შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი შვიდი )


8-09-2017, 17:44
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 294

სახლში შესულმა, მისაღებში მჯდომ ბებიას ლაღად გაუღიმა.
ისე იღიმოდა რომ უბედურს მომენტარულად გააბედნიერებდა, მის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავების დანახვა.
მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა.
ქალმა ეჭვნარევი მზერა შეავლო შვილიშვილს და თავზე ხელი გადაუსვა.
- რა კარგია შვილო რომ იცინი, შენს ღიმილს ჩემს გულში ბედნიერება შემოაქვს. - თვალებზე ცრემლები მოერია. - ამ დროს განსაკუთრებით გიღიმის თვალები. ულამაზესი ხარ შენი რწფელი ღიმილით. როგორ ჩანს კარგად ჩაიარა დღევანდელმა დღემ.
- აბა ცრემლები არ დამანახო ! - თითი დაუქნია როგორც ბავშობაში იცოდა, რაღაცაზე რომ გააბრაზებდნენ. - კი, კარგად ჩაიარა ყველაფერმა..
- ძალიან კარგი შვილო.. ალბათ მოგშივდებოდა ხო ? შენი საყვარელი წიწაკის ტოლმა გაგიკეთე.
- მმ, ძალიან, ძალიან კარგია.. - ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა, თან თვალები მინაბა. წარმოიდგინა როგორ წაიღო პირველი ლუკმა პირისკენ. ნერწყვის დიდი გორგალი გადააგორა ყელში. - ჩემს ოთახში ავალ, გამოვიცვლი და წამებში აქ ვარ. თორემ სულს განვუტევებ. - სიცილით უთხრა და შუბლზე აკოცა.
- კარგი, ჩემო გიჟო.. სანამ მე სუფრას გავშლი.
- კაი, ბე.. - კიბეებზე არბოდა რომ მიაძახა.
ოთახში შესულმა პიწრსაწმენდი აიღო და სააბაზანოში შევიდა.
ყველაფერისგან განთავისუფლდა და დუშის ქვეშ დადგა.
როგორც ყოველთვის ღიღინი და კურტუმის ქნევა დაიწყო.
,, ტროლაილააას ფულიიი რად უნდააა, ტროლაილაა თვითოონ ფულიააა, ამაიღებს და მე მომცეეეემს, მე ასეე გაჭიირვეებუულლსააა. მერეეე მეეე ჩეემსს ვაალსს გავისტუუმრეებ, ტროლაილალალააა’’
,, მმ, რა ხმა იკარგება, აფსუს თანანო, რა მომავალ მომღერალს კარგავს შენი სახით საქართველო’’ - თავი გააქნია.
,, სულ გავრეკე რაა, საკუთარ თავსაც ველაპარაკები უკვე.. ‘’ - ჩაიფრუტუნა და თვალები აატრიალა.
ხალათი მოიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა.
თავი მოიწესრიგა. სანამ ქვემოთ ჩავიდოდა, გაახსენდა რომ მაღლებზე სიარული უნდა ესწავლა. ამიტომ ყუთთან მივიდა და ამოალაგა.
,, რა უბედურებაა.. - ტუჩები საყვარლად დაბრიცა. - ამაზე ხომ შეიძლება ჩემი შველივით კისერი მოვიტეხო ?! თავი ციდან სამ მეტრზე მეგონება.. რატო ღმერთო კრიშნა რატომ ?! - ხელები ზევით აზიდა და კნუტის თვალებით ახედა.
,, ეჰ, არ მელაპარაკები ხომ, რა განაღვლებს რა, შენ ხომ არ იკურკურკურებ მაღლებზე’’ - ამოიბურტყუნა და საწოლზე ჩამოჯდა.
ფეხზე მოირგო და შემფასებლური მზერიით დააკვირდა.
,, იფ, იფ, რა შხვართი და ლამაზი ფეხები მქონია.. როგორ მიხდება, ზუსტად ჩემთვისაა შეკერილი.. ‘’ - საკუთარი თავით კმაყოფილმა ამოილაპარაკა.
საწოლიდან ძლივს ძლივობით წამოდგა. რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული რომ ფეხი გადაუტრიალდა და უკან გადავარდა.
ფეხები და ხელები ზევით ჰქონდა აშვერილი. კი ზუსტად მასე როგორც წარმოიდგინეთ, არც მეტი და არც ნაკლები.
,, ვაიი.. ვაიი.. ღმერთო კრიშნაა.. ჩემი საჯდომიიი.. წელიი.. როგორრ მტკივაა.. ‘’ - ძლივს ამოიკრუსუნა.
ძლივს წამოჯდა, თან ყველაფერს იმოწმებდა რამე ხომ არ მოიტეხა.
,, კიდევ კარგი გადავრჩი, თორემ ამ ფეხსაცმლის ქუსლებით ამოგჩიჩქნიდით ორივეს თვალებს.’’ - გაბრაზებულმა ამოსთქვა.
საწოლზე დაყრდნობით ძლივს აზიდა სხეული და ჩამოჯდა.
- შვილო კარგად ხარ ?! რა მოხდა ?! რა ხმა იყო, დაეცი ?! - კარები შეშფოთებულმა შემოხსნა და კითხვები მიაყარა.
- კარგად ვარ ბებო, უბრალოდ ფეხი გადამიტრიალდა და დავეცი. - ამზერით უყურებდა ფეხსაცმელს.
- ბებო მოგიკვდეს შენ რამე ხომ არ გეტკინა ?! ან რა გაცვია შე ქალო ?! - გაკვირვებული უყურებდა.
- არა, არაფერი მტკენია. ჩემი სამსახური მოითხოვს რომ მაღლები მეცვას და კლასიკურად ვიარო. ამიტომ მომიწია რომ ვისწავლო სიარული, ისე რომ არაფერი მოვიტეხო. - სიწმრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- რა ძალა გაქვს შე ქალო ?! სულ დაანებე თავი, კისერი რომ მოიტეხო მერე რაღა მეშველება. - ქოთქოთებდა მოხუცი.
- არა, ბებო ნუ ღელავ. ქალი კი არა ქალღმერთი ვარ, ამას ვერ ვისწავლი ?! - მამალივით გაიბინძღა.
- უიმე, შენ ხომ კაცი ვერაფერს გადაგაფიქრებინებს.. - ხელი ჩაიქნია. - წამოდი გაცივდება საჭმელი, სუფრა გავშალე.
- კარგი ბებო მოვდივარ. - ფეხზე ვაი ვაგლახით წამოდგა და უკან გაჰყვა.
ძლივს გაიარა კალიდორი, რამდენჯერმე წაიბორძიკა მაგრამ კედელი მიიშველია.
- მოდი ხელი მომკიდე თორემ მართლა მოიტეხ რამეს.. - ძლივს ჩაიარა კიბები. ცალი ხელით ბებოს ებღაუჭებოდა, ცალით კი სახელურს.
მოშიებულმა გემრიელად მიირთვა საჭმელი. ბებოს დაემშვიდობა და თავის ოთახში ავიდა.
ლეპტოპი მოიმარჯვა ხელში და ირაკლის დაურეკა სკაიპში.
- როგორ ხართ ბავშვებო ? - გაბედნიერდა სესილის დანახვისას.
- კარგად თანო, შენ როგორ ხარ ? - მხიარულად ჰკითხა სესილიმ.
- არამიშავს.. ირაკლი სადაა? შენ რატომ მიპასუხე? - გაკვირვებით ჰკითხა.
- სააბაზანოშია გოგო შესული.
- ჰმ, საინტერესოა.. - თვალები მოჭუტა, ტუჩის კუთხე კი ოდნავ ჩატეხა. - და შენ მანდ რას აკეთებ ?
- მე.. მე..
- ჰო, შენ.. შენ.. და ?
- ჩემს ოთახში მარტო მოვიწყინე და მასთან შემოვედი. - დაბნეულმა ამოიბლუყუნა. მის სახეზე კი თანანოს გაეცინა.
- ნუ დამცინი რაა.. - ტუჩები გაბუსხა.
- გვანცა, როგორ არის ? - სახე მოეღუშა.
- კარგად არის თანო, ექიმებმა ყველაფერი კარგად არის სანერვიულო არაფერი არ არისო. ანალიზები ჩაუტარეს და გართულება არ აღმოჩნდა. დღეს აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ ყოფნას და წამოვედით. ექთნები და ექიმები ყურადღებას არ ადუნებდნენ, სულ მის გვერდზე იყვნენ. იმ უხსენებელს ეტყობა რომ ყველგან ჰყავს თავისი ხალხი. - თვალები აატრიალა.
- და ოპერაციას როდის გავუკეთებთო ?
- ზეგ თანო, იქამდე ყველაფერს კარგად გამოვიკვლევთო..
- ძალიან კარგი, მიხარია.. - თვალები გაუბრწყინდა და დამშვიდდა.
- ჩემს გოგოს უჩემოდ ელაპარაკები ? - ტან ზემოთ შიშველი ირაკლი გამოვიდა. პირსახოცი მხოლოდ საჯდომს და ავლადიდებას უფარავდა. სესილის თვალი გაუშტერდა, მის სრულყოფილ ტანზე. წყლის წვეთებს უყურებდა რომელიც პრესზე იკვლევდა გზას და ქვემოთ ჩაედინებოდა. რამოდენიმეჯერ დიდი ნერწყვის გორგალიც გადაყლაპა.
- სესილიი, სესოო.. - თანომ დაუყვირა რომ გონს მოეყვანა.
- ჰო, რას.. რას მეკითხები ?! - აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ორივეს გაეცინათ მის სახეზე.
- არაფერს გოგო არაფერს .. - თვალები დაუბრიალა. - ირო როგორ ხარ ? უკვე მომენატრე.- კნუტის თვალებით შეხედა.
- მეც მომენატრე ჩემო გიჟო გოგო.. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. - ამის ხელში როგორ ვიქნები.. - თვალები აატრიალა. - კარგი, ჩავიცვამ და მოვალ.
- ნამდვილად სჯობს რომ ჩაიცვა.. - მამაკაცი თვალს რომ მიეფარა ჩაიფხუკუნა. - რა გჭირს გოგო ? თვალებით ხდიდი და მგონი რაღაც ,, ცუდს’’ უკეთებდი. - სიცილით უთხრა.
- თავი დამანებე რა.. - ენა გამოუყო. - შენ მომიყევი აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?
- რავიცი აბა.. ვიღაც გაპრანჭული თოჯინა დამიყენა მასწავლებელად, ჯოჯოხეთიდან გადმოსულმა უხსენებლმა. - სახე დამანჭა. - ყოველ დღე მომიწევს მისი სახის ყურება..
- კარგი, გოგო, გაჩერდი რა ერთ ადგილას თავბრუ დამეხვა უკვე.. - დაჰყვირა მობეზრებულმა.
- თავი დამანებე რა.. - ხელი აუქნია. - ჩემი გაჭირვება მაქვს. გადაპრანჭულა თოჯინამ ფეხსაცმლები მომცა და მიბრძანა რომ სიარული ვისწავლო. აღარ შემიძლია რა.. - აბუზღუნდა.
- მანდ მაინც გყავდე გასწავლიდი. - ხმამაღლა აკისკისდა მის ტანჯულ სახეზე. - ადვილია ნუ ღელავ მალე ისწავლი.. დიდი, დიდი ამ დროს ხელი მოიტეხო, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი ფეხი. მთავარია კისერი არ მოიტეხო.. რა იყო მასე რატომ მიყურებ ? - რა გითხარი ისეთიო გამომეტყველებით შეხედა.
- შენც ნერვებს მიშლი რა.. - შეუბღვირა. - კარგი, წავედი მეძინება. ხვალ ადრე უნდა ავდგე. კარგად უნდა გამოვიძინო რომ ენერგია აღვიდგინო, რომ იმ ალქაჯს გავუძლო.
- გაძლება მოგცეს ალაჰ აკბარმა, დაგლოცოს და გაგაძლიეროს. - ორივე ერთ ხმაზე ახარხარდნენ. - მიყვარხარ და გკოცნიი.. - კოცნა გამოუგზავნა.
- მეც მიყვარხართ.. - დაემშვიდობა და გაუთიშა.
თავისი საყვარელი დათუჩებიანი პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. თვალები დახუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა.
დილით მაღვიძარის ხმამ გამოაღვიძა. სხვა დროს შეიძლება კედლის გემო ეგრძნო საბრალო საათს. მაგრამ ახლა ღიმილით გაშალა საწოლში ხელები და თვალები დახუჭა. კვლავ ღამის უცნაურ სიზმარზე ფიქრობდა. იმ უცნობ ადამიანზე რომელიც უკუნეთ სიბნელეში თეთრი, ნათელი წერტილივით მოჩანდა. შორიდან უყურებდა მამაკაცს, რომელსაც შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და პირდაპირ სახეში უყურებდა თანანოს. გოგონა მისკენ მიდიოდა აინტერესებდა ვინ იყო, მაგრამ თითქოს უფრო სცილდებოდა მას. ეცნობოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა ვინ იყო. ,, ვინ ხააარ ?! ‘’ დაუძახა მაგრამ გამოეღვიძა ამ დროს. ტუმბოზე დადებული წყალი მოსვა და კვლავ გააგრძელა ძილი.
- ეჰ, დავიღუპები, მგონი - ბოლოს უცნობზე ფიქრებს თავი დააღწია, თვალები ზანტად გაახილა და საათს გახედა. - ვაიმე, უკვე თერთმეტი საათია. - შეშინებული წამოჯდა საწოლში. - მომკლავს ის ალქაჯი რომ დავაგვიანო. - ჩაიბურტყუნა. თითის ცერები შეახო იატაკს და ესიამოვნა სიგრილე, შემდეგ ფეხის გულებიც დაახვედრა.
წყალი გადაივლო და სიმსუბუქის შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული. თავს ჰაერში მოფარფატე ჩიტივით გრძნობდა.
ჯინსის მოკლე შორტი და შავი ტოპი მოირგო. ფეხზე კი კედები ჩაიცვა. ჩანთას ხელი მოჰკიდა და კიბეები ჩაირბინა. პირდაპირ სამზარეულოში შევიდა.
- ბებო გთხოვ ყავა მომიმზადე რა.. - მუდარის თვალებით შეხედა.
- შვილო, ჯერ არაფერი გიჭამია და ყავა უნდა დალიო ?
- ბებო ჭამას ვერ მოვასწრებ, თან დილით ვერ ვჭამ მოგეხსენება. კრუასანს მივატან და მეყოფა.
- კარგი, ხო, კარგი.. შენ ხომ მაიც ვერაფერს გაგაკეთებინებს შენი ნების გარეშე.. - ჩაიქირქილა მოხუცმა.
- ჩემი საყვარელი ბებუკა ხარო.. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ყავა მოსვა. - ვაჰ, რა ცხელია ბეე.. - ხელით უბერავდა ენას. - რა იყო შე ქალო გაზზე გედგა ?! - გაოცებულმა ჰკითხა, ქალის სახეზე კი სიცილი აუტყდა.
- სულ გაგიქრა ის ჭკუა რაც გქონდა რა.. - ქოთქოთით დატოვა სამზარეულო.
სიგნალის ხმაზე გარეთ გავიდა და უკვე ნაცნობ მძღოლს გაუღიმა.

იმედი მაქვს მოგეწონებათ :დ <3^_^
გამიზიარეთ თქვენი აზრი, კარგიც და ცუდიც :დ ^_^
ვისაც სურვილი გაქვთ დამამატეთ ფბ ში თამაკო ვარ სიმონ მიწერია ^___^
მე თქვენ მიყვარხართ ^____^



№1  offline წევრი Firefly

მალე დადე რაა
--------------------
M.T

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სუპერ თამაკო ხარ სიმონ :)

 


№3 სტუმარი lalka

ცოტა რომ გაზარდო თავები არაა?

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

lalka
ცოტა რომ გაზარდო თავები არაა?

სოფელში ვარ და ამასაც ძლივს ვახერხებ :( მომიტევეთ ^_^

Anuki96
სუპერ თამაკო ხარ სიმონ :)

მადლობა სიმონ :დ

Firefly
მალე დადე რაა

ვცდილობ ყველანაირად რომ არ გალოდინოთ :*

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვკითხულობდი ამ ისტორიას თუმცა კომენტარი აქამდე არ გამიკეთებია <3 დღეს კი უნდა ავღნიშნო რომ შესანიშნავია <3 ჯარგად წერ და ეს ისტორიაც მომწონს <3 მთავარია არ შეწყვიტი თავები გაზარდო და არ დააგ იანო თუმცა არც მაქვს უფლება ეესენი გითხრა რადგან მესმის შენი <3 შეცდომები არ გაქვს და ეგეც მომწონს <3 სულმოუთქმენლად ველი მომდევნო თავს <3

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

ტკბილიწიწაკა
ვკითხულობდი ამ ისტორიას თუმცა კომენტარი აქამდე არ გამიკეთებია <3 დღეს კი უნდა ავღნიშნო რომ შესანიშნავია <3 ჯარგად წერ და ეს ისტორიაც მომწონს <3 მთავარია არ შეწყვიტი თავები გაზარდო და არ დააგ იანო თუმცა არც მაქვს უფლება ეესენი გითხრა რადგან მესმის შენი <3 შეცდომები არ გაქვს და ეგეც მომწონს <3 სულმოუთქმენლად ველი მომდევნო თავს <3

heart_eyes kissing_heart მიხარია რომ კითხულობ.

 


№7 სტუმარი Guest eni

yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest eni
yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

არ ვიცი, რა გგონია მ,აგრამ ნამდვილად არ გავს :დ მეც ვუყურებ და ძალიან მიყვარს :დ პერსონაჟი შეიძლება სიგიჟეში გავდეს დეფნეს მაგრმ ისტორია სულ სხვანაირია :დ ნუ გაიგებ მომავალში heart_eyes

 


№9 სტუმარი Guest eni

თამაკო
Guest eni
yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

არ ვიცი, რა გგონია მ,აგრამ ნამდვილად არ გავს :დ მეც ვუყურებ და ძალიან მიყვარს :დ პერსონაჟი შეიძლება სიგიჟეში გავდეს დეფნეს მაგრმ ისტორია სულ სხვანაირია :დ ნუ გაიგებ მომავალში heart_eyes

თამაკო
Guest eni
yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

არ ვიცი, რა გგონია მ,აგრამ ნამდვილად არ გავს :დ მეც ვუყურებ და ძალიან მიყვარს :დ პერსონაჟი შეიძლება სიგიჟეში გავდეს დეფნეს მაგრმ ისტორია სულ სხვანაირია :დ ნუ გაიგებ მომავალში heart_eyes

Velodebi momdevno tavebs.ar shewyvito Ra.

 


№10  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest eni
თამაკო
Guest eni
yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

არ ვიცი, რა გგონია მ,აგრამ ნამდვილად არ გავს :დ მეც ვუყურებ და ძალიან მიყვარს :დ პერსონაჟი შეიძლება სიგიჟეში გავდეს დეფნეს მაგრმ ისტორია სულ სხვანაირია :დ ნუ გაიგებ მომავალში heart_eyes

თამაკო
Guest eni
yvela tavi ertad wavikitxe da ratomgac mgonia turqul serial "kiralik ask-s gavs.magram mainc momwons.

არ ვიცი, რა გგონია მ,აგრამ ნამდვილად არ გავს :დ მეც ვუყურებ და ძალიან მიყვარს :დ პერსონაჟი შეიძლება სიგიჟეში გავდეს დეფნეს მაგრმ ისტორია სულ სხვანაირია :დ ნუ გაიგებ მომავალში heart_eyes

Velodebi momdevno tavebs.ar shewyvito Ra.

არა, არ შევწყვიტავ, ვეცდები მალე დავდო :*

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემო გოგო მომენატრე.ახლა წავიკითხე ბოლო ორი თავი და ძალიან მომეწონა.თუმცა შენზე გავბრაზდი კომენტარში რომ გეწერა კარგად ვერ ვწერო.ველი ახალ თავს.❤❤❤
--------------------
ლანა

 


№12  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ჩემო გოგო მომენატრე.ახლა წავიკითხე ბოლო ორი თავი და ძალიან მომეწონა.თუმცა შენზე გავბრაზდი კომენტარში რომ გეწერა კარგად ვერ ვწერო.ველი ახალ თავს.❤❤❤

მე კიდევ შენმა ამ კომენტარმა გამაბედნიერა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent