოქცეულიყო. მიდიან. მე კი მარტო ვრჩები, დედასთან და ჩემ ძმასთან. დედა თმაში მავლებს ხელს და ცალ ფეხს ზურგზე მირტყვავს. -სად წავიდა საბა ჰა? გეგონა გამექცეოდი? არა ქალბატონო არც ისე დიდი ხარ ჯერ რომ თავი დაიხწიო ჩემგან!-დედაჩემის ყვირილი და ჩემი ძმის ჩხუბი უკვე ბუნდოვნად მესმის, რაგდან თავს დიდ ქვაზე ვარტყავ და ვითიშები. ცივ, სველ და ბნელ ადგილავ ვიღვიძებ. თავი საშინლად მტკივა, მცივა და პანიკაში ჩავარდნილი ხმას ვერ ვიღებ. ეს ჩვენი სახლის საცავია, სწორედ აქ ვისჯებოდით მე და საბა. თვალ წინ მიდგება ის განწირული ყვირილის ხმა, საბას ცხვირიდან მომჩქეფარე სისხლი, რომელიც კბილებში ჩადიოდა და სულ უწუთლებდა თეთრ ლამაზ კბილებს. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ მალევე ვახელ, რადგან კარის გაღების ხმა მესმის, ჩემი ძმა შემოდის და ჩემ წინ იჩოქებს. თავზე ხელს მადებს და სისხლს მწმენდს, რომელიც მთელ სახეს მიფარავს. -ჩემი ლამაზო დაიკო, ეს რატომ გააკეთე?-მეუნება მოსიყვარულე ხმით. -რა რატო გააკეთე ლაშა?!-ვყვირი ბოლო ხმაზე, მაგრამ იმის იმედი არ მაქ რომ ამას ვინმე გაიგებს-ჩემი ცხოვრების გადარჩენას რატომ ვცდილობდი?! რატომ მინდოდა ამ დაწყევლილი სახლიდან და დედასგან გაქცევა?! რა ვიცი აბა მაიკა ხომ არ გამეხადა და არ მენახებინა რატომ?! და შენ რატომ არ ცდილობ რომ იგივე გააკეთო და იქიდან წახვიდე?! არ დაიღალე, არ გინდა შენი წყნარი ცხვრება გქონდეს? არ გინდა რომ შვილები და საყვარელი ადამიანი გყავდეს, რომელიც სახლში დაგელოდება და იმის მაგივად რომ გირტყავდეს,გაკოცნიდეს და შენ დამღლელ დღეზე ყველაფერის მოყოლას გთხოვს, არ გინდა ლაშა? მე მინდა... მინდა რომ ნორმალერი ცხოვრება მქონდეს და არა ესეთი... არ მინდა ყოვლე დღე იმაზე ვიფიქრო რომ დედაჩემმა შეიძლება ერთ ბოთლ არაყზე გამცვალოს და ვიღაცას მიმაბაროს. არ მინდა გესმის?! არ მინდა!!! გამიშვი გთხოვ მომეცი უფლება ცხოვრება ვისწავლო, შენც წამოდი, წამოდი და თავიდან შევქმნათ ყველაფერი! დაგეხმარები... დაგეხმარები, რომ თამაშს თავი დაანებო და ნორმალური სამსახური იშოვო, მაგრამ ჯერ უნდა გამიშვა! უნდა წავიდეთ აქიდან! საბა ეხლა ალბათ უკვე შორსა, მაგრამ არ გეტყვი სად... წამოდი!! ჩვენც წავიდეთ და დავტოვოთ ის ააქ-ჩემ ძმას საყელოზე ვეკიდები, თავს მხარზე ვადებ და ტირილს ვიწყებ- არ მინდა მარტო მოვკვდე გესმის? მინდა ვინმემ მაინც დამიტიროს და შემიყვროს.! წამოდი რა, წავიდეთ აქიდან-თავზე მის ხელს ვგრძნობ, შუბლზე კი მის ტუჩებს. მიხუტებს და თან თავზე მკოცნის.-მეშინია ლაშა... შენი მეშინია, მეშნია რომ შენც მისნაირად იქცევი და შენც როგორც ცხოველი ისე მომექცევი... მეშინია, მაშინებ-კანკალი უვარდება და უფრო მიხუტებს. -ჩემი არ უნდა შეგეშინდეს ჩემო ლამაზო... ვიცი რომ არასდროს დამიცვიხარ, მაგრამ ჩემი არ უნდა შეგეშინდეს! ჩემი არა! ვერ წამოვალ და შენ ეს იცი. მე უკვე ვეღარ შევიცვლები და ვერც სიყვარულს მივიღებ ვინმესგან, უკვე საშინლად დამაგვიანდა. ისიც ვიცი რომ რომ მოვკვდები არავის გავახსენდები და ისე დავლპები არავინ დამიტირებს... მაგრამ შენ არა!-დგება და მეც მაყენებს. მტკიცე, სევნიანი ხმა აქ, ჩემ თავს ხელებში იქცევს და ცერათი ცრემლებს მწმენდს- დაწყნარდი და კარგან მომისმინე, კარგი? ეხლა შენ ამ კარიდან გახვალ და რაც ძალა და ღონე გაქ აქიდან გაიქცევი. ამ ადგილს აღარასდროს გაიცხსენე და მოაკითხავ! წადი! წადი ჩემო ლამაზო!-შუბლხე მკოცნის და ხელს მიშვებს.- მეკი დავრჩები, რადგან ვიცი რომ არ ვარ ძლიერი და თავს ვერ გადავირჩენ. რაც არ უნდა მოხდეს ის დედაჩემია და მე ის მიყვარს, ვიცი რა სისულელესაც ვამბობ, მაგრამ მიყვარს. შენზე და საბაზე მეტადაც კი, მაგრამ ის ცდება! თქვენში ცდება! ამიტომ წადი და იცხოვრე, ოღონდ იმას გთხოვ რომ არ დამივიწყო და მაპატიე, რომ შენს ესეთ წამებას შორიდან გულ-გრილად ვუყურებდი და არაფერს ვამბობდი. მაპატიე და წადი...!- დაუფიქრებლად გავრბივარ გარეთ, მაგრამ ჩემი ძმის ჩამწყდარი ხმა გზაში მესმის-გეიქეცი ლეა, გეიქეცი! ახლანდელი დრო: თავს ვაქნევ და ყავის ბოლო წვეთებს ვსვავ. ვდგები და ტანსაცმელს ვეძებ. არ ვიცი რა ჩავიცვა, მაგრამ საქმიან ქალს უნდა ვგავდე, კარადიდან კაბას ვიღებ, მაგრამ მგონი სულაც არ არის დახვეწილი ესეთი შეხვედრისთვის. „არაუშავს გადაიტანენ“- ვეუბნები ჩემ თავს და ჩაცმას ვიწყებ. სარკეში საკუთარ თავს რომ ვხედავ... ვაღიარებ კაბები მიხდება. მაკიაჟს ვიკეთებ და გარეთ გავდივარ. ტელეფონი წრიალებს , კიდე ვიღავ მირეკავს. თეოა -მოგენატრე?-ვეუბნები აცანცარებული და კიბებზე ბაკუნით ჩავდივარ. -ღმერთმა ეგრე არ გამიჭიროს. -მეც მიყვარხარ-ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და ეცინება. -ამასაც მოვესწარი. კაი ჩქარა დაბლა გემოდები. -ვა რა მაგარია ხელში არყვანილი უნდა მატარო? ოცნებას მისრულებ ბიჭო? -არა უკეთეი. ქეთინომ თავისი მანქანის გასაღბი მომცა და მითხრაა, რომ მომეყვანე, რადგან იცოდა დაიგვიანებდი.-სიხარულით ნათხვამს ბოლოში მკვახეთ ამატებს. -კაი რა მეღადავები, რა ჭირს მაგ ქალს ლევანი სიძედ უნდა ანანოსთვის? და როდის დამიგვიანია ერთი?-უკვე სადარბაზოდან გავდივარ და ქეთინოს საოცარ მანქანას ვხედავ. გემოვნებას აარ უჩივის ქალბატონი! -ანანოსთვის არ უთქვამს მგონი, რადგან მაშინ ლევანს უკვე თავს წააჭამდა, და რა როდის იგვიანებ? როდის მოსულხარ დროზე რო? -კაი რა სულ ორჯერ დამაგვინდა-ვბუზღუნებ და ამ შავი საოცრების კარებს ვაღებ. -ორჯერ რაც ამ კვირაში დააგვიანე! და ზაფხულში სულ აგვიანებ!-მკაცრად ამბობს და ადგილიდან ვიძრებით. -გაჩიმდი თორე თავს მოვიკლავ ესეთი რომ გგანივრთ-არ არსებულ ცრემლს ვიღებ და სახეს ვასერიოზულებ-ჩემმა ძმამ დამირეა-მაშინვე ეცვლება სახე და გაფართოებული თვალებით მიყურებს. -რაო რა მინდაო? კიდე ხომ არ მინდა დედიკოს კუდი ვიყოო?-ისე ღიზიანდება, რომ საჭეს ხელებს უჭერს და კისერზე ძარღვები ამოსდის. მგონი არ მითქვამს რომ იმ დღეს ვინს საჭესთან იჯდა და საბა მიყავდა თეო იყო. -კი და თეო მომენატრაო-ვკრიტუნებ და ხელზე ვეფერები, მას კი დაძაბული ღიმილი აკრია სახეზე. -ლეა არ გინდა რა დაანებე თავი, შეცვალე ეგ ნომერი და აღარ შეგაჭუხებენ-მთავაზობს წლის გენიოსი. -მაინტერესებს რას შვებიან და რა ვქნა?-დარცხვენილი ვხრი თავს დაბლა დამის აფეთქებას ველოდები. -რა გაინტერესებს გოგო შენ სულ გაჭედე? ვერ ხარ ხო იცი? არ გაინტერესებს კიდე ვინმე საფერფლედ ხომ არ იპოვეს? -ლაშას ეს არასდროს გაუკეთებია-ვამბობ გაღიძიანებული და თვალებში ცეცხლი მენთება. -და შენ რა იცი შენ ხომ გათიშული იყავი? რა იცი რომ ის არ აკეთებდა ამას და უბრალოდ დედას აბრალებდა, ანდა რა მნიშვნელობა აქ მაინც არ გეხმარებოდა... არა რა შენ სულ გაგიჟდი და მეც მაგიჟებ! და ხო სხვათაშორის ახალი სიახლე მაქ შენ ძამიკოზე-ზიზღით ამბობს და წინ იხედება. -რა?-უინტერესოდ ვეკითხები და თავს გვერდზე ვაბრუნებ არ მინდა მისი სახის დანახვა. -კიდევ უფრო დიდი ვალი აქ ძმების... აი ისინი რო იყვნენ ნიჟარაძეები, მაგათი. იმ დღეს დაუჭერიათ და კინაღამ მოუკლავთ. შენც ალბათ მაგიტო დაგირეკა, ფული უნდოდა ბიჭს. -რატო არ მიკვირს-ცალყბად ვიღიმი და გზაზე ბაკს ვანჩნევ.-გააჩერე. -რა? -ბანკთან გააჩერე. -რატო? -ფული უნდა გადავურიცხო. -ვერ გაივიგე? -ჩენ ძმას საჭმლის ფული უნდა გადავურუცხო, ბევრი არა და ხო თუ გგამია რომ მას ამ მძღნერიდან ამოსვლაში დავეხმარები ცდები, უბრალოდ თუ მოკვდება ისევ ჩემი მისახედი იქნება იქ ნაგავი ქალი.-თავს აქნევს და ბანკთან აჩერებს, მეც გადავდივარ, ჩემ ძმას 50 ლარს ვურიცხავ და უკან ვბრუნდები მანქანაში. მთელი გზა ხმას აღარ ვიღბთ, არ მინდა ესე ნაჩხუბრები ვიყოთ ამიტომ თემას ვცვლი. -იმ გოგოს დაურეკე?-იღიმება და ხელებიდან ძარღვები უქრება. -კი-კმაყოფილად მპასუხობს. -კი-ვაჯავრებ თეოს-მერე მითხარი რა მოხდა, მე შამანი კი არ ვარ!-ეცინება. -არადა კლასში ყველა ამბობდა ინასარიძე მკითხავიაო-სიცილით ვიკეცები და ვეღავ ვსუნთავ. -მართლა? -კი, და ისე მაგას მეც სულ ვეჭვობდი ხოლმე შენზე, აბა საიდან იცოდი რომ ის გოგო ნომერს მომცემდა ან რომელიმეს შეყვარებული არ იყო. -ისე მაგაზე არ მიფიქრია-ინტერესიანად ვისვამ ხელს ნიკაპზე-კაი რა მნიშვნელობა აქ მერე რა ქენი? -ჯერ არაფერი უბრალოდ ვწერ, მაგრამ ძაან საყვარელია და მალე დავპატიჟებ სადმე. -ანუ სერიოზულად მოგწონს?-ჩემ კითხვაზე წამოწითლდა, ანუ მოეწონა. -რა ვიცი ძაან საყვარელია და მაგრა მომწონს... აუ არ ვიცი რა ვქნა, ჯერ ვერ ვეტყვი კიდე შემხვიდ ძაან მომენატრე იმის მერე რაც ოცი წამით გნახე მეთქი. -ბიჭი გამიბე იმ გოგომ-სიცილით ვამბობ და მანქანიდან გადავდივართ. -კი ტო უეჭველი, გუშინ ვაფშე ვერ დავიძინე რაც მწერდა მერე.-შენობაში შევდივართ. -გაიწიეთ ბიჭი შეყვარებულია-ვყვირი ბოლო ხმაზე და ყველა ჩვენ გვიყურებს. თეო უკნიდან მიახლოვდება პირზე ხელს მაფარებს, ჰაერში ოდნავ მწევს და ლიფტში შევყავარ. -იცით ეს ბიჭი შეყვარებულია-ვეუბნები ლიფტში მდგოლ ბებოს, ის კი კისკისებს. -გილოცავთ შვილებო-ამაზე მე და თეო ერთმანეთს ვუყურებთ და გვეცინება. -ქალბატონო ესეთ უგემოვნოს ვგავარ-ეკითხება თეო ბებიას ის კი უფრო კისკისებს და თეოს ხელზე ეფერება. -რა ვიცი შვილო ისეთ კარგი ბიჭი ხარ როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონო-ეხლა უკვე ბებო თეოს დაკერვაზე გადადის, თოს სახეზე ახმება ღიილი და თეთრდება. -მეც მაგას ვამბობ ქალბატონო-ვერევი საუბარში, ძლივს შეკავებული სიცილის ცრემლებით- თქვენც ხომ მოგწონთ არა? -კი შვილო მე რომ ახალგაზრდა ვიყო არ გავუშვები მას-თვალს მიკრავს ბებო და ხმადაბლა მეუბნება. -კარგით მაშინ... მას თეო ქვია, თეო ქავთარაძე, მას დამა ქალები მოწონს და ხო კიდე მისი ნომერია-ამაზე ქალი ბლოკნოტს იღებს და წერას იწყებს-557 90...-დასრულებას ვერ ვასწრებ, რასგან თეო ხელს მავლებს და ჰაერში აყვანილი გავყავარ ლიფტიდან, მაგრამ ბოლო ციფრებს მაინც ვყვირი-70 13, თეო ქავთარაძე-თეო პირზე ხელს მაფარებს, მაგრამ უკვე გვიანი, ბებო თვალს მიკრავს და ლიფტის კარებიც იხურება. -რა ქენი?- შეშინებული ხმით მეკითხება თეო-მართლა რომ დამირეკოს? -ბებო გამოძახებით არ გინდა მერე? -რა ბებო გამოძახებით გოგო, შენი მეზობელი ლამზირა ეხლაც დამდევს.-სიცილი მიტყდება და უკან თვალ დახუჭული ვბრუნდები. მაგარ, მაღამ, თბილ სხელის ვეჯაზები და ინქციით უკან ვიხევ. ცალი ხელით ცვირს ვიზელ და ყვირილს ვიწყებ ისე, რომ თველებს არც ვახელ. -წინ არ იყურები?-ვყვირი და თველებს ვახელ. ჟურნალისტო! შარში ხარ... წინ ლევან კვიციანი მიდგას. შავი შრვალი ფეხებზე მოსტკეცია და მის გრძელ ფეხებს უზადოდ გამოხატავს. ნაცრისფერი მაიკა აცვია, მთელ ტანზე აკვრია, ის ძლიერ რომ მისი თითვეული პრესი ჩანს. ზემოდან ცალყბა ღიმილით დამცქერის. ვმუნჯდები ხმას ვერ ვიღებ, ან რა უნდა ვთქვა ქეთინო ისეთი სახით მიყურებს მალე ჰადესივით ცეცხლი წაეკიდება თავზე. -ჭიანჭველებს ვერ ვამჩნევ-მეუბნება ღიმილით, ხო ნამდვილად იწყება ჩემი წამება. მან მე ჭიანჭველა მიწოდა მე კიდევ არ შემიძლია მას სტოლბა დავუძახო, რადგან ქეთინო მომკლავს. ვუღიმი მეტი რა დამრჩენია კულტურულად მივახრჩობ. -კარგით ამას აუცილობლად დავწერ, რომ თქვენ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სამ ქულიანებთან ცუდი დამოკიდებულება ამის ბრალია, და არა მგონია რომ ეს ფაქტი თქვენმა ხელმძღვანელობამ უყურადღებოდ დატოვოს, მგონი იმ შემთხვევაში თუ მხედველობის პრობლემა აქვთ მოთამაშეებს ისინი სათადარიგოზე გადაყავთ სანამ არ იმკურნალებენ, მკურნალობა კი სავარაუდოდ ერთი წელი გრძელდება, ამის მერე კი თქვენ კიდევ მოგიწევთ, რომ იმუშაოთ სამ ქულიანებზე და ეს არც ისე ადვილი საქმეა დამეთანხმებით. და ეს სავარაუდოდ კიდევ რამოდენიმე თვეს წაიღებს, ამ დროის განმავლობაში კი სავარაუდოდ თვენზე უკეთესები გამოჩნდებიან და თქვენ სათადარიგოზე მოგიწევთ ჯდომა, სანამ 40 წლის არ გახდებით და კალათბურთის თამაში მოგბეზრდებათ. და ამიტომ დაფიქრდით მე ვგავარ ჭიანჭველას?-თეო სიცილს ვერ იკავებს, ქეთინო გიჟის სახით მიყურებს, ლევანი? ლევანი სრულიად გასულია ამ განზომილებოდან. მე კი გამარჯვებული სახით ვდგავარ. შემდეგ კი ხელს ვუწოდებ-გამარჯობა, მე ლეა ინასარიძე ვარ, თქვენი პირადი ჟურნალისტი- დედამიწაზე ბრუნდება და ხელს მართლევს. -მგონი არასწორი კრიტერიუმებით შევაფასე თქვენი ჟურნალისტი-ქეთინოს აც უყურებს ისე ეუბნება.-სავარაუდოდ ის გახდება ჩემი კარიერის დასასრულის მიზეზი.-ამბობ წყნარად და აუღელვებლად, თან მე მათვარიელეს. -სასიამოვნოა ამის მოსმენა-კმაყოფილი ღიმილით ვიფერებ „არამგონია კომპლიმენტს“. -ლეაა-კბილებში ცრის ქეთინო და გიჟივით მიყურებს. -დიახ ქალბატონო ქეთინო? -ჩემ ოფისში ჩქარა-უკან სწრაფად ბრუნდება კარებში იკარგება. თეოსკენ ვბრუნდები. -მიშველე-სულ მავიწყდება, რომ ლევანი ჯერ კიდევ აქ დგას. -არა, საყვარელო ჩემი ბებო გამოძახებით ვერ მაპატიებს ამას-მხრებზე მადებს ხელს და ძალიათ მიათრევს ქეთინოს ოფისისკენ, მე კიდე ლევანის მაიკას ვეკიდები, რა სახე აქვთ ლოლ.-გაუშვი ადამიანო, სირცხვილია-მიჩურჩულა თეომ და მეც ხელი გავუშვი ლევანის მაიკას.-აბა შენ იცი, და ხო შენ არ გინდა ხო სურათი საფლავის ქვაზე? -არა-ვკვენსი, ის კი კარებში მაგდებს. -კარგი გავითვალისწინებ-და კარებს გარედან აწვება რომ არ გავიდე. თვალებს ვხუჭავ და ქეთინოსკენ ვბრუნდები. -ლეა-ვსო ვკვდები-ეს იყო.... შესანიშნავი-ჰაჰაჰა მგონი მოლანდებები დამეწყო.-ესე გააგრძელე. -უკაცრავად, ვერ გავიგე მგონი და უბრალოდ გადავამოწმებ... თქვენ ეხლა შემაქეთ? -კი ლეა შეგაქე და მინდა რომ ესე გააგრძელო-ყურებს ვერ ვუჯერებ რა უქნევ ქეთინოს? -კარგით-შოკირებული ვაღებ კარებს და რასაც პირველად ვიგებ, განწირული ყვირილია. მოულოდნელობისგან ფეხი მისხტება და საინტერესო პოჟაში ვარდები ძირს. თეო გადაბჟირებული მიახლოვდება და მაყენებს. -ღმერთოოოო-სიცილისგან კედელს ურტყავს თავს-ესეთი ჯერ არაფერი შეგიმნია. -მერე ფრთხილად, რომ იყო არ გინდა? ვინ ჯანდაბა კივის? -ანანო მოვიდა. -ოო არა. -ოო არა-ერთდროულად ვამბობთ მე და კარებში გაშეშებული ქეთინო-ხომ ვუთხარი არ მოხვიდე-თქო. -და ისიც სულ როგორ გიჯერებს არა?-ჩუმად ვამბობ ჩემთვის. ქეთინო გარბის და ლიფტთან მდგარ წყვილს უახლოვდება. ანანო მაღალი, ლამაზი და ქარაფშიტა გოგოა, დედამისი ფულს უაზროდ ურიგებს და ამითი ისეთი შთაბეჭდილება უჩნდება რომ ყველაფერი მისია. მათშორი მისი კუმირიც. და ეს კუმირი ლევანია, რომელსაც ეხლა სავარაუდოდ ახრჩობს რადგან ბატონი სრულიად წითელია. -ანანო-შეჰყვირა ქეთინომ-დაამებე ჩვენ სტუმარს თავი!-არ ანებებს-ლეააა მოდი აქ!-ხო ანანოს არ ვევასები თვლის რომ ქალთა რასას ვარცხვენ და მართალიცაა. ჩემი სახელის გაგონებაზე სახე ეცვლება და ჩერდება. -აი ეხლა მე რა შუაში ვიყავი?-ხელებს გაურკვევლად ვაქნევ და ჩემს თანამშრომლებს ვუყურებ. -ანანოს მარტო შენ თუ დაგვიოკებ და მიდი რა, გთხოვ-მესმის შაკოს ხეწნა. -მხოლოდ შენთვის ლამასოო-ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი-მიგზავნის და ანანოს ვუახლოვდები. ქალბატონს ხელები გადაუზვარედინებია და ზემოდან დამცქერის, არა ზემოდან ამირომ კი არ დამცქერის რომ მაღალია, ამიტომ რომ ერთი ჩემი ფეხის ხელა ქუსლიანები აცვია. -ანანო როგორ მომენატრე ჩამოდი უნდა გაკოცო-ხელებს დემონსტრაციოლად ვშლი. -ქეციანებს არ ვეხუტები-გატყლარწული მეუბნება და ფრჩხილებზე იპურება. -კიდევ კარგი თორე რამეს გადამდებდი-ვამბობ ხმამაღლა. -ამას უყურეთ პროსტა? ჰა რა იყო კაბა ვიშოვეთ მეორედებშიო და აღარ ვიცით რა ვქნათ? -ხო გოგო ეგეთიბიც იყო შენ, რომ გაცვია, მაგრამ მეორეთ რომ მივედი აღარ დამხვდა გაუყიდიათ, მე კიდე შენთვის მინდოდა მეყიდა, ორი ლარი მქონდა და... -მე შენნაირი გლეხი არ ვარ... -რააა?-შევიცხადე და ხელი პირზე ავიფარე- რატო არავინ გამაფრთხილედ რომ გლეხი ვიყავი კალოშებს ჩავიცმევდი-მთელ სართულზე სიცილს ხმა ისმის, თეო უკან მიდგას და იკეცება არც ქეთინო და ლევანი არიან უკეთს დღეში. -ხო დედაშენს არ უთქვამს ხო? თუ დაავიწყდა ისე დათვრა, ან შენმა ძმა მოგონებებიც ხო არ წააგო კაზინოში-აქამდე წყნარ სახეზე ზიზღი მეხატება, თითებს ისე ვაჭერ კანს რომ სისხლს ვგრძნობ ფრჩხილებში. ზურგიდან ქეთინოს კივილი მესმის, და თეოს გინება. -არა, საყვარელო დედაჩემს ყველაფერი კარგად ამახსოვრდება, ჩემი ძმა კიდე სხეულს მაინც არ ყიდის კაზინში.-კბილებში ვცრი სათქმელს. -შე -ხელს მუშტად კრავს და ჩემ სახესთან დასარტყმელად მოაქ, მაგრამ გზაშივე ვუწერ და რაც ძალა და ღონე მაქ მის ხელზე გადამაქ, კივის. -ლეა საკმარისია-მესმის თეოს, ქეთინოს დალევანის ხმა, ვჩერდები და ხელს ვუშვებ. -მაპატიე, ხომ არაფერი გატკინე ანანო-ვეკითხები იროვნიულად. -ფსიქოფატი ხარ-კბილებში ცრის და ლიფტში შედის. უცებ მიკეთდება ხასიათი მას რომ ვერ ვხედავ. -აბა ჩემი სამუშაო უკვე დაწყებულია?-ვეკითხები ქეთინოს ღიმილით. -კი, შეგიძლიო უკვე დაიწყო და მე მაპატიე ლეა, ის...-უხერხულად მიღიმის ქეთინო. -კარტი რა ქეთ, მე უნდა მოგიხადო ბოდიში. მიდი რა ნახე რამე ხო არ ეტკინა.-ქეთინო თავს მიქნევს და მეორე ლიფტში შედის. -კარგად ხარ?-მეკითხება ნადია, ჩვენი დამლაგებელი. -კი ნადია, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ციცი რას შვება? ხო კარგადაა? -კი, შვილო. არაფერი უჭირს. -მოხაირა, მომიკითე რა და მერე რო მოვალ ერთი მოიყვანე, მომენატრა. -აბა იმას კითხე, როგორ მოენატრე, თავის ბარბის შენი სახელი დაარვა და ჩოლკა შეჭრა-სიცილით მეუბნება ნადია. -ბუთქუ-მონატრებით ამომხდა-კაი აბა ნადია უნდა წავიდე ინტერვიუ მაქ. -კარგად შვილო-ვბრუნდები . -კაი თეო მე წავედი, იმას საქმეზე დამირეკე მერე? -რა საქმეზე? -გეობის საკითხზე-თვალეს ვუკრავ და ლეიფში შევდივარ ლევანიც მომყვება. -გოგო!-მეღრინება თეო. -ბაიი-კარები იხირება. სიჩუმე ჩმოწვა არც ერთი არ ვიჩებთ ხმას, სანამ მანქანაში არ ვჯდებით. -კარგად ხარ?-მეკითხება ის. -მშვენივრად. აბა სად მივდივართ? -ვარჯიში მაქ? -უუ ანუ ბევრ ცნობილ სახეშ შვხვდები ამ ორი კვირის განმავლობაში.-მაიცადეთ ეხლაღა ვხვდები რას ვამბობ. ორი კვირა? მოიცა ეს იმას ნიშნავს, რომ...-ახალ წელს მომიწევს შენ გიყურო?-გაკვირვებული გუყურებ ლევანს, რომელიც ირონილად მიყურებს. -კი, თან ბოდობაც. -ვაიმე, შარში ვარ..-ტელეფონზე ზარია, თეოა. -უკვე მოასწარი გოგოს შეხვედრაზე დაკერვა?-გაოცებული ვეკითხები თეოს. საღოლ ბიჭ რა სწრაფი ხარ. -ლეა..-შეშინებული ხმით მეუბნება და ცოტა ვიძაბები. -რა მოხდა?-ჩემ ხმაზე ლევანიც მაჩერდება. -იმ... ბებომ დამირეკა... -------------------- იმედიათ მოგეწონათ <3 ეს დღეები ვერ დავდებ და მინდოდა, რომ ცოტა დიდი ყოფილიყო და რავი მგონი გამომივიდა <3 და რავი გაგრძელება ღირს? პ.ს წაკითხვა ვეღარ მოვასწარი ამედია ბევრი შეცდომა არ არის და თუ არის ბოდიში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.