შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (ოცდამეერთე თავი)


1-09-2017, 13:11
ავტორი buterfly
ნანახია 1 909

იმედია ისაიმოვნებთ ამ თავით. ველი შეფასებებს.

-მარიამ, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-აფორიაქებული ემილია თავის დაქალს მუდარით სთხოვს
-რა მოხდა ?ხომ მშვიდობაა?
-არა არ არის მშვიდობა სასწრაფოდ ჩემთან მოდი-ეუბნება და უთიშავს. ნახევარ საათში კი კარზე ზარია.-შემოდი ,შემოდი სასწრაფოდ-ხელი ჩაკიდა და სახლში შეათრია
-რა მოხდა გოგო? გული ნუ გამიხეთქე.ბავშვი ნიკას დავუტოვე და იმედია ცოცხალს დამახვედრებს. დროზე თქვი რა მოხდა-ეუბნება ემილიას,რომელიც მუდარის თვალებით უყურებს-რა უნდა მთხოვო?
-გოგო,აჩი დღეს დილით რომ მიდიოდაა...
-დღეს დილით?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-ოო დამაცადე რა. ხოდა რას ვამბობდი ასე მითხრა გაემზადეო საღამოს სიურპრიზი მაქვს შენთვისო.
-მერე ჩემთან რა გინდა?
-აუ რა დებილი ხარ რა-თავში წამოარტყა და განაგრძო-რა უნდა მინდოდეს გოგო, ჩასაცმელი არაფერი მაქვს
-ღმერთო ჩემო, გული გამიხეთქე მაგის გულისთვის იდიოტო?-თავზე ხელი შემოირტყა და სიცილი ატეხა
-რა ჯანდაბა გაცინებს?
-ის მაცინებს რომ ადრე ჩასაცმელზე არასდროს გიდარდია და ახლა მაგის გამო ტირილს იწყებ მგონი. არა რა რომ ამბობენ სიყვარული ადამიანს ცვლისო მართალი ყოფილა
-ოო შენ ხო სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება კაცი.-ხელი ჩაიქნია და დივანზე დაეშვა-დამეხმარები?
-აბა რას ვიზამ მგონი ბედი გაგეხსნა და არ დაგეხმარები?-სიცილით უთხრა და დაქალს მხარზე ხელი გაჰკრა.
-ნუ სულელობ რაღაცეებს-გაბუტვის ნიშნად ხელები გადააჯვარდინდა
-კაი ნუ იბუტები იმის მაგივრად ადექი და მაღაზიაში წავიდეთ.
-ხო მართალი ხარ-სწრაფად ქამოდგა ემილია და ჩანთას ხელი დაავლო-წამოდი მალე ასე თქვა საღამოს მოვალო და საათი არ უთქვამს. როდის მოვა ღმერთმა უწყის-ხელი დაავლო დაქალს და გარეთ გაათრია
-კარგი დაწყნარი რა დაგემართა?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ -დატუქსა მარიამი, ტაქსში ჩატენა და გაემართნენ მაღაზიისკენ.
15 წუთში უკვე იქ იყვნენ და მთელი მაღაზია გადაქექილი ჰქონდათ მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.
-ეს ლამაზია-მარიამს თვალწინ აუფრიალა ღია მწვანე კაბა.
-არა, მაგ ფერში მოჩვენებას ჰგავხარ
-ხო მართალი ხარ ეს არ ვარგა.-დაწუნებული კაბა უკან დააბრუნდა და ძებნა განაგრძეს
-ამაზე რას იტყვი?-მიუთითა მარიამმა ლურჯ, გრძელ კაბაზე
-არა ლურჯი არ მინდა. სხვანირი კაბა მჭირდება .ისეთი სტილი მინდა რაც აქამდე არ მცმია
-ძნელი იქნება მასეთის მოძებნა.
-დაო, უნდა დამეხმარო მოვძებნო რაიმე განსხვავებული-უთხრა და მხარზე ხელი ჩამოადო
-კარგი, მაშინ გავაგრძელოდთ მოძებნა.
დიდხანს ეძებდნენ სანამ არ მიაგნეს საუკეთესო ვარიანტს და მართლაც განსხვავებულ კაბას. შესაფერისი ფეხსაცმელი და აქსესუარებიც იყიდეს და დაბრუნდნენ უკან.
-მგონი ლამაზი კაბა ,არა?
-ლამაზი კი არა ულამაზესია. ბიჭი რომ ვიყო მასე გამოწყბილი მეც მომეწონებოდი
-კაი ნუ გამაწითლე, თუ გეჩქარება წადი შენ.
-არა არ მეჩქარება .მაინტერესებს აჩის სახე როდესაც დაგინახავს.-უთხრა და ტელეფონიც აწკრიალდა
-ხო აჩი
-როგორ ხარ ,ეშმკაუნა?-სიცილით უთხრა აჩიმ
-კარგად ვარ. შენ სად ხარ?
-ერთ საათში მზად იყავი და ქვევით დამხვდი-თქვა და გაუთიშა. ემილიამ კი მაშინვე მზადება დაიწყო. ბორდოსფერი კაბა დეკოლტეთი და მუხლებამდე სიგრძის , ზურგზე ჭრილით ემილიას ქალურობას უფრო უსვამდა ხაზს და მას მეტად მიმზიდველს ხდიდა. ნებისმიერს მოხიბლავდა მისი სილამაზითა და მომხიბვლელობით. შავი გრძელი თმები ნახევრად გადაიწია და დაიხვია.საღამოს მაკიაჟი გაიკეთა და ფეხზე შავი მაღალქუსლიანები მოირგო . ზუსტად შესაფერისი ყელსაბამი და საყურეებიც შეჰმატა მის გარეგნობას, ამავე ფერის ჩანთას დასწვდა და ოთახი დატოვა.
-ემილია ულამაზესი ხარ-თვალები შულბლზე აუვიდა მარიამს
-მართლა? ზედმეტი ხომ არ მომივიდა?-საკუთარ თავს თვალი სარკეში შეავლო და მარიამს მიუბრუნდა
-შენს თავს ვერ ხედავ?ვინმეს რომ არ მოეწონო გიჟი უნდა იყოს. ულამაზესი ხარ
-თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა-კარგი,მარიამ წავედი მე .ალბათ ქვევით მელოდება უკვე
-მოიცა მეც წამოვალ მაინტერესებს აჩი როგორ გამოიყურება.
-კარგი წავიდეთ-თქვა და სახლის კარი გამოიხურა. დაეშვნენ კიბეებზე და სადარბაზოდან გასულს გარეთ არავინ არ დახვდა
-სად არის აჩი?
-დაელოდე მოვა მალე ალბათ
-შენ წადი რა .ბავშვი ნიკას დაუტოვე და ალბათ დახმარება სჭირდება
-უი ხო ხო, სულ გადამავიწყდნენ. წავედი მე-სიცილით თქვა და ტაქსში ჩაჯდა.
-აჩი, ამ დაგვიანებისთვის მოგკლავ-ბურტყუნებდა თავისთვის ემილია ,როდესაც მას პატარა ბავშვი მიუახლოვდა და მიაწოდა ბუშტი წარწერით „აჩის უყვარხარ და გელოდება“, შემდეგ კი მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა
-ქალბატონო ემილია, ბატონი აჩი გელოდებათ. დაბრძანდით-უთხრა და მანქანის კარი გამოუღო.
-სად მივდივართ?
-*** -მძღოლი ხმას არ იღებს
-რატომ არაფერს არ მეუბენბით?
-***-ისევ სიჩუმე
-გავგიჟდები-თავისთვის ჩაილაპარაკა ,როდესაც მანქანაში აჩის ხმა გაისმა.-„ჩემო სიხარულო, ჩემო ანგელოზო და ცხოვრების აზრო. არც კი ვიცი როგორ გითხრა მაგრამ გაგიტაცე-ამ სიტყვების გაგონებისას ემილიას სახეზე ფერი ეცვალა-კაი ხო რა იყო გეხუმრე, ვიცი რა სახეც გაქვს-ისმის აჩის სიცილი-ხოდა რას ვამბობდი? ხო, დღეს შენს ცხოვრებაში უბრდნიერესი დღე იქნება გპირდები. ძალიან მიყვარხარ და მალე გნახავ. იცოდე რომ შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და მუდამ ასე იქნება. მუდამ მეყვარები. ხომ იცი რომ მე შენით ვსულდგმულობ, ამ სიტყვას მთელი დღე ვამუღამებდი-ისევ აჩის სიცილი ისმის-ჩემო სიხარულო დროებით, მიყვარხარ“-ამბობს და ჩანაწერიც სრულდება მძღოლი კი წინა სარკეში გაღიმებულ და უბედნიერეს ემილიას უყურებს
-ოხ აჩი-ჩაილაპარაკა ემილიამ და თავი საზურგეს მიაყრდნო. ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილას იყო და მძღოლმაც არ დააყოვნა და მანქანის კარი გამოაღო. ემილია ხელი გაუწოდა და აჩისთან მიიყვანა.
-მოხვედი?-თბილად გაუღიმა და საყვარელ ქალს ეამბორა
-რა ხდება?-გაკვირვებისგან თვალებს იქით-აქეთ აცეცებდა ემილია
-მალე გაიგებ. გამომყევი-უთხრა და ხელჩაკიდებული საჰაერო ბურთისკენ წაიყვანა.
-აქ რა გვინდა? რატომ...
-ნუ ლაპარაკობ -ტუჩზე თითი მიადო და გზა განაგრძო-უბრალოდ მენდე და გამომყევი. საჰაერო ბურთით დიდ სიმაღლეზე ავიდნენ და აჩი მიუხედავად ემილიას დაუსრულებელი კითხვებისა ხმას არ იღებდა.
-აჩი ,გამეცი ხმა. რა ხდება?
-დროა
-რისი დროა აჩი, ნუ გამაგიჟე-ხმას უწევდა ემილია
-გადაიხედე-უთხრა და ციდან დაანახა უმშვენიერესი განათებული ქალაქი. ვარსკვლავებივით ჩანდნენ ლამპიონები. ნებისმიერ მხილველს დაატყვევებდა ეს ხედი
-რა ლამაზია-გაოცებული ემილია ამ სილამზის ხილვისგან გონს ვერ მოდიოდა.
-შენ უფრო ლამაზი ხარ-მომხიბვლელად გაუღიმა მისკენ მიბრუბნებულ ემილიას
-აჩი, რა საყვარელი ხარ-უთხრა ემილიამ და ხელები მოჰხვია
-ემილია, რაღაც უნდა გითხრა და არ დაიფეთო-ბოლო სიცილით წარმოთქვა და უცბად დასერიოზულდა. ხელი ჯიბისკენ წაიღო და ემილიას წინ დაიჩოქა.-ჩემო ლამაზ თვალება ემილია ,იქნები მთელი ცხოვრება ჩემი ნერვების მომშლელი? ცოლად გამომყვები?
-რაა?
-ცოლად გამომყვები?-უფრო ხმამაღლა უთხრა ამჯერად
-რაა? ვერ გავიგე
-ცოლად გამომყვებითქო?
-არ მესმის.ცოტა ხმამაღლა
-გოგო,ცოლად გამომყვები-უკვე ყვირილზე გადადიოდა
-აუ არ მესმის ამ ყურში და ცოტა ხმამაღლა რა-უკვე სიცილით ამბობდა
-აუ ემილია, არ ვიცი რას გიზამ.
-რაა?
-ჯანდაბა შენ.
-აჩი.
-ხო კარგი. ცოლად გამომყევი
-არა არ გამოგყვები
-რაა?
-არ გამოგყვებითქო
-სერიოზულად მეუბნები?
-ხო
-ემილია! მეკაიფები?-აჩის სახის დანახვისას ემილიამ სიცილი ვეღარ შეიკავა და მწარედ ახარხარდა
-კაი რა იყო აჩიკო, გეხუმრე-სიცილით უთხრა და მისი სახე ხელებში მოიქცია
-ოხ ემილია ოხ. მოიცადე მაგის გულისთვის დაგსჯი-მწარედ გაიცინა და მიუახლოვდა-ხელი გამომიწოდე ქალბატონო,ტვინის ჭიავ-უთხრა „თბილად“ და თითზე ბეჭედი წამოაცვა.ცოტახანს კიდევ ტკბებოდნენ ,ერთმანეთზე მიხუტებულები ხედის მშვენიერებით. შემდეგ კი დაეშვნენ დედამიწაზე და დაუბრუნდნენ რეალობას. აჩიმ ემილია ხელში აიტაცა და მანქანამდე ისე მივიდნენ.
-ახლა სად მივდივართ?
-***-დუმილი
-აჩი, ხმა ამოიღე
-***
-აჩი-იმეორებდა ემილია
-***
-აუ არ ვიცი რას გიზამ ., გამაგებინე ახლა მაინც სად მივდივართ
-***
-აჩი, ნერვები მაწყდება უკვე
-***-მხოლოდ აჩის ღიმილი
-აჩი ,მოგკლავ-მხარში სწვდა და ტუჩები ყურთან მიუტანა-კოცნით-დააბლოვა ნათქვამი და უკან დაჯდა
-***-ისევ დუმილი. ემილიამ სხვა ხრიკს მიმართა,მიუახლოვდა ნელ-ნელა და ყურის ძირში აკოცა რამაც აჩის ტანზე მთელი რიგი ჟრუანტელის დავლა გამოიწვია. შემდეგ ტუჩებს უახლოვდებოდა და დაბნეულმა აჩიმაც თავი ვეღარ შეიკავა
-კარგი ემილია კარგი-დანებების ნიშნად ხელი ჰაერში ასწია-მაბნევ მაგ საქციელით და შევეჯახებით რაიმეს
-მაშინ ამოიღე ხმა და გამაგებინე სად მივდივართ
-***-ისევ დუმილი
-ჩემი გაგიჟება გინდა,აჩი?
-***
-აჩო, აჩიკო, აჩ, აჩი-იმეორებდა დაუსრულებლად
-ემილია,ტვინი მატკინე უკვე-სიცილით გადახედა აჩიმ
-რაც არ გაქვს რა გატკინე-უპასუხა და ენა გამოუყო
-არა რა ,შემოგხედავს ადამიანი და ზრდასრულ ქალს ჰგავხარ,რომელმაც იცის რა უნდა და შენი საქციელებიდან საპირიპიროს ამტკიცებ. ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით იქეცევი
-არ მოგწონს როგორც ვიქცევი?-გამომწვევად უთხრა და მისკენ გაიწია
-ემილია ადგილს დაუბრუნდი თუ შეიძლება თორემ შენმა დეკოლტემ თვალი მომჭრა-სიცილით უთხრა და თვალი ემილიას დეკოლტისკენ გააპარა.
-არ ღირს შენთან ლაპარაკი რა-როგორც იქნა დაწყნარდა და მშვიდად ელოდებოდა როდის მივიდოდნენ დანიშნულების ადგილამდე.
-მოვედით-თქვა აჩიმ და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, იქვე მდგომ ადამიანს რაღაც ანიშნა თვალებით და ემილიას კარი გამოუღო. გადმოვიდა თუ არა თვალებზე ნაჭერი ააფარა და წინ გაუძღვა
-აჩი, საით?
-ცოტაც მოიცადე. აქ კიბეა -ხელში აიყვანა და ისე აიარეს კიბეები. შემდეგ კიდევ ცოტახანს იარეს და მიუახლოვდნენ ადგილს სადაც,უამრავი ხალხი მათ ელოდა. ღია ცის ქვეშ ყველაფერი ულამაზესად იყო მოწყობილი.ფერადი ნათურები და დეკორაციები ამ ადგილს უფრო მეტ ხიბლს სძენდა. ყველაფერი ულამაზესი იყო .აჩიმაც მოაშორა თვალებიდან ნაჭერი ემილიას და ამ ყველაფრით ტკბობის საშუალება მისცა.
-აჩი, ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე?
-ხო და უფრო მეტსაც გავაკეთებ ჩემო ერთადერთო-უთხრა და ხელცაკიდებული იქ მყოფებთან მიიყვანა
-გილოცავთ-ერთხმად შესძახეს და ემილიას და აჩის გარს შემოეხვივნენ.
-იცით როგორ მაწვალა სანამ „კი“-ს მეტყოდა?-სიცილით დაიძახა და ემილიას წელზე ხელი მოჰხვია
-ასეთი საძაგელია ეს-დაიძახა იქვე მყოფმა მარიამმა და ნიკასთან და ნიცასთან ერთად მათკენ გაემართა.
-აბა სახლში მივდივარო-ეჭვნარევი მზერა სტყორცნა ემილიამ და მის წინ ხელბგადაჯვარედინებული დადგა
-შენი აზრით ამ ყველაფრის მოწყობაში აჩის ვინ დაეხმარა?
-აჰა, ანუ ეს ყველაფერი შენი იდეა იყო? ასეც ვიცოდი რომ ეს ამის მომფიქრებელი არ იყო-თვალი ჩაუკრა აჩის
-არა .აბსოლიტურად ყველაფერი აჩის მოფიქრებულია უბრალოდ მე დავეხმარე მოწყობაში
-აჰა გასაგებია
-ესეიგი მე ვერ მოვიფიქრებდი არა?-ნაწყენი სახე მიიღო აჩიმ
-კაი ხო რა იყო მაპატიე ვიხუმრე
-ერთი პირობით-გამარჯვებული ღიმილი აიკრა სახეზე
-რა პირობით?
-მეცეკვები -ნიკას ანიშნა რომ მუსიკა ჩაერთოთ და ემილიას საცეკვაო მოედნისკენ გაუძღვა.
ორივე ულამაზესი იყო. ნელა აჰყვნენ “aerosmith-I don’t want to miss a thing”-ის მელოდიას და ტანის ნაზი რხევით ულამაზესი კადრები შექმნეს. ამ მშვენიერი დღის უკვდავსაყოფად არც ფოტოგრაფები გამორჩენია აჩის.ამ ორი ადამიანის სიყვარულის დაუვიწყარი წამები ისტორიას შემოენახება სამუდამოდ.



№1 სტუმარი Guest მარიმი

რამაგარი იყო როგორც იქნა ეშველათ ამათაც და დაქორწინდბიან smile მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№2  offline წევრი Mia_smith

ყოღჩაღ,ჩემო გოგო.შენ ხარ აიი რაიცი საუკეთესო.ჰომდა კიდე ამას რო მორჩებ ბაემ შემდეგი მოთხრობაც მალე დაიწყე არ მომანატრო თავკ heart_eyes

 


№3  offline წევრი buterfly

Mia_smith
ყოღჩაღ,ჩემო გოგო.შენ ხარ აიი რაიცი საუკეთესო.ჰომდა კიდე ამას რო მორჩებ ბაემ შემდეგი მოთხრობაც მალე დაიწყე არ მომანატრო თავკ heart_eyes



ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ამ სიტყვებისთვის. ძალიან მახარებ შენი სითბოთი. რაც შეეხება ახალ ისტორიას არ ვიცი რამდენად მოვასწრებ წელს მითუმეტეს.აბიტურიენტობა და რამე ხო გესმის ,არა?

Guest მარიმი
რამაგარი იყო როგორც იქნა ეშველათ ამათაც და დაქორწინდბიან smile მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes


შევეცდები მალე დავდო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent