შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე (სრულად)


23-09-2017, 23:14
ავტორი Yvavi.
ნანახია 5 377

გამთენიისას ძლივს ავწიე სხეული იატაკიდან, მთელი სხეული მტკიოდა და სიარული მიჭირდა. გადაგლეჯილი მაისური გავიხადე და ნელი ნაბიჯით გავედი ოთახიდან. ხელში ხალათი და პირსახოცი მეჭირა. დერეფანში, სარკეში ჩემი ნახევრად შიშველი სხეული შევათვალიერე. ზურგზე სისხლშემხმარი ზოლების დანახვისას ღებინების შეგრძნება მომაწვა. სწრაფი ნაბიჯით წავედი აბაზანისკენ და წყალი მოვუშვი.
ცხელი წყლის შეხებაზე უფრო ამტკივდა, ზოგი ჭრილობიდან სისხლმაც დაიწყო ისევ გამოჟონვა. მაშინვე გრილი წყალი მოვუშვი და შამპუნი ავიქაფე თავზე. ყელში ცრემლის ბურთს ვგრძნობდი, სუნთქვა მიჭირდა, ამას თან ერთვოდა გაუსაძლისი ტკივილი.
აბაზანიდან მალევე გამოვედი, უბრალოდ შემხმარი სისხლი ჩამოვიბანე. დიდხანს ვერ გავძელი შამპუნი და დუშგელი ჭრილობებს საშინლად მწვავდა. სველი, მხრებამდე შეჭრილი თმა მშვიდად ჩამოვივარცხნე და ხალათში გახვეულმა დავტოვე აბაზანა.
მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა, როგორც ჩანს მამამ გაიღვიძა. საძინებელში შევედი და წინა დღეს გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი.
სამზარეულოში დედას სენდვიჩი და ჩაი გაეკეთებინა.
-სწრაფად ისაუზმე, სკოლაში არ დაგაგვიანდეს . - მომღიმარი სახით უთხრა დედამ და გაზქურას მიუტრიალდა, რომელზეც საოცარი არომატის მქონე წვინანს ამზადებდა.
რაც შემეძლო სწრაფად მოვათავე საუზმე, სახლიდან მინდოდა გამეღწია. წასვლამდე დედას ვაკოცე და ზურგჩანთას დავავლე ხელი.
ოთხი სართული სირბილით ჩავირბინე, მეორე სართულზე გავჩერდი და ბორდოსფერ კარზე დავაზარუნე.
კარი მალევე გამიღო მარიამმა, ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული. გაკვეთილების დაწყებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. სახლში ოჯახის წევრივით თავისუფლად შევაბიჯე და მარიამის ოთახისკენ წავედი.
-წუხელი გირეკავდი, ვიფიქრე ჩემთან დარჩებოდი. - თან მესაუბრებოდა და თან კარადიდან ტანსაცმელს ქაოსურად ყრიდა.
-არც გამხსენებია ტელეფონი, უხმოზე მქონდა ჩართული და ჩანთაში მედო. - ღიმილით ავიჩეჩე მხრები. საშინელმა ტკივილმა მთელ ტანში დამიარა, სწრაფადვე დავუბრუნდი წელში გამართულ, გაუნძრეველ ჯდომას.
მარიამმა წარბშეკრულმა გადმომხედა. როგორც იქნა აერჩია ტანსაცმელი,ჩემს თვალწინ სწრაფად ჩაიცვა და საწოლის გვერდზე მდგარ ტუმბოს უჯრაში რაღაცას დაუწყო ძებნა.
მალევე იპოვა რასაც ეძებდა, ხელში პატარა მალამოს კოლოფი ეჭირა.
-გაიხადე მაისური, შეხორცებაში დაგეხმარე თან ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. - ხელით მანიშნა რომ შევბრუნებულიყვი.
მე და მარიამი ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ყოველთვის როცა სახლში სიტუაცია ირეოდა მასთან მოვდიოდი, ხანდახან ვერც ვაღწევდი სახლის სიტუაციას. ჭრილობებს მესამე წელია მალამოებით მიმუშავებს. თითქოს ყოველთვის იცის როდის რა მიჭირს.
სამი წლის ვიყავი როცა პირველად გავიცანი, ახალ გადმოსული ვიყავი ამ კორპუსში. მაშინ ბუთხუზა, მოუქნელი ბავშვი იყო. ყოველთვის იცინოდა და კარაქიან პურს ეთაყვანებოდა. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით, სათამაშო თოჯინას ოპერაციას ვუკეთებდით და პერიოდულად ბიჭბს ვეჩხუბებოდით, იმის გამო რომ მანქანებით არ გვათამაშებდნენ. სკოლაშიც ერთად მოვდივართ. ყოველთვის გვერდიგვერდ ვისხედით. ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც თუმცა საღამოს ან მე, ან მარი ვადგებოდით ერთმანეთს კართან შოკოლადით ხელში შერიგების ნიშნად. თინეიჯერობის პერიოდში შოკოლადი ლუდმა ჩაანაცვლა.
ჭრილობები მალამოთი დამიმუშავა, შემდგ უბრალოდ მომღიმარი სახით ადგა, ზურგჩანთას დაავლო ხელი და საზარეულოში გავიდა.
-არ მიჭამია ჯერ. - მაცივარში შეიხედა და შემომცინა.
-მე ვჭამე. - საპასუხოდ გავიცინე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ოჰ, არ გამაგონო. სოსისი მოვხარშე ღამე, გაციებულია მაგრამ უცებ შევჭამოთ და გავიქცეთ, თორემ ციური ფეხებით დაგვკიდებს სკოლის დერეფანში დაგვიანების გამო. - სწრაფად გაშალა სუფრა და მადინად დაიწყო ჭამა.
სკოლაში თავის დროზე მივედით და დამრიგებლის რისხვასაც გადავურჩით. როგორც ყოველთვის არეულობა იყო, ყველას ერთმანეთი ეზიზღებოდა და აღარ იცოდნენ რითი დაემცირებინათ ერთმანეთი. გაკვეთილებზე მასწავლებლების საყვარელი მოსწავლეები მონაყოლს ვუსმენდით. უფრო სწორედ ნახევარს, დანარჩენ დროს ან წიგნს ვკითხულობდით, ან კიდევ პატაარა ფერად ფურცლებზე ვწერდით ერთმანეთს. საუბარი კი შეგვეძლო მაგრამ ასე უფრო სახალისო იყო.
გაკვეთილების შემდეგ ჩვენ საყვარელ კაფეში დავსხედით. კუთხეში, ყველაზე მყუდრო ადგილას. მიმტანიც იმდენად შეეჩვია ჩვენს იქ ყოფნას ღიმილით გვესალმებოდა.
-ცეზარი და ალუბლის წვენი სოფის, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა მარიამს, ხო? - არც ჩაუწერია ისე გვკითხა, დადებითი პასუხის მიღებისთანავე სხვა მაგიდასთან გადაინაცვლა.
შეკვეთა მალევე მოგვიტანეს.
-გამაგებინე მაგ საზიზღარ წვენს როგორ სვამ. - წვენის დანახვაზე სახე დაემანჭა მარიამს და ნორმაზე მეტად დამტკბარი ყავა მოსვა. - აი ესაა ცხოვრება, ეგ მჟავე რაღაც კი არა. - თან ეცინებოდა, თან იმანჭებოდა.
-ოჰ, როცა თვრები კი კარგად სვამ ხოლმე. - ჩავიცინე და ცეზარის ჭამა დავიწყე.
-მე და ლუკა დავშორდით. - თითქმის დასრულებული გვქონდა ჭაა მოულოდნელად რომ დაიწყო საუბარი. ხმა დაუსევდიანდა და იმედგაცრუებული სახით იყურებოდა სივრცეში.
-რატო?
ლუკა და მარიამი დაახლოებით ხუთი წელია ერთად არიან. გიჟდებოდა მაგ ბიჭზე, უფრო სწორედ ერთმანეთზე. საათობით შეეძლოთ ყველაზე მოსაწყენი ფილმებისთვის ყურებაც კი. ერთმანეთზე უარესები იყვნენ, საზიზღარი ფილმების არჩევაში. ღამით ჩუმად იპარებოდნენ ხოლმე ერთმანეთის სანახავად.
-მითხრა რომ საკმარისი აღარ იყო მისი ჩემდამი სიყვრული და უბრალოდ თავისუფლება უნდოდა. - თვალები აემღვრა, თუმცა ცარიელი მზერით ყურება არ შეუწყვიტავს.
-თავისუფლება? პფფ,- ჩავიფურუტუნე და მაგიდაზე თითები ავაწკაპუნე.
-მაგ თავისუფლებას ელენე ქვია.
-გეყოფა, ნუ იტანჯავ თავს.
-ქერა თმა და თაფლისფერი თვალები აქვს, ქათქათა კანი და მდიდარი მამიკო.
-იქნებ უყვარს? - სევდიანად გავხედე და ხელი ხელზე მოვკიდე.
-რომ არ უყვარდეს ამდენ წლიან ურთიერთობას არ დაანგრევდა. - მოულოდნელად გაიცინა და მიმტანს ანგარიში მოსთხოვა. დაუკითხავად ორივეს თანხა გადაიხადა.
სახლიდან არც ისე შორს ვიყავით დედას შეტყობინება რომ მომივიდა. უიშვიათესად მწერდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა.
„სახლში მალე მოდი“
ნაბიჯს ავუჩქარე, დაახლოებით ხუთ წუთში სახლის კართან ვიდექი. ყვირილის და ჩხუბის ხმა მთელ სართულზე ისმოდა.
ღრმად ჩავისუნთქე და სახლში შევედი.
დედასთან გამოსარჩლება და მისი დაცვა ვცადე.
მხოლოდ ვცადე. ისევე როგორც ყოველთვის ახლაც ვერაფერი შევძელი.

--
სახლში შესულს დედა სავარძელთან, იატაკზე მჯდარი დამხვდა. გახეთქილი ტუჩიდან სიმწრით იწმენდა სისხლს და სევდიანი თვალებით უყურებდა თავის გაწითლებულ მაჯებს.
სანამ პატარა ვიყავი ყველაფერი კარგად იყო. მოსიყვარულე ცოლ-ქმარ იყვნენ, ყოველ პარასკევს საღამოს კინოში დადიოდნენ და კვირაობით პიჟამოში ჩაცმულები ფილმების დღეს იწყობდნენ.
ალბათ შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად გავიგონე მათი საძინებლიდან ჩხუბის ხმა. შეშინებული, გულაჩქარებული ვიმალებოდი საკუთარი საწოლის ქვეშ და ველოდებოდი როდის შემოვიდოდა ვიღაც უცხო ჩემს ოთახში. ვერასდროს წარმომედგინა რომ მამაჩემს შეეძლო დედასთვის ეყვირა, გულწრფელად მჯეროდა რომ ვიღაც სხვა იყო. ვიღაც სხვა ვისაც ფული ან რავი, რამე უნდოდა.
პირველად ჩემს მეცამეტე დაბადების დღეზე დაარტყა, როცა აღმოაჩინა რომ შეთანხმებული 5 ბავშვის მაგივრად შვიდი დახვდა სტუმრად. სტუმრების წასვლას არც დალოდებია ისე დაიწყო ჩხუბი, მეორე დღეს კი დალურჯებული დედაჩემი დამხვდა სამზარეულოში.
თითქოს ჩვევად ექცა ყოველი „მძიმე“ საღამოს შემდეგ სამზარეულოში ტრიალი.
ზურგჩანთა იატაკზე დავაგდე და დედისკენ წავედი. იმ მომენტში მეგონა რომ სხეულს საერთოდ ვერ ვიმორჩილებდი, მიჭირდა სუნთქვა და მეშინოდა.
-არ მიეკარო. - კედელზე მიყუდებულმა მამაჩემმა დამიღრიალა, თითქოს ზოოპარკში გამომწყვდეული მგლისკენ ვიწევდე. მაინც არ შევჩერებულვარ, თუმცა უფრო ნელა გავაგრძელე გზა.
დედას გვერდზე მივუჯექი და მტელი ძალით შემოვხვიე ხელები, ვკოცნიდი დალურჯებულ სახეზე, ვეფერებოდი თმაზე და ცრემებით ვუსველებდი ყვავილებიან კაბას. თავი ჩემს მხარზე ქონდა ჩამოდებული და კედელს უცქერდა. მის თმებში ვხლართავდი თითებს, უყვარდა როცა თმაზე ეფერებოდნენ,ყოველთვის ეძინებოდა. ახლა კი საერთოდ არაფერს შვრებოდა.
კარის ჯახუნზე ორივე შევკრთით.
ცოტა რომ დამშვიდდა, აბაზანა თბილი წყლით ავავსე. ჩემი ხელით გავხადე ყვავილებიანი, ფერადი კაბა და პატარა ბავშვივით დავუყვავე. თბილ წყალში ჩაწოლა ესიამოვნა, ყოველშემთხვევაში მე მეგონა ეგრე, რადგან თვალები მილულა და კუნთები მოუდუნდა.
-იატაკზე არ დაჯდე, კაფელია და გაცივდები. - დაგუდული ხმა მომესმა. არადა მართლა ვაპირებდი იატაკზე დაჯომას. შემდეგ კი უცებ პირაღმა დავწექი, ცივთან შეხება მესიამოვნა, ზურგის ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი.
-როგორ შეგიძლია ყოველივე ამის მერე საჭმელი მოუმზადო და მოუარო? - წამიერად მომწყდა პირიდან სიტყვები. ვინანე, ვიცოდი რომ აზრი არ ქონდა, არც არასდროს ჰქონდა. პასუხი ყოველთვის ერთი იყო.
-ის მამაშენია.
-რა გაიძულებს ამ.. - მინდოდა მეთქვა „პირუტყვი“ თუმცა თავი შევიკავე, ალბათ სწორად მოვიქეცი. - კაცთან ცხოვრებას?
-ადრე კარგი კაცი იყო, ახლაც არის გულის სიღრმეში.
-გულის სიღრმეში მეც ინგლისის დედოფალი ვარ. - ამოვიფურუტუნე და გაბრაზებულმა აბაზანა დავტოვე. მალევე დავბრუნდი, გავამშრალე, დაჟეჟილობები მალამოთი დავუმუშავე და საწოლში ჩავაწვინე.
ჩაიძინებამდე წიგნს ვუკითხავი. მძინარეს უფრო მეტად ჰქონდა სევდიანი და ტანჯული სახე ვიდრე ფხიზელს.
„Sakhuravze?“ მივწერე მარიამს და არეული ოთახის დალალაგება დავიწყე. პასუხი მალევე მომივიდა. „yep : )”.
პლედი, პატარა ბალიში და სიგარეტის კოლოფი ავიყოლე მაღლა. მარიამი უკვე იქ მელოდებოდა, ისიც ჩემსავით გამზადებულიყო კოლოფის მაგივრად სანთებელით.
-სულ სანთებელა გრჩება ხოლმე. - გაიცინა, პლედი გააფინა და დაჯდა.
-იმიტომ რომ ყოველთვის შენ მოგაქვს. -გავუღიმე და მარიამის პლედზე დავჯექი, რასაც ბუზღუნი მოჰყვა. - დამშვიდდი, ჩემი დავიფაროთ.
-როგორ გგონია, შევძლებთ ამ ჭაობიდან თავის დაღწევას? - მეორე ღერს ვეწეოდი, ცა მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი იყო. გრილი ნიავი წამოუქროლებდა ხოლმე ხანდახან.
-ალბათ. ოდესმე დავტოვებთ აქაურობას. -ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. სახურავის ნაპირთან იდგა და სულაც არ აშინებდა ის ფაქტი, რომ შესაძლოა სიკვდილით დასრულებულიყო. - გიორგისაც უნდოდა, მაგრამ აქ აღარაა.
გიორგი მისი უფროსი ძმა იყო, სამი წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა მეგობრებთან ერთად. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს მისი ბოლო გასეირნება იყო, დაიღუპა და მარიამის გარკვეული ნაწილიც თან წაიყოლა.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, მარიამი ცას უყურებდა, მე პირდაპირ აღმართული კორპუსის აივნებს, რომელზეც პერიოდულად შედიოდა და გადიოდა ხალხი.
მარიამის მობილურის ხმამ ორივე შეგვაკრთო. რამდენიმე შეტყობნება ერთდროულად მოუვიდა.
-ნიკას მშობლები აქ არ არიან და წვეულება გაუმართავს, წამო. - პლედები და ბალიშები აიღო და კიბისკენ წავიდა.
-არ მინდა, დედასთან ვიქნები. - ამოვილაპარაკე და ნელი ნაბიჯით მივყევი.
-მთელი ცხოვრება მასთან ხო არ იქნები. - ამოიბუზღუნა.
საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ ჩვენ ახლოს მდებარე, ორსართულიან სახლში აღმოვჩნდით. კარი ნიკამ გაგვიღო, მარიამის მეგობარი იყო.
უხერხულად გავუღიმე და მოკლე კაბა ოდნავ ქვემოთ დავწიე. გიჟდება როცა ყველგან შესაბამისი ტანსაცმლით დადის, შესაბამისად მეც მარიამის სტილზე ვარ გადაწყობილი. თხუთმეტი წუდი ვკამათობდით კაბა ჩამეცვა თუ შარვალი. მის სასარგებლოდ გადაწყდა.
ნიკამ ორივეს მინის ბოთლით მოგვაწოდა ლუდი და ხალხს შეერია.
ნახევარზე მეტი უკვე სასმელში ცურავდა, მეორე ნახევარი ჯერ კიდევ საშუალო ფაზაზე იყვნენ, როცა თან აზროვნებენ და თან ვერა. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მეორე სართულზე ოთახებში მიდიოდა, ზოგი კი ხმამაღლა საუბრობდა.
შესვლიდან რამდენიმე წუთში თავის ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ კი სიტუაცია უფრო და უფრო მომეწონა. არავის აინტერესებდა ვინ იყავი და რას წარმოადგენდი. მერამდენე ბოთლ ლუდს ვსვამდით აღარ ვიცოდი, მაგრამ ფაქტია ფეხზე დგომა უკვე გვიჭირდა.
-ცოტა ხნით მაღლა ავალ, კაი? - გადავუჩურჩულე მარიამს და ძლივს გავიკვლიე გზა კიბემდე. მეორეზე უფრო მეტი ხალხი დამხვდა.
„ჯანდაბა, აქ ცოტა რომ აირიონ, გამსრესენ“ ჩავიბუზღუნე და თითსწვერებზე ავიწიე, რომ დამენახა სად რა იყო. წონასწორობა დავკარგე, უკვე მზად ვიყავი იატაკზეგამასწორებელი მარცხისთვის მაგრამ დამიჭირეს.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ჭრილობებიდან ხელმეორედ სისხლდენას გადამარჩინა.
ყელზე ტუჩების შეხებაზე შემაჟრჟოლა. - ფრთხილად უნდა იარო ხოლმე. - ყურთან მიჩურჩლა, შემდეგ კი ყელიდან მხრებამდე გადააცოცა ნესტიანი ტუჩები. პირველივე თავისუფალ ოთახში შევედით.
აქამდე უცნობთან სექსი არასდროს მქონია, ფხიზელი რომ ვყოფილიყავი არც მექნებოდა სავარაუდოდ. ექსპერიმენტი ჩამეშალა, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა წელიდან მხრებამდე ააცურა ხელები და რაღათქმაუნდა ჩემი რამდენი ჭრილობაც გახსნა.
ტკივილმა უცებ გამომაფხიზლა. შეშინებულს მუქი თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა, რა ეგონა ნეტა. იმდენად ძლიერი ხელები ჰქონდა რომ კანი გამაძრო?! ჰა ჰა.
-მ...მე უნდა წავიდე. - ამოიბლუყუნა და მაისურის გარეშე გავარდა ოთახიდან. სიმწრით გამეცინა. დასისხლიანებული ზურგი არც გამიწმინდავს ისე ჩავიცვი კაბა, პატარა ხელჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი.
---
მეექვსე სართულამდე ფეხით ავედი, ზურგი დიდად აღარ მტკიოდა. სამაგიეროდ ფეხის კუნთები ამტკივდა. ჩემი სახლის გვერდითა სახლში ვიღაც გადმოსულა, მისი კარის წინ დაწყობილი ყუთები ამას მოწმობს ყოველშემთხვევაში.
დედას ეძინა, მეც ჩემს ოთახში შევედი. მინდოდა ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი საწოლი დავინახე მაშინვე გადავიფიქრე. კაბა იატაკზე დავაგდე და საცვლის ამარა შევწექი საწოლში.
მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა, შეშინებული წამოვხტი საწოლიდან. სამეცადინო მაგიდაზე მიგდებული გრძელი მაისური გადავიცვი და მისაღებში გავვარდი. არავინ იყო, არც სამზარეულოში. დედასაც ისევ ეძინა.
გარეთ გავიხედე, წაბლისფერთმიანი ბიჭი გულმოდგინედ ცდილობდა კართან დაყრილი მინის ნამსხვრევების აკრეფას.
-დღის სინათლის გეშინია თუ რატომ გადმობარგდი ღამე? - ცალი წარბი ავწიე და კარის ჩარჩოს მივეყუდე. წარბებსქვემოდან ამომხედა, მოულოდნელად წელში გასწორდა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმელად.
-დიადი ვამპირი მოგესალმებათ. - თვალები მოჭუტა და სცადა საშიში სახე მიეღო, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ ნამსხვრევებისგან თითი გაეჭრა და სისხლი წვეთავდა.
-თავის დასაცავად ნიორი მჭირდება? - მოულოდნელად სიცილი აგვიტყდა, პირზე ხელს ვიფარებდი ხმის ჩასახშობა სხვები რომ არ გამეღვიძებინა.
-ვერცხლის აბჯარი ჩაიცვით რომ ვეღარ მოგეკარო. - სიცილი შეწყვიტა და ისე ნამსხვრევების აკრეფას მიუბრუნდა.
სახლში შევბრუნდი, ცოცხი და აქანდაზი გამოვიტანე.
-გაიწიე დავგვი. -სწრაფად მოვაქციე აქანდაზზე ნამსხვრევები. - ესეც ასე, წამებას გადაგარჩინე.
-სიკეთის სანაცვლოდ რითი დაგაჯილდოვოთ? - იღიმოდა და კიბის მოაჯირს ეყრდნობოდა.
-ნუღა აბრახუნებ და დამაძინე რაა. - ღიმილით ვუპასუხე და სახლში შევბრუნდი.
***
ერთი კვირა სკოლაში არ წავსულვარ, მთელი დღე სახლში ვიჯექი და ხან ფილმებს ვუყურებდი, ხან დედას ვეხმარებოდი.
როცა დედა სამსახურში იყო, მე და მარიამი სახლში ორთაბრძოლებს ვაწყობდით.
-დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანია გამოვავლინოთ გამარჩვებული, ვინ უფრო მეტ ხინკალს შეჭამს. - დივანზე ვიდექი, მიკროფონის მაგივრად პულტი მეჭირა და ვლაპარაკობდი. - როგორ განწყობაზე ვართ? - წამოვიყვირე და პულტი მარის მივუშირე.
-შენი განადგურების ხასიათზე. - სიცილით მიპასუხა და მუცელზე შემოირტყა ხელი. - კუნთზ რო კოცნიან ეგრე ვიზამდი მუცელზე მაგრამ ვერ ვწვდები. - აგრძელებდა სიცილს და თავმომწონედ დააბიჯებდა ოთახში.
-მაშ ასეე, ვიწყებთ. - დივნიდან ჩამოვხტი და სამზარეულოში გავედით.
პირველი სამი მარტივად შევჭამეთ, ათამდე ასვლა არ გაგვჭირვებია. მერე კი დაიწყო ჩემი საცოდაობა, სწრაფად ვეღარ ვჭამდი, ვგრძნობდი რომ კუჭში ადგილი არ იყო მაგრამ მაინც ვაგრძელებდი.
საბოლოოდ 12:20 წავაგე.
ვერასდროს ვიგებდი რანაირად ახერხებდა ამდენ ჭამას და თან სუსტად დარჩენას.
-ჰა ჰა, გაგანადგურებ მეთქი ხო დაგპირდი. - იცინოდა წარბებს ათამაშებდა.
-წამო წამოვწვეთ თორე ისე მტკივა მუცელი თითქოს დრაკონებს ვაჩენდე. - ვთქვი და საკუთარი უაზრო ფრაზით შეშფოთებული სახე მივიღე.
-რამე საშინელებათა? - ტუჩი მოიკვნიტა და გამომწვევად გამომხედა.
-რა თქმა უნდა. გავუღიმე და დივანზე მოვკალათი.
***
ორ კვირაზე მეტია მამა სახლში არ დაბრუნებულა, დედაც დამშვიდდა. ჩემი ჭრილობებიდან კი მხოლოდ შრამებიღა დარჩა.
ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, სახურავზე მარიამის გარეშე ავედი.
სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი. საკუთარ თავში დავიკარგე,საკუთარმა ფიქრებმა და ოცნებებმა ამირიეს გონება. ხანდახან მგონია რომ არარეალური ვარ, რომ რაც ხდება არ უნდა ხდებოდეს. რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ჩვეულებრივი მოზარდი ვიქნები მშვიდი ოჯახით. თუმცა ყოველი დილა იმედგაცრუებით სრულდება.
-თვითმკვლელობისთვის შესანიშნავი ადგილია. - მომესმა უკნიდან წაბლისფერთმიანის ხმა. ჩემს გვერდზე დაჯდა.
-თუ დააპირებ ხელს არ შეგიშლი. - გვერდზე არ გამიხედავს, ისევ კორპუსებს და განათებულ ფანჯრებს ვათვალიერებდი.
სავსე მთვარეობა იყო, სახურავი მთლიანად იყო განათებული. მის სახეს გარკვევით ვხედავდი. მუქი მწვანე თვალები და ოდნავ აპრეხილი ცხვირი ჰქონდა. ღიმილის დროს ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა.
ხმა აღარ ამოუღია, ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკის მოსმენა დაიწყო.
-რას უსმენ? - ჩუმად ყოფნა რომ მომბეზრდა მისკენ მივტრიალდი. უხმოდ გამომიწოდა ერთი ყურსასმენი და ჩუმად აღიღინდა.
-He says, "Ooh, baby girl, you know we're gonna be legends
I'm a king and you're a queen and we will stumble through heaven
If there's a light at the end, it's just the sun in your eyes
I know you wanna go to heaven, but you're human tonight".
-And I've been sitting at the bottom of a swimming pool
For a while now, drowning my thoughts out with the sounds. - ავყევი სიმმღერაში და გავუღიმე. სახე გაუნათდა. ჩემი თავი გამახსენდა უცებ, როცა აღმოვაჩენდი რომ ვიღაცას ჩემი საყვარელი სიმღერა მოსწონდა ვანათებდი.
-But do you feel like a young god? - ცოტა კიდევ წაიღიღინა და კალთაში ჩამიდო თავი. - ნეტა ვარსკვლავები ვიყოთ.
-რატომ?
-ძალიან, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. -ხან ცას უყურებდა, ხან მე.
-მაშინ ხანმოკლე ცხოვრებას რატომ ხარჯავ აქ ყოფნით?
-ახლა არ ვთვლი, რომ ვხარჯავ. მერე რა იქნება არ ვიცი. - გაიცინა დალოყაზე ხელი მსუბუქად ამისვა.

--
პირველი დარტყმისას გგონია, რომ ყველფერი მალე დასრულდება. მეორედან უკვე იწყებ ფიქრს რომ ყველაფერი საშინელი და გულისამრევია, მესამეზე ზურგი გიბუჟდება და წამიერად ტკივილის შეგრძნებას კარგავ. მეოთხეს იმდენად ძლიერი ტივილი მოაქვს, რომ ღებინებამდე მიჰყავხარ, თუმცა ითმენ. იცი რომ ყოველი განძრევა უფრო მეტ ტკივილს და დარტყმას მოასწავებს.
მეხუთეზე გონება გებინდება, გრძნობ რომ სხეული აღარ გეკუთვნის. ვეღარ მოძრაობს, ვერ სუნთქავ.
მეექვსეს მერე გჯერა რომ აღარფერია მარტოობაზე ძვირფასი. როცა საკუთარი თავის მეტი არავინ გყავს.
მეათე დარტყმამდე ფიქრი ჯერ კიდევ შეგიძლია. გონებაში ათასი საძაგელი აზრი გიტრიალებს და ოცნებობ რომ დამსჯელის ადგილას შენ იყო.
მეთოთხმეტე დატყმის შემდეგ კი აღარფერი გახსოვს, შავდება და გგონია რომ საკუთარი სული გადაყლაპე.
ამდენი წამების შემდეგ რწმენას კარგავ. ყველაფრის. ზებუნებრივიდან დაწყებული რეალურით დასრულებული.
--
სკოლიდან ვბრუნდებოდი. ჩემს ქუჩას ვუახლოვდეობოდი ჩემი სახელი რომ გავიგე.
-სოფი. - ჩემგან რამდენიმე მეტრით დაშორებული ალექსი იდგა და მომღიმარი ხელს მიქნევდა.
ჯანდაბა, როგორ მინდა რომ გაქრეს.
დროს კარგავს.
-ჰეი. -გავუღიმე და ნელა გავაგრძელე მის გვერდზე სიარული.
-გუშინ შემოგიარე, მაგრამ მამაშენმა მითხრა რომ მნიშნელოვანი საქმეებით იყავი დაკავებული. - გვერდულად, დაკვირვებით გადმომხედა და სვლა შეანელა.
-რატომ გუშინ და არა სხვა დღეს? - წყენა ამომიტივტივდა გონებაში, ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია. არცერთი შეტყობინება, ნახვაზე ხო საუბარიც ზედმეტია.
-შენი ხმა გავიგე.
-ჩემი ხმა? - ირონიულად ავწკიპე წარბები.
-რა ხდება შენს სახლში? - დგას შუაქუჩაში და წარბშეკრული მიყურებს. ღმერთო, ზედმეტად რომ არ ყოფდეს ჩემს ცხოვრებაში ცხვირს იდეალურ კაცად მომეჩვენებოდა. ხელები მექავება ისე მინდა მოვეხვიე და ვუთხრა რომ „უბრალოდ შეშლილი ოჯახის ბრალია“, თუმცა ვერ ვბედავ.
-ფილმების ხმამაღალ ხმაზე ყურება გვიყვარს. საღამოობით პოპკორნით, ლუდებით და მზესუმზირებით ფილმებს ვუყურებთ ხოლმე. - ჩემთვის იდეალური ოჯახის აღწერას ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. აღარაფერს ამბობს თუმცა დაეჭვებული მომყვება.
ლიფტით ავდივართ სახლში.
-შემოდი არავინაა. - კარს ეყრდნობა და ხმადაბლა ამბობს. მხრებს ვიჩეჩავ და მის სახლში შევდივარ.
აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ნათელი, კარგად მოწყობილი ბინაა. მცირე აქსესუარებით და ფერად ბალიშებიანი დივანით.
ფარდებს სწევს და ოთახს აბნელებს. შემდეგ შუქსაც აქრობს. სილუეტების დანახვა შესაძლებელია, ნაკვთებისაც თუმცა გარკვევით არაფერი ჩანს. შემდეგ ხალიჩაზე წვება და მის გვერდით მანიშნებს. კომფორტულად ვწვები ფუმფულა ხალიჩაზე.
-შენზე არაფერი ვიცი. - როგორც იქნა ამოვთქვამ და მისკენ ვბრუნდები. ის ისევ ჭერს უყურებს.
-ბავშვობაში მინდოდა უხილავი ვყოფილიყავი. მაინტერესებდა როგორი შეგრძნებაა როცა ვერავინ გხედავს ან გამჩნევს. საკუთარი ცხოვრების გვერდიდან ყურებას გავს, როცა არცერთი ქმედება შენს სურვილს არ ემორჩილება. თითქოს ცხოვრების უსწრაფეს დინებაში იყინები. დგახარ და შენს წინ მირბის კადრებად ყველაფერი.
-და რა მოხდა ეგეთი? - მოულოდნელად ვაწყვეტინებ საუბარს და იდაყვს ვეყრდნობი. მისი სახის სილუეტს გარკვევით ვხედავ, ვამჩნევ როგორ ეკვრება წარბები და ეჭიმება ყბები. წელზე ხელს მხვევს და თავისთან ახლოს მწევს და მეხუტება.
-დედამ მიგვატოვა. 5წლის ვიყავი სახლში დაბრუნებულს სახლში სხვა კაცთან ერთა რომ დამხვდა, ერთ კვირაში კი სახლშიც არ მოსულა. წავიდა და მისგან მხოლოდ დღესასწაულებზე მოსული ბარათები დამრჩა.
„ნეტავ მამაც წავიდოდეს“ ვფიქრობ და მის თითებზე ვიწყებ თამაშს.
-პირველ სიყვარულზე მომიყევი. - ჩემს ნათქვამზე ეცინება და კარგახანს უკანკალებს სხეული სიცილისგან.
-ხუმრობ ხო? - აგრძელებს სიცილს და ხელს მუცელზე იჭერს.
-არა, მართლა მაინტერესებს. აი ჩემი პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში ჩემი თანაჯგუფელი იყო. - ვამხნევებ ჩემი ისტორიით და უფრო კომფორტულდ ვთავსდები.
-და რითი იყო გამორჩეული სხვებისგან?
-წერა-კითხვა და ასამდე თვლა იცოდა. იმ მომენტში ინტელექტუალურად ვეწყობოდით ერთმანეთს. თან მუქი მწვანე თვალები ჰქონდა. - სწრაფად გავეცი პასუხი და დავუწყე ლოდინი როდის მომიყვებოდა თავის ამბავს.
-ჩემი მოზარდობისას იყო. სადღაც 14-15წლის რომ ვიყავი. მუქი, თითქმის შავი თვალები ჰქონდა და ისე დადიოდა თითქოს მის გარშემო სამყარო არ არსებობდა. ბევრი ფერადი ფურცელი ჰქონდა თუმცა სულ მუქი ფერის ტანსაცმელით დადიოდა. ჭკვიანი და საინტერესო იყო. ყველაფერზე შეეძლო საუბარი. კოსმოსიდან დაწყებული მანქანებით დამთავრებული.
-ისე აღწერე მსოფლიოში ერთადერთი იდეალური გოგოა მგონი. - მეოცნებე ხმით ჩავილაპარაკე და წამიერად შურიც კი ვიგრძენი უცნობი გოგოსადმი.
-ახლაც ხარ. -და მკოცნის.
ყველაფერი ერთმანეთში მერევა, მიუხედავად უაზრო შედარებისა მეგონა რომ სიბნელეში უფრო გამიფართოვდა გუგები გაოცებისგან.
-ვიცი რასაც აკეთებს მამაშენი. - ყველაფერი არ მგონდა გააზრებული, რომ დაამატა.
კიდევ უფრო ავირიე.
იმ დღეს მასთან დავრჩი.

---
-არც კი გაბედო. - ყვიროდა მამა და ხელმოღებული შეჰყურებდა დედაჩემს, ეს უკანასკნელი კი ჯიქურად იდგა მის წინ და თვალს არ აცილებდა მოღერებულ მარჯვენას.
-მიყურე და ნახავ როგორ კარგად გავბედავ. -რაც მთელი ცხოვრება არ შეპასუხებია, ახლა ეპასუხებოდა და თან იმედიანად შემომყურებდა.
-მაგას რას უყურებ, ეგ გალეული გიშველის? - თვალების კვესებას განაგრძობდა მამაჩემი და ხელებს აქეთ-იქით შლიდა.
-ნუ ყვირი, ვერ გადამაფიქრებინებ. - გაიჯგიმა დედაჩემი და წინ აესვეტა.
ცხოვრებაში პირველად ვიყავი დარწმუნებული, რომ დედაჩემს ამ ბრძოლის მოგების შანსიც კი არასდროს ჰქონია.
დასაწყისშივე არასწორი არჩევანი გააკეთა და ახლა დროა მოიმკას.
საშინელი კივილის ხმაზე მეზობლები კართან შეიკრიბნენ, თუმცა არცერთი შემოსულა. იდგნენ და გაღებული კარიდან ადევნებდნენ თვალს საზარელ სცენებს.
--
დღემდე თვალწინ მიტრიალებს ის საზარელი სცენები, ცივი ტალღასავით მთელ სხეულს მოიცავს და თმას ყალყზე აყენებს. შენელებული კადრებივით მახსოვს თუ როგორ მოუქნია ხორცის საჭრელი დანა დედამ მამას, ნაძირალა იყო თუმცა მაინც მამაჩემი. პირველად ვცანი დედაჩემი მაშინ ყველაფერში დამნაშავედ.
შეეძლო.
შეეძლო იქამდე მშვიდად, ჩუმად მიეტოვებინა მამა.
სისხლის და სისაძაგლეების გარეშე.
თუმცა არა, იმდენად იყო მიჩვეული მსხვერპლის როლს რომ ერთხელ ლომად ყოფნა მოუნდა და ყველაზე დიდი სისასტიკე ჩაიდინა რაც კი ადამიანს შეეძლო.
--
დედას საამართლო მოსმენის დღეს ალექსი უკანასკნელად ვნახე. შენობის გარეთ იდგა და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
-ბევრს მიუსჯიან? - თითქოს სადღაც შორს იყურებოდა, ჩემს მიღმა.
-16 დანით მიყენებული ჭრილობა თავდაცვა აღარაა. - პასუხი გავეცი დ ბორდიურზე ჩამოვჯექი. ისიც გვერდზე მომიჯდა.
მძაფრი სიგარეტის სუნი ჰქონდა.
-არ შემიძლია. - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ როგორც იქნა საუბარს იწყებს.
-ვიცი.
-შენთან მინდა.
-არაუშავს. შეგიძლია წახვიდე. - ცოტა ხანს მიყურებს, შემდეგ კი თითქოსდა ვალმოხდილი, აღელვებული დგება და მიდის.
წასვლამდე მსუბუქ კოცნას მიტოვებს.
--
დედას რამდენიმე დღეში პატიმრობა მიუსაჯეს. ასე თავისუფლად თავი ჯერ არასდროს მიგვძვნია.
თითქოს ამოვისუნთქე.


__
აბიტურიენტობამ "დამაჩოქა", ხოდა დასრულებაც მომიწია და დაბრუნების პირობაც დამადებინა.
ხოდა ასე.



№1  offline წევრი ფორთოხალი

ჩემი პირველი სიყვარული ამ საიტიდან :)
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, სოფი ❤

 


№2  offline მოდერი Yvavi.

ფორთოხალი
ჩემი პირველი სიყვარული ამ საიტიდან :)
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, სოფი ❤

ჩემი ერთადერთი საყვარელი მწერალი საიტიდან <3
მომენატრა შენთან საუბრები <3 ^^

 


№3 სტუმარი Guest lia

Vაიმე ცუდად ვარ ალბატ არსებობენ ასეტი მამები
შენ საუკეტესო ხარ

 


№4  offline მოდერი Yvavi.

Guest lia
Vაიმე ცუდად ვარ ალბატ არსებობენ ასეტი მამები
შენ საუკეტესო ხარ

სამწუხაროდ არსებობენ :/
ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი Guest Laura

Rogor gitxra magariatqo roca saatikad banaluri da arc ise saintereso iyo... Uketesad shegedzlo gagvrco ravi... Tu dro ar gaqvs ar dawero

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent