შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს ვიხსენებ 4


7-09-2017, 01:19
ავტორი Mannoo
ნანახია 1 456

გაქვავებული იდგა ერთ ადგილას ევა , ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში და მაინც ვერ გაეგო როდის გადაიქცა მხეცად ლევანი, ან იქნებ სულ ასეთი იყო. ღმერთო, ნუთუ ამ დონის მსახიობობა შესაძლებელია. არა, ალბათ მომელანდაო ფიქრობდა, მაგრამ თავადაც კარგად იცოდა, ყველაფერი ცხადად მოხდა რამდენიმე წუთის წინ. გაოგნებული აფახულებდა თვალებს და აზრად არც კი მოსვლია წვიმისგან დამძიმებული, მხრებზე დაცურებული მოსაცმელის შესწორება . მაჯებზე ერთიანად ეღვრებოდა წვიმის წყალი და მტევანზე დაცურებული წვეთებად ჟონავდა აკანკალებული თითებიდან. სულ მარტო იყო ბნელ ღამეში, ეგონა ეს სიბნელე მთლიანად შთანთქავდა მის არსებას. ვერც ნუცას გააღვიძებდა ამ დროს, ვერც სახლში დაბრუნდებოდა ასეთ მდგომარეობაში. სხვებისგან განსხვავებით თამაში არ შეუძლია. შემთხვევით გაახსენდა, ბანკის თანამშრომლებმა დალუქული ნახევარი სახლის გასაღები რომ გადასცეს. ბორძიკით გადადგა ნაბიჯები და გუბეებიან გზას გაუყვა. თითქოს გაჩერდა ერთი ბეწო გული.მთელი საათის განმავლობაში გზაარეულივით მიაბიჯებდა ქვასავით უგრძნობი . თითქოს ინსტიქტურად მიაქანებდა ცხოვრება ახალი თავგადასავლისკენ.შესასვლელთან შედგა ცოტა ხნით,ეთანაღრებოდა ,მაგრამ მაინც შეაღო ჭიშკარი და უჩუმრად გაიარა ეზო. დასველებული წამწამები უბინდავდა მხედველობას, რამდენიმე ცდის შემდეგ საკეტს მოარგო გასაღები, ყრუდ გაისმა სიჩუმეში კლიტეს ტკაცუნი და რკინის მძიმე კარიც ზანტად დაჰყვა უღონო მიწოლას.შუბლზე მიწებებული თმა გადაიწია , ზღუბლს ფრთხილად გადააბიჯა და იქვე დაეშვა იატაკზე. არც წყალს დაუყოვნებია, სწრაფად შეგუბდა უღონო სხეულის ირგვლივ. ცრემლნარევი წვიმის წყალი უფარავდა სახეს. ნელა მიელულა თვალები და უკუნ ბნელში მიეძინა გადაქანცულს. პირველად იყო ასეთ გაურკვევლობაში. თურმე წამია საჭირო ყველაფერი რომ თავდაყირა დადგეს,ერთი ნაბიჯის გადადგმა და სხვა კუთხიდან უყურებ ცხოვრებას.
***
ბოლო ხმაზე ჰქონდა მანქანაში ჩართული ლევანს სიმღერები,გვარიანად არღვევდა მოძრაობის წესებსაც და ხმამაღლა მღეროდა. არც ევა აინტერესებდა იმ წუთებში, არც-მამამისი.მობეზრდა სულ დაძალებული,მარიონეტად ქცეული, სხვების ნაკარნახები ცხოვრება. უნებურად დაჰყვა მის ყველა მოხოვნას და საკუთარი აზრის გამოთქმას გადაეჩვია. რაც დედა ფსიქიატრიულში წაიყვანეს მას მერე ყველაფერი მოაკლდა. თვალებიდან არ ამოდიოდა როგორ ეჭირა ხელში გადამტვრეული ბოთლი და მოკვლით ემუქრებოდა რეზოს. ყოველთვის ახსოვდა , ყოველთვის . რამდენიც გინდა ეცადო ყველა გამოვლილი დღე შენი ცხოვრებაა, შენი ნაწილია და ვერ დაივიწყებ. მნიშვნელობა არ აქვს ესა, თუ ის მოგონება რა გრძნობებს იწვევს. უბრალოდ გახსოვს, ზოგი გკტივა, ზოგი-გახარებს. დასარბაზოსთან ახლოს გააჩერა და შეციებული ავარდა კიბეებზე. კარი ღია იყო, ეტყობა გაცეცხლებულ რეზოს სულ გადაავიწყდა, თუმცა მასზე უარესი ვინ უნდა შემოსულიყო სახლში. დიდ ღია ოთახში იჯდა სანათის შუქზე და დაცლილ ბოთლს ათვალიერებდა.
-ასე სწრაფად მოაგვარე ყველაფერი?-სხვათაშორის ჩაილაპარაკა ,თან ჭიქა აათამაშა თითებში,-ხო ალბათ მოაგვარე , თორემ ისე როგორ გაბედავდი სახლში მოსვლას?
-გააჩნია შენ რას ეძახი საქმის მოგვარებას ,დიდად პატივცემულო მამავ,-ირონიულად მიაძახა და იქვე , გვერდითა სავარძელზე ჩამოუჯდა.
-რაო, რომელ რიცხვში იქნება ქორწილი?
-რა ქორწილი რეზო, შენ მართლა გგონია ერთი ხელის მოსმით გვარდება ყველა საქმე?
-ახლა მეჩვენება, თუ გესმის მაინც რას ბოდავ?
-არაფერსაც არ ვბოდავ, არ უნდა იმ გოგოს და რა ვუყო ახლა მე . ეფოფინე მთელი დღე ვიღაცა შტერს ერთი კის გულისთვის. შეურჩიე ვინმე ისეთი ვინც მოეწონება, დაუქირავე რა. მე მაგრად არ მაიტნერესებს ეგ შენი ბინძური საქმეები თავისი მომავალი მილიონებით.
-აჰაა, არ გაინტერესებს? ცოტათი მიანც თუ აზროვნებ ახლა რას მეუბნები. ნელ-ნელა წამოწია სხეული , მთელ ტანზე მოედო გაბრაზება,-ეგ საქმე რომ ჩამეშალოს არ გაცოცხლებ,- ჭიქა ნაწილ-ნაწილ დაიმსხვრა პრიალა იატაკზე და ლევანსაც იგივე ელოდა ცოტა ხანში.ორივე ხელით დააცხრა კისერზე, გაწიწმატებული უჭერდა თითებს, ბრაზისგან უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს.-რა გაჩნდი ასეთი უნიათო. დედაშენივით არაფრის მაქნისო.ახლა ამოუვიდა ამას ანგელოზის ფრთები, როდის მერე ბედავ აქ შენი ჭკუით რაღაცეების დალაგებას ჰა ? შენი ცალტვინა გონება რას ფიქრობს?
-შემეშვი,-ძლივს ამოიხრიალა და ოდნავ მოაშვებინა მძიმე ტორები.
-ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს ვიდრე ამ საქმეს არ მოაგვარებ. ვიდრე იმ ჯიუტ თხას რქებს არ მოტეხავ და რძლად არ მომითრევ სახლში. რაც გინდა ის უთხარი, დააშინე. ერთი ქალის მართვა ვერ მოახერხე , ისიც მე მოგართვი ლანგრით. –„სიტყვით გამოსვლა“ დაამთავრა და გაწითლებულ შვილს ხელები მოაცილა,-როგორც ყოველთვის, ახლაც დარწმუნებული იყო გაუვიდა .არადა დიდი ხანია რეზოს ყველა სიტყვას ჯანდაბაში უშვებს.ყველა გრძნობა ზიზღში გადაეზარდა. ცდილობდა შვება მიღმიერ სამყაროში ეძებნა, თუმცა გამოფხიზლების შემდეგ საკუთარი თავის ატანაც უჭირდა. წლებია დედა არ უნახავს , რამდენჯერ გამობრუნებულა უკან კარამდე მისული. არ შეეძლო მისი გაქვავებული, უმეტყველო თვალების ყურება, აჩრდილივით რომ დადიოდა დერეფნებში, ორი სამყაროს საზღვარზე მყოფი.
***
შვიდი საათი იქნებოდა ევას რომ გაეღვიძა , მიწებებული სამოსის ნესტი ძვლამდე გამჯდარიყო სხეულში და ვერაგად აცლიდა ისედაც ძლივს შერჩენილ ღონეს. ყველა ნაკვთი უკანკალებდა, მაგრამ მაინც დააძალა თავს ფეხზე წამოდგომა. კედელს ფრთხილად ააყოლა კაფანდარა ხელი, ტანი ნელა წამოწია და მზერა მოავლო შუქშეპარულ კედლებს. დალუქული ყუთები მთელ ოთახში უწესრიგოდ ეწყო ერთმანეთზე. უნდოდა დაყრდნობოდა, მაგრამ მოულოდნელად დაუცდა ფეხი და გახსნილი მუყაო იატაკზე გაიშალა. ჯერ ისევ უჭირდა თვალების გახელა, ისე უწვავდა ალმური სახეს.კარგად ვერც გაარჩია რა იყო , სანამ ასაკრეფად არ დაიხარა და თითებით წაეპოტინა პატარა კოლოფებს. შავ ფირები ერთმანეთზე მიჯრით ეყარა. რამდენიმე გამოაცალკავა და სახესთან ახლოს მიიტანა,უკეთ რომ წაეკითხა.თავინდან ეგონა ელანდებოდა,მაგრამ შემდეგ მხედველობა დაძაბა და კარგად დააკვირდა: „რეზო კაბინეტში-კომპანია „სერინა“,„რეზო ასისტენტის ოთახში- თანხის გაყალბება“, „რეზო კაბინეტში-მალხაზ ქარაბაკი“. კითხულობდა და თავი ფანტასტიკაში ეგონა.
-რაო? ღმერთო ესენი...რა თანხის გაყალბება, რა ჩანაწერებია,-თავისთვის ბურტყუნებდა და გაუჩერებლად ატრიალებდა ხელში,მაგრამ განსხვავებული თარიღების გარდა სხვა მინიშნებას ვერ მიაგნო.
-წავიღო? არა, აქედან ვერაფერს გავიტან, ღმერთო შენ დამეხმარე,-ისევ დახედა და კედელს მიეყრდნო,-მამას სახელი რატომ წერია, რა ხდება. უნდა გავიგო, როგორმე უნდა მოვუსმინო,-ისევ ბუტბუებდა გონება არეული ,საშინლად გაუჭირდა აზრების დაწყობა.თავადაც მიხვდა, ახლა ისეთ მდგომარეობაში არ იყო რამე გადაწყვეილება მიეღო. ყველაფერს ისევ თავისი ადგილი მიუჩინა ჩანთა მოძებნა და გარეთ გავიდა. იმაში კი იყო დარწმუნებული დაბრუნდებოდა. დაბრუნდებოდა და გაიგებდა საგულდაგულოდ დამალულს. ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდოდა ნისლიდან და ეჭვებსაც დაეხსნებოდა ლაშას გაცნობის შემდეგ რომ ჭამენ. აკანკალებული ხელით როგორც იქნა ჩაკეტა კარი და ორი ნაბჯი ძლივს გადადგა მყარად.ეჩქარებოდა გასვლა, ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი ვინმეს დაენახა, მაგრამ განა ყველაფერი ისე ხდება როგორც გვინდა.
***
ძალაგამოცლილს და სევდისგან გადაღლილს ადრე გაეღვიძა ლაშას. ჩვევად ექცა დედასთვის დაეხედა და მისი მშვიდი სუნთქვა მოესმინა. ფრთხილად მიაფარა საბანი და ფეხაკრებით გამოვიდა ოთახიდან. კიდევ ერთი დღე გავიდა და რეზო ისევ თავისუფალია. კიდევ ერთი დღე უნდა გაატაროს შიშში. ღმერთო როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს. ნუთუ მშვიდად დაძინებას ვეღარ შეძლებს. ღრმად ამოიოხრა და ყავის დასალევად სამზარეულოში ჩავიდა. ფანჯრიდან ათვალიერებდა ეზოს და არ ეთმობოდა გასანადგურებლად. არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთ დღეს გამქრალიყო, ასეთი დიდი სიყვარულით ნაშენები, ნაფერები, ნაკოწიწები. ბოლო ჩანაწერს რომ მოუსმინა,დარწმუნდა ევას მამამ არაფერი იცოდა. როგორმე უნდა გაეფრხილებინა, მაგრამ ვინ იცის მოუსმენდა კი? როგორია უთხრა შენი შვილის საქმრო ნარკომანია, მომავალი მამამთილი კი შენს ოჯახს დიდი ალბათობით გაანადგურებს. ამდენი ხანი სიცრუეში იცხოვრე, ეჰ. მაგრამ უნდა უთხრას, ვერ გაჩუმდება .ფიქრებში იყო გართული და აზრებს ალაგებდა, დაბარებულივით რომ დაინახა ევა ფანჯრებში. უცებ გადაავიწყდა ყველაფერი და ბრაზის ალი წაეკიდა. აკი არ მინდა აქაურობაო, ხელს არ ვახლებო.. ანუ დროს არ კარგავ ქალბატონო ევა. ნეტავ რა ავსულთა და საშინელებათა კოშკი უნდა გამოჭედოს რეზომ ჩემი სახლისგან,-ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და გარეთ გავარდა.
-ევა,-ხმის ტემბრს ვეღარ აკონტროლებდა ლაშა. ტანში გაცრა ევას მისი ხმის გაგონებისას. უნდოდა გამქრალიყო, აორთქლებულიყო იმ წუთებში , მაგრამ თავისი მდგომარეობა გაქცევის საშუალებასაც ვერ აძლევდა. სიმწრით აუჩქარა ნაბიჯებს, ხვდებოდა უკან უფრო ახლოვდებოდა მეორე სხეული. კანკალმა აიტანა,ახლა რა პასუხი გავცეო გულში ფიქრობდა ,თან თითებიც იგრძნო ბეჭზე.
- აქ რას აკეთებ ამიხსნი?,-ისევ იღრიალა და მთელი ძალით შემოაბრუნა თხელი სხეული. წამით შეავლო თვალი ევამ მის გაცეცხლებულ სახეს. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველი ბგერები ამოიხრიალა და მკლავებზე ჩამოეკიდა. გაოგნებულიც იყო იმ წამს, დაბნეულიც. საჩხუბრად მომზადებულს მოწინააღმდე თვალწინ აუორთქლდა , ახლა მხოლოდ მასზე მინდობილ უსუსურ სხეულს ხედავდა და ის აფიქრებდა, როგორმე გონზე მოეყვანა, რამე ეშველა.
-ღმერთო ამის ცუდად ყოფნაღა მაკლდა,-ღრმად ამოისუნთქა, ჩაიმუხლა და ფრთხილად დაუშვა მიწაზე.
-ევა, ევა,-სახეზე მსუბუქად ურყამდა და ცდილობდა გამოეფხიზლებინა ,მაგრამ ისე იყო ფერგალეული ,სიცოცლის ნიშანწყალი ძნელად თუ ეტყობოდა,- ღმერთო სულ სველია,-შენიშნა ბოლოს და ყელთან მიუტანა ხელი. საოცრად ცხელი ეჩვენა კანი ,-იწვი, ჯანდაბა,-სწრაფად მოიქცია მკლავებში. უნდოდა სახლში შეეყვანა, მაგრამ თავად ვერაფერს გააწყობდა და ისევ საავადმყოფოში წასვლა არჩია. თან, რა უნდა აეხსნა დედასთვის, ვინ იყო, ან აქ რა უნდოდა. ძლივს გამოაღო მანქანის კარი და უკანა სავარძელზე მოათავსა ერთიანად აკანკალებული. გამუდმებით სარკეში იყურებოდა ამოწმებდა თვალი თუ გაახილა, ის კი ისევ ისე იწვა უძრავად.რამოდენჯერმე დაუძახა კიდეც, მაგრამ პასუხი არც ამჯერად იყო. უახლოეს საავადმყოფოსთან გააჩერა , ფრთხილად აიყვანა ხელში და ყვირილით შევიდა მიმღებში. ახალგაზრდა ექთანი მაშინვე გამოეხმაურა და თანამშრომლებს დაუძახა ავადმყოფის საკაცეზე მოსათავსებლად. იდგა შუა ოთახში გაოგნებული და ბოლომდე ვერ გაეაზრებინა მომხდარი. გაფართოებული თვალებით დასჩერებოდა ევას, საოცრად გადმოსდებოდა გოგონას სიცივე და მკლავებს უყინავდა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ხელიდან რომ გამოაცალეს და სადღაც გააქანეს. მანამ უყურებდა, სანამ კუთხეს არ მიეფარა და ექთნის ხმამ შეაფხიზლა.
-უკაცრავად ბატონო, იქნებ პაციენტის მონაცემები ჩაგვაწერინოთ ,-მოიარებით იკითხა გოგონამ. მსუბუქად დაუკრა თავი ლაშამ და უკან გაჰყვა უხმოდ. რატომ მოვიდა, იქ რა უნდოდა, ეძებდა კი რამეს? იქნებ რეზომ გამოგზავნა. არა, მამამისმა თუ არაფერი იცის, თავად როგორ გასწირავს ოჯახს . ან ამ დგომარეობაში როგორ აღმოჩნდა. ნუთუ ყველაფერი გაიგო. თუ გაიგო, ჩემთან რატომ არ მოვიდა დახმარების სათხოვნელად. ოხხ ლაშა, უკვე აღარ იცი რა იფიქრო და ფანტაზიორობ,-სახეზე ხელები ჩამოისვა და იქვე, სკამზე ჩამოჯდა. ნერვიულად ათამაშებდა თითებს , ვერ ისვენებდა ერთ ადგილას. ერთი სული ჰქონდა როდის გამოფხიზლდებოდა ევა, რომ ეკითხა რა მოხდა და ტვინი აღარ აეტკიებინა ათასი სისულელის ვარაუდით.
-არა რა , აქ ასე ვერ დავიცდი ,-უცებ წამოდგა და რამდენიმე მეტრი გაიარა,-დედაც არ გამიფრთხილებია ისე წამოვედი,- თითქოს თავის თავს უსაყვედურაო მაშინვე აკრიფა ნომერი და განაბული დაელოდა საყვარელი დედის ხმას. აფორიაქებულიყო სახლში რომ არ დახვდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა ლაშას ხმის გაგონებისას. საუბრის ბოლოს სულ ლოცავდა შვილს, ჩვევად ჰქონდა . დედის ლოცვა ფარად დაგყვებაო ,თავისთვის სწამდა გულში. საოცარი სითბო ედგა ნანას თვალებში. მეუღლის გარდაცვალებამ ცოტა სევდა კი შეჰმატა,მაგრამ სიკეთის სხივები არსად გაპარულან. საკმარისი იყო ერთხელ შეგეხედათ ,მაშინვე გაგათბობდათ. რამდენჯერ უნატრია ლაშას სიკვდილი, იქნებ ყველაფერი დამთავრდესო, დამღალა ბრძოლამო, მაგრამ როგორ უნდა ეღალატა მისთვის, მამის ხსოვნისთვის. ნანას იმედგაცრუებას ცხოვრებაში ვერავის აპატიებდა , მით უმეტეს მის გულს,ერთადერთ შვილს. საღამოს ხელს რომ ჩამოუსვამდა სახეზე, მთელ სამყაროს ეთიშებოდა და ყველაფერი ავიწყდებოდა . გათიშა თუ არა პალატიდან გამოსულ ექიმს მოჰკრა თვალი , როგორც ჩანს ექთანს მდგომარეობას უხსნიდა და მითითებებს აწერინებდა.
-უკაცრავად , ერთი წუთით, შეიძლება?-მორიდებით იკითხა და თეთრ ხალათიანს გზა გადაუღობა,- ევა ქარაბაკის მდგომარეობა მაინტერესებს. როგორ არის?
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-ის აქ მე მოვიყვანე, მე ...
-ავადმყოფის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია ,სამწუხაროდ ოჯახის წევრების გარდა ვერავის გავესაუბრები,-შუა გზაში გააწყვეტინა სიტყვა და გვერდის ავლა სცადა , მაგრამ ლაშამ ისევ გადაუჭრა.
-კი მაგრამ, მე მისი მეუღლე ვარ და ძალიან ვღელავ ,-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და საკუთარი გონებამახვილობით გაოგნებული მოსასმენად მოემზადა.
-ბოდიშს გიხდით, მაშინ მობრძანდით, გთხოვთ,-კარი გააღო ექიმმა და კაბინეტში მოუხმო,-თქვენს მეუღლეს დასვენება ესაჭიროება.საოცრად არის დასუსტებული , მთელი ღამე სველი ტანსაცმლით გაატარა, როგორ ჩანს .
-დიახ,ალბათ . ის ისეთი შეყვარებულია თავის სამუშაოზე . ალბათ, ვერც კი გაიგო ისე გავიდა მთელი ღამე. მე მხოლოდ დილით ვნახე და ლამის შევიშალე ისე ავღელდი, ცუდად რომ გამიხდა,-მთელი თავისი არტისტიზმი ჩართო ლაშამ და მშვენიერი სპექტაკლიც გამოუვიდა.
-მაღალი სიცხე ჰქონდა, ახლა გადასხმა დავუდგით.ჯერ ისევ სძინავს, ვფიქრობ რამდენიმე საათში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება . რაც მთავარია, ფილტვებში არაფერი აქვს. უკეთესი იქნება, ახალ ტანსაცმელს თუ მოუტანთ .
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. აქ დარჩენა აუცილებელი იქნება?
-საღამომდე დავაკვირდეთ, თუ წამოგვყვა და ყველა წამალმა კარგად იმოქმედა, მაშინ შეგეძლებათ წაიყვანოთ .
-ძალიან დიდი მადლობა, მე აუცილებელ ნივთებს მოვიტან და მოგვიანებით გავისაუბროთ,- ღიმილს ღიმილითვე უპასუხა და დერფანში გავიდა. გულმა ვერ მოუთმინა, რომ არ დაეხედა. სწრაფად მობრუნდა და პალატის წინ გაჩერდა. ფრთხილად შეაღო კარი. ისევე იწვა საწოლზე, როგორც-მანქანაში. მხოლოდ სუნთქვას ჰყვებოდა მისი სხეული.ისედაც თეთრი, სულ გაფითრებულიყო და ლამის გადაფარებულ ზეწარს დამგვანებოდა. ექთანს წამალი შეჰყავდა სისტემაში. სასწაფოდ გამოკეტა კარი, რომ მიხვდა მზერა დაუთბა,-ნეტავ მართლა ისეთი მეამიტი ხარ, რომ ყველა ტყუილის გჯერა, თუ თავს იკატუნებ და ყველაფერში მონაწილეობ.ოხ ევა ,-ერთი ამოიხვნეშა და ჩქარა დატოვა იქაურობა .
* * *
ევას გამორთულმა ტელეფონმა სულ გადარია დედა. ვერაფრით რომ დაუკავშირდა აფორიაქებულმა დაუძახა მეუღლეს.
-ღმერთო, მალხაზ რა ხდება, ჩვენი გოგო ხომ კარგად არის .... გული ცუდს მიგრძნობს,- წარბშეკრული იჯდა ოთახში, თვალებში შიშჩამდგარი და გამეტებით უჭერდა ხელს ტელეფონს.
-ლევანთან ერთად არ წავიდა? დამშვიდდი თინა, ყველაფერი კარგად იქნება.
-კი მაგრამ , არც ლევანი პასუხობს. უკვე ძალიან ვნერვიულობ.
-ალბათ სადმე ბარში სხედან და გათიშეს მობილურები. აი ნახავ, რომ მოვა, კარგად დავტუქსავ .
-ოღონდ მოვიდეს და.. ოღონდ დამენახოს,-ისევ თვალებაცრემლიანებული ლაპარაკობდა და ემოციების დამალვას ვეღარ ახერხებდა. რამდენიც გინდა ელაპარაკა, რაც არ უნდა ეთქვა ახლა მალხაზს, ვერაფერი დააწყნარებდა. ვერავის აუხსნიდა, რას გრძნობს დედის გული. მოჩვენებითი სიმშვიდით შენიღბული შეწვა საწოლში და ტელეფონი გულში ჩაიხუტა. მთელი ღამე თეთრად გაატარა თინამ. ბოლოს, სითეთრე რომ შეეპარა ცას, ვეღარ მოითმინა და ნუცას დაურეკა. მივლინებით ქალაქგარეთ იყო , მაგრამ იქედან დაამშვიდა ჩემი სახლის გასაღები აქვს და არსად წავიდოდა სხვაგანო. ისიც დააყოლა, დამიბარა, ბევრი სამუშაო მაქვს და სახლში მყუდროდ ვერ ვმუშაობო.
-თქვენ არ ინერვიულოთ თინა დეიდა, ალბათ დაუჯდა ტელეფონი, როგორც კი ჩავალ დავარეკინებ, -რაც შეეძლო მშვიდი ხმით ლაპარაკობდა ისედაც აფორიაქებული, უფრო მეტად რომ არ დაეძაბა.
-კარგი შვილო, კარგი,-ცოტა კი ჩაწყნარდა თინა , მაგრამ ავ წინათგრძნობას ვერაფერი მოუხერხა. ნუცაც ეკლებზე იჯდა იმ წუთიდან. დარაჯთან დარეკა და არავინ მოსულაო. გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე , მაგრამ ოპერატორის ხმა უკვე გულისგამაწვრილებლად ევლინებოდა. მეორეს მხრივ, არც სამუშაო უცდიდა. ფართხა-ფურთხით გადაიცვა ტანსაცმელი და შეხვედრების ოთახისკენ წავიდა. წამ და უწუმ აკვირდებოდა ტელეფონის ეკრანს იქნებ ჩაირთოო, მაგრამ ამაოდ. არ უნდოდა , მართლა არ უნდოდა თინა დეიდას მოტყუება , მაგრამ ევამ გააფრთხილა , რაღაც საქმეებს ვეძებ კომპანიაში და არ მინდა ვინმემ იცოდესო. მერე ისიც იფიქრა , ვაითუ ვინმემ რამე დაუშავოსო. ძლივს მოიკრიბა ყურადღება და ერთი-ორი სიტყვა ძალით შეუშვა თავში.
* * *
ათი საათი იყო დაწყებული, საავადმყოფოში რომ დაბრუნდა ლაშა. რამოდენიმე ცელოფანი და ევას ჩანთა ეჭირა ხელში. ფეხაკრეფით გაიარა ლიფტიდან ხელმარჯვნივ მთელს სიგრძეზე გაწოლილი დერეფანი და კარზე დააკაკუნა. ორი ექთანი ფუსფუსებდა პალატაში.
-მობრძანდით,- დაბალი ხმა გაისმა ოთახის სიღრმიდან,-რა კარგია რომ მოხვედით. ახალი სისტემა დავაყენე, იქნებ ვენის უკეთესი ფიქსაციისთვის თქვენს მეუღლეს ხელი დაუჭიროთ,- ეუცხოვა, მაგრამ მალევე გამოერკვა და სიტუაციას იდეალურად მოერგო.
-დიახ, დიახ. ახლავე,- საწოლთან მიჩოჩებულ სავარძელში ჩაჯდა, ნივთები იქვე მიაწყო და სუსუტი მკლავი მოხერხებულად მოიქცია თითებში. სითბო შეპარვოდა კანს და უწინდებური ფერი დაებრუნებინა.
-მე აქვე ვიქნები ბატონო. თუ საჭირო გავხდები, საწოლთან ღილაკს დააჭირეთ და მაშინვე შემოვალ.
-კარგი,-მსუბუქად დაუკრა თავი ლაშამ და ისევ ევას შეხედა. სუსტ გულისცემას თითებზე გრძნობდა. მკრთალი ქუთუთოები სულ გაწითლებოდა. ხესავით გადატოტილი ლურჯი ვენაც მკვეთრად ეტყობოდა ხელზე. გაყინულ თითებზე ნელა შეუბერა თბილი ჰაერი და ფრთხილად მოაფარა ხელისგული. იმ წუთას სულ ვერ ხედავდა რეზოს რძალს, ვერც მასთან ენერგიულად მოჩხუბარ გოგონას, ამაყსა და თავგამწეს. გაუნძრევლად იჯდა ხსნარის ჩამოცლამდე და თვალყურს ადევნებდა მშვიდ სუნთქვას. დამთავრდა თუ არა ექთანმა შემოაღო კარი, თან ტელეფონმაც დარეკა. უცებ დააფარა ხელი და ბოდიშის მოხდით გავიდა გარეთ,მაგრამ მაიც თავგამოდებით „კიოდა“ შემომავალი ზარი.
-გისმენ ირაკლი,-თითქმის ჩურჩულით უპასუხა.
-სად ხარ, შენთან ვიყავი და ნანა დეიდამ ადრე გავიდა სახლიდანო.
-მიხვედი უკვე სამსახურში?
-კი, მე აქ მეგონე და რომ არ დამხვდი გამიკვირდა. ხომ მშვიდობაა?
-კი, კი მშვიდობაა, რომ მოვალ მოგიყვები .
-კარგი , დროებით,-პალატიდან ხმები ისმოდა, როგორც ჩანს უკვე გაეღვიძა.შესული პირდაპირ დაბნეულ თვალებს გადააწყდა, მედდა რომ დაჟინებით უმტკიცებდა , აქ თქვენმა ქმარმა მოგიყვანათ, გასულია და მალე მოვაო. სახეზე ეწერა ფიქრობდა, მის წინ რეალური ადამიანი კი არა, მოჩვენება იდგა , მაგრამ ასვეტილი სხეული რომ შეიცნო , გაკვირვება ვეღარ დამალა.
-შენ... შენ მომიყვანე?,-ძლივსღა ისმოდა ხრიალა ბგერები.
-კი, ცუდად გახდი და აბა რა უნდა გამეკეთებინა. აქ კიდევ, თუ ოჯახის წევრი არ ხარ, ვერაფერს გეტყვითო და ასე გამოვიდა.ლევანმა მომიტევოს, თანამდებობა რომ ურცხვად ჩამოვართვი. როგორ ხარ? ექიმმა თქვა, საღამომდე უკეთ იქნებაო,- საკუთარი თავის გამოფხიზლებას ცდილობდა ლაშა.
-ღმერთო როგორ მრცხვენია,- თავი გვერდზე გადაატრიალა თვალის ასარიდებლად. ახლა რა უნდა ეთქვა . ადრე თუ გვიან ხომ კითხავდა რა უნდოდა იმ სახლში. საუბრის ტონიც ვერ შეერჩია დაბნეულ გონებას. წინათ მტრად ეჩვენებოდა ბატონი ლაშა ფილფანი, მაგრამ ახლა? ახლა , როცა თითქოს რაღაცეებს ხვდება. რა უნდა ქნას? იმ ფირებს რომ უნდა მოუსმინოს, ამას წყალი არ გაუვა. მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანს დასკვნებს. მანამდე ჯობია თავი შეიკავოს. საკუთარ გულს რჩევებს აძლევდა და ცდილობდა თავი ყოჩაღად დაეჭირა.
-ქალბატონო ევა ,-უცებ გამოაფხიზლა გარეშე ბგერებმა.
-გისმენ.
-მე ვერავის დავურეკავდი, არ ვიცი რა დაგემართა, ამაზე მერე ვისაუბროთ. ალბათ ახლა ნერვიულობენ,-ტელეფონი გაუწოდა და მის წინ ჩამოჯდა.
-დედა,-უცებ წამოიძახა, ვინც პირველი გაახსენდა და მაშინვე დააჭირა ღილაკს ხელი ჩასართავად.
-შენი ტანსაცმელი აღარაფრად ვარგოდა , ამ დილით კიდე რაც ვიშოვე მოგიტანე.
-არ მინდა , ჩემს მეგობარს მოვატანინებ,-უცებ მოუჭრა.
-ბარემ აქ არის ყველაფერი. რას ჯიუტობ, ბავშვი ხომ არ ხარ.
* * *
ნუცამ თითქმის გადაწყვიტა, შეხვედრა როგორც კი დამთავრდებოდა ევას დედასთან დაერეკა. ეთქვა, მასთან რომ არ მისულა. უღიმღამოდ, უიმედოდ დააჭირა კიდევ ერთხელ დარეკვას. ეგონა არც ამჯერად გავიდოდა, მაგრამ, ეკრანს რომ დახედა და საუბრის დროის ათვლა დაწყებულიყო , თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა გარეთ.
-ევა, სად ხარ,როგორ ხარ ჩემო გოგო,-უცებ მიაყარა და სული ყელში ამოუჯდა, სანამ მისი ხმა გაიგო.
-კარგად ვარ ნუცა, არ ინერვიულო.
-როგორ არ ვინერვიულო, დილით თინა დეიდამ დამირეკა, შენთან ხომ არ არისო.
-მერე რა უთხარი?
-ვუთხარი სახლის გასაღები აქვს და სხვაგან სად წავიდოდა, ალბათ იქ მუშაობსთქო. მე კი სული დავლიე ამასობაში. გიჟივით გირეკავდი ყოველ წუთას,-თავს ვეღარ აკონტროლებდა ნუცა და უნებურად აუკანკალდა ხმა,-აღარაფერს ვდარდობ რადგან დარეკე. იცი როგორ ვინერვიულე?
-ბოდიში ჩემო გოგო, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, უბრალოდ სხვაგვარად არ შეიძლებოდა.
-ეს იმას ეხება?-მოიარებით იკითხა.
-კი, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვი. ჯერ თვითონაც არ ვიცი ზუსტად.
-ოღონდ შენ იყავი კარგად,ასე აღარ შემაშინო. როგორც კი განვთავისუფლდები, მაშინვე წამოვალ იცოდე. მანდ გავჩნდები და გვერდიდან არ მოგშორდები.
-აქ არ ხარ?
-არა, ორი დღით გამიშვეს სამსახურის საქმეებზე. ოხ, რაღა მაინცდამაინც იმ ორ დღეში მოხდა ყველაფერი. გული გამიხეთქე. დაურეკე თინა დეიდას, ვუთხარი აუცილებლად დავარეკინებთქო. რომ გენახა რა სახით დავდიოდი, ალბათ ყველა დამსწრემ ფსიქოპატის დიაგნოზი დამისვა . ახლაც შეხვედრიდან გამოვიქეცი გიჟვით. თავს გაუფრთხილდი გთხოვ
-მადლობა ნუცა, მიყვარხარ.
-მეც, მეც მიყვარხარ . გკოცნი.
-მე გავალ და ჩაიცვი,- თვალით ანიშნა სკამთან მიწყობილ ტანსაცმელზე ლაშამ. მისი ხმაც ისეთი დამაჯერებელი იყო, როგორც ნაბიჯები ოთახიდან გასვლისას.



№1 სტუმარი makukuna

ძალიან აგვიანებ, არადა ძალიან ინტერესით ვკითხულობ worried

 


№2  offline წევრი Mannoo

makukuna
ძალიან აგვიანებ, არადა ძალიან ინტერესით ვკითხულობ worried

ვიცი საყვარელო. მეც ძალიამ მაწუხებს ეგ ამბავი pensive pensive ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent