შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზო IV თავი


30-08-2017, 11:21
ავტორი ani_ani
ნანახია 1 585

არ მიყვარს ქორწილები რადგან საერთოდ ვერ ვერთობი, არც ცეკვა შემიძლია და უბრალოდ ერთ ადგილას ვზივარ ხოლმე, არც ეს ქორწილი იყო სხვებისგან რაიმით განსხვავებული. ვუყურებდი როგორ ერთობოდა ხალხი. რამდენჯერმე გეგასაც შევხედე, რა საყვარელია ეს ბიჭი, მაგრამ ამავდროულად როგორი ცინიკოსი და ნარცისი. ისიც მიყურებდა და მიღიმოდა. ცოტა ხნის შემდეგ გვერდით დამიჯდა.
-ანოო, რატომ არ ცეკვავ?-ეტყობოდა რომ ნასვამი იყო.
-შენ რა დამცინი ხო?-გაბრაზებულმა ვუთხარი და ჩემს ჟანგბადის ბალონზე მივანიშნე. გეგას სახე შეეცვალა
-აუ, მაპატიე რა საერთოდ არ მახსოვდა.-ეტყობოდა რომ ძალიან შერცხვა მისი სიტყვების.
-კარგი არაუშავს.-დავამშვიდე მე.
-ეს სულ უნდა გეკეთოს?
-მგონი კი.
გეგამ გამიღიმა. პატარძლის მაგიდისკენ გაიხედა და მერე ისევ მე შემომხედა
-ანოო??
-რაიყო?
-არ მოგბეზრდა ეს ქორწილი?
მივხვდი რაღაც სიგიჟე ჩაიფიქრა
-ხოო...მერე?
-წამო გავიპაროთ!-მხიარულად მითხრა და წარბები აათამაშა.
-შენ ხო არ გააფრინე?
-შენ გამაფრენინე ანგელოზო!-ამაზე გამეცინა, მაგრამ რატომ არვიცი. სხვა დროს ალბათ გავმწარდებოდი, ვერ ვიტან ანგელოზს, რომ მეძახიან, მაგრამ გეგას ნათქვამი მსიამოვნებდა.-ანო წამოხვალ ჩემთან ერთად?
-შენ ხომ მეჯვარე ხარ გეგა? აქ უნდა იყო!
-მე შენთან მინდა და მორჩა!
უარის თქმას აზრი აღარ ქონდა, ამიტომ დავთანხმდი. ღამის ორი საათი იყო გეგა თავის CLS-თან მივიდა. ვგიჟდები ამ მანქანაზე.
-მაგარი მანქანაა.
-მერსედესი მოგწონს?
-ML-ის გარდა ყველა.
-ანო, მიყვარხარ. საოცარი გემოვნება გაქ.-ამაზე ორივეს გაგვეცინა.-წავედით ხო?
-შენ რომ ნასვამი ხარ?-ცოტათი შევშინდი.
-დაიკიდე და მენდე-გამიღიმა.
მანქანაში ჩავჯექით.
-სისწრაფის ხომ არ გეშინია ანგელოზო?
ამაზე გამეცინა.
-ღადაობ? მამაჩემი მრბოლელი იყო და როგორ შეიძლება მე სისწრაფის მეშინოდეს.-მამაჩემით ყოველთვის ვამაყობდი. მეამაყებოდა ის რომ მრბოლელი იყო. მანქანის ტარება მეც ვიცი უბრალოდ დედა არ მაძლევს უფლებას, ეშინია ცუდად რომ არ გავხდე.
-მამაშენი მრბოლელი იყო?-გეგას გაუკვირდა.
-ხო. ნიკა წერეთელი.-ამაყად ვთქვი მე.
-ნიკა წერეთელი? ჩემპიონის შვილი ხარ?-გაკვირვებას ვერ მალავდა გეგა.
-დიახ, დიახ.-ამაყად ვთქვი მე.
-მამაშენი და მამაჩემი ძმაკაცები არიან!-უეცრად მითხრა გეგამ.
-მამაშენს რა ქვია?-გამიკვირდა მე.
-ლევან დევდარიანი. იცნობ?
-ლევანი ბიძიას როგორ არ ვიცნობ-გამეცინა მე-არ ვიცოდი შვილი თუ ყავდა.
გეგა სწრაფად ატარებდა, ეს მსიამოვნებდა კიდეც, მაგრამ უეცრად ცუდად გავხდი.



№1 სტუმარი კკკ

მალეე დადებ შემდეგსს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent