შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროკურორი მაღალ ქუსლებზე (6 თავი)


30-08-2017, 00:14
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 2 038

დილით ყავას ვსვამდით მე და ტასო როდესაც კარზე ზარი გაისმა. კარის გასაღებად მე წავედი და ჰოი საოცრება დედიკო მოვიდა.
-რა გინდა?-კარი გავაღე და ჩარჩოს მივეყუდე
-რა თბილი და ტკბილი ყავხარ დედას.-გამწია-ჰმ გემოვნება გქონია საყვარელო, მაგრამ ეს ფარდები ამ ფერზე არ ვარგა-ცხვირი აიბზუა ელზამ
-ელზა რა გინდა?
-რაიყო აგვივარდა თავში?-ნაგლურად გამომხედა
-ასაკი ხო არ გავიწყდება დედიკო?
-გული არ ბერდება-გამიღიმა-სალაპარაკოდ მოვედი
-არ მცალია-შევუბღვირე
-როგორც წესი სამსახურს 8 ზე იწყებ ახლა კი 10 საათია-მაჯის საათს დახედა-მისმინე სხვაგან გავიდეთ. მობეზრებულად წავედი ოთახისკენ
-ელზა საბოლოოდ გამარკვევ რა გინდა?
-მამაშენს უნდა აპატიო-ამბობს ისე თითქოს არფერი და სუნამოს იღებს
-კაი მართლა? მაგ ნარკომანს და ლოთს არაფერს ვაპატიებ და შენ როგორ შეგიძლია აპატიო არ მესმის-ვღიზიანდები მე
-გამოსწორდა და თან მიყვარს-მხრებს იჩეჩავს
-ჩემს მოთმინებას ცდი ელზა-გაბრაზებული ვეუბნები
-უნდა აპატიოთქო ნანობს თავის საქციელს-ხმას უწევს
-ახლა კარგად მომისმე-ვსო!-იცი რას გეტყვი? 25 წლის წინ ლეა ამაღლობელი, რომ მოევლინა ქვეყანას მას შემდეგ ვერ მიტანს რატომ? იმიტომ რომ გოგო ვიყავი. ის არაფერს ნიშნავს შენთვის ჩემს წინ რომ იკეთებდა? სვამდა? შენ რომ მუშაობით იკლავდი თავს ეგ სასმელში და წამალში ანიავებდა ფულს. აიტ და 8 წლის შემდეგ შეეძინა ნანატრი ვაჟი და ვის ახსოვს ლეა?! არც შენ იკლავდი თავს! იცი რატომ? იმიტომ რომ შენი ამაზრზენი ქმარი გიყვარდა! მე რომ არ მეყოჩაღა და არ წავსულიყავი ხო ახლა კაცმა არ იცის სად ვეგდებოდი. მეზიზღებით იცი? საშინლად მეზიზღებით. რანაირი დედა იყავი შენ? იმის გამო რომ შენს ქმარს არ უნდოდა გაგეცილებინე ზედაც არ შემომხედე და 15 წლის გოგო მარტო გამიშვი ქვეყნის დასალიერში. არ იცოდი რა დღეების გამოვლა დამჭირდა იქ. სწავლის გარდა 3 ადგილას ვმუშაობდი და ძლივს გამქონდა თავი. თვეში ერთხელ დამირეკავდი და ისიც მაყვედრიდი ყველაფერს. ახლა კიდე ალბათ ფული გელევათ და დაგჭირდა ლეა-გაბრაზებულმა არც მე დავაკელი ყვირილო
-როგორ ბედავ-ხელი გამარტყა
-წაეთრიე აქედან დროზე-მკლავში ჩავავლე ხელი და გარეთ გავაგდე.
-ამის დედაც-იქვე მდგომ მაგიდას ფეხი მივარტყი.
-კარგად ხარ?-მომვარდა ტასო და წყალი გამომიწოდა
-კარგად ვარ-წყალი დავლიე და კანკალით შევედი სააბაზანოში. მთელი დღე სახლში ვიყავი ტასოს ვთხოვე ლუკა სადმე წაევანა მეორე დღემდე. არ იფიქროთ ან დეპრესიის ან რამე მსგავსის გამო გავუშვი უბრალოდ ახლა მჭირდებოდა საქმე გამეკეთებინა და ისე არ ვყოფილიყავი. საღამოს დაახლოებით რვა საათისთვის ისევ გაისმა კარზე ზარი. გავაღე და ახლა თვით ნიკუშა ამაღლობელი მედგა წინ
-რა ოყო ელზამ შენ გამოგზავნა?
-არა წამოვედი-არანაკლებ გაღიზიანებულმა მიპასუხა. სინათლეზე კი კარგად გამოჩნდა მისი ჩალურჯებული თვალი და გახეთქილი ტუჩი
-ეს მითხარი რომ დათომ ქნა
-სწორად გამოიცანი-დივანზე ჩამოჯდა-ელზას იქნება მივაკლავ-გაბრაზებულმა წამოიძახა
-რა მოხდა?
-რა და სახლში გაავებული შემოვარდა და მე ჭიქა დამივარდა ხოდა კაროჩე მოაყოლა ერთი ამბავი მერე არც მე დავაკელი ბოლოს საყვარელ მამიკოს შევუტიე და აღმოვჩნდი ამ დღეში
-რას უშვება ელზას ამნაირს-გაბრაზებულმა წამოვიძახე
-არ ვიცი,მაგრამ რაც ჩამოხვედი მის მერე დათო ცოფებს ყრის
-საკმაო დანაშაულია ძალადობა ციხეში ამოვალპობ
-სერიოზულად?-დამცინავად გამომხედა
-ნუ მიყურებ ჩემნაირად თორე შემომაკვდები
-მომენატრე-ჩამეხუტა
-რავქნა რომ ვერ გიბრაზდები? -გულში მაგრად ჩავიკარი
-ლეა კიდევ კარგი ჩამოხვედი თორემ 17 წლის ასაკში მკვლს გამხდიდა-დაიბღვირა
-ადექი ბიჭო შემოგხედო-ფეხზე წამოვაგდე-რა გზრდის ამხელას?-გაკვირვებულმა შევხედე ჩემზე ოდნავ მაღალ სულუეტს
-შენს თავს შეხედე ქალი არ მინახია მე 1.80 და კიდევ რომ მაღლებს იცვამდეს-დამცინა ახლა ამან თავის ჭკუით?
-კიდევ კარგი ამ სახლში 4 ოთახია-მის ბარგს დავავლე ხელი და ოთახში შევიტანე
-ეს ოთახი იქნება შენი მერწმუნე ვერ შეგეხება სკოლაში მე წაგიყვან და მოგიყვან
-ბავშვს ვგავარ?
-ბავშვი ხარ-შევუბღვირე.-მაცივარში ბურგერებია თუ გინდა და დაატოსტერე.
-აუ არა რა მაკლდონალდში წავიდეთ
-ჩავიცმევ და წავიდეთ.
-გოგო აი მაგ შპილკებზე როგორ დადიხარ?-უსიამოვნოდ დახედა ფეხსაცმელს
-როგორც შენ კეტებით
-აუ იცი რა ჩამოვიტანე?-აჟიტირებულმა თქვა
-საიდან და რა?
-ფული მოვაგროვე და სბორებზე გავყევი პარიზში გუნდს-თან მელაპარაკებოდა თან ჩემოდანში იქექებოდა-ვიპოვე-ორი ყუთი ამოაძვრინა-დიდი იმედი მაქვს ფეხი იზევ ის ზომა გაქვს-ყუთი გამომიწოდა და მეც გავხსენი. ყუთში ორი ერთნაირი სპორტული კეტები იდო
-ჩემო სიხარულო-ჩავეხუტე
-მარტო მაგით არ შემოვიფარგლე-კიდევ ორი ყუთი ამოაძვრინა-ესეიგი ეს შენი სუნამოა, ეს ჩემი და რამოდენიმე ერთნაირი ზედა-გამემრიჭა
-წამოგიღია მთელი პარიზი
-აუ ერთნაირად ჩავიცვათ რა
-ნიკუშ ისევ პატარა ბიჭი ხარ რა-სიცილით ავუჩეჩე თმები
-ეე გოგო ძლივს დავიყენე-სარკეში გაისწორა
-ჟელეს მამა ხარ
-შენსავით გაწეწილი მაინც არ ვარ-ცხვირი აიბზუა
-კაი ბიჭო ეგ ცხვირი ისედაც იმხელაზე გაქ აწეული ასე მგონია...-მკვლელი თვალებით გამომხედა-კაი გავჩუმდები.
-მიხდება?-წინ ამესვეტა
-რას ვარჯიშობ შვილო ამდენს?
-საყვარელო გავიწყდება მგონი შენ რაღაც რაღაცეები-ლოყაზე მკოცნის-აუ მანქანაზე დამსვი რა-ყელსიწელავს
-მოწმობა?- წარბ აწეული ვუყურებ
-ერთხელ მაინც მოიქეცი ისე როორც ჩემი და-აბუზღუნდა
-მხოლოდ ამ ერთხელ ხვალ ჩაგწერ კურსებზე-გასაღები გავუწოდე
-ყველაზე კაი ხარ-ლოყაზე მკოცნის და მანქანისკენ გარბის.
-აუ ის გახსოვს პატარა რომ ვიყავი რაღაც სიმღერას რომ მიმღეროდი?-გადმომხედა
-მაშინ მიყვარდა ეგ სიმღერა-გამეცინა
-ახლა?
-ახლა დიდი დრო გავიდა და თან მაგ სიმღერას მიქაბერიძე მღეროდა გიგა-ღიმილით გაიხსენა ლეამ
-არა შენ განსაკუთრებულად გამოგდიოდა თან რა ბაბულიკური იყო ვაიმე-იჯგიმება ნიკა
-ნიკა ბაბულიკური არ იყო პროსტა მაშინ კაი იყო-თვალი ჩაუკრა. ძლივს იპოვეს რუსთაველის მაკდონალდში დასაჯდომი. ნიკუშამ კარგად იცოდა ლეა არასდროს ჭამდა ჰამბურგერს ეზიზღებოდა საზიზღარი გემო აქვსო გაიძახოდა.
-ნიკუშ გამოზიდე ყველაფერი?-სიცილით ვკითხა
-შენი კარტა მქონდა და მადარდე-სიცილით მომიჯდა გვერდით და თავი მხარზე ჩამომადო
-მინდა რომ შენთან ვიცხოვრო
-და შენ გგონია ელზასთან და იმ არაკაცთან დაგტოვებ?
-მიყვარხარ ძალიან ძალიან-ლოყაზე მაკოცა
-მე შენ
-გვიტებო ხელი ხო არ შეგიშალეთ?-ირონიულად იკითხა თორნიკემ
-კი-ქვემოდან ამოხედა ნიკამ
-ქალბატონ პროკურორს გრძნობებით ქონია-ბოროტულად შეავლო და-ძმას თვალი და მათ ჩამოშორდა
-იმენა ძმა ხარ რა-კმაყოფილმა შევხედე ძმას
-აეჭვიანებ?-დავიბენი თუმცა რა ჯანდაბა მაბნევს?
-არა უბრალოდ იდიოტია
-ლეა თმას იწვალებ-გადმომხედა-მოგწონს?
-ეგეთია არასდროს მომეწონება-არ ვეშვებოდა თმის წვალებას
-იყოს შენებურად-ნაგლურად გამიღიმა და ჭამა მშვიდად განაგრძო.
დილთ ცივი წყლის გადასხმა არ შევიმჩნიე და ძილი გავაგრძელე.
-ადე ქალო სკოლაში წამიყვანე
-ხო ხო ვდგები-უცებ წამოვხტი და გავემზადა. სკოლაში მივიყვანა და სამსახურისკენ წავედი.
-ოხ ქალბატონო ლეა გვიკადრეთ?-წინ ამესვეტა მახარაძე
-მახარაძე გაიწიე სანამ მთელი ხარ-ხელით გავწიე და კაბინეტში შევედი. მთელი დღე საბუთებს ჩავკირკიტებდი და ბოლოს როგორც იქნა სახლში მვაღწიე
-ლეეე-სამზარეულოში შემოტანტალდა ნიკა
-რაიყო?
-დამავიწყდა მეთქვა ბანკეტი გვაქვს და კარგად იცი შენს გარდა არავის წავიყვან
-როდისა?
-პარასკევს
-ანუ მალე და დარწმუნებული ვარ შენ არც სმოკინგი გაქ ნაყიდი და არც ფეხსაცმელი
-კეტები, საროჩკა და ჯინსები ტიპი ვიქნები რა-გაიცინა
-გაგაკეტებ მე შენ-დავუცაცხანე უცებ-მადლობა თქვი საქმე რომ არ მაქ და შემიძლია გამოგყვე. ხვალე გამოგივლი და წავიდეთ
-არ მინდა ქალო სმოკინგი
-შენი ქალო ვარ მე? რასაც გეტყვი იმას ჩაიცმევ
-აუტანელი ხარ-გაბრაზებულმა გახედა დას და ლუკა მოკიდებული გავიდა.
-ტასო აბა მომიყევი პაემნის ამბები-წარბები ავუთამაშა
-იდიოტი, ხეპრე-სახე აუწითლდა-ხო მითხრა რესტორანში მივდივართო ნინიმ მომკაზმა გამშპაკლა და დამხვდა სპორტულებით. გადავიფიქრე პარკში მივდივართო ლამის გავგლიჯე შუაზე მერე გამაბრაზა ჩხუბი დავუწყე და ჰოპ არ მაკოცა? აი დალაგებულის ახლა ეგ? -ხელებს იქნევდა და თან სახეზე უამრავი ფერი გადასდიოდა.
-ნელა გოგო-ხითხითით შემოვიდა კარში ატუზული საბა
-ამას აქ რა უნდა?-შეიცხადა
-მომემატრე და მოვედი-სკამი მიაჩოჩა
-კაი არ იცელქოთ ბავშვს გიტოვებთ სხვათაშორის და მე წავედი.
-რომელზე გიმთავრდება სკოლა?-გავხედე ნიკას
-2 სკენ გამოვალ-ლოყაზე მკოცნის და ამღერებულ ტელეფონს ვუყურებ.
-გისმენ თამრიკო
-ძაან კი გაწუხებ შვილო, მაგრამ იოანე არ ჩერდება.
-კარგი ახლავე მოვალ. ნახევარ საათში მანქანა თავშესაფრის ეზოში გავაჩერე და სირბილით შევედი შიგნით.
-ჩემო იო-ხელში ავიყვანე ორი წლის ბიჭუნა.
-დედიტო-ცრემლი მომერია როცა გავიგე მისგან ეს სიტყვა.
-ხო იო-ლოყაზე ვაკოცე
-სენთან ლოდის წავალთ?
-მალე ჩემო ლამაზო მალე უბრალოდ დედიტოს საქმეები აქვს გპირდები ძაალიან მალე წაგიყვან
-კველაზე კალგი დედიტო ხალ
-ენა ჭარტალა ბიჭო შენ -გაბუშტული ლოყები დავუკოცნე დავაძინე და თამრიკოსთან გავედი
-როგორ მიდის სასამართლოს პროცესი?-ამომხედა
-ხომ იცი რომ არ დავნებდები? წესით ამ თვეში უნდა იყოს პასუხები-მის გვერდით ჩამოვჯექი
-მოყვანის დღიდან თავს ევლები შვილო დედასავით ყავხარ მის გამო მოფრინავდი შორიდან და უყვარხარ. ორი წელია იბრძვი მაგრამ ხომ ხედავ
-თამრიკო ყურადღება მიმიქციე და თუ რამე მაშინვე დამირეკე სამსახურში რაღაც საბუთები უნდა მისულიყო და პასუხიც იქნებ იყოს-უცებ წამოვფრინდი. თამრიკომ სევდიანად გახედა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
-თიკა სასამართლოდან პასუხი უნდა მოსულიყო-სირბილით მივედი თიკამდე
-კაბინეტშია-გაკვირვებულმა მანიშნა კაბინეტისკენ. ანერვიულებულმა დიდხანს ვუყურე წერილს.
-ვსო გახსენი-შევძახე ჩემს თავს და კონვერტის გახსნას შევუდექი. მხოლოდ ის მახსოვს სიარულისგან რომ ვკიოდი იოანეს წამოყვანა კი მალე შემეძლო. დამშვიდებულმა ნიკას მივაკითხე რომელიც სიცილისგან იფხრიწებოდა
-რა გჭირს ბიჭო
-ის შენი თორნიკეა თუ ვიღაც-ვერ ჩერდებოდა-აქ მომაკითხა
-ნორმალურად მოყევი-შევუღრინე მე
-კაროჩე გაკვეთილიდან გამოვდივარ და არ მესვეტება წინ? ხოდა დამიწყო ლექციები და გიო ხო იცი ჩემი ძმაკაცი მაგან შენ დაზე გებაზრებაო და აუტყდა სიცილი ჯერ შენ იმ თორნიკეს სახე გენახა მოვკლავო
-ნელა ქნას დღეს იოანეზე მომივიდა პასუხი-გავხედე
-ლეა მარტივი რომ არ არის ხო იცი არა?
-ვიცი მაგრამ შევძლებ
-აი შენი ხელფასით რას შეძლებ
-ბევრი რამ არ იცი ნიკუშ და არცაა საჭირო იცოდე ოღონდ გახსოვდეს შავ ფულს არ ვაკეთებ
-მჯერა მაგრამ მაინც
-ფართები ხომ მაქვს ეგენი ხო გავაქირავე და ჩემი კაფის ორი ფილიალი მყოფნის და მეყოფა
-ჭკუა ხარ
-მარტო ამ ხელფასით ვერცეთს ვერ მოგხედავდით თორემ მე
მეყოფა
-სმოკინგს არ ჩავიცმევ-გაბრაზებულმა გადმომხედა
-ისე კარგად ჩაიცმევ როგორც დაგიბარებია -ვუთხარი და მანქანა სადგომზე გავაჩერე.
-ნიკა ეს ფერი კარგია-ვეუბნები მეათასე მაღაზიაში მყოფი
-რამე ისეთი მინდა განსხვავებული-ბუზღუნებდა
-კაი კაი მაშინ ან ვარდისგერი ან შინდისფერი
-ვარდისფერი
-ხო შიგნით ცისფერი საროჩკა
-და ფეხზე ახალი ბოტასები-გახარებული ჩამეხუტა. სასწრაფოდ ვიყიდეთ ყველაფერი და შემდეგ იოანესთვის საჭირო ნივთების არჩევა დავიწყე. საღამოს სახლში ვიყავი და თამრიკოს ვურეკავდი.
-თამრიკ მოგივიდოდა შენც პასუხი ხო?-სიხარულით ჩავყვირი
-კიი მომივიდა და გავამზადე ხვალ დილით შეგიძლია წაიყვანო
-კარგი თამრიკო დილით წავიყვან-თამრიკოსთან ლაპარაკს მოვრჩი და იოანეს ნივთების დალაგებას შევუდექი. სანამ აქაურობას შეეგუებოდა ჩემთან დაიძინებდა ისე კი ლუკას ოთახში.
-ბუჩის საჭმელი დაუყარეთ?-ვკითხე ტასოს
-კიი-გამომძახა ტასომ
-კაი ნიკუშ აქვე პარკში გაიყვანე რა
-ბუჩი რა-ბუზღუნით ჩააბა ძაღლს საბმელი და გარეთ გავიდნენ.
-დღეს საბამ დამირეკა-მორიდებით დაიწყო
-მერე
-მერე საღამოს გავისეირნოთო და...-თითებს იწვალებდა
-გიშვებ, ოღონდ დილით საშლში იყავი
-მადლობაა-ლოყაზე სასწრაფოდ მკოცნის და გარეთ გარბის. ტატოს ვურეკავ
-ტატო საქმეები არ გვაქვს?
-არა ლეა ისეთი არაფერი რომ შენი გამოძახება დასჭირდეთ
-მოიცა ანუ?
-ანუ შენ სპეც აგენტად ხარ გადაყვანილი წესით მაყაშვილს უნდა ეთქვა
-შემხვდა და მოვიშორე ახლა მივხვდი რაზე ამბობდა
-ხო კაი ნიაკო აწვალებს ნინის და სანამ ნინი მე დამესხა თავს უნდა დავაწყნარო-უცებ მაყრის და ტელეფონს თიშავს.
კარზე ზარია არადა ყველა სახლშია.
კარს ვაღებ და ვშეშდები.
-ლაშა-თვალებს ვერ ვუჯერებ
-ლეა სალაპარაკო გვაქ
-კარგი ეზოში გავიდეთ-ძლივს ვაბამ ორ სიტყვას და ეზოში გვდივარ
-ლაშა ცოცხალი როგორ ხარ?
-ლეა საჭირო რომ არ ყოფილიყო შენი აზრით ასე მოვიქცეოდი? ელენა მომიკვდა მაგრამ შვილის სიკვდილს ვერ გადავიტანდი მთელი 5 წელი ვიძიებდი ამ საქმეს და დღეს დავიჭირე ყველა იცი რა რთული იყო? ლამის გადავირიე მთელი ხუთი წელი ლუკას გარეშე-ხელებს იქნევდა
-დამშვიდდი
-შეიძლება მასთან დავიძინო?-ცისფერი თვალები აუცრემლიანდა
-კი-სახლში შესულებს ნიკუშა რომ გვხედავს ჭიქა ხელიდან უვარდება
-ეს შენ?-აბლუყუნდა
-ხვალე ნიკუშ-გაუღიმა და ლუკას ოთახში შეაჭრა. ცრემლად იღვრებოდა და თან შვილს გულში იკრავდა. ნეტავ რა იქნება შემდეგ? ლუკა უნდა წაიყვანოს? ამას როგორ გადავიტან? ათას კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს მაგრამ მერე მივხვდი რომ ძალიან ვეგოისტობდი და შევეგუე რომ ლუკას თავის მამა სჭირდებოდა გვერდში.


***
საზიზღარი თავია ვიცი, მაგრამ მუზა ნერვებს მიშლის. სასწაულად დასწყდა გული ჩემს მუზას თქვნი პასიურობის გამო და განაცხადა ამაზე მეტს ვერ ეღირსებიანო.(ვციტირებ) ხო ჩემო მეგობრებო ამაზე მეტი ვერ გავქაჩე ეს ლეას ცზოვრების ერთი პატარა მონაკვეთია. რამდენს აღარ მოგეწონებათ ჩემი ისტორია. ეს ის თავია მიუზამ შანსი რომ მოგცათ და უნდა გამოიყენოთ თორემ ჭორფლიანივით დაგვტოვებს :(



№1 სტუმარი Nn

Gaagrdele raaaa

 


№2 სტუმარი Guest keke

Axla ar mitxra vwyvet weraso tore tavs moviklav... :( kaii raa.. Gaagrdzelee gtxooov... Muzas mouxme mteli ritualebiit.... :( erti istoria wavikitxe aq da sashinlad momewona ise dzalian rom tavisi patroni daikarga da agar agrdzelebs me kide depresiashi chavardi mahis gamoo rom ver davasrule kitxva imis gamoo... Da shenc nu gamiketeeb raaa egreee :D :D

 


№3  offline წევრი Indigo

აუ, მოგკლავ წერა რო შეწყვიტო! angry
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline წევრი Ana Stepnadze

Guest keke
Axla ar mitxra vwyvet weraso tore tavs moviklav... :( kaii raa.. Gaagrdzelee gtxooov... Muzas mouxme mteli ritualebiit.... :( erti istoria wavikitxe aq da sashinlad momewona ise dzalian rom tavisi patroni daikarga da agar agrdzelebs me kide depresiashi chavardi mahis gamoo rom ver davasrule kitxva imis gamoo... Da shenc nu gamiketeeb raaa egreee :D :D


ასე იაქტიურეთ და გავაგრძელებ :) <3

 


№5 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

 


№6 სტუმარი Guest უცნობი

რას ნიშნავს შეიძლება შეწყვიტო?!არგადამრიო ისე ველოდები ხოლმე ამ მოთხრობას რომ არვიციი რაა არანაირი შეწყვეტა პირიქით 1.წერ დიდ ტავებს 2.დებ მალევე გაპროტესტებას არექვემდებარება <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომწონს ეს ისტორია,მაგრამ მართლა არეული თავი იყო
შენებურად გააგრძელე ხო?თორნიკეზე გამეცინა,კარგი იყო
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent