შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ და თბილისი!(სრულიად)


4-09-2017, 11:22
ავტორი მინდა ვწერო
ნანახია 3 635

აეროპორტიდან გამოვედი და ხარბად შევისუნთქე თბილისის ჰაერი.როგორ მომენატრა სამშობლო და ჩემი თბილისი.ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე თბილისის ქუჩები დაეთვალიერებინა ჩემთვის.ფანჯარა ჩამოვწიე და ძველ ქუჩებს გავუყევით,მერე ახლებს(ჩემთვის).ყველაფერზე მიყვებოდა მძღოლი.ბოლოს ბინის მისამართი ვუთხარი.მანქანა გამიჩერა,ბარგი გადმომატანინა და განმიცხადა არაფერს ავიღებო.მომერიდა და ნახევრად დაძრულ მანქანაში 20 ლარიანი შევუგდე.ვინატრე კიდევ მქონოდა ქართული ფული,რომ ამ დასაფასებელი ადამიანისთვის მეტი მიმეცა.ორ ჩემოდანს ჩავებღაუჭე და შენობაში შევაგორე.ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და გავჩერდი.არადა არ მოვიდა.გაუთავებლად ვაჭერდი ღილაკს,მაგრამ არ ჩანდა.
-გაფუჭებულია. ქუსლების კაკუნით აიარა კიბეები ახალგაზრდა გოგონამ.15ის იქნებოდა და მისთვის ზედმეტად მოკლე კაბა ეცვა,არც მანერები ქონდა ისე ღეჭავდა "კევს" მესამე სართულიდან აღწევდა ჩემთან.სხვა გზა არ მქონდა ჩემოდნებს ხელი მოვკიდე და კიბეებზე ამქონდა.დიდი წვალებით ავიტანე 4მდე.ძლივს ვსუნთქავდი ჩემოდნები ვიღაცის კარებთან მივაყუდე,გამოწევის ძალაც აღარ მქონდა.კიბეზე ჩამოვჯექი.შუა ნოემბერში ისე დამცხა ლამის სულ გავიძრე ყველაფერი.სადარბაზო ჩაბნელებული იყო.ზემოდან გოგო-ბიჭების ხმა ჩამოდიოდა.გვერდით ჩამიარეს და კისკისით გავიდნენ გარეთ.კარები გაიღო და ჩემოდანს ლამის გადმოახტა უცხო ბიჭი.
-მაპატიეთ ვერ მოვახერხე გამოწევა. წამოვხტი და ჩემოდნები გამოვაცალე.მისი სახე კარგად არ ჩანდა,უბრალოდ შემომხედა,კარები ჩაკეტა და კიბეებს ქვემოთ ჩაუყვა.კიდევ ვინმეს არ მოვედო ფეხებში თქო და ავდექი.ჩემოდნებს ხელი დავავლე ისევ ქვემოდან გავიგე ხმა.არ ჩანდა,მაგრამ ვიღაც უკვე გვერდით მედგა.
-რომელზე ცხოვრობ? მკითხა ბოხმა ხმამ.
-9ზე. უცებ ვუთხარი და ვერც კი გავიაზრე უცხო ადამიანს,რომ ველაპარაკებოდი.ტელეფონით გავანათე,ჩემოდნებს ხელი დაავლო და კიბეებს ზემოთ წაუყვა.ის ბიჭი იყო,ჩემ ჩემოდანს,რომ ლამის გადმოაფრინდა.მაღალი და საშუალოდ დაკუნთული ტანი ქონდა.მეცხრემდე ამიტანა და გაჩერდა.
-ძალიან დიდი მადლობა. ვუთხარი,უბრალოდ შემომხედა და უთქმელად ჩაირბინა კიბეები.
-რა უცნაური ხალხია. ვთქვი და გასაღები ჩანთიდან ამოვიღე.კარები გავაღე და ჩემოდნები შევათრიე.ავეჯს თეთრი ნაჭრები ეფარა და საშინელი მტვრის სუნი იდგა.რაც მშობლები დამეღუპა ამ სახლში აღარავის უცხოვრია.წავედი და წავედი,უკან მოუხედავად გავიქეცი.16 წლის გოგოს სხვა რა უნდა მექნა?კანადაში დეიდასთან წავედი და მან გამზარდა,აქამდე მომიყვანა.მეც ჩამოვედი მონატრებულ ქალაქში.ავეჯს ნაჭრები გადავაძრე და ჰაერში მტვრის ნაწილაკები ჰაერში გაიფანტნენ.ფანჯრები გავაღე და ნოემბრის ცივი ჰაერი სახლში შემოვუშვი.მშობლების ოთახისკენ წავედი,კარები ფრთხილად გავაღე და შიგნით შევედი.ისევ ისე იყო ყველაფერი,კედელს მივეყრდენი და წარმოვიდგინე როგორ დადიოდა ნერვიულად დედა და ვერ გაეგო რომელი კაბა ჩაეცვა,მამა გაბრაზებული შემოვარდებოდა და ლამის ჰალსტუხი შემოეხია.დედა მშვიდად მიუახლოვდებოდა და გაუსწორებდა,მამა კაბას აურჩევდა.სანამ სახლიდან გავიდოდნენ ერთმანეთს ათვალიერებდნენ,რომ ყველაფერი წესრიგში იყო...კარადა გამოვაღე ცარიელი დამხვდა,გამიკვირდა და უჯრებს მივარდი,არაფერი არ იყო,მხოლოდ კომოდზე ეწყო სურათები და დედას ნივთები ამიტომ მომეჩვენა ყველაფერი ისევ ისე.ოთახი დავტოვე და ჩვენს პატარა ოთახს მივაშურე სადაც ძველ ნივთებს ვინახავდით.იქ დამხვდა ყველა'ფერი.ცოტა დამამშვიდა ამ ფაქტმა.მშობლების ოთახი დავაცარიელე და ჩემი ნივთებით გავტენე.ჩემი ოთახი კი უბრალოდ სტუმრებისთვის დავტოვე თუ მეყოლება...
***
მოსაღამოვდა,თბილად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი თან დეიდას დავურეკე,რომ ჩემი დაბინავება მეცნობებინა.
-ლონდა,ჩამოვედი.არ იდარდო კარგად ვარ.
-დამირეკე ხოლმე რა ვნერვიულობ.მარტო როგორ გამოგიშვი? აკანკალებული ხმა ქონდა.
-1 თვეში ჩამოვალ,იცოდე არ ჩამომაკითხო პატარა აღარ ვარ. გამაფრთხილებლად ვუთხარი თან სიცილი შევურიე,რომ დაძაბულობა მოხსნოდა.
-კაი ჰო მაშინ დამირეკე ყოველდღე.
-კაი. გავუთიშე თუ არა ფეხი გადამიბრუნდა და ძირს მოვჯექი.ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა,მე უბრალოდ დაცემისგან გამეკაწრა.წამოდგომა ვცადე,მაგრამ რთული აღმოჩნდა.ფეხის ხმა გავიგე და კედელთან ავიწურე.შემეშინდა და კანკალი დავიწყე.ყველაფერი ჩაბნელებული იყო ხმა კი მიახლოვდებოდა.სხეული გავარჩიე,რომელიც დაიხარა.
-კარგად ხარ? ხმაზე ვიცანი,რომ ის იყო.ჩემი "მტვირთავი".
-იცით...არაა... საცოდავად დავხედე ჩემს ფეხს.
-რომელზე ცხოვრობ? ვერ მიცნო და ცოტა მეწყინა კიდეც,ის ხო დამეხმარა ნუთუ არ ვახსოვარ.

-მე9ზე. ვუთხარი თუ არა ხელში ამიტაცა და კიბეებს ზემოთ აუყვა.
-საჭირო არ იყო ხელში აყვანა. მომერიდასავით.
-ვერ დადიხარ,ამიტომ იყო. მტკიცედ მითხრა.ჩემს კარებამდე ჩუმად მივედით,ჩამომსვა,გასაღები ვიპოვე და გავაღე თუ არა ისევ ხელში აყვანილი შემიყვანა.
-ძალიან დიდი მადლობა. ახლა კარგად ვხედავდი მის სახეს და ძალიან სიმპატიური იყო.დიდი წამწამები და თაფლისფერი თვალები პირველი მომხვდა თვალში.
-არაფრის. ჩემს თმას მისჩერებოდა და თვალს არ ახამხამებდა.
-იცი ყავაც კი არ მაქვს,რომ... თავის მართლება დავიწყე,მაგრამ გამაწყვეტინა.
-არაუშავს,ფეხს მიხედე და ფრთხილად იარე. კარები გაიხურა და წავიდა.ფეხზე მალამო წავისვი და სესილის დავურეკე.
-გაგახსენდი?
-სულ მახსოვდი.
-როგორ ჩახვედი? მიკიოდა ტელეფონში,კლუბში იყო.
-კარგად,მაგრამ არ ვიცი მარტო რა უნდა ვაკეთო. დამისევდიანდა ხმა.
-ჩამოვიდე? უკვე ნორმალურ ხმაზე ლაპარაკობდა.
-არა,სხვა რას შვები? გადავიტანე თემა.
-ბარგს ვალაგებ შენ? გამეცინა სესილი ხომ ასეთია.ჯიუტი და გადარეული.
-გელოდები! გამეცინა და გავუთიშე.ფეხმა ცოტა გამიარა და ვიფიქრე საჭმელს მაინც ვიყიდდი.ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.გავედი თუ არა ბინიდან წამეყინა ყველაფერი.სუპერმარკეტში რაღაცეები ვიყიდე და შოკოლადის ჭამით სახლში წავედი.4ზე,რომ ავედი ბიჭები ისხდნენ კიბეზე.სახეებს არ დავკვირვებივარ,უცებ ამაკანკალა სულ ასე მემართება იმის მერე რაც კანადაში ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ.წამოდგნენ და კიბეებზე ავირბინე.
-ხუჭუჭა! დაიძახა ბოხმა ხმამ.ალბათ მე მეძახის.
-მე მეუბნები? შემოვტრიალდი.
-ჰო,ფეხი როგორ გაქვს?
-მადლობა,ტკივილმა გამიარა. ვუთხარი და გზა განვაგრძე.ხუჭუჭა! არავის დაუძახია ასე ზოგი საერთოდ ვერ ამჩნევს ჩემს ბუნებრივ ხუჭუჭებს,რომელიც დედასგან მაქვს.უცნაურად და სასიამოვნოდ მომეჩვენა ეს სახელი.
***
დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა.ლოგინიდან წამოვხტი და ხალათი მოვიცვი.შემეშინდა ასე ადრე ვინ უნდა ყოფილიყო.კარები კანკალით გავაღე.
-გამეყინა ყველაფერი!ბომბი უნდა აგიფეთქო? ქოთქოთით შემოვიდა სესილი.გამეცინა მის ქცევაზე.კარები უნდა დამეხურა,რომ იკივლა.
-კიდევ მოაქვს ერთ ბიჭს. დივანზე დაემხო.
-ამდენი რამე რად გინდოდა? მოვათვალიერე ჩემოდნები.
-შენთვისაც წამოვიღე თბილი ტანსაცმელი. მითხრა და გამეკრიჭა.ფეხის ხმა გავიგე და შემოვტრიალდი.ისევ ის იყო და ისევ ჩემოდნები მოქონდა.გამეცინა.
-ხუჭუჭა,როგორ ხარ? ფეხზე მიმანიშნა.
-უკეთესად შენ? გავუღიმე ის კი ისევ ჩემს თმას უყურებდა,რომელიც სასაცილოდ მადგა თავზე.
-ლამაზია ხო? წამოიწია სესილი და თმაზე მიანიშნა.
-კი. უცებ დაეთანხმა ბიჭიც და ჩემოდნები ერთად დააწყო.
-ახლა შემიძლია ყავის შემოთავაზება. გავუღიმე ისევ.სრულიად უცხოს,რომელის სახელიც არ ვიცოდი ყავაზე ვეპატიჟებოდი და მშვენიერი აზრი მეგონა.
-სხვა დროს იყოს მეჩქარება.
-მადლობა... ჩაფიქრებული სახე მივიღე სახელი მინდოდა ეთქვა.
-არაფრის. გაეცინა და კარები გაიხურა.
-ყოჩაღ ბიჭი. გაეცინა სესილის.
ჩემს ოთახში დავაბინავე და საჭმლის გაკეთება დავიწყეთ.ძირითადად სალათები გავაკეთეთ.ცხელი შოკოლადიც დავლიეთ და გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ.ქალაქში ვიბოდიალეთ,სესილიმ ნათესავებს ვინახულებო და შინ ტაქსით წამოვედი.ვერასდროს ვეწყობოდი მის ნათესავებს.ბინაში შევედი და კიბეებს ნელა გავუყევი,თან ტელეფონით ვინათებდი.ფიქრებმა გამიყოლა.ვიფიქრე თვის ბოლოს არ დავლოდებოდი და 3-4დღეში დავბრუნებულიყავი უკან.
-რა თმები აქვს! მომესმა ბიჭის ხმა და მალე მის ფეხსაცმელსაც მივანათე.ვიგრძენი,რომ ბევრი ბიჭი იდგა.თავი ხელში ავიყვანე და კიბეებს ავუყევი.
-ახალი გადმოსული ხარ? მკითხა სხვა ხმამ.შემოვტრიალდი და ტელეფონი გამოვრთე.
-კი.
-მე გიორგი ვარ. თქვა და შუქი აინთო.თურმე კედელზე ყოფილა ასანთები.4 ბიჭი იდგა.ერთ-ერთი ჩემი "მტვირთავი".კიბეები ჩავიარე და გამოწვდილს ხელზე,ხელი ჩამოვართვი.
-მე ვიკა.
-ეს ბაჩია,ეს დემეტრე და ნიკუშა. გამაცნო ყველა.სათითაოდ დამიქნიეს თავი.
-სასიამოვნოა.უნდა წავიდე ძალიან ცივა. ვუთხარი და კიბეებს ავუყევი.
-თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს. უკან მომაყოლა სიტყვები გიომ.დემეტრე "მტვირთავი"!გამეცინა და კარები გავაღე.ქურთუკი გავიხადე და ტელევიზორთან ჩიფსებით დავჯექი.შეტყობინება მომივიდა,სესილისგან.
-მგონი დღეს აქ დავრჩები თუ დაგჭირდი დარეკე აუცილებლად,გკოცნი!
-კარგი,მეც. მივწერე და მოვიწყინე.ფანჯარაში გავიხედე,თოვა დაწყილა.რაფაზე დავჯექი და ქუჩას გადავხედე,ის დრო გამახსენდა მე და სესილი შვედეთში,რომ ვიყავით.პოლარული ღამეები იყო და სულ გარეთ ვისხედით,ახლაც მომინდა ქვემოთ მბჟუტავი ლამპიონის ქვეშ სკამზე ჯდომა.ცხელი შოკოლადი გავიკეთე,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.სკამზე მოვკალათდი და ქუჩის ხან ერთ მხარეს ვიყურებოდი ხან მეორე მხარეს.ლონდაც მოვიკითხე და ცხელ შოკოლადს მივუბრუნდი.ხელები ჭიქას მოვხვიე და სითბოს შეგრძნებამ გაყინულ კანზე დამბურძგლა.თოვდა და ცა თითქოს ყინულის ცრემლებს ყრიდა.თოვლმა ასფალტი დაფარა და ფეხის ხმა შესამჩნევი იყო.შორიდან სხეულს მოვკარი თვალი,ქურთუკის საყელოში ჩამალულიყო და თოვლზე ხრაშუნით მოდიოდა.ნელა მომიახლოვდა,დემეტრე ამოვიცანი.
-ამ ამინდში გარეთ რა გინდა? მკითხა და გაყინული ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-მიყვარს ასეთი ამინდი. ცხელი შოკოლადი მოვსვი.
-არ გცივა? გვერდით მომიჯდა და ჭიქაზე გაეცინა.
-ეს მათბობს...გათბი გინდა? ჭიქა გავუწოდე,ხელები შემოხვია,მე კი ქურთუკში ჩავიმალე.
-მადლობა. გამიღიმა. -მარტო რატომ ხარ?
-ახლობლებთან წავიდა. ვუთხარი სესილიზე.
-დიდი ხნით გადმოხვედი? ჭიქა ისევ გამომიწოდა.ხელები მოვხვიე.
-თვის ბოლომდე.
-კარგი წავედი,არ გაცივდე! წამოდგა უცებ და გამიღიმა.
-დარჩი რაა. წამომცდა უცებ.რატომ არ ვიცი,მაგრამ მარტო ყოფნა არ მინდოდა.
-ჩემთან მაინც ავიდეთ აქ ცივა.
-არა ყავაზე შევთანხმდით ჩვენ. გავუღიმე და წამოვდექი.
-გნებდები. გაიცინა.ჩემთან ავედით,დემეტრე თბებოდა მე კი ყავას ვამზადებდი.
-გამომართვი. ჭიქა გავუწოდე,გამომართვა.რაფზე დავჯექი და მანაც იგივე გაიმეორა.სიჩუმე ჩამოვარდა,ქუჩას ვუყურებდი,მაგრამ მწველ მზერას გრძნობდნენ ჩემი თმები.მსიამოვნებდა მისი დაჟინებული მზერა და არ შემიხედავს.
-საოცარი თმა გაქვს! ბოლოს თქვა და გული გამითბა.მეგონა თავისი პირით არ აღნიშნავდა.
-მადლობა,დედაჩემსაც ასეთი ქონდა. გამეღიმა.
-შეიძლება შევეხო? იშვიათად მხვდება შენნარი თმის მქონე ადამიანი. აღიარა გულწრფელად.
-რა თქმა უნდა შეგიძლია. გამეცინა.ჭიქა დადო და თმაში ხელები შემიცურა.ისე მესიამოვნა მისი შეხება."პრუჟინასავით" გაწელა ერთი კულული და გაეცინა.მეც გამეცინა მის ქცევაზე.
-მართლა კარგია.
-კაი უკვე მაწითლებ. გაგვეცინა.ვლაპარაკობდით და ნელა გვათენდებოდა თავს.ყავას ვსვამდით და აღარც ძილი გვეკარებოდა.ამ ერთ ღამეში იმდენი რამ მოვუყევით ერთმანეთს ბავშვობაზე,თინეიჯერობის ასაკზე და უკვე დღევანდელ ცხოვრებაზე.გავიგე,რომ დედა ძალიან ავად ყავს,მამას სხვა ცოლი ყავს და თავისი შრომით არჩენს დედამისს და თავის პატარა დას.ბარმენად მუშაობს და დედამისი გამო ადრე მოდის ხოლმე.ცრემლების კი წამომივიდა.დივანზე დავსხედით და ფილმი ჩავრთეთ.სადღაც 4 იყო დაწყილი.მის მკლავებში ჩამეძინა და აღარაფერი გამიგია.
***
ნელა გავახილე თვალები და ჩემს წინ სესილი ყავით იჯდა და მიყურებდა.დემეტრე გამახსენდა და გამეღიმა.
-როდის მოხვედი? ნელა წამოვჯექი და თმა ავიკარი.
-ახლახანს. გაეცინა და დავეჭვდი დემეტრე ხო არ ნახა და მაპარებს თქო.
-გასაგებია.
-სახე გიციმციმებს! უკან გამომედევნა.
-მგონი მიზეზი იცი! ვუთხარი და აბაზანაში შევედი.როცა გუშინ ვამბობდი წასვლა მინდა თქო ახლა სამუდამოდ შემიძლია დავრჩე აქ,ერთ დღეში მომაჯადოვა მისმა თაფლისფერმა თვალებმა.გამოვედი თუ არა კარებთან დამხვდა სესილი.გამეცინა არ დაუნახია თქო გავიფიქრე და ამაზე უაარესად აიწეწა.
-მომიყევი თორე არ გაჭმევ! პარკიდან ჰამბურგერები ამოიღო და მაშინვე დავფქვი ყველაფერი.ჩემი გრძნობები,ყოველი ქცევა და ემოცია გავუზიარე.ამიტომ მიყვარს სესილი შემიძლია ჩემს გრძნობებზე ისე ვესაუბრო,რომ მან ყველაფერი გულთან მიიტანოს და თავის თავზე წარმოიდგინოს.შემდეგ უამრავ რჩევას მომცემს,ჩემთან ერთად გაუხარდება და ეწყინება,ხელს შემიწყობს ყველაფერში გავერკვე.აბურდულ ძაფს წამში გამისწორებს და სწორ გზაზე დამაყენებს.დღითიდღე ჩვენ ჩამოსვლას აღარ ვნანობდით.საღამოს კაფეში ვისხედით ბიჭებთან ერთად,ღამე რამოდენიმე ამოვიდოდა ჩემთან ან ფილმს ვუყურებდით ან ყავას ვსვამდით ან რაღაცით ვირთობდით თავს.მე და დემეტრეს შორის თითქოს რაღაც გაჩნდა,დილით მისი მოწერილი "დილამშვიდობისა ბაჭია" ხდებოდა მთელი დღის ღიმილის მიზეზი.ღამეც მომწერდა "ღამემშვიდომისა ბაჭია" და უკვე ტკბილა მეძინა.დღე კი თითქმის მთელ დროს მასთან ერთად ვატარებდი.ჩვენ სასტავში გიოს და სესილის გარდა ყველა სიყვარულში იყო გადახლართული,მაგრამ არ იფიქროთ ეს ორი ერთად ან რაღაც ეგეთი.ძაღლი და კატა,სულ აღადავებდა გიო და სესიც არ აკლებდა.ამათი სიყვარული ვერ წარმომიდგენია.ახლაც კაფეში ვსხედვართ,მე თავი დემეს მხარზე მიდევს და ბიჭებს ვუსმენ,როგორ განიხილავენ ვიღაცის ჩხუბს.
-დემე დედაშენს გამაცნობ? ვკითხე უეცრად და ყველას ყურადღება მივიქციე.წამოვჯექი და თვალებში მივაშტერდი.გაეღიმა.
-როცა გინდა. გამიცინა და შუბლზე მაკოცა.
-ვიკა არ ხუმრობ შენ. გაეცინა ნიკუშას.
-რაშუაშია,უბრალოდ...
-არ არსებობს! წამოიკივლა სესილიმ,რომილს არც კი მისმენდა ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
-რა მოხდა? ირონიით კითხა გიომ.
-ჯონის ცოლი მოუყვანია. ტელეფონს მიტრიალებს და ცვირთან მაფარებს გოგოს ფოტოს,რომელიც საკმაოდ ლამაზია.
-თავისდროზე,რომ გეთქვა აქ შენ იქნებოდი. ვუბრუნებ ტელეფონს და დემეს ვადებ თავს.
-სირაქლემები არ მოსწონს ალბათ! წაუსისინა გიომ,ყველას გაგვეცინა.სესილი დაეჯღანა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
-მთავარია შენ მოგწონს! უთხრა დემეტრემ და გიო წამოხურდა სახეზე.სესილი გაოცებული მიაშტერდა და გიო ვერაფერს ამბობდა.
-ამერიკანოს ვინ დალევს?წამო გიო ვიყიდოთ. მკლავში ჩავავლე ხელი და გაჩეჩებული გიო სალაროსთან მივიყვანე.გამეცინა მის რეაქციაზე,როგორ არ შუძლია დამალვა.6 ამერიკანო შევუკვეთეთ და ისევ შუვუერთდით მათ.თემა შევცვალე,მაგრამ გიო მაინც დაძაბული იჯდა.
***
27 დეკემბერია.გარეთ მსხვილად თოვს.სახლში ვართ მე და სესილი.ტელეფონით ნამცხვარს ვუკვეთავ,რომ საღამოს დემეს დედა უნდა ვნახო.ნამცხვარი ავარჩიე და ზუსტად საღამოს მომიტანებენ.პლედში გავეხვიე და პულტი ავიღე.
-ვიკუ... მეუბნება სესილი და მის ასეთ ტონზე ვხვდები გაურკვევლობაშია.
-გისმენ მითხარი. თვალებში ვაშტერდები.
-ასე ნუ მიყურებ აზრები მეფანტება.
-კაი მოყევი. სხვა მხარეს ვიყურები.
-ასე აღარ მისმენ. წუწუნებს.
-ვაიმე,დაიწყე! ხმამაღლა ვეუბნები და თვალებში ვაშტერდები.
-ანუ გიომ მთხოვა ძალიან,რომ შეყვარებულს საჩუქარი უნდა ავურჩიო და გამომყევი მაინც გოგო ხარო და ვუთხარი,რომ მეზარებოდა და შენთვის ეგხოვა,მაგრამ დემეტრესთან ჩადის ეგო და დიდი თხოვნის მერე დავთანხმდი და მომწერა კაი გამოგივლი,მიყვარხარო.და როგორ გავიგო? ტკეპნით ჩადის ბოლოში და სული მეხუთება უკვე.
-მეგობარია და ხან მიყვარხარს გეტყვის,ხან მომენატრეს და ათას რამეს.შეყვარებული ყოლია და სხვანაირად ვერც გაიგებ.თან გაუხარდა,რომ დასთანხმდი რავი სხვა რაგითხრა ასე ვფიქრობ. ვეუბნები და ხასიათი ეცვლება.
-სესი ხო არ გიყვარს? მოჭუტული თვალებით ვეკითხები და ჩემსკენ ტრიალდება.
-რა სისულელეა,უბრალოდ ვერ მივხვდი,კანადაში მეგობრები,რომ მეუბნებოდნენ სხვა რამეს ვერ ვიფიქრებდი,მაგრამ არ ვიცი აქ როგორ არის. სერიზულად მელაპარაკება და მე ამდენიხნის დაქალი მართლა ვერ ვამჩნევ სიყვარულის კვალს.ძალიან დაბნეულია.
-არა სესი მეგობრულად გეტყოდა,მიდი გაემზადე მოვა ალბათ და არ ალოდინო. დგება ჩვეულებრივი სახით და გამოსაცვლელად მიდის.ორ წუთში ტელეფონზე ლაპარაკით გამოდის.ინგლისურად ლაპარაკობს და კისკისით გადის გარეთ.მეცინება მის ცვლილებაზე მეც ვემზადები,7ზე ნამცხვარი მოაქვთ და 8ზე უკვე დემეტრეს კარზე ვაკაკუნებ.კარს დემეტრე მიღებს და შინ შევყავარ.
-გამარჯობათ! ვესალმები ლოგინში მყოფ ქალს და იქვე ვჯდები.
-გაგიმარჯოს შვილო!
-დედა ეს ვიკა,ეს დედაჩემი თინაა.
-სასიამოვნოა. თბილად ვუღიმი ქალს და ისიც იგივეს იმორებს.დემე გადის ოთახიდან და ქალთან ახლოს ვჯდები.
-დემეტრე სულ შენზე მელაპარაკება,მაგრამ იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე მან ამიღწერა. თბილად მიღიმის ქალი.
-მადლობა.
-მგონი დეიდაშენს ვიცნობ,ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით,ლონდა ქვია ხო? ისევ იღიმის.მახალისებს მისი სიხარული,მაინც რომ იღიმის და ავადმყოფობას არ უშინდება.ძლიერად დგას და დანებებას არ აპირებს.
-დიახ ლონდა ქვია.
-აუცილებლად მომიკითხე ძალიან მომენატრა,რაც აქედან წახვედით მასზე აღარაფერი გამიგია. ნაღვლიანად ამბობს.დემეტრე ნამცხვრით შემოდის,თინა დეიდა მადლობას მიხდის და რომ არიყო საჭირო.დემეტრეს ბავშვობაზე მიყვება და ღიმილით ვუყურებ მას.მერე ალბომს მიშლის და მათვალკერებინებს.ისეთი საყვარელი ბავშვია,ღიმილი არ მშორდება სახიდან.ძალიან კარგი საღამო გამოდის მათთან და ბედნიერი ვტოვებ სახლს.
-ძალიან კარგი დედა გყავს! ვეუბნები დემეს და კარებს ვაღებ.
-მადლობა,ძალიან მოეწონე მასაც! იღიმის დემეტრე აკარებს ეყრდნობა.
-დროებით! ტუჩის კუთხესთან ვკოცნი და კიბეებს მივუყვები.
-ვიკა! მეძახის დემეტრე და მოტრიალებას ვერ ვასწრებ ჩემს ტუჩებს აცხრება.ნელა,ჰაეროვნად და აუჩქარებლად მკოცნის.
-დროებით! ღიმილით ლაპარაკობს ჩემს ტუჩებზე და უკან ტრიალდება.გაბრუებული ავდივარ კიბეებზე.მთელ ტანში მაცხელებს,სახეზე ცეცხლი მიკიდია და ტუჩები ისე მაქვს დაბუჟებული ვერ ვგრძნობ.კარებზე ვაკაკუნებ და სესილი მიღებს.
-ირბინე?
-არა. გაოცებული ვეუბნები.
-აბა პომიდვრები გესროლეს? ეცინება სესილის.
-გამოვიცვლი და გეტყვი. გეტყვი ვთქვი თუ არა წუწუნით ამეკიდა.სააბაზანოშიც შემომყვა,ოთახშიც.ყველა კუთხე-კუნჭულში დამსდევდა და ბოლოს მეც მოვუყევი.
-აუუ ისე თქვენი დაშორება არ მინდა. სინანულით ამბობს სესი და გულში რაღაც მერჭობა.
-ნუ მთარსავ გოგო. სიცილში ვუტარებ,მაგრამ ვიცი მალე წავალ,მაგრამ არ ვიცი დემეტრე თუ წამომყვება.
-გიომ იცი რა უყიდა შეყვარებულს? ტელეფონს ქექავს სესილი.
-მანახე აბა. ვეუბნები და სახეზე მაფარებს ფოტოს. ბეჭედია ულამაზესი თვალით და შიგნითა მხარეს აწერია "სულ მეყვარები!".
-ძალიან ლამაზია,გაუმართლა იმ გოგოს. ვამბობ გაოცებული,რადგან ძალიან მომეწონა.
-ხო დღეს კაფეში დავტოვე ლამაზია გოგოა ძაან. ამბობს სესილი და ისევ ტელეფონში ძვრება.ფანჯრის რაფაზე ვჯდები და ქუჩას ვუყურებ.ფიქრები მიტაცებს ნეტა რა იქნება 5 დღეში.რა მოხდება,რას მეტყვის დემეტრე,მაგრამ დედამის ვერ დატოვებს,მე კი აქ ვერ დავრჩები და ჩვენი გზები გაიყოფა.ნუთუ მოკლემეტრაჟიანი ფილმივით უნდა დამთავრდეს ჩვენი ურთიერთობა,მალე და ტრაგიკულად.მოკლემეტრაჟიან ფილმებს მეორე სეზონი ხომ არ აქვთ...გაგრძელება არ იქნება!...
***
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს,ლონდა მირეკავს.
-გისმენ. ნამძინერები ხმით ვპასუხობ და მიკვირს ნუთუ დრო ვერ გაითვალისწინა.
-ვიკა,გთხოვ ჩამოდი... ქვითინებს ლონდა და ფეხზე ვკტები ეგრევე.
-ლონდა რა მოხდა?რა გატირებს? ნერვიულობით ტონს ვუწევ და სესის ვაღვიძებ.
-ბილი და ჯორჯი...ისინი ავარიაში მოყვნენ.... ტირილს არ წყვეტს ლონდა.მის ნათქვამზე ადგილზე ვიყინები და ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლია მგონია გაიყინება რადგან ნერვებისგან ისე ვკანკალებ ვერ ვხვდები აქ ცივა თუ ნერვების ბრალია.ტელეფონი მივარდება ხელიდან,და სანამ დავეცემი სესილის ვხედავ,მერე ღამდება.არ ვიცი რამდენი ხანი ვარ გულწასული,მაგრამ თვალებს,რომ ვახელ ყველა თავზე მადგას.(ბილი ლონდას ქმარია,ჯორჯი შვილი)
-ჩემო ბაჭია! სახეს მიკოცნის დემეტრე.სესილი ტირის,ბიჭები კი შეშინებულები მიყურებენ.
-უნდა წავიდე. ვხტები დენდარტყმულივით.
-სად უნდა წახვიდე? ერთ ხმაში ამბობს ყველა.
-სესი შენ თუ გინდა დარჩი,მაგრამ მე კანადაში ვბრუნდები. ამის გაგონებაზე დემეტრეს სახე ეცვლება. -მაპატიე დემე,მაგრამ დეიდაჩემს ვერ მივატოვებ.ვერც იმას გთხოვ დედაშენი დატოვე და გამომყევი თქო. ტირილით ვეუბნები და სესილის ვუბრუნდები -ბილი და ჯორჯი ავარიაში მოყვნენ. სესილი პირზე ხელებს იფარებს და თვალები უწ*ლიანდება. -მაპატიეთ ყველამ მაგრამ უნდა ჩავალაგო. ფეხზე ვდგები მე და ცრემლებს ვიმშრალებ.
-აეროპორტში მოვალთ! მეუბნება გიო და მხარზე ხელს მისვამს.ვუღიმი და ვაცილებ ყველას.დემეტრე ჩუმად მიდის,ან რა უნდა თქვას არცერთს გვაქვს სხვა გზა.ბარგს ვალაგებ და ბავშვებთან ერთად აეროპორტში მივდივართ.საბედნიეროდ ბილეთებს ვიღებთ და დამშვიდობების დროა.
-მაპატიე! ვეხვევი დემეტრეს.
-დედასთან ერთად აუცილებლად ჩამოგაკითხავ. თავზე მკოცნის.
-მპირდები? ქვემოდან ავხედე.
-გპირდები. ჩემს ბაგეებს დასწვდა და გამოსამშვიდობებელი კოცნა დამიტოვა.
-მიყვარხარ! მეუბნება და ერთიანად ვცხელდები.ამ გარემოში არ მოველოდი საერთოდ არ მოველოდი,მაგრამ პასუხი მეც მაქვს.
-მეც მიყვარხარ! ვეუბნები და მის ხელს ჩემსაში ვაქცევ.თვალებში ვაშტერდები და ისე ოსტატურად ვხსნი სამაჯურს ვერ ხვდება.დანარჩენაბსაც ვეხვევი.გვერდზე ვდგები და დასკვნითი მომენტია.კატა და ძაღლის დამშვიდობება.ყველა მათ ვუყურებთ.
-მოდი! ხელებს ღიმილით შლის გიო და სესილის გულში იკრავს.
-კეთილი მგზავრობა,მომენატრებით! გვეუბნება გიო.
-ჩვენც ძალიან! ვეუბნები მე და უკვე ჩასასხდომად მივდივართ.ექსკალატორზე ავდივაართ და იქიდან დემეტრეს სამაჯურს ვუქნევ რომელზეც აწერია "მიყევი შენს ოცნებას".გაკვირვებული ხელს დასჩერებია და ეღიმება.
-მიყევი შენს ოცნებას! ღიმილით ვუყვირივარ და სამაჯურს ვიკეთებ.
-სესი,ჯიბე! უყვირის სიცილით გიო.
-რა ჯიბე?რომელი?სად?რატო? ბრინჯივით დაიბნა სესილი.ჯიბეებს ეცა,მაგრამ წავათრიე თორე უკვე გვაგვიანდებოდა.ჩავსხედით თუ არა ჯიბეები ამოატრიალა და პატარა ყუთი იპოვა.გაოცებული უყურებდა,მერე გახსნა და ბეჭედი,რომ დაინახა გული ამოუვარდა.შიგმით ბეჭედი იდო,ის ბეჭედი გიომ შეყვარებულს,რომ უყიდა.ბეჭედის ქვემოთ პატარა ბარათზე ხელით ეწერა "შენი აზრი არ მაინტერესებს!".ბეჭედი გაიკეთა,ზუსტად მისი ზომის იყო და მასში ყველაზე მეტად მისი წარწერა "სულ მეყვარები" მოსწონდა...
დასასრული!
04/09/2017



№1 სტუმარი Guest ჯიჯი

არანაირი გრძნობები, ემოციები არანაირი არაფერი.
გახუნებული ამბავია.
არც დასასრული მომეწონა, არაფერი საერთოდ.
თითქოს რობოტი წერდაო.

 


№2  offline წევრი მინდა ვწერო

Guest ჯიჯი
არანაირი გრძნობები, ემოციები არანაირი არაფერი.
გახუნებული ამბავია.
არც დასასრული მომეწონა, არაფერი საერთოდ.
თითქოს რობოტი წერდაო.

მადლობა,რომ წაიკითხე))

 


ამას გაგრძელება აქვს?არ შეიძლება ამ ისტორიის ასე დასრულება disappointed ძაან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Archive

Yvelaferi, yvelaferi, magram "dawyila" ra aris?

 


№5 სტუმარი Guest ლიზა

რაღაც დამაკლდა, დაუსრულებელი იყო ჩემო აზრით და არანაირი ემოცია, და არაფერი

 


№6  offline წევრი anastasia▶▶▶

დაწყილა მომიტანებენ

ჩემს კომენტარს ბოლომდე არ წერს რატომ?

 


№7  offline წევრი მინდა ვწერო

უბრალო ადამიანი
ამას გაგრძელება აქვს?არ შეიძლება ამ ისტორიის ასე დასრულება disappointed ძაან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

მადლობა!არა გაგრძელება არ აქვს)

Guest ლიზა
რაღაც დამაკლდა, დაუსრულებელი იყო ჩემო აზრით და არანაირი ემოცია, და არაფერი

მაინც მადლობა,რომ წაიკითხე))

anastasia▶▶▶
დაწყილა მომიტანებენ

ჩემს კომენტარს ბოლომდე არ წერს რატომ?

ბევრი სმაილები არ დაუწერო და ბოლომდე დაიდება.

Archive
Yvelaferi, yvelaferi, magram "dawyila" ra aris?

დაწყილა სადმე ეწერა?

 


№8  offline წევრი Archive

"თოვა დაწყილა", "ფილმი ჩავრთეთ, 4 იყო დაწყილი"

 


№9  offline წევრი Firefly

მე მომეწონა.
ნუ, მართალია მთლად სრულყოფილი არიყო და რაღეები აკლდა თუმცა ცუდი არიყო. დასასრულიც დიდად რომეწონა, ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარს როცა ყველაფერი გარკვეული არაა.
წარმატებები
--------------------
M.T

 


№10  offline წევრი მინდა ვწერო

Firefly
მე მომეწონა.
ნუ, მართალია მთლად სრულყოფილი არიყო და რაღეები აკლდა თუმცა ცუდი არიყო. დასასრულიც დიდად რომეწონა, ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარს როცა ყველაფერი გარკვეული არაა.
წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა!

Archive
"თოვა დაწყილა", "ფილმი ჩავრთეთ, 4 იყო დაწყილი"

გასაგებია, "დაწყილა" იგივეა რაც უკვე დაიწყო,უვრაოდ მანდ ჯდებოდა,როგორც "დაწყილა".)))

 


№11  offline წევრი Kalina

დაწყებულა.
რა დაწყილა, სისულელეა.
ეგ არაფერში არ ჯდება.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12  offline წევრი მინდა ვწერო

მარიკუნაა♥️
დაწყებულა.
რა დაწყილა, სისულელეა.
ეგ არაფერში არ ჯდება.

კაით გავიგე,რომ შემეშალა ოღონდ შეცდომა იპოვოთ და სხვა არაფერს უყურებთ.)

 


№13  offline წევრი Kalina

არა, რა სისულელეა.
უბრალოდ, კიდევ რომ არ გამოიყენო, მხოლოდ მაგაზე განიშნებ.
ნუ იცით ხოლმე ეს გაღიზიანებები ამ შესწორებაზე, კაი რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№14  offline წევრი Archive

მინდა ვწერო
მარიკუნაა♥️
დაწყებულა.
რა დაწყილა, სისულელეა.
ეგ არაფერში არ ჯდება.

კაით გავიგე,რომ შემეშალა ოღონდ შეცდომა იპოვოთ და სხვა არაფერს უყურებთ.)


თუ გაიგე რომ შეგეშალა უბრალოდ დაგვეთანხმე და მორჩა. იქ უხდება, აქ უხდება - სისულელე, და სხვა რამ რომ ყოფილიყო შესამჩნევი იმასაც შევიმშნევდი, კარგსაც მათ შორის.
კრიტიკის მიღება ისწავლეთ თუ სხვას უზიარებთ თქვენს ნაწერს, თუ არადა წერეთ თქვენთვის.

 


№15  offline წევრი მინდა ვწერო

Archive
მინდა ვწერო
მარიკუნაა♥️
დაწყებულა.
რა დაწყილა, სისულელეა.
ეგ არაფერში არ ჯდება.

კაით გავიგე,რომ შემეშალა ოღონდ შეცდომა იპოვოთ და სხვა არაფერს უყურებთ.)


თუ გაიგე რომ შეგეშალა უბრალოდ დაგვეთანხმე და მორჩა. იქ უხდება, აქ უხდება - სისულელე, და სხვა რამ რომ ყოფილიყო შესამჩნევი იმასაც შევიმშნევდი, კარგსაც მათ შორის.
კრიტიკის მიღება ისწავლეთ თუ სხვას უზიარებთ თქვენს ნაწერს, თუ არადა წერეთ თქვენთვის.

უნდა დაგთანხმებოდით მაინც და მაინც?მე ჩემი აზრი ვთქვი როგორც ვფიქრობდი და თუ პასუხი იცოდი ნუღა მეკითხებოდი მაშინ.ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიღებ,მაგრამ წვრილმანებზე ნუ მიშარდებით.

 


№16  offline წევრი მარი,,

me momewona,iyo ragac shecdomebi,magram emocia ver davinaxetko namdvilad ver vityvi...

 


№17  offline წევრი მინდა ვწერო

მარი,,
me momewona,iyo ragac shecdomebi,magram emocia ver davinaxetko namdvilad ver vityvi...

მადლობა ძალიან დიდი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent