შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 4/New home (2)


16-09-2017, 22:13
ავტორი Fllickan
ნანახია 1 258

რობერტ ბლექვუდის სახლი ყველაზე დიდი სახლი იყო აისჰევენში. 25 მეტრის სიმაღლის,40 ოთახით-ყველა ოცნებობდა ამ სახლში ცხოვრებაზე.
ვენდის ყოველთვის უყვარდა ეს ადგილი.ბავშვობაში როცა ამ ადგილს სტუმრობდა,საათობით ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში და წიგნებს კითხულობდა,რომლებთაც მამამისის ბიბლიოთეკაში პოულობდა. ყველანაირი წიგნი იყო ამ ბიბლიოთეკაში,ვენდის არაფერი ერჩივნა ამ ბიბლიოთეკას და ამ სახლს,განსაკუთრებით კი წითელ ოთახს,რომელიც მის გარდა არავის მოსწონდა,რადგან ყველას უნებურ შიშს გვრიდა,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ლამაზი იყო. ვენდი კი როგორც სახლში,ისე გრძნობდა თავს ამ ოთახში და საათობით აღარ გამოდიოდა.

-ხანდახან ვფიქრობ,რომ არაფრის გეშინია.-უთხრა რობმა ერთხელ.
-კი როგორ არა.-გაიცინა ქეითმა-ახლავე მოვალ.
ქეითი წავიდა და უკან რომ დაბრუნდა,მუჭში რაღაცას მალავდა.
-რა არის ეს?-ჰკითხა ვენდიმ.
ქეითმა ხელი გაშალა და იქიდან ჩვეულებრივი,საშუალო ზომის ღამის პეპელა აფრინდა,მაგრამ სანამ ფრთებს მოიქნევდა,ვენდი უკვე კივილით გარბოდა თავისი ოთახისკენ.
-მის სიმამაცე-გაიცინა ქეითმა. ამის შემდეგ ვენდი 3 დღე არ ელაპარაკებოდა დას და ეჭვის თვალით უყურებდა ხელებზე.

ვენდიმ გეზი პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო. იქ არაფერი შეცვლილიყო,ისევ ისეთი წითელი,ცივი და ლამაზი იყო,როგორც ჩანს ისევ არავინ იყენებდა ამ ოთახს.
ვენდი საწოლზე წამოწვა და თვალები ჭერს მიაპყრო. გუშინდელი ღამე სიზმარივით ახსოვდა,ეგონა რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
-ჰეი,არ გშია?-კარზე დააკაკუნა რობმა.-წამოდი,ვჭამოთ.
ვენდი აპირებდა ეთქვა არ მშიაო,მაგრამ მუცელმა ბუყბუყი დაასწრო და ზანტად წამოდგა.
-რა გვაქვს საჭმელად?
-არ ვიცი,მაგრამ ისეთი გემრიელი სუნი გამოდის სამზარეულოდან,რომ ადამიანიც რომ იყოს,მაინც შევჭამ.
-შემთხვევით მაქციამ ხომ არ გიკბინა და მაქცია ხდები?
-არ უკბენია. და სერიოზულად? რიჩარდი?
-რა?
-დავინახე ერთმანეთს როგორ უყურებდით მანქანაში. და ისიც დავინახე,როგორ ათვალიერებდა შენს ფეხებს და შენ არც კი ცდილობდი,რომ კაბა გაგესწორებინა.
-მართლა?-ლოყები აუვარდისფრდა ვენდის-მიყურებდა?
-არა,ეს იმიტომ ვთქვი რომ დამემტკიცებინა,რომ რიჩარდი მოგწონს.
-არაფერიც არ მომწონს-გაბრაზდა ვენდი-ის ხომ მამაჩემის ტოლია.
-ჰა ჰა,მისტერ ჰარინგტონი რამდენი წლის იყო? სულ რაღაც ერთი წლით უფროსი მამაზე.
-ეს სხვა შემთხვევაა,რიკი მამაჩემის მეგობარია.
-რიკი-გააჯავრა რობმა-უკვე მოფერებით სახელებსაც ეძახით ერთმანეთს?
-მოკეტე.-უთხრა ვენდიმ.
-კარგი ხო,მართლა გიყურებდა ისე-თვალი ჩაუკრა რობმა.
-მართლა?-ისევ გაუხარდა ვენდის.
-არა.
- -_-
-კი.
-აღარ მჯერა შენი.
-კაი ხო,არ გიყურებდა,ის ახლახანს დაშორდა ცოლს და სულ არ აინტერესებს,ვიღაც 18 წლის თინეიჯერი.
-ცოლს დაშორდა?-ღიმილი ვერ შეიკავა ვენდიმ.
-აი კიდე,მერე კიდე იტყვი რომ არ მოგწონს.

-ჰეეი,ბავშვებო,წამოდით,საჭმელი მზადაა.-თქვა რიჩარდმა,როცა დერეფანში მომავალი ვენდი და რობი დაინახა.
-მაქეთ მოვდიოდით ზუსტად-უთხრა რობმა.

ვენდი საკუთარ თავზე გაბრაზდა,როცა მიხვდა,რომ რიჩარდი მართლა მოწონდა,არადა ჯერ კიდევ გუშინწინ ერიკთან აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას,ახლა კი საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.

-შენ აქ ცხოვრობ?-კითხა რობმა რიჩარდს.
-კი,ჩემმა ცოლმა ყველაფერი თავისთვის დაიტოვა-სახლი,ავეჯი. ერთადერთი ეს ბებერი ძაღი გაიმეტა,რომელიც არც კი ვარ დარწმუნებული ისევ ცოცხალია თუ არა.
-ა,ის ძაღლი ეზოში რომ იწვა? მეგონა ძაღლის ფიტული იყო.
-ხო,იშვიათად ინძრევა,უკვე 17 წლისაა.
-საყვარელი ძაღლია-თქვა ვენდიმ და ამაზე რობს კინაღამ ქათმის ძვალი გადასცდა.

-"საყვარელი ძაღლია"? სერიოზულად?-უთხრა ვენდის მოგვიანებით.-უკეთესადაც შეგიძლია დაიკო.
-მოკეტე.-თვალები გადაატრიალა ვენდიმ.

მეორე დილას ვენდი მანქანის ძრავის ხმამ გააღვიძა და ფანჯრიდან მამამისის ბენტლი რომ დაინახა,მაშინვე გავარდა მის შესახვედრად.

-ჰეეი.-სიხარულით დაიძახა რობერტმა,როდესაც კიბეებზე მისკენ მომავალი ვენდი დაინახა.
ვენდი მამამისთან მივარდა და კისერზე მოეხვია.
-მეც ძალიან მომენატრე-გაიცინა რობერტმა და ვენდის შუბლზე აკოცა-რამხელა გაიზარდე.ზაფხულის მერე არ მინახიხარ. მაჩვენე შენი ხელი-შეწუხებულმა დახედა ვენდის ხელს-ვწუხვარ,რაც გუშინწინ გადაიტანე.
-ეს რა არის,შენ ფეხი უნდა ნახო-მხიარულად უთხრა ვენდიმ და ისევ ჩაეხუტა.
-აუცილებლად ვნახავ,სახუმარო არ არის,შეიძლება ინფექცია შეგეჭრას.

რობერტ ბლექვუდი ექიმი იყო,როგორც მისი ყოფილი ცოლი-ჯეინი. ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლაში შეხვდნენ და ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ. შემდეგ ჯეინი დაფეხმძიმდა და ტყუპები გააჩინა-რობი და ვენდი. რობს მუქი ყავისფერი თმა და რობერტის ცისფერი თვალები ჰქონდა,ვენდის კი ჯეინივით ყავისფერი,ოღონდ მწვანე ლაქებით დაწინწკული თვალები.
შემდეგი ქეითი გაჩნდა-მას შედარებით ღია ყავისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა-ვერავინ ვერ არკვევდა მამას გავდა თუ დედას. შემდეგ კი უილოუ გაჩნდა,ქერა როგორც რობერტი ჯეინის თვალებით. შემდეგ კი მამა წავიდა და დიდი ხანი აღარ გამოჩენილა.ყველა ფიქრობდა,რომ პასუხისმგებლობას გაურბოდა,ახალგაზრდა წარმატებული ექიმი-4 შვილით? რობერტმა კარიერა არჩია-ასე ფიქრობდა ყველა,ვენდის გარდა. მას ბრმად სჯეროდა,რომ მამას ყოველთვის უყვარდა დედა და თავისი შვილები.
ვენდი 11 წლის იყო,როცა დედა გარდაეცვალა და ერთადერთი ადამიანი,ვისი დანახვაც უნდოდა,რობერტი იყო. 16,როცა ის და ფალანდრიელი-მისი პირველი და ნამდვილი სიყვარული-ავარიაში მოხვდნენ. ფალანდრიელი დაიღუპა,ვენდი კი გადარჩა.არავის ეგონა,თუ გადარჩებოდა,მაგრამ რობერტი-საუკეთესო ქირურგი აისჰევენში და ვენდის მამა-არ ფიქრობდა ასე,მან ყველაფერი გააკეთა ვენდის გადასარჩენად,შეუძლებელი შეძლო და შვილს არ მისცა საშუალება რომ სიკვდილის ბნელ კლანჭებში ჩავარდნილიყო. ვენდი გადარჩა,მაგრამ ფალანდრიელის დაღუპვამ მასზე მძიმედ იმოქმედა და რობიც კი ვერ ახერხებდა მის გამხიარულებას. და ვინ იყო ის ერთადერთი ადამიანი,ვინც ვენდის საყვარელი ადამიანის დაკარგვა გადაატანინა?-ისევ რობერტი.


-ნუ ხარ სულელი-უთხრა რობმა-ის არასდროს ყოფილა კარგი მამა.ო,არა,ის არასდროს ყოფილა მამა. არც კი შემიძლია იქამდე დათვლა,რამდენჯერაც მიგვატოვა.
-მნიშვნელობა არ აქვს,რამდენჯერ მიგვატოვა.მნიშვნელოვანი ისაა,თუ რამდენჯერ დაბრუნდა უკან.
-კი,დაბრუნდა მაშინ,როცა დედა მოკვდა. დაბრუნდა მაშინ,როცა შენ კინაღამ მოკვდი. ნამდვილად დასაფასებელია.
-იცი რომ ასე არ არის,მას ყოველთვის ვუყვარდით,დედაც ძალიან უყვარდა.
-მაშინ რატომ წავიდა?
ვენდის ამაზე პასუხი არ ჰქონდა.

უკვე ერთი თვე გავიდა მაქციების შემოსევის შემდეგ.ბენისგან არაფერი ისმოდა(ვენდის დაპირდა,რომ თუ ერიკზე რამეს გავიგებ,შეგატყობინებო).

ბლექვუდების ოჯახი სასტუმრო ოთახში იჯდა და საუზმეს გემრიელად მიირთმევდა.
-აუწიე ტელევიზორს-უთხრა რობმა ქეითს,რომელიც დივანზე იჯდა და ტომს ეთამაშებოდა.
-მომეცი პულტი-წაართვა ქეითმა ტელევიოზირს პულტი. ტომი გაბრაზებული ატირდა.
-შშშ. გაჩუმდით ყველა-თქვა რობმა და ეკრანს შეხედა.
"მართალია ადამიანები საუკუნეების მანძილზე დევნიდნენ ელფებს და ყველაფერი დაივიწყეს,რაც ჩვენ მათთვის გავაკეთეთ"-ლაპარაკობდა ელფი,რომელსაც შავი კოსტიუმი ეცვა,ოღონდ არა ჩვეულებრივი,რაც შეიძლება ელფური. გრძელი,წელამდე თმა უკან გადაევარცხნა და გვერდებზე პატარა ნაწნავებით ჩაეწნა.-"მაგრამ,როგორც ადრე ეხმარებოდნენ ადამიანები ელფებს და იცავდნენ სამყაროს საშინელი ქმნილებებისგან,როგორიც არიან ვამპირები,ახლაც დავეხმარებით და დავიცავთ მაქციებისგან.მაქციები ჩვენ შევქმენით,ისევე როგორც თქვენ,ადამიანები გაჩნდით ელფებისგან,ასე რომ არ არის ერთმანეთის სიძულვილის მიზეზი,ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ-ელფები და ადამიანები"
-ვინ არის ეს კაცი?-გაოცებულმა იკითხა ვენდიმ.
-სიენას მეფე.-თქვა რობერტმა.
-სიენას მეფე? სიენა? ქალაქი,რომელიც არ არსებობს?
-ვინ გითხრა რომ არ არსებობს,მხოლოდ ელფებს შეუძლიათ სიენას გზის პოვნა,მხოლოდ ბნელი ტყით შეიძლება იქ მოხვედრა.
-ბნელი ტყე? მანდ ვინც შესულა,უკან გამოსული არავინ უნახავთ.-თქვა რობმა.
-ადამიანები-არა,ელფები-კი.
-შშ,მოუსმინეთ.-თქვა რობმა და ისევ ეკრანს დაუბრუნდა.
ეკრანზე გრინეიჯი გამოჩნდა,სადაც მაქციების მაგივრად ქუჩაში ელფები პატრულირებდნენ.
"ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ"-ეკრანზე აისჰევენის პრეზიდენტი-კაიუს კეინი გამოჩნდა-"მხოლოდ ელფებმა შეძლეს ჩვენი იმ მონსტრებიდგან გადარჩენა,რომლებიც გრინეიჯს დაესხნენ თავს და უდანაშაულო ხალხი უმოწყალოდ ამოჟღლიტეს,ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ტარათიელს და ყველა ელფს"
-მაქციები აღარ არიან,შეგვიძლია სახლში დავბრუნდეთ.-გაუხარდა რობს.
-ჩვენ უკვე სახლში ვართ რობ-უთხრა ვენდიმ.
-მეც აქ მინდა დარჩენა.-თქვა უილოუმ.
-მეც.-თქვა ქეითმა.

-შენი აზრით ლექსი და ბენი ცოცხლები არიან?-ჰკითხა ვენდიმ რობს როცა ყველანი დასაძინებლად წავიდნენ.
-იმედი ვიქონიოთ რომ ასეა.

ღამის ორი საათი იყო,როცა ვენდი ძაღლის ყეფამ გააღვიძა და გაუკვირდა,რადგან ბებერი ჯიმი არადროს იღებდა ხმას.
-ვენდი,გძინავს?-ჩურჩულით ჰკითხა რობმა,რომელსაც ოთახში მხოლოდ თავი ჰქონდა შემოყოფილი.
-არა,რა ხდება?-საწოლზე წამოჯდა ვენდი.
-ბენია აქ.შენთან ლაპარაკი უნდა.
-ბენი?-გაუკვირდა ვენდის და მაშინვე ჩაცმა დაიწყო-სად?
-ქვევით,ამოვიყვან ეხლავე.
-კარგი,მიდი.
ორი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ბენი შემოვიდა.
-არ იხმაუროთ-თვალი ჩაუკრა რობმა და კარი გაიხურა.
-ბენ!-ჩაეხუტა ვენდი-აქ რას აკეთებ? მეგონა რომ ვეღარასდროს გნახავდი. ლექსი ცოცხალია?
-კი,ცოცხალია,მაგრამ აქ ამის სათქმელად არ მოვსულვარ.მისმინე...ბოდიში,რომ აქამდე არ გითხარი,მაგრამ მან მთხოვა რომ შენთვის არაფერი მეთქვა.
-ვინ?
-ერიკმა.
-ერიკი ცოცხალია?-თვალები გაუფართოვდა ვენდის და საწოლზე დაებერტყა.-ღმერთო ჩემო! და რატომ,რატომ არ უნდოდა რომ მცოდნოდა?
-იმიტომ რომ...მთელი ეს დრო ტყვედ იყო ჩავარდნილი და...
-და რა?
-ის ბრმაა.
-ბრმა?! როგორ?
-იმ ღამით სახლში ბრუნდებოდნენ,როდესაც მაქციები დაესხნენ თავს და ორივე თვალი დაკარგა.
ვენდის სიხარულის ცრემლები მწუხარების ცრემლებად შეეცვალა და ხმას ვერ იღებდა.
-ამიტომ მთხოვა,რომ არ მეთქვა შენთვის არაფერი.მაინც ვერაფერს შეცვლიდი და არ უნდოდა,რომ გენერვიულა.-გააგრძელა ბენმა.
-და ეხლა რატომ მეუბნები?
-ის უკვე სახლშია და...შვილის დაბრუნება უნდა.
-მისი ცოლი?
-მოკვდა. ახლა მას და უვლის.
-შენ? შენ როგორ ხარ?
-მე არა მიშავს რა.-გაიღიმა ბენმა-ჩემი წასვლის დროა,თავს გაუფრთხილდი.
-შენც.-ჩაეხუტა ვენდი.

კარგად გათენებული არ იყო,როცა ვენდიმ მანქანა დაქოქა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა რობმა.
-რობ! შენ რა გღვიძავს?
-კი,და შენ რატომ გღვიძავს ამ დროს? ბენმა რა გითხრა?
-დაჯექი. გზაში გეტყვი.

-ანუ ეხლა რას აპირებ? მასთან დაბრუნებას?
-ის თავის ცოლთან დაშორებას აპირებდა იმ ღამეს,როდესაც მაქციები დაგვესხნენ თავს. ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით.
-ცოლიანმა კაცმა გითხრა,რომ ცოლს დავშორდები,რომ შენთან ვიყოო და შენ დაიჯერე?
-შენ იქ არ ყოფილხარ,არ მოგისმენია მისთვის.
-რა თქმა უნდა. კლასიკური ისტორიაა.
-მოკეტე. შენ არაფერი იცი.-გაბრაზდა ვენდი და მარჯვნივ შეუხვია-აი უკვე სახლში ვართ.
გრინეიჯი ცოტათი გამოცოცხლებული ჩანდა იმასთან შედარებით,როგორიც ბავშვებმა დატოვეს. "X" ყველა კარიდან ჩამოერეცხათ და ნელ-ნელა ყველა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა-ამჯერად,ელფებთან ერთად.
-ეხლაც არ გინდა სახლში დაბრუნება? ჩვენი მეზობლები ელფები იქნებიან,და აღარავინ შემოგხედავს უცნაურად,რადგან ელფი ხარ.
-აისჰევენიც ჩემი სახლია-უპასუხა ვენდიმ-სახლი იქ არის,სადაც შენი საყვარელი ადამიანები არიან,და არა უბრალოდ შენობა.
-მეც გადმოვიდე თუ დაგელოდო?-ჰკითხა რობმა,როცა ჰარინგტონების სახლის წინ გაჩერდნენ.
-გადმოდი.
ვენდიმ კარზე ფრთხილად დააკაკუნა. კარი 30იოდე წლის მომხიბლავმა ქალმა გააღო.
-თქვენ ალბათ ერიკის და ხართ-უთხრა ვენდიმ.
-დიახ,ჯესიკა-გაუღიმა ქალმა-და თქვენ...?
-მე ვენდი ვარ.ქეითის და,ტომის ძიძა...
-ა,დიახ,ვიცი ვინც ხართ-სახლში შეიპატიჟა ჯესიკამ-თქვენ ალბათ ძმა ხართ?-კითხა რობს.
-დიახ. რობი.
-სასიამოვნოა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ-მიმართა ვენდის-რომ ჩემს ძმისშვილზე ზრუნავდით.
-რისი მადლობა,ტომი ჩვენი ოჯახის წევრიც არის-გაუღიმა ვენდიმ.
-დაბრძანით. ერიკს ახლავე დავუძახებ.
რობი დივანზე ჩამოჯდა და ოთახის თვალიერება დაიწყო.
ვენდი კი მოუსვენრად იდგა და იქითკენ იყურებოდა,საიდანაც ერიკი უნდა მოსულიყო.
ჯესიკა მალე დაბრუნდა უკან,თან ერიკი მოყავდა.
ვენდის სუნთქვა შეეკრა. ერიკს მუქი სათვალე ეკეთა,რომელიც ვერ უფარავდა იარებს,რომლის გამოც თვალები დაკარგა.
ვენდი მასთან მივიდა და მისი ხელი აიღო-გამარჯობა ერიკ.
-მე წავალ,ყავას მოვადუღებ-გაიღიმა ჯესიკამ და სამზარეულოში გავიდა.
-ვენდი...-თქვა ერიკმა და ხელით ვენდის სახეს შეეხო-ეს შენ ხარ.
-მე ვარ...-უპასუხა ვენდიმ და სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა.
-შენ რა,ტირი?-ჰკითხა ერიკმა და ცრემლი მოსწმინდა.
-არა.-ვენდიმ ერიკის ხელი სახიდან მოიშორა და ცრემლები სახელოთი გაიმშრალა.-რატომ არ მითხარი რომ ცოცხალი იყავი? ხომ იცოდი რომ გამიხარდებოდა?!-უსაყვედურა ერიკს.
-არ მეგონა თუ იქიდან ცოცხალი გამოვაღწევდი და არ მინდოდა რომ ასეთი გენახე.
-ასეთი? როგორი ასეთი? შენ ისევ ის ერიკი ხარ,რომელიც შემიყვარდა და ამას ვერაფერი შეცვლის...
ერიკმა თავი სინანულით გაიქნია და ხელით სკამი მოძებნა და დაჯდა.
რობმა თავი ზედმეტად იგრძნო და სამზარეულოში გავიდა ჯესიკასთან.
-ტომი როგორ არის?-მოიკითხა შვილი.
-კარგად-გაიღიმა ვენდიმ-ძალიან სწრაფად იზრდება.
-დღეს ჯესიკა წამოვა და წამოიყვანს.
-ქეითს არ გაუხარდება.ძალიან შეეჩვია ტომს.
უხერხული პაუზა.
-მინდოდა მეკითხა...-გაუბედავად დაიწყო ვენდიმ-იმ ღამეს...სანამ მაქციები დაგვესხმებოდნენ თავს...აპირებდი რომ შენი ცოლისთვის გეთქვა ჩვენს შესახებ?
-კი...
-უთხარი?
-არა.
-რატომ...
-ის ძალიან ბედნიერი იყო,რომ როგორც იქნა ჩვენ ორნი ერთად გავედით ქალაქში და არ მინდოდა მისი ხასიათის გაფუჭება.
-გასაგებია...ვწუხვარ,რომ...მოკვდა.
-ის...-მწარედ გაიცინა ერიკმა და ტუჩზე იკბინა-ის ეგრევე გაიქცა,როდესაც მაქციებმა ალყა შემოგვარტყეს და დამტოვა. ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ჩემზე.ამიტომ მოკლეს მაქციებმა ის და მე დამინდეს.როგორც ჩანს მაქციები უფრო პრინციპულები არიან,ვიდრე ჩემი ცოლი...
-ვწუხვარ...-უთხრა ვენდიმ-ამიტომ არ გინდოდა ჩემი ნახვა? გეგონა რომ მეც ეგრე მიგატოვებდი და არ ვიზრუნებდი შენზე?
-არა!-იუკადრისა ერიკმა-შენში ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,უბრალოდ არ მინდოდა შენთვის სანერვიულო გამეჩინა...მაინც ვერაფერს შეცვლიდი.
-მაგრამ ახლა შემიძლია! შენთან დავრჩები და...
-არა!-შეაწყვეტინა ერიკმა და წამოდგა-არა! ამას ვერ გთხოვ.
-არც მჭირდება შენი თხოვნა,ჩემი ნებით ვრჩები.
-არა მეთქი! ისედაც არ მინდოდა რომ შენი შეყვარებული 38 წლის ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილიყო,და ახლა მითუმეტეს ეს კაცი ბრმაა...
-მე მიყვარს ეს კაცი.-შეაწყვეტინა ვენდიმ და მისი ხელი აიღო-და არ მივატოვებ.
-მე მინდა,რომ წახვიდე.-ხელი გამოართვა ვენდის ერიკმა და ხელით გაიგნო გზა თავისი ოთახისკენ.
-შენი ცოლი ლაჩარი იყო...იმიტომაც გაიქცა. და ახლა შენც ლაჩარივით იქცევი-მიაძახა ვენდიმ და გაბრაზებული გავარდა გარეთ. რობი უკან მიჰყვა.
-რა მოხდა?
-მას არ უნდა ჩემთან ყოფნა. ფიქრობს რომ ჩემთვის ტვირთი იქნება.
-რაღაც მომენტში მართალია-უთხრა რობმა-ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს...
-ერიკივით ლაპარაკობ.-უკმეხად გააწყვეტინა ვენდიმ და მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია,ჩუმად ატარებდა მანქანას.

მეორე დღეს ჯესიკა მოვიდა და ტომი წაიყვანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent