შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(VIII თავი)


4-09-2017, 00:42
ავტორი nina.d.
ნანახია 3 188

გაშტერებული ვუყურებდი კართან მდგარ გაბრიელს, რომელსაც თაიგული ეჭირა ხელში. თავზე ხელს ნერვიულად ისვამდა და დაბნეული თვალებით შემომცქეროდა.
-აქ რას აკეთებ?_ვკითხე გონს მოსულმა და მზერა გავუსწორე.
-უბრალოდ მოვედი._დაბნეულმა მითხრა.
-და რატომ?
-ისე უბრალოდ. არ შემომიშვებ?
-უი ხო, შემოდი._სახლში შემოვიდა, მისაღებში შევედით. გაკვირვებული სახეები უნდა გენახათ თქვენ.
-ბექა, ეს ჩემი უფროსია გაბრიელი.
-სასიამოვნოა._ბექა ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა. ორივენი დასხდნენ, გაბრიელმა ყვავილები მომაწოდა.
-ეს შენ მოგიტანე.
-მადლობა._ღიმილით ვუთხარი და თაიგული გამოვართვი.
-ქეთუშ, ყავა გაგვიკეთე რა._მითხრა ზურამ და გამიღიმა.
-გაბრიელ, შენც დალევ?
-კი. მეც წამოვალ, რაღაც უნდა გითხრა.
სამზარეულოში გავედით, მე ყავის მომზადება დავიწყე, ის კი მაგიდასთან ჩამოჯდა. ჩემ ყველა მოძრაობას აკვირდებოდა და ჩუმად იყო, შეიძლება ცოტა დაძაბულიც. სანამ წყალი ადუღდებოდა მისკენ მივბრუნდი და მომლოდინე თვალებით დავუწყე ყურება.
-იმედია კარგ ყავას ამზადებ.
-ძალიანაც მშვენიერს.
-როგორც ჩანს ბექა მოეწონათ ბიჭებს._თავი გვერძე გადახარა და ისე შემომხედა.
-იცნობენ და იმიტომ.
-და შენ მოგწონს ?_დაძაბული ხმით მკითხა. მისი შეკითხვით გაკვირვებულს თვალები გამიფართოვდა.
-კი, მომწონს ცუდი ბიჭი არ არის._ვუთხარი ღიმილით და ფინჯნებში წყალი დავასხი.
-სერიოზულად ფიქრობ?
-გაბრიელ უკვე გითხარი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება. და როგორ ვიფიქრო სერიოზულად 2 დღის გაცნობილ ბიჭზე?_თითქოს სიხარულმა გადაურბინა სახეზე, თვალები გაუბრწყინდა და ცოტა მოეშვა.
-ლამაზი სახლი გაქვს._ღიმილით მითხრა.
-მადლობა._მეც გავუღიმე და ფინჯნები ლანგარზე დავაწყე.
-ნამცხვარი გინდა?_ვკითხე გაღიმებულმა.
-თხილიანია?
-არა, რა იყო?
-თხილზე ალერგია მაქვს.
-აჰა, გასაგებია.
მაცივრიდან ნამცხვარი გამოვიღე და ერთი ნაჭერი მოვჭერი. თეფშზე დავდე და შემდეგ ლანგარზე. მისაღებ ოთახში ბავშვებთან დავბრუნდით, ბექას მივუჯექი გვერდით, გაბრიელი კი ჩემ მოპირდაპირე მხარეს ჩაჯდა სავარძელში. ერთი მხრიდან ბექა მბურღავდა თავისი მზერით, მეორე მხრიდან გაბრიელი.
-ნუციკო, დღეს ხომ დარჩები ჩემთან?_ძლივს ამოვღერღე.
-კი._ღიმილით მითხრა და მზერა ნიკაზე გადაიტანა. ნეტა ამათ ეშველოთ რამე, რა კარგი იქნებოდა. როგორც იქნა მოიფიქრა გაბრიელმა წასვლა, ბექაც წამოდგა. მე გავაცილე, კორპუსიდან, რომ გავედით ის ღლაპუცები ისევ გარეთ იყვნენ. როგორ შეიძლება ასეთი საშინელი გრძნობა გამოიწვიოს ამათ დანახვამ. ბექამ ლოყაზე მაკოცა, გაბრიელს მხოლოდ ხელი ჩამოვართვი. თავის მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.
ბიჭები წავიდნენ თუ არა, ერთ-ერთი ბირჟავიკთაგანი ჩემკენ წამოვიდა. გზა გავაგრძელე, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა. გვერდულად გადავხედე, ირონიულად ჩაიცინა, ჯიბეში ხელები ჩაიწყო და გაჩერდა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა._ხელები გულთან გადავიჯვარედინე.
-ორი ბიჭი ერთად?
-უკაცრავად? შემახსენე ერთი შენ ის ხარ ეხლა, რომ გადმოხვედი ამ უბანში?_ცოტაც და მაგ სიფათს გაგიხევ შე ავადმყოფო.
-კი.
-მაშინ ცოტა ჭკუას დაგარიგებ. ესეიგი ჯერ ერთი, შენზე უფროსი ვარ. მეორე ამ უბანში გავიზარდე და მესამე შენი ამაზრზენი აზრები შენთვის შეინახე, მითუმეტეს მაშინ როცა არ იცნობ ადამიანს. ხოდა კიდევ, პრობლემები შენს გარეშეც საკმარისი მაქვს, ამიტომ მეორედ აღარ გაბედო ასეთი რაღაცის თქმა, თორემ არ გეგონოს, რომ ბიჭებს ვეტყვი, ჩემი ხელით გაგიერთიანებ თავ-ყბას._ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა, სახეზე ფერი აღარ ედო. არა, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც არაფრის **აკი არ აქვთ და მაინც აცანცარებენ. თვალი ჩავუკარი და შენობაში შევედი. სახლში ასულს იქ მხოლოდ ნუცა და ნიკა დამხვდნენ. ოჰ ზურიკელა გაპარულა და დაუტოვია გვრიტები მარტო, ჩემი ჭკვიანი ბიჭი.
-ნიკა არ მიდიხარ?_სიცილით ვუთხარი.
-რა იყო მაგდებ?
-კი.
-ეგრე ხო, დავიმახსოვრებ.
-კარგად დაიმახსოვრე._გავუცინე და დივნიდან წამოვაგდე.
-ამას მე მიკეთებ ქეთა?
-წადი რა, გოგოებს სალაპარაკო გვაქვს._ზურგზე ხელებით მივაწექი და კარში გავიყვანე.
-დავრჩები რაა._ისეთი საწყალი თვალებით მითხრა, რომ დავტოვებდი, მაგრამ ნურას უკაცრავად.
-ხვალამდე ნიკუშ. გვიყვარხაარ._ლოყაზე ვაკოცე და კარი ცხვირწინ მივუხურე. სიცილით შევედი მისაღებში და ნუცას გვერდით მივუჯექი.
-ვიღაცას ორი ბიჭი მოსწონს._სიცილით მითხრა ნუცამ.
-მეორე ვინ არის?
-ვინ და გაბრიელი.
-გაბრიელის მხოლოდ აღნაგობა მომწონს, რადგან მექალთანეა მის შინაგან სამყაროზე ყველანაირი წარმოდგენა მაქვს დაკარგული._ჩამოვუყალიბე და საზურგეს მივეყრდენი.
-და ბექასი ორივე მოგწონს?
-კიი. ჯერ მარტო ისეთი ლამაზი თვალები აქვს მოგინდება, რომ ამოჩიჩქნო.
-სადისტო._სიცილით მითხრა და მხარზე მიჩქმიტა.
-კაი ჯანდაბას ვიქნები სადისტი და შენ, რომ 2 წლის გულუბრყვილო ბავშვივით იქცევი ვერ ხვდები?
-გაჩერდიიი. მე არაფერს არ ვეტყვი, დაე დაიტანჯოს._ჩაიფხუკუნა და თვალი ჩამიკრა.
-შენ რა გველაძუა ხარ, ვინც არ გიცნობს რა ბედნიერია. ნიკა კიდე ბოლომდე ვერ ჩაგწვდა._ენა გამოვუყავი და დავეჭყანე.
-ბექას აღგიწერ ეხლა, მიდი აბა თვალები დახუჭე.
-ეგ რაღა მოიფიქრე ახლა.
-გააკეთე რასაც გეუბნები._სიცილით მითხრა და თვალებზე ხელი ამაფარა.
-ესეიგი, საშუალო სიმაღლის, ნუ შენზე ერთი თავით მაღალი როცა ქუსლებზე არ გაცვია._ისევ ჩაიფხუკუნა.-ნაცრისფერი თვალები, მუქი ყავისფერი თითქმის შავი თმა, დიდი წითელი ტუჩები და დაბალზე დაყენებული წვერი. შენ წარმოიდგინე ახლა მაისურის შიგნით რას მალავს._სიცილი აუტყდა და დივანზე გადაყირავდა.
მართლა ძალიან სიმპათიურია და რა ვქნა, დედა ბუნებამ არ დაიშურა ყველაფერი საუკეთესო.
-ცოტა ჩუმად დეგენერატო.
-აბა ეხლა გაბრიელი.
-არა, ზედმეტად სექსუალურია არ მინდა, გმადლობთ.
-ორ ცეცხლს შუა ხარ დაო.
-ერთი ცეცხლისთვის ვერ მოგივლია შენ და მე ორი რა ჯანდაბად მინდა.
-ნუ იკბინები დამპალო.
-მოკეტე ახლა, დავიძინოთ?
-რამე ფილმს ვუყუროთ.
-მაინც რას?
-მაგალითად გრეის 50 ელფერი.
-გრეის 50 ელფერი სამსახურშიც მყოფნის ამიტომ არა. ეს აღგზნებული ხალხი საიდან იჩითებით რაა.
-წადი მოშორდი ეხლა აქედან._ხელი მკრა თან ისე ძლიერად, რომ ძირს ჩავვარდი. ორივეს სიცილი აგვიტყდა, ხელი მოვკიდე და ისიც ძირს ჩამოვაგდე. უბრალო სიცილი ხარხარში გადაიზარდა, ძლივს მოვსულიერდით.
-წავედი მე ვიძინებ და რასაც გინდა იმას უყურე, რათქმა უნდა, პორნოს გარდა._სიცილით ვუთხარი და გავიქეცი, რომ რამე არ ესროლა. ნიას დავხედე, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი და დავიძინე.


***
ქეთასთან ახლოს ყოფნისას თავს სხვა ადამიანად გრძნობს და იმდენად არის ორიენტირებული ქალების საწოლში შეტყუებაზე, რომ ამას ვერც ხვდება. ერთი დიდი აგური და დარწმუნებული ვარ ეშველება. ქეთა ისეთი სხვანაირია, მიუხედავად ტკივილისა ყოველთვის ცდილობს მხიარული იყოს. ქეთასთან სტუმრობის შემდეგ სახლში წავიდა. პირველად მოხდა, რომ სახლში არავინ მიუყვანია და არც არავინ დაუბარებია. მისი ყავისფერი თვალები ისეთი იდუმალია, თმაზე კი სასიამოვნო სურნელი ასდის. ეს ჩახუტების დროს გაიგო. ის პირველია, ვინც მისი საწოლისგან თავს შორს იკავებს და სურვილიც კი არ აქვს. არადა ზოგისთვის უფროსის საწოლში აღმოჩენა წინსვლის საწინდარია. ზუსტად ასეთ ქალებს ვერ იტანს, მაგრამ ისინი მხოლოდ საწოლში თუ გამოდგებიან. საწოლში ვერ მოისვენა და სამზარეულოში ჩავიდა. ყავა გაიკეთა და ბაღში გავიდა, მაგიდასთან ჩამოჯდა და რამდენჯერმე მოუსვენრად შეათამაშა ტელეფონი ხელში. კონტაქტებსაც გადახედა და ქეთას ნომერზე შეჩერდა, ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი მიეწერა თუ არა, მაინც მიწერა, პასუხის მოლოდინში მთელი სხეული გაეყინა. არა ეს ამის ბრალი არ არის გარეთ ცივა ბიჭო, ცივა. ნუ არ ცივა მაგრამ გრილა. ბაღიდან სახლში გადაინაცვლა, მისაღებში დივანზე წამოწვა და ისევ მობილურის ეკრანს მიაშტერდა. პასუხის ლოდინში ჩაეძინა, რა იცოდა, რომ ქეთას ეძინა უკვე.

***
დილით სიცილის ხმამ გამაღვიძა. მოიცა ზარის მაგივრად ნუცას კისკისი და დეგენერატი ნიკას როხროხი რატომ მაღვიძებს? საწოლოდან ისე სწრაფად ვდგები, რომ თავბრუ მეხვევა და ისევ ვჯდები. რამდენიმე წამში ფეხზე ნელა ვდგები და ფეხშიშველი მივაბიჯებ სამზარეულოსკენ. კარებში ვდგები და ამ ორ მაღვიძარას გაბრაზებული შევყურებ.
-პირველი რომელი გამოვასალმო სიცოცხლეს?!_სერიოზული სახით ვუთხარი. ისეთი სახეებით შემომხედეს, რომ უკვე ნაფიქრი ჰქონდათ ფანჯრიდან გადახტომაზე.
-ამ დილა უთენია რამ გაგამწარათ? ნიკა შენ მითუმეტეს, რამე თუ არ აგიფეთქეს ყურებთან ისე არ იღვიძებ და დღეს რა მოხდა?!_მე კი ვიცი რაც მოხდა. არა რა ზარალია ეს გოგო, რომ იცოდნენ ახლა ერთმანეთის გრძნობები მე ხომ არ დამტანჯავდნენ.
-ადრე გამეღვიძა._მხრები აიჩეჩა უცოდველი კრავივით.
-როგორ მიშლით ნერვებს, ხოდა ეხლა ყავა თქვენ გამიკეთეთ._ვუთხარი ღიმილით და სააბაზანოში შევედი. თავი მოვიწესრიგე, ჩემ ოთახში შევედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბოლოს მუქი ჯინსი, თეთრი მაისური, რომელიც ერთი ზომით დიდია, შავი ცოტა გრძელი კოსტუმი და შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. მაკიაჟიც გავიკეთე და ნიასთან გავედი ოთახში, რა ჭკვიანი მყავს ეს ბავშვი ჭკუიდან გადამიყვანს. საწოლში იჯდა თავისთვის და ფუმფულა დათუნიას ეთამაშებოდა.
-ჩემო ანგელოზო._ხელში ავიყვანე და მთელი სახე დავუკოცნე. სამზარეულოში გავედით, ოთხივემ ერთად ვისაუზმეთ. ჩანთა, საბუთები და მობილური ავიღე, ნიაკოს ნივთებიც ავიღე და სახლიდან გავედით. ბებოსთან ჩავედით, ეს, რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა.
-ქეთი ბებო, დღეს ხაჭაპურებს და რაღაცეებს გავაკეთებ, ოღონდ ხინკლის მოხვევაში უნდა დამეხმარო.
-რა ხდება ბებო?_ღიმილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-არაფერი, ხომ ვიცი ორივეს როგორ გიყვართ და ამიტომ ვაკეთებ. თან შენ გიჟებსაც უთხარი და მოვიდნენ.
-კარგი ბებო, წავედი ეხლა მე სამსახურში მაგვიანდება._ორივეს ვაკოცე ლოყაზე და კორპუსიდან გავედი. მანქანაში, რომ ჩავჯექი მაშინ შევამოწმე ტელეფონი გაბრიელის შეტყობინება, რომ დავინახე თითქოს გულს გაუხარდა.
''-ქეთა გძინავს?'' რა ვქნა მეძინა და ძილში შეტყობინებებს არ ვწერ. სამსახურში, რომ მივედი გაბრიელის კაბინეტი უკვე შეღებილი იყო, ისეთი სუნი იდგა, რომ შეიძლებოდა გული წაგსვლოდა. პირდაპირ იქ შევედი და აივანზე გასასვლელი დიდი კარი გავაღე, დავამაგრე და გასასვლელად მივდიოდი კარში გაბრიელი, რომ ამესვეტა.
-აქ რას აკეთებ?_მკითხა გაკვირვებულმა.
-შენი მდივანი ვარ და თან ისეთი სუნი აქვს საღებავს, რომ შეიძლება გაიგუდო. ამიტომ ჩემ ოთახში გავიდეთ თორემ მოვკვდები._მივაყარე ერთდროულად და კაბინეტიდან გავედი. ჩემთან შევედი, რამდენიმე წამში ისიც შემოვიდა. სავარძელში ჩაჯდა და მომაშტერდა.
-იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?
-ვიცი, მადლობა._ღიმილით ვუთხარი და მაგიდას მივუჯექი, მასაც გაეღიმა.
-გუშინ მოგწერე.
-მეძინა.
-სანამ შენს პასუხს ველოდებოდი მეც ჩამეძინა.
-ჩემს პასუხს ელოდებოდი? მაგის დრო გქონდა?_ირონიულად ვუთხარი.
-სახლში მარტო ვიყავი და საკმარისი დრო მქონდა.
-შენ და მარტო იყავი? ხომ ჯანმრთელად ხარ?_ჩემ ირონიაზე გაეღიმა უეჭველი.
-ირონიის დედოფალი ხარ._მითხრა სიცილით.
-კი დედოფალი ნამდვილად ვარ._გავუცინე და საბუთების მოწესრიგება დავიწყე.
-დღეს ბუღალტერთან დამინიშნე შეხვედრა.
-კარგი._ჩემ ყველა მოძრაობას აკვირდებოდა, მე კი სულ დამავიწყდა, რომ იქ იჯდა და თავისუფლად ვაკეთებდი ყველაფერს. მობილურის ზარის ხმამ გამომაფხიზლა, ბექას ნომერი იყო.
-გისმენ._ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. გაბრიელი ისევ სწავლობდა ჩემ მოძრაობებს.
-როგორ ხარ?_აშკარად გაიღიმა.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად ვარ. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
-მადლობა არ არის საჭირო.
-დღეს გაქვს რამე გეგმა?_ჩახველების ხმა გავიგე და უკან მივბრუნდი, გაბრიელი ჩემ წინ იდგა და მომღიმარი სახით დამყურებდა ზემოდან.
-დღეს ბებოს უნდა დავეხმარო, ბოდიში._უფრო ფართოდ გაეღიმა გაბრიელს და ხელი ლოყაზე ნაზად ჩამომისვა.
-არაუშავს, სხვა დროს შევხვდეთ.
-ეხლა სამსახურში ვარ, მერე ვისაუბროთ.
-კარგი, დროებით._ყურმილი დავკიდე და დაბნეული თვალებით ავხედე გაბრიელს. გაეღიმა და ისევ ნაზად შემეხო ლოყაზე.
-გაბრიელ გაიწიე, ნუ მაცდენ._ხელებით გულზე მივაწექი და ხელიდან დავუსხლტი
-ბექა არ გაცდენს?
-არა.
-დღეს მართლა ბებოს უნდა დაეხმარო?
-კი. რა იყო?
-არა, არაფერი.
მთელი დღე ერთ კაბინეტში გავატარეთ, სანამ მე საბუთებს ვაწესრიგებდი ის შტერივით მიყურებდა. სამუშაოს დრო, რომ დამთავრდა ჩემი ნივთები ავიღე და ოთახიდან გავედი. გაბრიელი ლიფტთან შემხვდა. გამიღიმა და პირველი შემატარა ლიფტში, ჯენტლმენობამ სძლია. არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი, გზაში რაღაცეები ვიყიდე და გზა განვაგრძე.




***
ვიცი, ყველაფრის ღირსი ვარ ამდენ ხანს, რომ დავაგვიანე :/ მაპატიეთ. ვერანაირად ვერ მოვუყარე თავი აზრებს, რომ რამე დამეწერა. მიყვარხართ მე თქვენ და ძალიან დიდი ბოდიში, რომ გალოდინეთ. იმედია მოგეწონებათ და გაგიხარდებათ ახალი თავის წაკითხვა. heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე გასაგიჟებელი გოგო ხარ, როგორ გამახარე. ძალიან ძალიან მიყვარს ამ ისტორიის გმირები. ახალი თავი, რომ დავინახე, მეგონა მომეჩვენა და ცოტა ხანი გაოცებული დავჩერებოდი. იმედია აზრები აღარ გაგეფანტება:დ ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი nina.d.

Chikochiko
ვაიმე გასაგიჟებელი გოგო ხარ, როგორ გამახარე. ძალიან ძალიან მიყვარს ამ ისტორიის გმირები. ახალი თავი, რომ დავინახე, მეგონა მომეჩვენა და ცოტა ხანი გაოცებული დავჩერებოდი. იმედია აზრები აღარ გაგეფანტება:დ ველი ახალ თავს

ძალიან დიდი მადლობა <3 მეც იმედი მაქვს აღარ გამეფანტება აზრები :დ <3 და ხშირად გაგახარებთ <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი Guest bubu

ასე აღარ დააგვიანო, ძალიან მიყვარს ეს ისტორი heart_eyes

 


№4  offline წევრი Mia_smith

რა გითხრა აბა ძალიან კაგი იყო.დღეს წავიკითხე ყველა თავი უბრალოდ დიდი ინტერვალბით არ დაწრო რა heart_eyes რავქნა რომ ბექა მომწონს?არდა უეჭველი გაბრიელთან იქნება ხო ვიცი bowtie ასეთი უკუღმართ რატმ ვარ?ჰმმმ რასვიზამ აბა...ხოხო მოვრჩი..ველი ახალ თავს...ძალიან მომწონს. kissing_heart

 


№5  offline წევრი mendes98

ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდებოდიი, რაგითხრა არ ვიცი ძალიან კარგი იყო. წარმატებები და იმედი მაქ აღარ დააგვიიანებ და დიდხამს არ ვალოდინებ :დ

 


№6 სტუმარი Eleonora1515

Ra kargi xar tu ici rogor gamaxare imedia ar momiwevs amdenixani lodini da male dadeb

 


№7 სტუმარი Guest Lia

Sauketesi gogo xar
Nini da damiane momwonda zalian
Axla es istoria.....arahveulebrivia
Axali tavis dadeba ar daagviano❤❤❤

 


№8  offline წევრი nina.d.

Guest bubu
ასე აღარ დააგვიანო, ძალიან მიყვარს ეს ისტორი heart_eyes

მუზებს რა ვუთხარი თორემ არც მე მინდოდა დაგვიანება :დ მადლობა <3

Mia_smith
რა გითხრა აბა ძალიან კაგი იყო.დღეს წავიკითხე ყველა თავი უბრალოდ დიდი ინტერვალბით არ დაწრო რა heart_eyes რავქნა რომ ბექა მომწონს?არდა უეჭველი გაბრიელთან იქნება ხო ვიცი bowtie ასეთი უკუღმართ რატმ ვარ?ჰმმმ რასვიზამ აბა...ხოხო მოვრჩი..ველი ახალ თავს...ძალიან მომწონს. kissing_heart

laughing ბექა ნაკვერჩხალია, აი გაბრიელი კი მოგიზგიზე ცეცხლი :დ დაგვწვავს და გადაგვბუგავს :დ მიხარია, რომ კითხულობ <3 მადლობა შენ <3

mendes98
ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდებოდიი, რაგითხრა არ ვიცი ძალიან კარგი იყო. წარმატებები და იმედი მაქ აღარ დააგვიიანებ და დიდხამს არ ვალოდინებ :დ

იმედი მაქვს მეც, რომ აღარ დავაგვიანებ :დ მადლობა, რომ კითხულობ <3

Eleonora1515
Ra kargi xar tu ici rogor gamaxare imedia ar momiwevs amdenixani lodini da male dadeb

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes მადლობა, რომ კითხულობ.

Guest Lia
Sauketesi gogo xar
Nini da damiane momwonda zalian
Axla es istoria.....arahveulebrivia
Axali tavis dadeba ar daagviano❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა და კითხულობ <3
--------------------
ნათია მწითური

 


№9 სტუმარი Guest bubu

ძალიან ომწონს აღარ დააგვიანო, ველი ახალ თავს

 


№10  offline წევრი nina.d.

Guest bubu
ძალიან ომწონს აღარ დააგვიანო, ველი ახალ თავს

მადლობა. ახალი თავი მალე იქნება <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent