შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი დასარული


10-09-2017, 21:52
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 027

სახლში რომ მივედით უკვე საღამო იყო. მე ისე გათიშულს მეძინა მანქანაში ნიკოლამ ძლივს მომიყვანა გონზე.როგორც კი კარი შევაღე გოგონები მაშინვე ჩემსკენ გამოიქცნენ, მეც მთელი ძალით ჩავიკარი გულში. ორივე ძალიან მომენატრა. ფრანკას ვახშამი უკვე მოემზადებინა და პირდაპირ მაგიდასთან გვიხმო. ნიკოლამ გადმომხედა და მანიშნა ვიტყვიო. ხელს როგორ შევუშლიდი ისედაც მთელი გზა პატარა ბავშვივით ცმუკავდა.
-მოკლედ მე და ანას ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. დაიწყო კაცმა . ფრანკას სიხარულისგან სახე გაებადრა.
-ქორწინდებით დეეე? იკითხა ბედნიერად.
-არა. უკეთესი.-ნიკომ პაუზა გააკეთე ყველას თვალები მასზე იყო მიპყრობილი, საზიზღარი განგებ ძაბავდა სიტუაციას.-მე და ანა ბავშვს ველოდებით. ერთ წამში ყველა გაჩუმდა, თითქოს ინფორმაციის გადასახარშად დრო ჭირდებოდა, მაგრამ მალევე სიხარულმა მოიცვა ყველა. ნიკო ბედნიერებესგან ტიროდა.
-არ მეგონა ამ დღეს თუ ოდესმე მოვესწრებოდი. გაიღიმა ფრანკამ.-ნიკო ისეთი რთულია სულ მეგონა მარტო დარჩებოდა..
-დედა გეყოფა. გამექცევა გოგო.- წარბები შეკრა კაცმა.
-უკვე გვიანია. გამოგვეპასუხა მარკო.-ბიჭი თუ იქნება იმედია მარკოს დაარქმევთ.
-ერთი კლოუნი უკვე საკმარისია. ეჭვისთვალით გადახედა ძმას პაოლომ.
რაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, სულ ვფიქრობდი რომ გოგონა მეყოლებოდა. სახელებზეც კი მოვასწარი ფიქრი. მინდოდა ვიტორია ან ვალენტინა დამერქმია. არ ვიცი რატომ მაგრამ აქ ჩამოსვლამდეც ძალიან მომწონდა ეს სახელები. ალბათ ეს ფიქრებიც ამას ემსახურებოდა...
დასაძინებლად მალევე წავედი, საშინლად ვიყავი დაღლილი. კიდევ კარგი გული არ ამერია თორემ ბოლოს მომიღებდა. ძალიან მშვიდად მეძინა დილით ადრე გამეღვიძა. თვალების დაჭყეტა და ნიკოს ოთახში შემოსვლა ერთი იყო. ლანგარი საკვებით გაევსო და ბედნიერად მოაბიჯებდა. ლანგარი საწოლზე დადო და გვერდით მომისკუპდა.
-ეს რაა? ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომ ნიკოლას.
-მშიერი ხარ, ვიტამინები გჭირდება.
-ახლა გავიღვიძე ნიკო. გავაპროტესტე მე. ნიკოლამ გაბრაზებულმა გადმომხედა
-საყარელო ამდენს ვერ მოვერევი. თან ჯერ ძალიან ადრეა და თან გული მერევა.მარტო წვენს დავლევ.საწოლში დიდხანს ვერ გავჩერდი. საათს დავხედე.ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო. ნეტავ რამ გადარია რომ ასე დილაუთენია მოვარდა ოთხში საჭლით ხელში, პრინციპში ვერაფერს ეტვი სამი დღეა წესიერად არ მიჭამია..
საწოლიდან წამოვხტი სწრაფად მოვემზადე და სამზარელოში გავედი. მხოლოდ ფრანკა და მარკო ტრიალებდნენ გაზქურასთან. ნიკოლა ალბათ ვენახში წავიდა. წინსაფარი მოვირგე მინდოდა დავხმარებოდი მაგრა უფლება არ მომცეს.
ნიკოლა არ მეყოფოდა ახლა უკვე მთელი ოჯახი ყირაზე იდგა ჩემი ორსულობის გამო. ჯერ მხოლოდ ერთი თვის ვარ და რა დღეში არიან. იმედი მაქვს მალე მობეზრდებათ. თორემ ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი.
მთელი დღე გული მერეოდა. გარეთ გასვლას ვერ ვახეხებდი, საშინლად წვიმდა ამიტომ დღე საწოლში გავატარე, ბავშვებთან ერთად. ხან წიგნს ვკითხულობდით, ხან ფილმს ვუყურებდით, პერიოდულად კი აბაზანაში მივრბოდი.საჭმლის დანახვაც კი არ მინდოდა. იმედია ღამე არ გამეხსნება მადა, თორემ ნიკოლას მოუწევდა აქეთ იქით სირბილი, ემოციური არამდგრადობა უკვე დამეწყო, ნიკოს სუნზე დღეს პირველად მქონდა ცუდი რეაქცია. იმედია ჩემი მისდამი ზიზღი მხოლოდ ამით შემოიფარგლება თორემ უკვე ძალიან მეცოდება.
ფრანკა ბიჭებზე მიყვებოდა, როგორები იყვნენ.ამბობდა რომ სამივე საშინლად ცელქი იყო, პაოლო ყველაზე მეტად. არადა მასზე ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი. ნიკოლას ყველაზე რთული ხასიათი ჰქონია, ეტყობა კიდეც. ბოლოს ისიც დაამატა ხასიათით იმედია ბავშვი შენ დაგემსგავსება, თორემ ბავშვობაში ვერაფრით ვთოკავდიო.შენთან როგორ გამონახა სერთო ენა და თან შეგიყვარა დღემდე მიკვირსო. ალბათ არ იციან რომ პეროდულად არც მე ვაკლებდი. ნიკო გაიბუტა და ცხვირი აიბზუა. ისეთი საყვარელი იყო მისი მომერიდა თორემ ადგილზე დავახრჩობდი კოცნით.
- ძალიან დაიღალე?ნაზად დამისვა თავზე ხელი.
-მთელი დღეა ვწევარ რა დამღლიდა. გამეცინა მე.
-შენ რას შვრებოდი? ვენახში რა გინდოდა? თან ამ წვიმაში?
-მარანში ვიყავით ღვინის დაქაწურად მოვამზადეთ ყველადერი. მე და მამა ყოველთვის ჩვენით ვაგვარებთ ხოლმე ამ საქმეს.-მშიერი ხარ ჰო?- მთელი დღე არაფერს შეჭამდი.რამე ხო არ მოგიტანო?
-კი ალუბლის კომპოტი მინდა.
-კარგი.
-კიდე ბანანი და შოკოლადიც.კიდევ ქათამი და ბრიბჯი. ეტყობა მთელი დღის გულისრევამ იქონია გავლენა და ახლაღა მივხვდი რომ მართლა საშინლად ვიყავი დამშეული.და მისთვის უნდა დამეჯერებინა. კაცი გაოცებული მიყურებდა.
-მთელი დღეა გული მერევა. ვცადე ამეხსნა.
-კარგი გასაგებია.გაიცინა და ოთახი დატოვა.
მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო და ნიკოს ლოდინი დიდხანს მომიწია, მაინც არ ჩამძინებია, ისეთი დამშეული ვიყავი. უკვე მის მოსაძებნად ვაპირებდი წასვლას როდესაც სრულიად გაწუწულმა შემოაღო კარი. მე გამეცინა.ისეთი საყვარელი იყო. პარკები გამოვართვი და ოთახში მდგარ მაგიდაზე დავალაგე.
-ასე როგორ დასველდი?ვკითხე გაკვირვებულმა და მისი სველი ტანსაცმლისგან განთავისუფლებას შევუდექი.
-ქათამი აღარ იყო, ამიტომ რესტორანში წავედი.ჯულიოსთან.აქვეა, თან ძალინ გემრიელად ამზადებს. რომ ვუთხარი, ჩემი ორსული შეყვარებულისთვის მინდათქო. დესერტიც გამომატანა საჩუქრად. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ძალიან გაუხარდა. იქ შევყოვნდი ამის გამო,მაღაზიაშიც რიგი იყო და აი წვიმამაც მომისწრო.მეგონა აღარ იწვიმებდა.
-მერე მანქანით არ იყავი??
- არა ფეხით გავედი და...
-კარგი. წყალი გადაივლე, დაგელოდები.
ყველაფერი ამოვალაგე პარკებიდან და ლანგარზე დავდე. ფილმიც მოვნახე.,ტოსკანის მზის ქვეშ' ასე ერქვა.ლანგარი საწოლზე დავდგი და საბნის ქვეშ შევძვერი. ახლა შევამჩნიე რომ გარეთ საშინელი თავსხმა იყო.მის მოსვლას ვერ დაველოდე და ჭამას შევუდექი.ნიკოც მალე შემომიერთდა. ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო. იმედი მაქვს ეხლა მაინც შემერგებოდა.
-მოგეწონა? მკითხა კაცმა.
-უგემრიელესია.ასე თუ გავაგრძელე მეცხრე თვიში ორასი კილო ვიქნები.ამის,გასზრებაზე ლამის გულმა დამარტყა.
-არამგონია. ყოველდღე ამის ჭამა მოისურვო.თან ისეთი გამხდარი ხარ .თავი გაიქნია კაცმა.
ორივემ ფილმზე გადავიტანეთ ყურადღება. მე ნიკოზე ვიყავი,მიტმასნილი.
-ხვალ ჯულუოსთან წავიდეთ რა. ნიკოლას გაეცინა.
-კარგი აზრია თან ერთმანეთსაც გაიცნობ, შემპირდა რომ რამოდენიმე რეცეპტსაც გაგიმხელდა.
-მართლა?სიხარულით წამოვიყვირე მე და ნიკოლას რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე.
ტელევიზორი ღილაკის ერთი დაჭერით გამორთო, საწოლში კარგად მოთავსდა და მეც ნაზად მიმიკრა გულზე…

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყოველი დღე განსხვავებული იყო.ყოველდღე ახალი შეგძნებები მემატებოდა. წონაში არ ვიმატებდი. მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი თვის ვიყავი. ნიკოლა უფრო ტკბილი გახდა ვიდრე იყო. ბავშვებს ძველებურად ვუვლიდი, როგორც შემეძლო, ორივეს სულ ჩემს მუცელზე ჰქონდათ ყური მოდებული და ელოდნენ ბიძაშვილი როდის დაელაპარაკებოდა ან რამეს მაინც მიანიშნებდა.ნიკოს არ უნდოდა რომ მემუშავა, მაგრამ მთელი დღე სახლში ვერ ვჩერდებოდი მარტო, მათთან კი კარგად ვერთობოდი, მონიკაც ზედ მყვებოდა.
სქესიც დავადგინეთ გოგონაა. ასეც ვფიქრობდი.ნიკოლამ სიხარულით იტირა, როდესაც ბავშვის გულისცემა მოისმინა, ექიმი გაოცებული შემოგვყურებდა ორივეს.
დრო სწრაფად გადიოდა. ჩემი ორსულობა კარგად მიდიოდა. გულისრევაც ნაკლებად მაწუხებდე, მაგრამ ისეთი სენსიტიური გავხდი ყველაფერზე ვტიროდი. ნიკოლა ცდილობდა ქვეყანა იშვიათად დაეტოვებენა, მაგრამ საქმე მაინც თავისას ითხოვდა,წასვლა ეზიზღებოდა. სახლში ვერ ვჩერდებოდი ამიტომ ანიმაციის მხატვრობის კურსებზე დავიწყე სიარული, მაგრამ ამასაც მალე დავამთავრებდი, ხატვა და ახალ ხალხთან ურთიერთობა ჩემზე კარგად მოქმედებდა, ნიკოც მშვიდად იყო. ამ ოთხ თვეში ხელიც მვაწერეთ და უკვე ოფიციალურად ვიყავით ცოლ-ქმარი.ვგრძნობდი რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მიყვარდებოდა ნიკო...
ჩვენი გოგონა უკვე ოთხი წლისაა. ვიტორია დავარქვით. მე და ნიკოლამ მოვახერხეთ და კარგი ოჯაი შევქმენით. მე არქიტექტურულ ფირმაში ვმუშაობ, ის ძველებურად უძღვება თავის საქმეებს. ფრანკას სიტყვებმა გაამრთლა და ვიტორია ხასიათითაც და ვიზუალითაც მე მგავს, მაგრამ ჩემი მეორე პატარა, რომლის არსებობზაც ჯერ მამიკომაც არ იცის, ნამდვილად არ ვიცი როგორი იქნება. ალბათ ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი ბედი მელოდა უამრავი კილომეტრის იქით..



მოკლედ აღარ გავწელე და ასე დავასრული მოთხრობა ეს ერთადერთია რომელიც დავასრულე. მადლობა კარგი კომენტარებისთვი, მოწონებისთვის. მართლა მაბედნიერებდით.
ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით მოქმედება ისე იტალიაში, მაგრამ უფრო მეტი ინტრიგა და მეტი დაძაბულობა...



№1  offline წევრი tamuna.s

ამხელა დაგვიანების შემდეგ ასეთ პატარა თავს ნამდვილად არ ველოდი, მითუმეტეს რომ ბოლო თავი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ერთი სული გქონდა როდის მოიშორებდი თავიდან. მართალი გითხრა კარგად დაიწყე, მაგრამ მერე ვეღარ განავითარე სიუჟეტი. არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან მიფუჩეჩებული დასასრული იყო.

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რამდეენ ხაანს ველოდებოდიიიი!!!! ნერვებიიც კი დამაწყდაა ამ ისტორიაზეე და როგორცკი დავინახეე ისეეე გამიხარდა ისეე რორავი.... ვერც კი წარმოიდგენ როგორ ავივსე სიხარულიით.. მაგრამ წინა თავების გადაკითხვა მომიწია...ხოდაა თავიდან როო წავიკითხე ჯერ ისე გამიხარდა და ეს ბოლოში რატომ მიაფუჩეჩე ვერ ვხვდები -_- აი ძალიაან გავბრაზდი -_- მართალია ასე გამიხარდა მარა არ იმსახურებდა ეს მოთხრობა ასე დამთავრებაას.. მარა არაუშავს მთავარია არ მიაგდე და დაასრულე რასაც ვაფასებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent