შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 2/The one with The Howl


15-09-2017, 20:39
ავტორი Fllickan
ნანახია 1 347

ვენდი ბლექვუდი ყველაზე ლამაზი გოგო იყო გრინეიჯში. მას ყავდა ტყუპისცალი ძმა,რობი,და ორი უმცროსი და-ქეითი და უილოუ. სკოლაში ყველა გოგოს შურდა ვენდის სილამაზის,მისი მუქი ყავისფერი,მოელვარე თმების და მომწვანო მოყავისფრო შველის თვლების.ყველა ბიჭი გიჟდებოდა მის ტანზე და გრძელ ფეხებზე. და ყველა მასწავლებელს მოსწონდა ვენდი,რადგან ის განსხვავდებოდა სხვა ხმაურიან,ცანცარა გოგოებისგან,რომლების მხოლოდ თავიანთ ჩაცმულობაზე,გარეგნობაზე და ბიჭებზე ლაპარაკობდნენ. ვენდის კი არ სჭირდებოდა საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა,რადგან ის ბუნებრივად იყო ლამაზი,და ერთადერთი ბიჭი,რომელიც ვენდის უყვარდა იყო ფალანდრიელი-ელფი,როგორც ვენდი.

სექტემბრის გრილ საღამოს,ვენდი თავისი სახლის აივანზე იჯდა და თავის საყვარელ წიგნს კითხულობდა,როცა უეცრად ყმუილი მოისმა. ყველამ იფიქრა,რომ ეს უბრალოდ ძაღლი,ან რომელიმე მეზობლის ბავშვი იყო,რომელმაც ხუმრობა გადაწყვიტა,როგორც წინა ზაფხულს,როცა ერთმა ბავშვმა მთელი სამეზობლო შეაშინა თავისი ყმუილით,რადგან ყველას მგელი ეგონა. მაგრამ ამჯერად ყმუილი ნამდვილს გავდა.ვენდის დედა,ჯეინ ბლექვუდი მაქცია იყო და შვილებს ყველაფერი ასწავლა მაქციების შესახებ.
-მაქციები ბოროტები არიან,ბავშვებო-თქვა მან ერთხელ-მათ სისხლი სწყურიათ და ხანდახან ადამიანებსაც ჭამენ.
-მაგრამ შენ ხომ ბოროტი არ ხარ-თქვა რობმა,რომელიც იმ დროს მხოლოდ
წლის იყო.
-იმიტომაც არ ვცხოვრობ ჩემს ხალხთან ერთად.
-შენი მშობლებიც მაქციები არიან?-ჰკითხა ვენდიმ.
-მხოლოდ მამაჩემი,მაგრამ ისიც კარგი მაქციაა.მორჩა,ძილის დროა,წადით თქვენს ოთახში.
ვენდის გაახსენდა რაც დედამ უთხრა-"როცა მაქციას დაინახავ,ან მის ხმას გაიგებ,გაიქეცი"
ამის გახსენებაზე ვენდის სისხლი გაეყინა ძარღვებში.
-შენც გაიგე?-ჰკითხა რობმა და სიგარეტს მოუკიდა.
-კი. შენი აზრით ეს ძაღლი იყო თუ...
-ეს მაქცია იყო.
-საიდან იცი?
-მგლები 20იანი წლების შემდეგ გრინეიჯში არავის უნახავს,და ძაღლები ასეთ ხმას არ გამოსცემენ.
-მაგრამ შენ არ იცი,როგორ ხმას გამოსცემს მაქცია.
-ვიცი.
-საიდან?
სანამ რობი დაფიქრდა რა ეთქვა,ეზოს კარი ბენმა (ვენდის ყოფილმა ბოიფრენდმა) შემოაღო და თქვა-დატოვეთ ქალაქი,ახლავე.
-რა? რატომ?-ჰკითხა ვენდიმ გაკვირვებულმა.
-გთხოვ...უბრალოდ,წადით-ბენი შეწუხებული ჩანდა და ამან ვენდი ცოტა არ იყოს შეაშინა.
-რა ხდე...ბა?-ჰკითხა ვენდიმ,მაგრამ ბენი უკვე წასული იყო.
-ჩაალაგე ჩანთა,მივდივართ-თქვა რობმა და თავის ოთახში შევარდა და იარაღის ძებნა დაიწყო.
-მითხარი რა ხდება?
-ქეითს და უილოუს დაურეკე,მივდივართ!!! სად არის ჩემი იარაღი?
-არ ვიცი...-ვენდიმ ტელეფონი აიღო და ჰარინგტონებთან დარეკა-მოდი სახლში,ახლავე.
ორიოდე წუთში მოპირდაპირე სახლის კაი გაიღო და ქეითი გამოვიდა,ხელში პატარა ტომი ეჭირა,მეორეში კი საწოვარა.
-რა მოხდა,ხო მშვიდობაა?
-არამგონია. შენც გაიგე ყმუილი?
-კ იდა ვიფიქრე,რომ ძაღლი იყო ან რამე ეგეთი.
-რობი ფიქრობს,რომ მაქცია იყო და მერე ბენმა თქვა რომ ქალაქი დატოვეთო,ხოდა...
-მოიცა,ქალაქიდან მივდივართ,იმიტომ რომ შენმა ყოფილმა გითხრა ასე? შეიძლება უბრალოდ ხუმრობს.
-ბენი ეგეთი არ არის,ეგეთი ხუმრობები არ უყვარს.თუ რაღაცას ამბობს,ესე იგი ეგრეა.
-ეგ ბავშვი რათ გინდოდა?-რობმა ჩანთის ჩალაგება დაამთავრა და ხელში იარაღი ეჭირა.
-მისი მშობლები ამაღამ არ არიან სახლში.იარაღი რათ გინდა?
-შეიძლება დაგვჭირდეს.მიდი ჩაალაგეთ თქვენი ნივთები,ორივემ.
-არა,მე არსად არ მივდივარ,ან სად უნდა წავიდეთ?ან უილოუ სად არის?
-არ ვიცი,ტელეფონს არ იღებს,თავის მეგობრებთან ერთად იქნება სადმე ბარში.აქ უსაფრთხო აღარ არის,
-რატომ,იმიტომ რომ ბენმა თქვა ასე?
-არა,იმიტომ რომ...
და ყმული ისევ განმეორდა.

The Intruders
ვენდი ჭიშკართან მივიდა და გზაზე გაიხედა,საიდანაც ყმუილი მოისმა.
-ამ ბაშვს რა ვუყო? აქ ხომ ვერ დავტოვებ?-იკითხა ქეითმა.
-წამოიყვანე ეგეც,მშობლებს მოგვიანებით დავურეკოთ.-უპასუხა რობმა.
-ეხლავე დავურეკოთ.
-და რა ვუთხრათ? რომ ქალაქში მაქციები არიან და არ დაბრუნდეთ თქო? გიჟები ვეგონებით.
-კაი.-მხრები აიჩეჩა ქეითმა და ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩატენა.-ვენდი,რას აკეთებ?-გასძახა დას,რომელიც უძრავად იდგა და სიბნელეში იყურებოდა.
რობი ვენდის მიუახლოვდა და მხრზე ხელი დაადო.-წავედით.
-შენც ხედავ?- ჩურჩულით თქვა ვენდიმ.
-რას?
-მათ თვალებს...კარგად შეხედე.
რობმა თვალები დააწვრილა რომ შორს უფრო კარგად დაენახა და შორს,ხეებს შორის მართლაც დაინახა რამოდენიმე წყვილი ყვითლად მოელვარე თვალი.
-აქ არიან...-თქვა რობმა და სახლში შევარდა,რომ ჩანთა და იარაღები აეღო.
ვენდი კი ისევ ისე უძრავად იდგა. მაშინაც არ განძრეულა,როცა თვალების მაგივრად უკვე მაქციები დაინახა,რომლებიც ქალაქისკენ მორბოდნენ.
-ვენდი!-დაიყვირა რობმა და დასთან მივარდა-წამოდი დროზე-ხელი ჩაავლო და სახლში შეათრია-ეს გამომართვი-მიაჩეჩა რევოლვერი და კარები ყველა საკეტით ჩაკეტა.-ჩუმად იყავით.
ქეითი ბავშვით ხელში იდგა,რომელიც ტკბილად ღუღუნებდა და აზრზე არ იყო გარშემო რა ხდებოდა.
-ბავშვი გააჩუმე-თქვა რობმა და და ფანჯარაში ცალი თვალით გაიხედა.
და სიჩუმე გააპო კივილმა,რომელსაც ყმუილი მოყვა. შემდეგ ისევ კივილი.
ჩვილს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ქეითმა მისი გაჩუმება სცადა,მაგრამ ბავშვი არ ჩერდებოდა. ამ დროს კარი კარი იატაკზე დავარდა და ოთახში მაქცია შემოვარდა. ორ მეტრზე ნაკლები არ იქნებოდა,ორ ფეხზე იდგა,როგორც ადამიანი,მაგრამ ადამიანის არაფერი ჰქონდა.პირი და თათები სისხლში ქონდა ამოსვრილი და მძიმედ ქშინავდა.ქეითმა ბავშვი მაგრად მიიხუტა და თვალები დახუჭა.
მხოლოდ რობმა მოიფიქრა რომ მაქციისთვის ესროლა,მაგრამ ტყვიებმა მაქციას მხოლოდ ტკივილი მოჰგვარა და უარესად გაბრაზდა,გარშემო ყველაფერი დაანგრია და რობისკენ წავიდა.ამ დროს უძრავად მდგარი ვენდი გამოფხიზლდა და მაქციას ორჯერ ესროლა.ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ყურადღების მისაქცევად.მაქცია მისკენ მოტრიალდა და თათი მოუქნია,რომელიც ვენდის მილიმეტრებში ასცდა.დარტყმის ასაცილებლად ვენდი უკან გადაიხარა და დივანზე დაეცა.მაქციამ ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მეორედ თავდასხმას აპირებდა,რომ ოთახში მეორე მაქცია შემოვარდა და თავისი მოძმე გვერდზე მოისროლა.ქეითი მაგიდის ქვემოდან უყურებდა როგორ იბრძოდა ოთახში ორი მაქცია. მეორე უფრო ძლიერი ჩანდა,ყველა დარტყმას იგერიებდა,მაგრამ თავისი “მეგობრის” მოკვლას არ ცდილობდა,უფრო ცდილობდა რომ სახლიდან გაეგდო. და როცა ეს მოახერხა,ბავშვებს თვალი მოავლო,რომლებიც უძრავად იდგნენ (და ეყარნენ) და თვალებგაფართოებულები მისჩერებოდნენ მას-"ხომ გითხარით,რომ ქალაქი დაგეტოვებინათ"-დაიყვირა გაბრაზებულმა და ამაზე ვენდის თვალები უფრო გაუფართოვდა.
-Ben?-კითხა მაქციას გაოცებულმა.
მაქციამ არაფერი უპასუხა,თავისი უშველებელი ბრჭყალებით ხელი დაისერა და კარზე უზარმაზარი X დაწერა.
-ბავშვი გააჩუმეთ,და სახლი არ დატოვოთ-მხოლოდ ეს თქვა,კარი თავის ადგილას დააბრუნა და სიბნელეში გაუჩინარდა.
ვენდი ისევ გაოცებული იყურებოდა,შემდეგ კი რობს შეხედა და კითხრა-შენ იცოდი...რომ ბენი მაქცია იყო.
-კი,ვიცოდი.
-რატომ არაფერი მითხარი...
-ეხლა ამის დრო არ არის ვენდი. ქეით,მიეცი მაგ ბავშვს რამე წამალი,ვალიუმი ან რამე,არ მაინტერესებს.
-არ მაქვს არანაირი წამალი.
-მე მაქვს-თქვა ვენდიმ და წამლების ყუთი გადმოიღო-აი ეს მიეცი,დააძინებს.
-უსაფრთხოა?
-კი. ახლა რა ვქნათ?-იკითხა ვენდიმ და დივანზე ჩამოჯდა.
-ახლა უნდა დავიცადოთ.-უპასუხა რობმა.-ჯობს ზევით ავიდეთ,გარეთ მაინც ვერ გავალთ და ზემოთ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს,იქნებ არავინ აღარ მოვიდეს.
-კარგი-დაეთანხმა ვენდი.
მეორე სართულზე საშინლად ციოდა.ალბათ იმიტომ რომ ბუხარს არავინ ანთებდა და უმეტესად მეორე სართულს არც არავინ იყენებდა.
ქეითმა ტომი ოთახში შეიყვანა,საწოლში ჩააწვინა და უკან დაბრუნდა.
-აი,აიღე ეს-მასაც მიაწოდა რევოლვერი რობმა.
-რათ გვინდა,მაინც არაფერი სარგებელი არ აქვს.
-გულში უნდა დაუმიზნო,ან თავში,როგორც დედამ გვასწავლა.
-ვერცხლია?
-ფიქრობ რომ დებილი ვარ?-რობს ეს არ უთქვამს მაგრამ დას ისე შეხედა,რომ ეს იგულისხმებოდა.
-Okay.
მალე ფანჯარაში სინათლის პირველი სხივი შემოიჭრა.
გათენდა და სიჩუმე გამეფდა. აღარ ისმოდა კივილი და ვედრება.
თითქოს მთელი ქალაქი მოკვდა.
ვენდიმ ფრთხილად გადაწია ფარდა და გაიხედა-ყველა კარზე სისხლით X ეხატა.
-ეს ნიშნავს,რომ ისინი მკვდრები არიან-დაასკვნა რობმა-ბენმა ჩვენს კარზე იმიტომ დაწერა,რომ არავინ აღარ შემოსულიყო.
-რამდენი ხანია რაც იცოდი ბენზე?
-ერთი თვეა.ჩავთვალე რომ დიდი ამბავი არ იყო და თან არ უნდოდა რომ ვინმეს მასზე ცოდნოდა. მეც შემთხვევით გავიგე და შევპირდი რომ საიდუმლოდ შევუნახავდი.
-და რა მოხდა რომ მცოდნოდა რომ მაქციაა? დედაც ხომ მაქცია იყო...
-წუხანდელ ღამეს თუ გავითვალისწინებთ,ალბათ ამიტომ. დედასაც ამიტომ არ უნდოდა თავისიანებთან ცხოვრება. ისინი ყველას განურჩევლად კლავენ,უდანაშაულოებს,ბავშვებს,ქალებს...
-ბენი არა.
-ხო,ბენი გამონაკლისია,როგორც დედა.თავი დახარე-თქვა რობმა და თვითონაც დაიმალა.
-რა იყო.
-მაქცია. ქუჩაში დადის.ნმე თუ დარჩა ცოცხალი.
-რაღაც მეეჭვება.
ვენდიმ ამოიოხრა და მძინარე ქეითს შეხედა. მას ბალიშის მაგივრად თავი ჩანთაზე ედო და ადიელა ეფარა. თითქოს იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა,ქეითმა თვალები გაახილა და ნამძინარევმა მიმოიხედა-რა ხდება?
-არაფერი ჯერ.
-რამხდენი ხანი მეძინა? რომელი საათია?
-ჯერ 6 არ არის. დაიძინე,რამე თუ მოხდა გაგაღვიძებთ.
-მეტი რა უნდა მოხდეს-მწარედ გაიღიმა რობმა.-ყველა მკვდარია,მაქციებმა ქალაქი დაიპყრეს.ჩვენს მკვდრები ვართ. ვიქნებით,ადრე თუ გვიან.
-შეწყვიტე.-სთხხოვა ვენდიმ-ბენს უნდა დაველოდოთ.ის არ დაუშვებს რომ მაქციებმა რამე დაგვიშავონ.
რობმა არაფერი უპასუხა და ჩაფიქრდა.
-ის მაქცია ისევ აქ არის-თქვა ვენდიმ.
-ნუ იყურები,დაგინახავს-უთხრა რობმა.
ამ დროს მეორე ოთახში ტომმა გაიღვიძა და როცა ვერავინ რომ ვერ დაინახა,ტირილი მორთო.
-ო არა,ჩვენთან მოდის!-თქვა ვენდიმ.
ქეითი შეშინებული წამოხდა და ბავშვთან შევარდა რომ გაეჩუმებინა,მაგრამ მაქციამ უკვე გაიგო ტირილის ხმა და კიბეებზე ამორბოდა.
-შედი ოთახში-უთხრა ვენდის.
-და რა,ის მაქციაა,ვერსად ვერ დავემალებით ან გავექცევით,ვერც წინააღმდეგობას გავუწევთ,მაგრამ ცდა მაინც შეგვიძლია.-უპასუხა მან და იარაღმომარჯვებული დადგა კარებთან.
-მზად ხარ?-კითხა რობმა.
ვენდიმ თავი დაუქნია და ძმას შეხედა-"ვინ იცის იქნებ უკანასკნელად ვხედავ..."-გაიფიქრა მან.
მაქციამ კარი შემოტეხა და ოთახში შემოვარდა-ეს არც ბენი იყო,და არც ის მაქცია,რომელმაც პირველმა სცადა მათი მოკვლა-ეს უფრო დიდი იყო და უფრო ძლიერიც ჩანდა. ის სწრაფად გამოემართა ბავშვებისკენ. რობმა პირველმა გაისროლა,მაგრამ მაქცია მათ არ უყურებდა,თათებით ძლიერად მოისროლა ტყუპები გვერდზე და ოთახის კარი შეამტვრია.
ქეითსს არც გახსენებია რომ იარაღი ჰქონდა,ისე შეეშინდა.მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა.მაქცია მისკენ გამოემართა,ქეითი ბავშვს გადაეფარა და თვალები დახუჭა.
“Boom” “Boom” “Boom” ერთმანეთის მიყოლებით გაისმა იარაღის ხმა,შემდეგ კი რობის ყვირილი-"არა!!!" და შუშის მსხვრევის ხმა...და როცა Willowმ თვალები გაახილა,ჩატეხილი ფანჯარასთან რობი დაინახა,რომელიც ქვევით იყურებოდა და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.ქეითმა პირველად ნახა რომ რობი ტიროდა და გული თითქოს დანებმა დაუსერა,როცა ფანჯრიდან გადაიხედა. შუშების ნამსხვრევებში მაქცია ეგდო,რომლის ქვემოდანაც ყავისფერი თმები მოჩანდა.



№1 სტუმარი Once

ძალიან, ძალიან საინტერესოა. ვგიჟდები ფანტასტიკაზე და კარგად გამოგდის. რა თქმა უნდა პატარა ხარვეზები გაქვს, მაგალითად ინგლისურად ჩართვა :დ თუმცა ძალიან კარგია და იმედია გააგრძელებ. <3

 


№2  offline წევრი Fllickan

Once
ძალიან, ძალიან საინტერესოა. ვგიჟდები ფანტასტიკაზე და კარგად გამოგდის. რა თქმა უნდა პატარა ხარვეზები გაქვს, მაგალითად ინგლისურად ჩართვა :დ თუმცა ძალიან კარგია და იმედია გააგრძელებ. <3


მადლობა <3 ზოგადად ინგლისურად ვწერ და ქართულად რომ გადმოვთარგმნე,ზოგი რამ დამრჩა ალბათ :დ ინგლისურად უფრო კარგად გამომდის :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent