შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალია(4)დასასრული


6-09-2017, 02:20
ნანახია 2 816

გვრიტები რომში წავიდნენ ლაშას ბებოსთან გაადწყვიტეს გამგზავრება , მე დავრჩი მარტო ჩემს ოფისთან ად საქმეებთან, რატი ისევ გაქრა ,.ისევ ისე იეჭვიანა და მერე გაქრა .


უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დავხვდი, ისინი ამერიკაში გავიცაანი. იქ სულ ერთად ვიყავი აქ რომ წამოვედი ბევრი ცრემლი გამომაყოლეს და შევპირდი რომ სანამ მე დავბრუნდებოდი აუცილებლად წავიყვანდი ჩემთან საქართველოში და ასეც მოხდა.
მერიემი ბრიტანელი იყო წარმოშობით მაგრამ ამერიკაში ცხოვრობა, ჯონი ამერიკელი იყო იქ დაიბადა და გაიზარდა, სულ ვფიქრობდი რომ ვუყვარდი, სცადა კიდეც ჩემთან ურთიერთობის აწყობა მაგრამ ის ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა . ამიტომ არც ვაცადე არაფერი. მეგობრობით შემოვიფარგლე.
მცხეთაში წავიყვანე , დასათვალიერებლად, ჩურჩხელები ვიყიდე მანანა დეიდასთან .სულ მასთან ვყიდულობდი.
-გოგო ისევ არ გათხოვილხარ ? მკითხა მანანამ
-არა მანანა დეიდა მე ვინ ამიტანს
-რას ამბობ შვილო ანგელოზი ხარ ... -კარგი კარგი მანანა დეიდა მელდოებიან და გავიქეცი ჩემი სტუმრებისკენ.
სულ ცოტა ხანი იყო გასული რატის სიცილსი ხმა რომ მომესმა,. ჩვეულ ამპლუაში, ორ გოგოსთან ერთად ერთობოდა ბიჭი მცხეთაში.
ვაიმეე აი ვერ გეტყვით იმ წუთას რა აზრები მომდიოდა თავში. ჯერ წარმოვიდგონე როგორ ვწეწე ორივე , მერე ქვა ვურტყი , მერე რატის მანქანას ვკაწრავდი და ვლანძღავდი, მერე შემრცხვა ასეთი აზრების გამო და თავი დავიმშვიდე ისე,
-რა ხდება ნატალია??
-არაფერი მერიემ, ძლივს მოვიყარე ამერიკულს თავი , არადა მშობლიურივით ვლაპარაკობდი ინგლისურად
-როგორ არა ვინაა?
-არავინ ნაცნობია
-არ ვიცი აქ საქართველოში როგორ ხდება მაგრამ ვიცი რომ ადამიანებს თუ უყვართ იბრძვიან კიდეც იცოდე ეს ბუნების კანონია ! მითხრა ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა და .გავიღიმე
-ასე კარგად თუ მიცნობდი არ ვიცოდი
-არ სჭირდება ცნობა იმის დანახვას რაც შენს თვალებშია.
რატი მოვიდ და მოგვესალმა , -გამარჯობათ ალქაჯო რას შვრები?
-სტუმრებს ვათვალიერებინებ მცხეთას.
-ეს ვინააა ჯონიზე მკითხა .
-ეს ჩემი საქმროა , არ ვიცი საიდან მომივიდა თავში აზრდა ეს პასუხი მაგრამ რომ ვთქვი ენაზე კბენას აღარ ჰქონდა უკვე აზრი.
-ვიინ?
-საქმრო რატი საქმრო, ს-ა-აქ-მ-რ- ო დაგავიწყდა ქართული?
-შენ ცუდად ხო არ ხარ ?
-მე ? რატომ ცუდი ეფრი მაქვს ? არადა გადასარევად ვგრძნობ
თავს, გუშინდელის მერე მითუმეტეს
-ვერ გავიგე რამე მოხდა?
-ხოოო გუშინ აღმოვაჩინე რომ ჩმეი დიდი ხნის მეგობარი როგორც კაცი ისე მყვარებია, რატი წარმოიდგინე! მენატრებოდა თურმე ამდენ ხანს. როგორც იქნა ჩამომაკითხა.
ახლა წარმოიდგინეთ მე ვუყვებოდი რატის ჩემი გრძნობების შესახებ, სხვა მამაკაცზე ვეუბნებოდი მიყვარსთქო , კი შემეცოდა წამით მარა მერე იმ მოკლეკაბიან დღნაჩვებს რომ შევხედე როგორც ეკე ეძახდა ასეთი კატეგორიის გოგოებს , წამში გადამიარა შეცოდებამ , ღირსია ! გავიფიქრე .
არ უთქვამს არაფერი ისე მომცილდა, ალბათ რომ არ მოვეკალი ან ჯონი არ მოეკლა , ადვილად კი გადავრჩით ორივე.
-ლაშა სად ხარ ?
-რავი ბიჭო ნინის მივყვები ექიმთან ვერ იყო კარგად დაა
-უნდ აგნახო მოვალ მანდ რომელ კლინიკაში ხართ? რატიმ თავისი დღნაჩვები ცაისვა მანქანაში ტაქსის გაჩერებასთან მიიყვანა და უკან გაუშვა თბილიშში თვითონ კლინიკაში მივიდა
-რა გჭირს ხო მშვიდობააა?
-ის ალქაჯი თხოვდება?
-ვინ ? ნატალია? საიდან მოიტანე ისევ კაიფში ხარ ? ხო მითხარი აღარ გავეკარებიო?
-ეეეე ნუ ურევ ეხლა დღეს ვნახე მცხეთაში ამერიკელ კოსთან ერთად ჩემი საქმროა წუხელ დავინიშნეთო მახარა.
-ჰაჰაჰაჰაჰა ნატა რა ქალია იმენა გისრულებს ხო?
-მოიცა მომატყუა?
-ხოო აბა რა ქნა შე დებილო რა საქმრო ღადაობ ?
-მაეჭვიანა ანუ და კმაყოფილი წავიდა უკან ?
-ხოო ეგრე გამოდის.
ბიჭო რატო იგდებ თავს მაგ დღეში ტო? უთხარი და დაისვენებ რააა.
-კაროჩე ის ცალკე მიბურღავს ტვინს რა გინდა ჩემგანო
-ხოდა რა გინდა მერე , უთხარი რაც გინდა და მორჩით ამ კატათაგვობანას რააა.
- ბიჭო ისევ იმ დედმ**** წამალს ვებრძვი ხო იცი არა? არ ვენდობი ჯერ ჩემ თავს . ისევ რო დავიწყო ? მერე რა გავაკეთო სად წავიყვანო, ცოდოა , ნარკომანი ქმარი გემეტება ნატასთვის?
-ეგრე სულ უნდა გეშინოდეს რო კეთება არ დაიწყო და უცოლო უნდა მოკვდე ბიჭო? 2 წელია არ გაგიკეთებია , სუფთა ხარ და ცოლშვილი რომ გეყოლება , თან ნატასნაირი ქალი , გგონია კიდე მოგინდება მერე ისე ცხოვრება? სულ გაგიჟებულხარ
- ბიჭო მიყვარს და მე რო რამე დავუშავო ვერ გადავიტან რააა
-და რა უნდა დაუშავო ბიჭო სუფთა ხარ ეხლა შენ უყ****** რაღაცებს რააა.
-რო არ ვუყვარდე ?
-ვის ნატას? და გაიცინა ლაშამ თავისის საფირმო სიცილით , ისეთი სასაიმოვნო ხმა ჰქონდა ჩემს ლაშუკას , ისეთი სპეციფიკური რომ ათიათასში გამოარჩევდით. გვიანი იყო უკვე მეორე სართულიდან პირველზე რომ ჩავედი და ჩემს სავარძელში ჩამჯდარი რატი რომ დავინახე
-აქ საიდან მოხვდი ზუსტად მახსოვს კარი რომ ჩავკეტე
-რა მნიშვნელობა აქვს აქ ვარ მთავარია
-რა გინდა !?
-რატო ცდილობ გამაგიჟო?
-ეხლა რაღა გინდა?
-საქმრო და ქორწილი და სიყვარულიო არა ? როდის მერე იტყუები? თან ასე ?“
-შენ რა მერე? რა განერვიულებს ასე ძალიან , როდის მერე განიცდი ჩემს ნათქვამს?
-ისე უბრალოდ ტყუილებს ვერ ვიტან
-და მაგიტომ ხარ აქ , მაგიტომ შემოძვერი უჩინარივით ჩემს საკუთარ სახლში და კმაყოფილი სახით მეუბნები რომ მოგატყუე და არ ვთხოვდები?
შენ მე დებილი გგონივარ? დორბლი გამდის?
-აუ აი რატო მისვამ სულ მაგ კითხვას ? ეტყობა ამქვს მიზეზიუ ხხო?
-იმიტომ რომ მაინტერესებს , ხოო მიზეზი ზუსტად ეგ მიზეზი მაინტერესებს
- და დავიჯერო ვერ ხვდები?
-ნწუ ვერა , სხვანაირად არ გკითხავდი
-როდისმე მიხვდები
-ჰო იმედია , უნდა ვჭამო
-მეც მშია
-მოდი და ჭამე
დავსხედით და ვჭამეთ. მერე მე წავედი და დავიძინე რატი არ ამდგარა , იქ იჯდა სავარძელში და არ ვიცი ალბათ ფიქრობდა , არც მითქვამს წადითქო, არც ის მითქვამს შემოდითქო მაგრამ ისე შემოვიდა , აღარც წასვლაზე ვუთხარი , ჩემი თქმა რაღათ უნდოდა, უბრალოდ თავი დავანებე , უბრალოდ ნება მივეცი !
იმ საღამოს მერე , ასე როცა უნდოდა მოვიდოდა, სახლში და როცა უნდოდა მიდიოდა, საიდან და როგგორ შემოდიოდა არ ვიცი მარა მოდიოდა, მივეჩვიე, მდგმურივით იყო, რომ არ მოდიოდა ან აგვიანდებოდა ვღიზიანდებოდი, ვცოფდებოდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა, ფაქტიურად ერთად ვცხოვრობდით. თუ მოვიდოდა ძირითადად სულ მშიერი და ვვახშმობდით , ხან ხმასაც არ ვიღებდით ისე, რამე რომ მეთქვა და წასულიყო აღარ მოსულიყო მერე? გადავიტანდი? ვერა! ამიტომ ხმასაც არ ვიღებდი თუ აუცილებელი არ იყო ხან მაშინაც არა . ტელევიზორსაც ისე ვუყურებდით , ოთახიც თვითონ იპოვა და იქ იძინებდა , ზოგჯერ ჩემს დივანზე თავსდებოდა და ტელევიზორის ყურებაში ითიშებოდა. სასაცილო სანახავები ვიყავით შორიდან,მაგრამ მე ბედნიერებისთვის ესეც მყოფნიდა, აქ იყო ცემთან.
-გოგო ის ისევ მოდის?
-ხოოო , როცა უნდა მოდის ,როცა უნდა მიდის
-და რატო რას ეგუბნება?
-აბა მე რავიცი ნინი , ვკითხე ერთხელ და არ გამცა პასუხი, არც იმას ვეუბნები არ მოხვიდეთქო, მაინც მოვა ვიცი !
-ჰოოოო, მაგარი უცნაური წყვილი ხართ? შენს ოთახშიც ხო არ სძინავს ?
-არა გოგო ჩემს ტერიტორიაზე არ გადმოდის, გავიღიმე, ზოგჯერ ხმასაც არ იღებს , ჭამს და ტელევიზორს უყურებს მერე იძინებს , ან მიდის
-აუ მაგრები ხართ რაა
-ხოო რავი მოსწყინდება და წავა სულ ან მეტყვის რატო აკეთებს ისე, მდგმურივით მყავს
-ვაა ნატუუშ
-ეეე ლაშიკოოო, მომენატრე ჩემო ერთედერთო სიყვარულო
-გოგო მდგმური როგორ გყავს
-ეხლა ვუყვებოდი ნინის აკლია მაგას ცოტა ხო იცი, მეც ისე მივეჩვიე ეხლა ვფიქრობ სახლის გასაღები მივცე თორე ალბათ ფანჯრიდან შემოდის და არაფერი დაემართოს არ გადავარდეს ცოდოა
-რა მასხარა ხარ გოგო
საღამოს ისევ სახლში დამხდვდა რომ შევაღე კარები .ფეხსაცმელები კართან დავტოვე მანქნანის და სახლის გასაღების ამზარეულოს ბარზე მოვისროლე , ლეპტოპი და ტელეფონიც იქვე დავდე და სინათლე რომ ავანთე იქ იჯდა და ეწეოდა.
-დაგაგვიანდა
-ოოოჰ ! დღეს ვლააპარაკობთ და რამე?
ოფისში ვიყავი და ძაან დავირალე, მთელი დღეა დოღის ცხენივით დავდივარ . მ შია ჭამე?
-არა
-ხო კარგად ხარ რა სახე გაქვს , არა ესეც მიღწევაა ხმას რომ იღებ .
როდემდე უნდა იარო ასე?
-წუხდები?
-იცი რა არის უბედურება? მგონი მივეჩვიე კიდეც შენს უჩიმაჩინობას, ხან ხარ ხან არა , თუ ხარ საიდან ისიც არ ვიცი, გასაღები უნდა მოგცე, პირდაპირ კარიდან რომ შემოხვიდე
-ისედაც კარიდან შემოვდივარ ! ჩემი კარის გასაღები მაჩვენა თითზერ დაკიდებული
-აი თურმე როგორ ...წავედიდ და დავიძინე.
უკვე ორი თვე გავიდ და არ გამოჩენილა, ვაიმე სიე მენატრებოდა, ახლა მე ვხდებოდი ცუდად, თავს ძალას ვატანდი და საიდან მომქონდა კიდევ ეს ძალა ვერ ვიგებდი.
სადაც მის მანქანას დავინახავდი , ვჩერდებოდი და ველოდებოდი როდის გადმოვიდოდა მანქანიდან მაგრამ ლაშა მრჩებოდა ხელში. ნეტა სად არის თვითონ მთელი კვირაა ლაშას ყავს მანქანა. ვერც მას ვუბედავდი კითხვას .
პარასკევს დილით ლაშამ დამირეკა.
-ნატუშ რას ამ შაბათკვირას რამეს აპირებ ?
-არა ლაშ რას უნდა ვაპირებდე/
-ხოოდა მე დავგეგმე კაი ამბები, წამო არაგვისპირში ავიდეთ ,
იქ რა გვინდა?
-ძმაკაცს აქვს ბაითი თვითონ საძღვარგარეთაა და დავისვენოთ რაა.
-რატისთან არა ხო იმედია?
-არა გოგო მეორესაც აქვს სულ რატისი კი არაა ეგ არაგვისპირი
- კაი ხოო ჯანდაბა შენ სხვა საქმე მაინც არ გვაქვს წვაიდეთ. საღამოს გამომიარე
8 საათი იყო ლაშამ რომ გამოგვიარა და წავედით, რომ ჩავედით ყველაზე ლამაზი და თვალისმომჭრელი სახლი რომელიც იყო იქ გავჩერდით
-ეეე რა ლამააზიაააა. ეს რა არის ? გუმბათი მოჩანდა ეზოდან
- ეს მონასტერიააა ხვალ ვნახოთ ეხლა სახლში შევიდეთ
ეზოში რატი დავინახე , აშკარად გველოდებოდა. წვერი მოუშვია, გამხდარა და უფრო გაყინვია ის ისედაც აიზბერგივით სახე. თვალები ჩაწყლიანებული ჰქონდა . რატი ისეთი ცივი და სერიოზული იყო რომ სულ მოწყენილი გეგონებოდათ მაგრამ ეს სხვანაირი სახე იყო , იდგა და მიყურებდა , რატი ასეთი თვალებით პირველად მიყურებდა, მეხვეწებოდა მოდი და ჩამეხუტეო, წარმოგიდგენიათ როგორ უნდოდა? მის თვალებში სიტყვებს ვხედავდი.
-ამას აქ რა უნდა? რატო არ თქვი ? ხო გკითხე რას მატყუებ ვერ გავიგე ?არ წამოვიდოდი.
-ნატა ორი დღით მაინც რომ გაჩუმდე შეიძლება ? ჩემი ხათრით ხო გიყვარვარ? ვიცი რომ მაგრად გიყვარვარ და პატივს მცემ ხოდა შემპირდი რომ გაჩუმდები ცოტახნით.
-კარგი ხოოო მეც დავისვენებ ენა მტკივა უკვე
არ ამოუღია ხმა ისე შევედით სახლში, როგორ მინდოდა ის მაინც ეკითხა როგორ ხარო ,მაგრამ ხმას არ იღებდა, უხმოდ მიგვიძღვოდა წინ , ერთი ის იყო მადლობაო ლაშას უთხრა და თვალი ჩაუკრა , ვერ მივხვდი რისთვის უხდიდა მადლობას , კიდევ უფრო ვერ მივხვდი ლაშას პასუხს, ოღონდ შენ დამშვიდდიო რომ უპასუხა. არ შევიმჩნიე ისე შევედით სახლში. სახლი ძალიან თბილი იყო, კარგად კომფორტულად მოწყობილი, ისეთი სიზმრებში რომ ვხედავდი ხოლმე . როგორც გავიგე რატის სახლი იყო, თავისი გემოვნებით შეურჩევია ადგილი, აუშენებია სახლი და თავისივე გემოვნებით მოუწყვია. საოცარი გემოვნება ჰქონდა უნდა ვაღიარო. ჩემსაში რომ ჯდებოდა ზუსტად ისეთი.
ვივახშმეთ , ლაშა მთლიანად ნინიზე იყო გადართული , ნინიც . უყვარდათ ცოლქმარს ერთმანეთი და რა ექნათ.მე და რატი ვიჯექით ასე და დროდადრო ვუყურებდით ერთმანეთს, მე ხმას არ ვიღებდი, ლაშას შევპირდი და რომც მოვმკვდარიყავი პირობას არ დავარღვევდი.
თან მიჩვეულიც ვიყავი, როცა მსტუმრობდა ასე ხშირად ვსიხედით და ვჭამდით. ვფიქრობდი ახლა ჩემს გაბრაზებას უნდა ცდილობდეს ეს კიდევ მიყურებს წყლიანი თვალებით და ლამისაა შევიშალო. მონატრებისგან ,სურვილისგან, სიბრაზისგან , სიჩუმისგან უთქმელობისგან ვიშლებოდი, ვიწვებოდი შიგნიდან .
მაგრამ რა არაფერი,მაინც არაფერი ხდებოდა, თან ხდებოდა თან არა ,როგორც ყოველთვის. ის რას გრძნობდა? იმან წინა დღეს ლაშას სთხოვა რომ იქ ჩავეყვანე , ვენახე და წავეყვანე ისევ უკენ. თვითონ მთელი კვირით იქ იყო , მონასტერში, გაუტარებია ეს დღეები, იმიტომ რომ დაფიქრებულიყო, დამშვიდებულიყო , სიმშვიდე ეპოვა აქ მთებში , ღვთის კარზე და ისე გადაეწყვიტა რას იზამდა. მოკვდებოდა თუ იცოცხლებდა. რატი ხშირად ამოდიდოა აქ და რჩებოდა ხოლმე , წამლის გადაგდებაში სწორეს მონასტერი და მამა გიორგი დაეხმარა , რატის ბავშვობის მეგობარი და ახლა უკვე მისი მოძღვარი .
იმ საღამომ მშვიდად უთქმელად ჩაიარა , არც ის და არც მე ხმას არ ვიღებდით, ლაშა და ნინი გაქრნენ სადღაც და გვიან ღამითღა მოვიდნენ სახლში .
-სად დაძვრებით გოგო?
-აუუ ნააატ
-რაააო ფისო რას კრუტუნებ , გიყვარს?
-ხოოო ძაააან
- გვრიტუნიებო , ცაკალელები ხართ.
-შენ რას შვრები?
-ვიძინებ ფისუნია მაგრად დავიღალე. დილით ადრე ავდექი და ჩემი დილა ჩვეულებისამებრ ერთი ჭიქა ცივი წყლით და ვარჯიშით დავიწყე. კარგა ხანი ვირბინე და რომ ვბრუნდებოდი ონკანთან წელსზემოთ შიშველი რატი დავინახე , პირს იბანდა , რომ მივუახლოვდი გავშტერდი, ხელებზე იმდენი შრამები შევნიშნე პირი დამრჩა ღია, ვერ მივხვდი თავიდან , არ გამკვირვებია რატი სულ ვიღაცასათან ჩხუბობდა სულ რაღაცას არჩევდა ეს შრამებიც ალბათ ჩხუბის შედეგი იყო .
-დილამშვიდობის
-ასე ადრე აქ რას აკეთებ?
-მე ყოველ დილით ვვარჯიშობ , ახლაღა მოვედი დავრბოდი
-ხო ვიცი
-საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი
-რატი ხო კარგად ხარ ? ვეღარ მოვითმინე და ისევ მე დავარღვიე მდუმარების აღთქმა ჩვენ ორს შორის.
-რატომ მეკითხები?
-რავიცი ლაშამ ჩამომიყვანა და არ გადაირიე რომ დამინახე , არც ალქაჯი გითქვამს უკვე რამდენი ხანია აქ ვარ , არც გაღიზიანებ შენ საქციელს არ გავს...გასაგებია თბილიშიც ასე იყო მაგრამ შენ ხო ვერ იტან შენს ტერიტორიაზე რომ შემოვდივარ .
-და შენ რატომ ხარ ჩუმად?
-მე ლაშას შევპირდი
-არაფერი მჭირს სიმშვიდე მოვიპოვე უბრალოდ ეგააა და გაიცინა , თავისი ლამაზი ტუჩებით, წამოდი აქ დილაობით ცივა შენ კიდევ ოფლიანი და დაღლილი იქნები გაცივდბეი , რამე შემოიცვი.
-გაოცება ისე მეტყობოდა სახეზე მეც კი ვგრძნობდი იმ წუთას საკუთარ მიმიკებს.
არ მინდა წყალს გადავივლებ და ჩავიცვამ . წყალი გადავივლე , ჯინსი და ყველაზე დახურული მაიკა ჩავიცვი რა კი არსებობდა ჩემს გარდერობში . და ჩავირბინე კიბეები პირველ სართულზე. - გვრიტები სად არიან.?
-არ ვიცი ლაშამ გააქანა სადღაც ნინი, იცოდე სულ გაგიგიჟებს დაქალს , ხო იცი როგორ აკლია.
-ის უარესია ნუ ღელავ , ფერი ფერსაო მათზეა ნათქვამი, კარგები არიან . გავიღიმე და უნდა გავსულიყავი ეზოში რომ გამაჩერა
-მოდი ერთი წუთით დაჯექი რაღაც უნდა გითხრა .
- მე? კააააი . ჩამოვჯექი მის წინ
-შენთან დაზავება მინდა
- ამდენი ხნის მერე პირველად გხედავ რომ მშვიდად მელაპარაკები რა გიქნეს აქ ასეთი
-არაფერი მე აქ ხშირად მოვდივარ მონასტერში . ამას ხედავ? და ჟაკეტი გაიხადა. თავისი იმკლავები მაჩვენა.
-დილითაც შეგამჩნიე ონკანთან პირს რომ იბანდი
-არ მკითხავ რა არის?
-რა არის?
-ნარკომანი ვიყავი
ვიჯექი და ვუყურებდი, არც გამკვირვებია არც შემშინებია . გინდათ გაგაოცოთ , აი მაშინ შემიყვარდა კიდე უფრო ვიდრე აქამდე მიყვარდა
- ეს არის იმის მიზეზი რომ აქ ვარ და იმისაც რომ ასეთი ვარ . რომ მეკითხები რა ჯანდაბა გინდა ჩემგანო აი ამიტომ არ მაქვს პასუხი, პასუხი კი მაქვს და ზუსტად ვიცი რაც მინდა მაგრამ შენ არ გეუბნები , 2 წელია არ გავკარებივარ მაგრამ სურვილს სულ ვებრძვი. მანამდე 1 წელი ვიკეთებდი , ჩავლპი კინაღამ , სპორტსაც მაგიტომ დავანებე თავი. აი ამიტომ არ მინდა არაფერს სერიოზულს მოვეჭიდო, არ ვიცი საით გამაქანებს წამლის სურვილი, ასეთი გავხდი და უარესი არ მინდა გავხდე .ეს ჩაშავებული ხელები გადასხმების და იმის ბრალია რასაც ვიკეთებდი.ხედავ ?არ მინდა უფრო დიდი კვალი დამრჩეს მე და შენც შესაბამისად.
-მაში ცუდად რომ იყავი..
-მასინ ცუდად რომ ვიყავი ლომკა მქონდა.ეგეთი ვარ ხო ნახე მაშინ?
-შენ რა გგონია როგორი ხარ რატი
მივაჩერდი თვალებში
-საზიზღარი სპილო
გაიცინა ისევ ისე მე რომ მიყვარს და თავი დაბლა დახარა , ხელები უკანკალებდა და ცდილობდა გაეჩერებინა.
- არ გეშინია? რატომ არ მაყრი შეკითხვებს და არ გიჟდები? არ გეშინია ნარკომანის? რატომ არ ალაგებ და გარბიხარ აქედან უკან მოუხედავად?
-აღარ ვიკეთებო ხომ თქვი ...ან რატომ უნდა მეშინოდეს , ყველა ადამიანს აქვს რაღაც რასაც თვითონაც ვერ იტანს ებრძვი მაინც ხომ ხედავ , ერთი წელი ვიკეთებდიო ეგ არაა იმხელა დრო რომ ვერ გაუმკლავდე.
- სერიოზულად? იცი ეხლა რა მიქენი?
- მე ? რა გიქენი ?
-იმის იმედით გითხარი რომ ახლოს აღარ მომეკარებოდი.
-შენ თუ ეგ გინდა მითხარი და არ მოგეკარები,მე არც გეკარებოდი აქამდე, ეგ არაა ის რის გამოც ადამიანს არ მივეკარები, , სხვანაირად ვფიქრობ , შენი არ მეშინია, პირიქით მჯერა რომ შეგიძლია გამკლავება და გაუმკლავდი კიდეც . მაგრამ თუ გინდა წავალ ახლავე რატი აქ არაფერი გამაჩერებს.
წამოვდექი მაღლა ვაპირებდია ასვლას და წასვლას .
-დაჯექი მანნდ სადაც ზიხარ
-მეც დავჯექი
-მიდი მკითხე
-რა გკითხო?
-რასაც აქამდე სულ მეკითხებოდი მკითხე რა მინდა შენგან რატო არ განებებ თავს
-რატომ ?
-მიყვარხარ და იმიტომ , იმ დღიდან რომ დაგეჯახე მანქანით , იმის მერე სულ შენ ხარ გარშემო ყველგან, პირველად ვარ ცხოვრებაში ქალზე შეყვარებული, არ მყვარებია აქამდე, იცი ჩემი ცხოვრების წესი, ეხლა წარმოიდგინე რასაც გეუბნები, აი მართლა ბევრი ვეცადე რომ არ მყვარებოდი მაგრამ არ მკითხა ამ ოხერმა და შემიყვარდი.იმ საღამოს წითელი კაბით რომ გამომეცხადე , ისეთი ლაამაზი იყავი რომ დამაშტერე, მერე რომ გაიხადე მინდოდა კოცნით ამომეხადა სული, რომ გაკოცე და გავიგე რომ პირველი კოცნა მოგპარე , ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი ოღონდ მართლა, ვაფშე ყველაზე ბედნიერი, ჯერ ერთი იმიტომ რომ გაკოცე და მერე იმიტომ რომ პირველი ვიყავი, და ვიგრძენი რომ შენც გინდოდა და მოგეწონა. შენ მე მაეჭვიანებ სულ და მკლავ. არ შემიძლია ყურება როგორ გეხებიან. წარმოდგენაც არ შემიძლია.
გუშინაც მე ვთხოვე ლაშას ჩამოეყვანე , ვეღარ გავძელი ისე მომენატრე, ერთი კვირა ვერ გნახე და ვკვდბეოდი უკვე რომ არ წამოყოლოდი შეიძლებოდა იმ ხევში გადავმხტარიყავი, ან წამალი მეპოვა ისევ სადმე .
-რატი
-იცოდე თუ უნდა მითხრა რომ გეზიზღები და ვერ მიტან და ყველაზე საზიზღარი სპილო ვარ თან ზოოპარკის სუნით .... იცოდე .... (ამოიოხრა საწყლად) მისმინე არ ხარ ნარკომანის ღირსი, არ უნდა იცხოვროს შენნაირმა ქალმა ჩემნაირის გვერდით , ამის თქმა მინდოდა შენგან არანაირ პასუხს ველოდები, ვიცი რომ ერთი პასუხი აქვს ყველაფერს და მართლა მესმის , უბრალოდ არ თქვა შეიძლება ვერ გავუძლო რომ მოვუსმინო , იყოს ყველაფერი ისე როგორც არის
-რატიიი
არ დამაცადა ხმის ამოღება ისე გავიდა გარეთ . გავშრი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით .... იქნებ რა უნდა მეთქვა , იქნებ რას ვფიქრობდი ,იქნებ ვეუბნებოდი რომ მიყვარდა და სულ არ მაინტერესებდა ორი წლის წინ რას აკეთებდა, იქნებ ვეუბნებოდი რომ მის გარეშე მოვკვდებოდი და მართლა გადავხტებოდი იმ ხევში თვითონ რომ უმიზნებდა.იქნებ ვეუბნებოდი როგორ მენატრებოდა და მწვავდა შიგნიდან რომ ვხედავდი. ღმერთო მიყვარდა და თქმის საშუალებას არ მაძლევდა. არადა უდნა მეთქვა , აქამდე ვერ ვხვდებოდი რატომ ვგრძნობდი რასაც ვგრძნობდი ,მაგრამ როცა მისგან მოვისმინე მივხვდი იმ წამს მივხვდი რომ ჩემი კაცი იყო ! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და გაგებით, უნდა მეთქვა , თორემ დავკარგავდი. მე ნატალია ონიანი კი არ ვკარგავ ადამიანებს თუ არ მინდა, გარდაუვალს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა. ვერავინ მაიძულებდა მის დაკარგვას.!
შაბათმაც ასე ჩაიარა მარტო დავბოდიალობდი სოფელში და ვათვალიერებდი , თან ცოფებს ვყრიდი მაინც რა ცხოველია ასეთი რომ არ მაცდის თქმასაც კი არ მაცდის, რატომ ფიქრობს და აზროვნებს ჩემს მაგივრად , მოვკლავ , მართლა მოვკლავ , ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს.
გვიან მოვიდნენ სახლში გვრიტუნიები და დაიძინეს მაშინვე , რატის მოსვლა ვერ გავიგე მიუხედავად იმისა რომ მთელი საღამო აივანზე გავატარე რომ დამენაახა მისი მოსვლა.
დილით ჩაბარგდნენ ლაშა და ნინი და მანქანაში ჯდებოდნენ რომ გამოვაცხადე აქ ვრჩებითქო.
-ხო კარგად ხარ გოგო აქ რჩები რატისთან მარტო?
-ხოოო აქ ვრჩები თვითონ ჩამოვალ ან რატი ჩამომიყვანს , წადით ეხლა რაღას მიყურებთ, უდნა გიხაროდეთ კარგად ჩაზასავთ ერთმანეთს გზაში მარტოები, იცოდე ნინი სახლში მიიყვანე ჩანთა შეატანინე და ღამე მარტო თუ შეეშინდება მასთან დარჩი. ვაკოცე ორივეს ჩავსვი მანქნაში და გავუშვი თბილისში. რატი იდგა და მიყურებდა მისი სპორტული მეცვა , დილით ძალიან ციოდა . ვერ მიხვდა რა გავაკეთე , რომ არ წავედი კი ხედავდა .მაგრამ რატომ ვერ ხვდებოდა, ისეთი დებილი იყო უნდა დამეღეჭა და ისე მიმეწოდებინა რომ მიმხვდარიყო.
-გშია? მოდი ყიყლიყო შევწვი და ჩაი დავაყენე, პიტნის ჩაი მიყვარს ძალიან შენც დალიე დაგამშვიდებს.
-რატომ დარჩი? მაგიდას მოუჯდა და მიყურებდა როგორ ვჭამდი.
-გუშინ გვიან მოხვედი ? გელოდებოდი და ვერ გავიგე როდის შემოიპარე სახლში სად იყავი?
-აი ხედავ ? იფიქრე რომ წამალზე გავედი და უკან ისეთი დავბრუნდი?
-არა ვიფიქრე რომ მე მემალებოდი მთელი დღე და მართლა იმ ხევში გადაეშვი. ვიცი რომ არ იკეთებ , მჯერა შენი , და საერთოდ რატომ ფიქრობ და ლაპარაკობ ჩემს მაგივრად ? მიდი ეხლა შენ მკითხე
-რა გკითხო?
-რაც გაინტერესბს და რის გამოც იკლავ თავს
-შენ რას ფიქრობ ?
-რას გრძნობო უნდა გეკითხა
-ხო ეგ უნდა მეკითხა
- მეც მიყვარხარ !!!!!!!!!! ჩაი მოვსვი ასე მშვიდად და წარბშეუხრელად.
-რააა?
-ხოო მეც მიყვარხარ და კი არ მიყვარხარ ჭკუას ვკარგავ შენზე , ბავშვივით ვარ შეყვარებული, შენს ყველა საქციელზე, თვისებაზე, რეაქციაზე, ნაკვთზე, მაგ დასერილ ვენებზე , სამყაროს დასასრულად რომმ მიგაჩნია. ეგ დასასრული არაა ჩემთვის ეგ შენი წარსულია და მეტი არაფერი , მე კიდე მაგ წარსულიანად მიყვარხარ.
შენთან თუ ვიქნები არც გაიხედავ იმ წარსულისკენ , ზუსტად ვიცი ,მარტო მე შემიძლია დაგამშვიდო, მარტო მე შემიძლია შენი კაიფი ვიყო შენ რა იცი მე რომ მომავალს ვხედავ შენთან ერთად ,არც ის იცი რა ლამაზია ის მომავალი როგორი ფერადია და მზიანი. შენ იდიოტი სპილო ხარ და ამიტომ ლაპარაკობ ჩემს მაგივრად.
აქ რომ მოვდიოდი წარმოდგენაც არ მქონდა როგორ მიყვარდი, არც იმას ვფიქრობდი რომ შენ ასე დაგელაპარაკებოდი, ან როგორ აქ არც გელოდებოდი. შენ აქ გამოიქეცი, მე გამომექეცი? ერთი წელია უკვე ვარსებობ შენს ცხოვრებაში და აქამდე რომ გეთქვა , იცი რას ვიზამდი?
აქ დავამთავრე ჩემი სიტყვა . ავდექი მაგიდა ავალაგე , გავრეცხე ჭურჭელი, ავედი ჩემი ჩანთა ავიღე , რატის ლოყაზე ვაკოცე და მისივე მანქანით წამოვედი თბილისში.
ის იდგა და ხმას ვერ იღებდა გაოცებისგან . ხმას კი არა ვეღარც კი სუნთქავდა, ვერ გაიგო რა ხდებოდა. დაესვენა სკამზე და თავი მაგიდაზე დაწყობილ ხელებზე ჩამოდო. და რა გააკეთა ეხლა იმ ალქაჯმა. მითხრა რომ ვუყვარვარ და წავიდა. რა უნდა გავაკეთო უნდა გავყვე? თუ იმიტომ წავიდა რომ არ უნდოდა გავყოლოდი. სამაგიერო გადამიხადა ვითომ? ან როგორ ვუყვარვარ ? რანაირად შეიძლება ვუყვარდე , ან მე რატომ უნდა ვუყვარდე ან იმას როგორ შეუძლია საერთოდ სიყვარული, რას ვბოდავ საერთოდ , ქალივით მოვთქვამ ამხელა კაცი. ვააახ რატი წერეთელო რა დღე დაგიდგა წარმოდგენა არ გაქვს რა უდნა ქნა , რამდენი ქალი გყოლია და ამ ერთმ ა ალქაჯმა გოგომ სულ დაგაშტერა. ადექი და წადი უკან იმ შენ თბილისში და გაერკვიე რა ხდება.საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ესეც პირველად ხდებოდა, რატიმ რა იცოდა რა ხილი იყო, ფიქრობდა ყოველთვის ბევრს მაგრამ ისეთი უთქმელი იყო საკუთარ თავთან ლაპარაკიც არ შეეძლო. არც მანქნაა ყავდა ალქაჯმა წაიყვანა , ცოცხი ეტყობა თბილისში დარჩაო ფიქრობდა და ეცინებოდა, ან რა აცინებდა ვერც ის გაეგო.
-ვაა რატიი , როდის ჩამოხვედი?
-შემომიშვებ ? თუ აქ დავიწყო მოყოლა?
-შემო რას მეკითხები , სულ დაგაქლიავა შენმა ალქაჯმა? უი მართლა სადაა ეხლა ისისც აქ ხო არაა და მომკლავს კიდეც თუ გაიგო რაც ვთქვი.
-არაა აქ ,
- აბა სადაა ან ვაფშე რა მოხდა დღეს? შენთან რომ დარჩა ეგ ვიცი მარა მერე?
-მაგიტომ ვარ აქ დამაცდი თუ ჭორიკანა ქალივით შეკითხვებს მომაყრი
-კაი ხოო თქვი რას მოთქვამ
-ვუყვარვარ თურმე
-კაი ტო? ეხლა არ მითხრა გამიკვირდაო, ან არ ვიცოდიო
-ეგრეა და
-ბიჭო ნატალიას ბიჭისთვის კოცნის უფლება არასდროს მიუცია, სელპაკივით ექცეოდა ყველას, აი გიორგი რა დღეეში ჩააგდო, ბიზნესიც კი გაუკოტრა, შენ კიდე აკოცე და ცოცხალი ხარ აბა რა გეგონა ?
-რავი ტოო, აი ეხლა რა უნდა ვქნა, მითხრა რო თვითონაც ვუყვარვარ დაქოქა ჩემი მანქანა და წამოვიდა თბილისში, მეც წამოვედი მერე ტაქსით მოვედი.
-აი ნატალია ონიანია რაა , ვგიჟდები მე მაგ ქალზე ძმაო ვაღიარებ. შენძმობას ვფიცავარ მაგარი როჟააა? შენ უთხარი რო იკეთებდი და ამბები და იმან გითხრა რო არ აინტერესებს ეგ და უყვარხარ ხო? უეჭველი ეგრე იყო
-ხოოოო
- ხარ იმენა, რაღას მიყურებ წადი ეხლა და ნახე სახლში იქნება...მოიცხა ნინის ვკითხავ , აჰა ხო გითხარი სახლშია ძინავსო ნინიმ დახედა ლაშამ ტელეფონს და გაბადრული სახით ახარა რატის.
მე სახლში ლიფით და ტრუსით დავტანტალებდი, უცბად კარი რომ შემოაღო რატიმ და შემოვიდა.
-აააააააააააააააა დავიყვირე ისე შემეშინდა უცბად ორმეტრიანი ჩრდილი რომ დავინახე სიბნელეში
ვაიმე შიშველი ვარ
-არაუშავს მინახავს უკვე ,პროსტა ეგ სხვა ფერია.
-აუ რა სპილო ხარ რააა ჩავიცვა მაინც დამაცადე ავირბინე მეორე სართულზე და ჩემი შავი ბაჭიებიანი პიჟამათი ჩამოვტანტალდი,
რატი იჯდა და მელოდებოდა.
-მოდი აქ დაჯექი
-რომ ვიდგე არა ?ან აქ რომ დავჯდე
-მოდი რომ გეუბნები. რატი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, წარბს არც კი ხრიდა ისე მეუბნებოდა, ურეაქციოდ, მშვიდად , როგორც წესი იყო მისთვის ისე, თუმცა ასეთი მაშინ იყო როცა მე არ მხედავდა , ჩემთან ერთად თუ იყო სადმე სულ ცოფებს ყრიდა , ყოველშემთხვევაში მანამდე ისე იყო. ახლა ჩემს გვერდით მშვიდად იყო, ეს საოცრებად მეჩვენა ,პირდაპირ მერვე საოცრებად. არ გავნძრეულვარ ასე ვიდექი .
-ნატა მოდი აქ ! ისევ მშვიდი ტონი ოღონდ ახლა უკვე წყლიანი თვალები. მევედრებოდა მალე მოდი დავიღალე უკვე უშენობით, ნუ მაწამებ მოდიო.როგორი წარმოსახვის უნარიც მქონია.სად ვხედავდი ასეთ სიტყვებს ვერც ვერსად უბრალოდ ძალიან მინდოდა ასე ეფიქრა. წავედი მისკენ და სავარძელზე უნდა ჩამოვმჯდარიყავი უცბად თავისკენ რომ მიმწია და კალთაში ჩამისვა.
-აბა კიდევ ერთხელ მითხარი დილას რაც თქვი
-აუ ის იმხელა სიტყვა გინდა გავიმეორო?
-არა ერთი მითხარი და ისიც მეყოფა.
-რა გინდა რატი ისევ ევრ ვიგებ რას ცდილობ
-მითხარი რომ გეუბნები თუ მართლა ეგრეა მითხარი.თუ არადა წავალ
- მიყვარხარ , მეც მიყვარხარ
- მაინც გიყვარვარ ?
-ხოო მაინც მიყვარხარ
-ასეთიც>?
-როგორი ასეთი?
-ნარკომანი , ცივი ,უხეში, ველური და სპილო თან
-შენ ჩემთვის სხვანაირი ხარ საერთოდ.
-და როგორი?
-ფერადი იმიტომ რომ სხვანაირი ადამიანი იქ ვერ იცხოვრებდა და ვერ დატკბებოდა ბუნებით, თბილი იმიტომ რომ ის სახლი თბილი ადამიანის მოწყობილია, იქ ისეთი სითბო დამხვდა, მზრუნველი იმიტომ რომ ერთი წელია ჩემზე ზრუნავ გამუდმებით. ფიზიკურ მახასიათებლებს ვერ მოვყვები სარკეში თვითონაც ხომ იხედები.
რატი საკმაოდ ღრმა ადამიანი ხარ , ბოლომდე ვერ ჩაგწვდი , ვიცი რომ რაღაცებს კიდე ვერ ვხედავ მაგრამ სადაამცდეც მიშვებ მე იქამდე გიცნობ და მიყვარს კიდეც ის რაც ვიცი. იცი რომ ძალიან ახლობელი მეჩვენე პირველივე დღიდან? არ ვიცი რატომ მაგრამ, მგონია რომ მანამდეც გიცნობდი , უბრალოდ ვერ ვიხსენებ ან ვერ ვხვდები. სასაცილოა ხოო ვიცი მაგრამ სულ მგონია რომ რაღაც უფრო ღრმა მაკავშირებს.
თუ გეშინია ჩემთან ურტიერთობის არ გამოგეტირები ხომ იცი არა ? რასაც უნდა ვგრძნობდე როგორც არ უნდა გამიჭირდეს, უკან დევნას არ დაგიწყებ, თუ დარწმუნებული არ ხარ რომ მარტო ერთ გოგოზე გაჩერებას შეძლებ, მე კიდევ მეორე მესამე ან „ც“ ვერ გავხდები.ჩემს საკუთრებას ვერავინ შეეხება. და ვერც ვერავის ვაპატიებ ღალატს. რა ვქნა ასეთი ვარ .
-აბა ცოტახანს გაჩუმდიდ გოგო სულ ცოტახანს ამოისუნთქე მაინც
-კაარგი მაგრამ ის ვერ გავიგე აქ რატომ ხარ ან მე რატომ ვზივარ შენს ფეხებზე
-იმიტომ რომ მინდა შენთან ყოფნა და მინდა რომ სულ მთელი ცხოვრება აქ იჯდე , ჩემს კალთაში .
-შეგიძლია შეასრულო ყველაფერი რაც გითხარი? შეგიძლია მარტო მე ვიყო და სხვა არავინ ? შეგიძლია არ მომატყუო და გამაბედნიერო? არ გაიქცე და ჩემსმაგივრად აღარ იფიქრო და ილაპარაკო? შეძლებ რომ სიმართლე მითხრა თუნდაც ისევ წამლის გაკეთება დაიწყო? შეგიძლია ეს ყველაფერი?
-აქ მაგიტომ ვარ ნატალია
მერე სიჩუმე , ვიჯექი მის მუხლებზე და ვუყურებდი თვალებში, უნდა დამეჯერებინა თუ არა , სულს ამომგლეჯდა თუ იმედს გამიცრუებდა ზუსტად ვიცოდი, უსულოდ დამტოვებდა იმიტომ რომ იმაზე მეტად მიყვარდა და მჭირდებოდა ვიდრე წარმოედგინა . იმაზე მეტად მატკენდა ვიდრე ფიქრობდა. კი ვუყვარდი ვიცოდი ვგრძნობდი, არც ნარკოტიკი მაშინებდა გავუმკლავდებოდით, იმედი მქონდა ვიცოდი მაგრამ ის არ ვიცოდი თუ მზად იყო .
-გოგო აქ ვარ შენთან ვარ და გეუბნები რომ ერთად უნდა ვიყოთ, მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ .
ისევ ისე ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი . მერე იცით რა გააკეთა? მაკოცა !!!!! დაბოდიალობდა ჩემს თმაში , ტუჩებში, საერთოდ ჩემში დაბოდიალობდა თავისი გემრიელი ტუჩებით, თავგზას მირევდა , კოსმოსში მიშვებდა და საერთოდ არ მინდოდა დაბრუნება . უსუსური , ვიყავი ვპატარავდებოდი , ნეტავ ვინმემ იცოდეს როგორ არ მომწონდა , მაგრამ ფაქტი იყო არავინ მეკითხებოდა. მე მე არ ვიყავი როცა მკოცნიდა, ახლაც ასე ვარ წლების მერე , ისევ ისეა არაფერი შეცვლილა, მისიი ტუჩები ისევ ისე მოქმედებს როგორც სულ პირველად. ჩემზე ბატონობს , ჩემზე ძლიერი ხდება, ჩემში იბუდებს ეშმაკივით და მეც ვერ ვეწინააღმდეგები.
- სულ სხვააა როცა საყვარელ ქალს კოცნი. დააგემოვნა თავისი ტუჩები და მომაშტრედა.
-ვერ შევადარებ არასდროს არავისთვის მიკოცნია, პირველიც საყვარელმა ადამიანმა მომპარა ...ცერა თითი ტუჩზე გადამისვა და ბედნიერი სახით მითვალიერება სახის ყველა ნაკვთს.
-ე.ი მართლა ჩემია?
-ხოო
-რით დაგიმსახურე შე ალქაჯო მაინც ვერ ვხვდები
-უფლის წყალობად ჩამთვალე სპილო ... სახე სიამაყით მაღლა ავწიე და ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე.
-ისევ სპილო ვარ?
-ხოოო , ისე შემიძლია უფრო მეტი სითბო ჩავაქსოვო
-ხოო?> როგორ >?
-სპლიყვუნიას დაგიძახებ , თუ ისევ სპილო ჯობია
-საერთოდ ჩემო სიცოცხლე სიყვარულო ბედნიერებავ და ერთადერთო ჯობდა მაგრამ სპილო იყოს ისევ , სპლიყვუნიას კიდე ერთხელ თუ დამიძახებ ენას ამოგაცლი.
-აი მაგ სიტყვებს ვერ ვიტან ხო იცი მეზიზღება
-ვერც მე ვიტან ამიტომაც გეძახი ალქაჯს. მშია
-რაღაც არ მახსოვს ხელი მომეწერა ან ჯვარი დამეწეროს შენზე, ცოლი გგონივარ უკვე ?
-არა მაგრამ გატყობ ძალიან გინდა
-ჰაჰაჰაჰაჰაჰ რა სასაცილოა, მოეთრიე ქათამი მაქვს , მე გავაკეთე და ჭამე.
სხვა დანარჩენ ღირსებასთან ერთად არაჩვეყულებრივი მზარეული ვიყავი, მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემს სამზარეულოზე სრულაიდ ვბატონობდი ნინი რომ მიგეშვათ კარტოფილსაც ვერ შეწვავდა. სახლს გადაწვავდა ან ისე დაანახშირებდა ან დაამლაშებდა ვერც გასინჯავდი.
გამოვიღე მაცივრიდან ჩემი ქათამი და გავათბე მიკროტალღურში.
-რატი იჯდა და ისეთი სიამოვნებით ჭამდა...
-ეხლა თქვი რომელი რესტორნიდან გაქვს მოტანილი?
- აუუუ ბოდიში მოიხადე რაა თვითონ ვამზადებ.
-სერიოზულად?
-დიააახ!!!
-კიდევ რას აკეთებ რაც არ ვიცი
-რბოლებზე და დრიფთშოუებზე დავდივარ ყოველთვის როცა აქ იმართება ან ამერიკაში როცა ვარ , კდიე ვცეკვავ ყველა ცეკვას ვაფშე
-ეგენი ვიცოდი
-ხოო? მანქანები ჩემი ჰობია , აი იმ მანქნაას შენ რომ გამილამაზე იცი რამდენ ი ხანი ვეძებდი? ძლივს ვიპოვე ზუსტად ისეთი ძრავით და ვიზუალით როგორიც მინდოდა და გეფიცები ზუსტად 5 თვე ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა
- აი პირველად ვნახე ქალი ასე გემრიელად ამზადებდეს და მანქანებზე ასე ლაპარაკობდეს
-თან ალქაჯი იყოს ხო?
-ხოოო შენთავსვფიცავარ. და იცინოდა ...
ეხლა უნდა წავიდე ... მამა გიორგი უნდა ვნახო ისე წამოვედი იქიდან ვერ დავემშვიდობე თან რაღაცების გაკეთება ს შევპირდი და უნდა მივიდე აუცილებლად.?
-მამა გიორგი შენი მოძღვარია?
-ხოოო ერთად გავიზარდეთ ახლა ჩემი მოძღვარია... გაგიკვირდა ?
-არა უფრო დამაინტერესა ვიდრე გამიკვირდა
-წამო შენც , წაგიყვან და გაგაცნობ , იქნებ ნაკურთხი წყალი მოგასხას და ალქაჯიდან კეთილ ფერიად გადაგაქციოს, სულ მეუბნება ხოლმე ნაკურთხ წყალს დიდი ძალა აქვსო ..იცინოდა ჩემი საყვარელი სიცილით
-ვაიმე რა სპილო ხარ, წამოვალ მარა ასე გვიან რა უნდა გაააკეთო იქ? ან არ ეძინება? 11 საათია უკვე .
-დილიდან ადრე ავალ მონასტერში წამო რააა მიდი მოემზადეე
-კაი ხოო ერთი ღამით დავრჩებით?
-ხოოო ხვალ საღამოს წამოვიდეთ უკან .
ავედი ჩავიცვი და პატარა ზურგზაგით ჩამოვირბინე კიბეები. რატის მანქანით წავედით. საჭესთან ის იჯდა და თან მე მიყურებდა თან გზას , თან ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა, ვებედნიერებოდი, ვიცოდი იმიტომ რომ მეც მებედნიერებოდა , ძალიან თან . 12 იყო უკვე სახლში რომ მივედით. -კიდე მშია!!
-ერთი საათის წინ არჭამე?
-კიდე მშია, ბევრს ვჭამ არ იცოდი? ან არ მეტყობა?
-არ გეტყობა მსუქანა არ ხარ არ მიყვარს ღიპიანი კაცები, პრინციპში არც ძაან გამხდარი ხარ... გვაქვს რამე მაცივარში? გაჭმევ რამეს
-ყველაფერია ვაფშე რაც გინდა ის ქენი მე სიმინდს მოვიტან , გარეთ ცეცხლი დავანთოთ და შევწვათ, გიყვარს სიმინდი?
-აუუუ კიიიიიიი.სამზარეულოში შევედი, მივაგენი ყველაფერს და ფრანგული ტოსტი გავუკეთე ორი ცალიი, ეს ყველაზე მაგრად მიყვარდა და გამომდიოდა არაჩვეუ....ბრივი, ამერიკაში ცხოვრებისასა ერთი კაფის მზარეულმა მასწავლა... ის კაცი ფრანგი იყო და ამერიკაში ცხოვრობდა , თავის კაფეში თვითონ ამზადებდა და ყველაფერი ზალიაბნ გემრიელი ჰქონდა. მეც ერთერთი სტუმრობისასა გავსინჯე ძალიან მომეწონა და რომ გაიგო ქართველი ვიყავი არ ვიცი რატომ მაგრამ გაუხარდა და მასწავლა.., ჩემი დილა ამ ტოსტებით იწყებოდა.
-ეეე რა კაი სუნია ტოოოო რა გააკეთე ესე უცბად ასეთი, მე მეგონა კვერცხს შეწვავდი ძეხვით ან რავი რამე ისეთს გააკეთებდი
-სპილოო შენ კიდე ვერ გაიგე ? ვამზადებ და ძალიან კარგად თან , ეს ფრანგული ტოსტია
გასინჯა და ისე მოეწონა კიდევ ერთი რომ ყოფილიყო ალბათ იმასაც მიაყოლებდა და ვეღარც დაიძინებდა ღამე .......
-წამო ეხლა სიმინდი შევწვათ
გავყევი გარეთ და სახლის უკან კოცონთან დავსხედით. სახლს გარშემო დიდი ქვის გალავანი ჰქონდა შემორტყმული, აი იასეთი ციხესიმაგრეებს რომ აქვს ხოლმე, ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა ისეთი, ბევრი ხილის ხე იდგა პატარა ყვავილების ბაღი იყო იმ შენობის გევრდით რატომღაც სულ დაკეტილი რომ ჰქონდა რატის. პატარა ფარდულივითიყო, ერთი ორფრთიანი ფანჯრით, მე როგორც არქიტექტორს შენობის სტილი არ გამომპარვია,. ვაპირებდი კითხვას რა იყო იქ მაგრამ გადამავიწყდა , მის ტუჩებს რომ ვხედავდი სულ მავიწყდებოდა ყველაფერი რაზეც ვფიქრობი ისიც კი მარტო მისი კოცნა მახსოვდა .შეწვა სიმინდი მარილი მოაყარა და მომაწოდა.... ცოტა გაცივდა კიდეც სანამ მე შენობას ვაკვირდებოდი...
-ჭამე ნახე რა გემრიელია, ცეცხლის გემო აქვს , ზუსტად ისეთი შენს ტუჩებს რომ აქვს და გაიღიმა
-ზოგჯერ ისეთი თბილი ხარ მგონია რომ შემიცვალეს შენი თავი და შემომაპარეს...თან ვილუკმებოდი სიმინდით თან ვბუტბუტებდი.
-მოდი აქ ....მოიწია და მაკოცა , სულ გამცვივდა ხელიდან ტელეფონიც და სიმინდიც, მკოცნიდა , თითქოს ჩემს გულში იჯდა , ზუსტად იცოდა რომ ის მინდოდა რასაც აკეთებდა.
-რატიიიიი რას აკეთებ
-მენდობი>:?
-ხოოოო
-მაშინ მაკოცე და დაიკიდე ყველაფერი ვაფშე
-ეზოში ვართ,
-აქ არავინ მოვა ნუ ნერვიულობ , ხო ხარ ჩემი?
-ხოოოო
-დღეს ბოლომდე უნდა გახდეეე
-მე აქამდე........
-ჩუუუ ვიცი , ვიციიი , ესეც ჩემია
მაკოცა და მართლა ვერ აგიწერთ რა ხდებოდა, რას ვგრძნობდი, რა იყოოო, ვერ აგიწერთ , ვფიქრობ მარა ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს.
-რატიიი
-ჰოოო
-ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ღია ცის ქვეშ , ვარსკვლავებით სავსე ცის ქვეშ და თან აქ შენს ტერიტორიაზე შიშველი ვიწვებოდი შენს მკერდზე . შენ ვერ წარმოგიდგენდი !!!!
-ჩემი რომ ხარ და სულ პირევლი რომ ვარ შენთვის ეგაა ჩემთვის ბედნიერება დედასგეფიცები მეტი არაფერი...მართალი იყავი ყველაზე მაგარი კაიფი ხარ ვაფშე.იცოდე რამე რომ გააფუჭო ვერ გადავიტან , როგორც შენ ვერ გადაიტან ისე მეც, ისევ ისე ჩავლპები .
-კაი ნუ იშლი წინასწარ ნერვებს , ორი დიდი ადამიანი ვართ არც მე ვარ პატარა და არც შენ, ვიაზრებთ ამ ურთიერთობას, ერთი წელია ვიაზრებთ და აქამდე რომ მოვსულიყავით ბევრი დაგვჭირდა ...... სპონტანურად არ მომხდარა არაფერი ხო ასეა?ხოოო და ამის მერეც სულ ასე ვიქნებით იმედია.
- ცოლად გამომყვები რო რამეე??
-ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ აიი იცი რატო მიყვრახარ ? ისეთი დეგენერატი ხარ რო აზრდაც არ მოგდის თავში მუხლებზე ბეჭდით დადგომა და ისე რომანტიულად თხოვნა.. აი ასე შეუფერებელ გარემოში უცბად შეგიძლია ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის მოგვარება.
ზუსტად ისეთი ხარ როგორიც უნდა იყო, დედასგეფიცები....მარა იმას მაინც ვერ ვხვდები რატომ მგონია რომ ჩემს ძალიან ღრმა მოგონებებში გიპოვი ..
ასე მგონია რომ ამაზე მეტი გვაკავშირებს
-აუუუ მგონი კიდე მ შიაააა
-რატიიიიიიიიიიი , ორ საათში ორჯერ ჭამე უკვე ჭია გყავს?
-ჭია შენ გყავს მე კაცი ვარ და სექსის მერე მომშივდა , ისე დამღალე ამ ერთიბეწო გოგომ სულ გამომაცალე ენერგია....
-სპილო ხარ ხო გეუბნები...
-გოგო იცი რა კითხვა მაწუხებს ამდენი ხანია? ამდენი ცხოველი არსებობს და მაინცდამაინც სპილო რატო? პირველად მესმის სპილოთი ეფერებოდეს ვინმე შეყვარებულს
-ვუაააიმე რატი წერეთელო შენი შეყვარებული ვარ ? შენ შეყვრებული გყავს?
- არა საცოლე მყავს კითხვაზე მაინც არ მიპასუხეე..
-წამო გაჭამო!
ჩაცმა დავიწყე და ვნატრობდი ნეტა მეტჯერ აღარ ახსენოს ქორწილი და ცოლქმრობა სანამ აქ ვართ მანამდე მაინცთქო. მეშინოდა ! იმის არა რომ ნარკომანი იყო, არც იმის რომ არ ვუყვარდი , ან რამეს დააშავებდა , გათხოვების მეშინოდა თვითონ ! არ მინდოდა რამე შეცვლილიყო, არ მინდოდა ასეთი გიჟური აღარ ყოფილიყო ეს ურთიერთობა , არც ბავშვისთვის ვიყავი მზად ჯერ და საერთოდ სულ ორი სამი დღის შყვარებულები ვიყავით და ადრეც მეჩვენებოდა. ალბათ ასეც იყო.
რატიმაც აღარ მკითხა აღარაფერი , ალბათ ფიქრის საშუალება მომცა მიხვდა რომ შემეშინდა , უბრალოდ არ ვიცოდი შიშის საფუძველზე რას ფიქრობდა. ის ყველაფერს თავის ნარკომანობას უკავსირებდა, თავი ურჩხული ეგონა და მართლა ვერ ვხვდებოდი რატომ . საუკეთესო ადამიანი იყო, რატი კაცი იყო !!! ისეთი კაცი ძაან ცოტა რომ არსებობს დედამიწაზე . ყველანაირად ვცდილობდი და აახლაც ვცდილობ საერთოდ გადავავიწყო ის პერიოდი რომელიც თვითონ ეზიზღება , ვცდილობ ყველანაირად ავაცილო თავიდან ფიქრი და არაფერს დავუკავშიროთ საერთოდ.
კიდევ ბევრჯერ მოუხდა რატის ჩემთან ყოფნის პერიოდში სურვილთან გამკლავება და სულ ამბობდა მე რომ არ ვყოფილიყავი ვერ მოერეოდა თავს . ჩემთვის საშინელი ასატანი და გადასაგორებელი რომ იყო ალბათ ადვილი მისახვედრია . ქალისთვის ძნელია ასეთ კაცთან ცხოვრება და არც ცდილობს არავინ , ყველა ყოველთვის გაქცევას ამჯობინებს საკუთარი ცხოვრებისთვის, წესით მე კიდევ უფრო მძაფრად უნდა აღვიქვამდე , სულ ვფიქრობდი რომ საკუთარი ცხოვრებით უნდა დავმტკბარიყავი და კაცის გამო პაუზები არ უნდა ამეღო არც კარიელურ და არც პირად ცხოვრებაში ,მაგრამ მე უბრალოდ არ შემეზლო ამ კაცის გარეშე სუნთქვა, ვკვდებოდი მის გარეშე , რომ არ მენახა და მომფერებოდა მმოვკვდებოდი ! ეს იყო ჩემი წყევლა.! რაც უნდა გაეკეთებინა მაინც მისი სურვილი მწვავდა ! თავი შორსაც რომ დამეჭირა და არ მენახა მე ვკვდებოდი ! მიუხედავად იმისა რომ თვითონ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. მაინც ვკვდებოდი შორიდან მაინ ც ვზრუნავდი მასზე...... მაინც ვკითხულბდი სად იყო, რას აკეთებდა, მინდოდა სადმე მომეკრა თვალი ეგეც მყოფნიდა , ბოლოს მაინც ვნებდებოდი , ბოლოს მაინც მის მკერდზე მეძინა შიშველს. !!!!
-დილამშვიდობისა ალქაჯოოო
-აუ რატიიიიიი რომელი საათია დილით უნდა მერბინა და მევარჯიშა მარა წუხელ ისე დავიღალე ვერ ააააა !!! უუუუუუფ !!!!!! ავბუტბუტდი თან თვალებს ვისრესავდი
-7 საათია ადექი წავიდეთ მამა გიორგისთან ოღონდ ერთი პრობლემაა და უნდა მოვაგვაროთ როგორმე პროსტა არ ვიცი როგორ
-რა ხდება?
-მონასტერში შენი ტანსაცლით როგორ შემოხვალ? ისე იცვამ ახლოსაც რომ მიხვიდე ღმერტი სასჯელს გამოგიზავნის აუცილებლად და ფეხს მოგტეხს ან ხელს ...კვდებდოდა სიცილით ეს იდიოტი, დამცინოდა ..მე ნატალია ონიანს დამცინოდა .....
-სპილოო იაღოველი კი არ ვარ მოზმადებული წამოვედი
-კაი ტოოო დავიჯერო შენ ტრაკს ქვემოთ კაბები და დახურული ზედებიც გაქვს ?
ეგ კომენტარი უპასუხოდ დავტოვე , გავტანტალდი საცვლების ამარა სააბაზანოში და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, ეს იყო ჩემი წამალი ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოვყავდი ცხელ წყალს.
კარების ხმა რომ გავიგე თვალები გავახილე და კედელზე მიყრდნობილი რატი დავინახე , ხელები გადაეჯვარებინებიდა კედელს მიყრდნობოდა და მაშტერდებოდა.
-ასეთ ადუღებულ წყალში როგორ ბანაობ ალქაჯო დაიბუგები
-გრილში ვერ ვბანაობ
-იცი რა ვიფიქრე?
-რატიი ეს შენი გელია? მომაწოდეე რა გეხვეწებიიი. სპეციალურად ვთხოვე თვითონაც მშვენივარდ მივწვდებოდი მაგრამ მინდოდა ახლოს მოსულიყო , მინდოდა რატი მინდოდა . გაიცინა და წამოვიდა ჩემსკენ
-დარწმუნებული ხარ ?
-ხოო გელით ვბანაობ ყოველთვის
- იცოდე ეხლა კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადმოვდგა ვეღარ შევიკავებ თავს ...გუშინდელის მერე არაფერი გაწუხებს ?
-რა უნდა მაწუხებდეს დებილო , კი არ მცემე , მომეფერე !
-რავიცი გამიგია რომ პირველის მერე ცოტახანი არ შეუძლიათო
-შენ არ მეუბნები ალქაჯი ხარო ? ეგ ადამიანებში ხდება ხოლმე ეგრე და მე ხომ არაამქვეყნიოური არსება ვარ ჩემთან სხვანაირად ხდებაო უნდა დამესრულკებინა წინადადება უკვე ტუჩემზე რომ მყავდა აკრული ........................
-ასწორებს ცხელი წყალი
-ხომ გეუბნებოდი ......
-წამო ჩავიცვათ გველოდებიან
ავდექი ძლივს , მეზარებოდა მაგრამ მამა გიორგის ნახვაზე მეტად არაფერი მინდოდა, მაინტერესებდა , ისეთი რატის ნახვა მინდოდა, მაინტერესებდა იქ იმ კედლებში როგორი იყო, ნამდვილი რომ იქნებდოა ვიცოდი არასდროს თამაშობდა .
-ოოჰოო, ნახე შენ გრძელი ტანსაცმელიც გიხდება, გრძელი შავი სარაფნით და ნაცრიფერი თავსაფრითი რომ გამოვეცხადე გაუკვირდა .
-წავედიიი სპილოო?? დატკბი ოღონდ ასე ჩაცმულს ხშირად ვერ მნახავ
ისეთი ლაამზი იყო იქაურობა , ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მქონდა ნანახი. სასწაული იყო პირდაპირ . მამა გიორგის რომ შევხედე სიმშვიდე ზუსტად მაშინ დამეუფლა. მის თვალებში იყო ისეთი არაამქვეყნიური ძალა , ვერ წარმომედგინა როგორ ვერ შეძლებდა ეს ახალგაზრდა ღვთის მსახური კაცი , ნებისმიერი უსუსრი ადამიანის , ნებისმიერი, ტკივლის , დარდის და ავადმყოფობის განკურნებას.
-მამა გიორგი ეს ნატალიააა უთხრა რატიმ და მხარზე შუბლი მიადო მოძღვარს.
-იმაზე ლამაზია ვიდრე მიყვებოდი ,
-ჩემზე გიყვებოდათ?
-გამუდმებით , ყველაფერს მიყვებოდა, თუ ვერ მოდიოდა მირეკავდა მაინც.დიდი მოთმინება დასჭირდა რომ გაგმკლავებოდა როგორმე და არც მიკვირს . გაიღიმა და მისი ღიმილი კიდევ უფრო სათნო იყო ვიდრე თვალები.
-რატიი იქ მამა დავითია მიდი ის გეტყვის რა უნდა გააკეთო . მე ნატალიას დავათვალიეერებინებ აქაურობას.
-მამა გიორგი იცით მე მოძღვარი აღარ მყავს, ბავშვობაში მყავდა და ხშირად ვნახულობდი ხოლმე მაგრამ რაც ამერიკაში გადავედით ვეღარ, მერე გავიგე რომ გარდაცვლილა, თუ შეიძლება რომ ჩემი სულიერი მაამა გახდეთ
გაიღიმა მამა გიორგიმ , არც უფიქრია უარის თქმა დამლოცა და მონასტრის ბაღში დავსხედით.
- რა უდნა გააკეთოს რატიმ ? სად წავიდა?
-საცხოვრებელის კედლების შერემონტებაში გვეხმარება , ერთი კედელი კიდევ მოსახატი აქვს და უნდა დაასრულოს
-მოსახატი?
-ხოო რატი არაჩვეულებრივად ხატავს .აქ ერთი პატარა ბავშვი გვყავს შარშან ქუჩაში ვიპოვე და აქ წამოვიყვანე მის ოთახში რაღაცას ხატავს.
-მასზე ბევრი რამ არ იცი ! დანანებით ჩავილაპარაკე და თვალი გავაყოლე საქმეში გართულ რატის .
- ნატალია გეტყობა ძალიან გიყვარს ?
-მეტყობა ?
-რათქმაუნდა გეტყობა, ორიბვეს გეტყობათ . მე და რატი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს,ერთად გავიზარდეთ, მე ღვთის გზა ავირჩიე, მაგრამ რატიმ სულ სხვა გზით დაიწყო სიარული. იცი ხო მისი მავნე ჩვევების შესახებ .
ძალიან გაუჭირდა , ისეთი პერიოდები აქვს გადატანილი რომ მეტს ვეღარ გაუძლებს. თვითონვე სჯის საკუთარ თავს შენ მისთვის შვება ხარ რომ იცოდე , რომ გხედავს მაშინ არის მხოლოდ მშვიდად.
-არც მე ვარ მარტივი მამაო , არც ჩემთვის იქნება ადვილი ამ კაცის გვერდით ყოფნა მაგრამ არ ვფიქრობ მაგაზე ..ცოტა მეშინია კიდეც , რომ ვერ გავუმკლავდე?
-რატიმ იცის რომ გაუმკლავდები სხვანაირად არ მოვიდოდა შენთან.
იცი ნატალია ახლა რომ გიყუებ ძალაინ გავხარ ერთ გოგონას , მისი სახის ნაკვთები გაქვს , თითქოს ის ხარ ოღონდ გაზრდილი. გაიღიმა მამა გიორგიმ , სასწაულმოქმედი ადამიანია, ერთი გაღიმება და თბილი გამოხედვა ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ამშვიდებს ,თითქოს გზას გიჩვენებს როგორ უნდა იარო, საით უნდა წახვიდე და შიშს გიქრობს ყველანაირს. საოცრად მოქმედებს ჩემზე, ყოველჯერზე როცა აქ ამოვდივარ . ბევრი ვისაუბრეთ მე და მამა გიორგიმ, რატის ბავშვობაზე მომიყვა თუმცა არა ყველაფერი. ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა , ალბათ უნდოდა ეს რატის ეთქვა ჩემთვის , დაიწყებდა და მერე შუა საუბრისას სხვა თემას შეეხებოდაუცბად ახალი ისტორიის მოყოლას დაიწყებდა, მისთვისაც ძნელი ჩანდა გახსენება. მეც ვითომ ვერ ვხვდებოდი ვუსმენდი გაფაციცებით, ძალიანაც მაინტერესებდა რისი მოყოლა უნდოდა მაგრამ , ვერ შევკადრე მეკითხა. ან როგორ უნდა გამებედეა და მისთვის მეკითხა .
-რა დრო გასულა, თქვენთან საუბარში ვერც კი შევამჩნიე
-წავიდეთ რატი ვნახოთ , მიხმარებაც დასჭირდება ალბათ.
- მოხვედით?
-მოვედით , შენი ქალბატონი , იმაზე უფრო ლამაზი ყოფილა ვიდრე შენ გგონია, მე მის გარეგნობას არ ვგულიხსმობ მხოლოდ....
-ასეა მამაო გამიმართლა , მეორე შანსი მომცა დალოცვილმა გაიღიმა ჩემმა ბიჭმა თავისის საფირმო ღიმილით, ღმერთო როგორ მიყვარს .ეს ღიმილი სამყაროს მირჩევნია, ჩვენს პატარა კიკინებიან გოგოს აქს მისი ღიმილი, ტუჩები, ლოყაც კი ზუსტად ისე ეჩუტება როგორც მამიკოს.
-მე წავალ ბავშვებო საქმეები მაქვს , რატი დაისვენე , დანარჩენს თვითონაც დავამთავრებთ ძირითადი გაგიკეთებია. მოეფარა თვალს მამა გიორგი. რატიმ ხელი ჩამავლო და მონასტირ ეზოდან ისე ჩქარა გამიყვავა, მეგონა მიწიძვრა იწყებოდა
-ფრთხილად უტვინო არ წამაქციო.
-მოდიი რა უნდა ჩაგეხუტო
-რატი სირცხვილია მონასტერთან ვართ ხომ არ გავიწყდება......
-ხოდა გავიქცეთ ჩვენს სახლში. ჩვენიო ისე თქვა გულში სითბო ჩამეღვარა , წარმოვიდგინე წლების მერე მე და რატი აქ მის სახლში დასასავენებლად როგორ ამოვიდოდით უკვე ოჯახი, მისი კი არა მერე უკვე ჩვენი სახლი ერქმეოდა ამ საოცარ ადგილს.
გამოუსწორებელ მეოცნებედ მაქცია მე ამ სიყვარულმა, ისეთი ფიქრები მიტრიალებდა ადრე რომ არასდროს მქონია, ეს იყო ჩემი სიგიჟე , და ზღვარიც არ ჰქონდა .
-მოგეწონა მამა გიორგი? უკვე სახლში ვიყავით მისულები დივანზე ვისხედით და ყავას ვსვამდით რატიმ საუბარი რომ წამოიწყო
--ძალიან . იცი ის უკვე ჩემმი მოძღვარიცააა.
-მასაც მოეწონე, არასდროს მიმიყვანია იქ ადრე გოგო , არასდროს მიფიქრია რომ სხვაც იმსახურებდა.
-და მე ამ ალქაჯმა დავიმსახურე? რით დავიმსახურე?
-შენ უბრალოდ ალქაჯი კი არა ჩემი ალქაჯი ხარ, ერთადერთი ხარ ამ დედამიწაზე ...
გამეცინა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ მისი პირიდან ცუდის მეტს სხვა რამესაც თუ გავიგებდი..
-რატიიი , არ ვიცოდი თუ ხატავდი
-ხოოო ვინ გითხრა ?
-მამა გიოგრიმ ! მინდა რომ ვნახო
-გაჩვენებ , აქ მაქვს სახელოსნი, სახლისგვერდით რომ პატარა შენობაა , თბილისში არ ვხატავ , მარტო აქ შემიძლია,
-ასე არაფერი გამკვირვებია, რომ გავიგე უცნაური რომ ხარ ვიცოდი მარა ასეთს არ გელოდი !.
სახელოსნოში რომ შევედი, ჩემთვის დრო ერთ ადგილას გაჩერდა... მე შეიძლება ვერც გადმოგცეთ რა სილამაზე იყო ირგვლივ, მისი ნახატები , ეს იყო მეორე სამყარო , ჩემი სიყვარულის სამყარო, და გაფიქრება რომ ეს სამყარო ახლა მე მეკუთვნოდა ცამდე და მის იქით ბედნიერს მხდიდა. სულ ფერადი იყო ირგვლივ ყველაფერი,
-ეეეეეე რა მაგარიაააა
-კაი ჩვეულებრივი ნახატებია
-სად ისწავლე ასე ხატვა ?
-ბავშვობიდან ვხატავ , თან არქიტექტორი ვარ ხო იცი , ესენი არავის უნხავას არადსროს შენ პირველი ხარ . ბიჭებმა კი იციან მაგრამ არ უნახავთ. ჩემი და და დედა რომ დაიღუპნენ მაშინ დავიწყე , თერაპიასავით მოქმედებდა მაგან მიშველა.
-დედა და და?
-ხოო ფასანაურში ხანძრის დროს დაიწვნენ.
-მოიცა სად ?
-ფასანაურში, რა იყო გაგახსენდა?
-შენ რატი წერეთელი ! ღმერთო ჩემო აი საიდან მეცნობოდი..შენ იცოდი? გახსოვდი?
-კიი როგორ არა , შენი ძმაც იმ ბავშვობიდან მომყვება , ლაშაც და შენც
-დამპალო რატომ აქამდე არ მითხარი?
-გოგო აქამდე იმასაც ვერ გეუბნებოდი რომ მიყვარდი ასე სულელივით და ახლა ის რომ მეთქვა მე ვარ შენი პირველი შეყვარებულითქო ეგ როგორ წარმოგიდგენია? თან გითხრა ?
-მითხარი აბა !
-ნერვებიც კი მეშლებოდა . აი გამაგებინე ყველა გოგოს ახსოვს თავისი პირველი სიყვარული, ბიჭსაც კი არ ავიწყდება, მე მახსოვხარ ხო ხედავ , შენ როგორ არ გახსოვდა ?
-პატარა ვიყავიიი და იცი რას გეტყვი? პირველი სიყვარული მახსოვდა უბრალოდ სახეზე ვეღარ გიხსენებდი, თან ისეთი შეცვლილი ხარ . დიდი დრო გავიდა რატი დიდი, 20 წელი გავიდა და რა არის ეხლა ეს ვითომ? შემთხვევითობა ? არ მეჯრა მე შემთხვევითობების, არ ხდება არაფერი ასე უბრალოდ... ვერ ვიპოვიდით შემთხვევით ისევ ერთმანეთს , შეუძლებელია ეგ ...
-სულელი ხარ იცი? აი მაგიტომაც მიყვარხარ !
აი ის მოგონებებიც მე და რატის რომ გვაკავშირებდა ძალაინ ღრმა წარსულიდან. 4 წლის ვიყავი რატიმ ჯერ ჩემი საყვარელი თოჯინა რომ გამიფუჭა შემდეგ კი მოვიდა და ბოდიში მომიხადა თან ისე საყვარლად გააკეთა ეს ახლა რომ მახსენდება და არა მხოლოდ ახლა ყველა გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის და იმაზე მეტად მიყვარდება ეს სპილო კაცი ვიდრე ოდესმე. -ბოდიში მიყვარხარ და იმიტომ გაგიფუჭეო ასე მითხრა. მაშინაც ასეთი იყო სიყვარულით მოსდიოდა ძალით კი არა . ასე გამოხატავდა სიყვარულს ჩემი გაბრაზებით. მერე მისი დედა და უბედურ შემთხვევას შეეწირნენ , სახლს ცეცხლი გაუჩნდა, გაუმართავი ელექტროგაყვალინობის წყალობით და ორივე დაიწვნენ. რატი პატარა იყო 4 წლის სულ რაღაც ოთხი წლის იყო , საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი, ჩაფერფლილი სახლი, დედა და და გამწარებული მამამისი როგორ ღრიალებდა. მეც არ ამომდის თვალებიდან დღემდე .20 წლის მერე თვალწინ მიდგას ის საშინელება, მთელი სოფელი რომ შეიყარა და უყურებდნენ საშინელ სანახაობას მეც იქ ვიდექი. რატი არ მახსოვდა... იმიტომ რომ წაიყვანეს და მე კიდევ მენატრებოდა. ბავშვი ვიყავი განა დიდი , 4 წლის ვიყავი მხოლოდ ,მაგრამ ჩემმა ქვეცნობიერმა მისი სახე დაივიწყა, მხოლოდ მისი სიტყვები და თბილი გრძნობა დამიტოვა. მაშინ რა ვიცოდი რა იყო. თვითონ სიტყვაც არ ვიცოდი, ვერ ვამბობდი , სიტყვა გრძნობასაც ვერ ვიტყოდი რომ გეთქვათ, მაგრამ ფაქტია.
სასაცილოა მაგრამ ისე გავიარე ჩემი არც თუ ისე დიდი ცხოვრების გზა და ისე მოვედი რატიმდე რომ არასდროს მომწონებია მამაკაცი. არ მითქვამს რა ლამაზი ცხვირი ან ტუჩები აქვსო, არ მითქვამს მომწონსთქო, არც მიზეზს ჩავძიებივარ , კითხვაც არ გამჩენია რატომ , ახლა მგონი პასუხიც ვიპოვე.- იმიტომ რომ რატიმდე მოვსულიყავი .
-ეხლა რომ რაღაც შემოგთავაზო ისევ სპილო გავხდები და დამაყრი?
-სპილოს სულ დაგიძახებ ეგ იცოდე და დაანარჩენს რაც შეეხება დიდი დიდი კოცნით ამოგხადო სული, აბა გისმენ
-წამოდი მამა გიორგისთან და ჯვარი დავიწეროთ?>
-ჰა?
-ხოო ცოლად გამომყევი .
-ცოლად?
-ხოო , ხო გიყვარვარ >? მეც მიყვარხარ ! მოსახდენიც მოხდა(იცინის) , მოდი ეხლა და დავოჯახდეთ მე და შენ ასე ჩვენებურად გიჟურად და უცნაურად . ვიცხოვროთ ერთად ტკბილად და ბედნიერად.!
-ას ებედნიერად ად ტკბილად და თან ერთად?
-ჰოოო არ გინდა ჩემი ცოლი გახდე? კარგი ქმარი ვიქნები გპირდები
-მინდა ! გამოგყვები ცოლად
-ასე უცბად მე და რატიმ ჯვარი დავიწერეთ, თბილისში ჩავედით და გამოვაცხადეთ რომ დავქორწინდით. გაკვირვებისგან პირდაღებული ლაშა და ნინი რომ დავინახეთ მე და ჩემი ქმარი სიცილით იატაკზე ვხოხავდით, აი ლალის კივილი რომ გავიგე ტელეფონში ცოტა ყური დამიგუბდა მაგრამ არაუშავს მალევე გამეხნა, ლალი ისედაც ყველაფერზე კიოდა როცა რამე არ მოსწონდა ! მართალია არასდროს ერეოდა ჩემს პირადში მაგრამ ეს ქორწინება მაინცდამაინც არ ხიბლავდა !“ და განა იმტომ რომ რატი არ მოსწონდა ან რამე სერიოზული მიზეზი ჰქონდა,იმიტომ რომ გავბედე და ქორწილი არ გადავიხადეთ ათიათასკაციანი და ერთკვირიანი, რაც არც მე და არც რატის არ გვინდოდა კატეგორიულად. მერე ხელიც მოვაწერეთ ისევ ისე , გიჟურად , უცბად !
აი ჟურნალისტებს რაც შეეხება ერთი თვე დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ. სულ ჩევნ ვიყავით ყველგან , ჩვენი სიყვარულის ისტორიით. ცოტახნით ამერიკაში წავედით და მალევე დავუბრუნდით ჩვენს საქართველოს, არ მითქვამს აქამდე როგორ მიყვარდა ჩემი ქვეყანა. ხო ნატალია ონიანი პატრიოტიც იყო და დღემდე ასეა. ყველაფერს მირჩევნია აქ ყოფნა წელიწადის ნებისმიერ დროს , მელამაზება და მებედნიერება.
რატი წარსულს აღარ დაბრუნებია და უნდა ვთქვა რომ უდიდესი წვლილი მიმიძღვის , აამას თვითონაც აღიარებს. ჩვენ ვცხოვრობდით ერთმანეთით და თუნდაც არ გვეთქვა ბევრი „მიყვარხარ“, არ ყოფილიყო ბევრი წითელი ვარდები , არ მოეტანა ჩემთვის ყავა საწოლში და ემღერა სერენადები, იყო ბევრი ,ძალიან ბევრი გიჟური დღეები, სპონტანური გადაწყვეტილებები, არდადეგები, არაფრის გამო აღნიშნული უბრალო დღეები და ულევი სიხარული ,რაც მთავარია იყო ნინია და რეზი ! კიკინებიანი ნინია რატის ასლი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და პატარა რეზი რომლის სახელის შერჩევაშიც ვფიქრობ შევცდი, ალბათ ერეკლე უფრო მოუხდებოდა რადგან სასწაულად გავდა ჩემს სულელ ძმას .
რატომ ნატალია ? იმიტომ რომ ის იყო რატის კაიფი ! ის ალამაზებდა მის ცხოვრებას , ის ახსენებდა რომ უნდა დამშვიდებულიყო, არ უნდა გადაეწვა ყველაფერი როცა საშინლად ბრაზდებოდა, უნდა აეყვანა თავი ხელში და ლმობიერი ყოფილიყო ზოგჯერტ მაინც, ის არ აძლევად მოდუნების საშუალებას, სულ ფორმაში უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მისის ქმარი იყო, მის გვერდით უნდა მდგარიყო ფეხზე მყარად და იმედი უნდა ყოფილიყო, მთავაარი ძალა ოჯახის, ძლივს დაუფლებული სიყვარულის, დიახ რატი ნატალიას დაეუფლა და არასდროს
გაუშვია .
რატომ რატი? იმიტომ რომ ის სპილო იყო !!!!!!!!! ზუსტად ისეთი როგორიც უნდ ყოფილიყო, როგორიც წარმოედგინა , რომელზეც გიჟდებოდა, და თქვენ წარმოიდგინეთ გიჟივით შეყვარებული ქალი რა არის !!!!!!!



№1 სტუმარი Guest მარია

აი ძაან მომეწონა ისტორია სიტყვებიც ზედმეტია ....მხოლოდ ცუდად მომხვდა იეღოვა ....ქრისტიანი ვარ მაგრამ აარ მომწონს სხვის რწმენას ცუდად რო მოიხსენიებე ...მათ იეჰოვას მოწმეები ჰქვიათ არაა სწორი მგონი სახელის დამახინჯება .....ისე ისტორია ძაან კაი იყო

 


მადლობა :-) გავითცალისწინებ აუცილებლად ,გეთანხმები მეც უფრო დაკვირვებით ჯობდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent