შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაყი ცრემლი - 4


29-08-2017, 23:54
ავტორი mimimimo
ნანახია 1 666

კიბეები ჩავიარე და სახელურს ჩავეჭიდე. ფეხები მიკანკალებდა, გული ამოვარდნას მქონდა.
არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ამიტომაც მარიამს და ივას ვუყურებდი. ადგილიდან ვერ ვიძროდი. ივა ჩემკენ წამოვიდა, ხელები გამოიფლიანდა, სახეზე ფერები გადამივიდა.
-ნიცა, კარგად ხარ? - მკითხა და მხარზე ხელი დამადო. შეხებისგან ჯრუანტელმა დამიარა. ენა ძვლივს მოვიბრუნე, რომ პასუხი გამეცა.
-კი, კარგად ვარ. - დაბნეულმა ვუპასუხე. - ასე ადრე არ გელოდით.
ივას გაეღიმა, თითქოს რაღაცას მიხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ღმერთო, როგორ მინდოდა ახლა მოვხვეოდი, მისი სურნელი შემეგრძნო, რომელიც ოთახში ასე ძალიან დომინანტობდა, მაგრამ მე ეს არ შემეძლო.
ივა მე არ მეკუთვნოდა. უფლება არ მ ქონდა მას შევხებოდი, ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი.
არ ვიცი ასე როგორ შეძლო და გამაგიჟა, მაგრამ აშკარად შოკში ვიყავი და სიყვარულში გახვეული.
***
რადგან ივა ჩამოვიდა გადავწყვიტე, რომ მანანას უკვე აღარ ვჭირდებოდი და ამიტომ შემეძლო წავსულიყავი.
გაუბედავად დავაკაკუნე ივას კაბინეტის კარებზე.
-შემოდით, - გული ამიჩქარდა და ფეხები მეკვეთებოდა.
-გამარჯობა, შეიძლება? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - მე დალაპარაკება მინდოდა.
-დაჯექი, - სავარძელზე მიმითითა, - გისმენ. - საბუთები იქით გადადო და შემომხედა.
-მე, - დაბნეულმა დავიწყე. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. - ვფიქრობ, რადგან დაბრუნდი, ჩემი დახმარება საჭირო აღარ იქნება და... - დაბნეული თითებს ერთმანეთში ვხლართავდი.
-ნიცა, მისმინე. როგორც ჩვენ შევთანხმდით 1 თვე, ისე იმუშავებ დარჩენილი ერთი კვირა, არ მინდა ის გბოჭავდეს, რომ მე სახლში ვიქნები. - კმაყოფილს გაეღიმა.
-ეგ რა შუაშია? - სიბრაზისგან გავწითლდი. - კარგი, ბოლომდე ვიქნები. - თავი დავუქნიე და კაბინეტი დავტოვე.
***
მე და მარიამი კინოში ვაპირებდით გასვლას, ნიკომ დაგვპატიჟა ყველა.
მე, მარიამი, დემეტრე, თათა და დაჩი.
ივას არ იცნობდა, ამიტომ არაფერი მითქვამს მეც.
მარიამი მოვამზადე, მეც თავისუფლად გამოვეწყვე და კარებისკენ წავედით.
-საით გოგოებო? - კაბინეტიდან გამოვიდა ივა.
-კინოში, მა. ნიკო ბიძიამ დაგვპატიჟა. - ღიმილით უთხრა მარიამმა.
-ჭკვიანად. - გაგვიღიმა და ჩვენც სახლი დავტოვეთ.
იდიოტი, არც უეჭვიანია. იქნებ ვისთან მივდივარ, ან ბავშვს როგორ მაყოლებს.
გაბრაზებულმა ვერც ნიკოს მოყოლილი ამბიდან გავიგე ვერაფერი და ვერც ის, თუ როგორ დასრულდა კინო.
-ნიცა, რა გჭირს? - შეწუხებულმა მკითხა ნიკომ.
-რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. - დაეთანხმა თათაც.
-ივა ჩამოვიდა, - ჩაფიქრებულმა ვთქვი.
-მერე? - თვალები დაუმრგვალდა თათას.
-არაფერი, - მხრები ავიჩეჩე. - საერთოდ არაფერი.
თათა საპირფარეშოში გავიდა და მეც მანიშნა გავყოლოდი.
-ნიცა, შეგიყვარდა? - სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა და თავი დავხარე.
-ჰო. - ჩუმად ვთქვი. - მაგრამ არ ვუყვარვარ, თათა! - სევდიანად ჩავილაპარაკე და თვალები ამიცრემლიანდა.
-ნიცა, დაიტანჯები. - სევდიანად გადმომხედა.
-უკვე ვიტანჯები. - გავუღიმე და ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე. - გავიდეთ, გველოდებიან.
***
-ნიცა, მიშველე. - ნიკომ ხელი ჩამკიდა.
-რა მოხდა?
-ნიცა, შეხედე. - გოგოსკენ გამახედა.
-მერე? - გაკვირვებულმა გავხედე.
-ელენეა.
-ელენე?
-ხო. აი, მე რომ მომწონს, რა.
-მიდი მერე. - ხელი ვკარი.
***
-ელე.
-ნიკო. - გაღმებულმა გახედა ნიკოს.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც. რას შვრები, აქ საიდან?
-შეყვარებულთან ერთად ვსეირნობ. - უთხრა და მოახლოებულ ბიჭს გაუღიმა, რომელმაც ხელი გადახვია. ნიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა, ხელი მომუშტა და შეეცადა აქ არ გაეფინა ფეხქვეშ. -ილო, ეს ნიკოა, ნიკო ეს ილოა. - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. - შენ რას შვრები? - ნიცას გახედა მოჭუტული თვალებით.
-ა, ხო, მეც...
-რა შენც? შენც შეყვარებულთან ერთად ხარ?
-არა, არა. მეგობარია. - თმაზე ხელი გადაისვა. - გამიხარდა შენი ნახვა.
-მეც, ნახვამდის.
***
-რა შეყვარებული?
-რადა, ის ნიკოა. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
-შენ, რომ მოგწონს?
-ჰო.
-აუ, რა სახე ჰქონდა. - ახარხარდა ილია.
-იდიოტი. - ცხვირი აიბზუა ელენემ.
***
-შეყვარებულიო, - გაფითრებული მივიდა ნიკო.
-მე ვიცი, რომ არ ჰყავს. - გაიცინა თათამ.
-მომატყუა?
-ჰო, - თავი დაუქნია, - ჩიტო, გაები მახეში? - ახარხარდა ყველა.
-მოვკვლავ, - ჩაიღრინა ნიკომ.
***
სახლში მისულებს ივა არ დაგვხვდა შინ, სამაგიეროდ მანანას მოემზადებინა გემრიელი ხაჭაპურები და დიდი სიამოვნებით მივირთვით.
მარიამი აბაზანაში შევიყვანე, ფაქტიურად მასთან ერთად მეც ვიბანავე, სულ გამწუწა. პიჟამოები ჩავაცვი და საწოლში დავაწვინე, საბანი ამოვუკეცე და ზღაპრის კითხვა დავუწყე. კითხვაში მეც ჩამძინებია, ვიღაცის ხელები ვიგრძენი და საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, მაგრამ თვალები ვერ გავახილე ძლმა მძლია და ბოლოს ვიგრძენი თბილ საბანში გახვეულს, როგორ მაკოცა ვიღაცამ შუბლზე, მაგრამ რატომღაც სიზმრის ნაწილი ჩავთვალე.
***
-მანანა, ივას ცოლი? - მორიდებით ვკითხე. ქალს სახე დაუსვდიანდა და ვინანე კიდეც, რომ დავსვი ეს შეკითხვა. - ბოდიში.
-არა, რას ამბობ. მარიამზე იყო ფეხმძიმედ, დღე-დღეზე ველოდებოდით. ივა და თეონა - თეონა ერქვა - სტუმრად მიდიოდნენ, ავარიაში მოყვნენ. ექიმმა მხოლოდ მარიამის გადარჩენა შეძლო, თეონა კი დაიღუპა. ივა სულ საკუთარ თავს იდანაშაულებს. არასოდეს საუბრობს ამ თემაზე. - ქალს ცრემლები ჩამოუგორდა, მაგრამ მალევე მოიწმინდა.
***
3 დღე დარჩა.
*** 1 დღე
დილით მარიამი დამახტა თავზე, "გაიღვიძე"-ს ყვირილით. სწრაფად მოვიქციე ჩემს მკლავებში და ღუტუნი დავუწყე, შემდეგ გემრიელად დავკოცნე და ავდექი. დღეს გადაწყვეტილი გვქონდა ბამბის ნაყინის ჭამა და ხანგრძლივი გასეირნება.
მარიამმა ივაც ჩართო საქმის კურსში და ივამაც წასვლის ინიციატივა გამოთქვა.
მამა-შვილი წინ მიდიოდა, მე უკან ნელი ნაბიჯით მივსეირნობდი. ვუყურებდი როგორი სიყვარულით უყურებდა ივა მარიამს და გულში სითბო მეღვრებოდა. თავი ვერ შევიკავე და ამეტირა, მაგრამ იმის შიშით, რომ შეიძლება ივას და მარიამს დაენახა ჩემი ცრემლები, სწრაფად შევიმშრალე.
-მე და შენ ვარდისფერი ბამბის ნაყინი გვაქვს, მამას კიდევ ცისფერი. - გაიცინა მარიამმა. - ნახე რამხელაა. - გაოცებით შეჰყურებდა დიდ ვარდისფერ ბამბის ნაყინს.
დაჭერობანა, დახუჭობანა, ჩემი ოქრო ჩემთან(სამში ძალიან სასაცილო იყო).
მარიამმა ჩამოგვიარა მე და ივას.
ნიცა: ქვა მე არ მაქვს, ანუ ივას აქვს.
ივა: ქვა მე არ მაქვს, ანუ ნიცას აქვს.
-ჩემი ოქრო ჩემთან, - ხმამაღლა თქვა მარიამმა.
ივა ნიცასკენ გაიწია დასაჭერად, ნიცა კი ივასკენ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვა არცერთს ჰქონდა.
ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
ნიცა ხან თვალებში უყურებდა, ხანაც ტუჩებზე. ივაც ანალოგიურად იქცეოდა. მარიამის სიცილმა გამოაფხიზლათ, ივა პირველი მოვიდა გონს და მარიამისკენ გაიქცა.
-მამას მელაკუდა, - სიცილით დასდევდა.
საღამოთი დაღლილ-დაქანცულები დაბრუნდნენ, გემრიელად ივახშმეს და ფილმის საყურებლად დასხდნენ.
მარიამი შუაში ჰყავდათ, ხოლო თვითონ ნაპირებისკენ ისხდნენ.
ჩუმ-ჩუმად აპარებდა ნიცა ივასკენ მზერას, მაგრამ საერთოდ არაფერი. არანაირი ემოცია ივას სახეზე. ივას უემოციობამ აატირა, ჩუმად ასლუკუნდა. ივამ გაკვირვებულმა გადახედა.
-ნიცა, რა გატირებს?
-არაფერი, ფილმის გამო. - უთხრა და ტელევიზორს გახედა. არ ყოფილა სატირალი ფილმი, ამიტომაც გაუკვირდა ივას, მაგრამ "ქალებს რას გაუგებ?" ფიქრით გააბრუნა თავი და განაგრძო ფილმის ყურება.
*** დღე 2
დღეს განსაკუთრებით ცხელოდა ამიტომ სახლში იყვნენ, ბაღში გავიდნენ და ჰამაკში ისხდნენ მარიამი და ნიცა, ახალი შემოსული იყო ივა, მოულოდნელად წყლის მილს დასწვდა და გაწუწა. მოულოდნელობისგან შეხტნენ და სახლში შეცვივდნენ. სამზარეულოსკენ გაიქცნენ, იქვე თაროს ქვემოთ გავსებული ბოთლები დაინახეს და გაიცინეს. გარეთ გავარდნენ და ივაც არ დაინდეს. ნიცა ივას ძებდა, რომ გაეწუწა. შემთხვევით სველ ბალახზე ფეხი აუცურდა და გაიშოტებოდა, რომ არა უკან მოპარული ივა და სულ შემთხვევით ხელში ჩავარდნილი ნიცა. წყლის მილი გაუვარდა და პატარა მარიამმა დრო იხელთა, უცებ დასწვდა და ორივეს შეასხა. წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და ჯერ ნიცა დაეცა, ნიცას კი ზემოდან ივა. უხერხულად იყვნენ და ნიცას ლოყები აუწითლდა, ივა სწრაფად გამოფხიზლდა, წამოდგა და მარიამიც წამოაყენა.
წუწაობას მორჩნენ და სახლში შევიდნენ, გამოიცვალეს და მარიამის ინიციატივით "ნიჭიერი" მოაწყვეს.
მალევე გავიდა დრო და უკვე დაღამდა. მარიამს ეძინებოდა, ამიტომაც ნიცამ დააძინა და მისაღებში ჩავიდა. თვალი იმ კედელს გაუშტერა, სადაც თეონას და ივას სურათები ეკიდათ, იქვე პატარა მარიამით ხელში იყო ივა. ერთ ფოტოზე ფეხმძიმე თეონა იყო, მეორეზე ფეხმძიმეს ივა შემოხვეოდა უკნიდან და ყელში კოცნიდა.
ატირდა.
უიმედობისგან ატირდა.
იცოდა, რომ შეუძლებელი იყო მათი ერთად ყოფნა.
ოთახში ავიდა, ლოგინზე დაწვა, ბალიშს ჩაეხუტა და ცრემლებს გასაქნი მისცა.
***
ივა ამ დროს კაბინეტში იჯდა ჩაფიქრებული.
თავის თავში გაურკვევლად იყო.
ხვალ ბოლო დღე იყო და ნიცა წავიდოდა.
რომ ფიქრობდა, დილით გამოსულს მის ხმას ვერ გაიგონებდა
მის ღიმილს ვერ დაინახავდა
ღამე ოთახში ჩაძინებულს ვეღარ შეხედავდა - გული უწუხდა.
საშინლად არ უნდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ეშინოდა.
თეონა ჯერაც ვერ დაევიწყებინა.
ეშინოდა, რომ ვერ გააბედნიერებდა
და ეს შიში უკან ახევინებდა.
აიძულებდა ემოციები დაემალა.
გულს უკლავდა ნიცას ცრემლები
და
გულს უკლავდა ისიც, რომ ვერ შეეძლო მისვლა
და
ჩახუტება, კოცნა და მისი დამშვიდება.
***
ოდესღაც შეიძლება ისიც ახდეს , რისი ახდენაც შეუძლებელი გვეგონა.

ჩემო ტკბილებო, ესეც მეოთხე თავი.
ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
ბოდიშით დაგვიანებისთვის.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Archive

Amayi cremli ras nishnavs? Siamayis cremls? An siamayis cremli ra aris, roca amayebi vart mashin vtirit?

 


№2  offline წევრი Kalina

Archive
Amayi cremli ras nishnavs? Siamayis cremls? An siamayis cremli ra aris, roca amayebi vart mashin vtirit?

მეტაფორაა.
ცრემლი, რომელსაც ტკივილის დროს ვმალავთ და არავის ვანახვებთ.

ალბათ, ხო?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი Archive

მარიკუნაა♥️
Archive
Amayi cremli ras nishnavs? Siamayis cremls? An siamayis cremli ra aris, roca amayebi vart mashin vtirit?

მეტაფორაა.
ცრემლი, რომელსაც ტკივილის დროს ვმალავთ და არავის ვანახვებთ.

ალბათ, ხო?


იდეაში, ამაყი როგორც ზედსართავი სახელი, სულიერ არსებით სახელს ახასიათებს, ამიტომ ამაყი ცრემლი როგორც მეტაფორა არის უშინაარსო. თან ვანახვებთ არა - ვანახებთ

 


№4  offline წევრი Kalina

სათაური მე ჩემებურად მესმის და

შენ ემოციებში რატო აურიე?
რაღაცნაირად დამაკლდა.
როგორი რაღაც იყო იცი?
წინა სამ თავში უფრო ახლოს იყავი.
ეს მეოთხე, რაღაც ძაან ძალით დაწერილი მეჩვენა.
წერე რამდენ ხანსაც გინდა, მაგრამ კარგი დადე რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი mimimimo

მარიკუნაა♥️

შენ ემოციებში რატო აურიე?
რაღაცნაირად დამაკლდა.
როგორი რაღაც იყო იცი?
წინა სამ თავში უფრო ახლოს იყავი.
ეს მეოთხე, რაღაც ძაან ძალით დაწერილი მეჩვენა.
წერე რამდენ ხანსაც გინდა, მაგრამ კარგი დადე რა.

ხო, ამ თავში ნაკლები ემოცია იყო, მაგრამ გამოვასწორებ.

 


№6 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent