შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკვლელი X თავი


5-09-2017, 02:43
ავტორი Tekla99
ნანახია 1 685

-შენ რა გააფრინე? საიდანღაც ხმა მოესმა სარას და სანამ რამეს იტყოდა, დიმამ პირზე ხელი ააფარა.
-გამიშვი! ჯაჯგური დაუწყო სარამ.
-რას აკეთებ შენი აზრით? როგორცკი იქ ფეხს შედგამ დაგაპატიმრებენ.
-შენ რა გადარდებს?
-კინკლაობის დრო არაა.
-რატომ მოხვედი?
-გეგონა აქ მარტო გამოგიშვებდი?
-რატომაც არა. უთხრა ირონიიულად სარამ და გზა განაგრძო.
-სარა გაჩერდი!
-რატომ?
-დღეს ბევრ კითხვას სვამ. უთხრა დიმამ და სარა მხარზე მოიგდო.
-რას აკეთებ? გაგიჟდი ხო? აწიოკდა სარა.
-ხო გითხარი ბევრ კითხვას სვამ თქო.
-არ დამსვაამ? სად მივდივართ?
უცებ მანქანაში ამოყო თავი, ორ წუთში კი რაღაც პატარა სახლში. გაოგნებული მიყვებოდა დიმას და კითხვის დასმას ვერ ბედავდა.
-აქედან ფეხს არ გაადგამ, იქამდე სანამ ყველაფერი არ მოგვარდება!
-რა გინდა, რომ ვქნა? შენნაირად გავიქცე? ცინიზმით იყო სარას ხმა გაჟღენთილი.
-არა უბრალოდ მინდა რომ გადარჩე?
-რატომ? ვნებით იკითხა სარამ და მისი სახის წინ აიტუზა. თვალებში ჩახედა და მისი სუნთქვა იგრძნო. "რატომ?" ამ კითხვაზე პასუხი მართლა აინტერესებდა.
-შენში ფული მაქვს გადახდილი საყვარელო. უტეხი და ცინიკოსი იყო ვასილევსკი. მყინვარივით შეუდრეკელი, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის წინაც მის ფაქიზ მხარეს ვერ ნახავდით.
-ზეგ რუსეთში მივდივართ. განაგრძო ისეთი ტონით, თითქოს ორი წუთისწინ სარასთვის გულისტკენა არ ეცადა.
-მე არსად არ მოვდივარ. შენ ფულს დაგიბრუნებ ხვალვე. სარას თვალები ამღვრეოდა, ძლივსღა ლაპააკობდა.
-შენი ფული არ მჭირდება სარაჩკა, მე შეთანხმების დარღვევას არავის ვაპატიებ.
ვერცერთი ვერ იჯერებდა ამ საუბრამდე, რომ მივიდნენ. დიმას ზიზღის მიზეზს ვერ ხსნიდა სარა, მაგრამ იყო რაღაც რაც სარას ოჯახმა ვასილევსკს დამართა და ეს ამბავი დიმამ მხოლოდ ახლახანს შეიტყო.
სარა კარებს ეცა მაგრამ ჩაკეტილი აღმონდა, ფეხების და ხელების რტყმა დაუწყო,მაგრამ ვერაფერს გახდა.მერე ქვასავით გაშეშებულ დიმას მივარდა და იმას დაუწყო ცემა, არც ახლა განძრეულა დიმა. სარა წყობიდან გამოსულიყო. დიმა კი, დიმაში ორი ადამიანი იბრძოდა, ერთს უნდოდა ამ გოგოს ჩახუტებოდა და დახმარებას დაპირებოდა, მეორეს მისი დანახვაც კი აღიზიანებდა.
-რამე მითხარი! ხმა ამოიღე! სარას ყვირილმა გამოაფხიზლა. დიმამ ცივი, უგრძნონი თვალები შეავლო სარას და ოთახი უპასუხოდ დატოვა.
გაოგნებული, განრისხებული, გაბრუებული და გულნატკენი სარა მარტო დარჩა. დიმა თუ რუსეთში წაიყვანდა,ძმას ვერ გადაარჩენდა. ან დიმასთან რაღა დარჩენოდა, პირველად ნახა ასეთი ვასილევსკი, პორველად შეაშინა და ააფორიაქა ვიღაცის ქცევამ. ახლა არჩევანის გაკეთება ადვილი იყო, რა თქმა უნდა სანდროს აირჩევდა. მის დასახმარებლად დიმას მოკვლაც რომ დაჭირვებოდა დაუფიქრებლად მოკლავდა. გადაწყვეტილება მიიღო და იარაღი მოამზადა დიმას დაბრუნებისთვის. დილაც მალე მოვიდა, შუადღეც და საღამოც მოახლოვდა. დიმა არსად ჩანდა, პატარა სახლში იყო გამოკეტილი, რომელსაც გასასვლელი არსად ქონდა, უფროსწორედ ყველაფერი ჩარაზული ქონდა. სარას კლაუსტროფობიის მსუფუქი ფორმა ქონდა,მაგრ ნელ-ნელა უმძაფრდებოდა, და მასთან ერთად იზრდებოდა სარას ემოციებიც, დიმას მოკვლის სურვილიც ძლიერდებოდა. კარის ხმა გაისმა და სარაც დაიძაბა,ნაბიჯები უახლოვდებოდა, იარაღი გადატენა და ქამარში ჩაიდო. სუნთქვა შეკრული დაელოდა დიმას შემოსვლას. ვასილევსკი შემოვიდა თუ არა იქვე დივამზე წამოჯდა, სარას უმეტყველო სახით შეხედა და თითქოს მისგან რაღაცის პასუხს დაელოდა. ცოტახანი დუმდნენ და ამ დუმილის დასრულება არცერთს უნდოდა.ბოლოს ისევ სარამ იკისრა ეს საქმე.
-რაგინდა?
-წასასვლელად უნდა მოგამზადო, ყალბი პასპორტები და ასე შემდეგ.
-დიმა ბოლოჯერ გეუბნები არ წამოვალ.
-ბოლოჯერ? თქვა და მაშინვე სარასთან გაჩნა, სწრაფი მოძრაობით ამოიღო იარაღი და ცალყბად ჩაიცინა. -სარა... სარა... შენზე გაცილებით დიდი და გამოცდილი ვარ, პროფესიონალი ხარ ამაში ვერავინ შეგედავება, მაგრამ მე რომ მაჯობო ამისთვის ბევრი გიკლია. ყოველ შემთხვევაში გეგმა ბე მაინც უნდა გქონდეს.
სარამ ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ ისევ დიმამ გააგრძელა.
-შენს ოჯახს კი არ ჩამოუვარდე...
სიტყვის თქმა ბოლომდე არც აცალა ისე წამოიყვირა სარა.
-აი ისევ...!! თითქოს გაუხარდა ისევ ამ სიტყვებში რომ გამოიჭირა.
-რა ისევ?
-ისევ ჩემ ოჯახს ახსენებ.
-ხო მერე რა.
-მითხარი რატომ? აქამდე ასე არასდროს გიხსენებია.
-ანგარიშები უნდა გაბარო რას რატო ვამბობ?
-არა ბრალოდ ვიცი უმიზეზოდ ასე არ მოიქცეოდი? ვიცი რამხელა ბრძოლა გიწევს შენთავთან, რომ ასე მომექცე.
თავზარდაცემი სიმართლე იყო დიმასთვის სარას სიტყვები,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეარყია.
-შემდეგ? განაგრძე? ძალიან მაინტერესებს კიდევ რას ვგრძნობ?
-დანარჩენი შენ უნდა მითხრა დიმა. მიდი გისმენ, მე შემიძლია გაპატიო.
-მაპატიოოო? ნერვული სიცილი აუტყდა დიმას, რომელიც თითქმის ტირილში გადაიზარდა. -ეს მწ ნდა გაპატიო. უცებ წამოიყვირა,შემდეგ იქვე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
-უნდა მაპატიო? და რა დავაშავე ხომ ვერ მეტყვი?
-შეეშვი ჩემ ნერვებზე თამაშს სარა ძვირად დაგიჯდება.
სარა გაოცებული იყო ვასილევსკის ასეთი ცვლილებით.
-დიმა... რატომღაც წყნარად დალაპარაკება სცადა სარამ. -არვიცი რა ჯანდაბა დაგემართა, ან რა მოხდა, მაგრამ ის ვიცი, რომ ასეთი არ იყავი. შეიძლება ამაზე უარესი იყავი, მაგრამ ასეთი არ ყოფილხარ. თუ არ მეტყვი რა ხდება წინ ვერ წავალთ. არვიცი რა დაგიშავე, შეიძლება ბევრს დავუშავე , მაგრამ შენთვის ცუდს არაფერს გაბაკეთებდი. არვიცი რა ვქენი, მაგრამ გთხოვ მაპატიო. (სარას სიტყვენი ნამდვილი იყო, გულწრფელი და სავსე) ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, შენ ზიზღით სავსე თვალებს ვერ ვუყურებ. ის თვალები მომენატრა სითბოდი და ალერსით რომ მიყურებდნენ, თუ გინდა მასე ნუღარასდროს შემომხედავ, მაგრამ მაშინ გთხოვ რომ საერთოდ აღარ შემომხედო.
-რა გინდა? თავი აწია დიმამ და სარას ჩააშტერდა.
-გამიშვი რომ ჩემ ძმას დავეხმარო.
-და იცი ჩემ გარეშე 3საათში მოგკლავენ.
-და ჩემ დაცვას რა აზრი აქ. თუ არც შენ მეყოლები და არც ჩემი ძმა. რისთვის ვიცოცხლო?
-ჩემგამო გიღირს სიცოცხლე?
-რაც გაგიცანი ჩემი სიცოცხლის მიზეზი გახდი.
-მატყუებ არაა? უეცრად წამოენთო დიმა.
-რატომ?
-რა რატომ სარა?
-რატომ უნდა მოგატყუო? არ მჭირდება მოტყუბა.
-მაშინ ჩემ გამო რატომ უნდა გიღირდეს სიცოცხლე? ნუთუ შენთვის მართლა რამედ ვღირვარ?
-ან ამას რატოღა მეკითხები? დიმა რა გჭირს?
-შენ სიტყვებზე რაღას იტყვი? რომ ჩემთან მხოლოდ საავადმყოფოს ასაშენებლად წევხარ? ამდენიხანი როგორ თვალთმაქცობდი თითქოს ჩემთან ყოფნა მოგწონდა?
-შენთან ყოფნა მართლა მომწონდა.
-ხოო? და მაინც რა მოგწონდა ჩემში? ეჭვისთვალით შეხედა სარას.
-რა მომწონდა? დაიბნა სარა. -არვიცი ასე ზუსტად.
-ერთი მიზეზი მითხარი და გაგიშვებ.
-გინდა სიყვარული აგიხსნა? ირონიულად შეხედა სარამ.
-10 წამო გაქსანამ გადავიფიქრებ. 9...8...7....
-კარგი კარგი. მომწონდა ის რომ თავის გაკონტროლება შეგეძლო, რომ საკუთარ სურვილების მართვას ყველანაირად ცდილობდი,რომ უკეთესობისკენ მიისწრაფვოდი. მომწონდა ის, რომ პირობას ყოველთვის ასრულებდი, მომწონდა ის რომ ყველაფრის მიუხედავად კეთილი იყავი.მომწონდა ის რომ დახვეწილი ნაბი*ვარი იყავი. მომწონდა ის რომ ასეთი არ იყავი. ბოლოსიტყვები დანანებითა და გულისწყვეტით თქვა სარამ.
-წადი! უთხრა დიმამ.
-მაგრამ!?
-წადი!! დაიყვირა, რადგან აღარ შეეძლო ცრემლების შეკავება, სარაც მაშინვე გაუჩინარდა. როგორ უნდოდა ხელი ეტაცა თაბისკენ მიეწია და მისთვის ეკოცნა. როგორ იზიდავდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. ხასიათით, ისტორიით, გარეგნობით, უველფერში იდიალურად თავსდებოდნენ.
რა მოხდა სარას ოჯახსა და მას შორის? დიდი ხნის წინ სანამ დიმას ძმა ჯერ კიდევ 2წლის იყო გულის გადანერგვა დასჭირდა, თანაც სასწრაფოდ. ოჯახშ შესაძლებლობა არ ქონდა, მაგრამ უეცრად დონორი გამოჩნდა. პატარა გარდაცვლილიყო და მშობლებს მის სახელზე სიკეთის გამეთება სურდათ, გადაწყვიტეს ოპერაცია დაეფინანსებინათ და მათი შვილის გულიც დიმას ძმისთის გადაენერგათ. ოპერაციის დრო დაინიშნა,ყველაფერი მზად იყო , მაგრამ სწორედ ამ დროს სარას ძმასაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, კეთილსინდისერი გზით, რომ ვერაფერს გახდნენ გული მკვლელობითა და თაღლითობით მიიღეს. გული რომელიც დიმას ძმისთვის უნდა გადაენერგათ, დღემდე სანდროს მკერდში სცემს. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოუწიათ მშობლებს დიმაზე უარის თქმა. ეს ისტორია ორი დღისწინ მივიდა დიმას ყურებამდე, რადგან სარასა და მას შორის უთანხმოება ჩამოვარდნილიყო. ახლა დმას სარას დანახვა მხოლოდ წართმეულ ბავშვობას ახსენებდა.



№1  offline წევრი Tekla99

აბა რას ფიქრობთ? როგორ მოგეწონათ? როცა კითხვა დაიწყეთ ეს ისტორია ასეთი წარმოგედგინათ? ასეთ გაგრძელებას ელოდით? თქვენი აზრით სარა და დიმა ერთმანეთის მიმართ რას გრძნობენ? მოგწონ მათი წყვილი? მაინტერესებთ როგორ შეაფასებთ ისტორიას <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ მაგარია ძალიან გააგრძელეთ რაა..

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ ისტორიას არ აგრძელებ? როგორ მომწონდაა არადა

 


№4 სტუმარი სტუმარი mancura

რატომ აღარ აგრძელებთ ამ ისტორიას?გასგრძელეთ რა ვკვდები ინტერესით.ან თუ არ ამთავრებთ რაღატომ იწყებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent