ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი მეთერთმეტე )
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.. ლოგინში ბორგავდა, ვერც დაწოლილი ისვენებდა. ადგომითაც ოთახს ურტყავდა კრუგებს, შემდეგ გაბრაზებული ისევ ლოგინს უბრუნდებოდა. გამთენიისას ჩაეძინა, მაგრამ შვიდ საათზე დაყენებული მაღვიძარა, გამაყრუებელი წრიპინით ატყობინებს დროის შესახებ. თვალები არც გაუხელია ისე გააჩუმა ხელის ფათურით მაღვიძარა. ისევ გადაეშვა ძილის სამყაროში. - გაიღვიძეე.. - გრძნობს რომ ვიღაც აჯანჯღარებს, მაგრამ გონს ვერ მოდის. - თანანო, დაგაგვიანდება გოგო სამსახურში პირველივე დღეს.. - როდესაც გაიაზრა რასაც ეუბნებოდნენ, დაფეთებული წამოჯდა ლოგინზე. - რაოო ? ვაიმეე.. უკვე ცხრის ნახევარიაააა.. - ხელებს აქეთ-იქით ასავსავებს. - რატომ არ გამაღვიძე გოგო აქამდეეე? - დას შეუღრინა და ლოგინიდან წამოფრინდა. - როცა გაღვიძებდი ხომ რასამბობ.. უმადურიი .. - თვალები აატრიალა გვანცამ და ოთახი დატოვა. სააბაზანოსკენ აიღო გეზი. ცხელმა, წყლის წვეთებმა ისე მოადუნეს, სულ გადაავიწყდა რომ აგვიანდებოდა. ცხრა საათი იქნებოდა რომ გამოვიდა და ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო. პირველი დღე რახამც იყო, შავი ნაჭრის შარვალი, თეთრი პერანგი და ლურჯი მაღლები აარჩია. თმები სწრაფად გაიშრო. პატარა კულულებად დაიხვია. ტანსაცმელი ჩაიცვა და ფეხსაცმელი მოირგო. სახეზე მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა. საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. საათს რომ გახედა, რამის გულის ინფაქტი მიიღო. ტელეფონი მოიმარჯვა და ირაკლის დაურეკა. რამოდენიმე ზარის შემდეგ ბოხი ხმიით უპასუხა. ეტყობოდა რომ ძილი დაურღვია. - რა გინდა გოგოო ?! რომელი საათია იციი ?! - არ მაინტერესებს.. ხუთ წუთში მზად უნდა იყო და ორ წუთში კი აქ უნდა დაერჭო, თორემ სიფათს მიგინაყავ თუ პირველივე დღეს სამსახურში დავაგვიანებ. - არ ამოუსუნთქია ისე მიაყარა. - შენ გოგო მთლად აუშვი აფრები ?! - გაბრაზებულმა ჩასძახა. - ათ საათზე იქ უნდა ვიყო, დროზეთქოოო .. - ჩაჰყვირა და გაუთიშა. ლურჯი მანტო და შავი ჩანთა აიღო და ოთახი დატოვა. მართლაც რამდენიმე წუთში იქ გაჩნდა ირაკლი, თან მამის მკვლელი თვალებით შესცქეროდა გოგონას. - დროზეეე.. ირაკლიი.. სწრაფად ატარეე.. ნუუ.. მიზოზინეებბ .. - ეჯუჯღუნებოდა და თან ცმუკავდა. - ვაიმეეე.. დამღალე უკვეე, გოგო! - ბოლო ხმაზე უღრიალებს. - დაწყნარდი გოგო, მივალთ სადაცაა.. - მობეზრებულად ატრიალებს თვალებს. - თხუთმეტი უკლია უკვეე.. მგონია მოსიარულე კუს ქერქში ვზივააარ.. დროზეე... დააწექი მაგ დალოცვილ პედალს ფეხიი.. - ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. - მივედიით.. - გადადი თორემ შემომაკვდები. ხელის კანკალით გააღო კარები და გადავიდა. თვალი ძლივს ააწვდინა უშველებ, მრავალსართულიან შენობას. - წარმატებები ჩემო ალქაჯოო .. - მადლობა, ნამდვილად მჭირდება. - კნუტივით ამოიკნავლა და თვალი გააყოლა ირაკლის მანქანას. რამოდენიმეჯერ ამოისუნთქა და ჩაისუნთქა და შიგნით შევიდა. მიმღებში, გოგონა, აკრული ღიმილით და დაზეპირებული ტექსტით დახვდა. - გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მაგიდიდან ამოიხედა და კალამი გვერდით გადადო. - გამარჯობათ, მე ნერსზე ამაღლობელის ახალი ასისტენტი გახლავართ. - მორიდებულად გაიღიმა. - დიახ, თქვენ ალბათ თანანო ბექაური ხართ ხომ ? - გოგონა ფეხზე წამოფრინდა, გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი. - ბატონმა ბეგლარიმ, გამაფრთხილა თქვენს შესახებ. - ნაცნობი სახელის გაგონებისას თვალები ჭყიტა. - დიახ, მე ვარ.. - ირონიულად გაუღიმა, მის ქვეშერდომს. - მეათე სართულზე აბრძანდით და იქ იკითხეთ მისი კაბინეტი და მიგასწავლიან.. - კარგი.. - თავი დაუქნია. გეზი პირდაპირ ლიფტისკენ აიღო. უკვე იკეტებოდა რომ სხთოვა შეეჩერებინათ. ქოშინით შევიდა ლიფტში და სასურველ ღილაკს დააჭირა. გვერდით მდგომი, ნაცნობი გოგონა შეამჩნია. - ნინიკო ? - მხიარულად მიმართა. - თანანო ? - ჯერ გაკვირვებულმა გამოხედა ხმის ობიექტს.- როგორ ხარ ? - სიყვარულით მოიკითხა და თბილად ჩაიხუტა. - მგონი კარგად.. დღეს ვიწყებ მუშაობას და ვნერვიულობ.. - მართლა ?! რა მაგარია.. ვისთან, იქნებ ვიცოდე ? - ნერსე ამაღლობელთან.. იმედია კუდაბზიკა, იდიოტი, არ იქნება. - თვალები აატრიალა. - არა, როგორც ვიცი არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ძალიან მკაცრია, ვერ იტანს უწესრიგობას.. - იმედია.. იმედიაა.. - საკუთარი თავის გასამხნევებლად უფრო წარმოსთქვა. უკვე სული ეხუთებოდა ლიფტში. ძლივს მიაღწიეს მეათე სართულს. ერთ-ერთ თანამშრომელს ჰკითხა რაც აინტერესებდა და კაბინეტის წინ დადგა. გული უკანკალებდა, თითქოს გული რაღაცას ჰკარნახობდა მაგრამ ვერ უგებდა. ფრთხილად დააკაკუნა და როგორც კი ნებართვა აიღო შევიდა. მაგიდასთან ძალიან მოხდენილი, ალბათ ოცდარვა წლამდე მამაკაცი. წარბებ შეჭმუხნული იყურებოდა, აშკარად ეტყობოდა საბუთებს განიხილავდა. - გამარჯობათ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ ? - ხმა საოცრად შეუვალი და გამყინვარი იყო. მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, რომელიც გოგონას სწვავდა. თანანოს გააჟრჟოლა ნაცნობი ხმის გაგონებისას. სიამაყით და აზრებით გატენილ გოგონას სულ გადაავიწყდა მგონი ლაპარაკი. მისმა ხმამ და სიცივემ გაყინა, ადგილზე გააქვავა. ძლივს მოაბა სათქმელს თავი. - გამარჯობათ, მე თანანო ბექაური ვარ, თქვენს ასისტენტად ამიყვანეს და დღეს შეხვედრა გვქონდა. - ფანჯარაში უსასრულობას გაჰყურებდა. ვერ ხვდებოდა რაში სჭირდებოდა თამაში. თავი უსიამოვნო სიზმარში ეგონა. წამწამები რამოდენიმეჯერ დაახამხამა ხომ არ მელანდებაო, მაგრამ რეალობა არ იცვლებოდა. მამაკაცის გაკვირვებულმა მზერა, უცბად ჩაანცვლდა ირონიით და ზიზღით. - აჰ, გასაგებია, მაგრამ მე რატომღაც არაფერი ვიცოდი ამის შესახებ.. - ირონიულად აათვალიერა. - მოდი, დაჯექი, ქანდაკება ნამდვილად არ გამომადგება. - სკამზე ანიშნა და კომფორტულად მოთავსდა თვითონ. - ახლავე ჩემთან შემოდი .. - ვიღაცას მოუჭრა და გაუთიშა. რამდენიმე წუთში კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. - შემოდი ! - რა ხდება, ბატონო ნერსზე? - შეშინებული შესცქეროდა გოგონა. - რატომ არაფერი ვიცი ახალი თანაშემწეს შესახებ ? - კბილებში გამოსცრა. თანანოს უნდოდა ამდგარიყო და სადმე შორს გაქცეულიყო. შავი, გამყინავი თვალები სულს უხუთავდა. - იცით მეე.. - ხმა უკანკალებდა. - მე დაგიდეთ მისი სივი მაგიდაზე და თქვენ მის აყვანის საბუთს ხელი მოაწერეთ. რაიმე პრობლემაა? - არაფერი, შეგიძლია წახვიდე.. - გოგონა რომ გავიდა, თანანოს მიაპყრო მზერა. - ახლა შენ.. სადაც მე ვიქნები, იქ იქნები შენც.. სახლში დამჭირდები იქ გაჩნდები, არ მაინტერესებს შეძლებ თუ არა.. ხვალინდან ცხრა საათზე იქნები აქ.. კაბინეტი ჩემს გვერდით გექნება. - ბრაზი მუცელში უბუყბუყებდა გოგონას, სურვილი ჰქონდა მეათე სართულიდან ესროლა. - ახლა კი წადი, ხვალიდან დაიწყებ სამუშაოს.. ****** თავი როდესაც ასწია და მის სახეს წააწყდა, გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა. მაგრამ როდესაც გოგონას წკრიალა ხმა გაიგონა ტანში განსხვავებულმა ჟრუანტელმა დაუარა. ოთახი კვლავ გაიჟღენთა მისი იასამნის სურნელით, რომელიც ყოველ შეხვედრაზე ცხვირში უღუტუნებდა. მუცელში კი ბრაზი აუბუყბუყდა. გულის კუნჭულში კი უხაროდა მისი იქ დანახვა. როდესაც ჰკითხა რა უნდოდა. გოგონასგან მიღებულმა პასუხმა თავიდან შოკში ჩააგდო, მაგრამ მალე მოვიდა გონს. არ ახსოვდა რომ მის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. გაუხარდა კიდეც რადგან გაბრაზებულ გულზე შესაძლებელი იყო კაბინეტდან გაეპანღურებინა კიდეც. ,, ლომის კლანჭებში, საკუთარი ნებით ჩავარდი’’ - სარკასტულად ჩაილაპარაკა და ჩაიცინა. თვითონაც არ იცოდა რატომ იყო მის მიმართ განწყობილი ასე ან უბრალოდ აღიარება არ სურდა. გაიხსენა პირველი შეხვედრა და გაეღიმა. დღემდე ვერ ივიწყებდა მის კოცნას. ბევრი ქალი ჰყოლია და ჰყავდა კიდეც, მაგრამ ასეთი შეგრძნება არც ერთს დაუტოვებია. მიხვდა გოგონასთვის პირველი იყო და უფრო აივსო კმაყოფილებით. არ იცოდა რამ წამოუარა იმ დღეს და რატომ მოიქცა ასე. მისმა თაფლისფერმა თვალებმა გონი დაუკარგეს. მერე რაღაც სისულელე მოროშა რომ თავი გაემართლებინა. მთელი გზა გოგონას გაწიწმატებულ სახეზე ფიქრობდა, თან აწითლებულ ლოყაზე ისვამდა ხელს. უღირდა კოცნა ამდენად. მისი თვალები, როდესაც პირველ შეხვედრისას ცეცხლს აფრქვევდა, ყველგან აჩრდილად დაჰყვებოდა. მისი იასამნის სურნელი ვერ დავიწყა არ შეეძლო. დადიოდა და მისი სახე ყველგან ელანდებოდა და დაჰყვებოდა. ერთ დღეს გადაწყვიტა ფეხით გაევლო, ვერ ისვენებდა კაბინეტში სული ეხუთებოდა. კაფეში მჯდომი, ნაცნობი ჟღალ თმიანი გოგონა დაინახა, რომელიც მარტო იყო. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული როდესაც დაინახა მასთან მისული მამაკაცი. გოგონას ჩაეხუტა.. ისეთი სიყვარულით საუბრობდნენ, ეჭვიანობამ ყელში ბურთი გაუჩინა, რომლის გადაყლაპვა უჭირდა. კისერზე ძარღვები დაეჭიმა. ხელები ისე ძლიერ მომუჭა, რომ სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა. მაგრამ საკუთარს თავს არ უტყდებოდა. უყურებდა გოგონას სახეს, მის ბავშურ ნაკვთებს. თვალებს რომელიც უბრწყინავდა. ტუჩებს რომელსაც აცმაცუნებდა. საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, შეიკურთხა და ის ადგილი დატოვა. ბედმა კვლავ დასცინა და რამის ბორბლებში შეუვარდა ნაცნობი გოგონა. იმ დღეს განადგურებული იყო, მხოლოდ სწრაფად სიარული და ორგანიზმში გამოყოფილი ადრელანიმი შველოდა. იმ დღეს ხომ მამის გარდაცვალების დღე იყო. თავიდან ეგონა მოელანდა, არ იყო ის ვინც ეგონა. მაგრამ მანქანიდან გადასულმა, როდესაც კრემით დასვრილი გოგონა დაინახა სიცილი ძლივს შეიკავა. უნდოდა მისულიყო და ფეხზე წამოეყენებინა მაგრამ სიბრაზემ სძლია. გაბრაზებული ისეთი საყვარელი იყო უნდოდა თითოეული ნაკვთი დაეკოცნა. თავი ძლივს მოთოკა, ფეხები ძლივს დაიმორჩილა რომ ამდგარიყო და წასულიყო. სანამ თვალს მიეფარა გოგონას გაბრაზებულ სახეს, რომელიც მიშტერებული იყო მანქანას, იქამდე ადევნებდა თვალს სარკიდან. - არააა! - გაბრაზებული წამოიჭრა ფეხზე. - არ უნდა ფიქრობდე მასზე. - ის.. ის.. სხვისი საკუთრებაა.. - ერთხი ხელის მოსმით გაფანტა ძირს, სხვადასხვა საბუთები და ნივთები. - ცხოვრებას გავუმწარებ ! ვანანებ აქ მოსვლას ! - ბოროტად ჩაიქირქილა. ვერ ხვდებოდა რატომ ბრაზობდა ასე ან რა დაუშავა გოგონამ, მაგრამ გონებით მოქმედებდა და ფიქრობდა. გაბრაზებულმა კაბინეტი დატოვა, ლიფტით ქვემოთ ჩავიდა. მიმღებში გოგონებს უთხრა რომ არავის შეეწუხებინა. მანქანების სადგომთან მივიდა და თავის შავ კაბრიოლეტში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. ახლა მხოლოდ დედა თუ დაამშვიდებდა. მისი ანგელოზივით სახის დანახვა და დედისეული სურნელის შეგრძნება. ყველასთან სასტიკო იყო, მხოლოდ დედასთან ხდებოდა თბილი და მზრუნველი. რამოდენიმეჯერ დაასიგნალა. დაცვამ რამდენიმე წუთში კარები გაუღო და თავი დაუქნიეს მისალმების ნიშნად. - დედაა.. - ხმამაღლა შესძახა. - სად ხაარ ? - სამზარეულოში შვილო.. - მანაც იქით აიღო გეზი და გაზქურასთან მოფუსფუსე დედას ზურგიდან აეკრო. - როგორ ხარ დეე? - ლოყები დაუკოცნა. - კარგად შილო, შენ ? რატომ მოხვედი ასე ადრე რამე მოხდა ? - ანერვიულებულმა შეხედა ერთადერთ შვილს. - არაა, დეე.. უბრალოდ მომენატრე და მოვედი. - გაკრეჭილმა შეხედა. - ვხვდები, რაღაცაშია საქმე.. - ეშმაკურად გაუღიმა. - როცა გენდომება დავილაპარაკოთ.. - კარგი.. - გაეცინა, ეს ქალი ჯადოქარი იყო, ყოველთვის ხვდებოდა შვილის გრძნობებს. - ჩემს ოთახში ვიქნები და უთხარი ყავა ამომიტანონ. - კარგი.. ხის დაკლაკნილი კიბეები აირბინა, წითელი ხალიჩა გაიარა და ოთახში შევიდა. ყველაფერი გაიძრო და აქეთ-იქით მიყარა. არ უყვარდა უწესრიგობა, მაგრამ ახლა ამ მომენტში არაფერი აინტერესებდა. წყლის წვეთებმა მოადუნეს. კვლავ გოგონას შეშინებულ და გაკვირვებულ სახეზე ეფიქრებოდა. გაბრაზებულმა სახე გააქნია და ოთახი დატოვა. მოკლე შორტი ამოიცვა, პატარა მაგიდაზე დადებული ყავის ფინჯანი აიღო და აივანზე გავიდა. მზე გამოსული იყო, მაგრამ ყვითელ გაცრეცილ ლაქად აჩნდა ცაზე. ოდნავი სიო დასეირნობდა ხეებს შორის. ხელები შემოაჭდო ფინჯაზე და დაცარიელებულ აუზს გაუშტერა მზერა. რაზე ფიქრობდა ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან მის თავში არეულობა იყო. პრიალა შავი, ოდნავ მოზრდილი თმა ასჩეჩვოდა. ჯინსის შორტი თეძოზე ედგა. ჩამოქნილ მხერებს და ნავარჯიშევ სხეულს არაფერი ეტყობოდათ სიცივის. თლილ თითებს შორის ერთი ღერი სიგარეტი მოიქცია და ღრმა ნაპასი დაარტყა. მის გულში ზამთარი იყო დამდგარი. მოპირკეთებულ იატაკზე, მაღალი ქუსლების კაკუნის ხმა გაისმა, რამდენიმე წამში კი საყვედური : - წლები გემატება და ამ ჩვევას არ იშლი რა.. შემოდგომაა ადამიანო, შენ კიდე შიშველი დამდგარხარ.. - შენ კიდევ როგორ არ გბეზრდება ყოველ წელს ჩხუბი ?! - თვალები აატრიალა და გაეცინა. - გაცივდები და რომ არ მოგხედავ ნახავ.. - დოინჯი შეკრა და ხედს გახედა. - სულ მასე იძახი, მაგრამ მერე თავზე დამფოფინებ ხოლმე.. - დედის გაბრაზებულ და გაბუსხულ სახეზე სიცილი ვერ შეიკავა. მივიდა და გვერდიდან ჩაიხუტა. - ჩემი ბრაზიანი დედიკო.. - თავზე აკოცა. - ჩემი გიჟი შვილი.. - გვერდიდან უჩქმიტა. - მეტკინაა.. - ახარხარდა. - მომიყევი აბა ვინ მოახერხა შენი ნერვების მოშლა ?! შენნაირ შეუვალ, ყინულის გულის მქონდე მამაკაცზე, ვინ მოახდინა ზემოქმედება.. - შვილის სახეზე ჩაეცინა. - არავინ.. - ღრმა ნაპასი დაარტყა. - ჰმ, დედის მოტყუებას ცდილობ ?! როდის გამოგსვლია ?! - კეკლუცურად ჩაიღიმა ქალმა. - არაფერი ხდება.. - იცოდა დედას ვერ დაუსხლტებოდა, მაგრამ ცდილობდა მაინც. - სიგარეტს მაშინ ეწევი როდესაც ძალიან ხარ გაბრაზებული, ისიც წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. ახლა კი უკვე მერამდენე ღერს ეწევი.. კიდევ მეუბნები არაფერი მომხდარაო ?! - ვაჰ, ხელები ამიწევია, ქალი კი არ ხარ, იმენა ჯადოქარი ხარ.. - ხელები ასწია და გაეცინა. - ერთი გოგოა.. - გაეღიმა რომ გაიხსენა. - რომელმაც ჩემს ასისტენტად დაიწყო მუშაობა.. თავისი არსებობით მიშლის ნერვებს.. - კბილებში გამოსცრა. - ჰმ, აქ ხომ არ შემოგიჩნდა ?! - გულზე ხელი მიადო და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - მასე იცნობ შენს შვილს ?! - ირონიულად ჩაიცინა. - ჰო, ვიცნობ ჩემს მექალთანე შვილს.. მაგრამ, ცხოვრება სიუპრიზებით არის სავსე.. - შვილს თვალი ჩაუკრა და მარტო დატოვა. ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ის გოგონა. დედის სიტყვებმა ჩააფიქრეს. - ,, არა, რა სისულელეა.. ‘’ - თავი გააქნია და ოთახში შევიდა. ***** ნაცნობ გოგონასთან მივიდა, მან ასე თუ ისე აუხსნა ყველაფერი რაც დასჭირდებოდა. საყვარელი გოგო ჩანდა და ადვილად გაუგო. დაემშვიდობა და დატოვა შენობა. შორიდან ახლოს მდებარე კაფე შეამჩნია და იმ მხარეს წავიდა. შიგნით შესვლისას სხეული გაუთბა. მყუდროება სუფევდა, წყნარი მელოდია იყო გაჟღერებული. ფანჯრის მხარეს დაჯდა და მიმტანს ხელი დაუქნია. საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი და ცხელი შოკოლადი შეუკვეთა. თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებთან მივიდა და ,,ლამაზი მეგობარი’’ შეარჩია. მაგიდასთან მივიდა, გადაშალა და მისიეული სურნელი შეისუნთქა. გიჟდებოდა ამ წიგნზე და არ ბეზრდებოდა მისი კითხვა. თან როდესაც კითხულობდა მშვიდდებოდა, ახლა კი ნამდვილად მისთვის ელექსირს წარმოადგენდა. შეკვეთამ არ დაიგვიანა. მადიანად შეექცა ნამცხვარს, ცოტა არ იყოს მომშივნებულიც იყო. წიგნის კითხვას შეუდგა, თან ცხელ შოკოლადს სვამდა. კითხვაში ისე გაეპარა დრო, გარეთ როდესაც გაიხედა უკვე შებინდებული იყო. ხალხი სახლში მიიჩქაროდა, ზოგიც კი ახლა მიდიოდა სამსახურში. ანგარიში გადაიხადა, მანტო მოიცვა და კაფე დატოვა. ახლოს მყოფ მანქანაში მოთავსდა და მისამართი უკარნახა. ფეხით გავლა მოუნდა და სახლთან მდებარე პარკის სიახლოვეს ჩამოვიდა. ქუჩაში მიაბიჯებდა, ლამპიონები გზას უნათებდნენ. წყვილები სეირნობდნენ, ზოგიც უბრალოდ სახლში ბრუნდებოდა ანდაც ახლა ტოვებდა სახლს. სიგრილე იყო, შემოდგომისთვის დამახასიათებელი. ცივი სიო უბერავდა სახეზე თანოს, პატარა ცხვირი აუწითლდა, ამ დროს ისეთი საყვარელი იყო გაგეღიმებოდათ. წამით ბავშვის კისკისის ხმა მოესმა, როდესაც ბაღს ჩაუარა. ინსტიქტურად შეჩერდა, თვალი პატარა მორბენალი გოგონასკენ გაექცა, რომელიც მშობლების წინ დახტოდა და რაღაცაზე კისკისებდა. ხედავდა როგორ გაიქცა და ორივეს მოეხვია, რომლებიც ჩამუხლულები იდგნენ შვილის მომლოდინენი. ისინიც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ, ხუჭუჭა თმიან წითურ გოგონას. იმ წამს შიგნით რაღაც საშინელი, მწარე ჩხვლეტა იგრძნო. შემდეგ ასტკივდა, ტკივილი მთელ სხეულში ვრცელდებოდა. ყელში რაღაც მოაწვა, შემდეგ გაიშალა და ისე შემოეჭდო, რომ წამიერად სუნთქვაც შეწყვიტა. გაშეშებული და ერთ ადგილზე მიშტერებული იდგა. გონს ხელზე მოქაჩვამ მოიყვანა. - დედიდა.. დეიდაა.. - პატარა გოგონა ცდილობდა ყურადღების მიქცევას. - გისმენ პატარა.. - მასთან დაიჩოქა და გაიღიმა. - იცი ?! - გაოცებულმა შეხედა. - მე და შენ ერთნაირი თმები, წამწამები, სახეზე ჭორფლებიც გვაქვს. - თმაზე ეფერებოდა. - ხოდა ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ.. - ლოყები დაუკოცნა. - ოღონდ შენ ძალიან ხუჭუჭა თმები გაქვს.. - სახე მოეღუშა. - მერე შენ უფრო ლამაზად გაქვს.. - გაეღიმა გოგონას სახეზე. - რამდენი წლის ხარ ? - თვალებ აციმციმებული უყურებდა. - მე 18 წლის ვარ.. - როგორ შეიძლება ამ პატარა საყვარელ ბავშვთან არ დაწყნარებულიყავი, მის მოცინარ ზღვისფერ თვალებში სიმშიდე არ გეპოვა. - შენ რამდენი წლის ხარ, პატარა ანგელოზო ? - მე ექვსი წლის.. მე მარიამი მქვია, შენ ? - ხელი გაუწოდა. - მე თანანო.. - მის ხელს თავისი შეაგება. - უნდა გაკოცო, შეიძლება ?! - წამწამები ააფახულა. - მოდი.. - ხელები გაუშალა და გულში ჩაიკრა. - დეე.. მაა.. ნახე ჩემი მსგავსი გოგონაა.. - ბედნიერებისგან გაიკრიჭა. მშობლებს გაეცინათ შვილის შემყურეს. - გამარჯობათ, ალბათ შეგაწუხათ ხომ.. - მორცხვად გაუღიმა ახალგაზრდა ქალბატონმა. - საღამომშვიდობისა.. არა, რასამბობთ, ისეთი საყვარელია, როგო შეიძლება შევეწუხებინე .. - თბილად გაუღიმა. - მე ქეთი მქვია, ეს კიდევ ჩემი მეუღლე ალექსანდრეა. - თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა. - მე თანანო მქვია.. - თავისი ხელი შეაგება ცოლ-ქმარს. - ახლა კი დაემშვიდობე დეიდას და სახლში წასვლის დროა.. - ალექსანდრემ აიყვანა და ლოყები დაუკოცნა შვილს. - კარგად, იმედია შევხვდებით.. - პატარა თითები დაუქნია. - იმედია.. - სევდიანად გაუღიმა, მასთან მივიდა და ბუნჩულა ლოყები დაუკოცნა. სახლისკენ გაუყვა ქუჩას.. გზად კი მეგობრებს მისწერა, ეზოში დახვედროდნენ რომ მათთან სალაპარაკო ჰქონდა. ეზოში შესულს მეგობრები რომ არ დახვდნენ გაუკვირდა. კარებს გასაღები მოარგო და სახლში შევიდა. ირაკლის ღრიალის ხმა შემოესმა, მისაღებისკენ წავიდა. იქ ბებო და გვანცა დაუხვდა. - რა ხდება ? - გაკვირვებულმა იკითხა. - ადი და გაიგებ.. - სიცილით უთხრა გვანცამ კიბეებს აუყვა.. თავისი საძინებლის წინ გაცეცხლებული ირაკლი დაინახა და მისკენ წავიდა. გადაწყვიტა გაეგო რა ხდებოდა და კედელს მიეყუდა. - სესილიიიიიიიიიიი.. - კარებზე უბრახუნებდა და თან ღრიალებდა დაჭრილი მგელივით. - ირაკლიკიტოოო.. კარები არ ჩამოიღოო.. შენი სახლი არ არიის.. - იქიდან კეკლუცური ხმით გამოსძახა სესილიმ. - სესილი, კაცობას გეფიცები, მითხარი პაროლი, თორემ ვერ გადამირჩები.. კატასავით გაგატყავებ და შემდეგ დაგწვავ.. - ძარღვები დაჭიმული ჰქონდა. თანო კი ჩუმად ფხუკუნებდა, მამაკაცს ჯერაც არ შეუმჩნევია. - რა პაროლი ? - უცოდველი ხმით გამოსძახა. თანომ მისი უცოდველი ბატკნის სახე წარმოიდგინა და გაეღიმა. - ჩემი ლეპტოპის პაროლიიი.. გოგო, მოგკლავ თქოოო ! - მე უნდა ვიცოდე, შენი პაროლი ირაკლიი ?! - ნაზი ხმით გამოსძახა. - გოგო, ვიცი რომ ჩემს კაბინეტში იყავი შეპარული.. შენს გამო სერიოზული მოლაპარაკება ჩამეშალა და ხალხთან შემარცხვინეე.. - კბილებში გამოსცრა. - იმეე.. ცილს მწამებენ ირუუშ.. მე როგორ გავბედავდი მაგას ?! - სესილითქოოოოოო! იცოდე შემოვამტვრევ.. ახალი კარების ჩასმა არ არის რთული საქმე.. მაგრამ, შენი ახალად აწყობა კი გაუჭირდებათ ექიმებს.. - ირონიულად გამოსცრა კბილებში. - მჰ, მჰ, რა ბრაზიანი მყავხარ გოჭოო.. - ,, ეს გოგო ცეცხლს ეთამაშება’’ - ო გაიფიქრა გოგონამ. - ღმერთო .. - ხელები ზევით აღმართა. - რა შეგცოდე ასეთი, რომ კუდიანი ეშმაკის მსგავსი სასჯელი მომივლინე ?! - არასებული ცრემლები მოიწმინდა. - გააჩერდიი.. - როდესაც მიხვდა რომ კარების შესამტვრევად ემზადებოდა, შეეცოდა დაქალი და შეაჩერა. - არა, ჩემი ხელით უნდა მივახჩო ჯოჯოხეთის მაშხალა.. მეც დავისვენებ და დედამიწასაც დავასვენებ რომ ამძიმებს.. - გაბრაზებულმა დაიყვირა. - იმ შემთხვევაში გეტყვი თუ მაქედან გაქრები და ქვემოთ ჩახვალ.. - კარგი, მივდივარ.. - ეცადა მოეტყუებინა. - ჰმ, მე შენ ჭკვიანი ბიჭი მეგონე.. მაგრამ, როგორც მაყვალა ბებო იტყოდა, ალბათ პურის რიგში იდექი ტვინს რომ არიგებდნენ. - სიცილით გამოსძახა. - ეს მართლა უკუდო ჯადოქარია ! - ჩაიბურდგუნა და კიბეებზე დაეშვა. - თანო, წავიდა ? - შიგნიდან გამოსძახა. - კი, გოგო გამიღე კარები.. - მობეზრებულად დაუძახა. - შემოდი დროზე.. - კარები გახსნა, მაჯაში ხელი მოჰკიდა და მთელი ძალით შიგნით შეითრია. კარები უცბად ჩაკეტა. ყურადღება არ მიუქცევია თანოსთვის, რომელმაც კინაღამ ცხვირით იატაკი გათხარა. - სულ გაგიჯდი ? - გავგიჟდი, კი, გავგიჟდიი .. - წინ და უკან სიარული და ხელების სავსავი დაიწყო. - თქვი და გაჩერდი ერთ ადგილას.. - საწოლისკენ მიუთითა. - მოგეხსენება, ანტილოპა მამამისთან მუშაობს. ხოდა მამაჩემმა რაღაც საბუთები გამატანა, თედო ძიასთან. ხოდა ამ დროს რას ხედავს ჩემი თვალები. - სახეზე ალმური აუვიდა. - ვიღაც გოგოსთან ერთად კოცნით შედის თავის კაბინეტში. - ამაზე სისხლმა ამასხა ტვინში და გადავწყვიტე შური მეძია.. - მოიცადე.. მოიცადეე.. და შენ ვინ გეკითხება ვის აკოცებს ან ვისთან ექნება სექსი ? - სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა, უნდოდა ეჭვები დაეზუსტებინა. . - მე.. მე.. - აჯამსანდალივით აიბნა, ლოყები აუწითლდა. - ხო რა შენ? - წარბები ეშმაკურად აათამაშა. - უბრალოდ ის გოგო არ მომწონს დაა.. - თავის დაძვრენა სცადა გოგონამ, მაგრამ თანო რის თანო იყო რომ ამას წამოჰგებოდა. - კი, მაგრამ ყველა ცუდი როგორ არის ?! შენი მოსაწონი გოგო მგონი ჯერ არ გაჩენილა.. - თავი დამანებე რაა.. - კარგი, კარგი, ნებისმიერ დროს მოგისმენ.. - თვალი ჩაუკრა და სააბაზანოში შევიდა. დუშის ქვეშ დადგა და მოეშვა.. დღეს ზედმეტად დაძაბული დღე ჰქონდა.. თვალწინ მამაკაცის გამყინავი თვალები ედგა.. ვერ ხვდებოდა რატომ უყურებდა ასეთი თვალებით, თითქოს სძულდა.. ვერ იტანდაა.. - გამოდი გოგოო.. - კარებზე დაუწყო ბრახუნი. - მოვდივარ ხოო.. ხალათი მოიცვა და გავიდა. უცბად მოემზადა, თან სესილის წუწუნს უსმენდა. - აუუ.. ჯერ შენ გაიხედე.. - სააბაზანოს კარებთან დადგა თუ რამე თავი შეეფარებინა. - არავინ არის წამოდი.. უკან მიჰყვებოდა, თან სხეული უკანკალებდა. ხვდებოდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ძალიან გააბრაზა მამაკაცი. ქვემოთ ჩასულებს მისაღებში, გაბრაზებული სახით მჯდომი ირაკლი დახვდათ. სესილი, თანოს ზურგს უკან ამოფარებული შევიდა. მისკენ გახედვას ვერ ბედავდა. დივანზე მის გვერდით მოკალათდა. - გელოდებიი.. მითხარი პაროლი.. - კბილებში გამოსცრა სიტყვები. ხელები მომუშტული ჰქონდა, ძლივს თოკავდა თავს. - მე გეი ვარ.. - ძლივს ამოიბლუყუნა სესილიმ - რაო ?! გაიმეორე.. - მე გეი ვართქო.. - ხმამაღლა თქვა და ენაზე იკბინა. საკუთარ თავს სწყევლიდა ასეთი რამ რომ მოიფიქრა. - ნორმალური ხარ გოგო ?! - იმხელა ხმაზე დაიღრიალა, ყველა შეხტა. - ახლავე მორჩით ორივეე.. - თანანო ფეხზე წამოხტა და დაიყვირა. - მე დაგიბარეთ რომ ჩემი ამბავი მომეყოლა და არა თქვენი კატა-თაგვივით კინკლაობა ამეტანა ! - თვალები დაუბრიალა ორივეს. - ახლავე გადით გარეთ და დამელოდეთ, გვანცა შენც გაჰყევი ერთმანეთი რომ არ დაჭამონ. მე ჩაის მოვამზადებ და მოვალ.. უხმოდ გალაგდნენ გარეთ, იცოდნენ რომ თანანოს გაბრაზება არ მოიტანდა კარგს შედეგს. სამზარეულოში შევიდა, ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე. თვითონ კი თურქული ტკბილეული, მზესუმზირა და ზეთისხილი გაამზადა სინზე. აუღებული სითხე გაანაწილა ფინჯნებში და გარეთ გაიტანა. - ვნერვიულობდი.. ნათქვამია ,, გამშველებელს ბევრი ხვდებაო’’ .. ჩემი ახლად გამოჯამთელებული და არ გაიტყიპოსთქო.. - ჯერ სერიოზულად თქვა, შემდეგ მათ სახეებზე აკისკისდა. - სესილი ! - მკაცრად მიმართა. - ახლავე მოუხადე ბოდიში ირაკლის ! - არავითარ შემთხვევაში ! - დოინჯი შემოირტყა და ტუჩები გაბუსხა. - მაშინ მიზეზი გვითხარი რატომაც იცელქე ! - თვალი ჩაუკრა. - ბოდიში, არ მინდოდა ! - ტუჩები დაბრიცა და ცრემლები ვერ შეიკავა. ამდენი წლის მეგობრობა აკაშირებთ და აქამდე ასე არ უჩხუბიათ. - ჩემი გადარეული გოგო.. - ირაკლი გვერდით მიუჯდა და ჩაიხუტა ატირებული გოგონა. - ჩემი ბოთე, როგორ გამაბრაზა.. - თავზე აკოცა. რას გრძნობა ამ დროს სესილი ?! ჭიანჭველების არმია დაუდია სხეულში.. პეპლების ჯგუფი კი მუცელში.. შეიძლება იქვე, ჩიტებიც.. მერცხლებიც.. ფლორა და ფაუნას გაედგა ფეხი მის სხეულში.. სურნელი ღრმად შეისუნთქა.. როგორ უნდოდა მისი ძლიერი ხელები, მუდამ მის წვრილ ტანზე ყოფილიყო შემოჭდილი.. ამ დრომდე ვერ აანალიზებდა რას გრძნობდა მის მიმართ ან არ სურდა საკუთარ თავს გამოტყდომოდა. უყვარდა.. იმ დროიდან როდესაც პირველად შეხვდა.. არასდროს არ მოსწონდა მის გვერდით მყოფი გოგონები.. მამაკაცი კი მექალთანე იყო და ყოველ დღე სხვადასხვა გოგოები ჰყავდა გვერდით.. ხშირად უმწარებდათ ხოლმე მათ სიცოცხლეს.. ამას მხოლოდ მეგობრული ეჭვიანობით ამართლებდა.. ახლა კი სიმართლეს დაეჯახა.. თბილი სხეული მოშორდა.. სიცივემ დაუარა მთელს სხეულში.. არ ესიამოვნა.. მაგრამ , იცოდა ირაკლისთვის მხოლოდ პატარა დაიკო იყო.. ცრემლების ახალი ფენამ აუწვა თვალები, მაგრამ უკუაგდო.. თანანო ხვდებოდა მეგობრის გულის ტკივილს და მასაც სტკიოდა. იცოდა ბიჭიც იგივეს გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ თავს არ უტყდებოდა. - როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ? - საშინლად, ირაკლი, საშინლად .. - ცხვირი აიბზუა. - რა მოხდა ? - ცხნობისმოყვარეობით სავსე ხმით ჰკითხა სესილიმ. - მოდი სულ თავიდან დავიწყებ, რადგან ამის შესახებ თქვენ არაფერი არ იცით.. ყველაფრის თავიდან მოყოლა დაიწყო. კაფიდან დაწყებული, ტორტის დაგემონებით დამთავრებული. ბავშვები პირ ღიები უყურებოდნენ. ზოგჯერ იცინოდნენ კიდეც, განსაკუთრებით გიჟი სესილი. ირაკლი სერიოზული გამომეტყველებით უსმენდა. - ვაიჰ, რამდენი რამ გამომიტოვებია.. - სიცილით უთხრა. - სიმპატიურია ? - საკმაოდ მაღალია, ხორბლისფერი კანი აქვს, ნავარჯიშევი სხეული, ლამაზი მოყვანილობის სახე და თავი, ნუშის ფორმის კუპრისფერი თვალები, პატარა, მაგრამ მსუყე ტუჩები, გრძელი წამწამები, სწორი ლამაზი წარბები, პატარა ცხვირი.. - ოცნებებში წასულს, თვალები დახუჭა და გაკრეჭილმა დაახასიათა.. - ქჰ, ქჰ, - ირაკლიმ ჩაახველა. - იქნებ დედამიწაზე დაბრუნდე.. - მკაცრად უთხრა, სულ გადაავიწყდა ირაკლი იქ რომ იყო. - მართლა მასეთი იყო, მე მხოლოდ ავღწერე.. - კნუტის თვალებით შეხედა. - მერე ?! მგონია რომ ყველაზე საინტერესო წინ არის.. - მოყოლილისგან გაოგნებულმა გვანცამ ჰკითხა. - ბედის დიდი, უდიდესი, ირონიის წყალობით, ის ჩემი უფროსიაა.. - რაო ?! - სესილის ჩაი გადაცდა ყელში. - ფრთხილად გოგო.. - გვერდით მჯდომმა ირაკლიმ, რამოდენიმეჯერ მსუბუქად დაარტყა ბეჭებზე. - მერე რა გითხრა ? - გაგიკვირდება, რადგან მეც ძალიან გამიკვირდა.. საერთოდ არაფერი არ უთქვამს, რომ აქამდეც ვყავდი ნანახი.. საქმეზე მომიჭრა დროზე და ოთახიდან გამომიპანღურა. ნუ პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ თავიდან მომიშორა.. - ფრთხილად იყავი შენც არ შეგიყვარდეს და ბოლოს შენ არ დარჩე მოტყუებული.. - სერიოზულად უთხრა ირაკლიმ. - ვეთანხმები.. - გვანცამ კვერი დაუკრა. - მერე რა ?! შეუყვარდება აბა რა იქნება, ისეთ მამაკაცად აღწერა.. აუუ.. მისამართი მითხარი მოვალ მაგას ნამდვილად სიმპატიური ძმაკაცები ეყოლება.. - სესილი! ნუ ცანცარებ.. - თვალები დაუბრიალა. - შენ ვინ გეკითხება ?! მე გეუბნები რამეს შენს პირადზე.. - გაბრაზებულმა შეხედა. ცოტახანი კიდევ ილაპარაკეს. თანო მეგობრებზე გულში იღიმოდა. ყველაფერს გააკეთებდა ერთად რომ ყოფილიყვნენ. თორმეტი იყო დაწყებული რომ დაიშალნენ. ისიც ირაკლიმ ძლივს წაიყვანა სახლში სესილი. თანო ცოდოა დასვენება უნდაო. ერთმანეთი ჩაკოცნეს და დაიშალნენ. სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა. ბალიშს ჩაეხუტა და მორფეოსის ლამაზ სამყაროში გადაეშვა. მოგესალმებით .. ^__^ დიდი იმედია მაქვს ისიამოვნებთ.. ველი თქვენს აზრს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.