შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეცხრამეტე თავი)


29-08-2017, 21:46
ავტორი buterfly
ნანახია 1 743

ესეც ასე,იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით.

-ქალბატონო ემილია, არც კი ვიცი როგორ გითხრათ
-ისე მითხარით როგორც არის-მკაცრად უთხრა ემილიამ და თვალებში ჩააშტერდა
-მამათქვენს ძალიან იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა .ამ დაავადების მხოლოდ ორი შემთხვევაა გამოვლენილი საქართველოში, მას უილპის დაავადება ეწოდება და ძირითადად გულს, ფილტვებს, თირკმელებს, ტვინს, თვალს, სახსრებს, კანს აზიანება. მისი ძირითადი სამიზნე წვრილი ნაწლავია ,მაგრამ ამ შემთხვევაში ფილტვებია დაზიანებული .
-მისი გამოჯანმრთელების შანსი არის?
-ვწუხვარ ,მაგრამ ახლა მამათქვენი სასუნთქ აპარატზეა შეერთხებული და მის სიცოცხლეს მხოლოდ ეს განაპირობებს. უნდა გადაწყვიტოთ გამოვრთოთ თუ არა აპარატი. -ამ სიტყვებმა ემილიას უდიდესი დარტყმა მიაყენა. მას უნდა გადაეწყვიტა იცოცხლებდა თუ არა მამამისი.
-ეს შეუძლებელია. ასე ვერ იქნება-ძლივს ამოილაპარაკა და თვალთ დაუბნელდა .
-ემილია, ემილია-გონ წასულ ემილიას უმეორებდა აჩი შემდეგ კი ხელში აიტაცა და პალატაში შეიყვანა. მის გამოფხიზლებას დაელოდნენ. თვალს ვერცერთი ვერ უსწორებდა .რა უნდა ეთქვათ და როგორ უნდა გაემხნევებინათ არ იცოდნენ
-მითხარით ,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო-იმედიანი თვალები მიანათა მარიამს ,მაგრამ როდესაც მის სევდიან და მწუხარებით სავსე თვალებს წააწყდა მწარედ აქვითინდა. ის რასაც ემილია იმ წამს გრძნობდა სიტყვებით ვერ გადმოიცემა. მისმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაურბინეს თვალწინ და თითქოს ყველაფერი აღუდგა გონებაში-მამა-ესღა წამოიძახა და მამამისის პალატისკენ გაიქცა. ყველანი უკან მისდევდნენ, მაგრამ იცოდნენ რომ მის შეჩერებას აზრი არ ჰქონდა. ემილია მამას ემშვიდობებოდა.
-მამა-ცრემლები მოიწმინდა და მის საწოლს მიუახლოვდა-გამოფხიზლდი, დამიბრუნდი მამიკო, ძალიან გთხოვ. იცი ყველაფერი გამახსენდა. აჩიც გამახსენდა ,ნიკაც გამახსენდა ჩემი დისშვილი ნიცაც გამახსენდა და შენ გამახსენდი. როგორ შეგირიგდი ,როგორ ვსაუბრობდით, როგორ ვერთობოდით .ყველაფერი წამებში აღმიდგა გონებაში. ალბათ იმიტომ რომ შენი დაკარგვის შიშმა მომიცვა. გთხოვ დედასავით არ წახვიდე. ძალიან მჭირდება ადამიანი რომელიც მუდამ ჩემთან იქნება და დამარიგებს. შენ ხომ საუკეთესო მასწავლებელი ხარ.გთხოვ გაიღვიძე და გვერდში დამიდექი ისევე როგორც აქამდე აკეთებდი. ათი წელიწადი დავკარგე უშენოდ და გთხოვ ასე მალე ნუ დმატოვებ, კიდევ ერთხელ არ განმაცდევინო უშენობა. მამა, გაიღვიძე -ეუბნებოდა ყველაფერს რაც მისი გულიდან მოდიოდა .მის ყველაზე დამალულ ადგილებში ჩაახედა-მამა, აჩიც გამახსენდა . ჩემი სიყვარულიც გამახსენდა მისდამი. გამახსენდა რომ მის გარეშე არარაობა ვარ. გესმის მამიკო?ყველაფერი გამახსენდა. შენ ხომ ძალიან გაწუხებდა ის ფაქტი რომ მე შეიძლებოდა მეხსიერება ვერ დამებრუნებინა ,მაგრამ ხომ ხედავ სასწაულები არსებობს და მე გავიხსენე ყველა ძვირფასი რამ რაც კი ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში გააჩნდეს. ნუ გამიმეტებ უშენობისთვის-ესღა უთხრა და კარგა ხანს მდუმარედ ელოდა საყვარელი ადამიანის გამოფხიზლებას, მაგრამ ამაოდ. დატოვა პალატა და გარეთ კედელთან ჩაიკეცა .ტიროდა ,პატარა ბავშვივით ტიროდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა .მამა როგორ გაემეტებინა სიკვდილისთვის,მაგრამ არის კი ეს სიცოცხლე?
-ექიმს დაუძახეთ-თქვა მკაცრად და აჩის ახედა თვალებით რომლებიც უდიდეს ტკივილს და სევდას იტევდა. ეს თვალები ნატანჯი ადამიანის თვალები იყო, რომელიც უძლებს ცხოვრების შემოტევებს მყარად და ფეხზე დგას ყველაფრის მიუხედავად.
-რა გადაწყვიტე-ისე ჰკითხა გვერდით მჯდომმა მარიამმა თვალებში არც შეუხედავს.
-გამოვართვევინებ აპარატს
-რაა?-გაკვირვებას ვერ მალავდა ვერცერთი
-ეს უნდა გავაკეთო. აპარატის გარეშე ვერ იცოცხლებს,როდემდე უნდა დავტანჯო ასე?.ამას სიცოცხლე ჰქვია? მიყვარს და ამ ტანჯვისთვის ვერ გავიმეტებ?-გახედა მარიამს და ვინ იცის რა პასუხს ელოდა მისგან.
-შენი გადასაწყვეტია ,მაგრამ არ გიმძიმს?-ძლივს მოახერხა აჩიმ ამ სიტყვების თქმა
-ეს უნდა გავაკეთო ,სხვა გზა არ არსებობს.-საშინელი გულისტკივილით ამოილაპარაკა და ექიმის კაბინეტისკენ გაემართა-ექიმო შეიძლება-მიმართა მაგიდასთან მჯდომს და შიგნით შევიდა . ბავშვებიც უკან მიჰყვენენ და გაოცებულები იყვნენ მისი სიძლიერით, როგორ შეეძლო ადამიანს ამდენის ატანა. -უბრალოდ გამორთეთ-უთხრა და თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა
-დარწმუნებული ხართ?
-კი დარწმუნებული ვარ. ნუღარ ტანჯავთ მამაჩემს-ხმამაღლა უთხრა და თავი ჩახარა
-როგორც გნებავთ-წარმოთქვა ექიმმა და იქაორობა დატოვა.
-ნინის დავურეკოთ?-ჰკითხა მარიამმა.ნინის სახელის გაგონებისას კი ემილია თავს ვეღარ მოერია და აქვითინდა .აჩი კი მაშინვე მივიდა და გულში ჩაიკრა ,რომ ცოტა მაინც ენუგეშებინა
-აჩი ,მიშველე-ესღა თქვა და მის კისერში თავი ჩარგო. როგორ უნდოდა რომ დამხარებოდა მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ყველა უძლურია. სიკვდილმა გაიმარჯვა.
-როგორ ვუთხრა ეს ჩემს დას?-საცოდავად აღმოხდა ემილიას
-ნუ ღელავ ყველა ერთად ავუხსნით ახლა მთავარია ჩამოვიდეს და აქ იყოს.
-მე ჩავაკითხავ-წარმოთქვა აჩიმ და ემილიას პასუხს დაელოდა
-კარგი აჩი ოღონდ შენ არაფერი უთხრა
-არა მე როგორ ვეტყვი რამეს? ეს შენი გასაკეთებელია.
-მადლობა აჩი-უთხრა და მაგრად მოჰხვია წელზე ხელი,კარგა ხანს იდგნენ ასე უბრალოდ ჩახუტებულები . -უნდა ჩავიდე და მამაჩემი უკანასკნელად ვნახო-დამწუხრებით ამოილაპარაკა ემილიამ და მამაისისკენ გაემართა.-შეგიძლიათ ცოტახანს მარტო დაგვტოვოთ?-პალატაში შესულმა იქ მყოფ ექიმს და მედდებს მიმართა
-დიახ ქალბატონო ემილია-უთხრა და მარტო დატოვეს მამასთან.
-მამა, მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე . ხომ იცი როგორ მიყვარხარ?-უთხრა და შუბლზე აკოცა. პალატიდან გავიდა და ექიმს ანიშნა რომ გასაკეთებელი გაეკეთებინათ .თავად კი იქვე,ბავშვებთან კედელს აეტუზა და დააკვირდა მამამისის უკანასკნელ წამებს დედამიწაზე. ცრემლებს გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა ,მაგრამ მამამისსის დანახვისას რომელიც საკაცეზე უსულოდ იწვა თავი ვეღარ შეიკავა და ძირს დაეცა. უბრალოდ ტიროდა და ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევდა. აჩი კი უბრალოდ გვერძე ეჯდა და ეხუტებოდა.
-როგორც კი ნინი ჩამოვა მამას დავკრძალავთ ყველანაირი რიტუალების გარეშე,მხოლოდ მამაოს კურთხევას ავიღებთ-ამოილაპარაკა და აჩის მიუბრუნდა-ნინის ჩამოსაყვანად როდის მიდიხარ?
-ოც წუთში არის ფრენა.
-ღმერთო,როგორ უნდა ვუთხრა, რომ მამა აღარ არის და მარტო დავრჩით-ტირილს არ წყვეტდა ემილია
-მარტო არ ხართ. გაიგე? მე სულ თქვენთან ვიქნები. -მიეფერა და საყვარელი ადამიანი გულში ჩაიკრა. საათს როცა დახედა მიხვდა რომ წასვლის დრო მოვიდა და ემილიას დაემშვიდობა და გაუდგა გზას აეროპორტისკენ. 8 საათში უკვე ნინის სახლის წინ იდგა და ელოდა მის გამოსვლას.
-აჩი-დაიძახა გაკვირვებულმა და გონს მოსვლისას მაგრად მოეხვია წელზე-აქ რას აკეთებ?
-არ შემომიპატიჟებ?-ღიმილიანი სახით უთხრა და სახლში შეაბიჯა თუ არა სასიამოვნო გარეგნობის ქალი შეეგება.
-დეიდა ჯულიეტ, ეს აჩია ჩემი დის შეყვარებული(ნინი უცხოეთში სწავლის პერიოდში ჯულიეტას სახლში ცხოვრობს. ძალიან კარგი ქალია, მარტოხელაა და ნინი შვილივით უყვარს. ამ ხნის მანძილზე ძალიან კარგად უვლიდა და არაფერს აკლებდა)
-სასიამოვნოა -ხელი გაუწოდა ჯულიეტმა და აჩისგანაც საპასუხო საქციელი მიიღო. მისაღებში შეიყვანა და დივანზე ჩამოსხდნენ .-აქ რამ მოგიყვანათ?ხომ მშვიდობაა?-სასიამოვნოდ გაუღიმა ჯულიეტმა
-იცით? აქ ნინის წასაყვანად ჩამოვედი.
-კი მაგრამ რატომ? ჯერ სასწავლო წელი არ დამთავრებულა
-ოჯახში გარკვეული პრობლემები შეექმნათ და მისი იქ ყოფნა აუცილებელია.
-გასაგებია-ნინი ოთახში ავიდა ჩემოდნის ჩასალაგებლად.ჯულიეტმა კი თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა -ბატონო აჩი, არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ იმედია სერიოზული არაფერია
-არც კი ვიცი რა გითხრათ. მამამისი გახდა ცუდად და .... გარდაიცვალა-პაუზის შემდეგ უთხრა
-რაა?რას მეუბნებით საწყალი ბავშვები. ნინის და როგორ არის?ქალბატონი ემილია
-ცუდად, ძალიან უჭირს.
-მესმის. როგორ გარდაიცვალა
-ფილტვები გაეთიშა და ემილიას გადასაწყვეტი იყო გამორთავდნენ თუ არა აპარატიდან
-ვაიმე შვილო, რა დღეში ყოფილა საწყალი გოგო-შეიცხადა და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.-ვიცნობდი გიას ,კარგი კაცი იყო. ვერ ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა
-ვერავინ იფიქრებდა-ნაღვლიანად ამოილაპარაკა და კიბეზე მომავალი ნინის დანახვისას მხიარულ ნოტაზე დადგა.-მოხვედი ნინი? მიდი გაიქეცი და მანქანაში ჩაჯექი მე წამოვიღებ შენს ჩანთას-ლოყაზე უჩქმიტა და მანქანისკენ მიანიშნა. აჩი ჯულიეტას დაემშვიდობა და ნინისთან ერთად გამოემართნენ სახლისკენ.
-აჩი რა ხდება?-მოუსვენრობა შეეტყო მანქანაში მჯდომ ნინის.
-ეჰ ნინი შენს იქ არ ყოფნაში ბევრი რამ მოხდა
-რა მოხდა მაინც?-არ ეშვებოდა ნინი
-ემილია მოგიყვება ყველაფერს
-ძალიან გთხოვ მითხარი რა.
-ნინი..
-ძალიან გთხოვ
-კარგი-მოუყვა ყველაფერი ,რაც კი ემილიას გადახდა გარდა ერთისა .
-ახლა დაუბრუნდა მეხსიერება?
-კი. ახლა ახსოვს ყველაფერი.
-ძალიან კარგი. მომენატრნენ ემილიაც და მამაც.-აჩი ამის გაგონებისას დანაღვლიანდა .
ცოტახანში უკვე აეროპორტში იყვნენ და თვითმფრინავში ჩასასხდომად ემზადებოდნენ. და აი დაბრუნდნენ კიდეც. ამასობაში კი ემილიამ ყველანაირი ძალა, რაც კი შერჩა ,მოიკრიბა და მოამზადა ყველაფერი მამამისის დაკრძალვისთვის, რომ მას სათანადო პატივი სცენ. არც იცოდა ამდენი ძალა საიდან ჰქონდა რომ ამ ყველაფერს უძლებდა ახლა კი ეს ყველაფერი ნინის უნდა აუხსნას.
-საავადმყოფოში რა გვინდა?
-შევიდეთ,ყველაფერს იქ გაიგებ-შეუძღვა საავადმყოფოში და ტელეფონზე მოსაუბრე ემილიასთან მიიყვანა
-ემილია-გაიქცა დასთანს და ჩაეხუტა
-ჩემო ანგელოზო. როგორ მომენატრე-უთხრა და მაგრად მოეხვია
-მეც ძალია. აქ რატომ ხარ? რა ხდება?
-ნინი, მოდი აქ ლამაზო-უთხრა და სკამზე ჩამოსხდნენ-არც ვიცი როგორ გითხრა.-ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.-ზოგჯერ ადამიანები ზედმეტად კარგები არიან ამ ცხოვრებისთვის და ღმერთს სურს, რომ ისინი თავისთან ჰყავდეს. მამჩვენი ასეთი იყო, ზედმეტად კეთილი და მგრძნობიარე ,რომ გაეძლო
-დაიკო ვერ ვხვდები რას მუბნები
-ნინი-დის სახე ხელებში მოიქცია და უთხრა-მამა აღარ არის.
-რაა? მეხუმრები ხომ?
-ნეტავ ვხუმრობდე, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა და მას თვალები უნდა გავუსწოროთ.
-ასე წყნარად როგორ ლაპარაკობ?
-ვიცი რომ ეს ყველაფერი შენთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მამამ ზეცაში გადაინაცვლა და ეს უნდა გაგაიხარდეს რადგან მისი იქ ყოფნა უფალს სურდა.
-ეს სიმართლე ვერ იქნება?-დაიყვირა და დას მიუბრუნდა-სად არის? მამაჩემის ნახვა მინდა-ტირილით უთხრა და ემილიამაც მიიყვანა მასთან.
-მამა, ეს რა დაგმართნია,გაიღვიძე ძალიან გთხოვ .არ დამტოვო მამა.-მთელი ხმით ცდილობდა მისი ტკივილი ყვირილში გამოეხატა ,მაგრამ გული საშინლად სტკიოდა. ემილიამ ამ ყველაფრის დანახვისას თავი ვეღარ შეიკავა და გარეთ გავიდა და აჩიც უკან დაედევნა.მარიამი და ნიკა და ნინისთან დარჩნენ.
-მარტო დამტოვეთ მამასთან-თქვა და მათ კარი მიუხურა
კარგა ხანს იყო შიგნით და მამას ემშვიდობებოდა.
-არ მესმის ემილიას ამხელა ძალა საიდან აქვს?-გაოცებული იყო მარიამი
-მისი სიძლიერის მეც ძალიან მშურს. მე ვერ შევძლებდი იმას რაც მან გააკეთა. ტანჯვისთვის ვერ გაიმეტა მამა და აპარატი გამოართვევინა.-ამოილაპარაკა ნიკამ
-აპარატი გამოართვევინა?-გაოცებული უყურებდა მათ გარეთ გამოსული ნინი
-ნინი -დაიძახა მარიამმა და მასთან მივიდა.
-ესეიგი მამა ემილიამ მოკლა?
-არა რას ამბობ. მიხვდები როცა ყველაფერს აგიხსნით.
-რას ამიხსნით? არაფერია აქ ასახსნელი. ჩემი და სად არის?-მისი ადგილმდებარეობის გაგების შემდეგ მისკენ გაემართა
-ემილია-მიმართა მკაცრად ნინიმ
-ხო ჩემო ლამაზო-ცრემლები მოიწმინდა და დას მიუახლოვდა
-მართალია ის რაც გავიგე?
-რა?
-რა და მამა შენ მოკალი
-რაა? მე მამა არა...-წინადადება ვერ დაამთავრა
-აბა რა ჰქვია შენს საქციელს? აპარატი გამოურთე. შენ მამა მომიკალი. შენი დანახვაც არ მინდა. მკვლელი ხარ. ეს როგორ გააკეთე. მამა როგორ მომიკალი?-იმეორებდა დაუსრულებლად .ეს სიტყვები კი ემილიას გულს ორად ხლეჩდა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა როგორ აეხსნა მისი დისთვის მისი საქციელი.



№1 სტუმარი Guest მარიმი

პირველიც ვარ აუუ რამაგარი თავი იყო ემილიასი მეც მშურს თეთრი შურით სიმართლე რომ გითხრა ასეთი გამძლე რომაა.ძაან მაგარი ხარ და იმედიმაქვს მალე დააქორწინებ აჩის და ემიალიას და ნინიც მიხვდება რომ ემილია არაფერ შუაშია მამამისის სიკვდილში heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი buterfly

Guest მარიმი
პირველიც ვარ აუუ რამაგარი თავი იყო ემილიასი მეც მშურს თეთრი შურით სიმართლე რომ გითხრა ასეთი გამძლე რომაა.ძაან მაგარი ხარ და იმედიმაქვს მალე დააქორწინებ აჩის და ემიალიას და ნინიც მიხვდება რომ ემილია არაფერ შუაშია მამამისის სიკვდილში heart_eyes heart_eyes


შეენ ხომ არ იცი შენი კომენტარით როგორ გამახარე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ არ გადამიწყვიტავს მათი ბედი :) :) :), მადლობა რომ მკითხულობ

 


№3 სტუმარი skunsi

veravis ver vwer:/

 


№4  offline წევრი Mia_smith

ისევდაისევ ჩემი აღტაცება ამ მოთხეობის მიმარ უფროდაუფროიზრდება

 


№5  offline წევრი buterfly

Mia_smith
ისევდაისევ ჩემი აღტაცება ამ მოთხეობის მიმარ უფროდაუფროიზრდება



მადლობა საყვარელო. ძალიან მახარებ შენი კომენტარებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent