შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [1]


22-09-2017, 04:13
ავტორი მე♥
ნანახია 8 676

წელს თბილისში საშინელი ზამთარი დადგა, სიცივეები გაუსაძლისია. ხმაურიანი ქალაქი ზამთარში თითქოს მკვდარია. უბნებიც ისეთი დაცარიელებული და ჩუმია. ქუსლიანი ფეხსაცმელი საშინელ ხმას გამოსცემს ყინულზე, მანტოს სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს და ცდილობს მოყინული ცხვირი მოითბოს. ტაქსიც მის ჯინაზე არ ჩანს, ან სად აქვს ტაქსში გადასაყრელი ფული?! ერთად ადგილზე გაჩერება და დალოდებაც არ იქნება, ისეთი სიცივეა აუცილებლად გაიყინება. ბედმა არც დღეს გაუღიმა, ორი თვეა სამსახურს ეძებს. ძველი სამსახურიდან კინწისკვრით გამოაგდო ყოფილმა საქმრომ, თან ისეთი წერილი დაუწერა, მე მგონი მთელი ცხოვრება დაუსაქმებელი და უმუშევარი დატოვა. იმ დღეს კი გასკდა ტირილით საქმრომ უღალატა, სამსახური დაკარგა და ახლა დედ-მამის ხარჯზეა. მარტოც ვეღარ გავა საცხოვრებლად, ცივი წყალი გადაესხა კიდევ ერთხელ ფიქრებში. სადარბაზოსთან მისულს უბნის პატარა ჯიხურში შუქი დახვდა. ვინ მოსთვლის მერამდენე გაზეთი იყიდა! კიბები სწრაფად აირბინა. სამზარეულოში მოფუსფუსე დედისკენ წავიდა და სკამზე ხმაურით დაჯდა.

-რა ქენი, დე?

-დაგირეკავთო!

-ხოდა დაელოდე დაგირეკავენ. ხომ გშია?

-ეგრე მირეკავენ უკვე ორი თვეა. გამოვიცვლი და მოვალ.

შუბლშეკრულმა გაიარა მისაღები და ოთახში შევიდა. სწრაფად გამოიცვალა, ვერც თბილმა სახლმა გაულღვო გაყინული ხელები და ფეხები. სამსახურის გარდა ვერაფერზე ფიქრობს, ან რა იმედით მივიდა 21 წლის გამოუცდელი გოგო, მთავარ ფილიალში?! ტვინი სულ არ აქვს! მამამისი თანარის გადაყოლილი არაფერს აკლებს, მაგრამ რად გინდა?! ეს მაინც ცხვირჩამოშვებულია. საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული უნდა, სასწავლებლის ხარჯებიც დასაფარი აქვს, როდემდე იქნება ნოდარის იმედზე. მშობლებს უხარიათ მაშოს ასეთი დამოკიდებულება შრომის მიმართ. ყველა ასეთი მონდომებული ხომ არ არის,ზოგს მუშაობა კი არა გაზეთის ყიდვა და სამსახურის მოძებნაც კი ეზარებათ, ჩვენი მაშო კი აქტიურად განაგრძობს სამსახურის ძებნას. სამზარეულოში მოფუსფუსე დედასთან გავიდა და ფეხები სკამზე აიკეცა.

-ნორმალურად ჯდომა როდის უნდა ისწავლო ამხელა გოგომ?_წყრომით ჩაილაპარაკა ქალმა და შვილს წარბწეულმა გადახედა.

-დედა, ნერვები ისედაც დაგლეჯვას მაქვს შემეშვი რა! _მუდარით გადახედა ქალს და ჭამა დაიწყო.

ოთახიდან არ გასულა ტელეფონით ხელში დადის წინ და უკან და ზარს ელოდება, იცის რომ არ დაურეკავენ,მაგრამ ბოლო იმედს ებღაუჭება. ისე გახდა 9 საათი არავის დაურეკავს, ეს უკვე ნიშნავდა იმას რომ ნაყიდი გაზეთების კიდევ ერთხელ გადაკითხვის დროა. სადაც დარეკა არსად მიიღეს ზოგმა ვაკანსია აღარ გვაქვსო, ზოგმა ასაკს ვერ აკმაყოფილებო, ზოგმა გამოცდილება დაუწუნა. გაღიზიანებულმა ოთახის კარები გაიჯახუნა და მისაღებში მამასთან გავიდა, უჭირდა თხოვნა, მაგრამ სხვა გზაც აღარ აქვს.

-მაა. რაღაც მინდა გთხოვო_მორიდებით ჩაილაპარაკა და წინ დაუჯდა.

-მადლობ შვილო კარგად ვარ, დღეს ცოტა გადავიღალე. _კაცმა გაიცინა და შვილი გააჯავრა. შერცხვა მაგრამ გვიან, ლოყები აუწითლდა, ზუსტად ისე ბავშვობაში რომ იცოდა ხოლმე. _კარგი ვიხუმრე. რა ხდება?

-სამსახური მინდა.

- მოგიხერხებ რამეს, ხვალ დილით გავიკითხავ.

ბოლომდე მამამისის იმედზე მაინც არ იყო, ნოდარი ისეთია სადმე დააწყებინებს მუშაობას და ფულს თვითონ გადაუხდის, ასეთ სამსახურს სულ არ იმუშაოს ის ურჩევნია. ცოტა მოსაბეზრებელი ისტორია კი აქვს ჩვენს გმირს, ვერაფერით დავუდე გული წერისას, ოთახებში სიარულის სცენების აღწერამ მომკლა. რამე მხატვრული რომ გააკეთოს? არა! ისევ მე უნდა მოვიფიქრო რამე. სხვა შემთხვევაში გამექცევა მკითხველი. მე ვიფიქრებ, მანამდე მაშოსაც შევხედოთ.
დილით ხმაურმა გააღვიძა. მისაღებიდან გინების და ყვირილის ხმამ შეაშინა,სწრაფად გაუყარა, ფეხები დათუნიებში და ოთახი დატოვა. ონისე ადამიანი ვინც არ მოგაწყენს, მაგრამ ახლა რა ჭირს?! გარმონივით, რომ შლის იმ გრძელ თითებს, თან იგინება. ისეთი გაწითლებულია, მე მგონი ბოლომდე ადეკვატური არ უნდა იყოს, ვიღაცამ ძალიან გაბრაზა სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხულია ონისე ასეთ სიტუაციაში იხილო. წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია მოსაუბრე ტელეფონზე. ძმას ნელა მიუახლოვდა და საჩვენებელი თითი მხარზე დაკრა, გაფითრებულმა ონისემ დას ხელი აუკრა და სამზარეულოში გავიდა. კისერმოღერებულმა გახედა ძმას და ტუჩები გაკვირვებულმა აათამაშამ თან ჩუმად ეცინებოდა დედამისის გაკვირვებულ სახეს რომ შეხედავს. სად არ არის ნოდარი, ორივე ხელ-ფეხს უყოყმანოდ მოამტვრევდა ონისეს ამ სცენის გამო. უფროსი ნუცუბიძე ოდნავ დამშვიდებული გამოვიდა სამზარეულოდან, დედამის გვერდით მიუჯდა, ხელი გადხვია და საფეთქელზე აკოცა. გაბრაზებულმა მაკამ შვილის ხელი უხეშად მოიცილა და ტელევიზორს გახედა.

-შენ თავს გეფიცები საგინებელი იყო. _სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ხელი ამჯერად უფრო ძლიერად მოვია დედას. ჯიქურად უყურებდა მაკა ტელევიზორს და შვილის საქციელზე ბრაზობდა._მეტს აღარ ვიზავ._ ტუჩის კუთხეში ჩაეცინა მაკას და შვილს მოეხვია, მერე კი გაბრაზებულმა თმები მოწიწკნა.

-რა უნდოდა იმ საძაგელს ამ დილაადრიანად რომ მოგიშალა ნერვები?_მაშოს დედის კითხვაზე გულიანად გაეცინა. როგორი ცუდი საქციელიც არ უნდა ჩაიდინოს შვილმა რატომღაც ის ყოველთვის მართალია.

-ისეთი არაფერი. მაშო, გინდა გაგიყვან.

-სად მეპატიჟები?_წარბაწეულმა, ინტერესით კითხა ძმას.

-რავიცი. რომელიმე მაღაზიის წინ დაგტოვებ, გაიარე გამოიარე იქნებ იშოვო რამე!

ძმამაც რომ შაყირი დაუწყო!? წარბაწეული გავიდა ოთახიდან და საწოლში დაბრუნდა. რა საქმე აქვს მეტი, არც არაფერი ახლა უნდა იძინოს და ძალები მოიკრიბოს, მართლა მუშაობა რომ დაიწყოს ცოტა დასვენებული ხომ უნდა იყოს არა?!
დაიძინა! მე რა ვაკეთო, რა დავწერო ახლა? მაშოს ყოფილ საქმროზე მოგიყვებით.
ლექსო ქვია, შესახედავად სიმპათიური ბიჭია. პატარა ბიზნესი აქვს, მანქანები ჩამოყავს გერმანიიდან და მერე აქ ყიდის. სამი წლის წინ გაიცნო ჩვენი მაშო. ერთი ნახვით გადაირია ორივე. როგორც ხდება ხოლმე, თინეიჯერი შეყვარებულები იყვენენ, მერე ოჯახები გაიცნეს და სერიოზული სახე მისცეს ურთიერთობას. ერთი წლის წინ დანიშნა კიდევაც,მაგრამ რად გინდა? 10 თვეში უღალატა! სამსახურიდან კინწისკვრით გამოაგდო-თქო რომ დავწერე მაღლა, ვიხუმრე... თავმოყვარე ქალი იქ გაჩერდებოდა? არა რა თქმა უნდა. მაშომაც დაწერა განცხადება და წამოვიდა. ერთი კვირა უერკავდა ის ვაჟბატონი ,მერე მასაც მობეზრდა ხვეწნა და სულ დაიკარგა. რამდენჯერმე იტირა და მერე ლექსოობა სულ დაამთავრა, იმდენი საქმე აქვს, 21 წლის ასაკში საერთოდ არ სცალია პირადი ურთიერთობისთვის და მითუმეტეს წარსულში მომხდარი ამბებისთვის.

***
საღამოს დედასთან ერთად ეზოში იჯდა. მზესუმზირას აკნატუნებდა და უბნის ამბებს ისმენდა. რამდენიმე ისეთ ჭორს მოკრა ყური წარმოდგენაც რომ არ ქონდა. სამსახურს ეძებსო მაკამ ჩაუშვა, მეზობლებმა ჯერ ლექსოზე გამოკითხეს და მერე ერთ-ერთი შეპირდა რამეს გაგიგებო. მთელი თბილისი ასეა შეპირებლი, ნათელა დეიდას ყველაზე მეტად სცემდა პატივს კორპუსში, ისეთი საძაგელი შვილი ყავს, მექალთანე ორი ცოლი გაუშვა და კიდევ მათ აბრალებდა ვერ მეწყობოდნენო. ძალიან რომ არ გავწელო ერთი დღის ამბები მეორე დღეზე დავწერ. უფრო საინტერესოა და მგონი ჩემი მხატვრული სიტყვების მოფიქრებაც აღარა საჭირო. სამსახური უშოვეს, მართალია ისეთი არ არის როგორიც უნდა, მაგრამ სულ არარაობას სჯობია.

-დე, ნათელა იყო წეღან.

-სამსახურზე გითხრა რამე?

-მითხრა, მაგრამ არა მგონია გამოგადგეს შენ.

-რაო?

-ნათელას ახლობელს ჭირდება ძიძა.

-რამდენი წლის არის ბავშვი?

-2 წლისაა. ნათელამ წყნარი ბავშვია, დედა არ ყავს მამა და ბებია ზრდისო. მამისი ორი თვით მიდის სხვაგან და ბებიამისს დამხმარე სჭირდება. რას იზავ წახვალ დაელაპარაკები?

-მისამართი მომეცი და ხვალ წავალ.

ძიძა- წარმოდგენაც არ აქვს ბავშვთან როგორ უნდა მოიქცეს და წავალო. ბოლოს ბავშვი როდის ეჭირა ხელში კითხეთ ერთი. ყველაზე დიდი ერთი კვირა გააჩერონ და მერე გამოუძახონ გარეთ. ხვალ მაინც წავა და გაიგებს რა ხდება, იქნებ ისეთ კარგ პირობებს სთავაზობენ რომ მერე თავისი ოფისი გახსნას "მაშო ძიძა". დაქალებს დაურეკა და კაფეში წავიდა. ტიპიური თბილისელი გოგონები ხომ იცით? ეგეთი სამეგობრო ყავს. 2 წლის ბავშვი რა ფერია ის არ იციან. მაშოც წააქეზეს უკეთესი ნახე რამეო, ამასაც ჭკუაში დაუჯდა, ჩერჩეტი გოგო. ცოტა არ იყოს ბავშვის მოვლა ეთაკილება, უფრო სწორად საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. ეს სამსახური იმ ვარიანტების სიიდანა რომელსაც საკუთარი ნებით არასოდეს არ გადაავლებდა თვალს. ფული და ცალკე ცხოვრება მაშოს უნდა მე კი არა, ხოდა ადგეს და საკუთარი თავი ამ სფეროშიც გამოსცადოს, იქნებ ისეთი კარგი ძიძაა რომ სხვა სამსახური აღარ მოძებნოს. დღეს რას გადაწყვეტს ვერ გეტყვით, ხვალ დილით რა მოუვლის ვინ იცის, ჩემი აზრით სულაც არ არის ძიძობა სათაკილო, თან ისეთი ბავშვია ლამაზი, მშვიდი, საოცრად თბილი და კონტაქტური. და ბავშვის მამა?!
დაიძინა, მამაზე ხვალ მოგიყვებით!
~~~~
ხომ ვთვი კაცმა არ იცის რა გადაუტრიალდება დილით თავში-თქო? თერთმეტი საათი გახდა და თვალის ოდნავ ახამხამებასაც არ კადრულობს, ჯერ ძიძად მუშაობა რაა მაშოსთვის და მერე დაგვიანება. მგონი სულ გადაიფიქრა ძილში მუშაობის დაწყება. რომ არა მაკა ალბათ არც წავიდოდა. ქალი შვილს ოთახში ესტუმრა და გააღვიძა. ყველაფერს ისე ნელა აკეთებდა ნერვები დამაწყდა. რომ გაემზადოს და მერე დავწერო? არა მკითხველს ხომ არ ვალოდინებ? მაკამ იმხელა ხმაზე უკივლა << ცოტა მალე დაგაგვიანდაო>> სულ წინ და უკან სირბილით განაგრძო გამზადება. ვაფასებ მაკას, იცის ქალმა რომ სამსახურის გასაუბრებაზე არ უნდა დააგვიანო.
გზაში კიდევ ყოყმანობდა, რომ არ გამოიუვიდეს არაფერი, ძიძობა ადვილი საქმე ხომ არ არის?! სოციალურს ქსელში ვიდეოს უყურა მას მერე ძიძებს ვერ იტანს და ახლა თვითონ მიდის. ფურცელს დააშტერდა სადაც მისამართი და ოჯახის უფროსის სახელი და გვარი ეწერა, გვარი ენისმტვრევით რამდენჯერმე << რომ მივალ როგორ ვიკითხო? გამარჯობა, ბატონი ბაქარი მეუ-ნარგია აქ ცხოვრობს?>> კიდევ შეეშალა გვარი. იქაც ასე რომ დაემართოს რა სირცხვილს შეჭამს. სწრაფად გადმოხტა ავტობუსიდან და ფეხით აუყვა ქვაფენილს. ჩანთას ნერვიულად უჭერდა ხელს, სასაცილო გოგონაა. ფიქრებში საკუთარი სურვილების მიხედვით კოშკები ააგო, რამდენიმე ისტორია აქვს სასიყვარულო საიტზე წაკითხული, მსგავსი შემთხვევებით. ძიძად იწყებს გოგო მუშაობას, უზარმაზარ სახლში მერე უყვარდება უფროსი და მოკლედ, მთელი დრამატიზმი. მაგის ბედიც რომ აქ აქვს ამ საბრალოს.
მისამართი კიდევ ერთხელ გადაამოწმა, კორპუს ახედა და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდი მანტოს ჯიბეში ჩაიდო. რას ელოდა, ისტორიებში არსებულ სასახლეს? ჩერჩეტი! ლიფტი გამოიძახა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა, მეექსვსე სართულზე სუნთქვაშეკრული ავიდა. როგორი ხალხი დახვდება ნეტავ? ბებია წესით თბილი უნდა იყოს, ასეთი წარმოუდგენია ყველა მოხუცი. კარებზე გაბმულად დარეკა ზარი და ხელები ძირს ჩამოუშვა, ცოტახანში კარს უკან ფეხსაცმლის ხმა მოესმა და ადგილზე გაიყურსა. მალე ღია კარში 60 წლიამდე შესანიშნავი შესახედაობის ქალბატონი გამოჩნდა. არ შემცდარა ქალს საოცრად თბილი ღიმილი ქონდა, ცოტა მოეშვა და თვითონაც გაუღიმა. მისაღებში ისეთი დაძაბული იჯდა დანა პირს არ უხსნიდა.

-მაშო ხომ?_კითხა ქალმა და ყავა მოსვა.

-დიახ. _ძლივს ამოაძვრინა ერთი სიტყვა.

-მე ნელი მქვია ჩემო კარგო. ნათელამ მიამბო შენზე ცოტა რამ, ჩემი შვილიშვილის მოვლა არც ისე ადვილი საქმეა, ცოტა ჭირვეულია, მაგრამ ძალიან წყნარი. ჩემი შვილი საზღვარგარეთ მიდის 2 თვით. პირველად გვტოვებს მარტოებს და ცოტა ეშინია, თან მეც არ მაწყენდა ერთი დამხმარე კარგი და მოხერხებული გოგო. ხელფასი 600 ლარი გექნება. საცხოვრებლად აქ გადმოსვლა გირჩევნია, ჩემი აზრით, ძალიან გაწვალდები სხვა შემთხვევაში. _ რა თქა უნდა გადმოვა, ხარჯიც ნაკლები ექნება. 600 ლარი სულაც არ არის ცოტა ფული, ყოველ შემთხვევაში ძიძისთვის რომელსაც საცხოვრებელი აქ ექნება. ყველაფერზე თანახმაა! მორჩა გადაწყდა მაშო ძიძად იწყებს მუშაობას.

-ჩემთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება აქ გადმოსვლა!

-მაშინ დღეს უკან დაბრუნდი, ბარგი შეკარი და ხვალ 9 საათზე გელოდები.

-დიდი მადლობა.

აჟიტირებულმა შეაღო სახლის კარები, ონისე სახლში დახვდა. ძმას კალთაში ჩაუსკუბდა და თვალები აათამაშა. ბავშვობიდან შესანიშნავი ურთიერთობა ქონდა და-ძმას. მათ შორის 3 წლით ასაკობრივი სხვაობა სულაც არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, ამ მხრივ ზედმეტად მხიარულია ნუცუბიძეების ოჯახი. ონისემ ღიმილით მოხვია მაშოს ხელები წელზე და თავი გულზე მიადო. ოჯახმა ახალი ამბავი ძნელად მიიღო, მაშოს სახლიდან წასვლა არცერთ მოსწონდა, მაგრამ ვერცერთმა ამოიღო ხმა. მაკამ ერთი ამოიტირა და გაჩუმდა. სამუშაოდ წასვლა, რომ დაუშალონ ხომ გაგიჟდა, ან რა უფლებით!? ხოდა ამიტომაც არიან ჩუმად, ვერცერტი ეტყვის არ იმუშაო და სახლში დაჯექი რამე უკეთესს მოგიძებნითო. ოთახში შევიდა ბარგი ჩემოდანში ლამაზად ჩაკეტა და შეკრა. ამ მხრივ მართლაც რომ უნაკლოა, ვერ იტანს მოუწესრიგებელ ადამიანებს და მითუმეტეს ქალებს. კვირის განავლობაში რამდენჯერმე ალაგებს გარდერობს სავარაუდოდ მაშოს ეს თვისება, ერთ პლიუსს მაინც ჩაუწერს მეუნარგიების ოჯახში. საწოლზე გულაღმა დაწვა და გოგონებს დაურეკა. ცხივრაბზუებულობა ტელეფონშიც კი იგრძნობოდა, რა უინტერესო გოგოა მაშო, როგორ არცერთხელ დაინტერესდა ვინ არის ბაქარი მეუნარგია. მე დავინტერესდი და გავიგე კიდევაც, მაგრამ არ ვიტყვი. მაშოსაც ხომ უნდა დარჩეს რაღაც სათქმელი? ერთს გეტყვით,რომ ძალიან მკაცრია, თუმცა რა? მაშოსთვის რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის მამა მკაცრი იქნება თუ არა, მისთვის და მთელი ოჯახისთვის მთავარია პატარას მოუაროს ისე როგორც საჭიროა.

ალბათ ფიქრობთ ეს გოგო ამდენს რატომ ლაპარაკობსო? რა ვქნა სახლშიც ვერ მაჩუმებენ, ზუსტად ამიტომ დავიწყე მაშოს ისტორიის წერა, თან საინტერესოა და სახალიხო. ჩემზეც მოგიყვებოდით ცოტას, მაგრამ ამის დრო ნამდვილად არ არის, თანაც ჩემს ისტორიას სავარაუდოდ ცოტას გავაბუქებ და შესაბამისად ძალიან გაიწელება, ამიტომ ჯობია ისევ ის ვწერო რის გამოც ახლა აქ ვარ.

დილაადრიან წამოხტა ფეხზე, ცოტა არ იყოს და მაშოსგან გამიკვირდა. გაემაზადა და ბარგი მისაღებში გააგორიალა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და ძმასთან ერთად ახალ საცხოვრებელში წავიდა .ალილუია, ძლივს, გაახსენდა რომ იმ სახლში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბაქარ მეუნარგია. ცოტას ნერვიულობს როგორი კაცი იქნება ნეტა... დედამის არჩევანი რომ დაუწუნოს და გარეთ გამოიძახოს ეს საწყალი, მერე რას იზავს? არა, აღარ უნდა ჯიხურში გაზეთების ყიდბა, ვსიო დაიღალა!
ონისემ მანქანა კორპუსთან გააჩერა, დისკენ ოდნავ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. ბარგი ლიფტამდე მიატანინა და წავიდა. მეექსვსე სართულზე ალასლასდა, კარები ნელიმ გაუღო ხელში პატარა ეჭირა. ისეთი ფუმფულა და საყვარელი იყო, ქერა ლოკნები, დიდი ცისფერი თვალები და მოცუცქნული ცხვირი. ბავშვის ჩახუტების და ჩაკოვნის დიდი სურვილი გაუჩნდა, მაგრამ თავი შეიკავა ლოყაზე წაეთამაშა და მისაღებში გავიდა.
ხუთოთახიან სახლში ერთი საშვალო ზომის ლამაზად მოწყობილი ოთახი გამოუყო ნელიმ. დააბინავა და თვითონ გავიდა. ჩემოდნის ახლა ამოლაგება არც უფიქრია, გვიან მიხედავს ყველაფერს. ახლა უნდა გავიდეს და ის დიდი ლოყები დაუკოცნოს იმ პატარას. კარები გააღო და ადგილზე გაშეშდა. ზღვასავით ლურჯ თვალებს გადაეყარა. ძალიან სევდიანს და მკაცრს! დიახ, მიხვდით ბაქარი მეუნარგია შეეჩეხა და მე ეს ძალიან მახარებს. მამაკაცმა ცივად გაიღიმა და გოგონას ხელი გაუწოდა, ძლივს მოვიდა აზრზე და გამოწვდილ ხელს თავისი სუსტი, სიფრიფანა თითები შეაგება. მამაკაცის აღნაგობა ზუსტად ემთხვეოდა მისი ოცნების მამაკაცისას, მეუნარგია ზედეტად სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა მაშოსთვის. პირველი რაც მის ფიზიკურობას ხაზს უსვამს და კვეთს ის ლურჯი თვალებია გასაოცრად რომ ელავს. გამოხედვა ძალიან ცივი და გამყინავი აქვს, მგონი მიზეზი ქონდა მაშოს ბაქართან შეხვედრისას, რომ ნერვიულობდა.

-ბაქარი მეუნარგია!_ ბარიტონი აქვს ძალიან ბოხი და ამაღლებული, მეც მოვიხიბლე.

-მაშო ნუცუბიძე._ძლივს დაილაპარაკა და ხელი ჩამოუშვა. მამაკაცმა თავი დაუკრა და გოგონა წინ გაატარა მერე კი თვითონაც მიყვა უკან. მისაღებში ისხდნენ ნელი და პატარა, ბაქარის შეხედა წამით და გაოცდა. სულ სხვანაირი იყო ახლა, შვილის დანახვისას სახე საუცრად დაუთბა, მაშინ მიხვდა მაშო რა ძლიერი გრძნობები აკავშირებდა ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან.
და ცოლი? ნეტავ სადარის? იქნებ მიატოვა მამა-შვილი და წავიდა. ჯერ აქაურობას მოერგოს და მერე ყველაფერს გაიგებს. ბაქარი, ბავშვს გვერდით მიუჯდა და შუბლზე ჩამოყრილი თმები ფრთხლად გადაუწია. დედამისს რაღაცა გადაულაპარაკა, პატარას შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. მაშოს გახედა ოდნავ დაუკრა თავი და სახლი დატოვა. აურა გათავისუფლდა, თითქოს დაძაბულობა მოეხსნა მაშოსაც და სახლსაც, ბავშვთან მივიდა და ჩაიმუხლა. ლოყები დაუკოცნა და მერე ნელის პატარას სახელი კითხვა. სირცხვილის გრძნობამ თვალები აუწვა როგორ აქამდე არ იკითხა ბავშვის სახელი. ან ნათელამ მაინც რატომ არ დაიბარა.

-ჩვენს პატარას ნია ქვია.

-ნიაკო. რამდენი წლის ხარ ?_ პატარამ ორი თითი აწია და თვალებთან დაუტრიალა. გამხიარულებულს გაეცინა და კიდევ ერთხელ ჩაკოცნა საოცარად ლამაზი არსება. მერე ნელის ყველაფრის ახსნა სთხოვა და საქმეს შეუდგა. ბაქარიზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა, მისი ხმის დავიწყება გაუჭირდ,. საოცრად მომხიბვლელმა ბარიტონმა მაშოში დაიბუდა. სასაცილო გოგოა ჯერ გაარკვიოს ის კაცი ცოლიანია თუ არა და მერე იფიქროს სამომავლო გეგმებზე. ნელის რომ ათქმევინოს რამე, მაგრამ იქნება კი სწორი საქციელი მისი მხირდან? ზედმეტად ხომ არ ერევა მათ ცხოვრებაში? არა! ეს რომ არ გაიგოს დღეს თვალს ვერ მოხუჭავს. პატარა ძლივს დააძინა, გამოუცდელმა ძიძამ და სამზარეულოში გავიდა ბავშვის თეფშები რომ ამოერეცხა, მაგრამ ნიჟარა სუფთა დახვდა, ნელის უყოჩაღია. დღეს დაიღალა, ადვილი ხომ არ არის ბავშვის მოვლა? მითუმეტეს მანამდე ბავშვებთან შეხებაც რომ არ ჰქონია. ნელიკოს მიუჯდა და დივანზე გადააგდო თავი.

-ყავას ხომ დალევ ? მოფხიზლდები ცოტა.

-გავამზადებ.

-მე შემოგთავაზე და მე გავაზადებ! _სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-ერთად გავამზადოთ._მხიარულად წამოიძახა და ნელის უკან გაყვა. მაშომ ჭიქები გამოალაგა კარადიდან, ნელიმ ყავა გააკეთა. ახლა უნდა კითხოს შესანიშნავი დროა.

-რაღაც მინდა გკითხოთ. ვიცი ჩემი საქმე არ არის,მაგრამ....

-არ გრცხვენია შვილო? მკითხე.

-ნიაკოს დედა სად არის?

-ეჰ, ნათია ნიას დაბადებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. კიბო ქონდა საბრალოს._ქალს ხმა აუკანკალდა აშკარაა რომ ნათია ძალიან უყვარს. მაშოსაც მოხვდა გულზე მძიმე ისტორიის დასაწყისი და თვალები აუცრემლიანდა. ძალიან გულჩვილი გოგოა, ყველაფერზე შეუძლია იტიროს, მითუმეტეს თუ ეს ამბავი სხვა ადამიანების ცხოვრებისეული ტრამვაა._ ორსულად რომ იყო მაშინ გაიგეს. მკურნალობის გასაგრძელებლად ბავშვის მოცილება გახდა საჭირო, მაგრამ არაფრის დიდებით დათანხმდა, მე შეიძლება მოვკვდე და ბაქარის სიცოცხლის მიზეზიც არ დავუტოვოო? ჩემი შვილი მისი სიკვდილის მერე ისე შეიცვალა ვეღარ ვცნობ. ძალიან უყვარს ნათია. ადრე უფრო ხშირად იღიმოდა, უფრო თბილი და მოსიყვარულე იყო, ახლა საკუთარ შვილს ვერ ვცნობ._ ცრემლები მოიწმინდა ქალმა და ატირებულ მაშოს გაუღიმა. აჰა ხომ მიიღო რაც უნდოდა, იბღავლა კიდევაც, დატეულიყო ერთ ადგილას, ასე ხომ არ ეტკინებოდა გული. ბაქარი და ნია შეეცოდა, ნელიკოც შეებრალა რამდენის გადატანა უწევს საბრალო ქალს სიბერეში.

~~~~
მორიგი, ძალიან ძველი ისტორია. დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ. <3



№1 სტუმარი Guest Mariamo

გააგრძელე კარგი დასაწყისია

 


№2  offline მოდერი მე♥

Guest Mariamo
გააგრძელე კარგი დასაწყისია


დიდი მადლობა<3
--------------------
ა.ა

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ყოველ ჯერზე მაოცებ ♡

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Male dade mainteresebs ra moxdeba

 


№5 სტუმარი Nia

ჯერ რო ვნახე ახალკაციო თვალებს არ დაუჯერე იმდენი ხანია არ გამოჩენილხარ ... გამიხარდა ძალიან წარმატებები ჩემო კარგო

 


№6  offline მოდერი bibo

ჩემიი ტაჩუნები ჩემი სიგიჟე ხარ და რა ვქნა heart_eyes საოცრება შენი ისტორიები heart_eyes იცი რამხელა ბედნიერება ასე იკითხო ეს სასწული ისტორიები მე კი მაქ წაკითხული ათი ათასჯერ მაგრამ მაინც სხვა გრძნობა აქ დადებული და თავიდან დაწყებული ითხვა ჩემო გემრიელო მზეო heart_eyes სასწაული ხარ ტაჩუნა heart_eyes და მე ამ სასწაულ გოგოზე ვგიჟდბეი heart_eyes

 


№7  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი საყვარელი ისტორიაააააააა,მიუხედავად იმისა რომ ვიცი მერამდენედ წავიკიტხავ მაინც გამაოოცებ ხელახლააა.რადგან ისევ ისეტ სიამოვნებას მივიგებ როგორიც პირველად მივიღე.მე ველიიიი შენს საოცრებას ხელახლააა დიდი მოლოდინით

 


№8  offline მოდერი მე♥

Anuki96
ყოველ ჯერზე მაოცებ ♡

უხ! უხ! უხ!
უდიდესი მადლობა! ❤️
Shorena kiladze
Male dade mainteresebs ra moxdeba

მიხარია. ^_^
ახალ თავს ყოველ დღე დავდებ.❤️
Nia
ჯერ რო ვნახე ახალკაციო თვალებს არ დაუჯერე იმდენი ხანია არ გამოჩენილხარ ... გამიხარდა ძალიან წარმატებები ჩემო კარგო

ნია, მადლობა დიდი, ძალიან მიხარია შენ რომ გიხარია. ❤️
ჰო, ნამდვილად ძნელი დასაჯერებელი ამბავია.❤️
bibo
ჩემიი ტაჩუნები ჩემი სიგიჟე ხარ და რა ვქნა heart_eyes საოცრება შენი ისტორიები heart_eyes იცი რამხელა ბედნიერება ასე იკითხო ეს სასწული ისტორიები მე კი მაქ წაკითხული ათი ათასჯერ მაგრამ მაინც სხვა გრძნობა აქ დადებული და თავიდან დაწყებული ითხვა ჩემო გემრიელო მზეო heart_eyes სასწაული ხარ ტაჩუნა heart_eyes და მე ამ სასწაულ გოგოზე ვგიჟდბეი heart_eyes

ჩემი თბილი და ტკბილი!
უსასტიკესად კარგი ხარ შენ!
მახარებ შენი ტკბილობებით და შეფასებებით, მადლობები კუნკულა!❤️
miyvarxar1992
ჩემი საყვარელი ისტორიაააააააა,მიუხედავად იმისა რომ ვიცი მერამდენედ წავიკიტხავ მაინც გამაოოცებ ხელახლააა.რადგან ისევ ისეტ სიამოვნებას მივიგებ როგორიც პირველად მივიღე.მე ველიიიი შენს საოცრებას ხელახლააა დიდი მოლოდინით

ღმერთო ჩემო! :ო
რამდენი ხნის გოგო გამოჩნდა ჩემი ისტორიის კომენტარებში!❤️ როგორ მომნატრებია ძველი ნიკების ხილვა, უღრმესი მადლობა შენ!❤️
გამიხარდა ისევ რომ მკითხულობ.❤️
--------------------
ა.ა

 


№9 სტუმარი lina

გადასარევი დასაწყისია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent