შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (ოცდამეოთხე თავი) დასასრული


3-09-2017, 21:01
ავტორი buterfly
ნანახია 2 144

ორი წლის შემდეგ.
-მოდი ჩემთან, ხო ,ხო აი მასე-აჩი და ემილია ცდილობენ ბავშვს გავლაში დაეხმარონ.-ხოო, შენ ეს გამოგივიდა-აჩიმ ბავშვი ხელში აიტაცა
-ჩემო ყოჩაღო-მიესიყვარულა ემილიაც
-ჩემი გოგო ყველაზე ყოჩაღი და ლამაზია ხომ,ჩემო ცისფერთვალება.თვალები დედამისის აქვს-ემილიას გადახედა აჩიმ
-თმა აქვს შენნაირი სამაგიეროდ. ყავისფერი კულულა თმა .
-მაგიტომაცაა ლამაზი მე რომ დაგვემსგავსა-სიცილით უთხრა აჩიმ
-ემილიამ ხელი თავზე მოიკიდა და წაბარბაცდა
-კარგად ხარ?
-კი.უბრალოდ თავი შეუძლოდ ვიგრძენი უცებ.
-მიდი ჩამოჯექი და დაისვენე. მერამდენედ დაგემართა ასე უკვე. წინა კვირაში გონებაც დაკარგე. ექიმთან მივიდეთ რა-მუდარის თვალებით შეხედა აჩიმ
-არა რად მინდა ექიმი?კარგად ვარ და ამაზე საუბარი მორჩეს, უბრალოდ გადაღლილობის ბრალია. ანამარია როდის წავიყვანოთ ბაგა-ბაღში?-საუბრის თემა შეცვალა ემილიამ
-უკვე დავარეგისტრირე და ხვალიდან გავიყვან
-უი რა კარგია. სჯობს აქედანვე შეეჩვიოს ბავშვებს,რომ მერე კომუნიკაციის დამყარება არ გაუჭირდეს
-ხო მართალი ხარ როგორც ყოველთვის-თბილად გაუღიმა ცოლს და ლოყაზე აკოცა
-მომიყვანე ბავშვი უკვე მოსაღამოვდა და დავაძინებ
-შენ დაისვენე მე დავაძინებ
-დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?
-კარგი ემილია ნუ ფორიაქობ, პირველად ხომ არ ვაკეთებ?!
-ხო რავი ,მაინც
-დაისვენე შენ სჯობს
-კარგი ხო-გაუღიმა და დივანზე ჩამოჯდა.
საკმაოდ დიდხანს მოუნდა აჩი პატარა ჭირვეულის დაძინებას და როგორც იქნა მოახერხა.
-დაიძინა?
-ხო. სულ შენ გგავს რა. ისეთი ჭირვეულია ვერაფერს გააგებინებ.
-შენ რა არ ხარ ჯიუტი?-სიცილნარევი ხმით ჰკითხა ემილიამ
-ნუ ხო მაგრამ შენ უფრო.
-ორივე სვანები ვართ და შესაბამისად ჯიუტები. ანამარია რაღა იქნება. დაგვტანჯავს-თავში ხელი შემოირტყა ემილიამ
-არაუშავს ერთად გავუძლებთ მაგის ხუშტურებს-უთხრა და გვერდით მიუსკუპდა-არ გინდა ჩემთან?
-შენთან?რას გულისხმობ?
-ვითომ ვერ ხვდები ქალბატონო. მომენატრე. ბოლოს როდის ვიყავით ერთად აღარც მახსოვს
-არც მე. ამ პატარა ონავარის გადამკიდე
-ხოდა მოდი ახლა ჩემთან-უთხრა და ერთი ხელის მოსმით ზემოდან მოექცა ემილიას და მის ტუჩებს დააცხრა-ძალიან მომენატრა შენთან ყოფნა ემილია
-მეც ძალიან-კოცნაში აჰყვა ემილიაც.-მაგრამ მეშინია არ გაეღვიძოს
-ნუ გეშინია .არ გაეღვიძება
-რა იცი?
-ვიცი .მე ყველაფერი ვიცი-უთხრა და მაისური გადააძრო-ჩემო ლამაზო, რა სასიამოვნო სურნელია. ისევ ჟასმინის სუნამო გასხია ხომ?
-ისევ გახსოვს?
-რა დამავიწყებს. ეს სურნელი მუდამ შენს თავს მახსენებს-კოცნას განაგრძობდა და თავადაც გადაიძრო ზედა და ახლა ემილიას შარვალს დასწვდა. ცოტახანში ორივე შიშველი ტკბებოდა ერთმანეთის კოცნით. გული იჯერეს და დივანზე მისავათებულები მიესვენენ.
-ხომ არ დაგვეძინა?ხვალ ბავშვი გვყავს წასაყვანი
-ახლა ძალიან ტკბილად დამეძინება ჩემო ანგელოზო-უთხრა აჩიმ და კიდევ ერთხელ დაეწაფა საყვარელ ტუჩებს
-კარგი გეყოს. რით ვერ იჯერე გული?
-შენი კოცნით ვერასდროს გავძღები გესმის ვერასდროს.-თქვა და ემილია საძინებელში ხელშიაყვანილი შეიყვანა. ერთმანეთზე მიხუტებულებმა დაიძინეს და დატკბნენ ამ ღამით. დილით კი მაღვიძარამ დარეკა თუ არა ორივე სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან. პატარა ქალბატონი გამოპრანჭეს და გაამზადეს ბაღში წასასვლელად. აჩიმ ჯერ ემილია მიიყვანა სამსახურში შემდეგ კი პატარა დატოვა და თავადაც გაუდგა გზას სამუშაოსკენ.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა ,სანამ აჩის ტელეფონი შეუჩერებლად აწკრიალდებოდა.
-უკაცრადავა ახლავე დავბრუნდები-შეხვედრიდან გამოვიდა და ზარს უპასუხა-გისმენთ.
-ბატონ აჩის ვესაუბრები?
-დიახ მე ვარ
-იცით მე ქალბატონი ემილიას ასისტენტი ვარ ....-სიტყვას ვერ ასრულებდა
-რა მოხდა თქვი.
-ქალბატონმა ემილიამ სამსახურში გონება დაკარგა და ახლა საავადმყოფოში ვართ.
-რაა? როგორ არის? -საშინლად აღელდა აჩი
-გონს არ მოსულა ჯერ.
-ცენტრალურ საავადმყოფოში ხართ?
-დიახ
-კარგი ახლავე მოვდივარ
15 წუთში უკვე ადგილზე იყო
-სად არის?-ემილიას ასისტენტმა პალატა მიასწავლა-ემილია როგორ ხარ?
-კარგად ვარ აჩი არ ინერვიულო-ნაძალადევად გაუღიმა
-ექიმი სად არის?
-არ ვიცი აქ არ შემოსულა
-კარგი ახლავე მოვალ. შენ წყნარად იყავი ხომ-უთხრა და შუბლზე აკოცა
-ექიმო-დაეწია დერეფანში მიმავალს-ჩემი მეუღლის ემილია დონღვანის მდგომარეობა მაინტერესებს. რაიმე სერიოზულია? მეორედ დაემართა ასეთი რამ. თან სისუსტესაც უჩივის.
-ბატონო აჩი ახლა მას ყველაზე მეტად თქვენი გვერდში დგომა სჭირდება
-რას გულისხმობთ? ნუ გამაგიჟეთ
-თქვენს მეუღლეს.....
-რა ჩემს მეუღლეს? რას ვერ მეუბნებით?
-ქალბატონ ემილიას აღმოაჩნდა ბოლო სტადიის სიმსივნე თავის ქალაში-ამ სიტყვებმა აჩის ცხოვრება დაანგრია. ყველაფერი რაც მოისმინა საშინელი სიზმარი ეგონა ,მაგრამ სამწუხაროდ ეს მწარე რეალობა იყო.
-რაა?იმედია ეს ხუმრობაა
-არა .ნეტავ იყოს. თქვენი აქ მოსვლა დაგვიანებულია
-ჩემი ბრალია. ძალით უნდა წამომეყვანა საავადმყოფოში-ბოლო ხმაზე ყვიროდა და კედელს წიხლს ურტყამდა
-დამშვიდდით ამ შემთხვევაში სინანულს არანაირი აზრი აღარ აქვს
-იმედია მისი განკურნების შანსი არსებობს
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ არსებობს. ბოლო სტადიის სიმსივნე არ იკურნება.
-გთხოვთ ექიმო. ძალიან გთხოვთ ცოლი გადამირჩინეთ. -ევედრებოდა აჩი და აცრემლებულ თვალებს ექიმს არ აშორებდა
-ნეტავ შემეძოს ნეტავ.-დანანებით ამოილაპარაკა და აჩის მიუბრუნდა-ვიცი როგორი ძნელია თქვენთვის ეს ყველაფერი, რადგან ჩემი შვილიც სიმსივნით დაიღუპა ხუთი წლის წინ. თქვენს ცოლს გვერდით უნდა დაუდგეთ იმ დროის განმავლობაში რაც მას დარჩა.
-და რამდენია ეგ დრო?-აცრემლებულმა ჰკითხა ექიმს
-ვწუხვარ, მაგრამ სულ რაღაც ექვსი თვე
-რაა? მეკაიფებით? ექვსი თვე? ჩემს ცოლს ვკარგავ? ჩემს ემილიას ვეღარ ვნახავ? არა ეს სიმართლე ვერ იქნება. მე ის მჭირდება ,ანამარიას სჭირდება. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ . მე ის ძალიან მიყვარს-ამბობდა და თან თითქოს ცრემლები დახრჩობას უპირებსო. მისი ყოველი სიტყვა გულის ამოგლეჯას ჰგავდა. არ სჯეროდა რომ ადამიანს რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა მალე მას და მის შვილს დატოვებდა.-ჩემს ემილიასთან უნდა მივიდე-წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა
-თქვენი შვილის გამო გამაგრდით-მიაძახა უკნიდან ექიმმა
-მის გამო, მხოლოდ მის გამო-ესღა თქვა და ემილიასთან მომღიმარი სახით შევიდა
-რა გითხრა ექიმმა?
-არაფერი ჩემო ერთადერთო. გადაღლილობის ბრალიაო-ძლივს უთხრა აჩიმ
-ხომ გეუბნებოდი. მაშინ წავიდეთ
-ხო წამოდი-ჩაცმაში დაეხმარა და საავადმყოფო მალევე დატოვეს.
ემილია ექიმისა და აჩის საუბარს შეესწრო და ყველაფერი გაიგო ,ამ ამბავმა კი მისი ავადმყოფობა უფრო გააუარესა. ანამარიას იშვიათად ნახულობდნენ. ნიკასთან და მარიამტან ჰყავდათ დატოვებული რომ ავადმყოფი დედისთვის არ ეყურებინა.ამ ექვსი თვის განმავლობაში ვინ იცის რამდენი რამ გადაიტანა თითოეულმა. უფრო მეტად კი აჩიმ.უყურებდა მომაკვდავ ემილიას და სულიც და გულიც ორად ეხლიჩებოდა. ვერაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად და ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა. მასთან ყოფნის წამებს ითვლიდა აჩი. არ უნდოდა ერთი წამო მაინც დაეკარგა ემილიასგან შორს. გვერდიდან არ სცილდებოდა მუდამ თავს დასტრიალებდა და ცდილობდა ემილიასთვის ოდნავ მაინც ეგრძნობინებინა შვება მისი სიყვარულით, მაგრამ რამდენად იოლია ეს მომაკვდავი ადამიანისთვის.
უკანასკნელი დღე.
-აჩი.
-ხო ჩემო სიცოცხლე-ემილიას ხელი ხელში მოიქცია
-მიყვარხარ და ეს არ დაივიწყო.
-ნუ ლაპარაკობ ისე თითქოს მემშვიდობებოდე
-ეს ასე აჩი. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ-ძლივს ამოილაპარაკა და ხველება აუტყდა
-აი წყალი მოსვი. ნუ ლაპარაკობ დაისვენე
-მათქმევინე აჩი, ძალიან გთხოვ. არ მინდა რომ უბედური იყო. იცი რომ შენზე მეტად ცხოვრებაში არავინ მყვარებია და ამიტომაც მინდა რომ შენი ცხოვრება მე არ შემომწირო
-ემილია,ჯერეგერთი შენ არსად წასვლას არ აპირებ და მეორეც მართლა გგონია რომ შენს მერე სხვა შემიყვარდება? -თითქოს ეწყინა ემილიას სიტყვები-რაც არ უნდა მითხრა რეალობა ერთია ჩემი გული შენ გეკუთვნის
-აჩი, მინდა რომ ბედნიერი იყო
-როგორც ჩანს ბედმა ჩვენთვის ვერ გაიმეტა მეტი ბედნიერება და მხოლოდ ამ რამოდენიმე წლით დაგვაკმაყოფილა.-დანანებით ამოილაპარაკა .
-ძლიერი იყავი აჩი, ჩვენი ანგელოზისთვის. ჩვენი სიყვარული ანამარიაში გაგრძელდება გესმის?
-მესმის ჩემო ლამაზო, მესმის-ტირილისგან ძლივს იკავებდა თავს.-მე შენ არასდროს დაგივიწყებ
-მიყვარხარ აჩი, ეს სიყვარული მასულდგმულებდა ამდენი ხანი და ახლა თქვენ უნდა გაზარდოთ ჩემი სიყვარული-თითქოს თვალები დახუჭა
-ემილია არ დაიძინო ,ემილია
-აქ ვარ ჯერ აჩი. ასე ადვილად არ წავალ-ნაძალადევად გაუღიმა -შეგიძლია კიდევ მომიტანო წყალი?
-ახლავე ,ახლავე მოვიტან-სასწრაფოდ წამოდგა და ორ წუთში მის წინ იდგა წყლით სავსე ჭიქით ხელში.-აი მოსვი-დაალევინა და ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო
-აჩი, ანამარიას უთხარი რომ ძალიან მიყვარს და რომ ჩემი ანგელოზია
-ემილია, მაგ ყველაფერს შენ თვითონ ეტყვი გაიგე?
-გაეღიმა-მიყვახარ აჩი. სიგიჟემდე მიყვარდი ყოველთვის და ბოდიში რომ თავის დროზე ვერ შეგამჩნიე და ამდენი დრო დავკარგე ჩემი სისულელის გამო
-ის დრო რაც შენთან გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო გაიგე? და არც დასრულებულა ,ემილია. ისევ გავიმეორებთ და ჩვენს ანამარიას ერთად გავზრდით.
-აჩი-სუსტად ამოილაპარაკა და უკანასკნელი ძალებით გაუღიმა-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, უსასრულობამდე.
-უსასრულობამდე ,ემილია-უთხრა და თავი ემილიას თმებში ჩარგო. ხარბად შეისუნთქა მისი საყვარელი ჟასმინის სურნელი ,რომელსაც ემილია რატომღაც ყოველთვის თმაში ისხამდა და ამიტომაც უყვარდა აჩის მისი სურნელი ასე ძალიან.

ყველაფერი დასრულდა.

ემილია დაემშვიდობა აჩის და იცვალა ბინა.

გარდაიცვალა ,მაგრამ არ მომკვდარა .დატოვა ისინი ,მაგრამ მუდამ მათთან იქნება. სამუდამო ადგილი დაიკავა მათ გულებში და ეს უცვლელია ,ამ ადგილს მას ვერავინ და ვეღარაფერი წაართმევს. ბედმა ვერ გაიმეტა მეტი ემილიასთვის, მაგრამ რა უნდა გაემეტებინა იმაზე უკეთესი რაც მან წარმოშვა. მას ხომ ანამარია დარჩა. მისი და აჩის სიყვარულის ნათელი მაგალითი. ანამარია მაგალითია სიყვარულის ზეიმისა. აჩი ვერასდროს დაივიწყებს ემილიას ლურჯ, უძირო ,ზღვისფერ თვალებს ,ან როგორ უნდა დაივიწყოს როდესა მის ანგელოზსაც ზუსტად დედის მსგავსი თვალები აქვს, თითქოს ბუნებამ სპეციალურად დაამთხვია დედა-შვილის ასეთი მსგავსება.დროც კი ვერ წაშლის ამ ყველაფერს განსაკუთრებით კი აჩის და ემილიას სიყვარულს. ამ სიყვარულმა დროზე გაიმარჯვა.მაგრამ სამწუხაროდ ყველა ძლიერ სიყვარულს ბედნიერი დასარული არ აქვს. ეს ყველაფერი არ იყო ზღაპარი და არც ჩვენ ვართ ფილმის პერსონაჟები ამიტომაც დავუბრუნდეთ რეალობას .ყველა ისტორია HAPPY END-ით არ მთავრდება.დამთავრდა ისტორია მაგრამ არა ეს სიყვარული .ის ანამარიაში აგრძელებს სიცოცხლეს.

-დედა ლამაზი იყო ხომ?-ჰკითხა დედის დაფლავის წინ მდგომმა 10 წლის ანამარიამ აჩის.
-ულამაზესი იყო. ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლურჯი თვალებით და უკეთილშობილესი სულით. უძლიერესი ადამიანი იყო-ტკივილნარევი გრძნობა ამოაყოლა მის ყოველ სიტყვას აჩიმ
-ძალიან გიყვარდა?
-არ მიყვარდა .ის ახლაც მიყვარს და მუდამ მეყვარება-ბავშვის წინ ჩაიმუხლა და ერთადერთ საჩუქარს რაც ემილიასგან დარჩა მაგრად მოჰხვია ძლიერი მკლავები.



ალბათ ბევრი არ ელოდა მსგავს დასასრულს ,მაგრამ რატომაღაც ასე გადავწყვიტე. იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Mia_smith

ვაიმეეეე ღმერთო sob ამ დასტრესილ ბავშს კიდევ ეს მინდოდაა??წაიმჩემი გული ამ მოხრობამ და ეგაა...მაგრამ სხვანაი დასასრულ საკმაოდ ბანალრი იქნეოდა ასე რომ საუკეთესო ავტორის საუკეთესომოთხრობის გამაონებელინფინალიი იყოო ესს heart_eyes

 


№2  offline წევრი buterfly

Mia_smith
ვაიმეეეე ღმერთო sob ამ დასტრესილ ბავშს კიდევ ეს მინდოდაა??წაიმჩემი გული ამ მოხრობამ და ეგაა...მაგრამ სხვანაი დასასრულ საკმაოდ ბანალრი იქნეოდა ასე რომ საუკეთესო ავტორის საუკეთესომოთხრობის გამაონებელინფინალიი იყოო ესს heart_eyes


უღრმესი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის საყვარელო. ამ მოთხრობის წერის განმავლობაში უდიდეს სტიმულს მაძლევდი . მადლობა რომ ჩემი ერთგული მკითხველი იყავი. მეტიც შენს კომენტარებს იმდენად შევეჩვიე ,რომ ვერ ვხედავდი მიკვირდა smile heart_eyes

 


№3 სტუმარი gggg

Yvelaferi momewona magram 20 wlis mere anamaria kide patara rogor ari?

 


№4  offline წევრი buterfly

gggg
Yvelaferi momewona magram 20 wlis mere anamaria kide patara rogor ari?



10 წლის არის ანამარია ბოლო მომენტში და არსად არ წერია რომ 20 წლის შემდეგ ხდება სიტუაცია

 


№5 სტუმარი gggg

[quote=gggg]Yvelaferi momewona magram 20 wlis mere anamaria kide patara rogor ari?[/quote

Ui shemesgala ori wlis shemdeg yofila dzaàn momewona magram ai dasasruli

 


№6  offline წევრი buterfly

[quote=gggg][quote=gggg]Yvelaferi momewona magram 20 wlis mere anamaria kide patara rogor ari?[/quote

Ui shemesgala ori wlis shemdeg yofila dzaàn momewona magram ai dasasruli[/quote]

როგორც ჩანს დასასრულმა შენი მოწონება ვერ დაიმსახურა

 


№7 სტუმარი Guest თაკო

აუ რატო დამთავრე ესე

 


№8  offline წევრი buterfly

Guest თაკო
აუ რატო დამთავრე ესე


მოულოდნელობის ეფექტი

 


№9 სტუმარი Maria

ძალიან ბევრი ვიტირე მაგრამ ძალიან მაგარი მოთხრობის ძალიან მაგარი დასასრული იყო ეს თავი❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent