მოთამაშე (ნაწილი მეშვიდე)
10. კ ე ს ი (ახლანდელი დრო) ცუდად ვარ. ვარჯიშის გამო კუნთები ისევ მტკვა, ჭრილობები კი ჯერ არ შემხორცებია, და ხელს მიშლიან. დეჰიდრაცია მჭირს და მეძინება. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე დასვენების უფლება მაქვს. სკოლაში შევდივარ, და ყველა ისევ ჩემკენ იყურება, ამრეზით. თავიდან ყველა მადლიერი იყო, ყველა მიღიმოდა, ყველას ვუყვარდი, ახლა კი... ახლა თითქმის არავინ აღარ მელაპარაკება, და ყველას ვძულვარ. ყველას "ვიპენდრუშკა" ვგონივარ, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, რომელსაც უნდა ძალაუფლება საკუთარ ხელებში აიღოს და კვლა გააგრძელოს. ყველაზე საყვარელი ადამიანიდან გავხდი ადამიანად რომელზეც ოცნებობენ რომ თამაშისას მოკდება. -კესი! -მარი და ანა ჩემს გვერდით ჩნდებიან და მიღიმიან. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა ისეთი ვისაც არ ვძულვარ და ჩემი მოკვლა არ უნდათ. -მარი. -ვუღიმი საპასუხოდ და ყურსასმენებში მუსიკას ვრთავ რომ ველაპარაკო. -როგორ ხარ? -კარგად შენ?- უხერხულად იშმუშნება, მაგრამ ვცდილობ მის დისკომფორტს ყურადღება არ მივაქიო. გარშემო იყურება და უამრავ ადამიანს ამჩნევს რომლებიც გვაშტერდებიან. -ღმერთო. -ოხრავს და თვალებს ატრიალებს. -ყურადღება არ მიაქციო ამათ. არ იციან სინამდვილეშ რა ხდება, და გაგებაც არ უნდათ. -ჰომ. -ვიძახი და თავს ვაქნევ. - მაგრამ მასეც არ არის. მესმის მათი, აბა დაფიქრდი, რატომ ვისურვებდი მაგათი აზრით თამაშის გამეორებას რომ ორგანიზატორი გავხდე? იმიტომ რომ მინდა სამაგიერო გადავუხადო თამაშის მოთამაშეებს თუ იმიტომ რომ ძალაუფლება მინდა? -მართალი ხარ. -ანა მეთანხმება და მიღიმის. - ამიტომაც არ ჯერათ, ტელევიზია რომ არ ყოფილიყო და ის საზიზღარი ჟურნალისტები არავინ გადაგეკიდებოდა. -მეეჭვება. -ვიძახი დაეჭვებით და გზას ვაგრძელებთ. მათთან ლაპარაკი მომენატრა, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან, ხალხი რომლებიც ჩემს დანახვისას არ იჯღანებიან და მელაპარაკებიან. -ჰაჰ. -მესმის ანას სარკაზმით გაჟღენთილი ხმა და იმ მიმართულებით ვიყურები საითაც ისაა მიშტერებული. როგორც კი მათ ვხედავ გული მეკუმშება და ცრემლები მადგება. ისინი არიან, წინ მიდგანან და ისე იქცევიან თითქოს არაფერი არ მომხდარა. ნიკა მხედავს და ხელს მიქნევს, მე კი პასუხად ვუღიმი. მას არაფერს არ ვერჩი, დანარჩენები არიან ისინი ვინც გული გამიტეხეს. მათე გვერდით იყურება, გუკა ფეხსაცმელების შესწავლას ცდილობს, ბექა თვალებში ვერ მიყურებს, ეკე კიდევ... ეკე მაშტერდება, თვალებში უამრავი ემოცია უტრიალებს, სევდა, სინანული, ბრაზი... პირველი გვერდით მე ვიყურები, რადგან მტკივნეულია მისი ყურება. ჩვენი ბოლო ლაპარაკი მახსენდება, ის რომელში ყველაფრის აუხსნელად მითხრა რომ ჩემთან კოტაქტი აღარ უნდოდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე მტკივნეული მაინც ბექა იყო. მისგან ამას არ მოველოდი, არც იმ იდიოტურ მიზეზს. ----მოგონება---- -კესი...? -ბექასკენ ვიხედები და ვუღიმი. მაგრამ ის ღიმილს არ მიბრუნებს, პირიქით სახე ეღრიცება და თვალს მარიდებს. -სალაპარაკო მაქვს. -თავს ვუქნევ და უკან მივყვები. ის კი ჩემკენ ერთხელად არ იყურება. -მოხდა რამე? -ვცდილობ შიში არ დამეტყოს ხმაზე, მაგრამ უშედეგოდ. მთელი სხეული მიკანკალებს ცუდი ამბის მოლოდინში. ბოლო ბოლო ბექა ჩემკენ იყურება, -ბექა...! -კესი... -თავს დაბლა ხრის და აქნევს. -ბოდიში... -გაკვირვებული ვუყურებ, ვერ ვხვდები ბოდიშს რისთვის მიხდის. -მაგრამ, აღარ შემიძლია... შენც კარგად იცი რა შეიძლება რომ მოხდეს,,,- თავს ვუქნევ, ვხვდები რაზეც მელაპარაკება. -შენ... შანსი გქონდა რომ უარი გეთქვა, მაგრამ არა... იდიოტურ ოცნებას გაეკიდე, მითხარი რისი მიღწევა გინდა ამით?! ბოლო ხმაზე მიყვირის, მე კი ვცდილობ არ შევიმჩნიო თუ რამდენად მტკივა მისი სიტყვები, ვცვდილობ არ მივცე მათ საშუალება რომ დამჭრან და გული საბოლოოდ დამიმტვრიონ. მაგრამ ჩემ წინ ბექაა, ადამიანი რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც მუდამ გვერდში მედგა, და რომელსაც... ვენდობოდი. -ბექა... -თავს დაბლა ვხრი რომ ჩემი აცრემლებული თვალები არ დაინახოს. ყელში გაჩხერილ ბურთს ვყლაპავ და ჩემ ხმას ვიბრუნებ. -ჩემთვის ჩემი ოცნება იდიოტური არ არის. მე მისთვის ბრძოლა მაქვს გადაწყვეტილი, და მიზანს მივაღწევ. -კესი... -იწყებს, მაგრამ ვაწყვეტინებ და თვალებში ვუყურებ. -არანაირი კესი, ამას უშენოდაც მშვენივრად გავაკეთებ. -ხმა ყინულივით ცივი და დამცინავი მაქვს. - თუ ჩემთან მეგობრობა არ გინდა, არ გაიძულებ, მაგრამ არასდროს მოგცემ უფლებას ჩემს ოცნებას იდიოტური დაუძახო. ვისაც უნდა შეუძლია ჩემი ცხოვრებიდან ახლავე წავიდეს, დარჩენას არავის არ ვთხოვ! ყვირილზე გადავდივარ, სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ვისვრი, მთლიანი ტანი მიკანკალებს, რადგან ბრაზს გარეთ გამოღწევის საშუალებას არ ვაძლევ. ის კი დგას, დგას და მიყურებს ისე თითქოს გიჟი ვიყო, მიყურებს და მის თვალებში ვკითხულობ, ვგრძნობ რომ ვეცოდები. ----მოგონების დასასრული---- მას მერე მასთან აღარც მილაპარაკია, და სიმართლე თუ გინდათ ამის სურვილი მკლავს. ის ჩემი მეგობარი იყო, და ძნელია რომ მისი დავიწყება მიწევს ასე მალე, თითქოს არც არასდროს არსებულა, თითქოს ის ჩემთან არც ყოფილა. -კესი...? -მარის ხმა ჩუმად ჩამესმის და მისკენ ვიხედები. სევდიანი თვალები აქვს, თითქოს ჩემს გამო გული შესტკივა. -იდეა მაქვს! -ყვირის უცებ ანა და ყველანი ჩვენკენ იყურებიან, ის კი ტონს არ უწევს, პირიქით უმღლებს. -კლუბში წავიდეთ, სადაც მანამდე ვიყავით. -მე ვერ ვსვავ. -იძახის მარი ბუზღუნა ხმით და მეცინება, მართალია დაჭრილი ვარ, მაგრამ წამლებს აღარ ვსვავ და სმაც შეიძლება, ოღონდ ბევრი არა. -ისე ქალბატონო. -იძახის მარი და ჩემკენ იხედება. -არც შენ არ უნდა სვავდე. -იეპ, იდეაში ხო. -ვეუბნები სიცილით და ვუღიმი. -მაგრამ, ეგ არ ნიშნავს რომ არ დავლევ. თან ათასში ერთხელ შეიძლება. სამი თვეა უკვე გასული და ბოლოს როდის გავერთე არც კი მახსოვს. მარი თვალებს აბრიალებს მაგრამ მეთანხმება, ანა კი გამარჯვებულივით იღიმის. -თაკოს და ნიცას ვეტყვი! - ყვირის და ტელეფონს იღებს რომ თავის დას მიწეროს. -ოღონდ იცოდეთ ისევ იდიოტურად ჩამაცმევთ და დაგკლავთ! ვიცინი და თავს ვუქნევ. დიდი ხანია ასე არ ვყოფილვარ, ბედნიერად. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიცინე ამდენი, ან როდის გამხარებია სადმე წასვლა. *** -კესი, ნუ ნერვიულობ, კარგად ხარ. - თაკო მეასეჯერ მეუბნება და მიღიმის. დაბლა ვიხედები და საკუთარ ტანს ვაკვირდები. -ჰო, ჰო რათქმაუნდა. -ვიძახი გაღიზიანებული. -კარგად შენ ხარ, მე კი არა. -ვიძახი გაბეზრებული და ჩემ შავ კაბას ვაკვირდები. კაბა მუხლებამდეა, სახელოები კი იდაყვებამდე აქვს, მოტკეცილი არ არის, მაგრამ არც ფაშფაშაა. უბრალოდ, სადა კაბაა. ფეხზე კი შავი ბათინკები მაცვია. თმა გაშლილი მაქვს, და სხეულზე მეხვევა. მარის მაქმანებიანი მოკლე კრემისფერი კაბა აცვია, გრძელი მუხისფერი თმა მაღლა აქვს აწეული, და ეული კულული აქვს დაბლა დატოვებული. ფეხზე შავი ბალეტკები აცვია და სახეზე ტონა მაკიაჟი უსვია, მაშინ როდესაც მე მარტო პომადა ძლივს წამასმევინეს. ანას, თავისი ბიჭური სტილის გამო ტყავის გრძელი შარვალი, წითელი უმკლავო მაიკა და შავი კეტები აცვია, ღია შოკოლადისფერი თმა კი გაშლილი აქვს დატოვებული. ნიცას ანასფერი თმა ქერად აქვს შეღებილი, მოკლემკლავიანი გცრეცილი ვარდიფერი კაბა აცვია. ფეხზე კი თეთრი მაღალქუსლიანები. თმა მაღლა ცხენის კუდად აქვს აწეული და თვალისმომჭრელად იღიმის. თაკო კი, თაკოს ქერა პლატინისფერი თმა გამუქებული აქვს, მუქი მელნისფერი მოტკეცილი კაბა და შავი მაღალ-ქუსლიანები აცვია. -მზად ხართ? - კითხულობს ანა გაბადრული სახით და თავს ვუქნევთ. პირველი კლუბში ანა შედის, უკან კი ჩვენ მივყვებით. *** -დეჟა ვუ მაქვს. - მარი გაღიზიანებული იძახის და თავით ბიჭებისკენ მანიშნებს. ისევ იქ დგანან სადაც წინაზე, ისევ იგივე ნაირად გვიღიმიან და ისევ დაბოლილები არიან. მათი დანახვა გულს მირევს, მაგრამ მაინც ვუღიმი. ვუღიმი, მაგრამ ახლოს აღარ მივდივარ. მაგრამ შორიდანაც კი ვარჩევ რომ ეს უბრალოდ პლანით დაბოლება არ უნდა იყოს. დებილებივით იცინიან, უცნაურად იქცევიან და უბრალოდ თავის თავს აღარ გვანან. ჩვენკენ მოდიან, მე კი ადგილიდან ვერ ვიძვრი, რადგან ვიცი რომ ეს მეტი იყო, ვიდრე უბრალო მოწევა. რაც უფრო ახლოს მოდიან, მით უფრო ადვილი ხდება მათი სახეების გარჩევა, და მით უფრო მეკუმშება გული. გუგები გაფართოებული, ღიმილი ყურებამდე ასული, წაშლილი და უმეტყველო სახეები, და ქცევები რომ თითქოს აქ არ არიან. -რა მოწიეთ? - ვეკითხები როგორც კი ახლოს მოდიან, მართალია აშკარად კაიფში არიან, მაგრამ ეტყობათ რომ აზროვნების უნარი ისევ აქვთ შერჩენილი. -რა მოწიეთ? - უფრო მომთხოვნი ტონით ვეკითხები და ისინიც მამჩნევენ. -არაფერი... - იძახის ბექა ბედნიერი სახით. -არ მოგვიწევია! -აბა? -ვკითხულობ გაღიზიანებული და თვალს ვავლებ ჩემ წინ მდგომებს. ბექა მათეს ეყრდნობა, რომელიც დებილივით უცინის ნიკას, რომელსაც ლამის ხელში ყავს აყვანილი ეკე. გუკა კი ეკეს გვერდით დგას და ბიჭებს დებილივით უყურებს. -კოკაინი. -იძახის ჩემს უკან ბოხი ხმა. მისკენ ვიყურები და ერთ ადგილს ველურსმნები. აჩეჩილი, ღია თაფლისფერი თმა, შოკოლადისფერი თვალები, ოდნავ მოშვებული წვერი და პატარა შრამი ნიკაპზე. სწორი ცხივირი და იდეალური ვარდისფერი ტუჩები. -უკაცრავად? - ვეკითხები გონს მოსული და ვაკვირდები. ვუყურებ, მაგრამ ვერ ვცნობ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მეცნობა. -არაფერი არ აქვთ მოწეული, კოკაინის წემოქმედების ქვეშ არიან. -იძახის წყნარი ტონით. - ამის გარდა. -თავით გუკასკენ მანიშნებს. -ამას მოწეული აქვს. თავს ვუქნევ, მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო. იმაზე რომ ეწეოდნენ უკვე რეაქცია აღარ მქონდა, არც ექსტაზზე ან რამე მასეთზე, მაგრამ... კოკაინი რამე ისეთი არ არის. -ნუ ნერვიულობ. - მამშვიდებს ღიმილიანი სახით. -კარგად იქნებიან, ისე არიან წესით მალე უნდა გამოვიდნენ, კოკაინი შვიდიდან ათ საათამდე მოქმედებს, ამათ კი ეტყობათ რომ დიდი ხნის მიღებული აქვთ. -კაი...? - ვეუბნები ოდნავ დაბნეული და თვალებს ვახამხამებ. - მადლობა. -არაფრის. - იცინის მაკვირდება. -სანდრო. - ხელს მიწვიდის და მეც ვართმევ. როდესაც ვეხები სითბო მთელ სხეულში მივლის. -კესი. - ვეუბნები წვრილი ხმით, ის კი იღიმის. ხელს არ მიშვებს, მაგრამ არც მე ვარ წინააღმდეგი. პირიქით, მსიამოვნებს მისი შეხება, ნაზი და თბილი თითები აქვს, საიდანაც სითბო იღვრება. -ვიცეკვოთ? -მეკითხება და თავს ვუქნევ. ბიჭებს გოგოებს ვუტოვებ და სანდროს მივყვები საცეკვაო მოედნისკენ. თვალებში ვუყურებ და იგივე გრძნობა მეუფლება რაც მაშინ ცეკვისას, თითქოს ის ასეთი ნაცნობია ჩემთვის. იმავე სურნელი ასდის... თითქმის იგივე. თვალებში ვუყურებ და ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მათში ვიძირები, თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყოთ დარჩერნილნი მთელ მსოფლიოში. *** გ უ კ ა კესის ვუყურებ და ხელები მემუშტება. ეჭვიანობის გრძნობა ჩემს მთლიან სხეულს იპყრობს და მაიძულებს თვალი არ მოვაშორო მათ თითოეულ მოძრაობას. წინაზე ამ ბიჭის ადგილას მე ვიყავი, მე მეხვია კესის გარშემო ხელები, მე ვუყურებდი თვალებში და მე ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ახლა კი, ახლა ვიღაც ნაბი*ვარია ჩემს ადგილას და მის სათუთ ტანს კლანჭებით შემოჰხვევია. -რატომ მგონია რომ შენი შანსი დაკარგე? - ჩემდა გასაკვირად ხმას მარი იღებს და ისიც წყვილს უყურებს. - რამდენი ხანია მოგწონს? -დიდი ხანია. -ვიძახი დაბალი ხმით და გვერდით ვიყურები. -ზედმეტად დიდი ხანია. -მაშინ სხვა გოგოებს რატომ დასდევდი? -ხმა ყინულივით ცივი აქვს. -იმიტომრ რომ მას არ მოვწონდი. -ვიძახი გაბეზრებული და კესის თვალს ვარიდებ. - მე კი ყურადღების გადატანა მჭირდებოდა. -საიდან იცი რომ არ მოწონხარ? კითხე? - მეკითხება გაკვირვებული, მე კი თავს ვაქნევ და სიგარეტს ვუკიდებ. მასაც ვთავაზობ, მაგრამ თავს აქნევს უარყოფის ნიშნად. -არა, მაგრამ რომ მოვწონებოდი... მაშინ... -თავს დაბლა ვხრი, არ მინდა მისი სახელი ვახსენო, მაგრამ იქნებ დღეს პირველად გულიდან ლოდმოცლილმა დავიძინო. -მაშინ, დაჩი ხო მეტყოდა? მაშინ ბექა მაინც ხო მეტყოდა? ყველამ იცოდა სამეგობროში. -ისინი კესის მეგობრებიც იყვნენ. -მეუბნება უემოციო ხმით. ჩემკენ იყურება და თბილად, მაგრამ სევდიანად მიღიმის. -მას მოწონდი. ძალიან მოწონდი... სამი წელი... ყოველ დღე შენ გეძებდა თვალებით, ყველაგან შენ გხედავდა, ყოველთვის შენზე ფიქრობდა... - მარი დაბლა იყურება და თვალს მარიდებს. - წესით არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ მას უყვარდი. უნდა გენახა ხოლმე მისი თვალები როდესაც რომელიმე შენს შეყვარებულთან ერთად იყავი. უიმედო მდგომარეობაში იყო ხოლმე... -იყო? - ვეკითხები შეწუხებული და ისევ კესისკენ ვიყურები. -იქნებ არის შანსი რომ კიდევ... -მეეჭვება. - უხეშად მაწყვეტინებს და ისევ მოცეკვავე წყვილისკენ მანიშნებს. -შეხედე, ის არ დაგტოვებდა... მას ალბათ აღარ მოწონხარ. თამაშის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა, გუკა. ის ის კესი აღარ არის ვისაც ვიცნობდით. თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ. ის მართალია, კესი შეიცვალა, აღარ იღიმის, ხალხს აღარ ელაპარაკება და ხშირად მარტო არის ხოლმე. მარის და ანასაც იშვიათად იკარებს. ბექას ლაპარაკის შემდეგ კი საერთოდ თავის თავში ჩაკეტილი გახდა. მუდამ სევდიანი თვალები აქვს, მაგრამ ახლა... მგონი პირველად ამდენი ხნის მანძილზე ის ბედნიერია ამ ბიჭთან ერთად, რომელიც უხეშად არ ექცევა, არ აიგნორებს და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.