17 წლიანი ოცნება თავი 5
17 წლიანი ოცნება თავი5 დილით ქალბატონი ძივს გავაღვიძე.არ აპირებდა ადგომას. როგორ არ ვცადე მაგრამ არა... ბოლოს ერთი იდეა მომივიდა.სწრაფად ავკრიფე ცოტნეს ნომერი და დავრეკე...როგორც ჩანს მასაც ეძინა... -გისმენ ქეთი? -გაგაღვიძე ხო? -არაუშავს, მოხდა რამე? -რამე კიარა ასეთი რა გააკეთეთ გუშჳნ ამდრომდე რო გძჳნავთ ორივეს და სამსახური გავიწყდებათ? -რომელია საათი? -9, და ეს ქალბატონი არ აპირებს ადგომას...იმედია სამსახურიდან დაითხოვ ხო? -ახლავე გავაღვიძებ.(ტკბილი ხმით მითხრა,თან ჩაეცინა და გამითიშა. 10 წუთიც არ იყო გასული გვანცას ტელეფონმა რომ დარეკა.. -ახლა მაინც არ ადგები? შენი პრინცი გირეკავს... მაშინვე წამოფრინდა მეკიდე სახლიდა გავარდი და სამსახურში წავედი.კიბეებზე კი ცოტნეს გადავეყარე. -გისმენ?(გვანცა) -სად ხარ?(ცოტნე) -ააამ....ისააა....გზაში ვარ...სამსახურში მივდივარ... -აჰაა,ანუ გზაში ხარ.... -ჰოოო...(კარზე კაკუნი გაისმა გააღო და,ცოტნე,სხვა ვინ იქნებოდა...) -საიდან იცოდი რო სახლშჳ ვიყავი.. -ქეთიმ დამირეკა საყვედურებით რაქენით გუშჳნ ასეთი არცერთს რო არ გინდათ ადგომა სა სამსახურში წასვლაო... -აუუუ ქეთიიი.........მოგკლლაააავვ!!!!!(წამოიყვირა გვანცამ) ცოტნემ სიცილი ატეხა, გვანცა კი მიახტა და ჩაეხუტა... -მომენატრე -გუშჳნ არ მნახე? -აა გუშინ სიზმარი არ იყოო?? -არა(მოკლედ მოუჭრა ცოტნემ,გაუღიმა და იმაზე ტკბილად აკოცა ვიდრე გუშჳნ საღამოს,გვანცას სიზმარში) -მიყვარხარ(ცოტნე) -მეც(გვანცა) -მიყვარხარ! -მეც! -მიიყყვვვააარრრრხხხააარ!!! -ბიჯო შემოვარდება მეზობლები მოკეტე! -მაინც რო მიყვარხარ -იმის მერე რაც ეგ მითხარი ყოველ წამს აპირებ მაგის თქმას? -ხო!მიყვარხარ -მეც -ჩაიცვი ეხლა და წავედით -სად? -სამსახურში სხვაგან სად... -უი სამსახური სულ დამავიწყდა,კაი დამელოდე... -ცემი სტელი...მიდი გაიქეცი ჩაიცვი.... გვანცა მალევე გამოვიდა ლურჯ სარაფანშჳ გამოწყობილი და მალევე წავიდნენ ერთად. დღეები გადიოდა.ახლა უკვე ყველამ იცოდა გვანცას და ცოტნეს ურთიერთიერთოის შესახებ,ყველას მოსწონდა ეს წყვილი.გვანცა ხშირად ერთობოდა ცოტნეს მეგობრებთან ერთად,რამოდენიმეჯერ მეც წავედი მაგრამ მაინც სახლში ყოფნას ვამჯობინებდი. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.კაფიდან გამოვედი და ფეხით გავუყევი სახლის გზას მარტომ,რადგან გვანცა ცოტნესთან ერთად წავიდა. -ქეთი? -დიახ? -ვერ მიცანი? -ბოდიში ვერა... -ალექსანდრე ვარ, ბავშვთა სახლში გაგიცანი.... -ვუიი...ალეეეე.....ნანა მასწავლებლის შვილიიი... -როგორც იქნა გაგახსენდი.... თბილად გადავკოცნეთ ერთმანეთი.ეს ბიჭი 10 წლის ასაკიდან მომწონდა,ახლა კი იმაზე უფრო მეტად სიმპატიური იყო ვიდრე მახსოვდა...მისი თაფლისფერი თვალები ისევ ისე მხიბლავდა როგორც ბავშ[ობაშჳ.ერთმანეთი მოვიკითხეთ სახლამდე მიმაცილა.როგორც ჩანს ჩემს გვერდით მდებარე კორპუსში ცხოვრობდა. სახლში ავედი ყავა მოვიდუღე და აივანზე გავდე ცოტახნით იქ ვიჯექი,შემდეგ საძჳნებელ ოთახში შევედი და ფანჯარა გამოვაღე და მაშინვე მოვკარი თვალი ნაცნობ სილუეტს.ალექსანდრე. როგორც ჩანს ჩემი ოთახის ფანჯარა მისას გაჰყურებს. ტანს ზემოთ შიშველი იყო თვალი ავარიდე მეც გადავწიე ფარდა და საწოლზე ჩამოვჯექი.წინ ლეპტოპი დავიდე და რაღაცეების თვალიერება დავიწყე.თანდათან თვალს ვაპარებდი.ბოლოს რომ შევამჩნიე ფანჯრისკენ წამოვიდა სიცილი დავიწყე ვითომ რაღაცაზე გამეცინა.მანაც მაშინვე მომკრა თვალი და ხმა მომაწვდინა.მერე ფურცელზე ნომერი დავწერე და ფანჯრიდან ვაჩვენე,როგორც იქნა წაიკითხა და დამირეკა.... -გამარჯობა მეზობელო... -კიდევ ერთხელ გამარჯობა -როგორც ჩანს ბედმა გაგვიღიმა და როგორც ბავშვობაში ახლაც ისეა ჩვენი ოთახება.. -ხოო,ასე მგონია დროში დავბრუნდი -გამიხარდა დღეს რო შეგხვდი.თორე ეხლა ვერც კი დავილაპარაკებდით... -ჰოო... ბევრი ვისაუბრეთ.ბავშვობა გავიხსენეთ.ჩვენს საქმიანობაზეც ვილაპარაკეთ.ბოლოს ორივეს მოგვეძინა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.ფარდა გადავწიე და გვანცას მივწერე რომ უკვე ვწვებოდი.ისიც მალე მოვიდა სახლში... დილით ადრე გამეღვიძა ფარდები გადავწიე და გვანცას გადავაფარე რომ ცუდად არ გამოჩენილიყო.აბაზააშჳ შევედი მოვწესრიგდი და თმის გაკეთება დავიწყე ტელეფონმა რო დარეკა.ჩემსას მივწვდი ვიფიქრე ალექსანდრეა მეთქი მაგრამ თურმე გვაცას ურეკავდა ცოტნე.გვანცაც მაშინვე წამოხტა და აივანზე გავიდა. მე საწოლი გავასწორე და როგორც იქნა გაიღო წინა ფანჯარა.თვალი მოვარიდე და ისევ თმას დავუბრუნდი.ჩემმა ტეეფონმაც დარეკა... -დღეს ძაან ლამაზად გამოიყურები... -მადლობა... -სამსახურში რამდენ ხანში მიდიხარ? - 15 წუთში.კაი გამოგივლი.. -კაი ზუსტად 15 წუთში ქევით ჩავედი და ისიც მოვიდა.გვანცას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა.ცოტნეც გავაცანით.როგორც აღმოჩნდა ალექსანდრე ჩვენს კაფესთან ახლოს მდებარე რესტორანში მზარეული იყო.რათქმაუნდა გამახსენდა ბავშვობაშიც როგორ კარგად გამოდიოდა წვრილმანების გაკეთება... ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მუშაობას შევუდექით. მთელი დრე მასზე ვფიქრობდი და ბავშვობას ვიხსენებდი...ნუთუ მეც ვიქნები ერთ დღეს გვანცასავით ბედნიერი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.