შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეოცე თავი)


31-08-2017, 00:53
ავტორი buterfly
ნანახია 1 928

ესეც ასე. მინდოდა ახალი თავი ძირითადად ემილიაზე და აჩიზე ყოფილიყო და იმედია გამომივიდა. იმედია ისიამოვნებთ. მადლობა მას ვინც ამ ისტორიას ერთგულად კითხულობს და არც კომენტარის დატოვებისთვის ენანება დრო.



წვიმიანი დილაა. თითქოს ბუნება თანაუგრძნობს ემილიას.
ნინი მას ისევ ადანაშაულებს და მამამისის სიკვდილში დამნაშავედ თვლის. ემილიას კი საამისო ძალა არ აქვს რომ მას ყველაფერი აუხსნას. დგას და უყურებს როგორ მიაბარეს მამამისი მიწას. ნინის სიტყვები გონებაში უტრიალებს და თავს უფრო და უფრო დამნაშავედ გრძნობს, ნუთუ მართლა მკვლელია? ნუთუ მართლა ასეა? აღარაფერი იცის. ერთადერთი რაშიც დარწმუნებულია ისაა რომ თავის დას უნდა გაუფრთხილდეს.
დამთავრდა.
მამამ სამუდამო ბინა დაიდო ზეციერ სასუფეველში და ახლაც როგორც ყოველთვის,ოღონდ სხვა სამყოფელიდან, დააკვირდება და დაიცავს თავის პატარა პრინცესებს.
დაბრუნდნენ სახლში. სრულიად გამოფიტული ემილია სახლში შესვლისთანავე დივანზე უსულოდ ეშვება და ემბრიონის ფორმას იღებს.
-შენ რა გენაღვლება? მოიშორე მამა და ახლა უდარდელად წევხარ ხომ?-ცინიკურად ეუბნება ნინი და თავის ოთახისკენ იღებს გეზს.
-ღმერთო დამეხმარე ამ ყველაფერს გავუძლო-აღმოხდა ემილიას, ცრემლი მოიწმინდა და თავი ხელებში ჩარგო.
-მასთან მივალ-თქვა აჩიმ და ნინისთან შევიდა-ნინი ,შეიძება
-არა-ისე უთხრა მისთვის არც შეუხედავს.
-ასე ნუ იქცევი ,პატარა.-მის საწოლს უახლოვდება და გვერდით ჯდება-იცი ემილია რა დღეშია შენგან ეს სიტყვები რომ ესმის?
-მან მამა მომიკლა
-შენ ყველაფერი არ იცი ლამაზო-ლოყაზე ეფერება და მოყოლას იწყებს-მამაშენი მძიმედ იყო ავად და სპეციალური აპარატის გარეშე ვერ იცოცხლებდა და გინდოდა რომ ასე დატანჯულიყო?
-არა-ამოილაპარაკა ტირილით და აჩის მიუბრუნდა
-ხოდა ვერც ემილიამ ვერ გაიმეტა ტანჯვისთვის და აპარატი გამოართვევინა. მასაც უნდა გაუგო. მასაც ხომ შენსავით უყვარს მამა. ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ იმ მომენტში საკუთარ თავზე კი არა მამამისზე იფიქრა და ისე გადაწყვიტა.
-მართლა აჩი?-ჰკთხა საწყლად და ჩაეხუტა
-ხო ჩემო პრინცესა მართლა. ახლა შენს დას ყველაზე მეტად შენ სჭირდები ,გვერდში დაუდექით ერთმანეთს და უფრო მალე გადალახავთ ამ მძიმე პერიოდს.
-მართალი ხარ აჩი, დიდი მადლობა-ცრემლს იწმენდს და ოთახიდან გადის-ემილია
-ხო ნინი-სწრაფად ტრიალდება მისკენ და იმედიანი თვალებიტ შეჰყურებს
-ნინი მისკენ გარბის და ეხუტება-მაპატიე, ყველაფერი მაპატიე რაც აქამდე გითხარი. არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა. ვიცი შენც გიჭირს. მაპატიე ძალიან გთხოვ
-არაუშავს ჩემო ლამაზო, შენს ადგილზე მეც მასე ვიფიქრებდი-უთხრა და საყვარელ დას მაგრად მოჰხვია ხელები.
-მიყვარხარ ემილია ,ძალიან მიყვარხარ-ლოყაზე კოცნის და აჩის უბრუნდება-მადლობა რომ თვალები ამიხილე და სიმართლე დამანახე
-არაფრის ლამაზო-უთხრა და ლოყაზე უჩქმიტა
-აჩი, რა უთხარი ასეთი?-გაკვირვებული უახლოვდება ემილია
-სიმართლე-საყვარლად უღიმის და მისკენ მიდის
-მადლობა, მე ახსნის თავიც არ მქონდა და მადლობა რომ ეს ჩემს მაგივრად გააკეთე-ეუბნება ემილია და ხელებს კისერზე ჰხვევს.
-არაფრის, შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ-ლოყაზე აკოცა და თავი მის კისერში ჩარგო.

შვიდი თვის შემდეგ.
-ემილია , მომენარე დაიკო-სკაიპიდან ერთვება ნინი
-მეც ლამაზო მეც ძალიან მომენატრე
-მამიკოს საფლავზე იყავი?
-კი ვიყავი და შენი სახელითაც მოვიკითხე
-მენატრება
-მეც ძალიან.
-იმედია იქ თავს კარგად გრძნობს
-ეჭვიც არ შეგეპაროს. კარგი ადამიანები იქ მუდამ ბედნიერები არიან. ამ ცხოვრებისგან განსხვავებით.
-კარგი აბა შენ იცი ემილი. იმედია მალე ჩამოვალ. წასვლის დრო მოვიდა .კარგად
-კარგად ჩემო სიცოცხლე-დას დაემშვიდობა თუ არა კარზე ზარია.
-აჩი-ყვირის სიხარულისგან და საყვარელ ადამიანს ეხუტება.
-ჩემო ლამაზო, როგორ მომენატრე.-ხელში აიტაცა ემილია და სახლში ბზრიალით შეიყვანა
-კარგი დამსვი,თავბრუ დამეხვა-თავზე ხელს იკიდებს და აჩიც ძირს სვამს-აბა როგორ გაატარე ეს ერთი კვირა უჩემოდ საფრანგეთში.
-საშინელება იყო უშენობა, საშინელება-თვალებს ატრიალებს და ემილიას ლოყაზე კოცნის-უხ როგორ მომენატრა შენი სურნელი-ეუბნება და მისი თმის სურნელს ხარბად შეისუნთქავს.
-მოაგვარე ბიზნესის საქმეები?
-მაშ-სახეზე გამარჯვებულის ღიმილი აიკრა და ემილიას გადახედა-გინახავს მე საქმე ვერ მომეგვარებინოს?
-გეკადრება? შენ ხომ ყოვლის შემძლე ხარ.
-იცი როგორ მომენატრე?
-როგორ?
-აი ამხელაზე-ხელებს შლის-არა აი ამხელაზე-ორჯერ უფრო გაშალა ხელები და სამზარეულოს კარში მდგარი ემილიასკენ დაიწყო სვლა-კიდევ იცი რა მომენატრა?
-რა?
-შენი მადის აღმძვრელი ტუჩები,რომლებიც ახლა ასე მიზიდავს-უთხრა და ემილია თვალის დახამხამებაში კედელზე ააკრო.-ისევ ის ტუჩსაცხი გისვია მე რომ ასე მიყვარს ,ხო?
-ხო-ეშმაკურად უღიმის და მის მწვანე თვალებს აშტერდება
-ძალიან კარგი-ეუბნება აჩი და მის ტუჩებს ხარბად კოცნის, ცალი ხელით ხელები ზურგს უკან მოუქცია ,მეორე ხელი კი წვრილ წელზე მჭიდროდ შემოჰხვია და მხურვალედ განგრძო კოცნა.-მაგიჟებ ემილი, ჭკუიდან გადაგყავარ-ისე ეუბნება ხელს არ უშვებს.
-შენ კიდევ ჭკუიდან გადაყვანა გინდა-სიცილით ეუბნება და კოცნაში ჰყვება.
ვნებათა ღელვის ქარცეცხლში არიან ,როდესაც კარზე ზარის ხმა ისმის.
-ოხ, არ დაგაცდიან რა ნეტარებას-ამოიოხრა აჩიმ და კარისკენ წაცუნცულებულ ემილიას თვალი გააყოლა და თან ქვედა ტუჩზე ხელს ისვამდა.
-შემოდით მარი-მიეგება ემილია .მარიამს თავის ქმარ-შვილთან ერთად. მაშინვე მისაღებში შეაჭრნენ და აჩის იქ დანახვისას ეშმაკური ღიმილი აუთამაშდათ.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ, ცუღლუტებო? -ღიმილით გადახედა ნიკამ აჩის და თვალი ჩაუკრა
-არა რას ამბობ?-დაიმორცხვა ემილიამ-ახლახანს მოვიდა და ვსაუბრობდით
-ხო აბა რა. ვიცი მე მონატრებული წყვილები რასაც შვებიან ხოლმე მარტო-ღიმილით უთხრა ნიკამ ემილიას
-ნიკა-მკაცრად უთხრა და მხარში მუშტი „შმუთა“-ბავშვს ნუ ასმენინებ ასეთ რაღაცეებს ქალო-ახლა მარიამს მიუბრუნდა და თვალიტ ანიშნა სამზარეულოში გამყევიო, ნინი კი დედის კალთიდან მამის მიუსვა გვერდით-დამეხმარე საჭმლის გაკეთებაში.
-აბა აღიარე.რას აკეთებდით ჩვენს მოსვლამდე?-ეშმაკურად უყურებდა მარიამი
-რა ?
-ვითომ ვერ გაიგე.რას აკეთებდითთქო?-თვალების ჟუჟუნით გაუმეორა კითხვა მარიამმა
-ჩვენ ისა.. არაფერს... მოიცა რა შენი საქმეა რას ვაკეთებდით-უცბად დაიძვრინა თავი ქალბატონმა
-ისედაც გასაგებია რასაც აკეთებდით. რომ შემოვედით აჩის ისეთი სახე ჰქონდა აშკარაა რაღაცა ძალიან სასიამოვნო საქმიანობა შეგაწყვეტინეთ
-აუ მარიამ, არ ვიცი რას გიზამ.
-მოგენატრა ხო?
-აუ კი-დამთბარი ხმით უთხრა და მაგიდას დაეყრდნო
-კაი არ წაიქცე.-სიცილით უთხრა მარიამმა და დაქალს მიეშველა-ეს ერთი კვირა არ გირეკავდა?
-კი ყოველ დღე მაგრამ სად ასე რომ ნახავ და სად კომპიუტერში ცხრა მთას იქეთ
-ხო სად იქიდან რომ გამოგიგზავნის ჰაეროვან კოცნას და სად აქ რომ გაკოცებს ვნებიანად არა?-უთხრა და კოცნის სცენა განასახიერა
-აუ ამხელა ქალი ხარ. შვილი გყავს და ჭკუა არ მოგმატებია ოდნავადაც კი
-თქვენი შემხედვარე რა ჭკუაზეა საუბარი. ისე ყოჩაღ აჩის რა. ამხელა ასეთი დინჯი და მშვიდი გოგო როგორ გამიგიჟა-უთხრა და როდესაც ემილიას სახეს წააწყდა იქვე მყოფ სტაფილოს დასწვდა და სამზარეულოდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
-რას აკეთებს?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო მარიამს აჩიმ
-ოხ ორი წამი ვერ ძლებს მის გარეშე-თვალები გადაატრიალა მარიამმა
-ამდენი ხნის მერე მასთან ყოფნაც არ დამაცადოთ-მობეზრებული ამბობს და სამზარეულოსკენ მიემართება.-ჰეი, ლამაზო ამ საღამოს რას აკეთებ?-თავიდან ფეხებამდე აათვალიერა სამზარეულოში მოფუსფუსე ემილია და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა
-ნელა არ დაიხრჩო-ისე უთხრა მისკენ არც შებრუნებულა
-ასე თუ გააგრძელე ჩემი გაგიჟება არაა გამორიცხული-ღიმილით ეუბნება და უკნიდან უახლოვდება
-და რას ვაკეთებ?
-მაგიჟებ. მიყვარხარ ემილია, სიგიჟემდე-ეუბნება და ზურგიდან მთელი ძალით ეხუტება. ყელში კოცნის და ემილიას ტანზე ჟრუანტელის მთელი ტალღა უვლის.
-აჩი, მეღუტუნება-სიცილით ეუბნება და ცდილობს მოიშოროს მაგრამ ამაოდ. აჩი მთელი ძალით არის მასზე მიკრული და არაფრის დიდებით არ უშვებს.-აჩი, ხელი დავიწვი-წამოყვირა ემილიამ თავის დასახსნელად.
-რაა ? მანახე? ძალიან გტკივა?-უცბათ მის წინ მოექცა და ემილიას ხელი ხელში მოიქცია-ემილიას სახის დანხვისას მიხვდა რაშიც იყო საქმე-მომატყუე ხო დამპალო. მე კი შემეშინდა-უთხრა და გაბუტული მისაღებში გავიდა.
-აჩი ჩემო კუსკუსა არ გამებუტო რა-სიცილით გაჰყვა უკან და თან შემთბარი პიცა და წვენი მიაქვს ლანგარზე დაწყობილი.
-რა მოხდა ?იჩხუბეთ გვრიტებო?
-გამებუტა-სიცილით უთხრა ნიკას
-რატო ჩიტო?-ნიკა აჩის მიუბრუნდა
-ჩიტოს გიზამა ახლა-ბალიში გაუქანა თავში-მომატყუა და ჩემს გრძნობებზე თამაშობს-თქვა და ემილიას ცხვირი აუბზუა
-კაი რა, მაპატიე ჩემო ერთადერთო აბა თავს არ მანებებდი და-ღიმილით უთხრა და ლოყაზე კოცნით მისი გული უცებ მოიგო.
-ეხ ბედი შენი რომ ასე ძალიან მიყვარხარ.
-მგონი ჩვენი წასვლის დრო მოვიდა-თქვა ნიკამ და დივნიდან წამოდგა
-ასე მალე?
-ხო. მარტო დაგტოვებთ გვრიტებს რომ ერთმანეთით დატკბეთ ამდენი ხნის დაშორების შემდეგ-სიცილით უთხრა და მარიამს და ნიცას ხელი ჩაჰკიდა
-კაი კარგად აბა, ჰე ძალიან მომენატრეთ და მალე გესტუმრებით, მაგრამ ახლა აუცილებელი საქმეები გვაქვს და თქვენი წასვლის დროც მოსულა-მიაყარა აჩიმ და გასასვლელამდე მიაცილა
-ვიცი თქვენი საქმეები-სანამ კარს დახურავდა მიაძახა ნიკამ და კიბეებზე დაეშვნენ სიცილით.
-აბა სად გავჩერდით-ხელებს ერთმანეთზე უსვამდა აჩი და ემილიას უახლოვდებოდა
-რაზე გავჩერდით? აღარ მახსოვს. თავიდან ხომ არ დაგვეწყო ?-ეშმაკური ჭინკები აუთამაშდა ემილიას თვალებში
-ოჰო, ვიღაც გათამამდაო-ემილიას მიუახლოვდა და ლავიწთან სველი კოცნა დაუტოვა
-აჩი, ცუდად ვარ
-რატო? ემილია რა მოხდა?-შეიცხადა ბიჭმა
-ასე როცა აკეთებ ცუდად ვხდები-თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ეუბნებოდა
-გასაგებია. როგორ ასე?-ისევ გაიმეორა აჩიმ წინანდელი საქციელი და ყელთან აცოცდა
-აჩი. ხო გითხარი ცუდად ვხდებითქო-ტანში გასცრა ემილიას და რომ არა აჩის მკლავები ჩაიკეცებოდა.
-მეც ეგ მინდა ემილია-ეშმაკურად გაუღიმა და ხელში აიტაცა.
-საით?
-საძინებლისკენ
-რაა?
-ხო რა იყო?შენთან მინდა-უთხრა და წამის მეასედში, ისე რომ ემილია აზრზეც ვერ მოსულიყო უკვე საძინებლის კარს ხურავდა. ემილია კი მის ხელებში გატრუნულიყო და აჩის კისერზე ხელები ჰქონდა შემოხვეული. საწოლზე დააწვინა და მას ზემოდან მოექცა. ნაზად კოცნიდა ქვედა ტუჩზე შემდეგ ნიკაპზე გადაინაცვლა, შემდეგ ყელზე და ლავიწებზე დაუტოვა კოცნა და მაისური გადაიძრო. ემილია კი უცებ მოეგო გონს და ვნება მორეული ტუჩებზე ეძგერა. გონს ვერ მოვიდა აჩი , ემილია მის ზემოთ მოექცა და თავადაც იგივე გაიმეორა და სარაფანი უცებ გადაიძრო. ერთმანეთს კოცნიდნენ და სულ არ აინტერესებდათ რა ხდებოდა გარე სამყაროში. სიყვარულის მორევში გადაეშვნენ და ცდილობდნენ ერთმანეთით დამტკბარიყვნენ.ეს არც წუთიერი გატაცება ყოფილა და არც უბრალო ვნება . ეს სიყვარულზე მეტიც იყო. ეს ორი ადამიანის ერთმანეთით სულდგმულობდა. ვერცერთი ვერ ძლებდა უერთმანეთოდ დიდხანს. მუდამ ერთმანეთის ძებნაში იყვნენ. უერთმანეთოდ კი არასრულ ქმნილებებს ჰგავდნენ და ვერცერთი ვერ გრძნობდა თავს ბედნიერად. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის შექმნილა. მათი სიყვარული შეიძლებ არ იყო სრულყოფილი მაგრამ იყო საკმარისი რომ ეარსებათ მისით. ამ სიყვარული წყალობით გაძლეს მათ.
დილით უბედნიერესს გაეღვიძა და გვერდით მყოფ ემილიას გადახედა. ულამაზესი იყო მისთვის . სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და ლოყაზე მოეფერა. საათნახევარი აკვირდებოდა საყვარელ ადამიანს მისი თბილი გამოხედვით.
-უკვე გაიღვიძე?-მოულოდნელად გაახილა ემილიამ თვალები
-კი ჩემო ლამაზო.
-როგორ გეძინა-საყვარლად გაუღიმა ემილიამ
-შესანიშნავად. ასე ცხოვრებაში არ მძინების. -ხელი თავქვეშ ამოიდო და ემილიას დაკვირვება დაუწყო
-ასე რატომ მიყურებ?
-ისე, ძალიან ლამაზი ხარ ჩემო ერთადერთო
-ახალ გაღვიძებული განსაკუთრებით -უთხრა და ლოგინიდან ასადგომად მოემზადა
-ჩემთვის ყველანაირად ლამაზი ხარ-უკნიდან მიეხუტა და ადგომის უფლება არ მისცა.
-კაი გეყოს.. დამანებე ავდგე
-არა არ გაგიშვებ.-ხელი მაგრად მოჰხვია წელზე და საწოლში დააბრუნა.
-აჩიკო, იცი რა. გუშინდელი ღამე დაუვიწყარი იყო-თვალების ჟუჟუნით უთხრა ემილიამ
-გინდა გავიმეოროთ?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-ოხ შენ ვინ ხარ-სიცილით თქვა და საწოლიდან წამოდგა.-გავალ და რამეს მოვამზადებ
-არა შენ იყავი მე გავაკეთებ სადილს
-ვინც დაასწრებს
-შენ შიშველი არ გახვალ და სანამ ჩაიცმევ მე დაგასწრებ-თქვა და ტრუსის ამარა გატანტალდა სამზარეულოში.
-გიჟი-ჩაიბურტყუნა ემილიამ და აჩის მაისური გადაიცვა და თავადაც უკან გაჰყვა-რის გაკეთებას აპირებ?-უკნიდან მიეხუტა ემილია და აჩიც მაშინვე შემობრუნდა და ხელები წელზე მოჰხვია
-პირველრიგში ჩემი მაისური ძალიან გიხდება და უფრო მიწვევ და მეორეც გაბრძანდი ქალბატონო აქედან გონებას ნუ მირევ -სიცილით უთხრა და ემილია სამზარულოდან გამოაგდო.
ორი საათი ელოდა ემილია ნანატს სადილს და როგორც იქნა გამოაღო სამზარეულოს კარი და სასიამოვნო სურნელიც შემოიტანა.
-სული გამძვრა ამდენი ხანი რას აკეთებდი?ორი საათია გელოები
-ქალბატონო ემილია,“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ -ო არ გაგიგონიათ მსგავსი გამოთქმა? საუკეთესო სადილს გასინჯავ ცოტახანში რაც კი ოდესმე გაგისინჯავს
-დარწმუნებული ხარ? იმედია ცოცხალი გადავრჩები.-სიცილით ეუბნება და აჩის თვალს უკრავს
-ემილია ნუ მაბნევ-სიცილითვე პასუხობს და ლანგარს მაგიდაზე დგამს.
-რა სურნელი აქვს-თვალებ დახუჭული ამბობს და სურნელს შეისუნთქავს
-მოდი აქ -თეფშზე გადმოღო საჭმელი აჩიმ და ჩანგლით ხელში ემილიას მიუბრუნდა-მე უნდა გაჭამო
-პატარა ბავშვი კი არ ვარ.
-მერე რა. მინდა რომ მე გაჭამო-თქვა და ტუჩები ისე საყვარლად დაბუშტა რომ შეუძლებელი იყო უარი ეთქვა ადამიანს და არც ემილია იყო გამონაკლისი ,გვერდით მიუსკუპტდა და პირი გააღო. გემრიელად მიირთვეს და დივანზე ერთმანეთზე ჩახუტებულები საუბრობდნენ.
-იცი აჩი ეს ჩემთვის პირველი იყო
-აჩი მიხვდა რაზეც იყო საუბარი-მართლა? რატომ არ მითხარი მერე?
-არ ვიცი.მეგონა შეგეშინდებოდა-თქვა და თვალებში ჩააშტერდა
-რა სულელი მყავხარ. მაგის როგორ უნდა შემშნებოდა?-სიცილიტ უთხრა და შუბლზე აკოცა-ხომ არ გეტკინა?
-არა საერთოდ
-მართლა?
-ხო პირიქით
-ძალიან კარგი ჩემო ლამაზო-უთხრა და ლანგარს დასწვდა და სამზარეულოში გაიტანა
-ასე უნდა იტანტალო მთელი დღე?-თვალი გააყოლა აჩის და ისე მიაძახა სამზარეულოში გასულს
-მე პრობლემა არ მაქვს და შენ თუ გაწუხებ ოთახში შებრძანდი-გამოსძახა სამზარეულოდან
-არც მე მაქვს პრობლემა გუშინდელის მერე-შეცუნცულდა თვითონაც სამზარეულოში და ხელზე ხელი აუსვა
-გაჩერდი
-რა მოხდა?
-მაგ ადგილას მეღუტუნება საშინლად
-მართლა?აქამდე რატომ არ ვიცოდი?-თქვა და კიდევ ერთხელ მოუღუტუნა . მთელი სახლი შემოირბინეს ერთმანეთის დევნაში. ხან აჩი მოაფრიალებდა ემილიას და ხან ემილია გაეკიდებოდა ჭიქით ხელში წყლით გასაწუწად.
-კარგი გავჩერდეთ-შესძახა ემილიამ და დივანზე დაესვენა
-რა მოხდა ჩიტო?დაიღალე?
-ხოო და დასაბანიც ვარ .თან შენი წასვლის დროც მოსულა-უთხრა როდესაც საათს დახედა.
-ერთად ვიბანაოთ-თვალების ჟუჟუნით უთხრა აჩიმ
-არა
-რატომ? ძალიან გთხოვ-მომაკვდავი კნუტის თვალებით შეხედა აჩიმ მაგრამ ვერ გაჭრა მისმა ხერხმა
-არათქო. ჩაიცვი და წადი.
-ოხ ,გამომიყენა და ახლა მაგდებს-სიცილით, გაბუტული ბავშვივით ჩაიბურტყუნდა და საძინებელში გაუჩინარდა. ემილია კი გარეთ უცდიდა მის გამოსვლას.
-შენ რატომ არ დაიბანე?
-ჩუმად რომ შემოსულიყავი ხომ?გიცნობ მაიმუნო-სიცილით უთხრა და თვალი ჩაუკრა
-ამ საქციელს განანებ პატარა ეშმაკუნა-უთხრა და წასვლის წინ ტუჩებზე დაეწაფა.დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა მოიშორა და სახლიდანაც გაუშვა.
-საღამოს ისევ მოგაკითხავ და ლამაზად ჩაიცვი, შენთვის სიურპრიზი მექნება-გაუღიმა და ათასნაირ კითხვებთან ემილია მარტო დატოვა.



№1  offline წევრი Mia_smith

ვაიმეეეეე სიყვარულებ და სიფორცხლეები...შემდეგს ველ ველი მალე

 


№2 სტუმარი Guest მარიმი

აუ რამაგარი იყოო როგორც ჩანს რამოდენიმე თავში დაამთავრებ.მოუთმნლად ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი buterfly

Mia_smith
ვაიმეეეეე სიყვარულებ და სიფორცხლეები...შემდეგს ველ ველი მალე

Guest მარიმი
აუ რამაგარი იყოო როგორც ჩანს რამოდენიმე თავში დაამთავრებ.მოუთმნლად ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes


შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო. ხოო წესით და რიგით მალე დავასრულებ.

 


№4 სტუმარი skunsi

blue whare ending walknouth final;(

skunsi
blue whare ending walknouth final;(

shto takoe:/

 


№5  offline წევრი buterfly

skunsi
blue whare ending walknouth final;(

skunsi
blue whare ending walknouth final;(

shto takoe:/

??????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent