შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკვლელი IX თავი


3-09-2017, 22:07
ავტორი Tekla99
ნანახია 1 824

-ოჯახი? ამ სიტყვის მნიშვნელობა დიდიხანია დამავიწყდა. არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და ბედნიერი დის როლი ვითამაშო. შენ გარდა ისედაც ბევრი პრობლემა მაქ, არვიცი შეიძლება დრომ ყველაფერი შეცვალოს. ახლა უნდა წავიდე. ნახვამდის.
ახლა სანდროსთვის ნამდვილად არ ეცალა, დიმაზე რამე უნდა გაერკვია და ამის ერთადერთი საშუალება გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო. ოფიცერს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-მზად ვარ დიმას დაჭერაში დაგეხმაროთ.
-კარგი საქმეს დღესვე შევუდგეთ. არ მაინტერესებს ეს რამ გადაგაწყვეტინა, მაგრამ იცოდე თუ ჩვენ ღალატს გადაწყვეტ.
-მემუქრებით?
-არა უბრალოდ გახსენებთ, რომ გერმანიაში ძმა და ძმიშვილები გყავთ.
-ვიცი ვინც მყავს. კბილებიდან გამოსცრა სარამ, არ ესიამოვნა ამგვარი მუქარა. -ხვალ ახალიწელია, ბავშვებს შევპირდი, რომ ახალწელს მათთან ვიქნებოდი ახალიწლის მეორე დღესვე თქვენ სამსახურში ვიქნები.
-კარგი შევთანხმდით. გეგმას შეგატყობინებთ.
ამ ბავშვებისთვის ეს ახალი წელი ნამდვილად სასწაული იყო. სრულყოფილი, არაფერი აკლდა. საშობაო ვახშამზე ბევრი იმხიარულეს. მეორე დილით ნაძვისხესთან საჩუქრებიც დახვდათ. სარა ხვდებოდა, რომ მათგან განშორება ძალიან უჭირდა, არ უნდოდა მათი პატარა გულები გაეტეხა და ოჯახიდან ისევ ბავშვთა სახლში ამოეყოთ თავი.სამი ძიძადაიქირავა და მათ დაუტოვა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ იმედი მაინც ქონდა, რომ დიმასთან ერთად სულ მალე დაბრუნდებოდა. სახლის კარი თვალცრემლიანმა და ნაღვლიანმა გაიხურა, ტელეფონი ამოიღო და ოფიცერს დაურეკა.
-მზად ვარ. წინადადება დასრულებული არ ქონდა მანქანით, რომ მოაკითხეს.
-გეგმას გადახედეთ. უთხრა ოფიცერმა და ფურცლები კალთაში ჩაუყარა. -მისმინეთ, მათ ადგილსამყოფელს მივაგენით, უფროსწორედ მათი დაჯგუფების ნაწილს. მათთან შეგგზავნით და მათიანი გახდებით, დიმას უთხარი, რომ იქ მის დასახმარებლად ხარ და სხვასთან ისე მოექეცი თითქოს არ იცნობ. მოსასმენ აპარატს დაგიყენებთ, ასევე ვიდეოთვალს.
-კიდევ არის რამე?
-ეჭვი,რომ არ შეიტანონ მათი დავალებების შესრულება მოგიწევს.
-ანუ?
-ანუ შეიძლება კაცის მოკვლა დაგავალონ, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიო.იარაღის სროლა შეგიძლია?
-შემიძლია. ირონიული ღიმილით უპასუხა სარამ, მაგრამ ეს ირონია უფრო თავისთავს მიუძღვნა, ვიდრე ოფიცერს.
-კარგი აქ აღჭურვილობით მოგამარაგებენ.
არ იცოდა რას იზამდა, არ იცოდა ძმას აირჩევდა თუ შეყვარებულს, არც ის იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ უმოქმედოდ ყოფნა არ შეეძლო.
ორ დღიანი ძებნის შემდეგ დიმას სოროსაც მიაგნო. დიმასგარდა იქ ოთხო კაცი მყოფებოდა.
სარას დანახვაზე დიმას სახე აელეწა. მიხვდა საქმე რაშიც იყო და სიხარულის ნაცვლად გაბრაზდა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? დაიღრიალა დიმამ.
-დიმა დამშვიდდიი. იქნებ ცალკე გავსულიყავით. უთხრა და გარშემომყოფებს გადახედა.
ოთახში რომ გავიდნენ,სარამ თვალებით მოსასმენ აპარატზე ანიშნა, დიმა ოსტატურად შეეხო მის პერანგს და გახდა დაუწყო, რადგან "შემთხვევით" აპარატი გაენადგურებინა, სარაც აყვა და აკოცა. შემდწგ ვიდეო თვალზე ანიშნა და დიმამ ისიც ასე ოსტატურად და ფრთხილად მოაშორა.
-ახლა შეგიძლია რაც გინდა ის თქვა. უთხრა სარამ.
-ახლა ლაპარაკი აღარ მინდა. უთხრა და სარას ტუჩებს დაეწაფა. მონატრებული სარაც აჰყვა გრძნობებს.
ამ ტკბილი ღამის შემდეგ სარას საუბრის დაწყება ეძნელებოდა, არ იცოდა საიდან დაეწყო. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს კითხვის უფლება არ ქონდა, თითქოს დიმა მისი არც იყო, თითქოს მისი ეშინოდა. ძლივს გაბედა ხმის ამოღება.
-გღვიძავს? კითხა ჩახლეჩილი ხმით.
-კი.
-დიმა... ძლივს ძლივობით ლაპარაკობდა სარა. - არ მომიყვები რა მოხდა?
-სარა...სარა... არაფერი არ მომხდარა, ამ საქმეს მტენიან უბრალოდ.
-რატომ?
-ასე უნდათ და მაგიტომ.
-დიმა მომიყევიი!! სიტყვებს ძლიბს გლეჯდა დიმას პირიდან, ამან მოთმინების ფიალა აუვსო. -ჯანდაბა დიმა სასწორზე ჩემი ძმის ბედი დევს.
-შენ ჯერ ვერაფერს მიხვდი ხო?
-რას უნდა მიმხვდარიყავი?
-მართლა ასეთი მეამიტი ხარ?
-დიმა ამიხსნი თუ არა რახდება?!
-სარა... საწოლიდან წამოიწია დიმა. -შენი აზრით შენ ძმას ფული საიდან აქ?
-ფონდი... მემკვიდრეობა.
-ჩჩშშ. პირზე სიცილით მიაფარა ხელი სარას, მერე ბალიშზე დაეხეთქა და სიცილი განაგრძო.
-გეყოფა. უთხრა გამწარებულმა სარამ და მკერდში მუშტი ხია.
-სარა, ჩემით და შენით შენ ძმამდე უნდათ რო გავიდნენ. მათ არც მე ვჭირდები და არც შენ.
-მათ? ვის?
-პოლიციას რა თქმა უნდა.
-ანუუ?? დიმა ნუ მაწვალებ.
-შენი ძმა ბინძურ საქმეებშია გარეული და ახლა პოლიცია ამ საქმეებამდე მიძრომას ცდილობს. ეს საუკუნო გამოძიება იქნება, უბრალოდ უნდა დაიწყოს. შენ ძმას სანაცნობო ყავს მთავრობაშიც , სწორედ ამიტომ ცდილობენ როგორმე შენ ძმამდე გავიდნენ, ისე უბრალოდ უფროსობა არ მისცემს ნებას.
-უნდა გავაგებინო. თქვა გაფითრებულმა სარამ და საწოლიდან წამოდგა.
-მოიცადე... შესძახა დიმამ და სარა გააჩერა.
-ეს შენი ომი არაა, ეს შენი ძმის ომია. ამ სიტყვებმა სარა გაამწარეს, ფეხზე წამოტა და ჩაცმა დაიწყო.
-უნდა დავეხმაროო.
-სარა დაანებე თავი ბევრ ცუდ საქმეშია გარეული.
-და ფონდზე რაღას იტყვი ისიც გავწირო, ჯანდაბა მე საავადმყოფოს ასაშენებლად ამხელა მსხვრეპლზე მიწევს წასვლა როცა ამდენი ქონება მეკუთნის.
-რა თქვი? ხმა ჩაუწყდა დიმას.
-რა? ვერ მიხვდა სარა.
-გაიმეორე...!!
-ამდენი ქონება მეკუთნის? ხო ფონდი მეც მეკუთნის ისევე როგორც სანდროს.
-არა არა ეგ არა. თქვა დიმამ და სახეზე ცინიკური ღიმილი აუთამაშდა საწოლიდან ნელა წამოდგა და სარასთან მივიდა.-შენთვის ჩემთან ყოფნა მსხვერპლია არა? ეს სიტყვები სიმწრით გამოსცრა კბილებიდან. - მეგონა შენთვის ამაზე მეტი ვიყავი, მაგრამ შენგან რას უნდა ველოდე ცივსისხლიანი ხარ, ისევე როგორც შენიძმა და შენი მშობლები. თქვენი ოჯახის რომელიმე წევრისგან რას უნდა უკეთესის მოლოდინი არუნდა გქონდეს.
-დიმა მაპატია, ეს არ მოგულისხმია. თქვა სარამ დაბნეულმა და ვერ მიხვდა მის ოჯახს რას ერჩოდა, რაღაც ამბავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამას ვერ კითხავდა, სანდროსთან ნდა წასულიყო და უნდა გადაერჩინა.
უპასუხოდ დარჩენილი სარა გარეთ გავიდა. ოთახში მარტო დარჩენილი დიმა ერთხანს გაქვავებული იდგა, მერე ვისკი დაისხა და საწოლზე წამოწვა, მიხვდა ბევრი მოუვიდა, ამდენი არ უნდა ეთქვა. ან სად გაუშვა მარტო, მისთვის ხომ ის სულერთი არ იყო, ასე რატომ მოექცა? სასწრაფოდ ჩაიცვა და სარას მოსაძებნად წავიდა.
გულნატკენი სარა გზაზე მიდიოდა და ტიროდა, გაძლიერებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, დიმას სახე ახსენდებოდა, ნუთუ მათი ურთიერთობაც ლუკას მსგავსად უნდა დასრულებულიყო...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს რხ ცოტაა იყო, კარგი რააა. უცებ შემომეკითხა. ჯობია უფრო დააგვიანო და გაცილებით დიდი თავი დაადო. ძალიაან მომწონს ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent