შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი (თავი19)


9-09-2017, 09:20
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 969

19--------------
საღამოს ნინიმ სალი და ლილე სიჯიუტითა და ძალდატანებით სახლში გაუშვა რომ დაესვენათ. გოგონებს სთხოვა გეგასთვის ეთქვათ რომ სახლში წასულიყო მაგრამ იცოდა რომ არ წავიდოდა.მართალიც იყო გეგას ფეხი არ მოუცვლია კლინიკიდან.იგი ჯიუტად იჯდა ნინის პალატის კართან და ელოდებოდა მას.ნინის არ ეძინებოდა არც გეგას ეკარებოდა ძილი.ორივე კარს მიჩერებოდა და გული საგულეს აღარ ჰქონდათ.ნინის ტელწფონი აწკრიალდა.ნინიმ ტელეფონი აიღო.
-ვიცი რომ არ გძინავს..
ნინის ოდნავ გაეღიმა
-და არც შენ გძინავს..სახლში რატომარ წახვედი გეგა?
-როგორ წავიდე.ისედაც ვეღარ ვუძლებ ამ კარს,მაღიზიანებს!
-კარი არაფერ შუაშია..
-ნინი..ხვალ ყველაფერი მორჩება და ამას შენი თვალით ნახავ.გპირდები არ შევარჩენ..
-გეგა..გეყოფა!
-მაპატიე არ მინდოდა.უბრალოდ ვეღარ გავძელი და დავრეკე..გინდა გავთიშო?
ნინი გაჩუმდა,საწოლიდან წამოდგა და კართან მივიდა.
-არა..
გეგას გაეღიმა.ისიც ფეხზე წამოდგა და კარის პირისპირ დადგა.
ვინიცის რამდენი ხანი იდგნენ ასე ჩუმათ ტელეფონებით ხელში კარს მიყრდნობილნი.
- როგორ მინდა გნახო.ვეღარ ვითმენ!
უთხრა ბოლოს გეგამ.
ნინი ერთხანს ასე იდგა და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა , კარი სწრაფად გააღო და გეგას ჩაეხუტა.გეგა აზრს გვიან მოვიდა გაოცებისგან იცინოდა.ტელეფონი გადააგდო და ნინი გულში ჩაიკრა.
-ჩემი გიჟი გოგო!ჩემი ერთადერთი!..
ასე ჩახუტებულები იდგნენ დერეფანში ვიდრე გეგამ არ უთხრა
-ნინასე თუ ვიდგებით ექიმი დაგინახავს თან უნდა იწვე ეხლა..
ნინიმ აქეთ იქით გაიხედა
-ჰო..მაგრამ არ მინდა შესვლა..
-ორივე შევალთ და შენ დაწვები.
ნინიმ გეგას დაუჯერა და პალატაში შევიდნენ.
ნინი საწოლზე ჩამოაჯინა თვითონ კი მის წინ სკამი მოიჩოჩა და დაჯდა.
ნინის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.შემდეგ კი მეორე ხელით მის თავზე შემოხვეულ სახვევს შეეხო.
-ეს ჩემი ბრალია..
ნინიმ თავი გააქნია
-არა გეგა არაა შენი ბრალი..და საერთოდ მორჩი თავის დადანაშაულებას.
-ჯანდაბა ისე უცებ მოხდა ყველაფერი.არც ვიცი როგორ დაიწყო.
-რა ყველაფერი გეგა მგონი დროა გარკვევით ილაპარაკო
-ამას ხვალ ვაპირებდი
-არა ახლავე..რა აზრი აქვს დღეს თუ ხვალ?მე არცკი დამიჯერებია ის სისულელე უბრალოდ..ადრე უნდა გეთქვა ყველაფერი...უნდა მცოდნოდა.
-ვიცი..
-ახლა კი მომიყევი-გეგას ხელი მოუჭირა ნინიმ
გეგამ ღრმად ამოისუნთქა
-აქ არის ერთი კაცი ზურა ჟორდანია.ფულის გამთეთრებელი და თაღლითია და ვერ უმტკიცებენ.ადრე მამაჩემთან ქონდა შეხება ჩაძირვას უპირებდა და რაღაც მოუწყო მაგრამ ვერ გამოუვიდა.იმ დროიდან მამას ქონებაზე უჭირავს თვალი თითქოს თავისი არ ყოფნის.ჰოდა ახლა გადაწყვიტა რომ მემკვიდრეს ანუ მე შემრთოს შანტაჟით თავისი შვილი.ქეთას ტყუილებით გამოუჭედა თავი ვითომ მე მინდა მისი ცოლად მოყვანა და ასე შემდეგ...
ნინი შეწუხებული უსმენდა
-რა შანტაჟი გეგა..-ძლივს ამოთქვა მან
-ლუკა..ლუკათი მემუქრება.ყალბი საქმე შეუთხზა ვითომ ნარკოტიკების საქმეშია გარეული..
-ღმერთო..
ნინიმ თავი დახარა
-ახლა რა მოხდება?-ხმადაბლა იკითხა ნინიმ
-ახლა თუ ყველაფერი გამოვა საკადრისად მიიღებს?
-ვერ გავიგე..
-ნინი ხვალ ჟორდანიას ბორკილებს დაადებენ.და ამის პირობას ვდებ.მე და ჩემი ბიჭები.ნინი ვერ შევარჩენ ვერც შენს და ვერც ლუკას ამბავს..
-მოიცა ამას როგორ აპირებ?
-ბიჭები მომეხმარნენ და ყალბი კლიენტი ვიშოვეთ.მისი დახმარებით ხვალ პოლიცია ფაქტზე დაიჭერს და ამდროს მინდა იქ ვიყოთ!
-გეგა მეშინია..რამე რომ მოხდეს?
-არა არაფერი მოხდება.ახლა დაწექი და დაიძინე...მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ძალიან..
....
გამთენიისას გეგამ ნინის შუბლზე აკოცა და კლინიკა დატოვა.ნინიმ ადრე გაიღვიძა და გეგა რომ ვერ დაინახა მიხვდა იყო და გული აუჩქარდა.
-ღმერთო დაიფარე..-ჩაილაპარაკა მან და ამ დროს პალატაში ლილე და სალი შემოვიდნენ.
-აბა როგორ ხარ?
-კარგად.ერთი სული მაქ როდის წავალთ!
-სულ მალე..
ნინი საპირფარეშოში გავიდა.ლილე სალისთან მივიდა
-სალი გეგა სადაა?
-არვიცი.სანდროს ველაპარაკე გუშინ და რაღაც ხდება.არვიცი რა მაგრამ ასეა..
ნინი ოთახში შემოვიდა და გოგონებთან დადგა
-გუშინ გეგას ველაპარაკე..
-მართლა?როგორ
-ჰო..აქ იყო..დამირეკა და..
-და ცდუნებას ვერ გაუძელი!-დაასწრო სალიმ
-ასეა.გამთენიისას წავიდა,რაღაცას აპირებს..მართალი გითხრა მეშინია.ნინი საწოლზე ჩამოჯდა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი მოგვარდება ნინ.-ლილე ნინისთან დაჯდა.კარი გაიღო და ჯერ თაიგული და მდეგ გეგა შემოვიდა.ნინი ფეხზე წამოხტა
-გეგა.რა ლამაზია
გეგამ ხელი მოხვია
-აი ექიმიც..-პალატაში ექიმი შემოვიდა და ნინი გასინჯა
-გაწერილი ბრძანდებით!-თქვა ექიმმა მხიარულად-ნახვამდის.
კარიდან რომ გადიოდა ექიმმა ნინი მოაბრუნა
-დიახ..-ნინი ინტერესით დააკვირდა ექიმს
-გოგონი..არვიცი რა მოხდა მაგრამ..ეს ბიჭი.
მისთვის ყველაფერი ხართ.ეს აშკარაა..უბრალოდ მინდა გითხრა რომ ზოგჯერ გრძნობის სინამდვილე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უაზრო ფაქტები!
ექიმმა პალატა დატოვა.ნინი ღიმილით გამოვიდა გარეთ.
გეგამ მას შეხედა და გაეღიმა
-რამე ხდება?
ნინიმ მას შეხედა და ერთხანს ასე იყო.
-ჰო რაღაც ძალიან კარგი.
მასთან იკა მოვიდა მოეხვია.
-ეი ნიინ.მიხარია კარგად რომ ხარ!
-იკუშ.
გეგამ ნინის ბარგი მანქანაში ჩადო.
-იკა.გოგოები მიიყვანე და დაგვეწიე კარგი?
-კარგი.
ნინი გეგასთან მივიდა
-გეგა.სად..
-ჟორდანიასთან.დაგპირდი რომ არ შევარჩენდი.ხომ შეძლებ?-გეგამ ხელი სახეზე ჩამოუსვა.
ნინიმ თვალები დახუჭა და თავი დააქნია.
-წავიდეთ.
...
გეგამ ჟორდანიას ოფისის კარი ფეხით შეამტვრია,როცა მისი მოჩვენებითი კლიენტი მისგან ნარკოტიკს იძენდა. გეგამ გახევებულ ზურა ჟორდანიას ირონიულად შეხედა.
-გაები!-გეგამ სახეშუ მუშტი გაუქანა და ნინის ხელი მოკიდა.
-ხედავ?ეს შენი ბრალია-გეგამ ნინის თავზე მიუთითა- მაგრამ..შენ უარესი გელის!
-სისულელეა!
-არა!-გრგასთან ზურას კლიენტი მივიდა და თავი დაუკრა.ზურა ჟორდანიამ სახეზე ფერი დაკარგა.
-ახლაკი ნინის ბოდიში მოუხადე!ახლავე!-გეგამ ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-გეგა!
-არა ნინი!-გეგა ზურას მიუბრუნდა-გელოდები.
ჟორდანიამ ნინის შრხედა და თავი ჩაღუნა.
-ბოდიშს გიხდი..
გეგამ კარზე ხელი დააბრახუნა და ოთახი პოლიციელწბით აივსო.ჟორდანია დააპატიმრეს.კარში სანდრო და ლუკას იკა შემოჰყვა.ზურამ მათ ღვარძლიანიბმზერა შეავლო და პოლიციას გაჰყვა.
გარეთ ქეთა დახვდათ მამამისს ცრემლიანი თვალებით უყურებდა,შემდეგ კი მზერა გეგასა და ნინიზე გადაიტანა.ნინის მიუახლოვდა.
-შეიძლება დაგელაპარაკო..
ნინიმ მას შეხედა და თავი დაუკრა
-ბოდიშს გიხდი.მაპატიე არ ვიცოდი...-გეგამ სხვა მხარეს სივრცეში გაიხედა-მაპატიებ?
-ჰო..უკვე გაპატიე.რადგან შემეცოდე..მართლა შემეცოდე..-ნინიმ გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა.
გზად ნინის ექიმის სიტყვები გაახსენდა და ისევ გაეღიმა.გეგამ შეხედა.
-რა?
-ამას მართლა ვიმსახურებდი?-ნინიმ თვალებში ჩახედა
-რას?
-შენს თავს!..
გეგას გაეღიმა და ნინის ხელი თავზე დაადო
-ეს მე არ ვიმსახურებდი შენთავს ერთადერთო.
დრო გავიდა და გაზაფხული მიილია.ნინის და იკას უნივერსიტეტში გამოსაშვები დღე ჰქონდათ.ყველანი იქ იყვნენ.ყველა ის ვინც ბედნიერებისთვის საკმარისი იყო.ეს დღე უბედნიერსი იყო ნინისთვის ამას ხომ ამდენ ხანს ელოდა.დაახლა უფრო მეტად სასიხარულო რადგან იქ სადღაც გეგა იდგა.მისი სიყვარული.სიყვარული ერთი სიტყვა და პულსის შეშლილი რითმი.საღამო დასრულდა და გეგამ ჭიროდ ჩათვალა ნინის მშობლები გაცნობა.ნინიც დიდიხანია ამისთვის მზად იყო და იცოდა ყველაფერი კარგად იქნებოდა.გეგა ის იყო ვიზეც ჯერკიდევ ადრე ფიქრობდა ბავშვობაში.გეგამ მისი მშობლები გაიცნო და მარტლაც ძალიან მოეწონათ ვაჟკაცი სასიძო.მითუმეტეს მაშინ როცა ნინის ატვალეი ასე ბრწყინავდა.საღამოს ბოლოს კი გეგამ ყველას უთხრა
-ახლაკი თუ ნებას მომცემთ.მინდა ნინის ჩემი საჩუქარი ვაჩვენო.
ნინი გაოცდა
-რა?
-ჰო.მეც მაქ საჩუქარი ჩემი ერთადერთისთვის.
გეგამ ნინი მანქანაში ჩასვა და საჭესთან დაჯდა.მეგობრებიცმათ გაყვნენ.მანქანა გაჩერდა.გეგამ ნინის თვალები აუხვია და მანქანიდან გადაიყვანა.
-ასე...ბრთხილად..ახლა მოიხსენი
ნინიმ სახვევი მოიხსნა და ერთხანს ასე გაშეშდა.მერე სახეზე ხელები აიფარა და გეგას ჩაეხუტა.
მის წინ მყუდრო და ლამაზი კაფე იდგა წარწერით.,,უხილავად შეგაყვარებ თავს"
N&G
ნინი ბედნიერებისგან დაფრინავდა და კაფეს ათვალიერებდა.
-გეგა..ეს..
-ჩვენია ნინ..
-ღმერთო ძალიან ბედნიერი ვარ!
-ეღთმანეთს ჩაეხუტნენ გეგამ ხელში აიტაცა და კაფე ისე შემოატარა.
გეგა სიხარულით უყურებდა ნინის ბედნიერებას.მის ბედნიერებას.რა საოცარი იყო რომ ამ ერთმა ადამიანმა ბედნიერების გემო აჩვენა.და უმისობა?არცერთი წამი ამაზე ფიქრი..



№1 სტუმარი Guest ლიკა

როდის დადებ შემდეგ თავსს

 


№2 სტუმარი Guest lika

aiii vafshee kvelaze magari gogoxar shen❤! sheni gmirebit da personajebiit

 


№3  offline წევრი მარიამი მ.ბ

Guest ლიკა
როდის დადებ შემდეგ თავსს

ძალიან მალე მოემზადეთ დასასრულისათვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

Guest lika
aiii vafshee kvelaze magari gogoxar shen❤! sheni gmirebit da personajebiit

ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ჩემი მოთხრობა მოგწონს

 


№4 სტუმარი Guest ლიკა

სულმალეო და სად ხარ დავილიე უკვე

 


№5  offline წევრი მარიამი მ.ბ

Guest ლიკა
სულმალეო და სად ხარ დავილიე უკვე

ვერ მოვახერხე ამიტომ ახლა მარტლა დავდებ მომდევნო რამოდენიმე დღეში.

 


№6 სტუმარი Guest ლიკა

მარიამი მ.ბ
Guest ლიკა
სულმალეო და სად ხარ დავილიე უკვე

ვერ მოვახერხე ამიტომ ახლა მარტლა დავდებ მომდევნო რამოდენიმე დღეში.

გელოდები ❤

 


№7  offline წევრი მარიამი მ.ბ

უკვე დავდე გე
Guest ლიკა
მარიამი მ.ბ
Guest ლიკა
სულმალეო და სად ხარ დავილიე უკვე

ვერ მოვახერხე ამიტომ ახლა მარტლა დავდებ მომდევნო რამოდენიმე დღეში.

გელოდები ❤

უკვე დავდე ველოდები შეფასებებს მიყვარხართ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent