ღამის სტუმარი 14 (დასასრული)
წყვდიადიდან გამოფხიზლება ხელახლა დაბადებას ჰგავდა! სიცარიელიდან უსასრულობამდე... ღამის კოშმარიდან გამოფხიზლება ყველაზე ძნელი გამოდგა ჩემთვის,სიბნელიდან რეალობაში მოხვედრილს თავი მომჭრა სინათლემ,რამდენიმე წამს დამაბრმავა კიდეც.თვალებში ჩამდგარი ცრემლების გამო მიჭირდა ყველაფრის აღქმა,ბუნდოვნად ვარჩევდი საკუთარი ოთახის ჭერს. ლოგიზე მწოლიარეს,ერთიანად სველსა და გაყინულს არ შემეძლო მოძრაობა ემოციებისგან დაცლილსა და გაბრუებულს ენერგია აღარ შემრჩენოდა,მხოლოდ ის მწირი ძალა აღმომაჩნდა რომელმაც ხელის აწევა და ცრემლების მოწმენდა შემაძლებიანა. ჩემი ლოგინის გვერდით ვარჩევდი შავ სილუეტს,მესაუბრებოდა მაგრამ მისი არც ერთი სიტყვაც არ მესმოდა,ხელების მოძრაობით მივხვდი რო რაღაცას მთხოვდა..... მგონი გამოფხიზლებას სევდითა და ცრემლით დაბინდული თვალები მივაპყარი,ვცდილობდი მისი სახის ნაკვთები აღმექვა, შეშინებულს ფერი წახდენოდა და გაფითრებული,ამღვრეული თვალებით მიცქერდა....ღამეზე უფრო ბნელი თვალები სარკესავით ირეკლავდა ჩემ ლანდს, მისი მზერიდან შიშთან ერთად უდიდესი სიყვარული გამოსჭვიოდა. ყველაზე მეტად იმ წამებში მისი სახელის წარმოთქმა გამიჭირდა... -ნანიკო!სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა...მე კი გულში გაბმული სიყვარულის სიმები შემერხა,რომელიც ტკივილისგან აქამდე დადუმებულიყვნენ -გამოფხიზლდი... უფრო ახლოს მოიწია და უჩვეულოდ თბილი ხელები მომკიდა,გაყინულმა მისი სიმხურვალე მაშინვე შევიგრძენი..... ვიგრძენი როგორ დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა მთელ სხეულში და გულში სითბო ჩამეღვარა,რომელიც იმ წამს ჩემთვის "სიცოცხლის ელექვით" საჭირო და გამოსადეგი იყო! -რა დაგემართა?... ხმა თან და თან უფრო უწყდებოდა,ყელში ცრემლების ბურთი გასჩხეროდა,გახშირებული და მძიმე სუნთქვის ხმა ზუზუნივით ჩამესმოდა ყურში. -ნანიკო გამეცი ხმა.... რამე მაინც მითხარი...მისთვის ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი, რადგან ხმა წამსვლოდა -მაპატიე ყველაფერი...მაპატიე გთხოვ... დავიბენი ვერ ვხვდებოდი პატიებას რისთვის მთხოვდა -გამეცი ხმა.... ნუ დუმხარ,გთხოვ მეჩხუბე,იყვირე ან იკივლე.... ოღონდ ნუ დუმხარ. ამ ჯერად ჩაიმუხლა,ხელზე თავი დამადო და მწარედ აქვითინდა ეს კი ბოლო წვეთი იყო... -ბექა!ძლივს გასაგონად ამოვიკვნესე -გისმენ...ჩემი ხმის გაგონებაზე ჯერ შეკრთა, ემდეგ კი შემომხედა,ხელზე მაკოცა და სახეზე მიიკრა -მიწიერ სამოთხეში მოვხვდით ორივე? -თუ მიწიერი სამოთხე არსებობს ეს მხოლოდ შენ გვერდით ყოფნაა -საბოლოოდ მოვკვდით ორივე ერთად? -არა... ხელახლა დავიბადეთ ორივე ერთად -მე შენ დაგკარგე... თვალი მოვარიდე რათა ცრემლები დამემალა -არა...შენ მე მიპოვნე -მეგონა რო მარტო დამტოვე ამ სამყაროში -არასდროს! -არ ვიცოდი რა უნდა მექნა...მეგონა რო მოკვდი.... -არა მე აქ ვარ შენ გევრდით... -ნუთუ სიზმარი იყო? -ცუდი სიზმარი იყო... -ანუ რეალობაში დავბრუნდი ახლა? მისკენ შევტრიალდი და თვალებში მივაშტერდი -რეალობაში დაბრუნდი ახლა -ტკბილი ყოფილა რეალობაში დაბრუნება -ტკბილზე ტკბილი ხარ შენ! -შეგაშინე? -გამაკვირვე...ხმამაღლა ტიროდი -ცხადშიც და სიზმარშიც ვტიროდი -დამპირდი რო აღარ იტირებ... -არ ვიცი -და თუ მე შენთან ვიქნები მთელი ცხოვრება? -ალბათ აღარ ვიტირებ -არ მინდა შენ თვალზე ცრემლები ვიხილო... ცრემლები რომლის მიზეზიც მე ვარ -არც მე მინდა ხელახლა სიკვდილი... არ მინდა უშენობა -არასდროს .... არასდროს ნანიკო! -მპირდები? -გპირდები!უფრო მშვიდი და ტკბილი ხმა ჰქონდა, მერე დაიხარა და თავზე მაკოცა ცოტახანს ვდუმდით,პირისპირ მყოფის თვალები იმაზე მეტად მეტყველი იყო ვიდრე ოდესმე,იმაზე მეტად განიცდიდა ჩემი დაკარგვის შიშს ვიდრე აქამდე,ჩემი და მისი თვალები შეფარვით მაგრამ მაინც ცდილობდნენ ფლირტაობას...თითქოს ერთმანეთისადმი დიდი გრძნობები გასჩენოდათ და ამ გრძნობების ცეცხლში ცდილობდნენ გადარჩენას... -სიზმარში ქორწილის დღეს გარდაიცვალე.... -არ გინდა გახსენება! -არა! მინდა რო მოგიყვე...ქორწილის დღეს ავარიაში მოყევით და თეთრ კაბაში გამოწყობილი მგლოვიარე დამტოვე,საშინლად მტკიოდა უშენობა, ვგრძნობდი რო საბოლოოდ ვკვდებოდი,მძიმე ფარდა დაეშვა ჩემ გულში,რომლის სხვა და სხვა მხარეს მოგვიწია ორივეს დგომა.....ერთმანეთისგან ძალიან შორს,ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრული იყო...შავით მოსილი და მგლოვიართათვის თავზარდამცემი,ვგრძნობდი როგორ ქრებოდა ჩემში სიცოცხლის ნაპერწკალი,ვგრძნობდი როგორ ვემსგავსებოდი უწყლოდ დარჩენილ დამჭკნარ ყვავილს...ზამთარში სახლის გარეშე დარჩენილ ბეღურასავით სასოწარკვეთილი ვიყავი და ველოდი სიკვდილს...შენ კი... შენ კი ქვასავიც უძრავი და თევზივით უმეტყველო ესვენე ჩემ წინ...და როცა სიკვდილიდთვის უნდა ჩამეხედა თვალებში შენ მთხოვე დარჩენა... და მე არ მქონდა უფლება.... წასვლის უფლება არ მქონდა... სწორედ ამიტომ დავრჩი. იმ წუთებში ბექას ცრემლები იყო მისი გულიდან წამოსული წრფელი სიტყვები..... არა!მისი ცრემლები სიტყვებზე მეტი იყო! -მაპატიე... მაპატიე რო ასე ძალიან დაიტანჯე,სიყვარულისთვის რამდენი რამ გადაიტანე.... მაპატიე რო ვერ გაგიფრთხილდი და მარტო დაგტოვე... -ბექა! ნუ მთხოვ პატიებას... ჩვენ ერთად გადავიტანეთ ყველაფერი -არა ნანიკო!ჩემი ბრალია... -ყველაფერი გაივლის -საოცარი გოგო ხარ!ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად შევხვდი შენნაირ ძლიერ გოგონას,რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მაინც საკუთარი სიყვარული შეინარჩუნა... მე კი... მე არ ვიმსახურებ შენ სიყვარულს,მე არ ვიმსახურებ შენთან ერთად ყოფნას. -პირველი და უკანასკნელი ხარ ჩემ ცხოვრებაში!არც შენამდე და არც შენ შემდეგ... მხოლოდ შენ... და მხოლოდ ჩვენ! -მაბედნიერებს შენი არსებობა... -მეც ბექა! -სიტყვა "მიყვარხარ" არაფერია იმასთან შედარებით რასაც მე შენდამი ვგრძნობ.... მთელ სამყაროს უდრის შენდამი ჩემი გრძნობები -შენი თვალებიც იგივეს ამბობენ. ლოყაზე შევახე ხელი და მის ოდნავ უხეშ კანს ნაზად დავუსვი ცივი თითები,მან კი კისერზე მომხვია ხელები რათა ეკოცნა მაგრამ შეცერდა -სველი რატო ხარ?... -სიმწრის ოფლმა დამასხა,ახლა კი მასში ვცურავ -სააბაზანომდე მისვლაში დაგეხმარები.ხელში ამიყვანა -აქ დამხვდები? -რა თქმა უნდა.შუბლზე მაკოცა,მერე ლოყაზე მომჩქმიტა და გამიღიმა ცხელი წყალი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა ფიქრისთვისა და დამშვიდებისთვის აბაზანიდან გამოსულს ბექა ჩემ ოთახში სავარძელზე მჯდომი დამხვდა,მშვიდად თვლემდა, მისი გაღვიძება არც მიფიქრია,პლედი დავაფარე,მიუხედავად იმისა რო ივნისი იყო, არ მინდოდა გაციებულიყო... პატარა ბავშვივით ეძინა, ტუჩები დაჰბერვოდა, თავი ბალიშში ჩაერგო და თანაბრად სუნთქავდა,მინდოდა მეკოცნა მისთვის მაგრამ თავი შევიკავე, გავაღვიძებდი მე კი მისი მძინარეს ყურება მერჩია,წამიერი ვნებების აყოლას -ისევ მაშტერდები... -შენ კი ისევ იტყუები... ვითომ გძინავს -მეძინა და შენნმა მწველმა მზერამ გამაღვიძა -ნუ ცრუობ საზიზღარო... მკლავზე ვუჩქმიტე -ჩემი წასვლის დროა...ფეხზე წამოდგა,მინდოდა დარჩენილიყო მაგრამ თვითონაც დაღლილი იქნებოდა ამიტომ არ შევწინააღმდეგებივარ -ქორწილამდე სულ რამდენიმე საათი რჩება... შევახსენე -არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება... -მიხარია უკვე აქ რო ხარ. -მომენატრე და ქორწილის დღემდე ვეღარ მოვიცადე -ე.ი უჩემოდ ვეღარ ძლებდი.კმაყოფილმა ჩავიცინე -მაგიტომ შემოვიპარე სხვის სახლში... შენ რო მენახე,ახლა კი უნდა წავიდე,გამოძინება გჭირდება -დაგელოდები...ჩავეხუტე და გავაცილე,ისე ჩუმად გაიპარა როგორც შემოიპარა მთელი ღამე მეღვიძა,მეშინოდა ძილის...გამთენიისას აივანზე გავედი,ჩემ სარწეველა სკამში მოვკალათდი და ვცადე კარგ რამეზე მეფიქრა... მომავალში ჩვენი საერთო შვილი წარმოვიდგინე,პატარა ბიჭუნა,დიდი ლოყებითა და კარგად ჩაპუტკუნებული სხეულით,კულულა თმითა და მამაასავით დიდი შავი ეშმაკურად მოელვარე თვალებით. ისე დამათენდა თავზე ვერც გავიგე... -არ გეძინა? სამზარეულოში შესვლისთანავე დედამ შეიცხადა -ვერ შევძელი დაძინება... -ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს... თვითონაც იცი უძილობაა პირველი მტერია ორგანიზმისთვის -დედა... -წინა საქორწინო მღელვარების ბრალია... არაუშავს,შენ კი არა მეც ვღელავ -ნატა სამუდამოდ ხო არ მშორდები... უბრალოდ ცოტა მოშორებით ვიქნები -ჯერ ისევ პატარა ხარ დედა...შენ კი ასე სწრაფად მიდიხარ ჩემგან. თვალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინა -ნატა ძალიან გთხოვ... -კარგი კარგი არანაირი ტირილი. გამიღიმა -მიყვარხარ დედა! -მეც ძალიან!მაგრად ჩამიკრა და ისევ აქვითინდა -ტირილის გარეშე! -არ ვტირი დედა... ასლუკუნდა -ხშირად გნახავ ხოლმე -მპირდები? -გპირდები დედა. რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავიხუტე და ვაკოცე ლოყაზე საქორწინო კაბის ჩაცმა არ მინდოდა, ჩემთვის ცუდ მოგონებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მის გარდა არაფერი მქონდა,ვცდილობდი სიზმრის დავიწყებას,მაგრამ იქ მომხდარი სიუჟეტები ცხადშიც ხდებოდა,რა თქმა უნდა გარკვეული დეტალების გამოკლებით... წუთი წუთზე ველოდი ბექას,ანუშკა გვერდით მედგა,ისიც ჩემსავით ბედნიერი იყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით სახე უცინოდა -რამე გაწუხებს? -ვღელავ. -დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა. ანუშკამ სცადა გავემხნევებინე -მგონი მეშინია რომ... წინადადება დამთავრებული არ მქონდა ბექაც გამოჩნდა, დიდი თაიგულით ხელში და მოციმციმე თვალებით მისი დანახვისთანავე შიშის გრძნობაც გამიქრა და სიყვარულმა მოიცვა მთელი გული ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ მთელ სამყაროს მერჩია მისი თავი -მზად ხარ? -მზად ვარ! მტკიცედ ვუთხარი და მაგრად ჩავჭიდე ხელი.... იმდენად მაგრად რომ სიკვდილიც ვერ შეძლებდა მათ დაშორებას და იმ მომენტში რო ეკითხათ რა იყო ჩვენი ასეთი ძლიერი სიყვარულის მიზეზი მე ვეტყოდი შემდეგ სიტყვებს: ,,უყვართ იმიტომ,რომ უყვართ.სიყვარულს ახსნა არ სჭირდება“ ----------------------------------------------------------------------------------- ესეც დასასრული ვეცადე კარგი გამომსვლოდა...მკითხველს მოგანდობთ მის შეფასებას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემ ერთგულ მკითხველს, ბევრს ნიშნავდა თქვენი თანადგომა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.