შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის ბიჭუნა და ანგელოზი (თავი მეორე)


13-09-2017, 18:30
ავტორი taso_S
ნანახია 1 730

-მხოლოდ 5 წუთი გაქვთ. პატიმართან მიახლოვება გეკრძალებათ.
-კარგით,თავს ვუქნევ პოლიციელს.-ძმაო,გახარებული ვუყურებ მონატრებულ ძმას.ბავშობაში დედა ბევრს მუშაობდა,ამიტომ ჩემზე ყოველთვის რატი ზრუნავდა.ის ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის.
-დაჯექი დემე.მეუბნება მკაცრი ტონით და სკამზე მიმითითებს.
-რა ხდება?ინტერესით ვეკითხები.
-რა და უნდა იმოქმედო.
ვერ ვხვდები რას მეუბნება ამიტომაც ვუღიმი.
-რას ვერ მიხვდი მეუბნება გაბრაზებული,შენ მდიდრების ოჯახში ხარ ახლა.შანსი უნდა გამოიყენო.
-უნდა მოვიპარო?
-დიდი ხნით არც გაგაჩერებენ ისინი თავისთან,მათ ყველაზე კარგად ვიცნობ.მდიდრები ეგეთები არიან.7 თვეში მეც გამოვალ და შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
-ხო მაგრამ....
-დემე,ისევ მე,შენ და დედა.სხვა არავინ გვჭირდება.
-მართალი ხარ ძმაო ვეუბნები და გარეთ გავდივარ.
---------------
-ეს ბიჭი არ მომწონს გიორგი.
-კარგი რა საყვარელო,სიღარიბეში გაიზარდა და ყველაფერს ასე იმიტომ უყურებს.
-კარგი,მაგრამ იქნებ და რამე დაგვიშავოს.
-ნიცა გეყოფა და დაიძინე.
-გიორგი
-ნიცა
-ოხხ,ერთხელ სერიოზული რომ იყო გაგიჭირდება?ეუბნება ცოლი სიცილით ქმარს და თან ეხუტება.
-იცი რაა?რამდენჯერ ვიყავი სერიოზული უკვე.თითებზე თვლას იწყებს რაზეც ქალი იცინის და ბალიშზე თავს დებს.
-მასხარა ხარ ამხელა კაცი რა.
-ეჰ..ოხრავს მამაკაცი და სინათლეს რთავს.
--------------
-დემეტრე?ეჭვით უყურებს ახლახან გაღვიძებულ ბიჭს სანდრო.
-ხო,მოულოდნელად ყოფს საბნიდან თავს და აჩეჩილს თმებს ისწორებს.
-წიგნები მოგიტანე,აუცილებელია იმეცადინო,რომ ჩააბარო უნივერსიტეტში.
თავს ვწევ და ხელებში ვაქცევ.
-არვაპირებ სწავლას.მუშაობა უნდა დავიწყო.
-რაა?იმხელა ხმაზე ყვირის ყურებზე ხელს ვიფარებ.
-ოხ,რამხელა ხმა გაქვს.
-სწავლა ყველას უნდა.ეს აუცილებელია შენი კარიერისთვის.თუ ისწავლი უფრო განათლებული იქნები და უკეთეს სამსახურსაც იშოვი.
-არ მინდა მეთქი,ა რ ა.ახლა გადი უნდა დავიბანო და ახალი ტანსაცმლით გოგოები მოვხიბლო.
-ასე რატომ იქცევი?მამამ შანსი მოგცა შენ კიდე უაზროდ ფლანგავ ამ შანს.
აღარაფერს ვპასუხობ და სააბაზანოში შევდივარ.
---------
ეს ფული არ მჭირდება დედა,ვეუბნები და მაგიდაზე,ათ ასლარიანს ვდებ.
-კარგი სანდრო როგორც გინდა,მეუბნება და თან ჩანთაში რაღაცას ეძებს.მე წავედი,მეუბნება და ლოყაზე მკოცნის.
ცალი თვალით ვხედავ როგორ დგას დემეტრე კარს უკან და ქორივით უყურებს ფულს.მისი გამოცდის დრო დგება.ყურადღებას არ ვაქცევ და კიბეებისკენ ღიღინით მივდივარ.
----------------
ახლა ჩემში ორი დემეტრე ებრძვის ერთმანეთს.ერთი რომელსაც მისი ძმის ღრმად სწამს და მეორე რომელმაც ამ დილით გაიღვიძა მასში,სანდროს საუბრის შემდეგ.კომოდს ვუახლოვდები და ფულს ჯიბეში ვიდებ.აქეთ-იქით ვიყურები და გარეთ გავდივარ.
-გამარჯობა,მესალმება ელენე და მიღიმის.
-გაგიმარჯოს,პარალელურად აქეთ-იქით ვიხედები.
-მე ნია,ხელს მართმევს შავგვრემანი გოგონა და მხრებში სწორდება.
-დემეტრე.ხელს ვაწვდი და ქუსლებზე ვქანაობ.
-სახლში მარტო ხარ?მეკითხება ეშმაკურად შავგვრემანი.
-არა,სანდროც შინაა.
-არაუშავს,ყავაზე დაგვპატიჟებ?ახლა ქერა მისვამს კითხვას და თმას ყურს უკან იწევს.
-დიდი სიამოვნებით.მეც ვუღიმი და სახელურს დაბლა ვექაჩები.მოსამსახურეს ვეძახი და სამი ყავის გაკეთებას ვთხოვ.
-როგორც ჩანს მიეჩვიე უკვე აქაურობას,ნაგლურად მიღიმის ნია და საზურგეს ეყუდება.
-ხო.
-რა თქვი კიდევ ვინაა სახლშიო?
-სანდრო.ის აქ ცხოვრობს.
-ხო ვიცი ეგ ბიჭი.ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ თავი მომაწონოს.მაგრამ მე ასეთ უბადრუკებს ყურადღებას არ ვაქცევ.ბევრს ლაპარაკობს და სულ მშვიდობის მტრედი გამოდის.
-ხო მართალი ხარ ვეთანხმები სიცილით გოგონას და ფეხს ფეხზე ვიდებ.
-ძახლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო,ისევ აგრძელებს და ქერას სიცილით უყურებს.
-სანდრო,ეძახის ელენე და ჩვენსკენ მოიხმობს.
-გისმენ
-მოდი ჩვენთან დაჯექი ვსაუბრობთ.
-მათთან საუბრის სურვილი არ მაქვს ვისთვისაც არარაობა ვარ.-მზერა ჩემზე გადმოაქვს და გარეთ გადის.თავს სულ ცოტათი უხერხულად ვგრძნობ.ნიას ტელეფონი ურეკავს და მალევე მიდის.ხოლო ქერა რჩება და ჩემს პირდაპირ ადგილს იკავებს.
-რამე მითხარი შენზე,რომ უკეთ გაგიცნო.
-სათქმელი არაფერი მაქვს,მხოლოდ ის რომ სამუშაოს ვეძებ.
-აა მართლა?სხვათაშორის ახლახანს მართვის მოწმობა ჩამომართვეს და ჩემი მშობლები მძღოლს ეძებენ ჩემთვის.შეგიძლია შენ იყო ჩემი მძღოლი.
-კარგი.რა პრობლემაა.
-ხელფასი კვირაში 600 ლარი გაწყობს?
-ვაუ...კი
-კარგი მაშინ ოფიციალურად გაცხადებ ჩემ მძღოლად.
ამაზე მეცინება და სამომავლო გეგმებს ვაწყობ.
ქერა ცოტახნით კიდევ დარჩა ჩვენთან.ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ წავიდა.
-ჯანდაბა,ხმამაღლა შევიკურთხე და მაგიდას ხელი დავარტყი.-ეს ხუჭუჭა სულ გადამავიწყდა.ახლა მშობლებთან მივა და ჩამიშვებს ალბათ.
-ნუ გეშინია ეგეთი არ ვარ.მეუბნება ბიჭი და ჩემს ადგილს იკავებს.
-მისმინე ძმაო,არ მინდა რამე ცუდად გამომივიდეს ,მაგრამ მეგობრები უკვე მყავს და ამ ეტაპზე ახლების გაჩენას არ ვაპირებ.
-არავისთვის არაფერი დამიშავებია,იწყებს ბიჭი და საზურგეს ეყრდნობა-ყოველთვის ჩრდილში ვიყავი,არ მინდოდა ვინმეს ზედმეტად მოვხვედროდი თვალში,ამიტომაც არ მყოლია არასდროს მეგობრები.ბავშობაში ბრეკეტები მეკეთა და სათვალეებს ვატარებდი.ამის გამო ბევრი დამცინოდა.არავისთან მქონდა კონტაქტი.გამოგონილი მეგობრები მყავდა.ამით არასდროს ვამაყობდი ან რაარის ამაში საამაყო.იმის მიუხედავად,რომ ყველა დამცინოდა არავისთვის მიწყენინებია და ხელი არ შემიბრუნებია,მაგრამ ახლა ვფიცავ თუ მამაჩემს იმედებს გაუცრუებ ჩემი ხელით მოგკლავ.ჩემი მშობლები არიან ერთადერთი ადამიანები რომელთათვისაც ყველაფერს გავაკეთებ.
ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.ერთ დროს ხო რატიც ყველაფერს აკეთებდა ჩემ გამო.იპარავდა რადგან მშიერი არ დავრჩენილიყავი,მუშაობდა რადგან გაცვეთილი ტანსაცმელი არ მცმოდა,ახლა მე მადლობა უნდა მეზრუნა მასზე,მაგრამ შემეძლო არ მექურდა და არავინ დამეყაჩაღებინა ამისთვის.შემეძლო მესწავლა და ცნობილი ბიზნესმენი გამოვსულიყავი.გამეღიმა და სანდროს თმებზე მოვეთათუნე.
-მადლობა.შენ მე სწორი გზა დამანახე,მაგრამ მარტო ვერ შევძლებ ამდენი რამის გაკეთებას.
-რათქმაუნდა დაგეხმარები.ამას გარდა შევატყვე ელენეს როგორც უყურებ,მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენ მოქმედებაზე გადადიხარ.
-გადავედი უკვე ვეუბნები და მხარზე ხელს ვუტყაპუნებ.
-და შენ ვინ მოგწონს?
-ნია,მეუბნება და თვალებს დაბლა ხრის.
-მერე რატომ არ მოქმედებ.
-შეყვარებული ყავს.ეს ერთი და მეორე კიდევ ხოხედავ ჩემზე რასაც ფიქრობს.
-კარგი მაშინ მე დაგეხმარები,რომ ნიას თავი მოაწონო შენ კიდევ დამეხმარე რომ სწორ გზას დავადგე.
-შევთანხმდით,მეუბნება ღიმილით და ტელევიზორში ფილმის ყურებას იწყებს.
---------
-კარგი რა,სირცხვილია დემე ამ შუაღამისას ქუჩაში ფეხბურთის თამაში.ბუზღუნით მომყვება უკან სანდრო.
-დადექი იქით.მე ამ მხარეს ვირჩევ.
-ვაა ცუდი მოთამაშე არ ყოფილხარ.
-ბოლო და გადამწყვეტი.
ბურთს ძლიერად ვარტყავ ფეხს და ეს გაგორებული ბურთი ელენეს ხვდება ფეხებში.ისისც წონაწორობას ვეღარ ინარჩუნებს და ძირს ეცემა.
-ვაიმე,აღმომხდა და მისკენ გავიქეცით ორივე.
-როგორ ხარ?ბოდიში ძალით არ მინდოდა.ვეუბნები და მის წამოყენებას ვცდილობ.
-ააა,ყვირის გოგო და ყკივილგან სახე ემანჭება.
-სულ შენი ბრალია რა ახლა მივუტრიალდი სანდროს და გაბრაზებული სახით დავუწყე ყურება.
-უფ,ვერ მივწვდი და რა გამეკეთებინა?
-კარგი,კარგი მოდი.გოგონა ხელში ამყავს და მისი ჭიშკრისკენ მივდივარ.
-ვაიი,თქვე საყვარლებო,იქიდან იძახის სანდრო და ტელეფონით ფოტოებს გვიღებს.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ,და ბოდიშს გიხდი,ვერ დაგინახე.
-ხო აბა რა.ძალით გააკეთე ხო რო,შემდეგ ასეთ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავი.
-ხო,წინასწარ გავთვალე.ვეუბნები და თან ვიცინი.
-შენი სარკაზმი შენთვის შეინახე.
-ოჰოო,ყველა მდიდარი გოგონა ერთმანეთს გავს.
-ხო არა?
-კი ანგელოზო.
-ასე ნუ მეძახი
-რატო?მე მომწონს.
ვეუბნები და პარალელურად კარზე ვაკაკუნებ.
-მე შენი ანგელოზი არ ვარ და იმიტომ.
-კარგი პრინცესა.
-არც პრინცესა მეუბნება და მიბღვერს.
-ჩაიბარეთ ბატონო ლევან თქვენი ქალიშვილი.წაიქცა და მე დავეხმარე სახლამდე რომ მოსულიყო.ვეუბნები მაღალ ახოვან მამაკაცს და ელენეს გამარჯვებულ ღიმილს ვრტყორცნი.
-მადლობა,დემეტრე ხო?
-დიახ,ვეუბნები და ჩემი ხელებიდან მისაში გადამყავს ელენე.
კარები მომენტალურად იხურება და მეც ბედნიერი მივიწევ ჩემი "სახლისკენ".

ვიცი წინა თავს დიდი გამოხმაურება მოყვა რომ სერიალის სცენარის მიხედვით მიდიოდა,მაგრამ დაწერილი მაქვს უკვე წინასწარ რამოდენიმე თავი და დამერწმუნეთ სულაც არაა ყველაფერი ისე.მადლობა რომ მომეცით შენიშვნები. heart_eyes იმედია ისიამოვნებთ ამ თავით.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Martalia me ar vwer jernerobit (ufro ver ) magram mi.da dagexmaro rogorc mkitxveli. Anu. Titqos achqarebulia. Rogor gitxra. Roca kitxulob es unda gsiamivbebdes da gainteresebdes rra noxdeba. Magram roca es tavi wavikktxe imaze vfiqrobdi. Rom emociebi chamouyalibebelia. Araa gadmocemuli. Mnishvnelovan ragacaa gadaawyvetineb persolnajs. Ase ubralod aec fiqrebi arc gancdebi. Titqos ubralod ambavs yvebi ra .
Nu ravi sheni saqmis shen ici....

 


№2  offline წევრი Mia_smith

კრიტიკის საფუძველი მოგვეცი და დიდი სიამოვნეით გაგაკრიიკებ.მე მაგალითად ძალიან ომეწონა ეს თავი.მაინტერესებს ომავალში ეს ბიჭი რას გააკეთებს ან ამ გოგოსთან ურთიერთობა როგორ ექნება.ძაან საყვარლობა.ბათ ურადღება მიაქციე შეცდომებს kissing_closed_eyes

 


№3 სტუმარი Guest Lika

კარია ჯერჯერობით მომწონს , მაგრამ თუ არ გააგრძელე როგორ შევაფასოთ

 


№4  offline წევრი taso_S

Guest Lika
კარია ჯერჯერობით მომწონს , მაგრამ თუ არ გააგრძელე როგორ შევაფასოთ


ახლა სწავლა დაიწყო და ვეცდები დავდო შემდეგი თავი ახლო მომავლში heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent