ზღვასთან ახლოს (I თავი)
დაისის მზე ზღვას ეთხოვებოდა და მის ტალღებში ჩაშვებული ზედაპირს სისხლისფრად ღებავდა. თითქოს, მთელი დღის განმავლობაში, ნაპირთან და კლდეებთან მრავალბრძოლაგამოვლილი ზღვაც თავის ნამოქმედარს მზის უკანასკნელი სხივებით ჰფენდა ნათელს. სანაპიროზე ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. დედები და შვილები, შეყვარებული წყვილები და ერთი-ორი მარტოსული ადამიანი შეადგენდა მთელს აუდიტორიას, რომელიც ამ სანახაობას თვალს არ აშორებდა. საოცარი სანახავი იყო ზღვაში ჩამავალი დიდი წითელი ბურთი და მის ფონზე ტალღებში მოქანავე რამოდენიმე თოლია. ამ წამს ამ პეიზაჟისთვის რომ შეგეხედა, აუცილებლად გაგიჩნდებოდა სურვილი მხატვარი ყოფილიყავი და ეს ყოველივე საგულდაგულოდ აღგეწერა ტოლოზე, რათა დიდი ხნის შემდეგაც გქონოდა მისით ტკბობის შესაძლებლობა. ქვიან ნაპირზე იჯდა ფეხშიშველი. თეთრი, გრძელი ფრიალა კაბა ეცვა და მონუსხული უყურებდა პეიზაჟს, ნანობდა, რომ სახატავი სასუალებები თან წამოღებული არ ჰქონდა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ აქ დასახლების შემდეგ კიდევ ბევრჯერ მოუწევდა პეიზაჟით ტკბობა. დღეიდან დედასთან და მის ახალ ქმართან ერთად სხვა ცხოვრებას იწყებდა სხვა, მისთვის უცნობ ქალაქში. ეს სიუცხოვე ოდნავ აშფოთებდა კიდეც, თუმცა თავს იმით იმშვიდებდა, რომ მის ცხოვრებაში უკვე სიახლეების დრო იყო. და ეს ერთგვარი პატარა მოგზაურობა „ახალ სამყაროში“ საინტერესო ცხოვრებას უქადდა. თან ბოლოს და ბოლოს დედამისსაც ჰქონდა ბედნიერების უფლება. მან ხომ მთელი ცხოვრება შვილის აღზრდას შეალია. ახლა დრო იყო საკუთარ თავზეც ეზრუნა და ლილიანაც სრულიად თანაუგრძნობდა საყვარელ დედას. როდესაც ლილიანას მამა, ბაჩო გაიცნო სულ რაღაც 16 წლის იყო. ბავშვური მოწონება და მისით უბრალო აღტაცება სიყვარულად მიიჩნია და მის შემოთავაზებას გაპარვაზე უყოყმანოდ დათანხმდა. თუმცა მალევე ეს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა. იმ ამბის გაგების შემდეგ, რომ თამუნა ორსულად იყო, სრულიად შეიცვალა და მათი ურთიერთობაც საკმაოდ დამძიმდა. თამუნა ამას ნერვიულობას და მამობის შიშს აბრალებდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო, როდესაც ქმარმა გაყრა მოსთხოვა და ახალი ცოლის მოყვანის შესახებაც ამცნო თავისი გადაწყვეტილება. იმდენად გაცეცხლდა თამუნა, რომ იმ დღესვე შეაგროვა ნივთები და მშობლებთან დაბრუნდა. არც მათი საყვედურებისა და სიტყვებისთვის „ხომ გეუბნებოდი“ მიუქცევია ყურადღება, ბაჩოს ხსენება საერთოდ აუკრძალა ორივე მათგანს და კარგა ხანს არც თვითონ ხვდებოდა და არც ბავშვს ანახებდა. თუმცა წლებმა მაინც თავისი ქნა და მათი ურთიერთობაც აღარ იყო უკვე ისე დაძაბული.ლილიანას თვეში ერთელ თუ მოინახულებდა რამოდენიმე საათით, რამოდენიმე კანფეტს თუ მიუგდებდა, ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით და თვალსაწიერიდან ქრებოდა მომდევნო თვემდე, ან უფრო შორი პერიოდით. ამიტომ ლილიანაც ფაქტიურად უმამოდ გაიზარდა. თავიდან ბავშვი ძალიან იუცხოვებდა ხოლმე, თუმცა როდესაც უკვე წამოიზარდა და ცნობიერება მიეცა უკვე იაზრებდა, რომ ამ უცხო კაცს მამამისი ერქვა და მის ყოველდღე კი არ აკითხავდა ბაღში ან სკოლაში, როგორც სხა ბავშვების მამები აკეთებდნენ ხოლმე, არამედ თვეში ერთხელ თუ გამოანათებდა ახალ მთვარესავით და მერე კვლავ უკვალოდ ქრებოდა. ასე იზრდებოდა, მზოლოდ დედის ზრუნვით და ამაგით. თამუნასაც არასასურველმა ქორწნებამ ჭკუა ასწავლა და ახლა მხოლოდ თავის ერთადერთ შვილზე და კარიერაზე ფიქრობდა. მშობლების ხელშეწყობით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და ადვოკატი გახდა. სხვათა შორის წარმატებულიც. თუმცა შემდეგ სამწუხაროდ ერთ-ერთი პროცესისას სკანდალშიც გაეხვა და იძულებული გახდა ამ საქმიანობისთვის თავი დაენებებინა. დასასვენებლად ჩამოსულმა ერთ-ერთ ხაფხულს გიორგი გაიცნო, რომელიც რამოდენიმე კაფისა და ბარის მფლობელი იყო ამ მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში. ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე მოეწონათ, თუმცა ამ რამოდენიმედღიანი უიქენდის შემდეგ მანძილის გამო თითქმის ვერ ხვდებოდნენ. მიუხედავად ამისა მათი ურთიერთობა კარგად აეწყო და რამოდენიმე თვეში ერთნამეთს გრძნობებშიც გამოუტყდნენ. დაქორწინება მალევე გადაწყვიტეს და ერთად საცხოვრებლად ამ მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში გადმოსვლაზე შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა ლილიანასთან ერთად სამივეს, როგორც ერთ მთლიან ოჯახს ისე უნდა ეცხოვრა. მართალია ლილიანა გიორგის კარგად არც იცნობდა, მის შესახებ მხოლოდ დედის მიერ მონათხრობი მცირე ისტორიებიდან იცოდა,თუმცა გუმანით გრძნობდა, რომ კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია ეს ადამინაი დედამისს გააბედნიერებდა. იმ ხალისსს დაუბრუნებდა, რაც წლების წინ დაკარგა. ასე რომ ახალ ამბავს დედის ქორწინების შესახებ საკმაოდ მშვიდად შეხვდა. უკვე 37 წლის ქალს შვილის ნებართვაც არ სჭირდებოდა, თუ როგორ უნდა წარემართა თავისი ცხოვრება. თუმცა თამუნას შვილის რეაქციაც ახარებდა და ისიც, რომ არჩევანს უწონებდა. ქორწილამდე რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი, მანამდე კი როგორც შეთანხმდნენ, ყველანაირად უნდა მომზადებულიყვნენ და გიორგისთან გადასულიყვნენ. დღევანდელი მგზავრობით და ემოციებით საკმაოდ დაღლილი ლილიანა კი სანაპიროზე იჯდა და დღევანდელ დღეს დეტალურად იხსენებდა. გიორგი საკმაოდ მხიარული და კარგი ადამიანი ჩანს. როგორ თბილად მიიღო გერი, რომელიც სულ რაღაც ორჯერ ჰყავდა ნანახი და წესით გულზე დიდად არც უნდა ეხატებოდეს. სახლიც ძალიან მოეწონა. ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო და კომფორტულია. რაც მთავარია პირდაპირ ზღვაზე გადის და მისი პატარა, საყვარელი ოთახიდან, რომელიც ასევე მის საყვარელ ფერშია შეღებილი, საოცარი ხედი იშლება. უკეთესს ვერც ინატრებდა. რატომ უნდა დაიტვირთოს გონება უაზრო ფიქრებით? დედამისი ბედნიერია.. თვითონაც ბედნიერი იქნება. მთავარი ეს არის. მზის მოელვარე სხივებმა უკანასკნელად გაიელვა და მეწამულად შეფერადებულ ზღვაში ჩაეშვა. ზღვიდან მონაბერი ბრიზი გაძლიერდა. გოგონა ფეხზე წამოდგა, ერთი გაჰხედა უსასრულო ჰორიზონტს და შემდეგ ქვიან ნაპირს ნელი ნაბიჯით გაუყვა. სახლამდე თხუთმეტი წუთის სავალი იყო. ეს ადგილიც დაიმახსოვრა და რამოდენიმე მაღაზია სახლთან ახლოს.ის იყო კიბეზე ფეხი შედგა, რომ იქვე დედა შეამჩნია. -დე, სადმე მიდიხარ? -კი, გიორგიმ უნდა მომაკითხოს. როგორ გამოვიყურები? - დატრიალდა ქალი. -ძალიან ლამაზი ხარ. გასაღები თუ არ გაქვს აი, ჩემი აიღე. ალბათ გვიან დავბრუნდებით, ასე რომ თუ ძილი მოგინდა არ დაგველოდო. -კაარგი დედა. მიდი, უმჯობესია წახვიდე და გიორგი არ ალოდინო. -ჩემი ჭკვიანი გოგო. - ტუჩები შუბლზე მიაკრო და კიბეები უცებ ჩაირბინა. იქვე მოშორებით მანქანაზე მიყრდნობილი მამაკაცი იცდიდა. ნათიას დანახვისას სახე გაებადრა, მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომაში დაეხმარა. შემდეგ კი გაუკვეველი მიმართულებით გაემართნენ. ლინდამ სახლის კარი შეაღო და იქ დამკვიდრებული სისუფთავისა და ოჯახური მყუდროებუს სურნელი ღრმად შეისუნთქა. ბადნიერმა გაიღიმა და თავისი ოთახისკენ გაემართა. ფანჯარა გამოაღო და აბობოქრებულ ზღვას გახედა. დასავლეთიდან ქარს გოროზი რუხი ღრუბლები მოჰქონდა. მალე კოკისპირულად იწვიმებდა. ალბათ შტორმიც იქნებოდა... თუმცა ეს სულაც არ უშლიდა ხელს გოგონას ამაღლებულ განწყობას. ლოგინზე მოხერხებულად გადაწვა, ყურსასმენები მოირგო და სასიამოვნო მუსიკის ჰანგებში გადაეშვა. თან აბობოქრებულ ზღვას არ აშორებდა თვალს, რომლიც სინათლის კლებასთან ერთად უფრო შავდებოდა. ვერ გაიგო ისე ჩაეძინა, მხოლოდ გვიან ღამით რაღაცის მოჯახუნების ხმამ და სიცივემ გამოაღვიძა. შტორმი უკვე დაწყებულიყო. წვიმა ერთიანად ასხამდა და ძლიერი ქარი ფანჯრის ჩარჩოს აქეთ-იქეთ ახეთხებდა. მოულოდნელად გამოფხიზლებული თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, შემდეგ კი წამოდგა და ფანჯარა საიმედოდ დაკეტა. იატაკის დიდი ნაწილი წყლიანი იყო. გოგონამ სახე დაჭყანა და გარეთ გავიდა, რათა ასაწმენდად ტილო მოეტანა. მისაღებში გიორგის მანქანის გასაღები და დედამისის კლატჩი დაინახა, რაც იმის ნიშანი იყიო, რომ წყვილი უკვე სახლში დაბრუნებულა .უფრო გულდამშვიდებულმა საკუჭნაოს კარი შეაღო, ძლივს იპოვა ჩვარი და მაშინვე თავისი ოთახისკენ გაემართა. როგორც იქნა აწმინდა ოთახში დაყენებული დიდი გუბე და სააბაზანოში გადაწურა. ხელები დაიბანა, ცოტა თავი მოიწესრიგა და გაღიმებული თავისი ოთახისკენ გაემართა, როდესაც მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გოგონა ერთ ადგილას გაშეშდა და გაფართოებული თვალები კარებისკენ მიმართა. „ამ დროს ვინ უნდა იყოს“ მოულოდნელად თავში ყველა საშინელებათა ფილმის სიუჟეტმა ერთიანად გაუარა და შიშისგან ერთიანად მოიკუნტა. ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა ახლა კარის გაღებას, არადა კაკუნი არ წყდებოდა. გოგონა დაძაბული გაშეშებულიყო ერთ ადგილას. ნელა დაიძრა გიორგისა და დედამისის ოთახისაკენ და ორჯერ დააკაკუნა, თუმცა არავინ გამოპასუხებია. არადა ოთახში ნამდვილად ვერ შეუვარდებოდა წყვილს. ბოლოს ისევ მოიკრიბა მხნეობა, სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებულ დანას დაავლო ხელი და კარისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. დაძაბული ხმით იკითხა. -ვინ არის? -შენ თვითონ ვინ ხარ? - მოესმა კარს მიღმიდან ბოხი ხმა. - ცოტნე ვარ... შემომიშვი ამის... -ვინ ცოტნე? -შემომიშვებ თუ შემოვანგრიო კარი? გოგონამ დაბნეულმა გადაატრიალა გასაღები და კარი გააღო, რომლის მიღმაც თავიდან ფეხებამდე გაწუწული, მაღალი სილუეტი იდგა. ბიჭს ოდნავ მოგრძო სველი თმა შვალებზე ჩამოეფხატა და სიცივისგან კანკალებდა. სწრაფად შემოვიდა სახლში. ლილიანაც მიჰყვა უკუსვლით და ხელში ჩაბღაუჭებული დანით. -ეგ დანა მოაშორე- გაღიზიანებულმა მიაძახა და კარი მიხურა. შემდეგ კი ნელი ნაბიჯით წავიდა გაფართოერულთვალებიანი, შეშინებული გოგონასაკენ. უცებ დანა ხელიდან აართვა და იქვე სამზარეულოს მაგიდაზე მიაგდო. შებრუნდა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა, ხელები კომფრტულად მოათავსა დივნის საზურგეზე, ფეხი ფეხზე გადაიდო და გოგონა კარგად შეათვალიერა. თავის მხრივ ლილიანამაც მოასწრო ამ უცნაური ბიჭის დათვალიერება. პირველი რაც თვალში მოხვდა მისი სიმაღლე იყო. ალბათ ორ მეტრამდე აღწევდა. კუპრივით შავი თმა და უხეში სახის ნაკვთები ჰქონდა. -მამიკოს არ გაუფრთხილებიხარ რომ ჩამოვდიოდი არა? - გაიღიმა ირონიულად. -ვის? - ამოილუღლუღა დაბნეულმა. - გიორგი მამაჩემი არ არის. -სამაგიეროდ მამაჩემია. გოგონას თვალები გაკვირვებისგან კინაღამ გადმოუცვივდა. - რ..როგორ. შენ გიორგის შვილი ხარ? -როგორც ჩანს ესეც არ უთქვამს. არა უშავს. ყველაფერს ხვალ გავარკვევთ. ახლა კი მეძინება. - ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. ლილიანაც უკან მიჰყვა გაკვირვებული სახით. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ბიჭმა მისი ოთახის კარი შეაღო. -ეი, მოიცადე. -ხელზე დაეჯაჯგურა და უკან გამოსწია. - ჩემს ოთახში რა გინდა? -როგორც ვხედავ ცხოვრებასთან ერთად ოთახიც წამართვი. -მე არ ვიცოდი შენი ოთახი თუ... -კარგი გეყოფა! - ხმამაღლა გაღიზიანებულმა ამოიძახა ცოტნემ. - გიორგი სად არის? -სძინავთ. -მე მისაღებში დავიძინებ. პლედი მომეცი მარტო. -კი მაგრამ ასე გაცივდები. - მის სველ ტანსაცმელს თვალი ააყოლა გოგონამ. -მაშინ ნება მომეცი რომ ჩემს ოთახში შევიდე და მშრალი ტანსაცმელი ავიღო! გოგონა უხმოდ გაიწია და ოთახში შესვლის საშუალება მისცა. ერთი დღეა რაც ჩამოვიდა და ტანსაცმელი ჯერ არ ამოელაგებიან. შესაბამისად ყველა უჯრა არ ენახა, თორემ აუცილებლად გადააწყდებოდა მამაკაცის ტანსაცმელს. სულ რაღაც ორ წუთში ცოტნე მშრალი მაისურითა და შარვლით გამოვიდა. ლილიანაც მაშინვე შევარდა ოთახში. საიდანღაც პლედი ამოქექა და მისაღებში დივანზე გაშოტილ ბიჭს გაუტანა. მანაც უცნაური სახით გამოართვა, ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. -ტკბილი ძილი. - მაგრამ ლილიანას პასუხი არ მიუღია. უცნაურად, თავისთვის აიჩეჩა მხრები და ოთახში შებრუნდა. მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია.. რამოდენიმე საათის წინ მომხდარ უცნაურ შემთხვევაზე ფოქრობდა. გამთენიისას ქარიშხალი ჩადგა. აღმოსავლეთის ცა ვარდისფრად შეიღება. ლილიანასაც ჩაეძინა. -გაიღვიძეე... ლილიიი... - ესმოდა საყვარელი ხმა. ნელა გაახილა თვალები და დედას ბედნიერად გაუღიმა. -შვილო უკვე თორმეტი საათია. მესმის რომ გუშინ დაიღალე, მაგრამ ასე არ შეიძლება. -კარგი დედა ახლავე გამოვალ. ქალმა უბრალოდ თავი დაუქნია და ოთახი დატოვა. გოგონა საწოლზე წამოიწია და თავი მოიქექა. უცებ წუხანდელი მოვლენები ამოუტივტივდა და უცნაურად მოიღუშა. არ მოეწონა რატომღაც ცოტნეს გამოჩენის ამბავი. თავი მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში მაგიდასთან უჩვეულო სიტუაცია დახვდა. თამუნა და გიორგი გვერდიგვერდ ისხდნენ და ოდნავ გაღიზიანებული შეწუხებული სახეებით უმზერდნენ იქვე მათ წინ დივნის საზურგეზე მიყრდნობილ, ირონიული სახით მომღიმარ ცოტნეს. -აი ჩვენი პრინცესაც მოსულა. ეხამუშა ლილიანას ასეთი მიმართვა. - მე არავის პრინცესა არ ვარ. -პატარა ბავშვი! - ჩაიცინა მის ბუტიაობაზე ცოტნეს. - მე უკვე გითხარით ჩემი სათქმელი. სტუმრების ოთახში დავიძინებ, რადგან ჩემი ოთახიდან უკვე გამომაძევეს. ახლა კი უნდა დაგტოვოთ ძვირფასო ოჯახო. - ცალ ქუსლზე შებრუნდა და სახლი დატოვა. ამ ყველაფრით გაოგნებული ლილიანა იქვე სკამზე ჩამოჯდა და წყვილს მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. -ლილი, მიდი გადაიღე. ჩაი დაგისხა? -თემის გადატანა სცადა თამუნამ. -თამუ.. მოიცადე. - შეაჩერა გიორგიმ. - ლილიანა დიდი გოგოა და რა თქმა უნდა უფლება აქვს იცოდეს ვინ არის ცოტნე ჩემთვის, რადგან დიდი ხანი მოუწევს მის გვერდით ცხოვრება. ცოტნე ჩემი შვილია. არა ბიოლოგიური, თუმცა მე და ჩემი მეუღლე შვილივით ვზრდიდით. - უცებ ლილიანას გაკვირვებულ თვალებს გადააწყდა. - როგორც ჩანს შენ ისიც არ იცოდი, რომ ადრე ცოლი მყავდა. მას ნატა ერქვა. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით რომ დავქორწინნდით. მაშინ მთელი ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ვფიქრობდით რომ ცხოვრებაში ყველაფრის უფლება გვქონდა და ყველაფერს მივიღებდით რასაც ვისურვებდით, მაგრამ იმედები ხშირად უცრუვდება ადამიანს. სამ წლიანი ქორწინების შემდეგ შვილი არ გვყავდა. მაშინ სერიოზულად შეგვეშინდა რაღაცის. ექიმთან მივედით. თავიდან თითქოს დაგვამშვიდა ექიმმა და გვითხრა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უშვილო ვიყავი. მინდოდა ნატასთან გაშორება. ის იმსახურებდა ბედნიერ ოჯახს სადაც საკუთარი შვილები ეყოლებოდა, მაგრამ მან ამის ნება არ მომცა. მითხრა რომ ნებისმიერ დაბრკოლებას ერთად გადავლახავდით, და საერთო შვილი თუ არ გვეყოლებოდა, ვიშვილებდით. დიდი წვალებისა და ბიუროკრატიული სატანჯველის შემდეგ ვიშვილეთ ცოტნე. სულ პატარა, ოთხი წლის მოცუცქნული შავთვალა ბიჭი იყო. რომ დავინახეთ მაშინვე მივხვდით რომ ან ის უნდა ყოფილიყო ჩვენი შვილი, ან არავინ. მას შემდეგ უკვე ოცი წელიწადი გავიდა. -და თქვენი მეუღლე? -გარდაიცვალა. - მძიმედ ამოიოხრა მამაკაცმა. - ხუთი წლის წინ. მკერდის სიმსივნე ჰქონდა. -ძალიან ვწუხვარ. - თავი დახარა ლილიანამ. -არაუშავს... უკვე მივეჩვიე ამ ამბავს. -ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა მამაკაცმა. თამუნამ გამამხნევებლად მოუჭირა ხელზე ხელი. -და ცოტნე? -ხო.. ცოტნეს ცოტა რთული ხასიათი აქვს. დედამისის სიკვდილი ძალიან ძნელად გადაიტანა. უფრო გუჩათხრობილი და უხეში გახდა ვიდრე აქამდე იყო... ჩემი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგიც იყო თავიდან, თუმცა შემდეგ ვერაფერი რომ ვერ გააწყო დანებდა. ჰგონია ამით ნატას ხსოვნას ვაყენებ შეურაცხყოფას. -თქვენს მეუღლეს ენდომებოდა რომ ბედნიერი ყოფილიყავით. მეც მინდა რომ დედაჩემი ბედნიერი იყო, არ მესმის... -როგორც უკვე ვთქვი ცოტნეს ყველაფერი ასე არ ესმის. ის აქ არ ცხოვრობს, უბრალოდ ერთ თვეს გაატარებს აქ სანამ შვებულება ექნება სამსახურში. ერთ რამეს სგეტყვი. თუ რამე უხეშად გითხრა ყურადღება არ მიაქციო კარგი? უბრალოდ არაფერი არ უთხრა და პასუხს რომ არ გასცემ მოგეშვება. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნება ცოტნესთან მაშინვე მე მომმართე. -კარგი - დაბნეულმა ჩაილაპარაკა გოგონამ და ცხელი ჩაი მოსვა. - ვერც კი იგრძნო თუ როგორ ჩაწვა გავარვარებულმა სითხემ საყლაპავი მილი. -ახლა კი ვისაუზმოთ. საუზმემ საკმაოდ მშვიდ, უხმაურო ვითარებაში ჩაიარა. შემდეგ კი ლილიანამ და თამუნამ მაგიდა აალაგეს და ჭურჭელი დარეცხეს. -მე წავალ რაა. ბარგი მაქვს ამოსალაგებელი. -კარგი. მიდი შვილო. დანარჩენს მე მივხედავ. ლილიანაც მაშინვე ოთახში შეიკეტა და რამოდენიმე საათი მთლიანად ბარგის ამოლაგებას და იქაურობის მილაგებას მოანდომა. ცოტნეს ტანსაცმელსაც გადააწყდა ერთ პატარა ტუმბოში. ამოალაგა და დაკეცილი მის ახალ ოთახში გაიტანა. ის იყო გამოსვლას აპირებდა, რომ კარებში პიდპირ შეეჯახა ცოტა არ იყოს და არასასურველ ადამიანს. -არ რა გინდა?! - იკითხა გაღიზიანებულმა ხმამ. -ტანსაცმელი შემოგიტანე. ჩემს ოთახში იყო. -გმადლობ კეთილო ფერიავ. - უცნაურად არასასიამოვნოდ გაუღიმა და გაიწია რომ გოგონა გარეთ გასულიყო. - სხვა დროს ჩემს დაუკითხავად აქ შემოსვლა აღარ გაბედო! - მიაძახა უკნიდან და კარი ძლიერად მიჯახუნა. -უზრდელი. - ჩაიბურტყუნა თავისთვის ლილიანამ და გარეთ გავიდა. მთელი დღე აქეთ-იქეთ ბოდიალში გაატარა. უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს თავისი საყვარელი საქმისთვის მოეკიდებინა ხელი და სადღაც კუთხეში მიჩურთული საღებავები, ფანქრები და სახატავი მოწყობილობები ამოიღო. გადაწყვიტა ამჯერად გუაშით დაეხატა, რათა ზღვის მღელვარე ბუნებას მხოლოდ საღებავებით თუ გადმოსცემდა. სახლს წინ პატარა აივანი ჰქონდა. ძლივსძლივობით გაათრია ორი სკამი, ერთზე სახატავი მოწყობილობები დაალაგა, მეორეზე კი თავად მოთავსდა, პატარა მოლბერტიც მოხერხებულად შეისწორა და ხატვას შეუდგა. ფუნჯის პირველ დასმაზავე იგრძნო აღმაფრენა და უდიდესი სიამოვნება, რომელლიც მთელს ამ პროცესს თან სდევდა. სულ დაავიწყდა გარშემო მიმდინარე მოვლენები. მისი ყურადღება მთლიანად მის წინ გადაშლილ ულამაზეს პეიზაჟსა და საკუთარი ხელით შექმნილ მის ასლს მიეპყრო. ხატავდა შეუჩერებლივ შეუსვენებლივ. ლურჯის სხვადასხვა ტონალობა ენაცვლებოდა და ჰარმონიულად ეხამებოდა ერთმანეთს. საბოლოოდ როდესაც უკვე ყველა ფერმა და ყველა წერტილმა თავისი ადგილი დაიკავა, ნახატმაც სრულყოფილი სახე მიიღო. გოგონა კი ღიმილითა და სიხარულით უცქეროდა რამოდენიმე საათიანი მუშაობის შედეგს, თან ამავდროულად გარკვეულ სიცარიელესაც გრძნობდა, რაც რაღაც სასიამოვნოს დასასრულს მოჰყვება ხოლმე თანამგზავრად. კიდევ ერთხელ გადახედა ულამაზეს პეიზაჟს. მოულოდნელად სახლიდან რაღაც ხმაური მოესმა. ინსტინქტურად მოატრიალა თავი და კარიდან ახლად გამოსულ ცოტნეს შეაგება მზარა. ბიჭმა ერთი გახედა აივენზე კომფორტულად მოთავსებულ მხატვარს მოღუშული სახით, რომელშიც აშკარად შეინიშნებოდა უკმაყოფილება, რასაც გოგონა მის ყოველ მზერაში გრძნობდა ჩამოსვლის დღიდან. შემდეგ თავი შეაბრუნდა და ვითომც არ შეუმჩნევიაო, ისე გააგრძელა გზა და გეზი პირდაპირ ზღვისკენ აიღო. აკვირდებოდა მოლიცლიცე ტალღებში მოენბივრე სხეულს და თვალს ვერ წყვიტდა. თითქოს გოგონას მზერა რაღაც მიჯაჭვულობას მოეცვა. ბიჭი ღონივრად იქნევდა ხელ-ფეხს და ძალუმად მიაპობდა ტალღებს. მზის სხივები კი მის სხეულს ოქროსფერ მბზინვარებას აძლევდა. უკვე ღრმად იყო ზღვაში შესული, როდესაც ცურვა შეწყვიტა, შემოტრიალდა და წყალს ზემოთ დაიწყო ტივტივი. უკვე მოსაღამოვდა... მზეც მიეძალა დასავლეთის მხარეს. ლილიანამ ნელა აალაგა სახატავი მოწყობილობები და სახლში შეზიდა. საკუთარ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, როდესაც ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინდა. გაახსენდა ცოტნეს სიტყვები: „ცხოვრებასთან ერთად ოთახიც წამართვი“. ანუ ეს ცოტნეს ოთახია... ალბათ მთელი ბავშვობა აქ ექნება გატარებული. იყენებდა ამ ავეჯს, იძინებდა ამ საწოლში. მისი ტანსაცმელი კი ამ კარადაში ეკიდა. ნეტავ როგორ იყო მოწყობილი აქაურობა ადრე? ალბათ მთლიანად ბიჭის გემოვნებით. სავარუდოდ ცისფერი და ლურჯი ფერების სიჭარბით. არ იცის რატომ მაგრამ ცოტნესთან სრულიად უმიზეზოდ გააიგივა ეს ფერი. აშკარა იყო რომ ბიჭს ზღვა ძალიან უყვარდა. ლილიანასაც უყვარდა ზღვა, მაგრამ მხოლოდ შორიდან ტკბობით შემოიფარგლებოდა მისი ტრფიალი. ალბათ რაღაც მიმალული გაუცნობიერებელი შიშის გამო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ოცი წლის განმავლობაში დღემდე ვერ გაებედა შიგ შესვლა. შესაბამისად არც ცურვა იცოდა. რამოდენიმეჯერ სცადა გონებაში აღმართული ეს ბარიერი გადაელახა. ზოგჯერ საკუთარი ძალებით, ზოგჯერ დედის დახმარებით და დაძალებით, თუმცა ამაოდ. ალბათ კარგა ხანს... იქნებ ვერასდროს ვერ გაებედა. არ იცოდა... აგრილდა. ღია ფანჯრიდან შემოჭრილმა ნიავმა გოგონა ფიქრებიდან გამოაფხიზლა. წამოდგა და ფანჯარა მიკეტა, თან ზღვიდან მომავალი ბიჭის სილუეტს გააყოლა თვალი. უცნაური გრძნობა ჰქონდა მისი დანახვისას. არ იყო ეს ბოლომდე შიში. თითქოს რაღაც ამოუცნობი ძალა ბოჭავდა და ამავდროულად ინტერესს უღვიძებდა. რა უნდოდა ცოტნეს? ვერ ხვდებოდა. მას ხომ არაფერი დაუშავებია. არც ნათიას, იმის გარდა რომ გიორგი უყვარდა. მხოლოდ ეს იყო ბიჭის თვალებში გამკრთალი სიძულვილის მიზეზი ამ ორი ქალის მიმართ? ზედმეტად ბევრი იფიქრა. სჯობს უბრალოდ დაისვენოს დაა თავი ნაკლებად გადაიღალოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ რაღაც ორ დღეში დედამისის ქორწილია. ახლა უარყოფითი ემოციების დრო არაა. მხოლოდ ეს შეუძახა თავის თავს და მეტი აღარ უფიქრია იმ დღეს. დასაძინებლად ადრე დაწვა. ღამით უჩვეულო შეგრძნებამ გამოაფხიზლა. თითქოს ვიღაც დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მოეჩვენა კიდეც რომ მის ოთახში ვიღაც იყო. აკანკალებული ხელით ნელა აანთო შუქი. მისდა გასაოცრად ოთახში სრულიად მარტო აღმოჩნდა. ის იყო ხელი შუქის ჩასაქრობად წაიღო, რომ მაშინვე შეამჩნია ოდნავ შეღებული კარები. შეშინებული მივარდა კარს და საიმედოდ ჩაკეტა. ახლა შედარებით მშვიდად იყო. იმ ღამით კარგა ხანი არ მიჰკარებია ძილი. *_*_*_*_*_*_* დაგიბრუნდით ახალი, ცოტა პატარა და ცოტა ბანალური ისტორიით. ველი თქვენს შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.