შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 3/New Home


16-09-2017, 01:44
ავტორი Flickan Wood
ნანახია 1 277

-შენი აზრით მკვდარია?-იკითხა ქეითმა
-კი...-თქვა რობმა.
-ვენდი ჩვენს გამო მოკვდა-თქვა ქეითმა და ტირილი დაიწყო.
-”სიკვდილის საუკეთესო საშუალებაა,როცა იმათთვის კვდები,ვინც გიყვარს”-ამას ხშირად ამბობდა.
-ხო.ადვილია მოკვდე,ვიდრე უყურო ვიღაცას როგორ კვდება.
-დედამ თქვა ეგ.
-ჰო...

სინათლე ნელ-ნელა იპარებოდა ფანჯარაში. რობი დივანზე იჯდა,ხელებში თავჩარგული და არც კი იცოდა რას გრძნობდა. ისინი დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც სულ ერთად იყვნენ. ვენდი არ არსებობდა რობის გარეშე და არც რობი არსებობდა ვენდის გარეშე. როდესაც დედა გარდაეცვალათ,მამამისი გრინეიჯში ჩამოვიდა და ბავშვებს თავისთან გადასვლა შესთავაზა. უილოუ და ქეითი მაშინვე დათანხმდნენ,რობი კი 11 წლის იყო და ვერაფრით ეპატიებინა მამისთვის დედის მიტოვება,ამიტომ მან უარი თქვა მამასთან გადასვლაზე და ბაბუასთან დარჩენა ამჯობინა. ვენდის კი ყოველთვის უყვარდა მამა,მაგრამ რობი უფრო,ამიტომ ისიც ბაბუასთან დარჩა და მამასთან მხოლოდ დღესასწაულებზე ჩადიოდა. ქეითიც ბაბუასთან დარჩა,რადგან ის ნაბიჯს არ დგავდა ვენდის გარეშე. უილოუ კი მხოლოდ წლების შემდეგ დაბრუნდა დედმამიშვილებთან,როდესაც ვენდი ავარიაში მოხვდა და კინაღამ დაიღუპა.
რობი საშინელ სიცარიელეს გრძნობდა სხეულში,თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ამოაჭრეს და ასე გამომშრალი დატოვეს. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. შორს ვიღაც დაინახა,რომელიც მისი სახლისკენ მოდიოდა-ბენი იყო.
ბენმა ფრთხილად შემოაღო ეზოს კარები და როდესაც მაქციის გვამის ქვეშ ვენდი დაინახა,სწრაფად მივარდა,მაქცია მოაშორა და ვენდის პულსი გაუსინჯა.
რობი და ქეითი სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ ბენს. ბენმა იგრძნო მათი მზერა და ზევით აიხედა- “ცოცხალია.”
რობი ორიოდე წამი ჩუმად იდგა და შემდეგ ელვისისწრაფით გაირბინა ოთახი,ჩაირბინა კიბეებზე და ვენდის მივარდა. ქეითმა უკვე მეორედ ნახა ძმაზე ცრემლები.
რობი სიხარულისგან ხმას ვერ იღებდა,ვენდის თავი კალთაში ჩაიდო და მისი ხელი დაიჭირა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვენდიმ თვალები გაახილა და იკითხა-ცოცხალი ვარ?
-კი.-უპასუხა რობმა და ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა.
-შენ რა,ტიროდი?-გაუკვირდა ვენდის.
-არა!
-კი ტიროდა.-გაეცინა ქეითს და დას ჩაეხუტა-გვეგონა რომ მოკვდი.
-ჯობს შიგნით შევიდეთ,მართალია საფრთხემ გადაიარა,მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
რობმა ვენდი ხელში აიყვანა და სახლში,დივანზე დააწვინა.
-ფეხი უნდა შეგიხვიო,სისხლი მოგდის.-უთხრა რობმა.
-რატომ არ მითხარი...-კითხა ვენდიმ ბენს,რომელიც ჩუმად იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა.
-არ მინდოდა სხვანაირად შემოგეხედა ჩემთვის. მაქციები არასდროს მოგწონდა.
-დედაჩემი მაქცია იყო.
-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მაქციები მოგწონს.
-ჰო,წუხანდელი ღამის შემდეგ მაგას ვერ ვიტყვი.
-ალექსანდერი ფიქრობს რომ გრინეიჯი თავიდან მაქციებს ეკუთვნოდათ.ელფებმა ააშენეს ჩვენთვის,შემდეგ კი ადამიანებმა წაგვართვეს სახლი,დაიწყეს ჩვენი დახოცვა და ჩვენ ჩრდილში ცხოვრება მოგვიწია.
-ალბათ იმიტომ რომ თქვენ ნადირობთ ადამიანებზე.
-ყოველთვის ასე არ ყოფილა,ელფებმა შექმნეს მაქციები ადამიანების დასაცავად ვამპირებისგან. მალე ვამპირები აღარ არსებობდნენ,მაქციებს კი საკვები სჭირდებოდათ,ამიტომ დაიწყეს ადამიანებმა ჩვენი დახოცვა.
-და ფიქრობ რომ ერთი ქალაქის დაპყრობის შემდეგ ადამიანები სხვა ქალაქებიდან ასე უბრალოდ დააიგნორებენ ამ ფაქტს და მოგცემენ საშუალებას რომ...აუ,მეტკინა,ცოტა ფრთხილად შემიხვიე...ტკბილად და ბედნიერად იცხოვროთ?
-ალექსანდერს გეგმა აქვს.
-ვინ არის ალექსანდერი? მაქციების მეფე?
-ჩვენი ლიდერი. შენც იცნობ მას.
-მე? მაქციების ლიდერს?
-ლექს ფრანკლინი-გეცნობა ეს სახელი?
-ლექსი? გინდა თქვა,რომ ლექს ფრანკლინი მაქციაა?
-კარგი რა,ლექსი ყოველთვის ახლოს იყო დედასთან,-თქვა რობმა-ყოველთვის ვფიქრობდი,რომ მაქცია იყო.
-საიდან უნდა მცოდნოდა რომ მაქცია იყო!-გაოცდა ვენდი.-კი მაგრამ ლექსი გრინეიჯში გაიზარდა,ამ უბანში ყველას იცნობდა,და ყველა ასე უბრალოდ გაიმეტა?
-ლექსის ყველა მეგობარი მაქცია იყო და ისინი ახლა მასთან ერთად არიან. ლექსმა ყველა გააფრთხილა,რომ ელფებს თავს არავინ დასხმოდა,განსაკუთრებით კი თქვენს ოჯახს.
-მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
-სავსე მთვარის დროს მაქციები განსაკუთრებით კარგავენ კონტროლს.ისინი თქვენზე არ ნადირობდნენ,მათთვის ელფების სისხლი არც ისეთი გემრიელია,როგორც ადამიანის.
-გასაგებია-თქვა რობმა და ტომს შეხედა,რომელიც ქეითს ეკავა ხელში.
-მაგრამ ის ხომ ბავშვია!-აღშფოთდა ქეითი.
-მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.-თქვა ვენმა.
-მათთვის? ისე ლაპარაკობ თითქოს ერთ-ერთი მათგანი არ იყო-თქვა ვენდიმ.
-მათთან მხოლოდ იმიტომ ვარ,რომ ლექსი ჩემი მეგობარია და ის რომ არ ყოფილიყო,მაქციები ბევრად უარეს რაღაცეებს ჩაიდენდნენ,მაგრამ ლექსი მათ აკონტროლებს.
-ბევრად უარესი რა შეიძლება იყოს?
ბენმა არაფერი უპასუხა და ისევ ფანჯარაში დაიწყო ყურება.

უილოუ რაღაც ცივის შეხებამ გააღვიძა. ლაბრადორი აღმოჩნდა,რომელიც სახეს ულოკავდა. “მოშორდი აქედან”-გააგდო უილოუმ და მიმოიხედა. მის გარდა
ოთახში კიდევ 10 ადამიანი მაინც იქნებოდა. ზოგს იატაკზე ეძინა,ზოგს ტახტზე,ზოგს კი საწოლზე.
ოთახში 20იოდე წლის ქერა ბიჭი შემოვიდა და უილოუს წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა-გაიღვიძე?-ჰკითხა ღიმილით-როგორ გეძინა?
-მკვდარივით-დაამთქნარა უილოუმ და ჭიქა გამოართვა-ბევრი დავლიე?
-საკმაოდ-გაეცინა ბიჭს.-შენი მეგობარი ისე დათვრა,რომ თავი ჩიტი ეგონა და ფანჯრიდან აპირებდა გადახტომას.
-ვინ,დეიზი? ცოცხალია?-შეეშინა უილოუს.
-კი,კი-გაიცინა ბიჭმა-სასტუმრო ოთახში ძინავს,ეხლა იქიდან მოვდივარ.
-კიდევ კაი-გაუხარდა უილოუს-ვაიმე! რამდენი გამოტოვებული ზარია! ჩემი და მომკლავს!-უილოუ საწოლიდან წამოხტა და ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო,შემდეგ მიხვდა რომ ზედ ეცვა.-უკვე 12 საათია? ამდენი როგორ მეძინა.
-ძალიან ბევრი დალიე და იმიტომ.
-აქედან როგორ შემიძლია წავიდე,რა ნომერი ავტობუსით?
-არ არის საჭირო,მე გაგიყვან,მაგრამ ჯერ შეჭამე რამე.
-არა,ჩემი და გაგიჟდება,გუშინ სახლში რო არ მივედი და არც ტელეფონს ვპასუხობდი.
-კარგი,გასაღებს ავიღებ და გავიდეთ-უთხრა ბიჭმა და ოთახიდან გავიდა.
უილოუ ისე შეწუხდა იმის წარმოდგენით თუ რას იტყოდა ვენდი,როცა სახლში დაბრუნდებოდა,რომ სულ აღარ ახსოვდა,თუ რა ლამაზი ღიმილი ჰქონდა ბიჭს. წვეულებაზე სწორედ მის გამო მივიდა.ლუკას ჰარპერი ყველაზე სიმპათიური ბიჭი იყო სკოლაში უილოუს ძმის,რობის შემდეგ.
“saxlshi modi” “moetrie male” “mogklav rom moxval” “agar moxvide,qalaqshi maqciebi arian,daimale,darchi sadac xar sanam ar getyvi ” - ბოლო მესიჯმა განსაკუთრებით შეაშინა და დააფიქრა უილოუ. ვერ მიხვდა რას ხუმრობა თუ სერიოზულად ეუბნებოდა ვენდი,ამიტომ მთელი გზა ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობისგან.
-სახლში გეჩხუბებიან?-ჰკითხა ლუკასმა.
-ჩემ დას არ უყვარს როცა გვიანობამდე მარტო ვარ ხოლმე,თან გუშინ მირეკავდა და...ეხლა კი ყველას გამორთული აქვს ტელეფონი.
-არაუშავს,მე ვეტყვი,რომ...
-არა,არაფერი უთხრა,მოვაგვარებ.-გაუღიმა ბიჭს-მადლობ,მაინც.
-არაფრის-გაუღიმა ლუკასმაც-შემთხვევით ხომ არ იცი რა ხდება?
-რა? რაზე?-ვერ მიხვდა უილოუ და ფანაჯრაში გაიხედა.
გარშემო მხოლოდ იარაღიანი კაცები დადიოდნენ და კაცები და ქალები სადღაც მიჰყავდათ,რომლებსაც შეშინებული სახეები ჰქონდათ.

-შეამოწმე აბა კიდე.-თქვა ვენდიმ.
-ნწ. კავშირი ისევ არ არის-თავი გააქნია რობმა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო.
-შენი აზრით უილოუ ცოცხალია?-კითხა ქეითმა.
-იმედი მაქვს-ამოიოხრა რობმა.
-სად ცხოვრობს ლუკას ჰარპერი?-იკითხა ვენდიმ-გუშინ მგონი დეიზიმ ახსენა რომ მასთან მიდიოდნენ.
-არ ვიცი,ჩვენი უბნელი არ არის.
-უილოუც ელფია,მაქციები არ დაესხმებოდნენ თავს,თანაც თუ ეგ ბიჭი გარეუბანში ცხოვრობს,მითუმეტეს.მაქციები მხოლოდ ცენტრალურ უბნებს დაესხნენ თავს.-თქვა ბენმა.
-მეც ელფი ვარ,შეხედე ჩემს ფეხს-უთხრა ვენდიმ და კოჭლობით მივიდა ფანჯარასთან-თუ ცოცხალია,ჩემი ხელით მოვკლავ.
-და ამ ბავშვს რა ვუყოთ?-იკითხა რობმა.
-როდის უნდა დაბრუნებულიყვნენ მისი მშობლები სახლში?-ჰკითხა ვენდიმ.
-12მდე მოვალთო.-უპასუხა ჯეინმა.
-12ზე გამოჩნდნენ მაქციები...შეიძლება ცოცხლებიც აღარ არიან.
-ან ტყვედ წაიყვანეს-თქვა ბენმა.-როცა გავიგებ,გეტყვით.
-კარგი.-თქვა ვენდიმ და კიდე აპირებდა რაღაცის კითხვას,რომ სახლის წინ შავი ჯიპი გაჩერდა,და იქიდან უილოუ გადმოვიდა.
-ვაუ,აქ რა მოხდა-გაოცებულმა იკითხა,როდესაც სახლში შემოვიდა.
-სად ეგდე მთელი ღამე და რატომ არ პასუხობდი რომ გირეკავდი?ან ვინ მოგიყვანა-მკაცრად კითხა ვენდიმ.
-ბევრი დავლიე და... ლუკასი და მე მისი მანქანით მოვდიოდით და მერე ვიღაც კაცმა მკითხა ვინ ვიყავი,და როცა ვუთხარი,თავის მანქანაში გადამსვა და წამომიყვანა.
-ლექსმა გააფრთხილა-თქვა ბენმა.
-ყურს აგახევდი,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,მივდივართ.
-სად? რა მოხდა? ფეხზე რა გჭირს?
-ეზოში მკვდარი მაქცია დაინახე ალბათ.
-კი...
-მე მოვკალი. მიდი შენი ნივთები ჩაალაგე.
უილოუმ ვერაფერი გაიგო,მაგრამ დას დაემორჩილა და უსიტყვოდ დაიწყო ჩანთის ჩალაგება.
-ბენ-უთხრა ვენდიმ-შეიძლება რომ ლექსი ვნახო?
-მან თქვა რომ ასე იტყოდი.
-საიდან იცოდა?-გაუკვირდა ვენდის.
-ეგ აღარ უთქვამს.
-სად მივდივართ?-იკითხა უილოუმ.
-მე უკვე დავურეკე მამათქვენს,ქალაქში არ შემოუშვებენ,ამიტომ მე წაგიყვანთ მასთან.-თქვა ბენმა.
-მადლობა ბენ-მადლობის ნიშნად ხელი მოუჭირა ვენდიმ-საუკეთესო მაქცია ხარ ვინც კი მინახავს.
-ბევრია ჩემნაირი.
-მეეჭვება შენნაირი იყოს-უთხრა ვენდიმ და როცა ბენის თვალები მის თვალებს შეხვდა,თავისაუნებურად თვალი აარიდა.

ალექსანდერი თავის ახალ კაბინეტში იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა,რომელიც გრინეიჯის ყოფილ მერს ეკუთვნოდა.მას მკაცრი სახე,მუქი ყავისფერი,თითქმის შავი თვალები და ნაადრევად ჭაღარა თმა ჰქონდა.უკვე 5 წელი იყო გასული,რაც გრინეიჯში არ ყოფილა. ქალაქი ისეთივე იყო,როგორიც დატოვა-მშვიდი,მყუდრო,სუფთა. მხოლოდ რამდენიმე ახალი მაცხოვრებელი იყო იმ უბანში,სადაც გაიზარდა,დანარჩენი ისევ იგივე.
ჯეინ ბლექვუდი-ერთადერთი ადამიანი სამეზობლოში,რომელსაც მისი ესმოდა.და როგორც შემდეგ აღმოჩნდა-არა ადამიანი,არამედ მაქცია,როგორც თვითონ.ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა,მუდმივად ჩრდილში ცხოვრება და შიშის გრძნობა,თუ რას იტყოდნენ მისი ნაცნობები მეგობრები,როცა გაიგებდნენ რომ სინამდვილეში მაქციაა,ძალიან დამღლელი და უსიამოვნო იყო. მაგრამ ჯეინი პირველივე დღესვე მიხვდა ალექსანდერის ვინაობას,როდესაც ბავშვები გარეთ ბურთს თამაშობდნენ და ერთერთმა ბავშვმა ლექსს ხელი კრა და მიწაზე დააგდო. ლექსს უსამართლობისგან სუნთქვა შეეკრა და თავი ვეღარ შეიკავა. ბავშვს არავინ დაუჯერა და ყველას ეგონა,რომ მას ძაღლმა უკბინა,მაგრამ მხოლოდ ჯეინმა იცოდა,რომ ეს “ძაღლი” ლექსი იყო.
შემდეგ გამოჩნდა ბენი,ობოლი ღარიბი ბიჭუნა,რომელიც ავადმყოფ ბებიასთან ცხოვრობდა,რომელსაც სიარული აღარ შეეძლო. ჯეინი ბენზეც მიხვდა,რომ მაქცია იყო და როცა მას ბებია გარდაეცვალა,მასზე მხოლოდ ლექსი ზრუნავდა. შემდეგ კი რობერტ ბლექვუდი გამოჩნდა,რომელმაც მაშინვე მოიგო ჯეინის გული,როდესაც ლექსი მთელი ბავშვობა ამას ცდილობდა,მაგრამ ჯეინი მას როგორც უმცროს ძმას ისე უყურებდა,და სკოლის დამთავრებამდე მოიყვანა ცოლად.
-შენ ის იმიტომ მოგწონს რომ მდიდარია-უთხრა ჯეინს.
-სერიოზულად? ასე ფიქრობ ჩემზე?-ეწყინა ჯეინს.
-აბა სხვა არაფერი მოსაწონი არ აქვს.
-სიმპათიურია,ჭკვიანი. თან ექიმობას აპირებს.
-მეგონა ექიმები არ მოგწონდა.
-მეც ასე მეგონა...
ალექსანდერი კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა წარსულის მოგონებებიდან.
“ღიაა”
კარი ბენმა გააღო და ოთახში შემოვიდა,უკან კი ჯეინ ბლექვუდი მოყვა.
ვენდი ძალიან ჰგავდა დედამისს,განსაკუთრებით 18 წლის ასაკში. განსხვავება მხოლოდ მომწვანო თვალები და ოდნავ ღია ფერის კანი იყო. მას უკან უილოუ,რობი და ქეითი ბავშვით ხელში მოყვებოდნენ,მაგრამ ალექსანდერი მათ ვეღარ ხედავდა.
-ვაუ...როგორ გაზრდილხარ.ბოლოს სამი წლის წინ გნახე.-უთხრა ვენდის.
ვენდიმ ნაღვლიანად გაიღიმა.როგორც კი ლექსი დაინახა,ყველაფერი დაავიწყდა,რის კითხვასაც აპირებდა. -მგონი ეგ 5 წლის წინ იყო.
-არა 3...მოიცა,შენ არ გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს?-ვერ მიხვდა ვენდი.
-არაფერი,მართალი ხარ,5 წლის წინ იყო-გაიღიმა ალექსანდერმა და ვენდის ლოყაზე მოეალერსა-დედაშენს ძალიან გავხარ.
-ჰო,ხშირად უთქვამთ.
რობმა თვალები გადაატრიალა,როცა დაინახა,რომ ვენდი აწითლებული სახით იდგა და ალექსანდერს თვალს არ აშორებდა,როდესაც ამ კაცმა და მისმა ხალხმა მისი ქალაქი დაარბიეს,ნახევარი მოსახლეობა დახოცეს,დანარჩენები ტყვედ აიყვანეს,მაგრამ ვენდი ამით შეწუხებული არ ჩანდა,საერთოდ დავიწყებოდა,რატომ იყო აქ.
-რატომ?-ჰკითხა რობმა ალექსანდერს.
-რობ-გაუღიმა ალექსანდერმა.
-რატომ წაგვართვი სახლი და დახოცე ხალხი,რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი?
-ეგ ხალხი არასდროს აღიარებდა ელფს ან მაქციას თავისიანად. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს.
-და ფიქრობ რომ მათზე უკეთესი ხარ იმის შემდეგ რაც ჩაიდინე?
-მე არ მითქვამს რომ მათზე უკეთესი ვარ.საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით ადამიანებს და ელფებს ვამპირებისგან,ელფები იცავდნენ ადამიანებს,ელფებისგან გაჩნდნენ ადამიანებიც და მაქციებიც,და როგორ გადაგიხადეს სამაგიერო? რამდენ ელფს იცნობ შენი ოჯახის წევრების გარდა,5ს? 10ს?
-კარგი-დანებდა რობი-რაღაცაში მართალი ხარ.

-შენი გულისცემა აქ მესმის-უთხრა რობმა ვენდიმ,როდესაც ლექსის კაბინეტიდან გამოვიდნენ. ვენდიმ არაფერი უპასუხა და მანქანაში ჩაჯდა. ალექსანდერ ფრანკლინი-დედას ბავშვობის მეგობარი,რომელიც ვენდიზე 17 წლით იყო დიდი. ვენდის ლექსი ყოველთვის უყვარდა,მაგრამ 11 წლის იყო,როცა აღმოაჩინა რომ სხვანაირად უყვარდა. ეს მანამდე იყო სანამ ფალანდრიელი-ვენდის ნამდვილი პირველი სიყვარული გამოჩნდებოდა,მაგრამ ვენდის ლექსის დანახვაზე ყოველთვის უცემდა გული და ყოველთვის წითლდებოდა,როგორც მაგალითად დღეს. მაგრამ მხოლოდ რობს შეეძლო ამის შემჩნევა,რადგან ინისი დაკავშირებულები იყვნენ დაბადებიდანვე და ერთმანეთის ემოციების გაგება შეეძლოთ.
“-რატომ არ შეგიძლია,რომ დანარჩენი ჩვეულებრივი ბავშვებივით,ან შენი დებივით შენი ტოლი ბიჭი მოგეწონოს?-ჰკითხა ერთხელ რობმა-ლექსი-35,მისტერ ჰარინგტონი,კი ვიცი მის შესახებ,38,ბენი-28,ფალანდრიელი-125...
-25 ადამიანების წლოვანებით თუ ვიმსჯელებთ.
-თითქოს 25 პატარაა.”
-მე მგონი ეს რიკია-თქვა უილოუმ,როცა გზაზე მანქანასთან მდგომი კაცი დაინახა.
-კი ეგაა-დაეთანხმა რობი.
-რიკი ვინ არის?-იკითხა ბენმა.
-მამაჩვენის მეგობარია,რიჩარდი.ალბათ თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა-აუხსნა რობმა.
ბენმა მანქანა გააჩერა. რიჩარდმა მანქანაში ბლექვუდის ოჯახი რომ დაინახა,მათთან მივიდა რომ ბარგის ამოლაგებაში დახმარებოდა. ბავშვები მანქანიდან გადავიდნენ და რიჩარდს მიესალმნენ.
-არ მოდიხარ?-ფანჯარაზე მიუკაკუნა რობმა ვენდის.
-მოვალ,ბენთან სალაპარაკო მაქვს.-უთხრა ვენდიმ და წინა სავარძელზე გადაჯდა. -ვიცი,რომ არ შემოგითავაზებია ჩემთვის დარჩენა,მაგრამ რომ გეკითხა დავრჩებოდი...-უთხრა ბენს,რომელმაც ვენდის მზერა აარიდა და თავი დახარა.-იმიტომ რომ,მიყვარხარ...რაღაცნაირად. და მიხარია რომ არსებობ.
ბენმა ვენდის თვალი გაუსწორა და უთხრა-დარჩენას არ შემოგთავაზებ,რადგან აქ უსაფრთხო აღარ არის...და მეც მიყვარხარ.ყოველთვის მიყვარდი...მაგრამ ეს ალბათ უკვე იცოდი.
-შენ ერთერთი ხარ იმ მცირე ბედნიერებებიდან,რომელიც ცხოვრებაში შემხვდა...და საუკეთესო სექსი შენთან მქონდა-გაეცინა ვენდის.
-ეს საუკეთესო კომპლიმენტია რაც კი ოდესმე გითქვამს.უფრო ზუსტად კი,ერთადერთი კომპლიმენტი.-გაეღიმა ბენს.
ვენდიმ სახეზე ნაზად შეახო ხელი და ტუჩებში აკოცა-თავს გაუფრთხილდი.-და მანქანიდან გადავიდა.
-შენც...-გაიფიქრა ბენმა და მანქანა ქალაქისკენ მოატრიალა.
-კარგი ბიჭი ჩანს.-უთხრა რიჩარდმა ვენდის,რომელიც მანქანასთან ელოდებოდა,დანარჩენები კი უკვე მანქანაში ისხდნენ.
-არის კიდეც.-გაიღიმა ვენდიმ.
-რობმა მითხრა ყველაფერი რაც გუშინ მოხდა. ძალიან ვწუხვარ.
-ჰო,სახლი მომენატრება,მეზობლები კი დიდად არ მეხატებოდა გულზე.-უთხრა ვენდიმ და მეზობლების გახსენებაზე ერიკი გაახსენდა და გული მოეწურა.მართალი თავიდან როგორც სექსუალურ ობიექტს ისე უყურებდა,და ფაქტი,რომ ცოლი ჰყავდა და ჩუმად შეხვედრა უწევდათ,გასართობად მიაჩნდა,სანამ ერთ დღეს,როდესაც ერიკის გვერდით არ გაიღვიძა და მიხვდა,რომ არ უნდოდა,რომ ერიკი თავის ცოლთან დაბრუნებულიყო.
“არ მჯერა რომ ეს მე დამემართა”-გაიფიქრა ვენდიმ. იმ ვენდიმ,რომელსაც ვინმეს შესაყვარებლად მხოლოდ 1 წამი სჭირდებოდა და უკვირდა რომ “ეს დაემართა”.
ვენდიმ მძინარე ერიკს დახედა და ქეითის სიტყვები გაახსენდა “შენ ეგ კაცი თავიდანვე გიყვარდა,მაგრამ არ იცოდი”
“მეგონა ჩვეულებრივი კაცი იყო,როგორც სხვები,ლუდს რომ სვამენ და ფეხბურთს უყურებენ ხოლმე,ლამაზი ცოლები რომ ყავთ,მაგრამ მაინც სხვა ქალებისკენ რომ მიუწევთ გული...თუნდაც ეს ქალი ლამაზი,თინეიჯერი მეზობელი გოგონა იყოს..” ამაზე ვენდის გაეცინა-“...მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდა...”
“არა,უბრალოდ შეგიყვარდა”-უთხრა ქეითმა.
“შენ იცოდი,რაზეც მიდიოდი.იცოდი რომ ცოლი მყავდა”-უთხრა ერიკმა,როცა ვენდიმ საკუთარი გრძნობების შესახებ გაუმხილა.
“მაგრამ არ ვიცოდი,თუ შემიყვარდებოდი”
“შენ არ გიყვარვარ,დარწმუნებული ვარ ცოლს რომ დავშორდე,შენთვის უინტერესო გავხდები.აღარ დაგაინტერესებს ჩემი ამბები,ჩემს ცუდ მხარეს დაინახავ და მოგბეზრდები,ყოველ დილით ჩემს გვედრით გაღვიძება მოსაბეზრებელი იქნება შენთვის”
“არ მომბეზრდები...უკვე დავფიქრდი ამაზე,და მინდა რომ შენს გვერდით ვიღვიძებდე ხოლმე ყოველ დილით,ვუსმენდე შენს წუწუნს გაუუთოვებელ პერანგზე,ან საყვარელი ფეხბურთის გუნდზე,რომელმაც წააგო,ან მეზობლის მანქანაზე,რომელმაც ცუდად დააყენა მანქანა,ამ ხმაურიან ბავშვებზე.მინდა მოვისმინო უმნიშვნელო დეტალები,რომელიც სასმახურში შეგემთხვა,მინდა რომ შენი ნაწილი გავხდე,ვიზრუნო შენზე...და მიყვარდე...”
“არა,არ გინდა...ეს ეხლა გგონია,რომ გინდა,რადგან არ შეგიძლია რომ გქონდეს”
“ანუ ეს...დასასრულია?”
“ორივესთვის ასე აჯობებს.”
“მაგრამ შენ არ გიყვარს შენი ცოლი,რომ გიყვარდეს სხვა ქალი არ დაგაინტერესებდა”
“შეიძლება.მაგრამ ის ჩემი შვილის დედაა,შენ კი ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება გაქვს წინ და დარწმუნებული ვარ უკეთესი ვარიანტები არსებობს შენთვის,ვიდრე 38 წლის ცოლ-შვილიანი კაცი”-ერიკმა ვენდის შუბლზე აკოცა დამშვიდობების ნიშნად.
“სად არის ახლა ერიკი...მოკვდა? თუ ჯერ კიდევ ცოცხალია და ფიქრობს სად არის მისი შვილი...ან მე”-ამ ფიქრებში იყო ვენდი,როცა მანქანა გაჩერდა. ვენდიმ ფანჯრიდან გაიხედა და მამამისის უზარმაზარი სახლი დაინახა-უკვე მოვედით?-გაუკვირდა.
-კი,მოვედით-უპასუხა რობმა-როგორ ხარ?
-კარგად.
-მამა როდის მოვა?-იკითხა უილოუმ.
-ხვალ. სამსახურში რაღაც კონფერენცია იყო და იქ მიიწვიეს. მაგრამ ხვალ დილით აქ იქნება.-უპასუხა რიჩარდმა.
ვენდიმ თავისი ჩანთა აიღო და სახლს ახედა-”უფრო დიდია,ვიდრე მახსოვდა”-გაიფიქრა და ხის მძიმე კარი შეაღო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent