შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ(თავი მეორე)


8-09-2017, 23:52
ავტორი blue witch
ნანახია 1 901

უცნაურია...
ხანდახან როგორ მისდევს ხოლმე მოვლენები ერთმანეთს.
************************************************************************************************************************
ნაბიბიჯების ხმა მკვეთრად ჩამესმის, თითქოს თავში უროს მირახუნებენ, ალბათ უკეთესი იქნებოდა ცალი ყურით ასფალტს, რომ არ ვიყო დატყეპებული.
-კარგად ხარ?!-მეკითხება უცნობი, თან წამოდგომაში მეხმარება, მაგრამ საფეთქელი მიბრუის და თავის წამოწევისას ტკივილი მივლის, უნებურად კვნესასავით ბგერებს ვუშვებ აირთან ერთად.
-თვალებში, რომ იყურებოდე უკეთესად ვიქნებოდი.-შეძლებისდაგვარად მკვახედ ვახლი, სახეზე ვაკვირდები, ფარების სინათლე ქუთუთოებს მიწვავს.
-მანქანებს ბორბლებში შენ უვარდები, მე კი არა!-მკვახედვე მიბრუნებს პასუხს.
ძალიან სწრაფად ლაპარაკობს, ნორმალურ ადამიანს სიტყვების გარჩევაც გაუჭირდებოდა, თუმცა ხაზი უკვე გავუსვი ნორმალურს-მეთქი. ნორმალურთა რიგებში კი მე ნამდვილად არ ვეწერები. ხმა სასიამოვნო აქვს, ალბათ სასაცილოც. მუქი ყავისფერი ქოჩორი უნდა ჰქონდეს, თითქმის შავი. კაშკაშა განათება და ძირს დაბერტყებული „გოგრა“,რომ არა თვალების ფერსაც გავარჩევდი.
ვაიმეე, რა გჭირს ქეთი?! ფეხის ზომაც გაგეგო ბარემ!
-ზებრაზე გადავდიოდი იდიოტო!-ჩემს მთავარ არგუმენტს დაუფიქრებლად ვიყენებ და არისტოტელესავით გაშვერილი თითით მივანიშნებ ზოლებისაკენ.
-ცოტა წესიერად მელაპარაკე რა!-ბურტყუნებს და თითს აშტერდება.-ბოდიში, იმედია ტვინის შერყევა არ გაქვს.
-ერთი წუთით მაცადე!-ვაჩუმებ და ამ ჰიპოთეზას განვიხილავ, სათუოა, მომხდარმა ეს დაზიანებული ტვინი კიდევ უფრო ხომ არ გამიუბედურა?! გონებაში ტვინის შერყევის სავარაუდო სიმპტომებს(რაც მახსენდება) ჩემს მდგომარეობასთან ვაიგივებ. პირველ რიგში:მთელი სხეულით არ დავცემულვარ, ჯერ დავბარბაცდი, მუხლები მოვკეცე და მხრებით დავეცი, თავი ბოლოს დავარტყი. ანუ ეს ვარდნის შემდეგ დაბერტყების სიმძლავრის კოეფიციენტს შეამცირებდა და ტრამვასაც შეამსუბუქებდა. თავი მტკივა, მაგრამ გონებს არ ვკარგავ, არც მეძინება, ტვინის შერყევისას კი აუცილებლად სისუსტეს ვიგრძნობდი, მხედველობაც ნორმაში მაქვს. არც გაორება, არც დისორიენტირება, ბრავო ქეთინო! კარგად ვარ! ათბალიან შკალაზე საკუთარ თავს ათიდან ექვს ქულასდავუწერდი. შვიდსაც მივცემდი თავი სახიფათო მექანიზმივით არ მიწკიწიკებდეს და უცნობი არ მყავდეს გამოსალანძღი. ის სამი ქულა კი უნივერსიტეტმა და ლოლა-ელენეს საკინკლაო სესიამ უფრო მომაკლო ვიდრე საქართველოს საგზაო სისტემის მოსპობმა რაინდმა.
-არაფერი მიჭირს.-მოსამართლესავით გამომაქვს დასკვნა და თავი სახალხო ტრიბუნი მგონია. წელში ვიმართები და გდებისას დაბუჭებულ ფეხში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.
-მთავარია გადარჩი. -შვებით სუნთქვას უცნობიც.-ხომ არ იჩივლებ?!
-ეს კარგი ჯანდაბას, დიდი არაფერია! ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ რამდენით მოქროდი?! ასოცით?! ასე მოძრაობა დაუშვებელია. რამე,რომ მომსვლოდა სად მიდიოდი მერე?!-კბილებს ვაკრაჭუნებ. მორჩა, დავიწყე ფილოსოფოსობა და ვარდების რევულუციის ალაპარაკებულ სააკაშვილს უფრო გააჩუმობთ ვიდრე აყრანტალებულ ქეთინოს. მე ხომ ყბედობის აღთქმა მაქვს დადებული?!
-კარგი რაა!-ფშრუკუნებს. მე უბედურს მობაბნიკო ძველი ბიჭი გამეჩითა მგონი.ღმერთო, ერთი ბრედ პიტი, ჯონი დეპი ან ტომ ჰიდლსტონი რა გაგიხდა, მესროლე კიარმეწყინება?!
-ცხნენის ხმის გამოცემა მანქანით შესკდომის აუცილებელი ატრიბუტია?!-წარბს ვწევ.
-ვაღიარებ ჩქარა მოვდიოდი, უბრალოდ გზა თავისუფალი იყო, ცივა ბნელა, ვიფიქრე ვინ უნდა იყოს-მეთქი?!-თავი იმართლა უცნობად ხსენებულმა ნაცნობმა.
-საერთოდ, რომ იფიქრე, ეგ ძალიან კარგია!-გველურად ვამბობ-მაგრამ სხვა დროს მეტი იფიქრე ხხოლმე!-ვგესლავ და ბოროტულად ვკაკანებ.
-სად მიდიოდი, მითხარი მე წაგიყვან.-მანქანის კარს მიღებს.
გაიღვიძა ჯენტლმენმა.
-არ მინდა გენაცვალე, მადლობა!-ხელებს აღვაპყრობ.
-გოგო ხარ, საშიშიაა მარტო სიარული, ათასი გადარეულია ქვეყანაზე.
-ჯერჯერობით ერთადერთი გადარეული შემხვდა და ეგეც წინ მიდგას.-სარკასტულად ვუმზერ.
-ყველა ჩემნაირი კეთილი კი არ არის. დაგარტყავენ, გონებადაკარგულს ჩაგდებენ მანქანაში და კარგად მეყოლე.-მაშინებს თავისი ჭკუით.
-იიი ლათამობბ?!-ვეჯღანები.
-ზოგადად ბიჭები ლამაზ გოგოებს თვალს ადგამენ ხოლმე.
-ანუ ეგ საფრთხე მითუმეტეს არ მემუქრება.
-ჩაჯდები თუ ჩაგდო?!
-წესიერად! გამომივიდა დონ ვიტო კორლეონე!
-აბა რას დამაყენე აქ ტო!
-„ტო“-ენას დემონსტრაციულად ვუყოფ.-შენ რატომ უნდა გენდო.
-ისე უბრალოდ.-ძალიან გულწრფელი პასუხი იყო.
და მეც...
ვენდე...
ისე...
უბრალოდ...
უბრალოდ ვენდე.
-კარგი, აქვე, აფთიაქში გამიყვანე. მეგობარს მალამოს ვუყიდი.
-წავედით.-გამიღიმა.
ყავისფერი თვალები ჰქონდა.
********************************************************************************************************************************
მგონი არ ღირს იმაზე საუბარი, რომ აფთიაქშიც გადმომყვა, მალამოს ფულზეც ვიძიძგილავეთ და ბოლოს ტკივილგამაყუჩებელიც შემრჩა ზუზუნა თავის დასაოკებლად.
-აქ გაიჩერე.-შევძახე.
-ეს არის შენი კორპუსი?!-ეჭვით მკითხა.
-კი.-მანქანიდან ავაზასავით ჩამოვხტი.-მადლობა! დაა შეხვედრამდე კორლეონე!-ცელოფნიანი ხელი დავუქნიე.
ჩაეღიმა.
სადარბაზოში შევედი,
ისევ ჩაეღიმა და ღიმილით გაქრა შესახვევში.
გამეცინა.
სადარბაზოდან გამოვძვერი, ჩიხი გადავჭერი და ჩემი კორპუსის ეზოში შევაჭერი.
ნეტავ რატომ მოვატყუე...
ან...
საერთოდ...
ნეტავ...
***************************************************************************************************************************
ბუნებრივია ლოლა და ელენე შოკში იყვნენ. მრავალგზის გალაძღულ-გათათხულმა ძლივს მოვაბი თავი სრული ისტორიის მოყოლას, რაზეც კიდევ გადაირივნენე.
-სიმპატიური იყო? რა ერქვა?!
-კი, დემნა ერქვა.-გავიხსენე ძლივძლიობით.-თავი მტკივა და დავიძინებ რა!-წავიჯუჯღუნე.
გოგოებმა რაღაც ფილმის ყურებ აიჩემეს და საღამურებში ჩაფუთნილს დამეძინა დივანზე.
ძილბურანში გამაცახცახა.
გამახსენდა.
სწორი, სწორი ცხვირი...
სქელი ტუჩები...
ლაპარაკის მანერა...
მუქი თვალები და თმაც...
ჩამეღიმა.
*****************************************************************************************************************************
კარზე ზარია.
არა, წს მაღვიძარა ზმუის ჯოჯოხეთურად.
ეკრანს ხელს ვუსვამ, თურმე მესიზმრება.
ისევ ზარია, აბრახუნებენ.
სასოწარკვეთილი ვიქნევ თითს.
რაიქნება ეკრანს მოვარტყა და გაითიშოს ეს ჯოჯოხეთის მაშხალა.
თვალებს ვჭყეტ და ყიყინა ობიექტს ხმას ვუწყვეტ, რაღაც მაინც ზრიალებს.
ეს კედლებია, რომელიც ცალკე კაკუნს და მუსიკის ხმას მიაქვს.
ჯეკიჩანის ილეთს ვასრულებ და ხალათმოსხმული მივშრიალებ კარის გასაღებად.
-რა ხდება?!-ნამძინარევი ხმით, დასიებული თვალებითა და საახალწლო ჩიჩილაკივით გაბურძგნილი თმით ვეცხადები არასასიამოვნო სტუმარს.
-უკაცრავად,გაგაღვიძეთ?!-ძალიან დაბალი, ძალიან გამხდარი ქერა გოგოა.
-ააა-პირს ვაღებ და გაკვირვებულ მიმიკას ვიკრავ-გაგიკვირდებათ და კი! თანაც შაბათ დღეს!
-უიი, მაპატიეთ!
-არაუშავს.
-ელისოოო!-მესმის ღრიალი გოგოს ზურგსუკან და ორმეტრიანი ბიჭი ისვეტება ჩვენ წინ.
მუქი ქეა თმა და მწვანე თვალები აქვს.
-მეზობელს სალამი!-რენტგენოლოგივით მათვალიერებს.
-გამარჯობა!-ვიპრანჭები.
-წადი ელისოო და მოვალ.-ლამის კინწისკვრით გააგდოს გოგო.-ხავხი გვინდოდა.-ძალიან თავდაჯერებულია.
-არ მაქვს, დარიშხანს მოგიძებნი თუ გნებავს.-ცივად ვეუბნები.
-წვეულებაზე გვინდოდა თქვენი მოპატიჟება.
-ჯერ უნდა დავიძინო!-ისე მკაცრად ვუჭრი თითქოს სიტყვებს პირიდან ძალით მადღლეზავენ.
-მერე?!-იხტიბარს არ იტეხს.
ოჰოო, საიდან ასეთი სითავხედე, სიმპატიური კია ისე.
„სიმპატიურის“ გაფიქრებაზე დამნაშავესავით ვიბუზები.
რა სიკვდილი მეტკიცა?!
-მერე ვიმეცადინო და შემდეგი მერე არ განიხილება! მეთვითონ მოვიფიქრებ მინდა თუ არა თქვენი ახალმოსახლეობის აღნიშნვა და თუ ტერეზა მენდოზასავით არ დამადგები თავზე მადლობას გეტყვი! კიდევ მუსიკას დაუწიეთ!-კარს ცხვირწინვუჯახუნებ კიდევ ერთ უცნობს.
ფრაზა:“ყველაფერი უკუღმა გესმის“ იდეალურია.
იმ კრეტინს შეუძლია მთლიანად გაისიგრძეგანოს ამ სიტყვების მნიშვნელობა, ყურები ამეხადა.
ხალათს არც ვიხდი, ისევ ვაპირებ თავდასხმას.
**********************************************************************************************************************************
გავაგრძელო? მოგწონთ პერსონაჟები ან სიტუაცია?!



№1 სტუმარი დიკოო

გააგრძელეე,საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent