ბაბლუანის სათამაშო (თავი 8)
-როგორ გაბედე?-მრისხანებას დაებრმავებინა, ძლიერად ჩაევლო გოგონასთვის მხრებში ხელი და უმოწყალოდ ანჯღრევდა-მითხარი ნინო ამას რატომ აკეთებ? ამჯერად რა თამაშს თამაშობ? -გამიშვი! გამიშვი გაიგე? სულ დაგაბრმავა იმ საცოდავმა-გააშეშა აბაშიძის თვალებიდან წამოსულმა ზიზღმა, თითქოს გონს მოეგოო, სწრაფად შეუშვა ხელი -მაპატიე-ამოილუღლუღა სასოწარკვეთილმა და იქვე მდგარ სავარძელში ხმაურიანად ჩაეშვა -რა გემართება რატი?-ხმა დაუთბა გოგონას, მამაკაცის წინ ჩაიმუხლა და სიყვარულით ჩააშტერდა ამღვრეულ თვალებში-ვიცი რატომაც შეირთე ის გოგო,მართალია ძალიან ნაწყენი ვარ შენზე, მაგრამ გადავლახავ, ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ....-ბოლო სიტყვებს გული ამოაყოლა -რატომ მოატყუე ნუცა? რას მიაღწიე ამით ნინო? კიდევ ერთხელ მოუკალი გული... -ფეხებზე ეგ გოგო და მისი გული,გასაგებია?- გაცეცხლებული წამოფრინდა ფეხზე, თითქოს მასში მიძინებულმა მხეცმა გაიღვიძაო-იმ საცოდავთან იწექი არა? როდის მერე გაღელვებს? -როცა ჩემს ცოლს ახსენებ სიტყვები შეარჩიე- კბილებში გამოსცრა. ოთახი ნინოს განწირულმა კისკისმა გააყრუა, ეს ისტერიკას უფრო გავდა, წამით დასერიოზულდა და ზიზღით მიაჩერდა საყვარელ კაცს -გაეთრიე! აქ მოსული აღარ დაგინახო გაფრთხილებ! ყველაფერი დამთავრდა!-კბილებში გამოსცრა და კარებისკენ მიუთითა კაცს ბაბლუანს ხმა არ ამოუღია , ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და უკანმოუხედავად დატოვა ბინა. ***** მშობლების დანახვამ გააბედნიერა, წამიერად დაავიწყა პრობლემათა კასკადი, გატეხილი გული, აფორიაქებული სულიც კი. -როგორ მომენატრე დედა, როგორ მჭირდები რომ იცოდე...-ცრემლმორეული ძლიერად იკრავდა ქალს გულში-როგორ გამახარეთ რომ იცოდე მამიკო. -მეც ძალიან მომენატრე ჩემო ფერია, ჩემო თვალისჩინო- სხეულზე აკრულ ნუცას ნაზად გადაუსვა თითები თმაზე. გასუსულიყო ჯაყელი, ხმას არ იღებდა, თითქოს თავშესაფარი იპოვოა, სულიერი სიმშვიდე, უეცნაურა დედას შვილის მსგავსი ქმედება, ნუცა მოსიყვარულე შვილი მუდამ იყო, მაგრამ ეს „მჭირდები“ უხეშად ჩაესმა ქალს ყურებში, მერე ეს დიდ მონატრებას მიაწერა და ეჭვები უკუაგდო. დედის სურნელითა და ფერებით გული რომ იჯერა, ფრთხილად მოშორდა ქალს, ნაზად ჩააშტერდა თალებში, მერე მისაღებში დედა-შვილს მიჩერებულ უფროს ჯაყელს გადახედა, ბოლოს კი ბაბლუანისკენ ფარულად გააპარა თვალი, მამაკაცი სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ამღვრეული თალებით შესცქეროდა ქალს, ეს ის ნუცა იყო, ვისაც ექვსი წლის წინათ იცნობდა, ისეთი სათუთი და ბავშვური, რომელსაც სითბო სჭირდებოდა, წამით გული მოეწურა, როცა წარმოიდგინა რომ ის ვერასდოს იქნებოდა ისე ახლოს, როგორც ჯაყელისთვის მნიშვნელოვანი ხალხი, რომ მან სამუდამოდ დაკარგა ამის შანსი, ის რომ ნუცასთან იწვა, მას ეალერსებოდა არაფერს ცვლიდა, მაინც არ იყო ქალთან ისე ახლოს, როგორც მას სურდა რომ ყოფილიყო... -წამლებს სვამ ჩემო სიცოცხლე? ხომ არ გავიწყდება? ისე ვნერვიულობ ხოლმე შენზე-სწრაფად მოეგო გონს, გაკვირვებულმა შეხედა მერის, სინანულით რომ შეჰყურებდა გოგონას, ნუცა შეკრთა, დაბნეულმა მიაჩრდა ჯერ დედას მერე რატის, პანიკამ მოიცვა უნდოდა გაეჩერებინა ქალი, მაგრამ არ შეეძლო,მერის რომ გაეგო ნუცა ქმარს ავადმყოფობას უმალავდა, ყველაფერს მიხვდებოდა, ვერ გაუგებდა შვილს, ამას ვერ გადაიტანდა, ქალს ნუცა ასე არ გაუზრდია, მერი ალბათ ინფაქტს მიიღებდა რომ გაეგო, ნუცა მათ დაემსგავსა, რომ შურის ძიება გადაწყვიტა, რომ პრინციპებს და ღირებულებებს უღალატა,ამიტომ ღრმად ამოიხრა,თალები წამიერად, ძლიერად დახუჭა და დინებას მიენდო, იცოდა გოგონამ რაც მოსახდენია ისედაც მოხდება... -არ სვამ ხო? გოგო გინდა მომკლა? ხომ იცი შენ რამე რომ დაგემართოს, თავს არ ვიცოცხლებ!- აქოთქოდდა ქალი და აფოიაქებული და შეწუხებული მიაჩერდა გაფითრებულ შვილს. თვალებით ევედრებოდა ნუცა დედას გაჩერებულიყო, მაგრამ ამაოდ, მერე ფარული მზერა ესროლა ბაბლუანს, ძარღვები რომ დაჭიმვოდა და კითხვით სავსე მზერა მიეპყრო გოგონასთვის. -დედა გეყოფა! ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ-დაბნეულმა სწრაფად წამოფრინდა სავარძლიდან-წავალ ყავას გავამზადებ -რომელ წამლებს გულისმობთ?-თითქმის კარებთან მისული, ბაბლუანის ცივმა, გაყინულმა ხმამ გააშეშა. „ ღმერთო ოღონდ ეს არა“ -გულისთვის, სხვას რას უნდა ვგულისმობდე - უდარდელად აიჩეჩა მხრები ქალმა,მერე სიბრალულით სავსე მზერა სტყორცნა შვილს- მოსვენება სულ დავკარგე ქალმა,სულ შიშში ვარ, პატარა რომ იყო მე ვაკონტროლებდი, წამოიზარდა და ვეღარ ვახერხებ,მაგრამ იმხელაიმედი მაქვს შენი რატი, ვერც კი წარმოიდგენ - ცრემლი მოერია ქალს-ასეთი მგრძნობიარე მაინც არ იყოს, ბავშვობიდნ ყველაფერს იმაზე მეტად განიცდის ვიდრე საჭიროა! -დედა გეყყოფა!- წამოიყვირა მოთმინება დაკარგულმა-წადით!-მრისხანე მზერა სტყორცნა ქალს -კი მაგრამ ნუციკო- ამოილუღლუღა დაბნეულმა ქალმა -დედა წადით ძალიან გთხოვთ!-მუდარით სავსე თვალები შეანათა, ქალს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ დავითმა არ დააცალა, ხელი მოკიდა ცოლს, თვალებით ანიშნა ახლა ამის დრო არ არისო, შუბლზე აკოცა თვალცრემლიან შვილს და მშვიდად დატოვა სახლი მეუღლესთან ერთად. **** ოთახში დაძაბულობა იგრძნობოდა. ნუცა ზურგით იდგა ბაბლუანისკენ,თვალები ძლიერად დაეხუჭა, თითქოს ასე შეძლებდა მამაკაცისთვის უჩინარი გამხდარიყო. ოთახში გამეფებულ სიმყუდროვეს რატის ხშირი სუნთქვა არღვევდა -მითხარი რას ნიშვნავს ეს?!-დაიგრგვინა ბაბლუანმა, წამში ქალს წინ აესვეტა და დაჟინებით ჩააცქერდა თაფლისფერ თალებში -ეს შენ არ გეხება ძვირფასო-რაც შეეძლო უდარდელად უთხრა,და წასვლა დააპირა ბაბლუანის ძლიერმა ხელმა რომ გააჩერა,მამაკაცმა ძლიერად მიიზიდა და სხეუზე აიკრო -რატომ არ მითხარი?-სასოწარკვეთა ნათლად ამოიკითხებოდა ბაბლუანის გაბზარულ ხმაში დაწამით ნუცა გაშეშდა,ყველაფერს მოელოდა და ამას არა, რატი ბაბლუანი ტიროდა! თვალზე ობოლი ცრემლი ჩამოგორებოდა...დასტური იმისა რომ მას ტკიოდა ნუცას ტკივილი, რომ მასაც გაუტყდა გული, რომ მისი გულიც ისე დაავადდა როგორც ნუცასი, კიდევ ერთხელ თვალწინ დაუდგა ყველა კადრი, ყველა ტკივილი რაც გოგონას განზრახ მიაყენა და საკუთარი თავი შეზიზღდა, ენით აღუწერელი მრისხანება იგრძნო... რა გააკეთა? და რას აკეთებდა ახლაც? ამდენი ხნის შემდეგ...გოგონას კიდევ უფრო ტკენდა, არ იცოდა მამაკაცმა რა დიაგნოზი დაუსვეს მეამიტ, ჯერ კიდევ პატარა ჯაყელს, მაგრამ მერის ნაამბობიდან დასკვნა გამოიტანა, ნუცას გული სტკიოდა, და თვითონ ამ ტკივილის გაასმაგების მიზეზი გახდა.... -რატომ ტირი?-გულუბრყვილოდ, გაუაზრებლად, გულწრფელი კითხვა ესროლა კაცს და ჩასისხლიანებულ თვალებში ჩააშტერდა... ბაბლუანის პასუხი რომ ვერ მიიღო, გონება გაუნთდა, ირონიულად ჩაიღიმა-აჰა, ყველაფერი გასაგებია, შეგეცოდე არა?შეგეცოდე ასეა! მაგრამ არ მჭირდება შენი სიბრალული, შენგან აღარაფერი მჭირდება,საკუთარ თავს ნუ დაიდანაშაულებ არ მტკივა....-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ არ დასცალდა, თმაში ჩაავლო ბაბლუანმა ხელი, მსუბუქათ მოქაჩა, თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და ნაზად დააცხრა გოგონას ტუჩებზე, კოცნიდა და მთელ გრძნობებს, სისპეტაკეს აქსოვდა ამ კოცნაში, უნდოდა ეს კოცნა კიდევ დიდხანს დამახსოვრებოდა გოგონას,კიდევ დიდხანს გაჰყოლოდა ეს ემოცია... ნუცა გრძნობდა ცრემლის მლაშე, მარილიან გემოს, მაგრამ იგი ვერ გადაფარავდა ბაბლუანის ბაგეების სიტკბოებას.... ............... ვიცი საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ არც ისე უპასუხისმგებლო, მქონდა რაღაცსერიოზული მიზეზები რის გამოც დავიკარგე, იმედიამაპატიებთ )))და ისიამოვნებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.