შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -11-


8-09-2017, 22:58
ავტორი Frigga
ნანახია 1 501

ხანდახან ვფიქრობ, ვის შეიძლება გაანდო ის საშინელება რასაც შინაგანად გრძნობ, იმ ღიმილის მიღმა რაც იმალება, რომელ ღიმილსაც ფარივით ყოველი ცრემლის შესაკავებლად იყენებ, ბოლოს კი, სადღაც მაინც აგეტირება, მწარედ, მერე გაჩერებაც გიჭირს, თვალებს ხჭავ და ყველაფერს შენს ფერებში წარმოიდგენ, მერე კი ფრაზას ( ოცნებასაც ვერ ამიკრძალავთ) უაზროდ იმეორებ, ასე გადის მთელი შენი ხოვრება, ასე უაზროდ, მაგრამ იცი რომ არავის არ უნდა ენდო, ერთი წამითაც კი, რადგან ზოგს შეიძლება შენზე სქელი ნიღაბი უკეთია და მის სახეს ბოლომდე ვერასდროს ხედავ, ჩემში სიცარიელე აღარ არსებობს, ის ჩემმა ილუზიებმა შეავსო, ილუზიებმა, რომელსაც მაშინ ვქმნი როცა რაიმე წიგნს ვკითხულობ, წარმოვიდგენ ხოლმე მთავარი გმირის როლში საკუთარ თავს, და თითქოს ჩემ უაზრო სამყაროდან ნორმალურში გადავდივარ...
ალექსი მთელი გულთ მისმენს და თვალს არ მაშორებს, ჩემს წინ ზის და ჩემს ხელებსაა ჩაჭიდებული, იქნებ ისიც განიცდის რამეს, მე რომ ჩავირთე? მაღვიძებს ეს კითხვა საკუთარი არაფრის მომცემი საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ...
- შენ?
- რა მე?
- მომიყევი რამე, მარტო მე ვილაპარაკე ამდენი?
- ჩემთვის ესეც საკმარისია...
თითებს მიზელს და ეღიმება ჩემს კანკალზე...
- ჩემთვის არა..
ხელებს ვუჭერ და ვთხოვ მომიყვეს...
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი უბადრუკი ცხოვრების მოსმენა გინდა?
- რათქმაუნდა...
თავი დახარა და დაიწყო..
დაბადების თანავე ჩემმა მშობლებმა, უარი თქვეს ჩემზე და ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, მოგეხსენება იქ რა სიტუაცია იყო, ყველა ბავშვი თავისთვის უბერავდა, თანაც ახლა რომ არის მოვლილი ისე ხომ არ იყო მაშინაც, ყველა იმას აკეთებდა რაც უნდოდა, იქ ვიზრდებოდი, დაახლოებით თორმეტი წლის ვიყავი როდესაც ჩემს დიდ მეგობრებს ოთახში შევუსწარი პლანის მოწევისას, რატომღაც მეც მომინდა მომეწია, ნუ რათქმაუნდა ყველას მოუნდებოდა... მითუმეტეს აქამდე არასდროს მქონდა ნანახი, როგორ ეწეოდნენ, ძალიან დამაინტერესა, თავიდან უარი მითხრეს, მაგრა როცა დაამთავრეს, მაშინ შევიპარე და რაც დარჩენილი ჰქონდათ საფერფლეში ის მოვწიე, ძალიან მომეწონა, ბევრი არაფერი... უბრალოდ თითქოს მოვწყდი აქაურობას, არანაირი ზებრა და აქლემი იქ არ იყო, რაც აქამდე ვიცოდი მოწევაზე ყველაფერი ტყუილი იყო, პირველ ნაპასზე კინაღამ ხველებით მოვკვდი, მაგრამ მეორემ უკვე დამაბუჭა, ხელ-ფეხს თითქმის ვეღარ ვგრძნობდი..
თავი აწია და ხელი სახეზე მომისვა...
- მერე რა მოხდა?
მართლა დამაინტერესა, რადგან ალექსს ვერ შეამჩნევდით თუოდესმე ეწეოდა...
- მერე ჩემში უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია, უფრო დამაინტერესა, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც სხვა საიმფორმაციო საშუალება, ამიტომ ერთხელ, ღამით შევიპარე ბიჭების ოთახში და კარადაში დავიმალე, როცა დაწვნენ საუბარიც დაიწყეს, სიგარეტის სუნი კარადაშიც კი აღწევდა ზედიზედ იმდენს ეწეოდნენ...
- ბიჭო მოდი რამე სხვა ვცადოთ..
ნაცნობი ხმა იყო, მეც შევეცადე უკეთესად მომესმინა და კარადის კედელს მთელი ძალით მივეყუდე..
- ზე უკეთესი არის რამე? ახლა ხო მაგას ვეწევით შეჩე
- ჰო ბიჭო, მარა იკას ვკითხოთ იქნებ რამე გვითხრას ეე...
- ოეეე ბიჭოოო
გასძახეს სავარაუდოდ მეორე ოთახში მყოფ იკას...
მანაც დაუყოვნებლივ შემოაღო კარი...
- ხო შეჩე...
- ბიჭო რამე სხვა არ იცი? ამოვიდა ყელში ეს ბალახი ტოო
ეთი ჩაახველა ვიღაცამ... სავარაუდოდ ალბათ იკამ...
- აუ კი ბიჭო, მარა რავი ეე... მეშინია ტო, თქვენზერო რამე...
- ეი შეჩე მეტი რა უნდა დაგვემართოს...
განსხვავებული, უფრო ბოხი ხმა ჩაერთო საუბარში..
- კაი ძმა... ოღონდ მერე მე აღარაფერი დამაბრალო ეე...
კარადის კარი ოდნავ შევაღე... დავინახე ის ვიღაც ირაკლი ჯიბიდან როგორ იღებდა ამ ნარკოტიკს... ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
შავქუდიანმა ქაღალდი ამოიღო, ბენდენიანი კი ხელებს იფშვნეტდა...,
- ეს ჰეროინია....
- რაარი? ნუ ხო რააზრიაქ...
ვუყურებდი როგორ ეყარნენ ძირს, თითქოს მკვდრები იყვნენ... შემეშინდა...
კარადიდან გამოვედი, სულ ფხიზლებიც რომ ყოფილიყვნენ შუქი ჩამქვრაი იყო და თან იმხელა ბოლი იდგა ვერცერთი ვერ დამინახავდა, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში..
გამოშტერებული ვუსმენ ალექსს... ისეთი საინტერესოა, კარგ წიგნსაც კი ჯობია...
- მართალია ხელ-ფეხი ერთიანად მიკანკალებდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი, მივედი კიდეც, თითისწვერებზე აწეული, მაგრამ სამწუხაროდ იქვე მდგარ სკამს ფეხი წამოვკარი და ხმაური გამოვივიე... გასაკვირი კი ისაა, რომ არცერთ მათგანს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამაზე, ცოტა არ იყოს და ამან უფრო შემაშინა, ვიფიქრე ხომ არაფერი მოუვიდათ მეთქი, სიბნელეში ვერც ვერაფერს ვხედავდი... დაბლა დავიკუზე და ხელებს უაზროდ ვაცეცებდი.... ბოლოს ერთის ხელი მომყვა, ნელ-ნელა კანკალით შევეხე, მას ისევ არ ჰქონია რეაქცია...
- მოიცა მოკვდა?
შეშინებული ვაწყვეტინებ ალექსს და თვალები მიფართოვდება..
- მოიცა გითხრა... ვიფიქრე პულსს გავუსინჯავ მეთქი, აზრზე არ ვიყავი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, დანახული კი მქონდა რომ ეს ან ყელთან სადღაც ხდებოდა ან კიდევ მაჯაზე, მე ამ შემთხვევაში მხოლოდ მაჯის ვარიანტი მქონდა... ჯერ ჩემს გულისცემას მოვუსმინე, საკმაოდ აჩქარებული იყო... შემდეგ მის გაყინულ მაჯას შევეეხე, ისეთი ცივი იყო, რომ ამან უფრო შემაშინა... მაჯაზე ხელი დავადე, მთელი ძალით ვეცადე რაც შეიძლება ჩუმად და მშვიდად ვყოფილიყავი... ლამის სუნთქვაც კი შევიკავე... ბოლოს, ერთი-ორი გულის ცემის ხმა გავიგე, მე კი აჩქარებული მქონდა, მაგრამ ასეთი ნელიც არ უნდა ყოფილიყო...
- მერე?
- მერე ბავშვი ვიყავი და ძალიან შემეშინდა... მოსაწევი მაინც ავიღე და ოთახიდან გამოვედი...
ოთახში ჩაკეტილი ხელში ვატრიალებდი მოსაწევს, მეშინოდა კიდეც და ინტერესიც მკლავდა, ხელებაკანკალებულმა ჩავიდე პირში წყეული და იქვე ღუმელთან ასანთიც ვიპოვე...
პირველი ჩასუნთქვა იყო და გავითიშე, თვალები დამიპატარავდა, ძირს უსულოდ დავეცი, მთლიანად მოთენთილი ვიყავი, თითქოს გავითიშე, საშინლად მციოდა და უბრალოდ მკვდარი ვიყავი, გული მეკუმშებოდა, თითქოს უნდა გამჩერებოდა და რაღაც მაინც აიძულებდა ემუშავა...
ბოლოს იმდენი ვქენი, რომ ექსტაზის მოწევაც დავიწყე... ვიყავი ბედნიერი, შეყვარებული , ლაღი... ოღონდ ეს მხოლოდ ჩემთვის... საკუთარ თავს ბოლოს სარკეში, რომ ვუყურებდი მხოლოდ ჩონჩხი რჩებოდა, მკვდრის დახით და ტყავით...
- როგორ გადაეჩვიე?
შეშფოთებული, გაოცებული, აცრემლიანებული ვუყურებ ალექსს...
ის კი უბრალოდ უემოციოდ მიეყუდა სკამს და გააგრძელა...
- ერთ დღესაც, როდესაც ჩემი უბადრუკი არსებობა გავაცნობიერე, საკუთარი თავი შემზიზღდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამოვედი ბავშვთა სახლიდან და შუა გზაზე დავდექი..
მანქანები რამდენადაც შეეძლოთ გვერდს მაქცევდნენ... თვალები დავხუჭე და ველოდებოდი როდის გამიტანდა მანქანა... გულის ცემას ყელშიც ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერი გადამათქმევინებდა, ვერასდროს...
უცებ შეხება ვიგრძენი...
თვალები რომ გავახილე, ერთი პატარა გოგონა დავინახე, მისი ცისფერი თვალები ახლაც მახსოვს, იმ დროისთვის მე უკვე ოცის ვიყავი... ის კი სულ რაღაც ხუთის იყო, მისი პატარა ხელებით შემეხო და თითქოს გამომაფხიზლა, დავიხარე და თვალებში ჩავხედე... მა ერთი იასამნისფერი ყვავილი მომცა და გამიღიმა.... ის იყო ჩემთვის ბიძგი, ის პატარა გოგონა...
მივხვდი, რომ ცხოვრებაში არსებობენ სხვებიც...
ალექსს ღიმილი მოერია იმ გოგოს გახსენებაზე, მე კი ცრემლები..
- ის ყვავილი ახლაც მაქვს...მახსენებს საიდან მოვდივარ...
ცრემლები მოვიწმინდე, მერე გამახსენდა, ალექსმა ხომ მითხრა ცუდად ვცხოვრობდითო დედაო, მამაო, აბა მაშინ რატომ მითხრა ასე, ახლა რომ მეუბნება ბავშვთა სახლიო...
თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარიი...
- კი მაგრამ, შენ არ მითხარი ცუდად ვცხოვრობდითო? თავიდან რომ მიყვებოდი...
ალექსმა თავი მოიფხანა..
- მე უბრალოდ ამ ფაქტის შენიღბვა მინდოდა, მაგრამ რადგან შენ მომიყევი ყველაფერი, მეც გადავწყვიტე ახლა მეთქვა...
ანგარიში მოვატანინეთ...



№1 სტუმარი Guest ანიკო

ძალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი Frigga

Guest ანიკო
ძალიან მომეწონა

მადლობა... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent