შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ... დასასრული...


14-09-2017, 23:45
ავტორი kethrine
ნანახია 2 923

"ალბათ შენც არ იცი, რომ ჩემზე ფიქრობ"

"იფიქრებ, ოღონდ უჩემოდ არა!" -თქვა და გააკეთა. არაფერს ზედმეტს არ აკეთებდა. მირეკავდა, მხოლოდ მოგვიკითხავდა და ვსო. არაფერს მეკითხებოდა სხვას... სულ არაფერს...
"ლიზი მომენატრა და ხომ შეიძლება რომ ვნახო?!" მითხრა ერთხელ... რათქმა უნდა უარი არ მითქვამს, ან როგორ ვეტყოდი, როცა მეც ერთი სული მქონდა მენახა. მაშინ, იმ საღამოსვე მოვიდა, შემდეგ კი აღარ მაფრთხილებდა, უცბად მოდიოდა და მიდიოდა... ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი სიყვარული თუ შემეძლო. მონატრება ხომ რთულია, მაგრამ უფრო უარესი უფლების არ ქონა ყოფილა. ძნელია უყურებდე და გენატრებოდეს.გგონიათ ეს დრო ვფიქრობდი? კი, ფიქრისთვის ნამდვილად დიდი დრო მქონდა, შესაძლებლობაც, მაგრამ იმედი აღარ მქონდა. ერთი პერიოდი გადავწყვიტე სულ დავშორებოდი, მაგრამ ვერ ვაკეთებდი. მისი ხმა, მონატრებული ღიმილი, მკაცრი ტონი საშუალებას არ მაძლევდა.

და დღეს?

დღეს ვუყურებ როგორ ეთამაშება ლიზის, მე კი ისევ ვფიქრობ... ცრემლები და ფიქრი იყო, ის რასაც ამ ბოლო პერიოდში ვერავინ მიშლიდა...
ხო აი ასე, ვუყურებ ჩემს საყვარელ პიროვნებებს და ვიღიმი, რადგან სხვა არაფერი შემიძლია... მინდა ჩემი ოჯახი, ამ ორს ერქვას. ისევ მხოლოდ "მინდა" და სხვა უბრალოდ არაფერი

-დე... დათუნაშ მამას ლა ქია იჩი?-ფიქრებიდან ლიზის ხმა მაფხიზლებს. დათუნა ალბათ მისი ჯგუფელი ბაღიდან.
-არ ვიცი საყვარელო, შენ იცი?
-კიი... შანდლო ქია...-გაცისკროვნებული სახით არაკრაკებს და ალექსისკენ ბრუნდება-შანდლო შენ იქნები ცემი მამიკო?
ვგრძნობ თვალები მიფართოვდება და ვეღარ ვსუნთქავ. არასოდეს მსგავსი არაფერი უთქვამს. ვიცოდი რომ ალექსი უყვარდა, თუმცა ამგვარი პროტესტი არასოდეს გამოუთქვამს. ალექსიც გაკვირვებულია. ერთხანს ჩუმადაა შემდეგ კი ლიზის კალთაში ისვამს და თვალებით უღიმის.
-ალექს მაპატიე-ვცდილობ აუღელვებლად წარმოვთქვა-არვიცი საიდან მოიფიქრა. მაპატიე... ლიზ ძილის დრო გაქვს!-ვცდილობ მკაცრად ვუთხრა, ის კი ალექს ეკვრის და მემალება
-მე მაპატიე... მაპატიე რომ არ ვარ მქვია შენი შვილის მამა-ჩუმად მეუბნევა და ისევ ლიზის იხუტებს. სუნთქვა მეკვრის, ჰაერი არ მყოფნის... ვგრძნობ უჰაერობისგან ყელი მეკაწრება და თვალები მეწვის. ტირილი მინდა, სააბაზანოსკენ მივდივარ და ვცდილობ პირი გავაღო, თუმცა ყელში დიდ ბურთს ვგრძნობ და უკვე ვეღარ ვუძლებ...
მეტირება...
ვტირი თუმცა ვიცი რომ უნდა დავმშვიდდე. კარის ხმა ბუნდოვნად ჩამესმის და უკვე ვახერხებ თავის ხელში აყვანას. სახეზე ცივი წყალი შედარებით მაფხიზლებს და მეც შეძლებისდაგვარად მხნედ გავდივარ მისაღებში, თუმცა ნანახი ადგილზე მაშეშებს და ჩემი რამდენიმე წამის წინ მოპოვებულ მხნეობას, გაკვირვებული, შეცოდების ირონიული გრძნობა ცვლის.
-შენ?-ძლივს ვამბობ ხმით, რომელიც ჩემი არაა
-იზი, როგორ ხარ?-ჯიბეებში ხელებს იწყობს, ალბათ უფრო მღელვარების დასაფარად. ლიზი და ალექსი კი გაკვირვებულები გვიყურებენ.
-როგორ ვარ? კარგად... ძალიან კარგად- გასამხნევებლად ისევ ძალას ვიკრებ და მომენტალურად მახსენებს ტვინი ლელას ნათქვამს "ვინ, ვინ მაგრამ შენ ვერ დაგივიწყებს" ახლა კი მინდა რომ პირიქით იყოს. საოცარია მაგრამ მეცინება, მაცინება რადგან ვერც ვბრაზდები.
-ლიზის წავიყვან-მშვიდი ტონით ამბობს ალექსი და ბავშვისკენ მიდის.
-არა იყოს! გავიცნობ-მაშინვე აჩერებს ნიკა და გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.სანამ რამის თქმას მოვასწრებ,უკვე ლიზისთანაა ჩამუხლული
-ესეიგი შენ ლიზი გქვია, გავიცნოთ ერთმანეთი,მე ნიკა ვარ პატარა ნამცეცა.-ხელზე ხელს კიდებს და ლოყაზეც კოცნის. ალექსის მზერას ვგრძნობ, ალბათ ხვდება და უკვე მეც რა მინდა აღარ ვიცი. ღრმად ვისუნთქავ, ვცდილობ ალექსის მზერას გავექცე
-ნიკა რატომ მოხვედი?
-სალაპარაკო მაქვს იზი. გთხოვ... ვიცი არაფრის თხოვნის უფლება არ მაქვს, მაგრამ ლიზის ხათრით...-ლიზის ხსენებაზე ისეთი რეაქცია მქონდა ალბათ სახეზეც შემატყო და გაჩუმება ამჯობინა.
-ნიკა პრეტენზია გაქვს რამე?-ჩვეული მკაცრი ტონით ეკითხება ალექსი
-მე და იზის გვაქვს სალაპარაკო და გთხოვ ალექსანდრე!-მკაცრ ტონს არ კარგავს ნიკაც. პატარა ლიზიკო კი მათ შორის დგას და ხან ერთს უყურებს ხან მეორეს.
-გისმენ ნიკა-უდარდელად ვეუბნევი და სავარძელში ვკალათდები. უკვე დავიღალე ჩემი ბოლო რამდენიმე წლიანი დაძაბულობით. ამდენი ფიქრის შემდეგ კი ერთ ნორმალურ დასკვნამდე მხოლოდ დღეს მივედი. აღარ ვიფართხალებ, მოხდეს რაც მოსახდენია.
-ცალკე!-კბილებში ცრის და ალექსიც მოთმინებას კარგავს
-ტონი აკონტროლე!-რაც თავად უკვე აღარ გამოსდის
-ბავშვს შეაშინებთ. ნიკა თქვი თუ რამე გინდა და წადი რა. ან საერთოდ რატომ მოხვედი? ამდენი ხნის მანძილზე შენთვის თუნდაც ერთი სიტყვა მითქვამს?რატომ გადაწყვიტე, რომ შეგეძლო ასე უბრალოდ, ერთ შვენიერ დღეს ან ღამეს, მოსულიყავი?-ვცდილობ ჩვეული, დაბალი ტონით ვუთხრა.
-ვიცი, რომ დღესაც ჩემზე ფიქრობ.გიყვარვარ! იცი აქამდე რამდენს ვფიქრობდი? უაზროდ წავედი და უაზროდ გამიშვი შენც.-ჯერ მშვიდად ვუყურე,ნიკასაც და ალექსსაც. ალექსის დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო, ირონიული ღიმილით იყურებოდა,ლიზიზე ხელი ჩაეკიდა და კედელს მიყუდებოდა. ნიკა კი პირიქით, დაძაბული იდგა.
-იზი, იცოდე დნმ-ის ანალიზს მოვითხოვ- ტანში გამაცია, თვალებში დაჟინებით შევხედე და ისტერიული სიცილი დავიწყე.
-შენ.... შენ ითხოვ რამეს? თან ლიზის?.... მას ვინც შენი არაა? -სიცილს შორის ამოვთქვი. ღრმად ჩავისუნთქე და ისევ თვალებში შევხედე, ახლა უკვე ტირილი მინდოდა. ტირილი იმ შიშის გამო, რაც მისმა ნათქვამმა გამოიწვია.
-წამიკანე, მეძინება მამა-ხელზე დაექაჩა იზი და ყველამ გაოცებული მზერა მისკენ მივმართეთ. აი ახლა კი ცრემლები ვერ შევიკავე... ვუყურებ როგორ აჰყავს ხელში,მომღიმარ ალექსს ლიზი, ლოყაზე ძლიერად კოცნის და გულში იხუტებს.
-მაგის გარდა კიდევ რა პრობლემა გაქვს?- გადაჭრით ეკითხება ალექსი ნიკას.
-შენც არ იცი, რომ ისევ გიყვარვარ-ალექსს აიგნორებს და უკანასკნელ იმედს ებღაუჭება ნიკა. ახლა უკვე მხოლოდ მებრალება. იმ ერთი ღამის გამო, ჩემი თავიც და ისიც მებრალება.
-ნიკა როგორ გგონია, შევძლებ საყვარელ ადამიანს თვალებში უტეხად ვუყურო და ვუთხრა, რომ არ მიყვარს, მაშინ როცა მიყვარს?! შევძლებ? არა! შეიძლება ვუთხრა მაგრამ თვალებით არა. ეს თვალები გთხოვდნენ ერთ დროს ყველაფერს ახლა კი- მასთან ახლოს მივედი და თვალებში ძლიერი, დაჟინებული მზერით ჩავხედე- შენი არაფერი მინდა, არ მიყვარხარ... მინდა რომ წახვიდე ნიკა, თან ისე, რომ აღარ მოხვიდე. აქ შენი მოსასვლელი გზის ბილიკი არაა... სხვა გზა ნახე.. სხვა ადრესატი... და სიყვარულს თუ ვერ ისწავლი, ნდობის ფასი მაინც ისწავლე!
ლიზი ალექს გამოვართვი და საძინებლისკენ წავიყვანე. აღარ მინდოდა მეტის გაგრძელება. მე მისი გამოჩენისთვისაც არ ვიყავი მზად. ოთახში შევედი, ლიზიკო დავაწვინე და ისევ ავტირდი... შემეშინდა, რომ რაიმეს კიდევ გააკეთებდა, მაგრამ გასაოცარია, ისევ ალექსის იმედზე ვფიქრობ. გაუცნობიერებლად, უნებლიედ ინთება გულში მისი იმედები. მისი რეაქციაც მაფიქრებს, ყოველთვის მშვიდი ხასიათი აქვს, მაგრამ ახლა გახარებულს უფრო გავდა... ლიზი დავაძინე და აწკრიალებულ ტელეფონს დავწვდი
-გისმენთ
-იზი, სესილი ვარ. როგორ ხართ?-წკრიალა ხმით მომიგო
-სესი კარგად, შენ როგორ ხარ?-ვეცადე ლაღი ხმით მეკითხა
-კარგად. იზი, ალექსი შენთან ხომ არაა? ტელეფონს არ პასუხობს, გვიანობამდე უნდა ემუშავა, მაგრამ კლინიკაში არაა და ცოტა ვნერვიულობთ-ხმაზე ცოტა აღელვრბაც შევატყე
-მე... სესილი... ვეტყვი რომ წამოვიდეს. მხოლოდ... ის მხოლოდ ლიზის სანახავად მოვიდა.-თავის მართლებასავით გამომდიოდა, მაგრამ ვერც მოვატყუებდი
-არაუშავს იზი. მაგას ნუ მიხსნი. მთავარია მანდ არის. კარგი... ვეტყვი დედასაც.
-არა! ნუ ეტყვი... უფრო გაბრაზდება და ალბათ ინერვიულებს. ვეტყვი ალექსს და წამოვა მალე...
-კარგი იზი. მადლობა.-ტელეფონი გავთიშე და იქვე ტუმბოზე დავდე. ერთ წერტილს დავუწყე ყურება და ახლა, ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა დალევა იყო. ფიქრიც რომ ვეღარ შევძლო, აი ისეთი ალკოჰოლი მინდოდა. ალექსის მზერა ვიგრძენი, თავი ოდნავ გვერდით გადავწიე და მის თვალებს გავუსწორე მზერა. რამდენიმე წამის შემდეგ წარბები შევკარი და ვცდილობდი გამომეცნო ასე რა ახარებდა.
-სახლში გელოდებიან-რამდენიმე წუთის შემდეგ ვუთხარი.ხმა არ გამცა ისე შემოვიდა და დაკეტა კარები.
-უნდა წახვიდე-უფრო მკაცრად ვუთხარი და ისევ შევხედე. ახლოს მოვიდა და გვერდით დამიჯდა. არ მეხებოდა, ფიზიკურად არა.
-რატომ გეღიმება? -ვეღარ გავძელი და მაინც ვკითხე. ჯერ თვალებში მიყურა, დამაკვირდა... ისევ გამიღიმა
-ოხ იზი, იზი.... შენც არ იცი რა ადვილად წასაკითხი ხარ და ალბათ ისიც არ იცი, რა დოზით გიყვარვარ!-გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, მზერა ამემღვრა და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ისე წავიდა, კითხვაც ვერ მოვასწარი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. ბუნდოვნად ჩამესმა კარის ხმა. მეტი ფიქრის და აზროვნების თავი არ მქონდა, ლიზის ჩავეხუტე და დავიძინე.
მეორე დღეს,თვალების გახელისთანავე, დილით საათს დავხედე და ლიზიც გავაღვიძე
-დე ბაღში დაგვაგვიანდება, ჩემო პრინცესა, ადექი.
-შანდლო წაიდა? ალ მაკოჩა?-თვალების სრესვით ამოიბურდღუნა
-გაკოცა აბა რა ქნა, შე პატარა წერტილო, ისე გიყვარს მგონი მალე ვიეჭვიანებ-ლოყები ჩავუკოცნე და ნელ-ნელა მომზადებაც დავიწყეთ
-სენც მიკალხალ-დამამშვიდებლად ჩაილაპარაკა, ზედაც არ შემომხედა ისე გავიდა სამზარეულოში.
-ჰეი...ეს რას ნიშნავს.
-ალაფელს დედიკო, მე მინდა, შანდლოს ალა...
-ლიზი, შენ მალე მხოლოდ ორი წლის გახდები... მხოლოდ ორი წლის და მასე ნუ ლაპარაკობ.
-ლოგოლ?-გაკვირვებული თვალებით მიყურებს
-დიდივით
-მე დიდი ვალ! პამპესი აღალ მინდა
-დიდი კი არ ხარ, ზედმეტად დაკვირვებული ხარ. ზედმეტად... ზედმეტად გონიერიც და ხანდახან მაშინებ კიდეც.
-შანდლოსი გეშინია?
-ლიზი გეყოს. ჭამე!... ყოველ წუთში ნუ მახსენებ...
დამიჯერა და ხმა აღარ ამოუღია. თუმცა ამ სიჩუმით მანიშნებდა რომ მიუხედავად მისი ბავშვურობის, მაინც ყველაზე ახლოს იდგა ჩემს ფიქრებთან. ბაღის კართან დავშორდი, პირჯვარი გადავწერე და გავუღიმე
-ჭკვიანად დე... და მიყვარხარ
-მეც მიკალხალ ცემო დედიკო-იქამდე ვუყურე, სანამ თვალს არ მიეფარა. ვერ გავძლებდი მის გარეშე, ვერ ვიარსებებდი. წუხანდელზე ფიქრი მხოლოდ ახლა დავიწყე. შიშიც ვიგრძენი, მიუხედავად იმის, რომ ლიზი მარტო გავზარდე, ნიკას გარეშე, მაინც მეშინოდა მართლა არ მოეთხოვა ანალიზი, მერე რაღას ვიზავდი? იმედი უნდა მქონოდა, რომ ჩემთან დატოვებდნენ, მაგრამ თუ დაამტკიცებდა, რომ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, შემდეგ...
არა, არ უნდა მეფიქრა ამაზე, თავი გავაქნიე და საკუთარი თავი დავარწმუნე რომ არაფერი მოხდებოდა...
-იზი! -ზურგსუკან გავიგე, მკაცრი, მომთხოვნი ხმა, რომელიც აშკარად არ იყო ალექსის. ტანში გამცრა... არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებია. ზურგს უკან ვგრძნობდი მის მწვავე მზერას და შებრუნება ვერ მომეხერხებინა. ადგილიდან ვერ ვიძროდი, თითქოს ადგილს მივეყინე. მე არც გავნძრეულვარ, მან შემომიარა და ჩემს წინ გაჩერდა
-არ მელოდი?- ისეც ცივი ხმით, ოდნავ ხმამაღლა დაიძახა
-გთხოვთ...-ძლივს შევაერთე რამდენიმე ბგერა
-რას? რას მთხოვ?...
-გთხოვთ ქალბატონო... აქ არ გინდათ... გთხოვთ-უკვე იწყებდნენ ხალხი ჩვენს ყურებას, მე კი აქ, ბაღის წინ ჩემს გალანძღვას, ისევ ჯობდა სხვაგან მოვეკალი. ისევ ლიზის გამო... ისევ მის გამო...
-მართალი ხარ... -ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო- გამომყევი- უჩვეულო დაბალი ხმით მითხრა და მეც ჩემდაუნებურად დავემორჩილე...


მეც დედა ვარ და სწორედ ამიტომ მესმის იმ დედების ვინც მსგავს სიტუაციაში, მსგავსად იქცევა. შვილს იცავს, თავის სისხლსა და ხორცს, მაგრამ რატომღაც გვავიწყდება, რომ ის, ვინც მას უყვარს, ჩვენს შვილობაზე ამბობს თანხმობას. შენმა შვილმა შეიყვარა, გაუგო, აპატია...
და იქნებ შენც გეცადა იგივე?! ისევ შენი შვილის გულისთვის...
ისევ მისთვის...

***
უკვე ლიზისთან ერთად მისაღებში ვზივარ და ველოდები... ველოდები როდის დაირეკება ზარი კარზე. ველოდები რადგან ვიცი ადამიანს, რომელსაც ამდენი ხანი ახსოვხარ, შენს ერთ "წადი"-ს აღარ დაგიჯერებს. ვიცოდი რომ მოვიდოდა ისევ, შეიძლება დღეს არა. არც ხვალ... მაგრამ მოვიდოდა.
კარზე ზარის ხმა და მეც უფრო ვიძაბები. ამჯერად მარტო მე და ლიზი ვართ. უცნაურია, მაგრამ ალექსის აქ ყოფნა, უბრალოდ ყოფნაც რამხელა ძალა და იმედია ჩემთვის...
ხელისკანკალით ვაღებ და ტვინიც მის ინტუიციას 10 ქულას უწერს. მომღიმარი სახით, დაუპატიჟებლად მიემართება მისაღებისკენ.
-გელოდებოდი-არვიცი საიდან მაქვს ამხელა სითამამე, მაგრამ აშკარად გაოცებული მიყურებს
-რატომ? შენ არ მითხარი "წადი არ მიყვარხარ"-ო?
-მერე შენ მითხარი "კარგი"-ო?-გვერდულად ეღიმება და დივანზე კომფორტულად თავსდება
-არ დაგვიწყებივარ, ისევ გახსოვარ-ვითომ თავისთვის ბურდღუნებს
-ეკა როგორ გყავს?- აშკარად არ ელოდა ჩემგან ამ კითხვას. თავს გვერდით ატრიალებს და ამჯერად ლიზის უყურებს
-თვალებით მგავს მგონი ხო? როგორ ხარ ლიზუ?
-ეკუნას შვილი დაგემგვანოს. ჩემი შვილი შენ ვერ დაგემგვანება-საოცარი ირონიულობით კბილებში ვცრი და ლიზის ვეხუტები
-დე ალ მოწონს ეს ძია, ლიზუ დამიძაქა-მკლავზე მექაჩება ლიზი
-მალე წავა ლიზი, ნუ გეშინია
-ალ მესინია... ცემი მამიკო მოვა-საკუთარი თავი გაამხნევა...
-ბავშვს რა უთხარი ჩემზე?-უკვე სიბრაზესაც ვეღარ ფარავდა
-გაგიჟდი? ხმას დაუწიე, ვერ ხედავ ეშინია შენი. რა უნდა მეთქვა შენზე? რას წარმოადგენ, რა უნდა მეთქვა?
-იზი... ვიცი რომ ჩემია... ვიცი... გაზაფხულის პირას დაგშორდი, ლიზი კი სექტემბერში დაიბადა... დებილი გგონივარ? რატომ არ მოვედი, რატომ არ გნახე-ოთახში აქეთ-იქით სიარული და ხელების ქნევა დაიწყო
-მერე ეკუნას ვინ დაამშვიდებდა?
-ეგ საიდან იცი? ეკამ გითხრა?
-გაგიჟდი? არც ვიცნობ... იმ დღეს დაგინახეთ კაფეში... თავი დამანებე, ხომ ხედავ არც კი მაინტერესებს გკითხო რატომ მომატყუეთქო, არ მაინტერესებ ნიკა. წადი!-უკვე ვტიროდი...
-შენ არ შეგეხები... ვიცი რაც გავაკეთე. მე ლიზი მინდა!
-რა? არაა შენი... არა! -საყელოზე ხელი მოვკიდე და ძლიერად დავქაჩე-შენი არაა ნიკა... შენთან საერთო არაფერი აქვს.
-იმიტომ, რომ არ მიცნობს იზი. მომეცი უფლება ჩემს შვილთან მაინც ვიყო, თუ შენთან ვერ ვიქნები. ამის უფლება ხომ მაქვს?
-არა... არა... არა...
-რა ხდება?-ალექსის ხმაზე გავშეშდი, ხელები შევუშვი და მხოლოდ ახლა ვიგრძენი მისი ხელები წელზე
-არაფერი, ოჯახურ საქმეს ვარჩევთ. გინდოდა რამე?-დამცინავად უბრუნებს კითხვას ნიკა და წელზე ხელს ისე მიჭერს, რომ ტკივილისგან ვკვნესას ვერ ვიკავ.
-შანდლო...
-მოდი პრინცესა... როგორ ხარ?-ხელში აყავს ლიზი,თუმცა თვალებს არ გვაშორებს.
-ნიკა ხელი გაწიე მტკივა...-ჩუმად ვეუბნევი და ვცდილობ განვთავისუფლდე
-მეც მტკივა... ის სამი წელი მტკივა უშენოდ, რომ გავატარე და კიდევ ორი წელი ლიზის გარეშე რომ მაცხოვრე,წავიყვან და ახლა შენ იცხოვრე უიმისოდ!-ტვინი გამეთიშა, მზერაც დამებინდა... აღარ მახსოვს რას მეუბნეოდა, მხოლოდ ბოლო რამოდენინე სიტყვა შემორჩა ყურს და უამრავჯერ ჩამყვიროდა. ხელი ისე მოვიქნიე, ცხვირიდან სისხლი წასკდა.
-არ გაბედო... ნიკა დაგმარხააავ...-მთელი ხმით ვიღრიალე
-ჰეი ჰეი... იზ დამშვიდდი-უკნიდან მომეკრო ალექსი და ოთახის მეორე ბოლოსკენ წამიყვანა.
-მოვკლავ ალექს... -ჩუმად სვენებ-სვენებით ძლივს წარმოვთქვი და კედელზე ჩავცურდი.
მახსოვს როგორ მივიდა ნიკასთან... როგორ წამოაყენა და ახლა თავად დაიჭირა საყელოებით. კარგად არ მესმოდა რას ეუბნეოდა, მაგრამ აშკარად მოქმედებდა. ბოლოს ხელი ძლიერად მოუქნია და ნიკაც წავიდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი რომ თავი ძლიერად მტკიოდა, თვალებში მაწვებოდა და შავი ფერი მატულობდა. თავი კედელს მივადე, ქუთუთოები ერთმანეთს რამდენჯერმე ძლიერად დავაჭირე, თუმცა არაფერი.. ისევ შავდებოდა... ნელ-ნელა... ჩემს ჯიბრზე...
-დაძაბული ხარ იზი, ცოტა მოეშვი...-შორიდან გავიგონე ალექსის ხმა და მის ამჭყვიალებულ თვალებს შევხედე
-შავდები... ალექს... ლიზი სად ხარ?
-ჩუ... ნუ იძაბები, კარგადაა, სესილიმ გაიყვანა, მოდუნდი იზი-პირში წამალი ძალით ჩამიდო და წყალიც მან დამალევინა... არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი დივანზე. თვალები, რომ გავახილე, პირველი ალექსის მზერას წავაწყდი. თავთით მეჯდა და მაკვირდებოდა...
-ლიზი...
-კარგადაა, სესიმ დააძინა-უჩვეულოდ დამთბარმა მითხრა
-შენ? როგორ შეგიძლია ასეთი იყო ალექს?
-ასეთი??? ხო რაღაცნაირად სხვანაირი ვარ. ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში ვხვდებოდი.
-აღარც მე ვარ თბილი ალექს...
-თავად მოხვედი ჩემამდე, გახსოვს?!
-ხო მაგრამ მაშინ ღამე ვიყავი... ახლა კი ცივი და უგრძნობი მთვარე ვარ.ახლა ჩემი თავის მე მეშინია...
-მე მინდა ვიყო ღამე იზი... ოღონდ მთვარიანი...
-ვერ შეეგუები... გეცოდინება რომ შენთვის ვიქნები, მაგრამ შეეგუები იმას, რომ ჩემთვის ყოველთვის პირველი იყავი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი და ჩემივე დაუკვირვებლობით მეორე აღმოჩნდი? შეძლებ დაივიწყო წუთები როცა მიყურებდი მაშინ, როცა სხვასთან ვიყავი? დავიგვიანე ალექს და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ასე უფრო სწორია...
-იქნებ მე დავაგვიანე დაძახება იზი?
-შენ რომ შეეგუო, მე როგორ გავუძლო ალექს...
გელოდო... გიყურო... გეძახდე... მიყვარდე და მის იქით, შენს იქით ყოველთვის იდგეს, შენზე პირველი მაგრამ შენს ზურგსუკან... არა, ასე ვერ გაგწირავ...
-შენ არაფერს გთხოვ!
-რატომ ეგუები მეორე ადგილს როცა პირველი ხარ? ჩემი თავი სხვისი თვალით რომ მანახა, არც კი შევხედავდი ისე შემძულდებოდა, მაგრამ ახლა უარესად მძულს, არ გიმსახურებ, მე შენნაირ ადამიანს არ ვიმსახურებ.
ხო მე დავკარგე... შევეგუე... მეტკინა... დავკარგე მაგრამ მაინც ადვილად გადავიტანე, თითქოს თავიდანვე ვიცოდი, ვიცი რომ ბედნიერებისთვის არ ვარ გაჩენილი... და მაინც გადავიტანე იმით, რომ შენ მყავდი.
რწმენა... იმედი... საყრდენი... ყველაფერთან და ყველა ფერთან ერთად.
მაგრამ...
მხოლოდ ნიკას წასვლით მივხვდი, რომ ის კი არა, შენ იყავი ჩემი ფერადი სამყაროს მხატვარი. სამწუხაროდ, ადამიანების არჩევაში ვცდებით ხოლმე...
ჩემს თვალებში მუდამ იქნება შენდამი სიყვარული ალექს, მაგრამ მეგობარიც ეყოლება... სინანული...
მეგონა შემეძლო სიყვარული, მას ვცნობებივარ მხოლოდ, მე-არა. -ჯერ ჩუმად მისმენდა, არანაირი ემოცია არ ეტყობოდა სახეზე...სიყვარულით შემომხედა, გამიღიმა და მითხრა
-არ მიყვარს ერთხელ თქმულის გამეორება, მაგრამ ახლა ვიტყვი და ალბათ შურღაიაც არ მიწყენს.ერთხელ კითხეს "როგორ იხსნებაო
სიყვარული?
აბა მე რავიი...
რამდენი კაცია,იმდენი ახნა
აქვს.
არიან ერთნი,რომ პაემანზე მიდიან,იებით ხელში. აჩუქებენ ყვავილებს,აკოცებენ ლოყაზე და ჩურჩულით ეტყვიან-მიყვარხარ.
არის მეორე:
შეკრებენ თავებს და ძმაკაცებს, ისრიალებენ სადარბაზოსთანდა მშრალ ასფალტებს დაასველებენამოკაწურული სიტყვით-"მიყვარხარ".სერენადებით თუ რაღაცმსგავსით,დაუბზარავენ ფანჯრებს წამწამებს.გადმოხედავენ ადრესატები, და მიყვარხარზე ,ერთ სიტყვას-"მეც" გადმოუგდებენ სართულებიდან.
არის მესამე:
თვითონ ხტებიან სართულებიდან და ტოვებენ მაგიდაზე წერილს,სადაც გაკრული ხელით წერია:ვერ შეგიფერე, ვერასოდეს ვიქნებით ერთად,მაპატიე, მშვიდობით.ამ წერილს ყოველთვის ახლავს სინანულის წერტილად ცრემლი.
არის მეოთხეც-
როგორიც მე ვარ.
შემიძლია,არასოდეს გითხრა "მიყვარხარ", რადგან ჩემს თვალებს, შეუძლიათ იყვირონ ყველაზე მეტად,როცა გხედავენ.რადგან ჩემს დუმილს შეუძლია,მილიონ "მიყვარხარ"-ზე მეტი ილაპარაკოს.რამეთუ ქვეყნად არის ისეთი,რაც არ იხსნება,და უნდა იგრძნო სიყვარულია."

არც მე ვარ ის ადამიანი ყოველ ამოსუნთქვაზე "მიყვარხარ" გითხრა, ამას უნდა გრძნობდე იზი. ამდენი ხნის მანძილზე ისიც უნდა გაგეგო რომ არ ვარ ის ადამიანი რამე ადვილად დავთმო. შეიძლება ლიზი ჩემი შვილი არაა, მაგრამ ჩემსთვალწინ გაიზარდა. ვიტყვი და ვამბობ რომ ჩემია, მარტო ჩასახვა არაა საქმე... გაზრდაა მთავარი, თორემ მაგას ყველა ახერხებს. ნიკა აღარ მოვა და შენც დაივიწყე. უბრალოდ არ ყოფილა და მორჩა კარგი?
-რა უთხარი ნიკას?
-არ არსებობს-თქო იზი! -გავჩუმდი თუმცა თავს ძალა დავატანე გამეხსენებია.

"-ახლა მომისმენ რადგან აღარ გავიმეორებ, გასაგებია? აქამდეც ძლივს გავჩუმდი. ეტყობა გასაგებად ვერ აგიხსენი რომ იზიც და ლიზიც ჩემები არიან, და თუ ვინმე მათ შეეხება, ესე იგი ცდება."-კბილებში ცრის, მუჭს ძლიერად არტყავს და რაღაც ფურცელს აწოდებს. კიდევ რაღაცას ეუბნევა და შემდეგ აღარ მახსოვს...
-ალექს რა ფურცელი მიეცი?
-ვის?
-აი იმას... უხსენებელს... რომ არ არსებობს...-ვეცადე გამეღიმა
-იზი...
-კარგი აღარ მაინტერესებს...მოვრჩი... გამაჩუმე...
-ხვალ ჩემთან გადმოხვალ!
-რა?? დედაშენი... არა ალექს. -სახე ალეწილმა ლამის ვიკივლე
-დედაჩემი რა?! რა ქნა დედაჩემმა?-ინტერესიანი მზერა მომავლო
-არაფერი... უბრალოდ... -აღარ ვიცოდი რა მეთქვა
-ოხ იზი..იზი ....-ახლოს მოვიდა და სახეზე ხელი მომკიდა.- როცა გკითხა, თუ გიყვარს დაშორდებიო რა უპასუხე?-თვალები გამიფართოვდა. არ ველოდი... რა იცოდა?!...
რა ვუპასუხე?
***
"-მოკლედ იზი-სკამს წევს და ნელა ჯდება-პირდაპირ გკითხავ, რა ურთიერთობა გაქვთ შენს და ჩემს ალექსანდრეს?-თვალები ამემღვრა, თავი დავხარე. მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. იქნებ იმიტომ, რომ ვერ ვუთხარი.
-მე... მიყვარს-ჩუმი, ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და ცრემლებიც გადმომცვივდა.
-რატომ ამბობ "მიყვარს" და არა "ერთმანეთი გვიყვარს"?-მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ვიცოდი პასუხს ელოდა, მაგრამ არაფერი მქონდა საპასუხო
-კარგი...-თქვა ცოტა ხნის შემდეგ-ლიზი მისი შვილია?
-ა რ ა-ისევ ძლივს მოვახერხე პასუხის გაცემა
-გასაგებია...-მშვიდი, სევდიანი ხმით გააგრძელა-იმდენად გიყვარს, რომ მის გამო აქედან წახვალ?-სუნთქვა შემეკრა. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და ღრმად ამოვისუნთქე. ნელ-ნელა მზერა გავუსწორე და ცრემლიანი თვალებით, ათრთოლებული, მოკანკალე ხმით ვუპასუხე
-თუ მეცოდინება რომ კარგად იქნება. თუ უჩემოდ კარგად იქნება, მაშინ წავალ
-კარგი... ახლა ყველაფერი გავიგე... მე თავად მივხედავ ყველაფერს-მკაცრი ხმით თქვა და დამტოვა... დამტოვა ატირებული...
უიმედოდ...
უალექსოდ...

***
-ალექს შენ რა იცი მე რა მკითხა?
-ამდენი იმიტომ ილაპარაკე, რომ დამშორებოდი? რას ვერ შეძლებ? ახლახანს ჩემი სათქმელი გითხარი... ახლა მე გეკითხები, უშენოდ კარგად ვიქნები იზი?
-ალექს ის დედაა
-შენ ცოლი!
-რა?-ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. ფეხდაფეხ მივყევი მეც
-რა თქვი ალექს? ამიხსენი!...
-დედაჩემს რომ არ ეთქვა, სხვანაირად რომ გაეკეთებინა... დედაჩემი რომ სხვანაირი მყავდეს, ასე იოლად გამიმეტებდი?
-ალექს, მე თუ ამირჩევდი, მას დაკარგავდი. ვიცი დედის გარეშე რაცაა ცხოვრება. მერე რა რომ მამაკაცი ხარ?! არ გტკივა? გული არ გაქვს? შენ იგივეს არ განიცდიდი რასაც მე? ან მე უნდა დამკარგო ან ის. ის დედაა ალექს. მთელი 26 წელი დამატებული ის ცხრა თვეც, რომელიც არ გახსოვს, მაგრამ რომელიც იმაზე მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე წარმოიდგენ, გვერდიდან არ მოგშორებია. მასაც ისე ტკიოდა და უხაროდა როგორც შენ. ამიტომ მე გადავწყვიტე შენს მაგივრად!-ცრემლები მოვიწმინდე და ამღვრეული მზერა მივაპყარი
-მერე მე რატომ არ მაცდი მოვაგვარო.იქნებ ორივეს გიტოვებთ იზი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებზე მაკოცა
-ასე ვერ იქნება ალექს. ხომ იცი?
-შენ ჩემი ცოლი ხარ!-ამჯერად შუბლზე მაკოცა, თუმცა ხელის გაშვება არ უფიქრია.
-რას ბოდავ?-ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, გამომიწოდა და თვად ისევ მისაღებში დაბრუნდა. გაოგნებული ვუყურებ ფურცელზე დაბეჭდილ ასოებს და თვალებს ვერ ვუჯერებ
-ეს... ეს ალბათ ყალბია ხო? მე ხელი არაფერზე მომიწერია
-მე მოვაწერე!-უდარდელი სახით ზის დივანზე.
-მერე ჩემიც ხომ უნდა?. მე არ მომიწერია. არც გითხოვია... არაფერი გითქვამს
-უნდა მეთხოვა? პასუხი ვიცოდი!
-გასაგებია მაგრამ არ მომიწერიათქო ალექს. ყალბია?
-არა! ჯვრის წერას შენ მოგანდობ!
-აბა როგორ?
-ვაიმე ცუდად ვარ
-უფრო ცუდად გახდები დედაშენი თუ მოვიდა და პასუხი მომთხოვა
-დედაჩემის ასე გეშინია? სერიოზულად?-აშკარად ეტყობა სიცილს ძლივს იკავებს
-ალექს ასეთი როდის იყავი?
-ხანდახან ხომ შეიძლება გავიღიმო?
-ასეთ სიტუაციაში არა ალექს, არა!
-კარგი.ლიზის ბაღში ხელს ხომ აწერ ხოლმე?
-კი, როცა მიმყავს და გამომყავს
-ხოდა ნანამ შეგიცვალა ქორწინების მოწმობით ის დასწრების თუ რაღაც საბავშვო "თაბახი"
-ნანა ვინაა?-გაკვირვებული ვაწყვეტინებ საუბარს და მის უფრო გაოგნებულ მზერას ვიღებ საჩუქრად. ჯერ იღიმის შემდეგ კი მიხსნის.
-დედაჩემი იზი!
-დედაშენი?-ყურებს არ ვუჯერებ, სავარძლის სახელურზე ვჯდები და გაოგნებული ვუყურებ ფურცელს. რანაირად ვერ შევამჩნიე...არვიცი რამდენი ხანი ვზივარ ასე, ალბათ ჩემი ყურებით დავღალე. ხელს მკიდებს, მასთან ახლოს მსვავს და ახსნას მიწყებს.
-იზი... ნანა დედაჩემი არაა, მან გამზარდა დაბადებიდან დღემდე. მისი დამსახურებაა ასეთი რომ ვარ.სესილისგან არ გამომარჩევს, მისნაირად ვუყვარვარ. შენმა ამბავმა კი თავის თავი გაახსენა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით...
-და...
-და ის, რომ ჩვენს შორის არ ჩადგება
-და...
-და?
-ჩვენ...
-ხო ჩვენ... სახლში გადავდივართ!
-ცუდად ვარ...-ძლივს ვასწრებ თქმას ისე გავრბივარ საპირფარეშოში.
-რა გჭირს იზი? ხვალვე ანალიზებზე მივდივართ.
-დამაცდი თუ ახლავე წავიდეთ? ყველაფერი შენს ნებაზე უნდა იყოს, თან ყოველთვის?
-და აქამდე მაგაში ეჭვი გეპარებოდა?-თვალს მიკრავს და მისაღებში გავყავარ...
-ლიზი როდის მოვა?
-ლიზი დღეს ჩემებთან იქნება.
-ალექს, ის არსად დარჩენილა
-მამას დაუჯერებს!
-კ ა რ გ ი-დამარცვლით ვამბობ და ვცდილობ გინებაში დავლაგდე-მოიცა მამაო რომ დაგიძახა ლიზიმ იცოდა ყველაფერი?
-ნუ მოგვარების პროცესში ვიყავი, მაგრამ მარტო ლიზის ვუთხარი.
-როგორ გავხარ დედაშენს და როგორ გემგვანება ლიზიც? ჯერ "ლიზუ" ს ჟღერადობა არ მოეწონა, მერე ცალკე მებუზღუნებოდა...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა... ყოველთვის მშიშარა გოგოს, ახლაც მეშინოდა... ახლა იმაზე უარესად ვიდრე ადრე.
-მეშინია...
-რისი?
-ბედნიერების დამთავრების...
-არ დავმთავრდებით!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე არ აღიქმებიან....

და ამიტომ

მე ვარ ძლიერი, იმიტომ რომ ვიყავი სუსტი. აღარ მეშინია იმიტომ, რომ უკვე მეშინოდა. ვარ ბრძენი, იმიტომ, რომ უკვე ვიყავი სულელი


____________
აბა ძლიიივს მოვედი თქვენამდე და იმედი მაქვს რომ ისევ აქ იქნებით, ჩემთან. პირველ რიგში დიდი ბოდიში ამხელა პაუზისთვის. იმედი მაქვს გამოვასწორე. ბარემ დასასრულთან ერთად დავდოთქო.
არვიცი მოგეწონებათ თუ არა...
არვიცი გაგიმართლეთ თუ არა იმედები...
არვიცი რა პოზიცია გექნებათ, მაგრამ მეც ვიტოვებ იმედს რომ მიმიღებთ ისე, როგორც დავწერე.
და ბოლოს
დიდი დიდი მადლობა ჩ ე მ ს გოგონებს,პოზიტივებს და უზომოდ თბილებს la-na, პირველი თავიდან დღემდე ტკბილო.
ნონა (მიხვდები :დ) კვლავ ჩემთან ერთად რომ ხარ.
Chikochiko პოზიტივო. Nawkas12345 ❤❤❤
თაკოთაკო, teke22, mia15,kati, salo123, ნანა777, tata-tata-54321. Guest shorena, ucnoni ... უღრმესი, უდიდესი მადლობები... მართლა ძვირფასები ხართ ტქვენ და თქვენი კომენტარები. მადლობა მათ, ვინც თუნდაც ერთი თავი მაინც წაიკითხა... ან მათ, ვინც დღდე ჩემთანაა (უბრალოდ არ ჩანს :დ ) მომენატრებით


მიყვარხართ და მიხარიხართ



№1 სტუმარი Noo on

Chemi gogo. Rogor gamaxareeee..... Dzliivs raa izis bedniereba maxarebs....... Sul boloshi ragac nachqarevi mechvena dasasruli tu me armindoda ro damtavrebukiyo ber mivxvdi..... Chemi gogo xar shen da velodebi shen axal istorias moutmenlad.....

 


№2  offline წევრი kethrine

Noo on
Chemi gogo. Rogor gamaxareeee..... Dzliivs raa izis bedniereba maxarebs....... Sul boloshi ragac nachqarevi mechvena dasasruli tu me armindoda ro damtavrebukiyo ber mivxvdi..... Chemi gogo xar shen da velodebi shen axal istorias moutmenlad.....

ნონა, შენ ხარ ჩემი პოზიტივი და სტიმული. მიხარია თუ მოგეწონა ❤❤❤❤❤ნაჩქარევი იყო? რავიცი... არადა არ მინდოდა მეჩქარა... მაპატიე ❤❤❤ მომენატრები ეგ კი ზუსტად ვიცი :) :)
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე რა მაგარი იყო. დასასრული მაინც შენეული და საინტერესო. ნიკას არსებობა სულ დავიწყებული მქონდა, მაგრამ ესეც მოგვარდა. ხშირად ხდება, რომ ისტორია კარგია, მაგრამ დასასრული იმდენად არ გამოდის კარგი. შენ კი ამას არაჩვეულებრივად ახერხებ. მოკლედ საოცარი გოგო ხარ, სულ უნდა წერო და წერო. წარმატებებს გისურვებ ჩემო გოგო❤

 


№4  offline წევრი kethrine

Chikochiko
ვაიმეე რა მაგარი იყო. დასასრული მაინც შენეული და საინტერესო. ნიკას არსებობა სულ დავიწყებული მქონდა, მაგრამ ესეც მოგვარდა. ხშირად ხდება, რომ ისტორია კარგია, მაგრამ დასასრული იმდენად არ გამოდის კარგი. შენ კი ამას არაჩვეულებრივად ახერხებ. მოკლედ საოცარი გოგო ხარ, სულ უნდა წერო და წერო. წარმატებებს გისურვებ ჩემო გოგო❤

მე კი ვფიქრობ მართლა ვიჩქარეთქო. მადლობა ჩემო ტკბილო გოგო დიდი. აი უზომოდ მიხარია თუ მოგეწონა. ვეცადე კარგი გამოსულიყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამდენხნიანი, გვერდით დგომისთვის ჩემო გოგო. თითოეული შენი სიტყვა ჩემთან იქნება. ❤❤❤❤❤ მომენატრები ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Hei ramagari xar. Gamixardi dzalian..
vfiqrob erterti yvelaze warmatevuli istoria iqneba shentvis es istoria.
Rogor gelodebodi xolne.
Gamixarda rom minawershi momixsenie vgijdebi yiradgebian avtorebze. Tumca shenze isedac vgijdebi.
Ukmayofilesi var aseti dasasrulit. Shens gverdshi var veli shemdegs aba shen iciiii.....

 


№6 სტუმარი No oon

kethrine
Noo on
Chemi gogo. Rogor gamaxareeee..... Dzliivs raa izis bedniereba maxarebs....... Sul boloshi ragac nachqarevi mechvena dasasruli tu me armindoda ro damtavrebukiyo ber mivxvdi..... Chemi gogo xar shen da velodebi shen axal istorias moutmenlad.....

ნონა, შენ ხარ ჩემი პოზიტივი და სტიმული. მიხარია თუ მოგეწონა ❤❤❤❤❤ნაჩქარევი იყო? რავიცი... არადა არ მინდოდა მეჩქარა... მაპატიე ❤❤❤ მომენატრები ეგ კი ზუსტად ვიცი :) :)

Shen arivi rogror gamaxare sheni yuradgebit... Saocari tbili gogo xar da udides warmatebebs gisurveb..... Male dagvibrundi

 


№7  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო ყოჩაღ შენ ძალიან მაგარი იყო აღფრთოვანებული ვარ <3 <3 <3
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№8  offline წევრი kethrine

nawkas12345
Hei ramagari xar. Gamixardi dzalian..
vfiqrob erterti yvelaze warmatevuli istoria iqneba shentvis es istoria.
Rogor gelodebodi xolne.
Gamixarda rom minawershi momixsenie vgijdebi yiradgebian avtorebze. Tumca shenze isedac vgijdebi.
Ukmayofilesi var aseti dasasrulit. Shens gverdshi var veli shemdegs aba shen iciiii.....

მოდი დავიწყოთ თავიდან :) შენ კომენტარებს სხვადასხვა ავტორების ისტორიებზე, ხშირად ვხედავდი ხოლმე, იქიდან მახსოვდი და სიმართლე გითხრა ჩემთანაც რომ შეგამჩნიე პირველი რეაქცია გაკვირვება იყო,შემდეგ გახარება. მადლობა ყველა იმ სიტყვისთვის რაც აქამდე დაგიწერია ჩემთვის. მერწმუნე მინაწერში დაწერილი მადლობის სიამოვნება არაფერია იმასთან შედარებით რასაც შენ მაგრძნობინებდი თითოეული სიტყვით. ასე რომ ეს მცირედია რაც შემიძლია გავაკეთო. მადლობა კიდევ ერთხელ

No oon
kethrine
Noo on
Chemi gogo. Rogor gamaxareeee..... Dzliivs raa izis bedniereba maxarebs....... Sul boloshi ragac nachqarevi mechvena dasasruli tu me armindoda ro damtavrebukiyo ber mivxvdi..... Chemi gogo xar shen da velodebi shen axal istorias moutmenlad.....

ნონა, შენ ხარ ჩემი პოზიტივი და სტიმული. მიხარია თუ მოგეწონა ❤❤❤❤❤ნაჩქარევი იყო? რავიცი... არადა არ მინდოდა მეჩქარა... მაპატიე ❤❤❤ მომენატრები ეგ კი ზუსტად ვიცი :) :)

Shen arivi rogror gamaxare sheni yuradgebit... Saocari tbili gogo xar da udides warmatebebs gisurveb..... Male dagvibrundi

არვიცი როდის დავბრუნდები მაგრამ ის კი ვიცი უზომოდ რომ მომენატრები'თ.... მადლობა შენ ჩემო კარგო... მე არაფერი გამიკეთებია kissing_heart

თაკოთაკო
ვაიმე ეს რა იყო ყოჩაღ შენ ძალიან მაგარი იყო აღფრთოვანებული ვარ <3 <3 <3

დიდი მადლობა თაკო, მიხარია თუ მოგეწონა, მიხარია თუ ჩემთან ხარ. მადლობა ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Didi madloba kathrine!!!

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

რომ არ მინდოდა დასრულება ჯერ.მომენატრება ეს ისტორია. რა გითხრა აღარ ვიცი.ვგიჟდები, ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე.ზუსტად ისეთი ტკბილი და კარგი დასასრული იყო,როგორსაც ველოდი.არცერთ თავზე გაგიცრუებია იმედები და ბოლო სასწაული იყო.ყოჩაღ ნანას ბოლო სვლა მომეწონა მისი.ნუ ისტორია რომ მომწონს მოგეხსენება და შენზე ჭკუა მეკეტება ეგეც ❤❤❤ მალე დამიბრუნდი ახალი ისტორიით.თავი არ მომანატრო ❤❤❤
--------------------
ლანა

 


№11  offline წევრი kethrine

nawkas12345
Didi madloba kathrine!!!

kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes

La-Na
რომ არ მინდოდა დასრულება ჯერ.მომენატრება ეს ისტორია. რა გითხრა აღარ ვიცი.ვგიჟდები, ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე.ზუსტად ისეთი ტკბილი და კარგი დასასრული იყო,როგორსაც ველოდი.არცერთ თავზე გაგიცრუებია იმედები და ბოლო სასწაული იყო.ყოჩაღ ნანას ბოლო სვლა მომეწონა მისი.ნუ ისტორია რომ მომწონს მოგეხსენება და შენზე ჭკუა მეკეტება ეგეც ❤❤❤ მალე დამიბრუნდი ახალი ისტორიით.თავი არ მომანატრო ❤❤❤

მადლობა ჩემო ტკბილო, თბილო და გასაგიჟებელო გოგო... რაღაც მომენტში მეც ნონასავით ვიფიქრე ვიჩქარეთქო, მაგრამ რაღას ვუზამ. გვიან ვდებდი ხოლმე და წნევა მიწევდა :დდ მიხარია თუ მოგწონს... რაც შეეხება ნანას რეაქციას. დამავიწყდა "გამეშიფრა". მოკლედ თავიდან როგორც ყველა დედას, მასაც გული ეტკინა მაგრ დამეთანხმები სხვა შეხედულებაც ექნებოდა იზის მიმართ. მათ დიალოგს კი სულ სხვა სახე მიეცა და სწორემ იმ პასუხის შემდეგ დაფიქრდა კარგად ჩვენი "სადედამთილო". მადლობა ჩემო საყვარელო გოგო უღრმესი. პირველი თავიდან დღემდე მოყოლებული რომ ჩემს გვერდით ხარ, მამხნევებ და ძალას მმატებ. მიყვარხარ მე შენ ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№12  offline წევრი Tskrialashvili Mariami

გამოვშტერდი!
დღეს წავიკითხე ყველა თავი და არვიცი როგორ გამოვხატო ის ემოცია, რაც ამის წაკითხვის დროს ვიგრძენი <3 შენხარ უნიჭიერესი <3

"მე ვარ ძლიერი, იმიტომ რომ ვიყავი სუსტი. აღარ მეშინია იმიტომ, რომ უკვე მეშინოდა. ვარ ბრძენი, იმიტომ, რომ უკვე ვიყავი სულელი" - უკომენტაროდ :*
ეს სიტყვები რომ მოგპარო ხო შეიძლება?? :დ

 


№13  offline წევრი kethrine

Tskrialashvili Mariami
გამოვშტერდი!
დღეს წავიკითხე ყველა თავი და არვიცი როგორ გამოვხატო ის ემოცია, რაც ამის წაკითხვის დროს ვიგრძენი <3 შენხარ უნიჭიერესი <3

"მე ვარ ძლიერი, იმიტომ რომ ვიყავი სუსტი. აღარ მეშინია იმიტომ, რომ უკვე მეშინოდა. ვარ ბრძენი, იმიტომ, რომ უკვე ვიყავი სულელი" - უკომენტაროდ :*
ეს სიტყვები რომ მოგპარო ხო შეიძლება?? :დ

მე როგორ გამოვხატო ის სიხარული,რაც შენმა კომენტარმა მომიტანა?! მადლობა უღრმესი, უდიდესი... kissing_heart kissing_heart kissing_heart
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№14 სტუმარი No oon

Momenatre ne sheen..... Male gamochndi raa

 


№15  offline წევრი kethrine

No oon
Momenatre ne sheen..... Male gamochndi raa

ვაიმე როგორ უზომოდ გამეხარდი ნონა. ვწერ საყვარელო ახალს, ოღონდ როდის დავიწყებ ატვირთვას არ ვიცი, არ მინდა გალოდინოთ ხოლმე ამიტომ ცოტა თავებს წინ წავიგდებ-მეთქი. მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. მიყვარხარ და გაფასებ ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№16  offline წევრი Barbare ❤

wavikitxee.. gushin agmovachine es istoria da pirveli tavis wakitxvis shemdeg ise chamitria vegar movwydi <3 es kvira sheni istoriebi mavsebs siyboti, sixarulit, siyvarulit da dadebiti energiit.. "mshvenialurad" wer <3

titoeul tavze mindoda dametovebina chemi reaqcia magram imdenad chamitria ver vcherdebodi.. iset grmad da bunebrivad wer sheudzlebelia ar mogewonos.
aleqsi mgoni mec shemiyvarda... titoeuli personaji gansakutrebuli da daxvewilo gyavs da es idealur istorias qmnis.

 


№17  offline წევრი kethrine

Barbare ❤
wavikitxee.. gushin agmovachine es istoria da pirveli tavis wakitxvis shemdeg ise chamitria vegar movwydi <3 es kvira sheni istoriebi mavsebs siyboti, sixarulit, siyvarulit da dadebiti energiit.. "mshvenialurad" wer <3

titoeul tavze mindoda dametovebina chemi reaqcia magram imdenad chamitria ver vcherdebodi.. iset grmad da bunebrivad wer sheudzlebelia ar mogewonos.
aleqsi mgoni mec shemiyvarda... titoeuli personaji gansakutrebuli da daxvewilo gyavs da es idealur istorias qmnis.

ბაბი, ჩემი ბაბი ❤❤❤❤ მადლობა კიდევ ბევრჯერ. არ მომწყინდება შენს მიმართ მადლიერება ❤❤❤❤ შემთხვევით შემოვედი კომენტარებში და შენი კომენტარიც აღმოვაჩინე, (კომემტარის დატოვების შემთხვევაში, მომდიოდა სმს პირად შეტყობინებებში, ახლა ასე აღარ ხდება) ამიტომ ისტორია უნდა შემოწმდეს რომ კომენტარი ვნახო ხოლმე. მაპატიე თუ გვიან გნახე ❤❤❤❤❤???????????????? ჩემი ბაბი ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent