შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა(პირველი ნაწილი) პირველი თავი


22-09-2017, 00:57
ავტორი fireending
ნანახია 3 146

ზარი დაირეკა და ბოლო გაკვეთილიც დასრულდა,მოსწავლეების ხმაურმა მთელი დერეფანი მოიცვა.ეზოც ბავშვებით გაივსო.ბავშვების მხიარული ჟრიამული ისმოდა ყველა მხრიდან,დამღლელმა სასწავლო წელმაც გაიარა და წინ საზაფხულო არდადეგები ელოდათ.
სოფია კი,ჯგუფ–ჯგუფად შეკრებილ მოსწავლეებს შორის დადიოდა,მოწყენილი ჩანდა.ცარიელი სკამისკენ წავიდა,ჩამოჯდა,ჩანთა მოიხსნა და გვერდით დადო.
–სოფია,რა გჭირს?_მიუახლოვდა ერთ–ერთი გოგონა და მხარზე ხელი დაადო.
–არაფერი სალო_ამოხედა და გაუღიმა
–მარტო რატომ ხარ ?
–ისე,დავიღალე და ჩრდილში დავჯექი.
–სახლში არ წავიდეთ?
–ჰო._მოკლედ უპასუხა და ჩანთა ხელში აიღო,თუმცა მოულოდნელობისგან ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ გაიქცა.სალომემ იმ მიმართულებით გაიხედა,საითკენაც სოფია გარბოდა და დაინახა ბიჭი,როელიც სოფიასკენ მორბოდა.ბიჭმა სოფიას ხელები მაგრად მოხვია და ხელში აიყვანა.კარგა ხანს იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები.
–დათო,შენ აქ ხარ_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა სოფიამ
–ჰო სოფი,შენთან ვარ_უპასუხა ბიჭმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა.ხელი გადახვია და სალომესკენ წავიდნენ.
–ეს ჩემი ბიძაშვილია,სალომე.სალო ეს კი დათოა.
–სასიამოვნოა შენი გაცნობა_უთხრა დათომ და ხელი ჩამოართვა.
–ჩემთვისაც_ღიმილით უპასუხა სალომემ
დათო ავალიანი მშობლებმა ამერიკაში მაშინ წაიყვანეს,როცა 2 წლისაც არ იყო,თუმცა მშობლიური ქალაქი უყვარდა და ცდილობდა აქ ხშირად ჩამოსულიყო.სწორედ ერთ–ერთი საზაფხულო არდადეგების დროს გაიცნო სოფია.ერთი ნახვით მოახერხა სოფიამ და დაიპყრო მისი გული.უჭირდათ უერთმანეთოდ ყოფნა და ზაფხულსაც მოუთმენლად ელოდა ორივე.
–სოფი,მე სახლში წავალ კარგი?ხელს არ შეგიშლით_თქვა სალომემ
–კარგი რა_უსაყვედურა დათომ–სულაც არ გვიშლი ხელს,მიხარია შენი გაცნობა,კარგი იქნება თუ ჩვენთან ერთად წამოხვალ.
–სად მივდივართ?_იკითხა სოფიამ
–აქვე ახლოს ძალიან კარგი კაფეა, გემრიელ ნაყინს ამზადებენ.
–ნაყინი კარგია_თვალები გაუბრწყინდა სოფიას–სალო წამოდი რა .
–ჰო კარგი_გაეღიმა სალომეს და მათ გაყვა.
...
–მართლაც რა გემრიელია_თქვა სოფიამ და ნაყინის ჭამა განაგრძო
–დათო,შენ სამედიცინოზე სწავლობ არა?_ჰკითხა სალომემ
–კი
–რა მაგარია
–სალომეს პატარაობიდან ექიმობა უნდა,ჩემ თოჯინებს უკეთებდა ხოლმე ოპერაციას.ყველა გამინადგურა.
სამივეს გაეცინა.
–ჰო,თოჯინებს კიდევ არაუშავს.მე ბალიჟებს ვჭრიდი ხოლმე და დედაჩემის ყვირილი მთელ სალხს ესმოდა
–წარმომიდგენია რა არეულობა იქნებოდა_გაეცინა სოფიას
...
–რა დრო მოსულა_საათზე დაიხედა სალომემ ,როცა ქუცაში გამოვიდნენ
–ცოტა ხანს კიდევ იყავით რა.
–არა,არა დათო.ბიცოლა გამიბრაზდება_უპასუხა სოფიამ
–კარგი სოფი.
სოფიამ აკოცა და სალომესთან ერთად სახლისკენ გაიქცა.
...
–უკანა ჭიშკრიდან შევიდეთ რა,ხომ იცი საღამოობით ნონა სახლის წინ ჩაის სვამს ხოლმე და არ მინდა დაგვინახოს
–კარგი სალო.მართალი ხარ.კითხვების დასმას დაგვიწყებს.
გოგონები სახლში უკანა კარიდან შევიდნენ,გრძელი დერეფანი გაიარეს და ხის კიბით მესამე სართულზე ავიდნენ.ორივე სოფას ოთახში შევიდნე.ჩანთა მაგიდაზე დადეს და საწოლზე ჩამოჯდნენ.
–კარგი ბიჭია დათო
–ჰო სალო,ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს.
–როგორ ვერა_ჩაეღიმა სალომეს–ანთებული თვალებით თვალებით უყურებდით ერთმანეთს.
სოფიას სახეზე ვარდისფერი მოედო და ეღიმებოდა.კარზე კაკუნი გაისმა.
–შემოდით_დაიძახა სოფიამ.
კარი გაიღო.ოთახში მაღალი,მკაცრი აღნაგობის ქალი შემოვიდა.გოგონებს გადახედა და მზერა სოფიაზე შეაჩერა.სოფიამ მზერა მოარიდა.არ სიამოვნებდა თვალების ყურება,რომელიც ცარიელი და ყოველგვარ გრძნობას მოკლებული იყო.ქალმა გაიღიმა,ოღონ დამცინავად.
–როგორც ვხედავ,სახლს მოაგენით_ცივად და ხმადაბლა თქვა.
–კარგი რა დედა,სწავლა დამთავრდა და ბავშვებთან ერთად ცოტა გავიარეთ.რა მოხდა.ამის გამო დიდ ამბავს ნუ ატეხ._უთხრა სალომემ უკმაყოფილოდ.
სოფია ვერასდროს ბედავდა ნონას შეპასუხებოდა და ყოველთვის თავდახრილი უსმენდა მის უსაფუძვლო შენიშვნებს და სალომეს კი მისი არ ეშინოდა და არც მის მკაცრს და ცივ გამოხედვას აგდებდა რამეს,ბიძშვილს ყოველთვის იცავდა დედისგან.
ნონას ხალხი მანდამაინც არ უყვარდა,სოფიას კი ვერ იტანდა.პატარაობიდან აითვალწუნა გოგონა.ყველას მუდამ ცივად და ქედმაღლურად ექცეოდა,სახლის მსახურებს კი მისდამი მხოლოდ შიშის გრძნობა გააჩნდა და არა პატივისცემა.
–ვიცი მე თქვენი გასეირნება.აქეთ–იქით ნუ დაწანწალობთ და ყიფიანების ოჯახს ნუ შეარცხვენ სოფია.მე შენ გაფრთხილებ._ხმაში მუქარის ტონი გაერია ქალს.
–ნონა_ხმამაღლა დაიყვირა სალომემ_გეყოს,სანამ კარგ ხასიათზე ვარ.
–სალო გთხოვ არ გინდა_ბიძაშვილის დამშვიდება სცადა სოფიამ.
სალომე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ეზოდან მანქანის ხმა გაიგონა.გოგონები ფანჯარასთან მივიდნენ.
–მამიკო_გახარებულმა წამოიძახა სალომემ და სოფიასთან ერთად ქვემოთ ჩავიდა
–ზურია ბიძია_დაიძახა სოფიამ და გხარებული წავიდა მისკენ.
კაცი იღიმოდა,თვალები კი ბედნიერებისგან უნათებდა.გოგონებს ხელი მოხვია და მისაღებ ოთახში შევიდა.
–როგორ მომნატრებიხართ,ერთი კვირა ვიყავი მივლინებაში,მაგრამ საუკუნედ მეჩვენა._თმაზე მოეფერა ორივეს და გოგონებს შორის დივანზე დაჯდა.
–რა კარგია ,რომ ჩამოხვედი.უთხრა სოფიამ და მიეხუტა.
–რა იდილიაა._დამცინავად მოავლო თვალი ოთახში შემოსულმა ნონამ დივანზე მჯდომებს და ნაძალადევად გაიღიმა.
ზურა წამოდგა და ცოლი გადაკოცნა.
–როგორ ხარ?_ჰკითხა ცოლს და მხარზე ხელი დაადო
–კარგად_უპასუხა ქალმა–მსახურს ვეტყვი შენი ბარგი ზემოთ აიტანოს_ნონამ ოთახი დატოვა.
ზურა გოგონებს მიუბრუნდა და დივანზე ჩამოჯდა.
–ჩემი ლამაზი გოგონები.სწავლა დაგიმთავრდათ არა?
–კი მა ,როგორც იქნა.
–გვეღირსება დილას ძილი_სიცილით თქვა სოფიამ
–ჩემო ტკბილებო,ცოტა დავიღალე და წავალ დავიძინებ,კარგი?მერე კი რამე ფილმს ვუყუროთ ერთად.მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნა._თქვა ზურამ და ფეხზე წამოდგა.
–კარგი მამიკო.
ზურამ გოგონებს აკოცა და ზემოთ ავიდა.სანამ საძინებელში შევიდოდა ნონა მივიდა მასთან და უთხრა ,რომ სალაპარაკო ჰქონდა.ზურამ ოთახის კარი დაკეტა ,კაბინეტში ნონასთან ერთად შევიდა და ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
–გისმენ_უთხრა ცოლს
–სოფიაზე უნდა გელაპარაკო._უპასუხა ქალმა და მის პირდაპირ მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
–სოფიაზე?რამე მოხდა?
–ზურა,ის საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ სასწავლებლად,კერძო სკოლაში.მე უკვე ვიზრუნე ამაზე.საფრანგეთში ,კარგი სკოლა ავარჩიე.მისთვის ჯობს წავიდეს.
ზურა უსმენდა,ცოტა ხანს ჩუმად იყო,გაოგნებისგან.
–რას იტყვი?_ჰკითხა ქალმა
–რა გინდა რომ ვთქვა ნონა? ბავშვს აქაურობა უყვარს.
–ბავშვს_დაცინვით თქვა ნონამ და ფეხი ფეხზე გადაიდო_ბავშვი აღარაა,15–ის გახდება მალე,შენ სულ დაკავებული ხარ,მივლინებებში ხარ,კომპანიის საქმეები თავზე გაყრია,მე კი ორი ახალგაზრდა გოგოს კონტროლი გამიჭირდება.ისეთ ასაკში არიან...
–კარგი რა,გეყოს.სისულელეს ამბობ.სოფიას არაფერს ვაიძულებ.ჩვენი გოგონები საკმაოდ ჭკვიანები არიან და თვითონ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.სოფიას თუ მოუნდება წავა და არ გაბედო რამე დააძალო.სერიოზულად გეუბნები_ხმაში სიბრაზე გაერია ზურას.
–მეტიც რა უნდა იმ გოგოს ,შენ ათამამებ ორივეს.
–ის გოგო ჩემი ძმიშვილია,შვილივით მიყვარს,ვერ გავიგე რას ერჩი.რაც შეეხება საზღვარგარეთ მის გაგზავნას,იმ შემთხვევაში წავა,თუკი მას ეს მოუნდება.
–ზურა...
–აღარაფერი მითხრა.გთხოვ დამტოვე.
ნონას სხვა გზა აღარ ქონდა.ოთახიდან გავიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა.ზურა ადგა და ფანჯარასთან მივიდა.ფარდა გადაწია და ეზოს გახედა.კაბინეტის ფანჯრიდან ზღვა მოჩანდა.მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო და ბინდიც სიბნელეში გადადიოდა.ზურა ზღვის ტალღებს აკვირდებოდა.ზღვა მშვიდი იყო და ამან თითქოს მის სულსაც სიმშვიდე მოგვარა.დამშვიდებას ცდილობდა.ცდილობდა ცოლთან კონფლიქტი აერიდებინა.გული ტკიოდა,რომ მის ცოლს არ უყვარდა სოფია..სულ მის გარდაცვლილ ძმაზე და ძმის ცოლზე ფიქრობდა.ზურა სოფიას სითბოს არასდოს აკლებდა და შვილისგან არასდროს განუსხვავებია,რასაც ვერ ვიტყვით ნონაზე.რა თქმა უნდა ზურას თვალწინ ვერაფერს ბედავდა,მაგრამ მის ზურგს უკან შანსს არ უშვებდა ხელიდან,რომ გოგონასთვის გული არ ეტკინა და არ გაეხსენებინა თუ როგორ გაზარდა ვიღაც ობოლი გოგო და რამხელა ვალშია მასთან.სოფია კი არასდროს ეპასუხებოდა.არც ზურას ეუბნებოდა რამეს,ბავშვობიდან კეთილი გულის პატრონი იყო და არ სურდა მის გამო უთანხმოება მომხდარიყო ოჯახში.
ზურა ისევ ღრმა ფიქრებს მოეცვა.ერთი მხარეს ცოლი,რომელსაც მისი საყვარელი ძმიშვილის მოცილება სურდა სახლიდან,მეორე მხარეს კი სოფია,რომელმაც მხოლოდ ის დააშავა,რომ ნონას ‘“აწყობილ’“ ცხოვრებაში არეულობა შეიტანა.ზურა კვლავ სიბრაზეს გრძნობდა ნონას მიმართ.რა თქმა უნდა ის არსად გაუშვებდა სოფიას და არც არაფერს დააძალებდა,თუმცა იცოდა,რომ ამის გამო მეუღლესთან უთანხმოება მოუვიდოდა.
...
ერთი ორი საათით წაიძინა ზურამ,საწოლიდან წამოდგა,თვალებზე ხელი მოისვა.ფანჯარას გახედა.უკვე კარგად დაღამებულიყო.ვარსკვლავებით სავსე ცის დანახვამ სიმშვიდე მოგვარა.ჩუსტები ჩაიცვა და აივანზე გავიდა.გრილმა სიომ სახეზე სასიამოვნოდ დაუბერა.აივნის მოაჯირს დაეყრდნო და შორს სივრცეს გაჰყურებდა. ეზოს კუთხეში ვიღაცის ლანდს მოკრა თვალი.კარგად დააკვირდა,თუმცა ვერ გაარკვია ვინ იყო.გადაწყვიტა ქვემოთ ჩასულიყო.ხალათი მოიცვა და კარისკენ წავიდა.
...
–დათო,ახლა წადი_ჩურჩულებდა სოფია,თუმცა სულ არ ცდილობდა მისი მკლავებიდან თავის დახსნას.
–წავაკ,ოღონ დამპირდი,რომ აღარ იტირებ.ვერსადაც ვერ გაგაგზავნიან.არსად გაგიშვებ_ეუბნებოდა დათო და თან ლოყაზე ნაზად ეფერებოდა.
სოფიას ცრემლები წასკდა.
–დამშვიდდი,დამშვიდდი ჩემო ლამაზო .მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ._უპასუხა სოფიამ და აკოცა.–ახლა წადი,მგონი ვიღაც მოდის.
დათომ მოასწრო ეზოდან გასვლა და ზურაც გამოჩნდა.
–სოფი,შენ ხარ?
–ჰო_უპასუხა სოფიამ ,თან ცდილობდა ხმა გაემაგრებინა და არ ეტირა.
–აქ რას აკეთებ.?წამო სახლში შევიდეთ_უთხრა ზურამ და სახეზე დააკვირდა–შენ რა ტირი?სოფი რა მოხდა ჩემო ლამაზო? ვინ გაწყენინა?
–არაფერი მომხდარა ბიძია,არაფერი_ამას ამბობდა,მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა.
ზურამ ჩაახველა.სოფიას მკლავზე ხელი მოკიდა და იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა მის გვერდით
–შვილო,ხომ იცი რომ სალომესგან არ განსხვავებ,იცი როგორ მიყვარხარ.გთხოვ არაფერი დამიმალო,რაც არ უნდა იყოს მოვაგვარებთ.სულ შენ გვერდით მიგულე_უთხრა ზურამ და თავზე ხელი გადაუსვა.
–მე...შენი და ნონა ბიცოლას საუბარი მოვისმინე.შემთხვევით კაბინეტის კარი ოდნავ ღია იყომე კი ჟაკეტის ჩამოსატანად ავდიოდი.არ მინდა წასვლა.გთხოვ აფრ გამიშვა._უკვე ხმამაღლა ტიროდა სოფია.
–ჩემო სულელო ,პატარა გოგო._გაეღიმა ზურას.–ამისთვის ტირი?ხომ იცი,რომ არაფერს გაიძულებ,არც შენ და არც სალოს,მე დიქტატორი კი არ ვარ და არც ნონას სიტყვაა კანონი,პატივს ვცემ მის აზრს ,მაგრამ მას არ აქვს უფლება რამე გაიძულოს.ხომ გითხარი სულ შენ გვერდით მიგულე.
ზურამ სოფია გულში ჩაიხუტა.სოფიას დიდი სითბო ჩაეღვარა გულში.ზურას მიეყრდნო და აღარაფერზე ფიქრობდა,ყველა ცუდი ფიქრი ერთბაშად გაიფანტა.
სულ რაღაც 4 წლის იყო,როდესაც სოფიას მშობლები ავარიაში დაიღუპნენ.პატარა,შეშინებული,აკანკალებული 4 წლის ბავშვი იყო,როდესაც ზურამ ხელჩაკიდებული შემოიყვანა მის სახლში და მას შემდეგ 11 წელია ხელი არ გაუშვია.მისი და სალომეს წყალობით გადაიტანა დიდი დანაკარგი.ზურა მისთვის მამა იყო,სალომე კი და.
–დამშვიდდი?_ფიქრებიდან გამოარკვია ზურას ხმამ.
–კი_გაუღიმა სოფიამ.
–ძალიან კარგი.წამოდი სახლში შევიდეთ.ფილმს ვუყუროთ ერთად,როგორც დაგპირდით.სალო სადაა?
–სამზარეულოშია.პიცას აკეთებდა.
–ჰმმ...ამიტომ გამოდის ეს სასიამოვნო სურნელი? ეტყობა უკვე მზად იქნება,წამო_ხელი ჩაკიდა ზურამ და ორივენი სახლისკენ წავიდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent