შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (ოცდამეორე და ოცდამესამე თავი)


2-09-2017, 18:33
ავტორი buterfly
ნანახია 1 953

ესეც ასე ფინალს მივუახლოვდით. იმედია საინტერესო თავი გამოვიდა. თუ გამოეხმაურებით კიდევაც, სულ უკეთესი. :)

-ქორწილის თარიღი დათქვით?-მოუთმენლად ჰკითხა მარიამმა დიდხნიანი ცეკვის შემდეგ, როგორც იქნა სკამზე ჩამომჯდარ ემილიას.
-რა დროს თარიღია ქალო? დღეს მთხოვა ცოლობა-გაკვირვებული მიაშტერდა
-ხო კაი. უბრალოდ მე როცა ნიკამ ცოლობა მთხოვა იმ დღესვე ვუთხარი თარიღი
-შენ გიჟი ხარ და თან თქვენ მალევე დაქორწინდით და ჩვენ არ გვეჩქარება
-დაბერდით რაღა არ გეჩქარებათ?-სიცილით უთხრა დაქალმა
-დაგაბერებ მე შენ...-საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული აჩი მხარში სწვდა და საცეკვაო მოედნისკენ მიათრევდა-აჩი დავიღალე. რა ენერგია გაქვს ასეთი?
-შენთან მინდა ცეკვა თორემ სხვისთვის მეც დაღლილი ვარ. მოდი მეცეკვე-გამომწვევად გაუღიმა და მოედანზე ასული ხელს უწვდის
-ხო კარგი. -დასთანხმდა როგორც იქნა . კისერზე ხელი მოჰხვია და აჰყვნენ წყნარი მუსიკის მელოდიას.
-ემილია.
-ხო აჩი-თბილად გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა
-ჭინკების გჯერა?-სრული სერიოზულობით ჰკითხა და როცა ემილია გაოცებულ სახეს შეხედა სიცილი წასკდა
-აუ რა დებილი ხარ-თავადაც გაეცინა და მხარზე დაარტყა
-მეტკინა გოგო. ჩემს ნაზ კანს სხეულს ნუ მიჩაგრავ
-წინა ღამით სინაზის არაფერი გეტყობოდა-ყურში ჩასჩურჩულა ემილიამ
-მოჭუტული თვალებით შეხედა და თავადაც ყურში უთხრა-შენ მგონი გამეორება გინდა ,არა?
-რატომაც არა-მომხიბლავად გაუღიმა
-ძალიან გამითამამაებიხარ ქალბატონო . ადრე როცა გიხსენებდი მაგ თემას წითლდებოდი და ახლა რა დღეში ხარ-სიცილს ვეღარ იკავებდა აჩი
-შენი ნებაა, როგორც გინდა-თმები მოიქნია და სცენის დატოვებას აპირებდა
-კარგი რა იყო გამებუტე ცქნაფუ?-სიცილით გაჰყვა უკან.
-დამანებე რა თავი. გაბრაზებული ვარ შენზე-გაბუტვის ნიშნად ხელები გადააჯვარედინა
-კარგი რა არ გიხდება გაბუტვა. არა ,თუმცა გიხდება მაგ ტუჩებს რომ ბუშტავ ხოლმე-უთხრა და ქვედა ტუჩი ხელით მოქაჩა
-ნორმალური ხარ? მეტკინა
-არაუშავს გაუძლებ. ძლიერი გოგო მყავხარ-თქვა და ტუჩებზე ეძგერა. როგორც იქნა იჯერა გული ემილიას კოცნით და ქვედა ტუჩზე მაგრად უკბინა
-ბიჭო, გაგიჟდი სულ?-ხელი მოისვა ემილიამ ტუჩზე. -მეტკინა
-ვაიმე მართლა გეტკინა? ჩემი გიჟუნა-სიცილით უთხრა და ქვედა ტუჩზე აკოცა-კიდევ გტკივა?
-არანორმალური ხარ რა-სიცილით თქვა და იქვე მჯდომი მარიამისკენ წავიდა-არანორმალურია ეს ბიჭი.
-რა მოხდა?
-ჯერ ტუჩი ხელით მომაძრო ლამის და მერე მიკბინა
-ამის გაგონებაზე მარიამს ისტერიკული სიცილი აუვარდა-ვაიმე, ნამდვილი სანახაობაა თქვენი ყურება, ცუდად ვარ აღარ შემიძლია-სიცილს არ წყვეტდა
-რა გაცინებს გოგო? ყველა გაგიჟდა-მობეზრებულად ამოილაპარაკა და აჩის გახედა ,რომელიც გადაჯვარედინებული ხელებით იდგა და ემილიას დაჟინებულად უყურებდა და ცოტა ხნის შემდეგ ცეკვა დაიწყო და ემილიას ხელებით და ფეხებით,მოკლედ მთელი სხეულით ანიშნებდა რომ მასთან მისულიყო-აჰა შეხედე! ნორმალურია ახლა ეს?ბავშვივით იქცევა-აჩისკენ გაახედა მარიამი
-აღარ შემძლია, რას შვება?-მუცელი ასტკივდა სიცილისგან-გეფიცები ეს ბიჭი სულ გადარიე
-მე რა გადავრიე?სულ ასეთი იყო ეს
-ასე როდის იქცეოდა?უეჭვლი შენმა თანხმობამ გაახარა ასე ძალიან-სიცილს არ წყვეტდა მარიამი
-გახარებას განახებ თუ გხიე მაგ ლამაზ სიფათში
-ნეტავ გამაგებინა რამ შეაყვარა შენი თავი. იმედია აჩისაც არ სცემ.
-აჩისი არ ვიცი და შენ აუცილებლად.
-კარგი ოღონდ სხვა დროს და ახლა შენს გიჟუნიას მიხედე-სიცილით უთხრა და გაეცალა
-რას შვები შე ჩემა?-სიცილით მიუახლოვდა აჩის ნიკა
-აა უი არაფერს-ნაძალადევად გაუღიმა
-ხო გიყურებდი როგორ არაფერსაც-ახარხარდა ნიკა
-მოგკლავ
-კაი ვსო წყნარად ვარ-პირზე ხელი აიფარა სიცილის შესაკავებლად და რომ მიხვდა ვერ მოერეოდა თავს გაეცალა .აჩი კი ჩქარი ნაბიჯებით გაემართა ემილიასკენ, რომელსაც ნოდარი და მისი ცოლი ულოცავდნენ დანიშნვას
-აბა რას ჭუკჭუკებთ?-უკნიდან მიეხუტა აჩი ემილიას
-ძალიან ხომ არ ცანცარებ ვაჟბატონო?-შეუტრიალდა ემილია
-არა შეხედეთ რა ჯერ ჩემი ცოლი არ არის და უკვე მტუქსავს, მერე რას მიზამს დამსჯის ალბათ
-ბევრს ლაპარაკობ. აქამდე არ გიქნია ასე და დღეს რა ბზიკმა გიკბინა
-ეხ შვილო, როგორ ვერ ხვდები შენზე დანიშნვამ გააბედნიერა-ამოილაპარაკა ნოდარმა-მეც მასე ვიყავი როდესაც ჩემმა საყვარელმა მეუღლემ თანხმობა განმიცხადა-თქვა და ცოლს ლოყაზე ეამბორა.
-თქვენთან საუბარი ძალიან სასაიამოვნოა ძვირფასო ბიძუკა და ბიცოლა ,მაგრამ ახლა ემილია უნდა მოგტაცოთ-თქვა და მათ პასუხს არც დაელოდა ისე ჩაჰკიდა ემილიას ხელი და სადღაც მიჰყავდა
-საით?
-ცოლად გამომყვები ამაღამ
-რაა??
-რაც გაიგე. ქორწინების სახლში მივალთ და დავქორწინდებით
-ასე გვიან? რეგისტრაციაც ხომ გვინდა
-დარეგისტრირებულები ვართ უკვე და გველოდებიან ხელისმომკიდეებიც
-ხელისმომკიდეები?
-ხო .მარიამი და ნიკა და მათი ორი მეგობარი კიდევ და ნოდარს და ბიცოლასაც ვუთხარი.
-სულ გაგიჟდი?
-არა არ გავგიჟებულვარ. მინდა რაც შეიძლება მალე გახდე ჩემი ცოლი.
-მეკაიფები ხომ?
-არა ემილია მართლა გეუბნები-თქვა და მანქანის კარი გამოაღო
-კარგი -დაეთანხმა ემილიაც.
-უკან გადაიხედე-მიანიშნა მანქანის უკანა სავარძელზე
-ეს რა არის?
-საქორწინო კაბა გიყიდე ჩემი გემოვნებით-საყვარლად გაუღიმა
-სერიოზულად?
-ხო
-რა საყვარელი ხარ აჩი, მაგრამ არ მჯერა რომ ამას ვაკეთებთ. ნეტავ მამაც ჩვენთან იყოს.
-ვიცი რომ გული გწყდება მის გამო მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება. ზეციდან გიცავს ხომ იცი?და ეს არ შეიცვლება
-ხო ვიცი.-ნაღვლიანად გაიღიმა და აჩის ლოყაზე აკოცა.-ნინი,ჩემს ნინის როგორ გამოვაპარო ჩემი გათხოვება
-მაგაზე არ იდარდო არ გაგიბრაზდება
-სერიოზულად გეუბნები
-მეც სერიოზულად ვამბობ- მთელი გზა ხმა არ ამოუღია ემილიას გაუჩერებელი საუბრის მიუხედავად. როგორც იქნა მიაღწიეს .
-მობრძანდით-შეეგება კარში ნიკა
-მარიამ ,ემილია გასახდელში წაიყვანე რა !დიდხანს არ მალოდინოთ-უთხრა და ემილიას ლოყაზე აკოცა
-ნინი-დაიძახა ემილიამ მისკენ მიმავალი დის დანახვისას-აქ რას აკეთებ ჩემო ანგელოზო?
-აჩიმ გამომიგზავნა ვიღაც და მითხრა შენი და ცოლად მომყავსო და შენც იქ უნდა იყოო.
-აჩი, მადლობა-უთხრა და მაგრად ჩაეხუტა.
-ემილია წამოდი, გაგვიანდება-ხელში სწვდა მარიამი და ნინისთან ერთად წაიყვანა ემილია-კაბა მოგეწონა?
-არ მინახავს ახლა უნდა ვნახო პირველად-თქვა და შეფუთვის გახსნას შეუდგა
-მაშინ შემოვალთ და ვნახავთ ჩვენც-ემუდარება ნინი
-არა ,ჩავიცვამ და მერე ნახავთ.
-ემილია ჯვრისწერის შემდეგ ტაძარში მივდივართ. შემდეგ კი რესტორანში რადგან,ჩვენი მეგობრები გველოდებიან
-რაა?აბა მარტო ვიქნებითო?
-ბევრნი კი არ არიან. ახლო მეგობრები არიან და ავღნიშნავთ და მორჩა
-გასაგებია. ამდენი როგორ მოასწრო ნეტავ
-ნეტავ-ეშმაკურად ამოილაპარაკა მარიამმა
-ვეღარ მორჩი?-დაიწუწუნა ნინიმ
-კი ჩავიცვი. მოემზადეთ, გამოვდივარ-15 წუთის განვამვლობაში გამოდიოდა.
-გამოაღწიე გოგო, სული გაგვძვრა შენს ლოდინში.
როგორც იქნა გამოვიდა.
-ღმერთო ჩემო, რა ლამაზი ხარ.იდეალურად მოგერგო-პირღია უყურებდა მარიამი
-მართლა?მგონი ზურგზე ზედმეტად ამოღებულია და ეს ჭრილი ფეხზე
-არა არ არის დამიჯერე. რა კარგი გემოვნება ჰქონია აჩის. ულამაზესი ხარ, ულამაზესი, უ-ლ-ა-მა-ზ-ე-ს-ი-დაუმარცვლა ნინიმ
-რომ დაგინახვას ენას გადაყლაპავს ალბათ-დაამატა მარიამმა-როგორ გიხდება. შენ ხომ არ იცი-განაგრძო მარიამმა
-კარგი გვეყოს. წავედით თორემ ჩემი ქმარუკა ინერვიულებს-სიცილით თქვა და გაემართა აჩისკენ. ემილიას დანახვის შემდეგ აჩი გონს ნიკამ მოიყვანა რომელმაც მხარში გაჰკრა ხელი.
-ულამაზესი ხარ ემილია, ეს კაბა ძალიან გიხდება.-აღფრთოვანებას ვერ მალავდა აჩი
-მართლა?
-ხო ,მაგრამ მე შიშველი მირჩევნიხარ-უცებ უთხრა ყურში და მისი დაბნევაც გამოიწვია
-კარგი რა აჩი.-დაიწუწუნა და რეგისტრატორთან ხელჩაკიდებულები მივიდნენ. ოფიციალურად უკვე ცოლ-ქმარი გახდნენ, შემდეგ საკურთხეველთანაც შეჰფიცეს ერთმანეთს სამუდამო ერთგულება და სიყვარული .მართლაც ულამაზესი წყვილი იყო.მათი შემხედვარე ადამიანი სიყვარულის არსებობაში დარწმუნდებოდა. ულამაზესი წყვილია და რაც მთავარია ერთმანეთისგან ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან და სწორედ ეს ქმნის მათ საოცარ სიყვარულს. ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს სჭირდებიან . უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ ისევე როგორც ცა და დედამიწა. ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ ეს უსაზღვრო და გიჟური სიყვარულია. ორი გიჟის სიყვარული. ტაძრიდან ხელში აყვანილი გამოიყვანა აჩიმ ემილია და გარეთ სიურპრიზიც დაახვედრა.
-აჩი, სერიოზულად? მგონი მეჩვენება-თვალები დახუჭა ემილიამ იმ იმედით რომ ელანდებოდა მაგრამ გახელის შემდეგ ისევ იქ დახვდა ულამაზესი თეთრი ცხენი.-ცხენი საიდან მოიყვანე?-აღტაცებას ვერ მალავდა ემილია და მისკენ გაემართა და მოფერება დაუწყო
-ვიცი რომ ლამაზი ცხენია მაგრამ მის გამო ქმარი არ უნდა დაივიწყო-მოაკლდა თუ არა ემილია ყურადღება მაშინვე აბუზღუნდა
-ჩემი ბუზღუნა,ჩემი ბუტია და ჩემი ერთადერთი-მიესიყვარულა ემილია. აჩიმ ხელში აიტაცა და ცხენზე შემოსვა თავადაც უკან მიუსკუპდა და განკარგულებაც გასცა-თქვენ უკან გამოგვყევით-უთხრა ნიკას
-არის სერ- რევერანსით დაემშვიდობა და მანქანებში მოაკალათა ცოლ-შვილი.
მთელი ქალაქი გაოცებული შეჰყურებდა ცხენით მიმავალ წყვილს და მათ უკან მყოფ მოსიგნალე მანქანებს. აღტაცებას ვერავინ მალავდა .მივიდნენ რესტორანში და მთელი ღამე ამ მშვენიერი დღით ტკბებოდნენ. შემდეგ კი აჩიმ ემილია ქორწილიდან წაიყვანა და ყველასგან ჩუმად დაგეგმილ თაფლობისთვეში ამოყვეს თავი ულამაზეს სანაპიროზე.
-აჩი, მაოცებ
-რატომ?
-ამდენი როგორ მოიფიქრე?
-მიყვარხარ სულელო და შენმა სიყვარულმა მომაფიქრებინა ამდენი თორემ ადრე დახშული მქონდა ფანტაზია-საყვარლად ჩასჩურჩულა და შუბლზე აკოცა.-მზად ხარ პირველი ღამისთვის?
-პირველი ღამე უკვე გვქონდა -სიცილით უთხრა ემილიამ
-ქორწილის მერე ხომ პირველია?
-ნუ ხოო. მასე თუ შევხედავთ პირველია
-ხოდა რას უცდი მაშინ მოდი ჩემთან-თქვა და ემილიას ხელს დასწვდა და მისკენ გაქაჩა
-ნელა ველურო, ნუ შემომახიე კაბა-სიცილნარევი ხმით უთხრა აჩის და თავად დაიწყო ზორტის შეხსნა
-რაღად გინდა აბა ეგ კაბა?-ნელ -ნელა უახლოვდებოდა
-ქალების არ გესმის რა, სამახსოვროდ მინდა-გაუღიმა და ტუჩებზე ნაზად აკოცა
-მაგიჟებ ემილია-თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა და ხელები ზურგზე არსებული ზორტებისკენ წაიღო. შეუხსნა და თავადაც გაიძრო ჯერ პიჯაკი შემდეგ კი პერანგი. ხელში აიტაცა საყვარელი ქალი და საწოლისკენ წავიდნენ. ამ ღამეს მათმა სიყვარულმა „ოფიცილაურად“ იზეიმა.


(ოცდამესამე თავი)

ქორწილის შემდეგ :
-როგორ გაიპარნენ ეგ მაიმუნები-ეუბნება ნიკა მარიამს
-აბა? საზიზღრები არიან არც გვითხრეს-სიცილით ამბობს მარიამი
-კარგა ხანს დამბრუნებლები არ არიან.
-დაურეკე რა რას შვებიან?
-რას უნდ აკეთებდნენ შენც მაგარი ხარ რა-გაეცინა ნიკას-ერთმანეთით ტკბებიან ალბათ. მე და შენ რას ვაკეთებდით არ გახსოვს
-მარიამს გაეცინა-აუ ისე ორ გიჟს ერთად რა აიტანს
-ჩვენ თუ აგვიტანა სამყარომ მათაც აიტანს
-ხო ისე მართალია-ამ საუბარში გადაღლილებს ჩაეძინათ.
აჩი და ემილია კი ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილან. არც ზარებს პასუხობდნენ ,არც შეტყობინებებს ,სრულიად მოსწყდნენ გარე სამყაროს და ტკბებოდნენ ერთმანეთით და მათი მშვენიერი სიყვარულით.
როგორც იქანა დაბრუნდნენ და მაშინვე მათთან გაჩნდნენ მარიამი და ნიკა თავიანთ უსაყვარლეს ნიცასთან ერთად.
-მობრძანდით-სიხარულით სავსე თვალები მიანათა ემილიამ კარში მდგომებს
-ღმერთო ჩემო რა ბედნიერი ხარ, თვალები გიბრწყინავს-აღმოხდა ემილიას
-ძალიან,ძალიან ბედნიერი ვარ-თქვა ემილიამ და მარიამს ნიცა გამოსტაცა ხელებიდან
-ნიცა, როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
-კაგად-ენამოჩლეფით უთხრა ნიცამ
-ჩემო სიცოცხლე, ლოგოლ მიკაქალ ნეტავ იცოდე-თავადაც იგივენაირად გაიმეორა
-ენამოჩლეფით ნუ ელაპარაკები რა.
-დამაცადე ქალო-შეუბღვირა მარიამს-უთხარი დედაშენს ნუ ერევა ჩვენს ურთიერთობაში
-მომეცი კაცო ჩემი შვილი სულ გამიგიჟებ-ხელიდან გამოსტაცა ნიცა
-კაი რა იყო კი არ ვჭამ-გაბუსხულმა ამოილაპარაკა -კაი არაუშავს. ჩემო აჩიკო-გვერდით მიუსკუპდა ემილია აჩის
-ხო ჩემო ანგელოზო-თბილად გაუღიმა აჩიმ
-შენთვის სიურპრიზი მაქვს
-რა სიურპრიზი?
-აი ეს ყუთი გახსენი-თქვა და აჩის ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა
-ეს რა არის?
-გახსენი მე რას მეკითხები-მკაცრად უთხრა და რეაქციას დაელოდა-ღმერთო ჩემო,შენ რა..-სიტყვას ვერ ასრულებდა. მეტყველების უნარი დაკარგა როდესაც ყუთში ჩაწყობილი საყვარელი, მინიატურული ფეხსაცმელი დაინახა-შენ რა ...-კიდევ ერთხელ გაიმეორა
-ხო აჩი, ორსულად ვარ-აჩიმ ამ სიტყვების გაგონებისას ემილია ხელში აიტაცა
-არ მჯერა ჩემო სიცოცხლე. როგორ გამახარე-კარგა ხანს აფრიალა ჰაერში სანამ ემილია ცუდად არ გახდა
-დამსვი აჩი ცუდად ვარ , გული მერევა-აჩიმაც სწრაფად დასვა და სააბაზანოსკენ გაქცეულ ემილიას აედევნა
-როგორ ხარ? ემილია, როგორ ხარ?-იმეორებდა კართან მდგომი
-ნუ ნერვიულობ აჩი. იცის ორსულობამ გულისრევა
-ვიცი მაგრამ მაიცნ ვნერვიულობ-ბოლთას სცემდა ოთახში როდესაც ემილია გამოვიდა-როგორ ხარ?
-კარგად ვარ ,ნუ დარდობ-საყვარლად გაუღიმა და სამზარეულოსკენ გაემართა
-უკვე ეტყობა რომ ორსულადაა-სიცილით თქვა აჩიმ
-მშია და რა გავაკეთო. ახლა ორის მაგივრად უნდა მივირთვა გენაცვალე
-რამდენი ხნის ფეხმძიმე ხარ?-წინ ჩამოუჯდა აჩი
-სამი კვირის
-ანუ..
-ხო. პირველად რომ ვიყავით იმის შემდეგ მოხდა
-აუ რა მაგარი ვარ რა-თავდაჯერებულმა ამოილაპარაკა-პირველივე ჯერზე დავაორსულე-ამის გაგონებაზე სიცილი აუვარდა ყველას ემილიას გარდა
-აჩი გითანაგრძნობ .დაიწყებს ეხლა ეს უჟმურობებს-გადახედა მარიამმა და თვალები აატრიალა
-მარიამ შენ გაჩუმდი . აჩი შენ კიდევ წადი და მოცვი მომიტანე
-მოცვი?რამე ნორმალური რომ მთხოვო არა? მარწყვი ან სხვა რამე
-ეს თვითონ არანორმალურია და საჭმელს ნორმალურს მოითხოვს
-მარიამ გაჩუმდითქო
-არის თქვენო აღმატებულებავ
-აჩი კიდევ აქ ხარ?
-მივდივარ, მივდივარ, როგორც ჩანს მთელი ცხრა თვე ტანჯვა მელის
-არა ბიჭოს-შეუბღვირა ემილიამ-ხოდა კიდევ ბევრი ჟელიბონი მინდა
-ჟელიბონი არ შეიძლება
-შეიძლება რომ გეუბნები და ნუ მაწუწუნებ ახლა
-ოხ, ხო კარგი კარგი. ოღონდ შენ ამოივსე ეგ კუჭი და მეტი არაფერი მინდა
-მე კი არა ჩემს შვილს უნდა
-აწი ყოველთვის ასე გაამართლებს ეს თავის მოთხოვნებს. ცხრა თვის შემდეგ რა გეშველება-სიცილით თქვა .
-აჩი, ბევრს ლაპარაკობ
-კაი, ხო წავედი მაინც ვერ ავიცილებ თავიდან-თქვა და ნიკაც თან გაიყოლა.ა
ერთ საათში მოვიდნენ დატვირთულები
-ეს სულ მოცვია ?-თვალები აუციმციმდა ემილიას
-არა, მაცივარს გამოვავსებ სახლში მსუნაგი გვყავს და..
-ოხ. მომეცით ჩემი მოცვი და ჟელიბონი.-წინ დაიწყო დიდი ლანგარში და წამებში მუსრი გაავლო.
-რა იყო? ასე ძალიან შია ჩემს შვილს-ემილიას მუცელს მოეფერა აჩი
-დიახაც-თქვა და ტუჩებზე ხელი მოისვა.
მთელი ცხრა თვის განმავლობაში არ ასვენებდა .ხან რაზე აგზავნიდა ხან რაზე. ბევრჯერ შუაღამითაც გაუგზავნია მაღაზიაში . თუმცა მიუხედავად ემილიას ჭირვეულობისა და ხშირად უჟმური ხასიათისა აჩის ერთხელაც არ გამოუთქვამს პრეტენზია და პირიქით ძალიან სიამოვნებდა ,რომ საყვარელი ქალის გულს ახარებდა და მის თვალებში სიხარულს ხედავდა. მოუთმენლად ელოდა როდის გაჩნდებოდა პატარა ანგელოზი. სქესი სიურპრიზად დატოვეს. ტანისამოსი კი მწვანე ფერის აარჩიეს, რომ ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც შესაფერისი ყოფილიყო და აი მოვიდა ეს დღეც.
-აჩი-მუცელზე ხელი მოიკიდა სამზარეულოდან გამოსულმა ემილიამ
-ხო რა მოხდა?
-წყალი დავღვარე ,მგონი მშობრიარობა მეწყება
-რაა? მოიცადე ახლავე ნივთებს ავიღებ და საავადმყოფოში წავიდეთ
-აჩი, დროზე მუცელი ამტკივდა საშინდლად-დივანზე ჩამოჯდა და ტკივილისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა
-ახლავე ,ახლაევე-რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩაალაგა ნივთები და ემილიასთან დაბრუნდა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ემილია ხელში აყვანილი კიბეებზე ჩაიყვანა, მარიამს და ნიკას დაურეკა და თავად კი საავადმყოფოში წავიდნენ. მისვლიდან მალევე საოპერაციოში შეიყვანეს.
-გინდათ მშობიარობას დაესროთ?-ჰკითხრა ექიმმა
-კი მინდა-საოპერაციოსკენ მიდიოდა მაგრამ ემილიამ გააჩერა
-არა არ შემოხვიდე რა-უცებ უთხრა და მუცელზე ხელი მოიკიდა-ღმერთო როგორ მტკივა-ბოლო ხმაზე ყვიროდა
-კარგი როგორც შენ გინდა .არ შემოვალ-უთხრა და შუბლზე აკოცა.
ერთ საათში უკვე ახალი სიახლით გამოვიდა ექიმი
-ექიმო როგორ არის?-პირველ რიგში ემილია იკითხა აჩიმ
-კარგად არიან ორივე დედაც და შვილიც. გილოცავთ გოგონა შეგეძინათ
-გოგო?-სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა .მიბრუნდა და ნიკას და მარიამს ჩაეხუტა
-გილოცავ ძმაო. შენც შემოუერთდი მამების საზოგადოებას-თბილად გაუღიმა და მხარზე ხელი დაადო.
-არ მჯერა რომ მამა ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი-ვერ იჯერებდა არსებულ რეალობას აჩი.
-ეჰ, რასაც ვერასდროს იფიქრებ ის ხდება ცხოვრებაში ყოველთვის. ვერ ხედავ ასეთ თავქარიან და მექალთანე ბიჭს ამ ქალბატონმა ეჟვანი ამომდო და მომათვინიერა-სიცილით თქვა ნიკამ და მარიამის მუშტიც მიიღო მხარში. ცოტახანში ემილია პალატაში გადაიყვანეს და ბავშვიც გვერდით მიუწვინეს
-რა თბილი ხარ. ჩემო ანგელოზო-ესიყვარულებოდა ემილია პატარას.მანაც განიცადა დედობრივი სიყვარული. ეფერებოდა პატარა არსებას ,რომელმაც მისი ცხოვრება გაალამაზა და ამიერიდან ამ ადამიანისთვის იცოცხლებდა ისიც.
დანარჩენებიც შემოლაგდნენ ოთახში პატარა ანგელოზის სანახავად
-ჩემო სიხარულებო-დაიძახა აჩიმ და მათკენ გაემართა.-რა პაწაწინაა-სიყვარულით სავსე თვალებით დააცქერდა აჩი შვილს
-აიყვანე ხელში
-მე რომ არ ვიცი როგორ დავიჭირო
-არც მე ვიცოდი აჩი და თუ არ ცდი ვერ ისწავლი. უბრალოდ თავი დაუჭირე კარგად-უთხრა ემილაი-მარი ,დააჭერინე რა
-აი ასე უნდა -მიაწოდა ბავშვი აწ გამოცდილმა დედამ, მარიამმა და დაეხმარა აჩის თავი კარგად დაეჭირა.
ენით აღუწერელი გრძნობა განიცადა აჩიმ ბავშვის დაჭერისას. მისი სისხლი და ხორცი , მისი და ემილიას სიყვარულის ნაყოფი ეჭირა ხელში და ხვდებოდა რომ ამ საჩუქრისთვის ემილია ორმაგად შეუყვარდა.
-რა დავარქვათ?-მოულოდნელად დაებადა კითხვა აჩის
-არ ვიცი შენ მოიფიქრე. სქესი რადგანაც არ ვიცოდით შენი მოთხოვნით სახელიც ვერ მოვიფიქრე.
-მე მინდა რომ დედაშენის სახელი, ანამარია დავარქვათ.
-დარწმუნებული ხარ? დედაშენის სახელი რომ დავარქვათ არ გინდა? ან რაიმე სხვა?
-მე დედაჩემი არ მახსოვს და შენ გახსოვს თან ვიცი როგორც გენატრება და მინდა რომ მისი სახელი ერქვას ჩვენს გოგონას.
-კარგი როგორც გინდა.
რამოდენიმე დღეში წამოვიდნენ საავადმყოფოდანაც და ბავშვიც მონათლეს.უბედნიერესი იყო ორივე. ოჯახში ახალი წევრი გაჩნდა და ყველა თავს ევლებოდა. ემილიას და აჩის სიყვარულს აღარაფერი ემუქრებოდა რადგან მან ნაყოფი გამოიღო და ეს ნაყოფი ანამარია ყიფიანია.



№1  offline წევრი Mia_smith

რავიცი ისეთი შოკირებული ვარ.....კომენტარსაც ვერ ვფიქრობ რა დაგიწეროო heart_eyes როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ kissing_heart

 


№2  offline წევრი buterfly

Mia_smith
რავიცი ისეთი შოკირებული ვარ.....კომენტარსაც ვერ ვფიქრობ რა დაგიწეროო heart_eyes როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ kissing_heart


ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. შენი კომენტარებით მუდამ მახარებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent