შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(X თვი)


16-09-2017, 12:14
ავტორი nina.d.
ნანახია 3 483

მისი აჩქარებული გულის ცემა რეალობას მაშორებდა, მაგრამ, როგორც კი მისი ტუჩები მომშორდა ხელის ტკივილმა შემომიტია. ტკივილისგან ამოვიკვნესე და გაბრიელს შევხედე, შეჭმუხნული შუბლით დაჰყურებდა ჩემ ხელს და არ იცოდა რა ექნა.
-წამოდი ექიმთან წავიდეთ.
-შენი გულის ხმა მესმის._ღიმილით ვუთხარი.
-ტუჩების და ამის ბრალია._ხელზე მიმანიშნა.
-მაგიდა დასალაგებელია.
-გიჟი ხომ არ ხარ, წამოდი დროზე._მითხრა გაბრაზებულმა, ჩემი ჩანთა, ქურთუკი და მობილური აიღო. ხელი ზურგზე მომადო და კარისკენ მიბიძგა. ოთახიდან გავედით, ერთ-ერთ თანამშრომელს ჩემი ოთახის დალაგება დაავალა და უკან გამომყვა. შენობიდან გასულები მისი მანქანისკენ წავედით. კარი გამიღო, ჩავჯექი, მანქანას მოუარა და საჭესთან დაიკავა ადგილი.
-კარგად ხარ?
-ნელ-ნელა ვიფიტები და თუ ვინმე ზებუნებრივი ძალების მქონე არსება მიკბენს ასეთი რამ აღარ დამემართება._ჩემ სიტყვებზე გაეცინა და მანქანა დაძრა.
-ვერბენა ან მგლის საწამლავი მაინც მოგკლავს. ან ვერცხლის ტყვია და რომელიღაც ხის ისრები პირდაპირ გულში.
-ვიღაც ვამპირის დღიურებსა და თინეიჯერ მგელს უყურებს._სიცილით ვთქვი.
-აშკარაა, რომ შენც უყურებ.
-სტაილსის იუმორი და დეიმონის სარკაზმი, მეტი რაღა მინდა.
-ხო სულ სარკაზმის და იუმორის გამო მოგწონს, მატყუარა._სიცილით მითხრა და შუქნიშანთან გაჩერდა.
-არც გოგოები არიან ცუდები, ნუ მალაპარაკებ ახლა ამდენს.
-ტუჩები გაგიუფერულდა.
-ისედაც ასეთი ფერის ტუჩები მაქვს.
-რამდენიმე წუთის წინ წითელი იყო._ეშმაკურად გამიღიმა და გხა განაგრძო.
-ხო ვიღაცამ ძაან მოინდომა._მაინც წავკბინე. გაეღიმა და მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა. იქ შესულებს ექიმი დაგვხვდა, რომელსაც გაბრიელი მიესალმა.
-ბატონო გაბრიელ რამე მოხდა?
-ჩემმა მეგობარმა ხელი გაიჭრა და აქ მოვიყვანე._ოჰო ახლა მეგობარიც გავხდი.
-წამობრძანდით.
ერთ-ერთ პალატაში შევედით, რამდენიმე წუთში ექიმი დაბრუნდა ხელსაწყოებით და დაიწყო ჩემი ტანჯვა. ჯერ შუშების ამოღება, მერე დამუშავება და მერე გაკერვა. ჩემი მარჯვენა ხელი, ეხლა რა უნდა ვქნა? რა ცუდია ცაცია, რომ არ ვარ. ნაკერების დადებას, რომ მორჩა ხელი შემიხვია და ფეხზე წამოდგა.
-ტკივილგამაყუჩებელს გამოგიწერთ, რომ აგტკივდეთ.
-კარგით.
ექიმმა ისევ დაგვტოვა, გაბრიელმა ჩემ წინ გადმოინაცვლა. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და გამიღიმა.
–დღეს დაისვენე კარგი?
-კარგად ვარ.
-დღეს ცუდი დღე გქონდა და მინდა, რომ დაისვენო._მითხრა მკაცრი ხმით და ისეთი სახით შემომხედა, რომ არ დავთანხმებოდი გადამბუგავდა.
-კარგი, კარგი.
-ძალიან კარგი. ექიმი, რომ მოვა წამალს ვიყიდით და მერე სახლში წაგიყვან.
-ჩემი მანქანა?_ვითხარი მობუზულმა.
-გასაღები მომეცი და ჩემი მძღოლი მოიყვანს.
-კარგი._ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და ხელში ჩავუდე. ექიმი მოვიდა, რეცეპტი მომცა და ჩვენც წამოვედით.
გაბრიელმა მანქანა კორპუსთა გააჩერა.
ბიჭები გარეთ იყვნენ, ჩემებიც და ის ბირჟავიკებიც. მათთან მივედით, გაბრიელი მიესალმა და ჩემი ხელი, რომ შეამჩნიეს დაიწყო დაკითხვა.
-ქეთა რა გჭირს?_ორივემ ერთდროულად წამოიყვირა.
-არ დაიწყოთ ახლა ჩემით მოგიყვებით. დღეს სამსახურში მერაბი დამადგა თავს, ჯერ ხო ჭიქა გამიტყდა, მერე ამ ნამსხვრევებს დავარტყი ხელი და აჰა._ხელი წინ ავუფრიალე._გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ ბიჭები. -მოიცა, რა უნდოდა?_ხმაში სიბრაზე გაუკრთა ზურას.
-მე ხომ მამაშენი ვარ, უნდა დაგელაპარაკოვო.
-2 წლის მერე?_დაიღრინა ნიკამ.
-ალბათ საყვარელს დაშორდა, ან ცოლად მოიყვანა და იქნებ და ან ძმა მყავს უკვე._წავისისინე და გაბრიელს შევხედე. თბილად გამიღიმა ბიჭებს შეხედა.
-მე წავალ ეხლა, სამსახურში უნდა დავბრუნდე.
-კარგი. მადლობა.
-მადლობა არ არის საჭირო._გამიღიმა.
-ხო კარგი._გადამკოცნა და თან ყურში ჩუმად მითხრა:
-მარწყვის ტუჩები._მომშორდა თუ არა მოჭუტული თვალებით შევხედე. გაეცინა, ბიჭებს დაემშვიდობა და წავიდა. ჩემი ზურიკელა მაშინვე ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. როგორ მიყვარს ეს ორი, რას აღარ აკეთებენ ჩემი და ნიას გამო. ამასობაში ნუცაც მოვიდა, სახლში ასვლას ვაპირებდით მერაბი, რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. მაშინვე ვიგრძენი ზურას დაჭიმული სხეული, ნიკა ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
ჩვენთან მოვიდა და ბიჭებს გაუღიმა, მაგრამ სამაგიეროდ მტრული მზერა მიიღო.
-ქეთი უნდა გელაპარაკო._ბავშვებს მოავლო თვალი.
-მათთან ერთად მითხარი._ამოიოხრა და საუბარი დაიწყო.
-შენ და ნიას ძმა გყავთ.
-ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. მერე ჩემგან რა გინდა?
-მინდა, რომ დები ძმას იცნობდეთ. ნიას კი მამა სჭირდება.
-ნიას 2 წლის წინაც სჭირდებოდა მამა, მაგრამ ვიღაც ქალს გაეკიდა. ახლაც იმის გამო გამოჩნდი, რომ ეს გეთქვა ხო?
-რატისა და ნიას ოჯახი სჭირდება.
-რომ არ წასულიყავი ნიას ეყოლებოდა ოჯახი. იცი რას ვერ გაპატიებ? ორსული ცოლი და შვილი, რომ მიატოვე და დაკრძალვაზეც კი არ მოხვედი.
-მე იქ ვიყავი, უბრალოდ ვერ მოვედი ახლოს.
-ისეთი რამ არ უნდა გაგეკეთებინა რის გამოც შეგრცხვებოდა.
-ქეთა დაფიქრდი, ბავშვები ერთად უნდა იყვნენ.
-კარგი, დავფიქრდები.
ზურგი შევაქციე და სადარბაზოში შევედი, ბავშვებიც უკან მომყვნენ. ბებოსთან ავედით, ნუცას გვერდით დავჯექი დივანზე და თავი კალთაში ჩავუდე. თმაზე მეფერებოდა, ნია მოვიდა და მანაც მოფერება დამიწყო. ერთხელაც შევჭამ ამ ბავშვს. ლოყები დავუკოცნე და ისევ ნუცას კალთას დავუბრუნდი. ბავშვები საუბრობდნენ და მათ სმენაში ჩამეძინა. თვალები, რომ გავახილე საწოლში ვიწექი. დამძიმებული სხეული ძლივს დავიმორჩილე და საწოლიდან წამოვდექი. გარეთ უკვე შებინდებული იყო, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. ბებო მისაღებში ნიასთან ერთად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე და შევამოწმე. გაბრიელისგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა და ნუცას შეტყობინება.
"-რომ გაიღვიძებ მომწერე, გავიაროთ ცოტა."
-ბებო ნუცასთან გავალ ცოტახანი და მოვალ მალე.
-წადი ბებო და მამაშენზე არ ინერვიულო. ის მართალია, ნიას მამა სჭირდება. მხოლოდ ამაში ვეთანხმები.
-დავფიქრდები ბებო, დავფიქრდები.
ნიას ვაკოცე და ბინიდან გავედი. კორპუსიდან გასულს იქ ზურა და ბექა დამხვდნენ. ორივემ თბილად გამიღიმა, ბექა გადავკოცნე შემდეგ კი ზურას ამოვუდექი გვერდით, ხელი მხარზე მომხვია და თავზე მაკოცა.
-ნიკა სადაა?
-სახლშია და ჩამოვა ეხლა.
-ქეთა, ხელზე რა გჭირს?
-უბედური შემთხვევაა, სამსახურში გავიჭერი._შეწუხებული სახით შემომხედა.
-გტკივა?
-ცოტა, მაგრამ არაუშავს._გავუღიმე და ზურას თავი მხარზე დავადე.
-ნახე შენი მანქანა მოიყვანეს.
-მითხარი, რომ საჭესთან გაბრიელი არ ზის._შეჭმუხნული წარბებით ავხედე ზურას.
-ზის, ზის._მითხრა ღიმილით.
მანქანიდან თავისი იდეალური ღიმილით გადმოვიდა და ჩვენკენ დაიძრა. თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. მისი ცქერით მონუსხულმა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ჩვენთან მოვიდა და გასაღები გამომიწოდა, მეც გამოვართვი და გავუღიმე.
-შეიძლება ცოტახნით დაგელაპარაკო?
-კი, რა თქმა უნდა._ზურას მკლავებიდან გამოვძვერი, გაბრიელს გაეღიმა და ჩემ მანქანასთან მივედით.
-დღეს შენი მანქანა შევამოწმებინე.
-რატომ?
-ჩემმა მძღოლმა თქვა, რომ უცნაური ხმა ჰქონდა და იმიტომ. ყველაფერი გააკეთეს რაც შესაცვლელი იყო, სხვათაშორის მითხრეს, რომ მოვლილი მანქანაა._გამიღიმა და მანქანის სახურავს იდაყვით დაეყრდნო.
-რახან გოგო ვარ იმას არ ნიშნავს, რომ მანქანები არ მიყვარს.
-ნუ ეხლა ბმვ-ეს ნუ ეხუმრები შენ.
-შენ მერსედესს მიხედე რა.
-მივხედავ, მივხედავ. მაგრამ შენი მანქანა კარგი სატარებელია, თუ სწრაფად მიდიხარ მითუმეტეს.
-ოჰ, ოჰ გაჩერდიიი._სიცილით ვუთხარი.
-გირეკავდი.
-მეძინა და.
-ხო, არაუშავს. არ გინდა გავისეირნოთ?
-კი მაგრამ სად?
-წავიდეთ რა._მითხრა ბავშვური ღიმილით.
-კარგი ხო._გავუღიმე და ზურასკენ მივბრუნდი.
-ზურიკელა, საქმე მაქვს მე და მალე მოვალ. ნახვამდის ბექა._ხელი დავუქნიე და მგზავრის სავარძელში ჩავჯექი, გაბრიელმა გაკვირვებული სახით შემომხედა. ჩემი გაჭრილი ხელი, რომ დავანახე გაეღიმა და საჭესთან დაჯდა. გასაღები მივეცი, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა.
-რამდენი ხანია ამ სავარძელში არ ვმჯდარვარ._გავიღიმე და გარემოს მოვავლე თვალი.
-რატომ?_ღიმილით მკითხა გაბრიელმა და შუქნიშანთან შეჩერდა.
-ყოველთვის საჭესთან ვზივარ და სხვათაშორის ძალიან ნელა დადიხარ.
-არ მოგწონს ნელა სიარული? ხოდა შენს თავს დააბრალე._პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა სახე. როგორც კი მწვანე აინთო ადგილიდან მოწყდა.
-საიდანღაც ვიღაც გამოხტება და ავილეწებით დამიჯერე._სიცილით ვუთხარი. გაეცინა და სიჩქარე ნელ-ნელა დააგდო.
-საზღვარგარეთ ყოფილხარ?
-არა, მაგრამ თუ წავალ აუცილებლად ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
-შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მოვლილი მაქვს.
-ოჰ რატო არ გექნება._ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი. გაეცინა და სიჩქარეს უმატა.
-რას ფიქრობ მამაშენზე?
-მამაჩემზე არა, ნიასა და რატიზე ვფიქრობ.
-რატი ვინაა?
-ჩემი პატარა ძმა.
-ძმა?
-ხო, მამას ეყოლა.
-ქეთევან!_გაკვირვებულმა შევხედე.
-გისმენ.
-არ გინდა მამაშენს ვესტუმროთ?
-არა არ მინდა.
-გინდა, ერთი სული გაქვს პატარა ძამიკოს როდის ნახავ. თან ჯობია ერთად იყვნენ ერთმანეთი ეყვარებათ და კარგი ურთიერთობა ექნებათ.
-მართალი ხარ, ჯობია ერთად იყვნენ. წავიდეთ.
-მისამართი?
-მისამართი ვიცი, მაგრამ ძმას ხომ უნდა მივუტანო რამე.
-ბავშვების მაღაზია, რა პრობლემაა._სიცილით მითხრა და მარჯვნივ მოუხვია და მაღაზიასთან შეჩერდა.
-მოიცა ფული არ წამომიღია.
-ეხლა ჩუუ და წამოდი.
-გაბრიელ!_გაბრაზებულმა დავუძახე.
-არაფერი დაშავდება, შენ ძმას ვახარჯავ შენ ხომ არა? მარტო ავარჩევ იცოდე!_მიმანიშნა, რომ მაინც იყიდიდა.
-ხო, კარგი._ამოვიბუზღუნე და უკან ავედევნე.
მაღაზიაში შესულს ყველაფრის ყიდვა მომინდა. ის გამახსენდა მშობიარობამდე მე და დედა, რომ ვყიდულობდით ნიასთვის ტანსაცმელს, შემდეგ კი მხოლოდ მე ვყიდულობდი. ისე მიყვარს ბავშვისთვის პატარა ტანსაცმელების ყიდვა, რომ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადავიყვანო. გაშეშებული ვიდექი და ყველაფერს ვაკვირდებოდი, გაბრიელიც იდგა და მოთმინებით მელოდა. გავუღიმე და პატარა ბავშვის ტანსაცმელისკენ დავიძარი, ყველაფერი ისეთი ლამაზია. ბიჭის ტანსაცმელთან გავჩერდი და ყველაზე პატარა ზომა ავიღე. ცისფერი ბოდე, პატარა ფაჩუჩები, თეთრი ქუდი და ხელთათმანები. გაბრიელმა შარვალი და საროჭკა აიღო, ისეთი საყვარელი სახით შესცქეროდა ბავშვის ტანსაცმელს, რომ შეუძლებელი იყო არ გაგეღიმა. ჩხარუნა სათამაშო და საწოვარა ავიღე, სულ ეს იყო, საყიდლები დასრულდა. მანქანაში ჩავსხედით და რატისთან წავედით. მორალურად მოვემზადე მამას მეორე ცოლის სანახავად და კარზე ზარი დავრეკე. კარი ახალგაზრდა გოგომ გააღო.
-ვინ გნებავთ?
-თუ შეიძლება მერაბის დაუძახეთ._არა რა, რატო ჭამს ყველა ამ ბიჭს თვალებით გამაგებინეთ. თვალმოჭუტულმა ავხედე გაბრიელს, ჩაიცინა და იმ გოგოს შეხედა. მერაბის დაუძახა და ბიძათი მიმართა, რამდენიმე წამში ისიც გამოჩნდა. ჩემი დანახვა აშკარად გაუკვირდა და თან გაუხარდა. მოგვესალმა და სახლში შეგვიპატიჟა. ბინა კარგადაა მოწყობილი, სუფთა და დალაგებულია, ეს უკვე კარგია. მისაღებში დივანზე დავსხედით, ოთახიდან კი ქალი გამოვიდა ბავშვით ხელში, ალბათ ეს ისაა ვისაც მე ვფიქრობ. ახლა გასაგებია რატომ მიგვატოვა მამამ. ლამაზი ქალია, მოვლილი და აშკარად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. კაცებს ხომ ხიბლავთ როდესაც ქალები ეწინააღმდეგებიან, დედა კი ყოველთვის ეთანხმებოდა. ნერვიულობისგან ხელი მოვმუჭე და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი სანამ გაბრიელის ხელი არ ვიგრძენი, რომელიც ზურგზე ედო. ნაზად და რიტმულად ამოძრავებდა, ცოტა დავმშვიდდი და გაბრიელს მადლიერი სახით ავხედე. თვალი ჩამიკრა და თბილად გამიღიმა.
-ანანო, ეს ქეთაა._უთხრა მერაბმა ქალს და გაუღიმა.
-სასიამოვნოა._გამიღიმა ანანომ და ხელი გამომიწოდა, დავფიქრდი იმაზე ჩამომერთვა თუ არა ხელი.
-უნდა გაბედო ქეთევან._ყურთან მიჩურჩულა გაბრიელმა. ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. მამას თვალები გაუნათდა.
-ჩემთვისაც._ამოვიჩურჩულე და ისევ დივანზე დავჯექი.
მამამ რატი ხელში აიყვანა და გვერდით მომიჯდა.
-რა პატარაა._ვთქვი ღიმილით და რატის ხელზე ვაკოცე. ნიაც ასეთი პაწაწკუნტელა იყო, ჩემი ქაჯი.
-ჯერ ორი კვირისაა._თქვა ანანომ და სავარძელში ჩაჯდა.
-ეს რატის მოვუტანე._ჩემ წინ დაწყობილი პარკები ანანოს მივაწოდე.
-არ იყო საჭირო.
-ის ხომ ჩემი ძმაა._გავუღიმე და პატარა კაცი ხელში ავიყვანე. ვაიმე რა მსუბუქია, ეს ცხვირი კიდე ისეთი ხოკტა აქვს, მამას გავს.
ცოტახანი კიდევ ვიყავით, შემდეგ კი წამოვედით. მანქანაში, რომ ჩავჯექი ისეთი ბედნიერი ვიყავი, მგონი ვანათებდი. გაბრიელიც ღიმილით მიყურებდა. მანქანა ჩემ კორპუსთან გააჩერა, ორივე გადმოვედით და ერთმანეთს გაღიმებულები იდიოტებივით შევცქეროდით. ასე ვიდექით ჩუმად, სანამ მისი მძღოლი არ მოვიდა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის.
-მადლობა შენ, ასეთი კარგი, რომ ხარ._მითხრა ღიმილით, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ხელი დავუქნიე, ბებოსგან ნია წამოვიყვანე და ჩემთან ავედი.



***
ბოდიშით ბავშვებო, უნიივერსიტეტის გადამკიდე ვერ მოვასწარი დაწერა და ამიტომ დამაგვიანდა. მიყვარხართ მე თქვენ და მიხარიხართ <3 თქვენი აზრით შეიცვალა გაბრიელი? გამოსწორდა თუ ისევ კარენოი ბაბნიკია? :დ :დ



№1 სტუმარი Guest lia

Kარგი ტავი ზალიან მიხარია გაბრიელის.გამოსწორება
აგარ გვალოდინო დიდხანს .ცქარა დადე ახალი ტავი❤❤❤

 


№2  offline წევრი nina.d.

Guest lia
Kარგი ტავი ზალიან მიხარია გაბრიელის.გამოსწორება
აგარ გვალოდინო დიდხანს .ცქარა დადე ახალი ტავი❤❤❤

მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა. შევეცდები ორშაბათამდე დავდო <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3  offline მოდერი ენემი

მმ რა კარგი იყოო heart_eyes გააგრძელე და დიდი თავი დადე ;)

 


№4  offline წევრი nina.d.

ენემი
მმ რა კარგი იყოო heart_eyes გააგრძელე და დიდი თავი დადე ;)

გავაგრძელებ აუცილებლად და შეძლებისდაგვარად დიდ თავს დავდებ :)))
--------------------
ნათია მწითური

 


№5 სტუმარი Guest bubu

kargia yvelaferi momwons mara ar minda ro gabrielma guli atkinos adamianebi ese advilad ar icvlebian zogjer ki saertoddac ar icvlebian

 


№6  offline წევრი nina.d.

Guest bubu
kargia yvelaferi momwons mara ar minda ro gabrielma guli atkinos adamianebi ese advilad ar icvlebian zogjer ki saertoddac ar icvlebian

მართალი ხარ
--------------------
ნათია მწითური

 


№7 სტუმარი Guest მაკა

სიყვარულს ყველაფერი შეუძლია არც ჩემი ქმარი იყო ნაკლები ბაბნიკი მთელი საბურთალოს გოგოები ზედ ახტებოდნენ მაგრამ 30 წელია მე პრობლემა არ მქონია

 


№8  offline წევრი nina.d.

Guest მაკა
სიყვარულს ყველაფერი შეუძლია არც ჩემი ქმარი იყო ნაკლები ბაბნიკი მთელი საბურთალოს გოგოები ზედ ახტებოდნენ მაგრამ 30 წელია მე პრობლემა არ მქონია

როცა უყვარხარ სხვა ყველაფერი უკანა ფონზე გადადის .
--------------------
ნათია მწითური

 


№9 სტუმარი Guest მაკა

სად დაიკარგე ასეთი დაგვიანება არ მომწონს ველოდები გაგრძელებას☹️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent