შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 7


22-09-2017, 12:52
ავტორი Flickan Wood
ნანახია 1 203

-ვაუ,რომელმა მოიფიქრეთ ეს ისტორია,შენ,მამამ თუ რიკმა? უფრო შენს მონაყოლს გავს,შენს გარდა ამას ვერავინ მოიფიქრებდა.კარგი ცდაა.-არ დაიჯერა ვენდიმ,როცა რობმა ყველაფერი მოუყვა.
-ასეთ რამეს რატომ მოგატყუებდი? ჩვენი მშობლიური ქალაქი მაქციებმა დაიპყრეს ერთ ღამეში და გინდა თქვა,რომ ვამპირების არსებობის არ გჯერა?
-როგორ გინდა დაიჯერო რომ ჯერ ვამპირებმა დაიპყრეს ქალაქი,მერე აქ გადმოვედით და ვამპირმა უკბინა მამაჩემს? და ისიც ვამპირია? დედა მაქცია,მამა ვამპირი-მშვენიერი ოჯახია.
-სერიოზულად ვენდი,ეს სახუმარო თემა არ არის,ადამიანები დაიხოცნენ.10 წლის ბავშვი დაიღუპა.თვალებში შემომხედე და მითხარი რომ გატყუებ.
-კარგი,ქურთუკს ავიღებ,შენ ცხენები მოამზადე.-შეეშინდა ვენდის,როცა მიხვდა რობი არ ატყუებდა.

მალე ის და რობი ცხენებს მიაჭენებდნენ იმ ქოხისკენ,სადაც წინა ღამით რობერტი გარდაიქმნა.
ნახევარ საათში ქოხიც გამოჩნდა.თეთრთ თოვლზე შორიდანვე ჩანდა ღია კართან წითელი სისხლი.ვენდი ცხენიდან ჩამოხტა და კართან მივიდა-10-იოდე წლის გოგონა იატაკზე იწვა და უსიცოცხლო თვალებით ჭერს მიშტერებოდა,ორ ნაბიჯში კი თეთრწვერა მოხუცი იწვა პირაღმა,სახე შვილისკენ ქონდა მოტრიალებული და ზედ სასოწარკვეთა ეწერა.

ვენდის გააჟრჟოლა და ქოხიდან გამოვიდა.პირველად ნახა გვამი ასე ახლოდან.
-საით წავიდა რიჩარდი?-ჰკითხა რობს.
-იქით-მარჯვნივ გაიშვირა ხელი რობმა.
-ამ გვამებს ხომ ესე ვერ დავტოვებთ,შენ იცი რაც უნდა გააკეთო.-უთხრა რობს.
-არა! არ შემიძლია!
-შეგიძლია! ვიცი რომ შეგიძლია!
-ხომ გახსოვს რა მოხდა ბოლოს,როცა ამის გაკეთება ვცადე?-ჰკითხა რობმა და მისი ხელი აიღო,რომელზეც შრამი ჰქონდა დამწვრობისგან.
ამ დროს მანქანის ძრავის ხმა გაისმა და შავი ჯიპი მოადგა ქოხს.იქიდან მაღალი,შავგვრემანი გოგონა,რომელიც ოცდახუთზე მეტის არ იქნებოდა და გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა,გადმოვიდა და ქოხისკენ წამოვიდა.
ვენდი სწრაფად მიიჭრა მასთან და უთხრა-აქ მოსვლა არ შეიძლება.
-უკაცრავად?
-არ შეიძლება.
-მამაჩემის სახლში არ მიშვებ?
-რა?
-აქ მამაჩემი ცხოვრობს.
გოგონამ ვენდის გვერდი აუარა და ქოხთან მივიდა.
ვენდიმ თვალები დახუჭა და ინატრა,ნეტა ყრუ დავბადებულიყავიო,როცა გოგონამ სულისშემძვრელად დაიკივლა.
-არა!-მოთქვამდა იგი-ოღონდ ჩემი პატარა და არა! რატომ? რატომ?!
ცრემლები ჩანჩქერივით მოედინებოდა მის სახეზე,და ვენდის,რომელიც ემოციურობით არ გამოირჩეოდა,გული აუჩუყდა და ცრემლი ძლივს შეიკავა.
-მიდი,დაამშვიდე-ჩასჩურჩულა რობს.
-შენ თვითონ დაამშვიდე.
-ხომ იცი,რომ არ მეხერხება ეგეთი რაღაცეები,მიდი,შენ შეგიძლია.
რობი გოგოსთან მივიდა და მხრებზე ხელი მოხვია.გოგომ თავიდან მისი ხელი უხეშად მოიცილა,მაგრამ რობმა არ დაანება და გოგო გულამოსკვნილი ჩაეხუტა და ტირილი უხმოდ განაგრძო.
რამდენიმე წუთში გოგომ ტირილი შეწყვიტა და ახლა უსაზღვროდ მწუხარე სახით დაჰყურებდა მამას და დას.
რობი წამოდგა და ვენდისთან მივიდა,რომელიც უხერხულად იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-მას ვუთხარი რომ პოლიციაში უკვე დავრეკე,ასე რომ დრო გვაქვს.
ვენდიმ თავი დაუქნია.
-ამას რა ვუყოთ?-ანიშნა რობმა გოგონაზე.
-ეგეც დაწვი,ვის ადარდებს.
ორივენი ცხენზე შეჯდნენ,და 10იოდე მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდნენ.რობი ქოხისკენ მოტრიალდა და თვალები დახუჭა.
-ვიცი რომ გამოგივა რობ,ისევე,როგორც ყველაფერი გამოგდის.-გაამხნევა ვენდიმ.
მალე ქოხს ცეცხლი წაეკიდა.გოგონამ შეჰყვირა და ქოხიდან გამოვარდა.-მიშველეთ! დამეხმარეთ გთხოვთ!
ისევ ქოხში შევარდა და თავისი დის გვამი გამოათრია და ისევ დაიწყო ხმამაღლა ტირილი.
რობს გული ვეღარ მოუთმინა და ვენდის უთხრა-უნდა დავეხმარო.
-ახლახანს წაუკიდე ცეცხლი მის სახლს და ახლა ჩაქრობაში გინდა დაეხმარო? რობ,პოლიცია თუ მოვა,კვალს იპოვიან და ყველას ციხეში ჩაგსვამენ!
-ჩაქრობაში არა,უბრალოდ მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.
-მამას ვინ იპოვის?
-უჩემოდ წადი,ვიცი რომ შეძლებ.
-კარგი,ხო.
რობი გოგონასთან დაბრუნდა,ვენდი კი მარტო წავიდა იმ გზაზე,საიდანაც მამამისი გაუჩინარდა.
ერთი საათი უშედეგოდ იარა,ხან არჩევდა ნაკვალევს,ხან ვერა და ალალბედზე მიდიოდა.მოეჩვენა რომ საუკუნე გავიდა,როცა ახალთახალი ნაკვალევი შენიშნა და ცხენიდან ჩამოხტა.
ცხენი სადავით დაიჭირა,ნაკვალევს ყურადღებით დააკვირა და გაჰყვა.
-რიკ? რობერტ?-იძახდა,როცა ეჩვენებოდა,რომ მათი ხმა ესმოდა,მაგრამ უშედეგოდ,პასუხი არ იყო.
ცოტახანს კიდევ იარა ასე,შემდეგ კი ვიღაც ხის უკნიდან გამოვიდა და იარაღის ლულა მიუშვირა.
-რიკ...
-ვენდი?
რიჩარდმა იარაღი ძირს დაწია და გაოცებულმა ჰკითხა-აქ რას აკეთებ?
-მამაჩემს ვეძებ.
-მეც.
-ეგ გეგონე,როცა კინაღამ მესროლე?
რიჩარდმა მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ჰკითხა-როგორ მომაგენი?
-შენს ნაკვალევს გამოვყევი.
-ხო? მე კი გზაში გვამებით ვიგებდი,საით წავიდა მამაშენი.
-გვამი არ შემხვედრია...
-იმიტომ,რომ დავმალე.ამ ტყეში ხალხი დადის და ვინმემ რომ გაიგოს...
-მის მოკვლას აპირებ?
-მართალია ერთ დღეში უკვე 5 ადამიანი მოკლა,მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემი საუკეთესო მეგობარია,ვენდი.ვიცი რომ ჯერ კიდევ იქ არის,წამით დავინახე მის თვალებში,რომ ჯერ საკუთარი თავი ბოლომდე არ დაუკარგავს.

მათ უხმოდ გააგრძელეს რობერტის ძებნა.
მალე კივილი შემოესმათ და მალე ქალი დაინახეს,რომელიც მათკენ მორბოდა და შველას ითხოვდა.
-გთხოვთ,დამეხმარეთ!-წამით შეჩერდა ქალი,როცა ვენდის და რიჩარდს გაუსწორდა და ისევ გაიქცა,მაგრამ შორს ვერ.ვიღაც ელვის სიწრაფით გამოვარდა ხეებიდან,ქალს ყელში სწვდა,კისერი გადაუტეხა და მის სისხლს დაეწაფა.

რიჩარდმა მას იარაღი დაუმიზნა,მაგრამ ვენდიმ ხელი ჩამოაწევინა და რობერტს ფრთხილად მიუახლოვდა.
-მამა...მე ვარ,ვენდი...
რობერტმა არაფრისმთქმელი თვალებით მოიხედა და ვენდი რომ დანახა,მზერა შეეცვალა.გაფითრდა და ქალს ხელები გაუშვა.გვამი მოწყვეტით დაეცა მიწაზე.
ვენდი რობერტთან ნელა მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
-მაპატიე ვენდი,მაპატიე რომ ასეთი მნახე,მაპატიე იმისთვის რაც ჩავიდინე...-რობერტს ხმა აუკანკალდა და ვენდის ხელი მოიშორა-არ შემეხო! შეიძლება რამე დაგიშავო!
-ვიცი,რომ არ დამიშავებ.-მშვიდად უთხრა ვენდის და რიჩარდს გახედა,რომელსაც იარაღი მაგრად ჩაებღუჯა ხელში.-წამოდი,სახლში წავიდეთ!
-არა!!!-თითქმის იყვირა რობერტმა და ჩაიკეცა და თავში ხელები წაიშინა-ჩემს ოჯახს და გარშემომყოფებს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაყენებ! მე მონსტრი ვარ,ნამდვილი მონსტრი...ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
-არა!-მტკიცედ უთხრა ვენდიმ და მის გვერდით ჩაიმუხლა-მონსტრი არ ხარ.მიახლოებითაც არ ვიცი,ახლა რას გრძნობ,მაგრამ ვიცი,რომ ყველაფერი გაივლის და უკეთესობისკენ შეიცვლება,უბრალოდ ნება უნდა მოგვცე,რომ დაგეხმაროთ.თუ სახლში არ წამოხვალ იმ ხალხთან,რომლებთაც უყვარხარ და შენზე იზრუნებენ,სხვაგან სად უნდა წახვიდე?
-მომკალი!
-რა?
-მომკალი!-იყვირა რობერტმა და რიჩარდს მივარდა-მომკალი,გთხოვ.
რიჩარდი გაუნძრევლად იდგა.
-არა!-იყვირა ვენდიმ და რიჩარდს იარაღი წაართვა.
-მე მხოლოდ სიკვდილი თუ დამეხმარება,ვენდი.შეხედე ამ ქალს...დღეს უკვე საკმარისი საშინელებები ჩავიდინე,უნდა მომკლათ,რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
-არ მაინტერესებს ეს ხალხი-იყვირა ვენდიმ-მე მამაჩემი მაინტერესებს,რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს გვერდით არ ყოფილა და ახლა,როცა უკვე შემიძლია მასთან დროის გატარება, უნდა!
-მამაშენი უკვე მოკვდა,გუშინ...
-არა!!
-არავინაც არ მოკვდება!-რიჩარდი მათ შორის ჩადგა,-კი,საშინელებები ჩაიდინე,მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის,შენ შენ არ ყოფილხარ და მჯერა,რომ როგორც ყველაფრის,ამის გამოსწორებაც შეიძლება,უბრალოდ თავს ძალა უნდა დაატანო.შენი შვილების ხათრით...ვენდის ხათრით...
ვენდის ცრემლებმა დაუსველა სახე.როცა რობერტმა ეს დაინახა,შვილი მაგრად ჩაიკრა გულში-მაპატიე...მაპატიე გთხოვ...
-საპატიებელი არაფერი გაქვს...

უკვე 12 საათი სრულდებოდა.სახლში მოკლე გზით დაბრუნდნენ,მაგრამ ტყიდან რომ გავიდნენ რობერტმა შეჰყვირა.
-რა,რა მოხდა?-შეეშინდა ვენდის.
-ვიწვი...მზე მწვავს.-რობერტი ხის ჩრდილს მოეფარა დაა დამწვრობა მაშინვე გაუქვრა.
-როგორც ჩანს მზეზე მართალი ყოფილა,ვამპირებს მართლა წვავს,კიდევ კარგი არ ბრჭყვრიალებ მაინც.
რობერტს გაეცინა.
-ეხლა რა ვქნათ?-იკითხა ვენდმიმ.
-მზის ჩასვლას უნდა დაველოდოთ.-უპასუხა რიჩარდმა.
-ჯერ მხოლოდ 12 საათია!
-შეგიძლია წახვიდე,ვალდებული არ ხარ,რომ დამელოდო.არცერთი არ ხართ ვალდებული.-უთხრა რობერტმა.
-მარტო ვერ დაგტოვებ!
-წადი და რობს უთხარი,რომ გვიპოვე,მასთან მე დავრჩები.-უთხრა რიჩარდმა.
-არა! შენ წადი,თუ გეშინია რომ მამაჩემი ჩემს მოკვლასაც მოინდომებს ვენდის
რიჩარდმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ თავი გაიქნია უკმაყოფილების ნიშნად და ქვაზე ჩამოჯდა
-მე წავალ,ცოტას გავივლი,იქნებ ტელეფონმა დაიჭიროს,რომ რობს დავურეკო-თქვა ვენდიმ და იქვე ახლოს პატარა გორაკზე ავიდა და ტელეფონს დახედა.სიგნალი ისევ არ იყო.
-ჯანდაბა!-თქვა ვენდიმ და უკან დაბრუნდა.
რიკი მარტო იდგა.
-რობერტი სად არის?-აღელდა ვენდი.
-წავიდა...თქვა,რომ შენთვის და დანარჩენებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს და მის გარეშე უკეთესად იქნები.
-საით წავიდა? მითხარი,საით წავიდა!!!
-ვენდი...-რიჩარდმა ვენდი დაიჭირა,რომელიც გაქცევას ცდილობდა-არ გინდა...! აზრი არ აქვს,თუ არ უნდა რომ ვინმემ იპოვოს,ვერავინ იპოვის,გაუშვი...
-არა!-ვენდის ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები ნიაღვარივით გადმოსკდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა-მამა!!!

--- --- ---

თუ რაიმე შეცდომას იპოვით,მაგალითად-წინა ნაწილში რაღაც ეწერა და აქ სხვანაირად წერია-არ შეიმჩნიოთ,რადგან როგორც კი ვწერ,მაშინვე აქ ვპოსტავ და მერე ვასწორებ და ვამატებ ხოლმე რაღაცეებს და ამიტომ არ ემთხვევა ზოგი რამ ერთმანეთს,ასე რომ,განახლებული და უკეთესი ვერსიის წასაკითხად გადადით ლინკზე - https://4love.ge/istoria/129850-iceheaven-ganaxlebuli-versia8-nawili-ertad.html




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent