შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ხუთი )


30-08-2017, 16:53
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 397

რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული ?! ნუთუ ჩვენ ვართულებთ ყველაფერს..
ცხოვრება ხომ სიუპრიზებით არის სავსე. ზოგისთვის ეს სიუპრიზი ბედნიერების მომტანია. არიან კატეგორიები რომლებსაც ცხოვრება ბევ განსაცდელს უვლენს, ბოლოში რომ კარგად დაუგვირგვინოს. მაგრამ , ხშირ შემთხვევებში იღლები, ყველაფრის სურვილი გიქრება..
რაში იყო დამნაშავე თანანო ?!
არც არაფერში.. რა მისი ბრალი იყო, დედამ რომ მიატოვა შვილები და ახალი ოჯახი შექმნა .. ან საკუთარი სისხლი და ხორცი ცუდათ რომ არის.. ყველაფერი მის კისერზე გადადის.. არ გეგონოთ რამეს წუწუნებდეს, ან მისთვის ეს ყველაფერი სულ ერთი იყოს..
ფული სჭირდებოდა და თან ძალიან ბევრი..
სად უნდა იშოვოს ახალგაზრდა გოგონამ ამდენი ფული ?!
გამოსავალი ერთი არის..
უჭირს..
ვერ აზროვნებს..
საკუთარი თავის რწმენას კარგავს..
დაიკარგა უსასრულობაში..
ზედმეტად პატარა ამხელა ტვირთვის ზიდვისთვის..
მოუწევს დასთანხმდეს იმ კაცს, რომელიც თითქოს ანგელოზის სახით გამოეცხადა..
მაგრამ საქმე იმაში იყო, რის სანაცვლოდ უწვდიდა დახმარების ხელს..
განა უნდა სხვისი ცხოვრების დანგრევა ?! მაგრამ, საქმე იმაშია რომ დის სიცოცხლე უძღვის წინ ამ ყველაფერს.. მისთვის კი ყველაფერს გააკეთებდა..
ან ვინ იტყოდა ამაზე უარს ?! საყვარელ ადამიანს გაიმეტებდა საკუთარი პრინციპების გამო სასიკვდილოდ ?!
არა, არ შეეძლო.. ვერ იტყოდა უარს..
ჩანთიდან ხელის კანკალით ამოიღო ვიზიტკა.
,, ბეგლარი ამაღლობელი ‘’ დიდი ასოებით ეწერა.
ტელეფონში თითების კანკალით აკრიფა ნომერი.
ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის შემდეგ მწვანე ღილაკს დააჭირა და ყურთან მიიტანა.
გული უკანკალებდა. ის ხომ ყველაფერს თავისი ხელით უსვამდა ხაზს.
,, რა ელოდა წინ ? ‘’
,, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება ? ‘’
ბევრი კითხვა უტრიალებდა გონებაში, მაგრამ ყველა პასუხ გაუცემელი. იცოდა რომ მომავალი უჩვენებდა ყველაფერს.
ყურმილის მეორე მხრიდან გაისმა მამაკაცის გამყინავი ხმა.
- გისმენთ ..
- მე.. მე.. თანახმა ვარ.. - ძლივს უბავდა სიტყვებს თავს.
- ქალბატონო თანანო, ეს თქვენ ხართ ?! - მზაკვრული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - მშვენიერია.. ვიცოდი რომ დარეკავდი. მითუმეტეს დაფინანსებაზე უარი გითხრეს. - სარკასტულად ჯღერდა მისი სიტყვები.
- თქვენ საიდან იცით ამის შესახებ ?! - გაოცებულმა იკითხა.
- არ აქვს მნიშვნელობა.. - ჩაიცინა. - ფულს დღესვე გადავრიცხავ და ხვალ კიდევ ჩემი თვითფრინავით გადააფრენენ საუკეთესო სავადმყოფოში. ყველაფერს მე მოვაგვარებ და ვიზრუნებ რომ საუკეთესო პირობებში იყოს.
- მეც მის გვერდით უნდა ვიყო . - ძლივს იკავებდა თავს რომ არ ატირებულიყო.
- შენ ვერ გაყვები ! ხვალიდან შეუდგები საქმეს.. ბევრი გაკლია ნამდვილ ქალად რომ იქცე.. ჩემს ძმიშვილს ისეთი გემოვნება აქვს უნდა აკმაყოფილებდე. - ბოროტილად ჩაიცინა. -ხვალ ზუსტად თორმეტ საათზე მოგაკითხავს მანქანა და მზად იყავი ! თუ გინდა ვინმე გააყოლე შენს დას არ არის პრობლემა. მე ჩემს პირობას ზედმიწევნით შევასრულებ და შენგანაც იგივეს ველი ! ტყუილად არ ვიხდი ამხელა თანხას.. - მკაცრად გაიჟღერა მისმა სიტყვება. დაასრულა და გაუთიშა.
თანო გაოგნებული დასცქეროდა უკვე გათიშულ ტელეფონს.
,, მისამართის თქმაც არ დამაცადა, ნუთუ ესეც იცის ?! ‘’
,, მან ჩემზე ყველაფერი იცის, მე კიდევ არაფერი. იმის გარდა რომ ასეთი ბოროტი ადამიანია. ‘’
,, ნუთუ მისი ხელი ურევია, რომ არ დამაფინანსეს ?! ‘’ - თვალები სიბრაზისგან აენთო.
,, ანდაც რა აზრი აქვს ამ ყველაფერს ?! მაინც მოგიწევს თანო ყველაფრის გაკეთება. შენ ხომ სამასი ათასი დოლარი დაივალე ! ‘’ .
ფეხზე წამოდგა და კაფე დატოვა გულ დამძიმებულმა.
ტაქსში ჩაჯდა და სახლის მისამართი უკარნახა.
გზად მეგობრებს მისწერათ, რომ მასთან მოსულიყვნენ.
სახლში მისულს ბებო კარებთან შეეგება.
- როგორ ხარ ბებო? - გაიღიმა და აკოცა. არ უნდოდა მოხუცს რამე შეემჩნია მისთვის.
- როგორ ვიქნები შვილო ?! ჩემი ვარსკვლავი ასე ცუდათ არის.. ყველაფერი შენ დაგაწვა ზურგზე. - დაღონებულმა ამოილაპარაკა.
- კი, ბებო, კი.. ხვალ გადაიყვანენ საზღვარგარეთ..
- ვაიმე, ბებო გენაცვალოს, რა კარგი ამბავია. გულზე მომეშვა. - სახე გაებადრა მოხუცს.
- ჰო, ბებო , ჰო, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მალე ჩვენთან იქნება ისევ გვანცა. - გული ეფერფლებოდა ტყუილის გამო. მაგრამ, არ შეეძლო სიმართლის თქმა. - კაი ბეე, ჩემს ოთახში ვიქნები. ჩემი ბავშვები მოვლენ და უთხარი რომ ჩემს ოთახში ამოვიდნენ.
- კარგი შვილო როგორც გინდა..
კიბეები ძლივს აიარა. ვეღარ უძლებდა, არ შეეძლო.
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაწვა და ჭერს მიაპყრო მზერა. თვალებიდან კი ცრემლებმა იწყეს დენა.
ხანდახან საერთოდ არ გჯერა იმის რასაც აკეთებ. მაგრამ, მაინც აკეთებ, რადგან რაღაც ან ვიღაც, ან საკუთარი თავი გავალდებულებს. ხანდახან საერთოდ არ გინდა იმ რაღაცის გაკეთება, რაც შენს ხასიათში არ ჯდება, მაგრამ პრინციპებს ეწინააღმდეგები. ალბათ მაინც ყველაზე ხშირად ჩვენი პრინციპების მტერი ჩვენივე საყვარელი ადამიანები არიან. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.. მსხვერპლს შეიძლება არავინ მოითხოვდეს შენგან, მაგრამ ამასობაში ყველა ელის.
ბებო ყოველთვის ეუბნებოდა ,, ოჯახი მაშინ არის მყარი როდესაც ყველა მათგანს ერთმანეთი უყვარს.’’
ერთი წუთი არ უნანია გადადგმული ნაბიჯი.
კარებზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და გასძახა შემოდითო.
ისინიც მასთან მივიდნენ და გარდი-გარდმო მიუწვნენ.
ხმას არ იღებდნენ, უბრალოდ მის მდგომარეობას იზიარებდნენ.
ესეც საკმარისი იყო მისთვის. არ იყო მზად ლაპარაკის დაწყებისთვის.
ერთი საათი ისე განვლო ვერ მიხვდნენ. თითქოს მათთან დრო გაჩერებულიყო.
- არ დაგვაფინანსეს.. მისი ხელი ურევია ამაშიც.
- ხელმეორედ ვცადოთ იქნებ რამე გამოვიდეს..
- არა სესო, აზრი არ აქვს.. იმ კაცს ყველგან თავისი ხალხი ეყოლება. ხომ იცი ფული ვისაც აქვს ყველაფერი მის ხელშია.
- რა უნდა ქნა ? - სტკიოდა მეგობრის ტკივილი.
- დავურეკე და დავსთანხმდი..
- ფუ, ამის დ. შ .. - ფეხზე წამოიჭრა ირაკლი და ოთახიდან გავარდა.
- არაუშავს გადაუვლის.. - სესილიმ შეაჩერა თანანო.
- განა მაქვს სხვა გზა ?! ნეტავ იყოს და ამას არასდროს დავსთანხმდებოდი. სხვისი ცხოვრებით არასდროს ვითამაშებდი..
- მესმის შენი, ნუ ნერვიულობ გთხოვ.. - გვერდიდან მიეხუტა.
- ხვალ უკეთებენ ოპერაციას. ბებო ვერ გაყვება და თქვენ თუ შეგიძლიათ იქნებ მოახერხოთ.
- შენ ?
- მე არ შემიძლია.. ხვალიდან უნდა შეუდგე ყველაფერსო და თორმეტ საათზე მომაკითხავენ.. - ცრემლები ვერ შეიკავა. - ასეთ დროს ვერ ვიქნები მის გვერდით..
- ჩშ, ლამაზო ნუ ტირიხარ, ყველაფერი კარგად იქნება.. - თავზე ეფერებოდა და თან კოცნიდა.
ღამე იქ დარჩა სესილიც. მალე ირაკლიც შეუერთდათ დამშვიდებული.


ვიცი, რომ ძალიან ძალიან პატარაა, მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. ესეც ძლივს დავწერე.
აქ ისეთი ამბავია ვერ ვახერხებ კომპიუტერთან მისვლას.
დეიდაშვილები არ მაცდიან არაფერს.
მარტოც ვერ ვრჩები..
მაპატიეთ.. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ^__^




№1 სტუმარი Nn

Yovel dge dade ra velodebi icodeeee

 


№2  offline მოდერი ენემი

ისეთ ამბებში ტრიალებ გაპატიებ ჰო joy
ისტორია გაქვს საოცარი <3
არაუშავს როცა მოიცლი მერე დაგვიწერე მთავარია დაამთავრო smiley
პ.ს შენი ამაფორიაქებელი კაი ტიპია ვნახე ფოტო joy joy

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

დამაინტრიგე რა.საინტერესოდ გაგრძელდა.როგორ მინდა ის კაცი მივახრჩო რა.
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
დამაინტრიგე რა.საინტერესოდ გაგრძელდა.როგორ მინდა ის კაცი მივახრჩო რა.

მეც მინდება ხოლმე :დდ

ენემი
ისეთ ამბებში ტრიალებ გაპატიებ ჰო joy
ისტორია გაქვს საოცარი <3
არაუშავს როცა მოიცლი მერე დაგვიწერე მთავარია დაამთავრო smiley
პ.ს შენი ამაფორიაქებელი კაი ტიპია ვნახე ფოტო joy joy

ჰო, ჰო, მიხარია რომ მოგწონს :დ

Nn
Yovel dge dade ra velodebi icodeeee

ყოველ დღე ვერ შეგპირდები, მაგრამ ვეცდები ^__^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent