დაქირავებული მკვლელი VIII თავი
-უცნაური? არაფერი. ღამე გვეძინა, დაურეკეს, ჩაიცვა და წავიდა. არაფერი უთქვამს,მაგრამ ის დამნაშავე არაა ზუსტად ვიცი. -100%_ით თავს ნურავიზე დადებთ, ჩემი კეთილი რჩევა იქნება. უთხრა ოფიცერმა და ოთახიდან გავიდა. -ამ გოგოს დაკითხვა დავასრულე, შეგიძლიათ გაუშვათ. უთხრა ვიღაცას დერეფანში. ჯაფარიძეების ფონდიო? დიმა დამნაშავე? სახლში ხუთი ბავშვი ელოდება და მათ საახალწლოთ იმედი არ უნდა გაუცრუოს. რამდენ რამეზე აქვს საფიქრი. სახლში მივიდა, შხაპი მიიღო და კარგად გამოძინება გადაწყვიტა, როცა პირზე ვიღაცამ ხელი ააფარა. -ჩჩჩ... მე ვარ! მოესმა ნაცნობი ხმა სიბნელეში და ხმას დაუჯერა. -დიმაა? გაოცებისგან შეკრთა. -მომენატრე. უთხრა სარას და აკოცა. -ახლავე ყველაფერი ამიხსენი. -მაპატიე სარა, მაგრამ ახლა ამისდრო არ არის, არავის უთხრა,რომ მნახე. -კარგი, მაგრამ მითხარი მართლა დამნაშავე ხარ? -შეიძლება ვარ შეიძლება არა, ახლა ამაზე ვერ გიპასუხებ. -არ მენდობი? -არა არა, გენდობი... მისმინე ახლა უნდა წავიდე, ცოტა მოიცადე და ყველაფერს მოვაგვარებ კარგი, ბავშვებს მიხედე და პირობა შეუსრულე, მალე დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება. შუბლზე აკოცა და სარამ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ისე გაუჩინარდა. გაოგნებული დარჩა სარა, ოფიცრის ნათქვამი გაახსენდა და მართლაც ამ საუბრის შემდეგ აღარ იყო დარწმუნებული დიმას უდანაშულობაში. მთელი დღე ბავშვებთან გაატარა, საღამოს კი სახლში ოფიცერი მოადგა. -ქალბატონო სარა შენმა შეყვაებულმა ამერიკის ელჩის შვილი და მისი ორი მეგობარი მოკლა, ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის დაჭერაში უნდა დაგვეხმარო. -გამორიცხულია! უთხრა სარამ მოკლედ და კონკრეტულად. -შენი პასუხი ესაა? -დიახ. -დარწმუნებული ხარ? -დიახ, ახლაკი გთხოვთ. და კარისკენ მიუთითა. -ფრთხილად იყავით. კმაყოფილი და მუქარით სავსე ღიმილით შეხედა სარას. მეორე დღეს გადაწყვიტა, ჯაფარიძეების ფონდზე გაერკვია ყველაფერი. დილიდან გავიდა საძებნელად და შუადღისკენ მიაგნო კიდეც ოფისს, ბერლინის გარე ნაწილში მდებარეობდა, საკმაოდ ელიტარულ უბანში. ოფისში შევიდა და ფონდის დაარსების შესახებ იკითხა, ახალგაზრდა გოგომ სიამოვნებით გაუწია მეგზურობა. -ეს ფონდი 25წლის წინ დაარსეს ედვარდ და ელენე ჯაფარიძეებმა, ცოლ-ქმარი იყვნენ. დედ-მამის სახელის ხსენებაზე სარა შეკთა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია. -მათი გარდაცვალების შემდეგ ფონდს საბჭო მართავდა, მაგრამ შემდეგ მემკვიდრეც გამოჩნდა სანდრო ჯაფარიძე, აქ კი მათი მეორე შვილის სარა ჯაფარიძის მემორიალია. უთხრა და სარას მტრედების ძეგლი დაანახა, რომელთანაც ყვავილები იდო და სანთლები ენთო. სარამ პირი დააღო, მაგრამ არც ახლა შეიმჩნია რამე. გოგონამ ისევ განაგრძო, ჩვენი ფონდის მფლობელობაშია 70საავამყოფო, 33 ბავშვთა სახლი და 10 ცხოველთა თავშესაფარი. სარაა გაკვირვებული უსმენდა, მას ამდენი რამე ეკუთვნის და ამდროს საავადმყოფოს ასაშენებლად რაზე მოუწია დათანხმება, თანაც საფლავიც ქონია, გოგონას მიუბრუნდა და უთხა შეგიძლიათ თქვენუ უფროსი მანახოთ მინდა საავადმყოფოსთან დაკავშირებით რაღაც ვუთხრა. -ვკითხავ თუ ცალია, უფრო ზუსტად რა გადავცე? -გადაეცით, რომ საქართველოდან ვთხოვთ უფასო საავადმყოფოს დაფინანსებას. -კარგით ახლავე გადავცემ. გოგონა უკან მალევე დაბრუნდა და სარას სანდროს კაბინეტისკენ გაუძღვა. -შებრძანდით, ბატონი ალექსი გელოდებათ. "ალექსი"? თვალები გაუფართოვდა სარას, თავის ძმა ბოლოს, რომ ნახა სანდრო ერქვა. ოთახში შევიდა და ხმის ამოღება ვერ შეძლო, უნდოდა ეთქვა შენი და ვარო, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, ისეთი ძლიერიც ვერ ყოფილა როგორიც ეგონა. -მობრძანდით. უთხრა სანდრომ და სკამისკენ ანიშნა. "მობრძანდით"? თავის ძმასთან შეხვედრა ყოველთვის სხვაგვარად წარმოედგინა, მაგრ ახლა იდგა და არც სიყვარულს გრძნობდა და არც მონატრებას. გაუაზრებლად დაჯდა სკამზე. -აბა გისმენთ? გამეცანი. ვინ ბრძანდებით? რა გნებავთ? -ლიკა შელია. თქვა რაც პირველი მოუვიდა თავში ის. -ალექს ჯაფარიძე. ანუ ქართველიხარ არა, მაშინ ქართულად ვისაუბროფ. უთხრა და ხელი გაუწოდა. სარამ ხელი ჩამოართვა და ამ შეხებამ ნამდვილად შეაძრწუნა, ყველაფერი გაახსენდა, როგორი თბილი და-ძმა იყვნენ, როგორ თამაშობდნენ, ახლა კი ერთმანეთისთვის უცნიბები იყვნენ. -მე... აღევება დაეტყო სარას. -მე მინდოდა საავადმყოფოს დაფინანსება მეთხოვა. -მომიყევით ამ საავადმყოფოზე. რამდენიხანია არსებობს? ვინაა მფლობელი? რასახის მკურნალობაა თქვენთან შესაძლებელი? -იცით ის ჯერ მხოლოდ შენდება. ამ დროს კაბინეტში პოლიციელები და ის ოფიცერი შემოვიდა სარა, რომ დაკითხა. -უკაცრავად რა ხდება? იკითხა აღშფოთებულმა სანდრომ. -ქალბატონო სარა ჯაფარიძე თქვენ დაპატიმრებულიხართ ეჭვმიტანილთან თანამშრომლობისთვის? -რა? ერთდროულად იკითხა სარამ და სანდრომ. -შეგვატყობინეს, რომ თქვენთან იმყოფებოდა დიმიტრი ვასილევსკი, ასევე ინფორმაცია მივიღეთ,რომ მისი ადგილსამყოფელიც იცით. გთხოვთ წამობრძანდეთ. -სარაა?! არცერთი სიტყვა აღარ გაუგია სანდროს. -ერთი წუთით. გააჩერა პოლიციელწბი,რომლებსაც სარა მიყავდათ. -სარა რატომ არ მითხარი?! -ახლა ამის დრო არაა სანდრო, წავედით! თქვა და სარა განყოფილებაში გადაიყვანეს. სარა საკანში იჯდა და დღევანდელ შეხვედრაზე ფიქრობდა. ნუთუ აქამდე თავის ძმას მკვდარი ეგონა? ვერ მოძებნა? ნუთუ არ ეცადა? ან დიმა სად იყო? თვითონ რა ბედი ეწეოდა? ამ ფიქრებში იყო გართული საკნის კარები, რომ გააღეს. -გირაოთი განთავისუფლდით შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ოღონდ იცოდეთ ქალაქიდან გასვლის უფლება არ გაქვთ. გარეთ სანდრო ელოდა, სარა როგორც კი წამოიყვანეს სანდროც უკან გამოყვა, თავდებში დაუდგა და გირაო გადაუხადა. -სარა მოიცადე! დაუძახა სწრაფინაბიჯებით მიმავალ სარას. -მადლობა არ იყო საჭირო. უთხრა სარამ უხეშად და გზა განაგრძო. ამ ჟესტით ეცადა გრძნობები დაემალა. -სარა გაჩერდი, სალაპარაკო გვაქ. -რა გინდა? მკაცრი ტონით კითხა სარამ და თვალებში შეხედა. -სარა ამდენიხანია არ გინახივარ ნუთუ ასე უნდა შემხვდე? -"ასე" ? როგორ? იცი მთელი ეს წლები გეძებდი, შენ? შენ რას აკეთებდი? საერთოდ ეცადე ჩემ მოძებნას? -სარა ვეცადე! ვეცადე! ყოველდღე გეძებდი, მაგრამ ვიღაცას არ უნდოდა, რომ მეპოვე, მითხრეს, რომ მოკვდი, მითხრეს, რომ ჩვენი მშობლების მკვლელმა შენც მოგკლა. -აქედან უნდა წავიდე დიმა უნდა ვიპოვო. ყურადღების გადატანა სცადა სარამ, მაგრამ რატომ თვითონაც არ იცოდა. -სათქმელი არაფერი გაქ? -სათქმელი? იცი უცხო კაცთან ცხოვრებას დავთანხმდი, რომ საავადმყოფოს ასაშენებლად ფული მეშოვა და შენ თურმე... -სარა ჩემი ბრალი არაა შენ,რომ ასეთმა ცხოვრებამ მოგიწია, მაგრამ ახლა ყველანაირად ვეცდები, რომ ყველაფერი მოგცე. -ყველაფერს ვერ მომცემ. იმას ვერ მომცემ, რაც მე მჭირდება. -რა გჭირდება? უკვე ყვირილზე გადავიდნენ. -არვიცი არაა! ყვიროდა და თან ტიროდა. -დედა მჭირდება, მამა, ოჯახი, სითბო, სიყვარული მჭირდებაა.... მჭირდება.... ბოლო ხმაზე ყვიროდა და ცრემლები სდიოდა სარას. მერე გაჩერდა და სანდროს შეხედა, განადგურებული რომ იდგა და სარას თვალცრემლიანი უყურებდა. -მეც მჭირდება სარა, მეც. ჩემთან წამოდი ცოლი და ორი შვილი მყავს. ჩვენ გვჭირდები, მე მჭირდები სარა. მე ვარ შენი ოჯახი. აბა რას ფიქრობთ ამ თავზე? მოგეწონათ სარას ძმის პერსონაჟი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.